„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.02.2015
ავტორი
ქმედუნარიანობის სამართლებრივი ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი.
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/415/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-03-02
ბიუროს ნომერი 252

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 81-ე მუხლს: ა) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. თუ მხარდაჭერის მიმღებ პირს სასამართლოს გადაწყვეტილებით დანიშნული აქვს მხარდაჭერა საპროცესო წარმომადგენლობის განხორციელების მიზნით, სასამართლო ვალდებულია ასეთი საქმეები განიხილოს თვით მხარდაჭერის მიმღები პირის და მისი მხარდამჭერის სავალდებულო მონაწილეობით.“; ბ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მცირეწლოვანთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი კანონიერი წარმომადგენლები – მშობლები, მშვილებლები, მეურვეები. კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია საქმეში ჩააბას მცირეწლოვანიც. 6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს არასრულწლოვნის, ასევე მხარდაჭერის მიმღების უფლებების დაცვის მიზნით.“. 2. 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. 272-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2“ ქვეპუნქტი: „ვ2) მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადების განხილვისას ბიუროს დასკვნა უარყოფითია;“. 4. 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. 279-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) თუ დაადგენს, რომ მხარე არის მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც მხარდაჭერა დაენიშნა საპროცესო წარმომადგენლობის განხორციელებაში და მას არ მიუღია მხარდაჭერა;“. 6. 281-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა1) ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი მხარდაჭერის მიღებამდე;“. 310-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 8. XXXVIII თავი ამოღებულ იქნეს. 9. 35635 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 7. „ა.ა) იგი იყო მხარდაჭერის მიმღები პირი, რომელსაც სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით დანიშნული ყავდა მხარდამჭერი და არ მიუღია შესაბამისი მხარდაჭერა;“. 10. 35637 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) იგი იყო მხარდაჭერის მიმღები პირი, რომელსაც სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით დანიშნული ყავდა მხარდამჭერი და არ მიუღია შესაბამისი მხარდაჭერა;“. 11. მეშვიდე3 კარის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მეშვიდე4 კარი: „კარი მეშვიდე4 პირის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარება და მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა თავი XLIV10 პირის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარება მუხლი 3637. განცხადების დასაშვებობა პირის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებასთან დაკავშირებული განცხადება შეიძლება განხილულ იქნეს ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 3638. განცხადების შეტანა 1. საქმე იმ პირის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების შესახებ, რომელიც ეძალება ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს, რის გამოც თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს, შეიძლება აღძრან მისი ოჯახის წევრებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებმა. 2. განცხადება პირის შუზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი მოთავსებულია სამკურნალო დაწესებულებაში, მაშინ – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. მუხლი 3639. განცხადების შინაარსი განცხადებაში პირის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებენ, რომ პირი, რომელიც ეძალება ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს, მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს თავის ოჯახს. მუხლი 36310. განცხადების განხილვა 1. საქმეს პირის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების შესახებ სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით. 2. განმცხადებელი განთავისუფლებულია გადახდისაგან. პირის შეზღუდულ საქმის განხილვასთან ქმედუნარიანად აღიარების შესახებ დაკავშირებული სასამართლო ხარჯების მუხლი 36311. სასამართლოს გადაწყვეტილება განცხადების გამო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პირი აღიარებულია შეზღუდულ ქმედუნარიანად, წარმოადგენს საფუძველს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის მზრუნველის დასანიშნავად. მუხლი 36312. შეზღუდული ქმედუნარიანობის გაუქმება 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს, თვით ამ პირის, მისი მზრუნველის, ოჯახის წევრის განცხადებით, გამოაქვს გადაწყვეტილება პირის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების გაუქმების შესახებ. თავი XLIV11 პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა მუხლი 36313. განცხადების დასაშვებობა პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობასთან დაკავშირებული განცხადება განიხილება ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 36314. სასამართლოსადმი განცხადებით მიმართვა 1. განცხადება პირის მხარდაჭერის მიმაღებად ცნობის შესახებ სასამართლოში შეიძლება შეიტანონ თავად პირმა, მისი ოჯახის წევრებმა, კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებმა, აგრეთვე ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულებებმა. 3. განცხადება პირის მხარდაჭერის მიმაღებად ცნობის შესახებ შეტანილ უნდა იქნეს სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი მოთავსებულია სამკურნალო დაწესებულებაში, მაშინ – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. მუხლი 36315. განცხადების შინაარსი 1. განცხადებაში უნდა აღინიშნოს: ა) სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეაქვთ განცხადება; ბ) კონკრეტულად რა სფეროში სჭირდება პირს მხარდაჭერა, მათ შორის საჭიროებს თუ არა პირი მხარდაჭერას ზიანის მიყენების პრევენციის მიზნით; გ) კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც განმცხადებელი ამყარებს თავის მოთხოვნებს; დ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებებს და იმ ფაქტს, რომ ამ პირს აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.; ე) განმცხადებლის მოთხოვნა; ვ) არსებობის შემთხვევაში, განმცხადებლის შუამდგომლობები. 2. განმცხადებელმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფსიქიატრის, ფსიქოლოგის და სოციალური ექსპერტების დასკვნა პირის ფსიქიატრიული მდგომარეობისა და მისი სოციალური ადაპტაციის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონებისმართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოთქმის და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებისას, რასაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს. მუხლი 36316. განცხადების წარმოებაში მიღება 1. განცხადებას სასამართლო იხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლო განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში იხილავს მისი წარმოებაში მიღების საკითხს. 3. განცხადების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად წარდგენის შემთხვევაში სასამართლო ადგენს ხარვეზს და განმცხადებელს მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 3 დღეზე ნაკლები. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში სასამართლო განცხადებას წარმოებაში იღებს, ხოლო თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, მას გამოაქვს განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს განმცხადებელს უბრუნებს. 4. განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. მუხლი 36317. დროებითი მხარდაჭერის ღონისძიება 1. განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია, საქმის წარმოების დასრულებამდე დანიშნოს დროებითი მხარდამჭერი, თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირს, რომლის მხარდაჭერის საკითხიც განიხილება, შესაძლებელია, მიადგეს შეუქცევადი ზიანი. 2. დროებითი მხარდამჭერი შეიძლება იყოს ნათესავი ან სპეციალისტი. 3. განცხადებას დროებითი მხარდაჭერის თაობაზე სასამართლო იხილავს მისი წარდგენიდან 5 დღის განმავლობაში ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. 4. სასამართლოს განჩინება დროებითი გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. მხარდაჭერის დანიშვნის თაობაზე შეიძლება მუხლი 36318. განცხადების განხილვა 1. საქმეს პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლო განიხილავს მისი და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით. 2. თუ პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაესწროს სასამართლო სხდომას, მისი მონაწილეობა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა საშუალების გამოყენებით, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება მოსამართლის პირდაპირი კონტაქტი ამ პირთან. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სასამართლო სხდომის ჩაწერა ვიდეო-ფაილის სახით. სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით პირის მონაწილეობის თაობაზე. 3. იმ პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, სასამართლო ვალდებულია, საქმის განხილვა სხვა დროისთვის გადადოს. ამ დროს დაუშვებელია სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. 4. განმცხადებელი განთავისუფლებულია პირის მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობის შესახებ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მუხლი 36319. სავალდებულო დაცვა სავალდებულოა პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, ჰყავდეს ადვოკატი. მუხლი 36320. სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნა ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირის ინდივიდუალური შეფასების მიზნით 1. ამ კოდექსის 36315 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო განცხადების განსახილველად მიღებისთანავე ნიშნავს შესაბამის ექსპერტიზას „ფსიქო-სოციალური საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ კანონის შესაბამისად. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ პირი, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, აშკარად თავს არიდებს ექსპერტიზას, ბიუროს შუამდგომლობით, სასამართლოს თავის სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის, ასევე ამ პირის ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობით შეუძლია გამოიტანოს განჩინება ფსიქო-სოციალური ექსპერტიზისთვის პირის იძულებით გაგზავნის თაობაზე. 3. ამ მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული იძულებითი ექსპექრტიზა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომლის მხარდაჭერი მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, თავისი ქმედებით არსებით ზიანს აყენებს საკუთარ ან სხვა პირთა უფლებებს. 3. სავალდებულოა ყველა იმ ექსპერტის დაკითხვა სასამართლო სხდომაზე, რომელთა დასკვნაც წარმოდგენილია საქმის მასალებში. მუხლი 36321. სასამართლოს გადაწყვეტილება 1. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა მისთვის მხარდამჭერის დანიშვნის საფუძველია. 2. სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს: ა) კონკრეტულად რომელი უფლების სარგებლობისას ენიშნება პირს მხარდაჭერა და რა ფარგლებში; ბ) მხარდამჭერის ფუნქციები და ვალდებულებები; გ) მხარდამჭერის მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს; დ) მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს; ე) პირისთვის მხარდაჭერის განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა გარემოებები. მუხლი 36322. განჩინება წარმოების შეწყვეტის თაობაზე განცხადებასთან დაკავშირებით წარმოება წყდება იმ შემთხვევაში, თუ ბიუროს დასკვნა უარყოფითია. მუხლი 36323. მხარდაჭერის გაუქმება/შეცვლა 1. თუ არსებობს მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის საფუძვლები, სასამართლოს მხარდაჭერის მიმღების, მხარდამჭერის, ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულების, ოჯახის წევრის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადებისა და „ფსიქო-სოციალური საჭიროებებიდან გამომდინარე სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ კანონის შესაბამისად ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, გამოაქვს გადაწყვეტილება ამ პირისთვის მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის თაობაზე. 2. თუ აღარ არსებობს პირისთვის მხარდაჭერის გაგრძელების საფუძვლები, სასამართლოს მხარდაჭერის მიმღების, მხარდამჭერის, ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულების, ოჯახის წევრის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სარჩელის, „ფსიქო-სოციალური საჭიროებებიდან გამომდინარე სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ კანონის შესაბამისად ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, გამოაქვს გადაწყვეტილება ამ პირისთვის მხარდაჭერის გაუქმების თაობაზე. 2. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების პერიოდული გადასინჯვისას სასამართლოს, სათანადო საფუძვლების არსებობისას, გამოაქვს გადაწყვეტილება პირისთვის მხარდაჭერის გაუქმების შესახებ.“. 12. 426-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „3. თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება ემყარება 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტს, განცხადების შეტანის ვადა იწყება იმ დღეს, როცა მხარეს ან, თუ იგი ქმედუუნაროა, მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო თუ იგი მხარდაჭერის მიმღებია, რომელსაც მხარდაჭერა განესაზღვრა საპროცესო წარმომადგენლობის განხორციელებაში, მას ან მის მხარდაჭერს ეცნობა გადაწყვეტილება. ვადის ათვლა იწყება გვიან ჩაბარებული გადაწყვეტილების დღიდან.“. 13. 450-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 451-ე მუხლი: „მუხლი 451. ქმედუუნაროდ აღიარებულ პირთა დროებითი რეგულირება 2015 წლის 1 აპრილამდე ქმედუუნარო პირებს მათ მხარდაჭერის მიმღებად ცნობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანამდე არ ეზღუდება სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: 2014 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად ცნო ფსიქიური დაავადებების გამო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქმედუნარიანობის შეზღუდვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი დაავალდებულა შეიმუშაოს და მიიღოს ისეთი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ასევე, გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ მოთხოვნებთან, რომელიც საქართველოს მიერ რატიფიცირებულ იქნა 2013 წლის 26 დეკემბერს და ძალაში შევიდა 2014 წლის 12 აპრილს. ა. ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს კანონში „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ქმედუუნარობის ამსახველი ნორმები შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის“ სტანდარტებთან. შესაბამისად, იმ პირების მიმართ, რომლებიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით „ჭკუასუსტობის“ ან „სულიერი მოშლილობის“ საფუძვლით მიჩნეულნი არიან ქმედუუნაროებად, შემოთავაზებულია ინდივიდუალური შეფასების შემოღება, რომელიც არ დაეფუძნება მხოლოდ სამედიცინო მოდელს და მასში მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერს სოციალური შეფასების სისტემაც. ასევე, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების უფლებების დაცვის გაძლიერება, დღეს არსებული სრული უგულებელყოფის სისტემიდან მხარდაჭერისა და გამონაკლის შემთხვევებში ჩანაცვლების მექანიზმების შემოღება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ქედუუნარობის ინსტიტუტის შეცვლა ფსქიკური დაავადების მქონე პირების მიმართ. სახელდობრ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად, დაუშვებელი ხდება მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ საქმის განხილვა თვით იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომელსაც უნდა დაენიშნოს მხარდაჭერა. გარდა ამისა, აუცილებელია არსებობდეს სავალდებულო იურიდიული დახმარება ასეთი პირისათვის. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულია დანიშნოს ექსპერტიზა, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს, პირის ფსიქო-სოციალური საჭიროებების ხარისხის დადგენასთან დაკავშირებით. ექსპერტიზის ჩატარების ვალდებულება ეკისრება სსიპ ლევან სამხარაულის სახელოსბი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. კოდექსს ემატება ახალი თავი XLIV11 პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, რომლითაც დგინდა სამართალწარმოების სპეციალური წესები. მნიშვნელოვანია, რომ შემოთავაზებული ცვლილებების 36314ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს რა ფარგლებში შეიძლება პირს დაენიშნოს მხარდაჭერა: „პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონებისმართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოთქმის და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებისას, რასაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.“ აღსანიშვანია, რომ ეს არ არის ამომწურავი ჩამონათვალი, რადგან ინდივიდუალური შეფასებისას შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი გარემოებები, რაზეც დამატების მოუწიოს ექსპერტებს და სასამართლოს მსჯელობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს დროებითი მხარდაჭერის ღონისძიებების გატარებას იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირს, რომლის მხარდაჭერის საკითხიც განიხილება, შესაძლებელია მიადგეს შეუქცევადი ზიანი. 36319 მუხლი ადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებს, რომლის თანახმად: სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს: ა) კონკრეტულად რომელი უფლების სარგებლობისას ენიშნება პირს მხარდაჭერა და რა ფარგლებში; ბ) მხარდამჭერის ფუნქციები და ვალდებულებები; გ) მხარდამჭერის მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს; დ) მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს; ე) პირისთვის მხარდაჭერის განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა გარემოებები.“ სამოქალაქო საპროცესო კოდექსში წარმოადგენილი ცვლილებების თანახმად იმ შემთხვევაში თუ პირი, რომლის მხარდაჭერის საკითხიც განიხილება, აშკარად თავს არიდებს ექსპერტიზის ჩატარებას, ექსპერტიზის ბიუროს შუამდგომლობისა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სავალდებულო მონაწილეობით შეუძლია დანიშნოს სავალდებულო ექსპერტიზა (მუხლი 36315, პუნქტი 2). ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება საჭიროებს დამატებით დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ სავალდებულო ექსპერტიზის დანიშვნას ფსიქო სოციალური საჭიროების მქონე პირების ინდივიდუალური შეფასების მიზნით. აღნიშნული ექსპერტიზის ხარჯები უნდა დაიფაროს სასამართლოს მიერ. სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მდგომარეობით ერთი ექსპერტიზის ღირებულება არის 250 ლარი. საერთო სასამართლოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საერთო სასამართლოები წლის განმავლობაში საშუალოდ იხილავენ მსგავსი ტიპის 1000-1100 საქმეს, რაც ჯამში მოითხოვს სასამართლოების დაფინანსების გაზრდა 275 000 ლარის ოდენობით. ბ. ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: დიახ, იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. იხილეთ პუნქტი „ბ.ა.“ ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭო, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი საქართველოში, გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი (EMC), ორგანიზაცია "ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის", პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის, ფსიქიატრები და სხვა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ქმედუნარიანობის სამართლებრივი ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 81. სამოქალაქო საპროცესო ქმედუნარიანობა 1. ყველა სრულწლოვანი ფიზიკური პირი და იურიდიული პირი აღჭურვილია უნარით, თავისი მოქმედებით განახორციელოს სასამართლოში საპროცესო უფლებები და შეასრულოს საპროცესო მოვალეობები, აგრეთვე დაავალოს საქმის წარმოება წარმომადგენელს (საპროცესო ქმედუნარიანობა). 2. ფიზიკურ პირთა სრული საპროცესო ქმედუნარიანობა წარმოიშობა 18 წლის ასაკიდან (სრულწლოვანებიდან), ხოლო იურიდიული პირის ქმედუნარიანობა – მისი რეგისტრაციის მომენტიდან. ქმედუნარიანად ითვლება აგრეთვე პირი, რომელიც იქორწინებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე. 3. 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც. 4. თუ არასრულწლოვანს კანონით მინიჭებული აქვს უფლება თვითონ, დამოუკიდებლად განკარგოს თავისი ქონება, დადოს წვრილმანი საყოფაცხოვრებო გარიგებები და ა. შ., მას უფლება აქვს სასამართლოში პირადად დაიცვას თავისი უფლებები და კანონით გათვალისწინებული ინტერესები, იყოს მოსარჩელე, მოპასუხე ან მესამე პირი. სასამართლოს შეუძლია, არასრულწლოვნის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, საქმეში ჩააბას მისი კანონიერი წარმომადგენელიც. 5. მცირეწლოვანთა უფლებებს, აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი კანონიერი წარმომადგენლები – მშობლები, მშვილებლები, მეურვეები. კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია საქმეში ჩააბას მცირეწლოვანიც. [ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ქმედუნარიანობის აღდგენის შესახებ სამართალწარმოებას - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4//532,533 –ვებგვერდი, 28.10.2014წ.] 6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს არასრულწლოვნის უფლებების დაცვის მიზნით. მუხლი 186. სარჩელის მიღებაზე უარის თქმა 1. მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ: ა) სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას; ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; ბ 1) არსებობს სანოტარო მედიაციის ფარგლებში სანოტარო წესით დადასტურებული მორიგების აქტი; ბ2) არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ ან მორიგების პირობების დამტკიცების თაობაზე იმავე საქმესთან დაკავშირებით; გ) ამ ან სხვა სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; დ) მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად გადაეცეს არბიტრაჟს; დ1) დავა არის სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ განსჯადი საკითხი; ე) საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის; ვ) სარჩელი შეიტანა ქმედუუნარო პირმა; ზ) დაინტერესებული პირის სახელით სარჩელი შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე; თ) სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არსებობს მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძველი. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა. მუხლი 272. საქმის წარმოების შეწყვეტა სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ: ა) საქმე არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმად მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის; ა1) არ არსებობს დავის საგანი; ბ) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; გ) მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე; დ) მხარეები მორიგდნენ; ე) საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა; ე1) არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა; ვ) მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად გადაეცეს არბიტრაჟს; ვ1) დავა არის სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ განსჯადი საკითხი; ზ) კანონით დადგენილია სხვა შემთხვევა. მუხლი 275. სარჩელის განუხილველად დატოვება 1. სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ: ა) სარჩელი (განცხადება) შეიტანა ქმედუუნარო პირმა, ხოლო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, დაუნიშნოს მას საპროცესო წარმომადგენელი; ბ) სარჩელი (განცხადება) დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს საქმის წარმოების უფლებამოსილება; გ) სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული; დ) არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა; ე) იმავე ან სხვა სასამართლოს წარმოებაში არის საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; ვ) დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ; ზ) არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა; თ) მოსარჩელე ამ კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში არ წარმოადგენს მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს ან შუამდგომლობას მოპასუხისათვის გზავნილის საჯარო შეტყობინებით ჩაბარების შესახებ; ი) სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. 2. სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი. მუხლი 279. სასამართლოს მოვალეობა შეაჩეროს საქმის წარმოება სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება შემდეგ შემთხვევებში: ა) მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს; ბ) მხარის მიერ ქმედუნარიანობის დაკარგვისას; გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედ ნაწილში მოპასუხის ყოფნისას ან ასეთივე ნაწილებში მყოფი მოსარჩელის თხოვნით; დ) თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით; დ1) თუ საქმეს განიხილავს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისია ან კომისიის კომიტეტი; ე) მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ვ) თუ ამ კოდექსის 1873 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით გადაეცა მედიატორს. მუხლი 281. საქმის წარმოების შეჩერების ვადები საქმის წარმოება შეჩერდება: ა) ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით; ა1) ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ქმედუუნარო პირისათვის წარმომადგენლის დანიშვნამდე; ბ) ამ კოდექსის 279-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და 280-ე მუხლის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მხარის ყოფნამდე, მის მიერ სახელმწიფო მოვალეობის შესრულებამდე, სამსახურებრივი მივლინებიდან დაბრუნებამდე, მოპასუხის მოძებნამდე ან ექსპერტიზის დამთავრებამდე; გ) 279-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე; გ1) ამ კოდექსის 279-ე მუხლის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კომისიის ან მისი კომიტეტის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე; დ) 279-ე მუხლის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე; ე) ამ კოდექსის 280-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – არა უმეტეს 2 თვის ვადით. ამ ვადის გასვლისთანავე მხარე ვალდებულია დანიშნოს წარმომადგენელი, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია განაახლოს საქმის განხილვა; ვ) ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სასამართლო მედიაციის ვადის დასრულებამდე. მუხლი 310. სასამართლოს მიერ უდავო წარმოების წესით განსახილველი საქმეები უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს: ა) იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ; ბ) მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ; გ) მოქალაქის ქმედუუნაროდ და შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების შესახებ; დ) დაკარგულ საწარმდგენლო ფასიან ქაღალდსა და საორდერო ფასიან ქაღალდზე უფლების აღდგენის შესახებ (გამოწვევითი წარმოება); ე) ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ; ვ) (ამოღებულია); ზ) შვილად აყვანის შესახებ; თ) ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ. თავი XXXVIII მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად და ქმედუუნაროდ აღიარება მუხლი 322. განცხადების შეტანა 1. საქმე იმ მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების შესახებ, რომელიც ეძალება ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს, რის გამოც თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს, შეიძლება აღძრან მისი ოჯახის წევრებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებმა. 2. საქმე ფსიქიკური აშლილობის გამო მოქალაქის ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ შეიძლება აღძრან სასამართლოში მისი ოჯახის წევრებმა, კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებმა, აგრეთვე ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულებებმა. 3. განცხადება მოქალაქის შუზღუდულ ქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს სასამართლოში ამ მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი მოთავსებულია ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულებაში, მაშინ – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. მუხლი 323. განცხადების შინაარსი 1. განცხადებაში მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებენ, რომ პირი, რომელიც ეძალება ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს, მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს თავის ოჯახს. 2. განცხადებაში მოქალაქის ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ უნდა აღინიშნოს გარემოებანი, რომლებიც ადასტურებენ ფსიქიკურ აშლილობას, რის გამოც მას არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან განაგოს იგი. მუხლი 324. ექსპერტიზის დანიშვნა მოქალაქის ფსიქიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით თუ არსებობს საკმაო ცნობები მოქალაქის ფსიქიკური აშლილობის შესახებ, განმცხადებელს უფლება აქვს საქმის მომზადების სტადიაზე სასამართლოს წარუდგინოს მის მიერ მოწვეული ფსიქიატრიული ექსპერტის დასკვნა ამ მოქალაქის ფსიქიკური მდგომარეობის თაობაზე. განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ პირი, რომლის მიმართაც აღძრულია საქმე მისი ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ, აშკარად თავს არიდებს საექსპერტო შემოწმებას, განმცხადებლის თხოვნით, სასამართლოს თავის სხდომაზე ფსიქიატრის მონაწილეობით შეუძლია გამოიტანოს განჩინება ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის მოქალაქის იძულებით გაგზავნის თაობაზე. მუხლი 325. განცხადების განხილვა 1. საქმეს მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების შესახებ სასამართლო განიხილავს ამ მოქალაქის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით. 2. საქმეს მოქალაქის ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ სასამართლო განიხილავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით. მოქალაქეს, რომელიც აღიარებულ უნდა იქნეს ქმედუუნაროდ, დაიბარებენ სასამართლო სხდომაზე, თუ ეს შესაძლებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. 3. განმცხადებელი მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ განთავისუფლებულია საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მუხლი 326. სასამართლოს გადაწყვეტილება განცხადების გამო 1. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოქალაქე აღიარებულია შეზღუდულ ქმედუნარიანად, წარმოადგენს საფუძველს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის მზრუნველის დასანიშნავად. 2. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოქალაქე აღიარებულია ქმედუუნაროდ, წარმოადგენს საფუძველს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის მეურვის დასანიშნავად. მუხლი 327. შეზღუდული ქმედუნარიანობის გაუქმება და მოქალაქის ქმედუნარიანად აღიარება 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს, თვით მოქალაქის, მისი მზრუნველის, ოჯახის წევრის განცხადებით, გამოაქვს გადაწყვეტილება მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების გაუქმების შესახებ. 2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს მეურვის, ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულების, ოჯახის წევრის განცხადებით, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, გამოაქვს გადაწყვეტილება გამოჯანმრთელებული პირის ქმედუნარიანად აღიარების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უქმდება აღნიშნულ პირზე დაწესებული მეურვეობა. [ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს ქმედუუნაროდ აღიარებული პირის უფლებას, განცხადებით მიმართოს სასამართლოს ქმედუნარიანად აღიარების შესახებ - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4//532,533 –ვებგვერდი, 28.10.2014წ.] მუხლი 35635. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლები 1. მხარეს შეიძლება უარი ეთქვას სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ: ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია გადაწყვეტილება, სარჩელით მიმართავს სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა) იგი ქმედუუნარო იყო; ა.ბ) საქართველოს ძალადაკარგულია; კანონმდებლობის თანახმად, გადაწყვეტილება ბათილია ან ა.გ) იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული სამედიცინო მედიატორის ან სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ საქმის განხილვის შესახებ ანდა სხვა საპატიო მიზეზების გამო ვერ მონაწილეობდა მის განხილვაში; ა.დ) გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც არ იყო სამედიცინო მედიაციის სამსახურის განსჯადი საკითხი. გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე მხარეს შეიძლება უარი ეთქვას მთლიანად ან მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც სცილდება სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფლებამოსილებას; ა.ე) გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა გაუქმებულ ან შეჩერებულ იქნა სასამართლოს მიერ; ბ) სასამართლო დაადგენს, რომ: ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს სამედიცინო მედიაციის სამსახურის განხილვის საგანი; ბ.ბ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. 2. თუ სასამართლოში შეტანილია შუამდგომლობა სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების ან აღსრულების შეჩერების შესახებ, სასამართლოს, რომელსაც მიმართეს ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობით, უფლება აქვს, არა უმეტეს 30 დღისა გადადოს გადაწყვეტილების გამოტანა და იმ მხარის მოთხოვნით, რომელიც ითხოვს ცნობას ან აღსრულებას, დაავალოს მეორე მხარეს, წარმოადგინოს შესაბამისი უზრუნველყოფა. მუხლი 35637 . სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების საფუძვლები + 1. სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ: ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია გადაწყვეტილება, საჩივრით მიმართავს სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა) იგი ქმედუუნარო იყო; ა.ბ) მხარეთა ხელშეკრულება/შეთანხმება ბათილია; ა.გ) იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული სამედიცინო მედიატორის დანიშვნის ან სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ საქმის განხილვის შესახებ ანდა სხვა საპატიო მიზეზების გამო ვერ მონაწილეობდა მის განხილვაში; ა.დ) გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც სცილდება სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფლებამოსილებას. სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მთლიანად ან ნაწილობრივ; ბ) სასამართლო დაადგენს, რომ: ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს სამედიცინო მედიაციის სამსახურის განხილვის საგანი; ბ.ბ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. 2. საჩივარი სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 90 დღის განმავლობაში. 3. სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში მისი აღსრულება არ შეჩერდება. სასამართლოს უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება არა უმეტეს 30 დღისა, თუ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი უზრუნველყოფა. 4. სასამართლოს, რომელსაც მიმართეს სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით, უფლება აქვს, შეაჩეროს გადაწყვეტილების გაუქმების განხილვა თავის მიერ დადგენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 30 დღისა, რათა სამედიცინო მედიაციის სამსახურს მიეცეს განხილვის განახლების საშუალება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული საფუძვლით საქმის განხილვის შეჩერების შესახებ სასამართლო უწყებით ატყობინებს სამედიცინო მედიაციის სამსახურს საქმის განხილვის შეჩერებიდან 3 დღის ვადაში. მუხლი 426. განცხადების შეტანის ვადა 1. განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. 2. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. 21. ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლის არსებობისას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 თვის განმავლობაში. 3. თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება ემყარება 422‑ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტს, განცხადების შეტანის ვადა იწყება იმ დღეს, როცა მხარეს ან, თუ იგი ქმედუუნაროა, მის კანონიერ წარმომადგენელს ეცნობა გადაწყვეტილება. 4. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ) [ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №3/1/531– ვებგვერდი, 18.11.2013წ .]