„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.02.2015
ავტორი
ქმედუნარიანობის სამართლებრივი ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი.
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/415/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-03-02
ბიუროს ნომერი 252

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 12.11.2008, მუხ. 206) პირველ მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: „31. ბიურო სასამართლოს მიმართვის საფუძველზე ახორციელებს ექსპერტიზას „ფსიქო-სოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 32. პირის ფსიქო-სოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: 2014 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად ცნო ფსიქიური დაავადებების გამო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქმედუნარიანობის შეზღუდვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი დაავალდებულა შეიმუშაოს და მიიღოს ისეთი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ასევე, გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ მოთხოვნებთან, რომელიც საქართველოს მიერ რატიფიცირებულ იქნა 2013 წლის 26 დეკემბერს და ძალაში შევიდა 2014 წლის 12 აპრილს. ა. ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ქმედუუნარობის ამსახველი ნორმები შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის“ სტანდარტებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის იმ ძირითად კანონპროექტებთან: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ფსიქო-სოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“, რომლებითაც ძირეულად იცვლება ქმედუუნარობის ინსტიტუტი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება საჭიროებს დამატებით დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ სავალდებულო ექსპერტიზის დანიშვნას ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირების ინდივიდუალური შეფასების მიზნით. აღნიშნული ექსპერტიზის ხარჯები უნდა დაიფაროს სასამართლოს მიერ. სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მდგომარეობით ერთი ექსპერტიზის ღირებულება არის 250 ლარი. საერთო სასამართლოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საერთო სასამართლოები წლის განმავლობაში საშუალოდ იხილავენ მსგავსი ტიპის 1000-1100 საქმეს, რაც ჯამში მოითხოვს სასამართლოების დაფინანსების გაზრდას 275 000 ლარის ოდენობით. ბ. ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: დიახ, იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. იხილეთ პუნქტი „ბ.ა.“ ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის ვალდებულებები. მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭო, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი საქართველოში, გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი (EMC), ორგანიზაცია "ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის", პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის, ფსიქიატრები და სხვა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ქმედუნარიანობის სამართლებრივი ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება მუხლი 1 1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (შემდგომში – ბიურო). 2. ბიუროს ძირითადი ამოცანაა სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე მეცნიერების, ტექნიკის ან ხელოვნების დარგში საჭირო გარემოებების დასადგენად სპეციალური გამოკვლევების ჩატარება და შესაბამისი დასკვნების ან ცნობების მომზადება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამოცანის შესასრულებლად ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო ექსპერტიზის ორგანიზებასა და წარმოებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 4. სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 5. ბიუროს დაფინანსება ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამოცანის შესრულების ხელშეწყობის მიზნით ბიუროსთან შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.