„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.02.2015
ავტორი
ქმედუნარიანობის სამართლებრივი ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი.
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/415/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-03-02
ბიუროს ნომერი 252

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №12-13, ნოემბერ-დეკემბერი, 1993 წ., მუხ. 223) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-8 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოდან არასრულწლოვანი და მხარდაჭერის მიმღები პირების დროებითი გასვლა“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 16 წლამდე ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით.“; გ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მხარდამჭერის წერილობითი თანხმობით, თუ გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.“. დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. არასრულწლოვანს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკანასკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი.“; ე) 31 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია;“; ვ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. არასრულწლოვანი პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.“. ზ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. თუ მხარდამჭერი თანხმობას არ აცხადებს მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე, მხარდაჭერის მიმღებს დავის გადასაწყვეტად შეუძლია მიმართოს სასამართლოს.“. 2. მე-20 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. არასრულწლოვანზე ემიგრაციის ნებართვის გაცემა დასაშვებია მისი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული ან ამ მუხლის 23–25 პუნქტებით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობით.“; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. მხარდაჭერის მიმღების ემიგრაციის ნებართვის გაცემა დასაშვებია მისი მხარდამჭერის სანოტარო წესით დამოწმებული ან ამ მუხლის 23–25 პუნქტებით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობით, თუ გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.“. 3. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. მხარდაჭერის მიმღების ემიგრაცია დაუშვებელია მხარდაჭერის მიმღების ემიგრაცია მისი მხარდამჭერის თანხმობის გარეშე, თუ გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: 2014 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად ცნო ფსიქიური დაავადებების გამო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქმედუნარიანობის შეზღუდვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი დაავალდებულა შეიმუშაოს და მიიღოს ისეთი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ასევე, გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ მოთხოვნებთან, რომელიც საქართველოს მიერ რატიფიცირებულ იქნა 2013 წლის 26 დეკემბერს და ძალაში შევიდა 2014 წლის 12 აპრილს. ა. ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ქმედუუნარობის ამსახველი ნორმები შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის“ სტანდარტებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსია „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ქმედუუნარობის ინსტიტუტის შეცვლა ფსიქიკური დაავადების მქონე პირების მიმართ. კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის იმ ძირითად კანონპროექტებთან: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ფსიქო-სოციალური საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინოსოციალური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“, რომლებითაც ძირეულად იცვლება ქმედუუნარობის ინსტიტუტი. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით აღიარებული ქმედუუნარო პირები მიიჩნევიან ქმედუნარიან პირებად, ხოლო იმ სფეროში, რომელშიც ვერ ახერხებენ ნების თავისუფალ გამოხატვას, ისინი აღიარებული იქნებიან მხარდაჭერის მიმღებ პირებად და სასამართლოს მიერ დაენიშნებათ მხარდამჭერი ანუ პირი, რომელიც მას დაეხმარება საკუთარი უფლებების რეალიზებასა და ინტერესების დაცვაში. წარმოდგენილი კანონპროექტით, მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია იქნება მხარდამჭერის წერილობითი თანხმობით, თუ სასამართლო გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამასთან, თუ მხარდამჭერი თანხმობას არ განაცხადებს მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე, მხარდაჭერის მიმღებს დავის გადასაწყვეტად შეეძლება მიმართოს სასამართლოს. ამასთან, დაუშვებელი იქნება მხარდაჭერის მიმღების ემიგრაცია მისი მხარდამჭერის თანხმობის გარეშე, თუ გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ. ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით ვალდებულებები. არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი ხელშეკრულებებს. არ მიმართება ეწინააღმდეგება ორგანიზაციებში საქართველოს საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭო, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი საქართველოში, გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი (EMC), ორგანიზაცია "ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის", პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის, ფსიქიატრები და სხვა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ქმედუნარიანობის სამართლებრივი ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქციები, რომელშიც შედის ცვლილება მუხლი 8. საქართველოდან 16 წლამდე ბავშვების და ქმედუუნარო პირების დროებითი გასვლა 1. 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. 2. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. 3. არასრულწლოვანს, აგრეთვე ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკანასკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი. 31. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ: ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზოუკვლოდ დაკარგულია; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია. 4. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით. მუხლი 20. შუამდგომლობა ემიგრაციის ნებართვის მისაღებად 1. ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს სრულწლოვან ქმედუნარიან მოქალაქეს . 2. შუამდგომლობას დაინტერესებული პირი წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო). 21. ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობა შეიძლება წარდგენილი იქნეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. 22. ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის წარმომადგენლის მეშვეობით აღძვრის შემთხვევაში პირისათვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭება შესაძლებელია დადასტურდეს ამ მუხლის 23–25 პუნქტებით დადგენილი წესით. 23. ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით. 24. განმცხადებლის ვინაობასთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადების ელექტრონული ფორმით მიღებაზე. 25. სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას. 3. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ყველა ის მონაცემი, რომელიც შეტანილია საქართველოს მოქალაქის პასპორტში. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს : ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი; ბ) 18-დან 27 წლამდე ასაკის პირებისთვის – სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ; გ) 2 ფოტოსურათი , ზომით 3X4; დ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი . 4. არასრულწლოვანზე ემიგრაციის ნებართვის გაცემის შემთხვევაში შუამდგომლობას უნდა ერთოდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები, აგრეთვე დაბადების მოწმობის ასლი და ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხო სახელმწიფოში გაცემული დაბადების მოწმობის ასლი წარდგენილი უნდა იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 5. არასრულწლოვანზე ან ქმედუუნარო პირზე ემიგრაციის ნებართვის გაცემა დასაშვებია მისი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული ან ამ მუხლის 23–25 პუნქტებით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობით. 6. შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენის შემდეგ დაინტერესებული პირი უზრუნველყოფს ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტის, აგრეთვე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლის და სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულებისაგან განთავისუფლების შესახებ ცნობის მატერიალური ფორმით წარდგენას. 7. უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლი შეიძლება მიღებულ იქნეს დედნის ელექტრონული ფორმით წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის ან სხვა საშუალებით. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვის ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე სააგენტო დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს დოკუმენტების წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები. დოკუმენტების წარდგენამდე შუამდგომლობის განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. 9. განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის განუხილველად დატოვების შესახებ. 10. თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული ემიგრაციის ნებართვის მიღებით, იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს წარმოების შეწყვეტა. მუხლი 24. ქმედუუნარო პირის ემიგრაცია დაუშვებელია ქმედუუნარო პირის ემიგრაცია მისი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვისა და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლების გარეშე.