„ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.02.2015
ავტორი
ქმედუნარიანობის სამართლებრივი ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი.
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/415/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-03-02
ბიუროს ნომერი 252

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი ფსიქო-სოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ მუხლი 1 ეს კანონი განსაზღვრავს ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირად ცნობისთვის სავალდებულო ექსპერტიზის (შემდგომში ექსპერტიზა) სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს. მუხლი 2 საქართველოს კანონმდებლობა ფსიქო-სოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის და სხვა ნორმატიული აქტებისაგან. მუხლი 3 ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ფსიქიატრი - ექიმი-ფსიქიატრი, რომელსაც აქვს სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატი; ბ) ფსიქოლოგი - პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე მინიჭებული აქვს ფსიქოლოგის კვალიფიკაცია; გ) სოციალური მუშაკი - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი; დ) ოკუპაციური თერაპევტი - პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე მინიჭებული აქვს ოკუპაციური თერაპევტის კვალიფიკაცია და ფიზიკურად, გონებრივად თუ სოციალურად ფსიქო–სოციალური საჭიროების მქონე ადამიანებს მკურნალობს სპეციფიურად შერჩეული აქტივობების საშუალებით; ე) ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირი - პირი, რომლის ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირად ცნობის საკითხიც განიხილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.; ვ) ბიურო - საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო; ზ) დადებითი დასკვნა - დასკვნა, რომლითაც დასტურდება პირის ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევა, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში; თ) უარყოფითი დასკვნა - დასკვნა, რომლითაც არ დასტურდება პირის ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევა, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მუხლი 4 1. ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირის ფსიქო–სოციალური ექსპერტიზა არის დისციპლინათაშორისი საქმიანობის სფერო და მოიცავს სამედიცინო–ფსიქიატრიულ, ფუნქციურ, ფსიქოლოგიურ, სოციალური ადაპტაციასთან და სხვა ასპექტებს. 2. ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირის ექსპერტიზის ძირითადი ამოცანაა ადამიანის გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, მისი სოციალური ადაპტაციის შეფასება და აქედან გამომდინარე მისთვის მხარდაჭერის განხორციელების თავისებურებების განსაზღვრა. მუხლი 5 ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირის ექსპერტიზას საფუძვლად უდევს ფსიქიატრიული, სოციალურ–საყოფაცხოვრებო, პროფესიულ–შრომითი და ფსიქოლოგიური მონაცემების კომპლექსური შეფასება. მუხლი 6 ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირის ექსპერტიზის საკითხებზე დასკვნა გამოაქვს ბიუროს. მუხლი 9 ბიუროში ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირის ექსპერტიზის ჩატარების მიზნით იქმნება მულტიდისციპლინური ჯგუფი 4 წევრის შემადგენლობით, რომელშიც შედიან ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და ოკუპაციური თერაპევტი. მუხლი 10 ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირის ექსპერტიზის ჩატარების წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. მუხლი 11 ბიურომ, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად შეიძლება მოიწვიოს შესაბამისი სპეციალისტი. მუხლი 12 1. მულტიდისციპლინური ჯგუფის თითოეული წევრი ცალ–ცალკე აფასებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში პირის მიერ მხარდაჭერის გარეშე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. 2. ჯგუფი ვალდებულია: ა) დაადგინოს პირის ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევის ხარისხი; ბ) დაადგინოს მისი მოქმედებების და სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობის შეზღუდვის ხარისხი; გ) შეაფასოს პირის ურთიერთქმედება გარემოსთან; დ) დაადგინოს პირის სოციალური ადაპტაციის ხარისხი; ე) დაადგინოს პირის მდგომარეობის გაუმჯობესების/გაუარესების შესაძლებლობის საკითხი; ვ) პასუხი გასცეს სასამართლოს მიმართვაში დასმულ კითხვებს; ზ) დაადგინოს იმ სფეროში მხარდაჭერის განხორციელების აუცილებლობა, რაზეც მითითებულია განცხადებაში; თ) მიუთითოს მხარდაჭერის სხვა სფეროებზე, თუ ექსპერტიზის ჩატარებისას დადგინდება, რომ აუცილებელია განცხადებაში მითითებულის გარდა სხვა სფეროში მხარდაჭერის განხორციელება; ი) გამოიკვლიოს და დაადგინოს სხვა აუცილებელი საკითხები, რაც მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩასატარებლად. მუხლი 13 1. ბიუროს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირის ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო მონაცემები, ცნობები სამედიცინო დაწესებულებიდან, საწარმოდან, ორგანიზაციიდან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ორგანოები ვალდებულნი არიან გასცენ ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია. მუხლი 14 თუ ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია გამოცხადდეს ბიუროში, შემოწმება ხდება სტაციონარში ან მის საცხოვრებელ სადგომში. მუხლი 15 1. მულტიდისციპლინური ჯგუფი ექსპერტიზის ჩატარების შედეგად გასცემს დადებით ან უარყოფით დასკვნას. 2. აკრძალულია დადებითი დასკვნის გაცემა მხოლოდ გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევის დიაგნოზის საფუძველზე. 3. დასკვნა უნდა იყოს დასაბუთებული, მასში უნდა მიეთითოს ჯგუფის მიერ განხორციელებული საექსპერტო მოქმედებების შესახებ. 5. დადებით დასკვნაში უნდა მიეთითოს სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის ჯგუფის მიერ რეკომენდირებული ვადა. 6. ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირის სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს მიმართვიდან ერთი თვის ვადაში. 7. ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. 8. ჯგუფის წევრი არ არის უფლებამოსილი თავი შეიკავოს კენჭისყრისგან. 9. იმ შემთხვევაში თუ ხმები იყოფა, დასკვნას აფასებს სასამართლო. 10. განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფის წევრი ვალდებულია დასკვნას თან დაურთოს საკუთარი განსხვავებული აზრი წერილობით. მუხლი 17 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2015 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირის სამედიცინო– სოციალური ექსპერტიზის ჩატარების წესის და სტანდარტების დამტკიცება. მუხლი 16 ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ფსიქო-სოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: 2014 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად ცნო ფსიქიური დაავადებების გამო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქმედუნარიანობის შეზღუდვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი დაავალდებულა შეიმუშაოს და მიიღოს ისეთი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ასევე, გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ მოთხოვნებთან, რომელიც საქართველოს მიერ რატიფიცირებულ იქნა 2013 წლის 26 დეკემბერს და ძალაში შევიდა 2014 წლის 12 აპრილს. ა. ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის პაკეტის მიღების მიზანია ქმედუუნარობის ამსახველი ნორმები შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის“ სტანდარტებთან. შესაბამისად, იმ პირების მიმართ, რომლებიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით „ჭკუასუსტობის“ ან „სულიერი მოშლილობის“ საფუძვლით მიჩნეულნი არიან ქმედუუნაროებად, შემოთავაზებულია ინდივიდუალური შეფასების შემოღება, რომელიც არ დაეფუძნება მხოლოდ სამედიცინო მოდელს და მასში მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერს სოციალური შეფასების სისტემაც. ასევე, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების უფლებების დაცვის გაძლიერება, დღეს არსებული სრული უგულებელყოფის სისტემიდან მხარდაჭერისა და გამონაკლის შემთხვევებში ჩანაცვლების მექანიზმების შემოღება. სწორედ ახალი შეფასების მოდელის დამკვიდრების მიზნით აუცილებელი გახდა ახალი კანონის შემუშავება ფსიქო-სოციალური საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინოსოციალური ექსპერტიზის ჩატარების რეგულირებისათვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ახალი კანონი განსაზღვრავს ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირად ცნობისთვის სავალდებულო სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის (შემდგომში ექსპერტიზა) სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს. შემოთავაზებული პროექტი ითავლისწინებს ექსპერტიზის ჩაატატერების წესებს, ჩამატერებელ სუბიექტებს და ექსპერტიზის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს. მნიშვნელოვანია, რომ არსებით ცვლილებას წარმოადგენს ფსიქო-სოციალური საჭიროებიდან გამოდმინარე პირის შეფასება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიან: ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და ოკუპაციური თერაპევტი. კანონპროექტი ადგენს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ექსპერტიზის ჩასატარებლად აუცილებელი ინფორმაციის დაუბრკოლებლად მოპოვების შესაძლებლობას, ნებისმიერი დაწესებულებიდან გარდამავალი დებულებების თანახმად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ვალდებულია 2015 წლის 1 მაისამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირის სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის ჩატარების წესის და სტანდარტები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება საჭიროებს დამატებით დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ სავალდებულო ექსპერტიზის დანიშვნას ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირების ინდივიდუალური შეფასების მიზნით. აღნიშნული ექსპერტიზის ხარჯები უნდა დაიფაროს სასამართლოს მიერ. სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მდგომარეობით ერთი ექსპერტიზის ღირებულება არის 250 ლარი. საერთო სასამართლოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საერთო სასამართლოები წლის განმავლობაში საშუალოდ იხილავენ მსგავსი ტიპის 1000-1100 საქმეს, რაც ჯამში მოითხოვს სასამართლოების დაფინანსების გაზრდას 275 000 ლარის ოდენობით. ბ. ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: დიახ, იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. იხილეთ პუნქტი „ბ.ა.“ ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებს. ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭო, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი საქართველოში, გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი (EMC), ორგანიზაცია "ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის", პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის, ფსიქიატრები და სხვა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ქმედუნარიანობის სამართლებრივი ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი