„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.02.2015
ავტორი
ქმედუნარიანობის სამართლებრივი ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი.
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/415/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-03-02
ბიუროს ნომერი 252

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 22-ე მუხლის მე-7 მუხლის „ბ“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია), დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი;“. 2. 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია), დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი; მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: 2014 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად ცნო ფსიქიური დაავადებების გამო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქმედუნარიანობის შეზღუდვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი დაავალდებულა შეიმუშაოს და მიიღოს ისეთი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ასევე, გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ მოთხოვნებთან, რომელიც საქართველოს მიერ რატიფიცირებულ იქნა 2013 წლის 26 დეკემბერს და ძალაში შევიდა 2014 წლის 12 აპრილს. ა. ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ქმედუუნარობის ამსახველი ნორმები შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის“ სტანდარტებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ქმედუუნარობის ინსტიტუტის შეცვლა ფსიქიკური დაავადების მქონე პირების მიმართ. კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის იმ ძირითად კანონპროექტებთან: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ფსიქო-სოციალური საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინოსოციალური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“, რომლებითაც ძირეულად იცვლება ქმედუუნარობის ინსტიტუტი. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით აღიარებული ქმედუუნარო პირები მიიჩნევიან ქმედუნარიან პირებად, ხოლო იმ სფეროში, რომელშიც ვერ ახერხებენ ნების თავისუფალ გამოხატვას, ისინი აღიარებული იქნებიან მხარდაჭერის მიმღებ პირებად და სასამართლოს მიერ დაენიშნებათ მხარდამჭერი ანუ პირი, რომელიც მას დაეხმარება საკუთარი უფლებების რეალიზებასა და ინტერესების დაცვაში. წარმოდგენილი კანონპროექტით ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველია საქმიანობის ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლო გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ. ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი ხელშეკრულებებს. არ მიმართება ეწინააღმდეგება საქართველოს საქართველოს ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭო, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი საქართველოში, გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი (EMC), ორგანიზაცია "ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის", პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის, ფსიქიატრები და სხვა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ქმედუნარიანობის სამართლებრივი ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება მუხლი 22. პასუხისმგებლობა სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის. ლიცენზიის გაუქმება 1. ლიცენზიის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ლიცენზიის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. 2. პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ლიცენზიის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებისათვის. 3. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება. 4. თუ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად ლიცენზიის მფლობელის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი სალიცენზიო პირობების შესრულება, ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ. 41 . თუ აშკარაა, რომ სარგებლობის ლიცენზიის პირობების ა ნ / დ ა კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას შედეგი არ მოჰყვება, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გააუქმოს ლიცენზია. 5. ლიცენზიის გამცემმა ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა დაასაბუთოს პასუხისმგებლობის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა. 6. ლიცენზიის გაუქმება ნიშნავს ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებას. 7. ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის: ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა; ბ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია), დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან ქმედუუნაროდ ცნობა; გ) კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა; დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე. 71. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით გააუქმოს ყადაღადადებული, დაგირავებული ან სხვაგვარად დატვირთული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ლიცენზია, თუ არსებობს ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები. ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ასევე უქმდება შესაბამისი ყადაღა, გირაო ან სხვა დატვირთვა. 8. ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია ლიცენზიის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, აგრეთვე გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ლიცენზიის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების შესახებ და ლიცენზიის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე. 91 . ამ კანონის მე - 7 მუხლის პირველი, მე - 2, მე - 4, მე - 5 და მე - 9 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასურის დადგენილი წესით გადაუხდელობა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას. ამასთან ავე , ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, რეგულირების საფასურის გადახდის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გააუქმოს ლიცენზია. 10. სალიცენზიო მოწმობა ლიცენზიის გამცემს უნდა დაუბრუნდეს ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში. 11. პასუხისმგებლობა, ლიცენზიის გაუქმების სახით, გამოიყენება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმება ვერ უზრუნველყოფს სალიცენზიო პირობების შესრულებას და ლიცენზიის გამცემი დაასაბუთებს, რომ ლიცენზიის გაუქმება არ გამოიწვევს უფრო მეტ ზიანს, ვიდრე ლიცენზიის მოქმედება. 12. თუ ლიცენზიის გაუქმებამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, ვიდრე ლიცენზიის მოქმედების გაგრძელებამ, ან არსობრივად შეუძლებელია მისი მოქმედების შეჩერება, ლიცენზიის გამცემი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ლიცენზიის მფლობელისათვის მის მიერ დადგენილი პირობების დაცვით ლიცენზირებადი საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს დამატებითი სალიცენზიო პირობების შესრულება. 13. თუ ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელის მიერ არ იქნება უზრუნველყოფილი სალიცენზიო პირობების შესრულება, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად მიიღოს გადაწყვეტილება სალიცენზიო პირობების შესრულების თვითონ ან მესამე პირთა მეშვეობით, ლიცენზიის მფლობელის სახელითა და ხარჯით უზრუნველყოფის შესახებ. 14. კანონით გათვალისწინებულ ლიცენზიათა სახეების შემთხვევაში, როდესაც სალიცენზიო პირობების შესრულება შეუძლებელია ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესით, ლიცენზიის გამცემის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზირებადი საქმიანობის განსახორციელებლად და სალიცენზიო პირობების შესასრულებლად სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ. თუ დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ზიანი, ლიცენზიის გამცემი დასაბუთებული გადაწყვეტილებით ნიშნავს სპეციალურ მმართველს და დაუყოვნებლივ წარუდგენს სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად. 15. შესაძლებელია ამ მუხლის მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტებით დადგენილი წესი გამოყენებული იქნეს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების მიუხედავად, თუ ლიცენზიის გამცემისათვის წინასწარ ცნობილია, რომ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ჯარიმის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სალიცენზიო პირობების შესრულებას. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია დაასაბუთოს აღნიშნული გადაწყვეტილება. 16. სპეციალური მმართველი უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელის ხარჯით სალიცენზიო პირობების შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში შესრულების უზრუნველყოფის მიზნით განახორციელოს ყველა ღონისძიება, რომელიც უკავშირდება ლიცენზირებად საქმიანობას. თუ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი, სპეციალური მმართველის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველთვიურ ანგარიშს ამტკიცებს სასამართლო. 17. სპეციალური მმართველი შესასრულებელი სალიცენზიო პირობების გათვალისწინებით ინიშნება განსაზღვრული ვადით. თუ დადგენილ ვადაში ვერ შესრულდა სალიცენზიო პირობები, სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს აღნიშნული ვადა. 18. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სპეციალური მმართველის მოთხოვნისას დაუყოვნებლივ მიაწოდოს მას ლიცენზირებად საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია ან მატერიალური საშუალებები. ლიცენზიის მფლობელის მიერ აღნიშნული მოვალეობის შეუსრულებლობა ან სპეციალური მმართველისათვის ხელის შეშლა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 19. სპეციალური მმართველის ან თვით ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სპეციალური მართვის გაუქმების შესახებ. 20. ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფისაკენ, მათ შორის, სპეციალური მმართველის ანაზღაურება, ხორციელდება ლიცენზიის მფლობელის ხარჯით. 21. სპეციალური მმართველის უფლებამოსილების, საქმიანობისა და ანაზღაურების საკითხები, ლიცენზირებადი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია დამატებით დარეგულირდეს ლიცენზიის გამცემის ან მისი ზემდგომი (მაკონტროლებელი) ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტით. 22. თუ ლიცენზიის მფლობელს აქვს გენერალური ლიცენზია და ვერ აკმაყოფილებს მსგავსი ტიპის საქმიანობებიდან რომელიმე ვიწრო სპეციალური საქმიანობის მარეგულირებელ სალიცენზიო პირობებს, იგი უფლებამოსილია განახორციელოს გენერალური ლიცენზიით გათვალისწინებული სხვა დანარჩენი საქმიანობები. ვიწრო საქმიანობის მარეგულირებელი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა არ შეიძლება იყოს გენერალური ლიცენზიით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელების აკრძალვის საფუძველი. 23. გენერალური ლიცენზიის მფლობელის მიერ მსგავსი ტიპის საქმიანობებიდან რომელიმე ვიწრო სპეციალური საქმიანობის მარეგულირებელი სალიცენზიო პირობების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს პასუხისმგებლობას ამ მუხლით დადგენილი წესით. 24. სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობებისა და კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი და მათი დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონის 21-ე და 22-ე მუხლებით დადგენილი წესით. 25. ( ამოღებულია – 16.03.2012, №5854 ). 26. ამ მუხლის მე-11–21-ე პუნქტები არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე. მუხლი 34. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება 1. ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის. 2. პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა (გარდა სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვებ ის მფლობელებ ის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა) გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ნებართვის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისთვის. 3. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება. 4. თუ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად ნებართვის მფლობელის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ. 41 . თუ ნებართვის მფლობელმა, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ბ“, „დ“, „ვ“, „თ“, „კ“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, არ უზრუნველყო სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ. 42 . სამორინეს მოწყობის ნებართვის/სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე გაცემული აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა. 5. ნებართვის გამცემმა ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა დაასაბუთოს პასუხისმგებლობის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა. 6. ნებართვის გაუქმება ნიშნავს ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებას. 7. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის: ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნა; ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია), დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან ქმედუუნაროდ ცნობა, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისისა; გ) კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა. დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე. 8. ნებართვის გამცემი ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. ნებართვის გამცემი ვალდებულია ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, აგრეთვე გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ნებართვის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ნებართვის გაუქმების შესახებ და ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გაუქმების თაობაზე. 10. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში. 11. სანებართვო მოწმობა ნებართვის გამცემს უნდა დაუბრუნდეს ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში. 12. თუ ნებართვის გაუქმებამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, ვიდრე ნებართვის მოქმედების გაგრძელებამ, ან არსობრივად შეუძლებელია მისი მოქმედების შეჩერება, ნებართვის გამცემი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ნებართვის მფლობელისათვის მის მიერ დადგენილი პირობების დაცვით სანებართვო ქმედების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს დამატებითი სანებართვო პირობების შესრულება. 13. თუ ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის მფლობელის მიერ არ იქნება უზრუნველყოფილი სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია ნებართვის მფლობელისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად მიიღოს გადაწყვეტილება სანებართვო პირობების შესრულების თვითონ ან მესამე პირთა მეშვეობით, ნებართვის მფლობელის სახელითა და ხარჯით უზრუნველყოფის შესახებ. 14. კანონით გათვალისწინებულ ნებართვათა სახეების შემთხვევაში, როდესაც სანებართვო პირობების შესრულება შეუძლებელია ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესით, ნებართვის გამცემის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სანებართვო ქმედების განსახორციელებლად და სანებართვო პირობების შესასრულებლად სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ. თუ დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ზიანი, ნებართვის გამცემი დასაბუთებული გადაწყვეტილებით ნიშნავს სპეციალურ მმართველს და დაუყოვნებლივ წარუდგენს სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად. 15. შესაძლებელია ამ მუხლის მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტებით დადგენილი წესი გამოყენებულ იქნეს ნებართვის მფლობელის დაჯარიმების მიუხედავად, თუ ნებართვის გამცემისათვის წინასწარ ცნობილია, რომ ნებართვის მფლობელის მიმართ ჯარიმის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სანებართვო პირობების შესრულებას. ნებართვის გამცემი ვალდებულია დაასაბუთოს აღნიშნული გადაწყვეტილება. 16. სპეციალური მმართველი უფლებამოსილია ნებართვის მფლობელის ხარჯით სალიცენზიო პირობების შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში შესრულების უზრუნველყოფის მიზნით განახორციელოს ყველა ღონისძიება, რომელიც უკავშირდება სანებართვო ქმედებას. თუ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი, სპეციალური მმართველის მიერ განხორციელებულ ქმედებათა ყოველთვიურ ანგარიშს ამტკიცებს სასამართლო. 17. სპეციალური მმართველი შესასრულებელი სანებართვო პირობების გათვალისწინებით ინიშნება განსაზღვრული ვადით. თუ დადგენილ ვადაში ვერ შესრულდა სანებართვო პირობები, სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს აღნიშნული ვადა. 18. ნებართვის მფლობელი ვალდებულია სპეციალური მმართველის მოთხოვნისას დაუყოვნებლივ მიაწოდოს მას სანებართვო ქმედებასთან დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია ან მატერიალური საშუალებები. ნებართვის მფლობელის მიერ აღნიშნული მოვალეობის შეუსრულებლობა ან სპეციალური მმართველისათვის ხელის შეშლა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 19. სპეციალური მმართველის ან თვით ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების უზრუნველყოფის შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სპეციალური მართვის გაუქმების შესახებ. 20. ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია სანებართვო პირობების შესრულების უზრუნველყოფისაკენ, მათ შორის, სპეციალური მმართველის ანაზღაურება, ხორციელდება ნებართვის მფლობელის ხარჯით. 21. სპეციალური მმართველის უფლებამოსილების, საქმიანობისა და ანაზღაურების საკითხები, სანებართვო ქმედების სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია დამატებით დარეგულირდეს ნებართვის გამცემის ან მისი ზემდგომი (მაკონტროლებელი) ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტით. 22. ამ მუხლის მე-11–21-ე პუნქტები არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.