„ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.02.2015
ავტორი
ქმედუნარიანობის სამართლებრივი ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი.
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/415/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-03-02
ბიუროს ნომერი 252

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) იგი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: 2014 წლის გადაწყვეტილება, 8 ოქტომბერს რომლითაც საქართველოს საკონსტიტუციო არაკონსტიტუციურად ცნო ფსიქიური სასამართლომ მიიღო დაავადებების გამო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქმედუნარიანობის შეზღუდვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი დაავალდებულა შეიმუშაოს და მიიღოს ისეთი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ასევე, გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ მოთხოვნებთან, რომელიც საქართველოს მიერ რატიფიცირებულ იქნა 2013 წლის 26 დეკემბერს და ძალაში შევიდა 2014 წლის 12 აპრილს. ა. ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ქმედუუნარობის ამსახველი ნორმები შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის“ სტანდარტებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსია „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ქმედუუნარობის ინსტიტუტის შეცვლა ფსიქიკური დაავადების მქონე პირების მიმართ. კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის იმ ძირითად კანონპროექტებთან: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ფსიქო-სოციალური საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინოსოციალური ექსპერტიზის ქმედუუნარობის ჩატარების ინსტიტუტი. შესახებ“, შესაბამისად, რომლებითაც მოქმედი ძირეულად კანონმდებლობით იცვლება აღიარებული ქმედუუნარო პირები მიიჩნევიან ქმედუნარიან პირებად, ხოლო იმ სფეროში, რომელშიც ვერ ახერხებენ ნების თავისუფალ გამოხატვას, ისინი აღიარებული იქნებიან მხარდაჭერის მიმღებ პირებად და სასამართლოს მიერ დაენიშნებათ მხარდამჭერი ანუ პირი, რომელიც მას დაეხმარება საკუთარი უფლებების რეალიზებასა და ინტერესების დაცვაში. წარმოდგენილი კანონპროექტი ძირითად კანონებთან შესაბამისობის მიზნით ითვალისწინებს მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ. ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭო, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი საქართველოში, გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი (EMC), ორგანიზაცია "ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის", პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის, ფსიქიატრები და სხვა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ქმედუნარიანობის სამართლებრივი ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება მუხლი 7. ეროვნული ბანკის მმართველობა 1. ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც შედგება 7 წევრისაგან. თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 4-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები. ამ შემთხვევაში ვაკანსია უნდა შეივსოს ამ ფაქტის დადგომიდან არა უგვიანეს 2 თვისა. 2. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები არიან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პროფესიონალები ეკონომიკის, ფინანსების ან სხვა შესაბამის დარგში და გამორჩეულნი პატიოსნებით. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში სხვა შესაბამისი დარგის (გარდა ეკონომიკისა და ფინანსებისა) პროფესიონალთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს. 3. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, შედიან ეროვნული ბანკის ორი ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები. 4. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 5. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გადაყენება შეიძლება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით. 6. დასაშვებია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ხელახლა არჩევა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მაგივრად აირჩევა ახალი წევრი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის უფლებამოსილების სრული ვადით. 7. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, ხოლო ვიცეპრეზიდენტებს – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 8. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თანამდებობიდან გათავისუფლდება, თუ: ა) იგი აღარ არის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი; ბ) მან დაკარგა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობის დაკავების უფლება ამ ორგანული კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად; გ) იგი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობის გამო; დ) იგი გარდაიცვალა. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული წესით გათავისუფლდებიან თანამდებობიდან ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები. 10. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ვიცეპრეზიდენტებისა, არ არის საჯარო მოსამსახურე.