გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/35269 - 17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამარ მიქავა
მოსარჩელე თავდაპირველ სარჩელში - თ--------------–---–ი
წარმომადგენელი - მ-------–--–------ე
მოპასუხეები თავდაპირველ სარჩელში - ე-----------------–---–ი, ე----------------–---–ი
დავის საგანი ძირითად სარჩელში: ნასყიდობის ხელშეკრულებისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა 1/2 ნაწილში, სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში - ე-----------------–---–ი
წარმომადგენელი - პ--------------–--ე
მოპასუხეები შეგებებულ სარჩელში - ე----------------–---–ი, თ--------------–---–ი
დავის საგანი შეგებებულ სარჩელში: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში - ე----------------–---–ი
წარმომადგენელი - მ-------------ე
მოპასუხეები შეგებებულ სარჩელში - თ--------------–---–ი, ე-----------------–---–ი
დავის საგანი შეგებებულ სარჩელში: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სასარჩელო მოთხოვნა (თავდაპირველი სარჩელით)
1.1.1. 2009 წლის 24 აპრილს ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ ე----------------–---–ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის (რეესტრში რეგისტრაციის N---------) 1/2 ნაწილში ბათილად ცნობა;
1.1.2. 2016 წლის 25 აგვისტოს ე----------------–---–ს და ე-----------------–---–ს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების 1/2 ნაწილში ბათილად ცნობა;
1.1.3. უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–-----------------------------–-------------------------------------------------------------- 1/2 ნაწილის მესაკუთრედ თ--------------–---–ის აღიარება;
რ------–---------–---–ი გარდაიცვალა 2----–-–------------------ს. მას დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე ე----------------–---–ი და შვილი თ--------------–---–ი. რ------–---------–---–ის გარდაცვალების შემდეგ, ორივე პირველი რიგის მემკვიდრე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა სამკვიდრო ქონებას და შეუდგნენ მის ფლობას და მართვას. ვინაიდან მოსარჩელე თ--------------–---–ი ფაქტობრივად დაუფლებული იყო სამკვიდრო ქონებას, ფინანსური პრობლემების გამო, აღარ ჩქარობდა ნოტარიუსისათვის მიმართვას სამკვიდრო მოწმობის მისაღებად. როგორც შემდეგ მოსარჩელისათვის გახდა ცნობილი, მოპასუხე ე----------------–---–მა ყველასგან მალულად მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მისაღებად. მან დამალა ნოტარიუსთან სხვა პირველი რიგის მემკვიდრის არსებობა და მოტყუებით მიიღო მთლიანი სამკვიდრო 2009 წლის 24 აპრილს. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ორივე პირველი რიგის მემკვიდრე შეუდგა სამკვიდროს ფლობას და სარგებლობას ისე, რომ მათ შორის სამკვიდროსთან დაკავშირებით არანაირი უთანხმოება არ ყოფილა. ე----------------–---–ი დარწმუნებული იყო, რომ თუ მოსარჩელე გაიგებდა, რომ მან მალულად მიიღო მთლიანი სამკვიდრო, ამაზე ექნებოდა პრეტენზია, როს გამოც მან თვალთაქცურად სადავო ქონება გადაუფორმა მათ ნათესავს ე-----------------–---–ს. ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 2016 წლის 25 აგვისტოს, მაგრამ სადავო უძრავ ქონებაში დღემდე უწყვეტად ცხოვრობს ე----------------–---–ი, რაც დამატებით უთითებს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობაზე. ასევე გარიგების ბათილობის უტყუარი მტკიცებულებაა ისიც, რომ ნასყიდობის ფასი, რაც ჩაიწერა ხელშეკრულებაში არ შეესაბამება ქონების რეალურ ღირებულებას, რასაც მოწმობს მათ მიერ სადავო ქონების გაყიდვების ინტერნეტის ვებგვერდზე მოთავსებული განცხადება, სადაც დაფიქსირებულია სადავო ქონების რეალური ღირებულება. ექსპერტის დასკვნის მიხედვით, ქონების ღირებულებაა 744 587 აშშ დოლარი, რაც მრავალჯერ აღემატება სადავო გარიგებაში მითითებულ ფასს. თ--------------–---–ი 2015 წლის ბოლომდე უწყვეტად ცხოვრობდა სადავო სახლში. ისე, რომ არაფერი იცოდა, რომ ქონებაზე უკვე გაცემული იყო სამკვიდრო მოწმობა. სადავო ქონება არის ოთხსართულიანი გარემონტებული სააგარაკო ტიპის სახლი, კეთილმოწყობილი ეზოთი, ხეხილიანი ბაღით, აუზით, ავტოფარეხით სამ ავტომობილზე, ძვირადღირებული რემონტით და ავეჯით. მოსარჩელე მხარე წარმოადგენს რა მამკვიდრებელ რ------–---------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეს, მსგავსად მოპასუხე ე----------------–---–ისა, მასაც აქვს უფლება სადავო სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილზე. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2009 წლის 24 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობა 1/2 ნაწილში, 2016 წლის 25 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება 1/2 ნაწილში და სადავო ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ აღიარებულ უნდა იქნეს მოსარჩელე თ--------------–---–ი.
1.2. სასარჩელო მოთხოვნა (ე-----------------–---–ის შეგებებული სარჩელით)
1.2.1. უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–-----------------------------–----------------------------------------------------------- ე----------------–---–ის და თ--------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის ე-----------------–---–ისათვის გადაცემა;
ე-----------------–---–მა 2016 წლის 25 აგვისტოს ე----------------–---–ისაგან შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–-------------------------------- უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში რეგისტრირებულია მოსარჩელე ე-----------------–---–ის სახელზე, ხოლო დღემდე ცხოვრობენ მოპასუხეები, რომლებიც ნებაყოფლობით არ ანთავისუფლებენ უძრავ ქონებას.
1.3. სასარჩელო მოთხოვნა (ე---------------–---–ის შეგებებული სარჩელით)
1.3.1. 2016 წლის 25 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–-----------------------------–----------------------------------------------------------- 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ე----------------–---–ის აღიარება;
მამკვიდრებელი რ------–---------–---–ი გარდაიცვალა 2----–-–------------------ს. მას დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე, ე----------------–---–ი (მეუღლე) და თ--------------–---–ი (შვილი), რომლებიც ფაქტობრივი ფლობით შეუდგნენ უძრავი ქონების ფლობას. აღნიშნული ქონება სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე სრულად მიიღო ე----------------–---–მა. ვინაიდან იმ პერიოდისათვის ე----------------–---–ს შვილთან ჰქონდა ოჯახური კონფლიქტი, ამიტომ მოპასუხე ე-----------------–---–ის რჩევით მოხდა უძრავი ქონების ე-----------------–---–ის სახელზე დროებით აღრიცხვა. ამ უკანასკნელმა, ე----------------–---–ის შეცდომაში შეყვანით, მასთან 2016 წლის 25 აგვისტოს გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, მან თითქოსდა ე----------------–---–ისაგან 70 000 აშშ დოლარად იყიდა უძრავი ქონება. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ უძრავი ქონების გადაფორმება ე-----------------–---–ის სახელზე მოხდა ფორმალურად, რეალურად ნასყიდობას ადგილი არ ჰქონია, ე----------------–---–ს არ გამოუხატავს ნება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის და ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის თანხის გადახდას ადგილი არ ჰქონია. ნასყიდობის ხელშეკრულებაში უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურიც მითითებული იქნა ფორმალურად და აღნიშნული გარემოებაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურად ნასყიდობას ადგილი არ ჰქონია.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხეების პოზიცია (თავდაპირველი სარჩელით)
2.1.1. მოპასუხე ე----------------–---–მა თ--------------–---–ის სარჩელი ცნო სრულად;
2.1.2. მოპასუხე ე-----------------–---–ი არ ცნობს თ--------------–---–ის სარჩელის მოთხოვნას. ნასყიდობის ხელშეკრულება ე----------------–---–სა და ე-----------------–---–ს შორის გაფორმდა კანონის სრული დაცვით. საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, უძრავი ქონება ეკუთვნოდა ე----------------–---–ს, არავითარი შეზღუდვა დაფიქსირებული არ ყოფილა. უფრო მეტიც, ე-----------------–---–ი არის კეთილსინდისიერი მყიდველი და თუ რაიმე პრეტენზია აქვს მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, შეუძლია ედავოს ე----------------–---–ს. 2016 წლის 25 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ის არის რეალური და ე-----------------–---–ი არის კეთილსინდისიერი მყიდველი. მოთხოვნა უსაფუძვლოა, რამდენადაც ქონებაში, რომელიც ე-----------------–---–მა შეიძინა, გადახდილია 70 000 აშშ დოლარი ნაღდი ფული და ასევე, ე-----------------–---–მა შპს ,---------------------------------- აიღო სესხის სახით 57 500 აშშ დოლარი.
2.2. მოპასუხეები თ--------------–---–ი და ე----------------–---–ი არ ცნობენ ე-----------------–---–ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნას. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება არ შეესაბამება სინამდვილეს. მოსარჩელეს რეალურად არ შეუძენია სადავო ფართი. აღნიშნული წარმოადგენდა თვალთმაქცურ გარიგებას, რომელსაც არ მოჰყოლია გარიგებისათვის სავალდებულო შედეგი. ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 2016 წლის 25 აგვისტოს, მაგრამ სადავო უძრავ ქონებაში დღემდე უწყვეტად ცხოვრობს ე----------------–---–ი და თ--------------–---–ი. ასევე, ნასყიდობის ფასი, რაც ჩაიწერა ხელშეკრულებაში, არ შეესაბამება ქონების რეალურ ღირებულებას. ექსპერტის დასკვნით, სადავო სახლის რეალური ღირებულებაა 744 587 აშშ დოლარი, რაც მრავალჯერ აღემატება სადავო გარიგებაში მითითებულ ფასს. აღნიშნული გარიგების ერთადერთი მიზანს წარმოადგენდა, თ--------------–---–ი, როგორც პირველი რიგის მემკვიდრე, დარჩენილიყო კუთვნილი წილის გარეშე.
2.3. მოპასუხე თ--------------–---–ი ე----------------–---–ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნას ეთანხმება ნაწილობრივ. ე-----------------–---–ს რეალურად სადავო ფართი არ შეუძენია. ეს არის თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგება, რომელსაც არ მოჰყოლია გარიგებისათვის სავალდებულო შედეგი, ასევე ნასყიდობის ფასი, რაც ჩაიწერა ხელშეკრულებაში არ შეესაბამება ქონების რეალურ ღირებულებას. არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ე-----------------–---–მა რეალურად იყიდა სადავო ქონება. ამდენად, მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას სადავო, 2016 წლის 25 აგვისტოს, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, ხოლო სადავო საცხოვრებელი სახლის სრულად ე----------------–---–ის სახელზე აღრიცხვას საჯარო რეესტრში არ ეთანხმება მოპასუხე თ--------------–---–ი, ვინაიდან ამ უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–-----------------------------–----------------------------------------------------------- 1/2 ნაწილი ეკუთვნის თ--------------–---–ს.
2.4. მოპასუხე ე-----------------–---–ი არ ეთანხმება ე----------------–---–ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნას. სადავო უძრავი ქონება ე---------------–---–მა მიიღო მემკვიდრეობის წესით. ის ფაქტი, რომ ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებით მიმართა მხოლოდ ე----------------–---–მა და არა თ--------------–---–მა, მიუთითებს იმაზე, რომ ამ უკანასკნელს არ გააჩნდა სამკვიდროს მიღების ნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორივე მათგანი ერთობლივად წარადგენდნენ განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ინიციატივა მოდიოდა ე----------------–---–ისგან და არა ე-----------------–---–ისაგან. კერძოდ, სადავო უძრავი ნივთი დატვირთული იყო მრავალჯერადი იპოთეკით საკრედიტო ვალდებულებების გამო, რომელთაც ე----------------–---–ი ვერ ისტუმრებდა. შესაბამისად, არსებობდა რეალური საფრთხე, რომ ე----------------–---–ს დაეკარგა სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით ე----------------–---–მა ნახა რეალური სარგებელი - ერთი მხრივ, მიიღო ნასყიდობის ფასი 70 000 აშშ დოლარი, ხოლო, მეორე მხრივ, გათავისუფლდა საკრედიტო ვალდებულებისაგან, რომლითაც ნასყიდობის საგანი იყო დატვირთული. ე----------------–---–ი მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულებით თავად ადასტურებს როგორც ხელშეკრულების დადების ნამდვილ ნებას, ისე ნასყიდობის ფასის მიღების ფაქტს. თუნდაც იმის დადასტურების შემთხვევაშიც, რომ ნასყიდობის ფასი საბაზრო ფასზე დაბალია, იგი ვერანაირად ვერ დაადასტურებს გარიგების მოჩვენებითობას. მოჩვენებით გარიგებაში მხარეთა ნამდვილი ნებაა მოჩვენებითი და არა მისი გარეგანი გამოვლენა. მოცემულ შემთხვევაში, 70000 აშშ დოლარი წარმოადგენდა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ თანხას, რომელიც მყიდველმა გამყიდველს გადაუხადა. ფასის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა ნასყიდობის საგნის უფლებრივი ნაკლი, რომელიც ახალი მესაკუთრის რისკის სფეროს მიეკუთვნებოდა და რომლის აღმოფხვრის ხარჯის გაწევაც, ბუნებრივია, მას უწევდა. ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი ,,უძრავი ქონების შეფასების დასკვნა“ არ ადასტურებს სადავო გარიგების მოჩვენებითობას. გარდა ამისა, მითითებული დოკუმენტი ეყრდნობა დამკვეთის მიერ მიწოდებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს შეფასების ობიექტი არ იყო დატვირთული სასესხო ვალდებულებით და რაიმე შეზღუდვით. ცნობილია, რომ უძრავი ნივთის ფასზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ მასზე არსებული ტვირთი არამედ, მისი კონკრეტული, ინდივიდუალური შინაარსი: სესხის ძირითადი თანხა, საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლოს განაკვეთი, სესხის ვადა, ყოველთვიურად გადასახადელი თანხის ოდენობა და სხვა. ნივთის გასაყიდ ფასზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ინდივიდუალური ფაქტორები. მაგალითად, ნივთის შესაძენად ან/და გასაუმჯობელებლად გაწეული ხარჯები. სადავო უძრავი ქონება, 2004 წლის 12 ნოემბერს რ------–---------–---–ის მიერ შეძენილი იქნა 21 000 ლარად. მართალია, მიწის ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ სახლს გააჩნდა მშენებარის სტატუსი, თუმცა შეუძლებელია, მის სარემონტო სამუშაოებზე გაწეულიყო შეძენის ფასზე 100-ჯერ მეტი დანახარჯი. ნიშანდობლივია, რომ საქმეში არებული 2009 წლის 24 აპრილს სამკვიდრო მოწმობით, ე----------------–---–ის მიერ სამკვიდრო ქონების განცხადებული ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს, 2015 წლის 24 მარტის იპოთეკის ხელშეკრულებით, რომელიც დადებულია სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებაზე დაახლოებით ერთი წლით და ხუთი თვით ადრე და რომელსაც ხელს აწერს ე----------------–---–ი და გ----------–------–---–ი, იგივე ქონება შეფასებულია არანაკლებ 108 000 ლარად;
ე-----------------–---–მა სადავო უძრავი ნივთის შეძენის შემდეგ დაფარა საკრედიტო ვალდებულებები, რომლითაც ეს ნივთი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე იყო დატვირთული, რაც ნათლად დასტურდება ე----------------–---–ის სარჩელზე და შესაგებელზე თანდართული საჯარო რეესტრის ამონაწერების შედარებით. რომ არა საკუთარი ქონების გაფრთხილების, მისი უფლებრივი ტვირთისა და, აქედან გამომდინარე, რისკებისაგან გათავისუფლების სურვილი, ე-----------------–---–ს ობიექტური ინტერესი არ შეიძლება ჰქონოდა, დაეფარა სხვა პირთა საკრედიტო ვალდებულებები, მათ შორის ე----------------–---–ის ვალის დასაფარად გადაეხადა 57 712 ლარი და 19 556 აშშ დოლარი, ხოლო გ----------–------–---–ის საკრედიტო ვალდებულებების დასაფარად - 27 197 აშშ დოლარი. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ე-----------------–---–ი სადავო ქონების მიმართ აქტიურად ახორციელებდა და ახორციელებს მესაკუთრის უფლებამოსილებას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მას გააჩნდა საკუთრების უფლების შეძენის ნამდვილი ნება და გამორიცხავს მოსარჩელის განცხადებას, სადავო ხელშეკრულების მოჩვენებითობის შესახებ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. რ------–---------–---–მა 2004 წლის 12 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე გარდაბნის რაიონი, ტ-------–-------------–-----------–-------- 1600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე მშენებარე საცხოვრებელი სახლი. ნასყიდობის საგნის ღირებულებად განისაზღვრა 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2004 წლის 12 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რეგისტრაციის N------ (ტომი 2, ს.ფ. 25-27);
3.1.2. რ------–---------–---–ი გარდაიცვალა 2008 წლის 16 ოქტომბერს. მას დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე, მეუღლე ე----------------–---–ი და შვილი თ--------------–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ტომი 1, ს.ფ. 15).
- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---- (ტომი 1, ს.ფ. 16);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ტომი 1, ს.ფ. 17).
3.1.3. მოსარჩელე (თავდაპირველი სარჩელით) თ--------------–---–მა და ე----------------–---–მა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ განაგრძეს ცხოვრება, სარგებლობა და მართვა რ------–---------–---–ის დანაშთი ქონებისა, მდებარე ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი);
- მოწმეების თ----------------–---–ის და მ----------–---–ის ჩვენებები (2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი);
3.1.4. მოსარჩელე თ--------------–---–ს, ე----------------–---–ს და მოპასუხე ე-----------------–---–ს შორის არის ნათესაური კავშირი. მოპასუხე ე-----------------–---–ი მამკვიდრებლის რ------–---------–---–ის სიცოცხლეშიც და მისი გარდაცვალების შემდეგაც, ხშირად სტუმრობდა, ღამითაც რჩებოდა სადავო საცხოვრებელ სახლში და ჰქონდა ახლობლური ურთიერთდამოკიდებულება როგორც ე----------------–---–თან, ასევე, თ--------------–---–თან;
ამჟამად, თ--------------–---–ს, მის დედას ე----------------–---–ს და მოპასუხე ე-----------------–---–ს შორის არის დაძაბული ურთიერთობა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი);
- მოწმეების თ----------------–---–ის და მ----------–---–ის ჩვენებები (2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი);
3.1.5. თ--------------–---–ი და ე----------------–---–ი დღემდე სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგაც, ცხოვრობენ სადავო სახლში. ე----------------–---–ს, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, არ შეუწყვეტია სადავო საცხოვრებლის ფლობა, სარგებლობა. ხოლო თ--------------–---–ი დედასთან, ე----------------–---–თან არსებული უთანხმოების გამო, დაახლოებით ერთი წლით, 2015-2016 წლებში, ოჯახთან ერთად, ქირით ცხოვრობდა სხვა მისამართზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი);
- მოწმეების თ----------------–---–ის და მ----------–---–ის ჩვენებები (2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2009 წლის 24 აპრილს ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ 2----–-–------------------ს გარდაცვლილი რ------–---------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეზე, მეუღლე ე----------------–---–ის სახელზე, გაიცა სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის ნომერი N---------), რომლის მიხედვითაც, ე----------------–---–მა სამკვიდრო მიიღო სრულად, სამკვიდროში შემავალი აქტივებითა და პასივებით. მან, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ, პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც მდებარეობს მისამართზე, ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: მშენებარე საცხოვრებელი სახლი. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ე----------------–---–ი აღირიცხა სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2009 წლის 24 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის ნომერი N--------- (ტომი 1, ს.ფ. 25-29);
3.2.2. 2009 წლის 24 აპრილს ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ 2----–-–------------------ს გარდაცვლილი რ------–---------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეზე, მეუღლე ე----------------–---–ის სახელზე, გაიცა სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის ნომერი 0--------). რომლის მიხედვითაც მემკვიდრემ, ე----------------–---–მა სამკვიდრო მიიღო სრულად სამკვიდროში შემავალი აქტივებითა და პასივებით. მან როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან (მეუღლე), საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც მდებარეობს მისამართზე ქ. თბილისი, ო--------–--------------–------------------------------------------------------------------------------;
აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ე----------------–---–ი საჯარო რეესტრში აღირიცხა მითითებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ო--------–--------------–---------------------------------------------------------------------------------------------- მესაკუთრედ. ე----------------–---–მა უძრავი ნივთი გაასხვისა გიორგი ყიფშიძეზე 26.06.2012 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2009 წლის 24 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის ნომერი N0-------- (ტომი 2, ს.ფ. 190-192);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი14.04.2009 წელი (ტომი 2, ს.ფ. 193-194);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 03.07.2009 წელი (ტომი 2, ს.ფ. 195-196);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 26.06.2012 წელი (ტომი 2, ს.ფ. 197-198);
3.2.3. უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, კ------------------------------------------------------------------, საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ე----------------–---–ის სახელზე. აღნიშნული ქონება არ მოიაზრებოდა მამკვიდრებელ რ------–---------–---–ის სამკვიდრო ქონებაში. ამ ქონებაში სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა თავდაპირველად ე----------------–---–ი თ--------------–---–ის მეუღლესთან, გ----------–------–---–თან ერთად, უთანხმოების და ფინანსური პრობლემების გამოი მათი ურთიერთანამშრომლობა შეწყდა. მათ ერთობლივად შექმნილ საწარმოს ეწოდებოდა შპს ,-------------;
ე----------------–---–მა, 2015 წლის 22 დეკემბერს, იჯარის შესახებ ხელშეკრულებით, კონკრეტული ვადით, იჯარით გადასცა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, კ----------------, შენობა-ნაგებობა სასტუმროს სახით და სასტუმროს მთლიანი ინვენტარი მოიჯარეს შპს ,----–-------ს. იჯარის ხელშეკრულებით განისაზღვრა ქირის ოდენობა და მოქმედების ვადა. ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში;
ე----------------–---–სა და შპს ,--------–-------- შორის 2016 წლის 01 დეკემბერს დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, ხოლო 2017 წლის 1 ნოემბერს გაფორმდა ახალი ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 01 სექტემბერი. დამქირავებელმა შპს ,--------–-------- აიღო ვალდებულება, ე----------------–---–ისათვის ყოველთვიურად გადაეხადა 7750 ლარი. 2017 წლის ნოემბრის თვიდან შპს ,--------–-------- შეწყვიტა ქირის გადახდა. ვალდებულების დარღვევის გამო, დამქირავებელს 2017 წლის 25 დეკემბერს წერილით ეცნობა, რომ იმ პერიოდის მდგომარეობით მას გააჩნდა დავალიანება 15 500 ლარის ოდენობით. 2018 წლის 06 იანვარს, ქირის გადაუხდელობის გამო, მოხდა ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა და მხარეს მოეთხოვა დაეტოვებინა დაქირავებული ფართი.
ე----------------–---–მა მიმართა სარჩელით სასამართლოს მოპასუხეების შპს ,--------–--------ს, მ--------------–--ისა და ე-----------------–---–ის მიმართ და მოითხოვა, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უკანონო ფლობის შეწყვეტა და მესაკუთრისათვის მფლობელობაში დაბრუნება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 22.08.2017 წელი (ტომი 2, ს.ფ. 73-75);
- 2015 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულება იჯარის შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 76-87);
- 2016 წლის 01 დეკემბრის ქირავნობის ხელშეკრულება (ტომი 2, ს.ფ. 88-96);
- ე----------------–---–ის წერილები შპს ,--------–-------- დირექტორს (ტომი 2, ს.ფ. 97-98);
- 2017 წლის 01 ნოემბრის ქირავნობის ხელშეკრულება (ტომი 2, ს.ფ. 99-106);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 16.01.2018 წელი (ტომი 2, ს.ფ. 107-108);
- ე----------------–---–ის სარჩელი სამოქალაქო საქმეზე მოპასუხეების შპს ,--------–--------, მ--------------–--ის და ე-----------------–---–ის მიმართ (ტომი 2, ს.ფ. 169-185);
- შპს ,--------------ს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი (ტომი 2, ს.ფ. 199-201);
- 2012 წლის 12 დეკემბრის თავდებობის ხელშეკრულება სს ,---------------- (ტომი 2, ს.ფ. 202-203);
- შპს ,--------------ს პარტნიორთა კრების ოქმი (ტომი 2, ს.ფ. 204);
- ე----------------–---–ის მიერ გ----------–------–---–ის სახელზე 12.09.2013 წელს გაცემული მინდობილობა უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ, რეგისტრაციის ნომერი N130957351 (ტომი 2, ს.ფ. 205-207);
- 2013 წლის 13 სექტემბერს სს ,------------------ გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება N------------ (ტომი 2, ს.ფ. 208-212);
- შპს ,--------–-------- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი 2, ს.ფ. 214-216);
- ე----------------–---–ის წერილები შპს ,--------------ს და შპს ,,----------------–------ დირექტორს გ----------–------–---–ს (ტომი 2, ს.ფ. 221-222, 224-225);
- ე----------------–---–ის წერილი შპს ,----–-------ს დირექტორს ა-----------–--–---ს (ტომი 2, ს.ფ. 232);
- მოწმე მ----------–---–ის ჩვენება (2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი);
3.2.4. გ----------–------–---–მა (თ--------------–---–ის მეუღლემ) 2015 წლის 02 ივლისს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ამონაწერის მომზადება უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, სოფელი შინდისი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მიხედვით, 2015 წლის 06 ივლისს სარეგისტრაციო წარმოება დასრულებულია. დაინტერესებული პირი გ----------–------–---–ის განცხადების საფუძველზე უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, მომზადდა ამონაწერი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაინტერესებული პირის გ----------–------–---–ის 02.07.2015 წლის განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ტომი 2, ს.ფ. 213);
- ამონარიდი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნიდან (ტომი 2, ს.ფ. 220);
3.2.5. 2015 წლის 24 მარტს, შპს ,,-------------------- იპოთეკის ხელშეკრულებით, რომელსაც ხელს აწერენ ე----------------–---–ი და გ----------–------–---–ი, სადავო უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–------------, ს----------------, ხელშეკრულების მხარეთა განცხადებით, შეფასებული იქნა 108 000 (ას რვა ათასი) ლარად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 24 მარტს გაცემული იპოთეკის ხელშეკრულება, რეგისტრაციის ნომერი 1-------- (ტომი 2, ს.ფ. 29-37);
3.2.6. 2016 წლის 25 აგვისტოს, ე----------------–---–მა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–------- დაზუსტებული ფართობი 1744 კვ.მ. ს----------------, გაასხვისა ე-----------------–---–ზე. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 70 000 აშშ დოლარის ოდენობით.
აღნიშნული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ე-----------------–---–ი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ქონების მესაკუთრედ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 25 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 20-21);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 28.10.2017 წელი (ტომი 1, ს.ფ. 82-84);
3.2.7. ე-----------------–---–მა, 06.02.2018 წელს, სამოქალაქო სარჩელით მიმართა სასამართლოს, ე----------------–---–ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის თანხის დაკისრება 58 353.70 ლარის ოდენობით. სარჩელის მიხედვით, 25.08.2016 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით ე-----------------–---–ის საკუთრებაში გადაცემული ქონება (ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–------- დაზუსტებული ფართობი 1744 კვ.მ. ს----------------), 2017 წლის 24 აგვისტოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების (რეგისტრაციის ნომერი N---------) საფუძველზე დაიტვირთა იპოთეკით. ე----------------–---–მა შპს ,---------------------------------- ისესხა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი. ვინაიდან, მსესხებელ ე----------------–---–ს შეექმნა ფინანსური პრობლემები, დადგა საშიშროება, აღნიშნული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე გასხვისების, ე----------------–---–ის თხოვნით, ე-----------------–---–მა მოახდინა ე----------------–---–ის სესხის დაფარვა. საბოლოოდ, ე-----------------–---–ის მიერ გადახდილი იქნა ე----------------–---–ის სესხის თანხა 58353.70 ლარი.
შპს ,,------------------------------ მიერ 2018 წლის 23 თებერვალს გაცემული ცნობის მიხედვით, 2016 წლის 26 სექტემბრიდან 2018 წლის 22 თებერვლის ჩათვლით, შპს ,,------------------------------ მსესხებელ ე----------------–---–ის საკრედიტო ხელშეკრულებაზე N--------------- ე-----------------–---–ის მიერ შემოტანილმა თანხამ შეადგინა 57712.10 ლარი;
სადავო უძრავი ქონება, ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–------- დაზუსტებული ფართობი 1744 კვ.მ. ს----------------, დღეის მდგომარეობით გათავისუფლებულია იპოთეკისაგან, რასაც ითვალისწინებდა 2017 წლის 24 აგვისტოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება(რეგისტრაციის ნომერი N---------);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ე-----------------–---–ის სამოქალაქო სარჩელი ე----------------–---–ის მიმართ (ტომი 2, ს.ფ. 110-125);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 21.12.2017 წელი (ტომი 2, ს.ფ. 128-130);
- 2017 წლის 24 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულება, რეგისტრაციის ნომერი N--------- (ტომი 2, ს.ფ. 134-147);
- სესხის გადახდის გრაფიკი, სესხის ამონაწერი (ტომი 2, ს.ფ. 147-148);
- სალარო შემოსავლის ორდერები (ტომი 2, ს.ფ. 154-168);
- შპს ,,------------------------------ მიერ 2018 წლის 23 თებერვალს გაცემული ცნობა N0584 (ტომი 2, ს.ფ. 40);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 21.03.2018 წელი (ტომი 2. ს.ფ. 38-39).
3.2.8. 2016 წლის 26 სექტემბრიდან 2018 წლის 22 თებერვლის ჩათვლით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს ,,------------------------------ მსესხებელ ე----------------–---–ის საკრედიტო ხელშეკრულებაზე N--------------- ე-----------------–---–ის მიერ შემოტანილი თანხა შეადგენს 19556.57 აშშ დოლარს, ხოლო ამავე პერიოდში, ე----------------–---–ის საკრედიტო ხელშეკრულებაზე N--------------- ე-----------------–---–ის მიერ შემოტანილი თანხა შეადგენს 27196.81 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,------------------------------ მიერ 2018 წლის 23 თებერვალს გაცემული ცნობა N0585 (ტომი 2, ს.ფ. 41);
- შპს ,,------------------------------ მიერ 2018 წლის 23 თებერვალს გაცემული ცნობა N0586 (ტომი 2, ს.ფ. 42);
3.2.9. ე----------------–---–მა 2017 წლის 08 აგვისტოს გააუქმა რწმუნებულება/მინდობილობა გაცემული ე-----------------–---–ის სახელზე, რომლითაც ამ უკანასკნელისათვის ე----------------–---–ს გადაცემული ჰქონდა მის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონების მართვის და განკარგვის (შეძენის, გაყიდვის, გაცვლის, გაჩუქების, იჯარით გაცემის, სესხის აღების, იპოთეკით დატვირთვის, აგრეთვე საკუთარ თავთან გარიგების დადების) უფლებამოსილება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 08.08.2017 წლის სანოტარო აქტი რწმუნებულება, მინდობილობის გაუქმების შესახებ, რეგისტრაციის ნომერი N--------- (ტომი 2, ს.ფ. 60-63);
- მოწმე მ----------–---–ის ჩვენება (2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი).
3.2.10. შპს ,------------------------------- მიერ შეფასდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–----------------------------------------------- შეფასების პროცესი მოიცავდა ობიექტის ფიზიკურ და ტექნიკურ მახასიათებლებზე ინფორმაციის მოძიებას, საბაზრო ღირებულების შეფასებას. შეფასებული ქონების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 2 015 000 ლარი, რაც შეადგენს დაახლოებით 744 587 აშშ დოლარს. ობიექტი მდებარეობს მისამართზე ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–------------------------- სადაც განთავსებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 825 კვ.მ. შენობა წარმოადგენს ოთხ სართულიან კაპიტალურ საცხოვრებელ სახლს. სახლი გარემონტებულია. სველი წერტილები (აბაზანა-ტუალეტი) განთავსებულია ოთხივე სართულზე. სახლს აქვს ცენტრალური გათბობა. სახლი გადახურულია თუნუქის სახურავით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,-------ს მიერ 2017 წლის 26 ნოემბერს გაცემული უძრავი ქონების შეფასების დასკვნა N----------- (ტომი 1, ს.ფ. 25-38);
3.2.11. მოსარჩელე თ--------------–---–მა მამის, რ------–---------–---–ის, გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივი ფლობით მიიღო მიის დანაშთი სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–------------. იგი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ განაგრძობდა ცხოვრებას დანატოვარ საცხოვრებელ სახლში, ფლობდა, სარგებლობდა და მართავდა სადავო სამკვიდრო ქონებას, როგორც საკუთარს. მოპასუხე (თავდაპირველი სარჩელით) ე----------------–---–ი ეთანხმება თ--------------–---–ის სარჩელში მითითებულ აღნიშნულ გარემოებას, ხოლო მოპასუხე (თავდაპირველი სარჩელით) ე-----------------–---–ი საწინააღმდეგო გარემოებაზე არ მიუთითებს და არ უარყოფს მოსარჩელე მხარის მიერ სადავო სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების წესით მიღებას;
მოწმის სახით დაკითხული თ----------------–---–ი და მ----------–---–ი, რომელთც ახლო, მეგობრული დამოკიდებულება აქვთ მოსარჩელე მხარესთან, თავიანთ ჩვენებაში ადასტურებენ, რომ თ--------------–---–ი, მამის, რ------–---------–---–ის, გარდაცვალების შემდეგ, განაგრძობდა ცხოვრებას სადავო ქონებაში, ფლობდა და სარგებლობდა აღნიშნული საცხოვრებელი სახლით. თავად მოწმეები, თ----------------–---–ი და მ----------–---–იც არაერთხელ ყოფილან თ--------------–---–თან სტუმრად, სოფელ შინდისში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რჩებოდნენ ღამით. ორივე მოწმე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო საცხოვრებელ სახლში ძირითადი სარემონტო სამუშაოები განხორციელდა რ------–---------–---–ის გარდაცვალების შემდეგ, ე----------------–---–ის და თ--------------–---–ის მეუღლის, გ----------–------–---–ის მიერ. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, თ--------------–---–ის მიერ სადავო სახლში სარემონტო სამუშაოების განხორციელება, ამგვარი სამუშაოებში მონაწილეობის მიღება, თავის მხრივ ადასტურებს მოსარჩელის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლებას, მის მართვას, როგორც საკუთარი ნივთისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი);
- მოწმეების თ----------------–---–ის და მ----------–---–ის ჩვენებები (2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი);
- სს ,-----–----- ქვითარი (ტომი 1მ ს.ფ. 39);
3.2.12. მხარეებს, ე----------------–---–ს და ე-----------------–---–ს შორისი 2016 წლის 15 აგვისტოს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება არ ისახავდა მიზნად რეალური ხელშეკრულების დადებას. გარიგება დაიდო მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა. მოცემულ საქმეზე, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, ე----------------–---–ი სადავოდ ხდის გარიგებას, როგორც მოპასუხე თ--------------–---–ისა და ე-----------------–---–ის სარჩელებზე, ასევე, თავის შეგებებულ სარჩელში, რომლითაც ითხოვს ხელშეკრულების ბათილად ცნობას. გამყიდველის, ე----------------–---–ის მითითებით, ხელშეკრულება დაიდო მხოლოდ ფიქტიურად, არ ისახავდა რეალურად საკუთრების უფლების მყიდველისთვის ე-----------------–---–ისათვის გადაცემას, რის გამოც, ხელშეკრულებაში მითითებული იქნა ნასყიდობის საგნის არარეალური საბაზრო ფასი. ამასთან, გამსხვისებელი აცხადებს, რომ მას ნასყიდობის საფასური არ მიუღია საერთოდ და აღნიშნულზე პრეტენზიას არ აცხადებს, ვინაიდან, მისი მოსაზრებით, მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება დადების მომენტიდან ბათილია, როგორც მოჩვენებითი გარიგება;
მოწმე მ----------–---–ის ჩვენების მიხედვით, აღნიშნულ უძრავი ქონებაზე დადებული ფიქტიური ხასიათის შესახებ, როგორც ოჯახის ახლობელისთვის, მისთვისაც ცნობილი იყო. მისი განმარტებით, მხოლოდ ფიქტიურად მოხდა ქონების გადაფორმება მოპასუხე ე-----------------–---–ის სახელზე და აღნიშნული გარიგება არ ისახავდა მიზნად რეალურად საკუთრების უფლების მოპასუხისათვის გადაცემას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი);
- მოწმე მ----------–---–ის ჩვენებები (2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი);
- 2016 წლის 25 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 20-21);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 28.10.2017 წელი (ტომი 1, ს.ფ. 82-84);
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე თ--------------–---–ს აქვს მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით თანასაკუთრების აღიარების მოთხოვნის უფლება სადავო უძრავ ქონებაზე. შესაბამისად, არსებობს თ--------------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობს ე-----------------–---–ის (შეგებებული სარჩელით) მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. არ დადასტურდა სადავო საცხოვრებელი სახლიდან მოპასუხეების თ--------------–---–ის და ე----------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ ფლობა და მათი სადავო სახლიდან გამოსახლების კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობა, რის გამოც, ე-----------------–---–ის შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4.3. სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე---------------–---–ის შეგებებული სარჩელი უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 56-ე, 170-ე, 172-ე, 185-ე, 311-ე, 312-ე, 477-ე, 1306-1307-ე, 1336-ე, 1319-1320-ე, 1328-ე, 1421-ე, 1424-ე, 1499-ე, 1500 მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე თ--------------–---–მა მოითხოვა 2009 წლის 24 აპრილს ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ ე----------------–---–ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის (რეესტრში რეგისტრაციის N---------) 1/2 ნაწილში ბათილად ცნობა, 2016 წლის 25 აგვისტოს ე----------------–---–ს და ე-----------------–---–ს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების 1/2 ნაწილში ბათილად ცნობა და უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–------------, დაზუსტებული ფართობი 1744.00 (-------------------------------------- 1/2 ნაწილის მესაკუთრედ აღიარება.
დადგენილია, რომ რ------–---------–---–ი გარდაიცვალა 2008 წლის 16 ოქტომბერს; მას დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე, მეუღლე ე----------------–---–ი და შვილი თ--------------–---–ი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, 1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. 2. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდესის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, რ------–---------–---–ი გარდაიცვალა 2----–-–------------------ს. შესაბამისად, ამავე დღეს გაიხსნა მისი სამკვიდრო. მას დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე, ე----------------–---–ი (მეუღლე) და თ--------------–---–ი (შვილი). ამდენად, მხარეები, თ--------------–---–ი და ე----------------–---–ი, როგორც კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები სარგებლობენ თანასწორი წილის უფლებით.
საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, რ------–---------–---–მა 2004 წლის 12 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე გარდაბნის რაიონი, ტ-------–-------------–-----------–-------- 1600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე მშენებარე საცხოვრებელი სახლი. ნასყიდობის საგნის ღირებულებად განისაზღვრა 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი. ამდენად, უდავოა, რომ აღნიშნული უძრავი ნივთი წარმოადგენს სამკვიდრო ქონებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. დადგენილია, რომ მამკვიდრებელ რ------–---------–---–ის სამკვიდრო ქონებაზე გაიცა ორი სხვადასხვა სამკვიდრო მოწმობა პირველი რიგის მემკვიდრეზე, ე----------------–---–ზე. კერძოდ, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 2009 წლის 24 აპრილს, ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ 2----–-–------------------ს გარდაცვლილი რ------–---------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეზე, მეუღლე ე----------------–---–ის სახელზე გაიცა ორი სამკვიდრო მოწმობა: რეგისტრაციის ნომრებით N--------- და N0--------. პირველი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ე----------------–---–მა მიიღო სამკვიდრო სრულად, მათ შორის სამკვიდრო ქონება, რომელიც მდებარეობს მისამართზე, ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: მშენებარე საცხოვრებელი სახლი, ხოლო მეორე მოწმობის საფუძველზე, ე----------------–---–მა სამკვიდრო მიიღო სრულად სამკვიდროში შემავალი აქტივებითა და პასივებით. კერძოდ, მან საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც მდებარეობს მისამართზე ქ. თბილისი, ო--------–--------------–------------------------------------------------------------------------------. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე, ე----------------–---–ი საჯარო რეესტრში აღირიცხა მითითებული უძრავი ქონებების მესაკუთრედ. საქმის მასალების მიხედვით, ე----------------–---–მა უძრავი ნივთი გაასხვისა გიორგი ყიფშიძეზე 26.06.2012 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
მოსარჩელე მხარის მითითებით, მოპასუხე ე----------------–---–მა დაუმალა ნოტარიუსს სხვა პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის არსებობა და არამართლზომიერად მიიღო სრულ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა. მოსარჩელე მხარე სამართლებრივ პრეტენზიას აცხადებს სამკვიდრო ქონებაში შემავალ უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–---------- ვინაიდან, გარდა მოპასუხისა, მამკვიდრებელს ჰყავდა კიდევ ერთი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე - შვილი თ--------------–---–ი, მასაც გააჩნია მოპასუხის მსგავსად თანაბარი უფლება დანაშთ ქონებაზე.
მოპასუხე ე----------------–---–ი სრულად დაეთანხმა თ--------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნებს, კერძოდ, იგი აღიარებს პირველი რიგის, თ--------------–---–ის მემკვიდრეობით სამართლებრივ უფლებას ქონების შესაბამის წილზე და ამავდროულად, მიუთითებს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლებზე და ხელშეკრულების ფიქტიურ ხასიათზე, რაც არ შეიძლება წარმოშობდეს რაიმე სამართლებრივ შედეგებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის დანაწესით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. შესაბამისად, მოპასუხე ე----------------–---–მა ცნო თ--------------–---–ის სარჩელი.
მოსარჩელე თ--------------–---–ი მიუთითებს, რომ იგი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ ექვსი თვის ვადაში ქ. თბილისში, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–---------, მდებარე სამკვიდრო ქონებას დაეუფლა ფაქტობრივად და შეუდგა მის ფლობას და მართვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა მემკვიდრის სხვადასხვა მოქმედებით შეიძლება დადგინდეს, თუმცა ამ მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. შესაბამისად, უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობას და მართვას. მხოლოდ ამა თუ იმ მისამართზე პირთა რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების მტკიცებულებას. რეგისტრაციის პარალელურად მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს ქონების დაუფლების მტკიცებულებები. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ცნების განმარტების მიზნებისათვის, სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება გულისხმობს აღნიშნულ სამკვიდროში შემავალი ქონების ან მისი ნაწილის პერიოდულად ფლობას, გამოყენებას. სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებულ მოქმედებად მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში ანდა გარკვეული პერიოდულობით ამ სახლის ფლობა და მართვა, როგორც საკუთარისა.
სამკვიდროს მიღებისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა განახორციელოს იურიდიული ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე თ--------------–---–ი, მამკვიდრებლის, რ------–---------–---–ის, გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას, მდებარე თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–---------- დადგენილია, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელემ განაგრძო ცხოვრება მის დანატოვარ საცხოვრებელ სახლში, ფლობდა, სარგებლობდა და მართავდა სადავო სამკვიდრო ქონებას. მოპასუხე ე----------------–---–ი ეთანხმება თ--------------–---–ის სარჩელში მითითებულ აღნიშნულ გარემოებას, ხოლო მოპასუხე ე-----------------–---–ი საწინააღმდეგო გარემოებაზე არ მიუთითებს და არ უარყოფს მოსარჩელე მხარის მიერ სადავო სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების წესით მიღებას. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ქონების დაუფლებით სამკვიდროს ექვსთვიან ვადაში მიღებასთან დაკავშირებით, მოპასუხეთა მხრიდან სამართლებრივ შედავებას ადგილი არ ჰქონია. საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა თ----------------–---–მა და მ----------–---–მა, რომელთაც ახლო, მეგობრული დამოკიდებულება აქვთ მოსარჩელე მხარესთან, თავიანთ ჩვენებაში დაადასტურეს, რომ თ--------------–---–ი მამის, რ------–---------–---–ის, გარდაცვალების შემდეგ განაგრძობდა ცხოვრებას სადავო ქონებაში, ფლობდა და სარგებლობდა აღნიშნული საცხოვრებელი სახლით, მან და მისმა მეუღლემ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ჩაატარეს სარემონტო სამუშაოები სადავო სახლში. თ--------------–---–ის მიერ განხორციელებული აღნიშნული ქმედებები ცალსახად ადასტურებს მის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლებით მიღებას, რასაც არც ერთი მოპასუხე სადავოდ არ ხდის.
შესაბამისად, საქმეში არსებულ მტკიცებულებები დადგენილ ფაქტებთან ერთობლიობაში ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე თ--------------–---–ი, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში, ფლობდა სადავო საცხოვრებელ სახლს, მართავდა და სარგებლობდა ამ ქონებით. რაც სამოქალაქო კანონმდებლობით უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ, მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან. სადავო სამკვიდრო მოწმობა გაიცა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, 2009 წლის 24 აპრილს. სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, მოსარჩელემ განახორციელა თავისი უფლება და სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებას ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ, რაც ადასტურებს მის მიერ სამკვიდროს მიღებას. აღნიშნული კი წარმოადგენს სადავო სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძველს.
მოსარჩელე თ--------------–---–მა ასევე მოითხოვა უძრავ ქონებაზე 2016 წლის 25 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა ქონების 1/2 ნაწილზე, რომელზეც, მისი მოსაზრებით, მას, როგორც რ------–---------–---–ის მემკვიდრეს, ჰქონდა უფლება და რომელიც დაიდო მოჩვენებით, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას რაიმე იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა.
დადგენილია, რომ 2016 წლის 25 აგვისტოს ე----------------–---–მა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–------- დაზუსტებული ფართობი 1744 კვ.მ. ს----------------, გაასხვისა ე-----------------–---–ზე. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 70 000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ე-----------------–---–ი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ქონების მესაკუთრედ და დღეის მდგომარეობით, სადავო უძრავი ქონებაზე რეგისტრირებულია მოპასუხე ე-----------------–---–ის საკუთრების უფლება.
მოსარჩელე თ--------------–---–ის მოთხოვნის საფუძველს მისივე მითითებით წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულების დადების დროისათვის, გამსხვისებელი ე----------------–---–ი წარმოადგენდა ქონების მესაკუთრეს და მისი უფლება საჯარო რეესტრში იყო რეგისტრირებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და სადაგასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილებების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებს ე----------------–---–სა და ე-----------------–---–ს შორის 2016 წლის 25 აგვისტოს დადებული ხელშეკრულებების ნამდვილობის შემოწმებისას, განხილული უნდა იქნას, მიმართული იყო თუ არა იგი იმ სამართლებრივი შედეგებისაკენ, რაც ნასყიდობის ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენს. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ თავად ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, ამ შემთხვევაში ე----------------–---–ი, მიუთითებს, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველზე, უარყოფს ნამდვილი ნების საფუძველზე სადავო უძრავი ქონების მოპასუხე ე-----------------–---–ისათვის საკუთრებაში გადაცემას და აცხადებს, რომ მას საერთოდ არ მიუღია ნასყიდობის საფასური. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, არა მარტო მოსარჩელე თ--------------–---–ი ხდის სადავოდ 2016 წლის 25 აგვისტოს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, არამედ თავად ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, გამყიდველი - ე----------------–---–ი. სარჩელის მიხედვით, 2015 წელს თ--------------–---–სა და მის მეუღლეს კონკრეტული ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე, ფინანსური პრობლემების ფონზე ურთიერთობა დაეძაბათ ე----------------–---–თან, რაც გახდა იმის მიზეზიც, რომ თ--------------–---–ი, ოჯახთან ერთად, გარკვეული პერიოდი გადავიდა ქირით საცხოვრებლად. აღნიშნულ გარემოებებს არც ერთი მხარე არ უარყოფს. მოსარჩელის მეუღლის, გ----------–------–---–ისა და მოპასუხე ე----------------–---–ს შორის გარკვეული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების კონკრეტული დამადასტურებელი მტკიცებულებები განსახილველ საქმეზე წარმოდგენილია.
საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, კ------------------------------------------------------------------, საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ე----------------–---–ის სახელზე. აღნიშნული ქონება არ მოიაზრებოდა მამკვიდრებელ რ------–---------–---–ის სამკვიდრო ქონებაში. ამ ქონებაში სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა თავდაპირველად ე----------------–---–ი, თ--------------–---–ის მეუღლესთან, გ----------–------–---–თან ერთად, უთანხმოების და ფინანსური პრობლემების გამო, მათი ურთიერთანამშრომლობა შეწყდა. მათ ერთობლივად შექმნილ საწარმოს ეწოდებოდა შპს ,-------------. ე----------------–---–მა, 2015 წლის 22 დეკემბერს იჯარის შესახებ ხელშეკრულებით, კონკრეტული ვადით, იჯარით გადასცა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, კ----------------, შენობა-ნაგებობა სასტუმროს სახით და სასტუმროს მთლიანი ინვენტარი მოიჯარეს შპს ,----–-------ს. იჯარის ხელშეკრულებით განისაზღვრა ქირის ოდენობა და მოქმედების ვადა. ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ასევე, 2016 წლის 01 დეკემბერს ე---------------–---–სა და შპს ,--------–-------- შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, ხოლო 2017 წლის 1 ნოემბერს გაფორმდა ახალი ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 01 სექტემბერი. დამქირავებელმა შპს ,--------–-------- აიღო ვალდებულება ე----------------–---–ისათვის ყოველთვიურად გადაეხადა 7750 ლარი. 2017 წლის ნოემბრის თვიდან შპს ,--------–-------- შეწყვიტა ქირის გადახდა. ვალდებულების დარღვევის გამო, დამქირავებელს 2017 წლის 25 დეკემბერს წერილით ეცნობა, რომ იმ პერიოდის მდგომარეობით მას გააჩნდა დავალიანება 15 500 ლარის ოდენობით. 2018 წლის 06 იანვარს, ქირის გადაუხდელობის გამო, მოხდა ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა და მხარეს მოეთხოვა დაეტოვებინა დაქირავებული ფართი. ე----------------–---–მა მიმართა სარჩელით სასამართლოს მოპასუხეების შპს ,--------–--------ს, მ--------------–--ისა და ე-----------------–---–ის მიმართ და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უკანონო ფლობის შეწყვეტა და მესაკუთრისათვის მფლობელობაში დაბრუნება.
ზემოაღნიშნულ გარემოებებს განსახილველ დავასთან, რომლის მოთხოვნის საფუძველსაც მემკვიდრეობით სამართლებრივი ნორმები წარმოადგენს, შემხებლობა აქვს იმდენად, რამდენადაც, შესაძლოა, გარკვეული კავშირი არსებობდეს ე----------------–---–ის მიერ მოპასუხე ე-----------------–---–თან სადავო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მოტივთან, განზრახვასთან. როგორც ე----------------–---–ის მხარე უთითებს, მოსარჩელესთან და მის მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ფინანსური საკითხების გადაჭრის სურვილით, დათანხმდა ე-----------------–---–ის შემოთავაზებას, რომელიც წარმოადგენდა ოჯახის ახლო ნათესავს და იყო საკმაოდ ახლობლურ დამოკიდებულებაში თ--------------–---–ის და ე----------------–---–ის ოჯახთან. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს მოწმე მ----------–---–ი, რომელსაც ასევე, ახლო მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა დავის მხარეებთან და ხშირად იმყოფებოდა სადავო საცხოვრებელ სახლშიც, სტუმრის სტატუსით. ე----------------–---–ის მითითებით, აღნიშნული ხელშეკრულება არ ისახავდა მიზნად ნამდვილ ნასყიდობას, მას არ მიუღია სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასური, რომელიც ისედაც არარეალური ოდენობით იქნა განსაზღვრული სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით. როგორც ხელშეკრულებიდან ირკვევა, ნასყიდობის საგანი ე-----------------–---–ზე გაყიდული იქნა 70 000 აშშ დოლარად. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც შეფასდა სადავო უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–----------------------------------------------- შპს ,------------------------------- მიერ შედგენილი დასკვნით, შეფასებული ქონების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 2 015 000 ლარი, რაც შეადგენს დაახლოებით 744 587 აშშ დოლარს. ობიექტი მდებარეობს მისამართზე ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–------------------------- სადაც განთავსებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 825 კვ.მ. შენობა წარმოადგენს ოთხ სართულიან კაპიტალურ საცხოვრებელ სახლს. სახლი გარემონტებულია. სველი წერტილები (აბაზანა-ტუალეტი) განთავსებულია ოთხივე სართულზე. სახლს აქვს ცენტრალური გათბობა. სახლი გადახურულია თუნუქის სახურავით. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის საფასური არ შეესაბამებოდა ქონების რეალურ საბაზრო ღირებულებას.
მოპასუხე მხარის მიერ სამართლებრივ შედავებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ, ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც, საბაზრო ღირებულებისგან განსხვავებული ოდენობით ნასყიდობის საფასურის მითითება არ შეიძლება წარმოადგენდეს გარიგების ბათილობის საფუძველს. ვინაიდან, ე-----------------–---–ის საკუთრებაში გადმოვიდა უფლებრივად ნაკლის მქონე ნივთი, ვინაიდან, სადავო საცხოვრებელი სახლი დატვირთული იყო იპოთეკით არაერთი საკრედიტო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. ე-----------------–---–მა გადაიხადა ე----------------–---–ის სახელზე არსებული საკრედიტო დავალიანებები, რაც დასტურდება წარმოდგენილი მასალებითაც. მის მიერ თანხის გადახდის შედეგად ქონება გათავისუფლდა იპოთეკისგან. ამასთან, თავად მოპასუხე ე-----------------–---–მა დატვირთა უძრავი ქონება საკუთარი ვალდებულების შესასრულებლად, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ უძრავი ქონება მიაჩნდა საკუთრებად და მხარეთა შორის არა მოჩვენებითი, არამედ ხელშეკრულება რეალურად დაიდო გამსხვისებლის ნამდვილი უფლების საფუძველზე. საქმის მასალებით მართლაც დასტურდება ე-----------------–---–ის მიერ საკრედიტო დავალიანების დაფარვის ფაქტი. შპს ,,------------------------------ მიერ 2018 წლის 23 თებერვალს გაცემული ცნობის მიხედვით, 2016 წლის 26 სექტემბრიდან 2018 წლის 22 თებერვლის ჩათვლით, შპს ,,------------------------------ მსესხებელ ე----------------–---–ის საკრედიტო ხელშეკრულებაზე N--------------- ე-----------------–---–ის მიერ შემოტანილი თანხამ შეადგინა 57712.10 ლარი. სადავო უძრავი ქონება, ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–------- დაზუსტებული ფართობი 1744 კვ.მ. ს----------------, დღეის მდგომარეობით გათავისუფლებულია იპოთეკისაგან, რასაც ითვალისწინებდა 2017 წლის 24 აგვისტოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რეგისტრაციის ნომერი N---------. (3.2.7., 3.2.8). თუმცა აღნიშნული არ შეიძლება სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნეს გარიგების ბათილობის სხვა საფუძვლების არსებობის დადასტურების შემთხვევაში, უშუალოდ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ხელისშემშლელ გარემოებად. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ე-----------------–---–ს წარდგენილი აქვს სარჩელი ე----------------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას, სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები კი უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომელსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები.
სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. როგორც უკვე აღინიშნა, თავად სადავო ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, ე----------------–---–ი, მიუთითებს გარიგების ბათილობის საფუძვლებზე. ხოლო თავის მხრივ, მოპასუხე ე-----------------–---–ი აპელირებს შეძენის ფაქტის მიმართ მის კეთილსინდისიერებაზე. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის საფუძვლიანობის შეფასებისათვის აუცილებელია ნასყიდობის ხელშეკრულების მეორე მხარის (მყიდველის) - ე-----------------–---–ის კეთილსინდისიერების ფაქტის დადგენა ქონების შეძენის ფაქტის მიმართ. ზოგადად, კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების დაცვის საკითხს სამოქალაქო კოდექსი წყვეტს სამოქალაქო ბრუნვის სიმყარისა და სტაბილურობის ინტერესების გათვალისწინებით. კეთილსინდისიერი შემძენის სამართლებრივი ნორმით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი) დადგენილი უფლებრივი მდგომარეობა გამოწევულია საჯარო რეესტრის სპეციფიკური დანიშნულებით სამოქალაქო ბრუნვის მექანიზმში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. სასამართლო აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, შემძენს, გონივრული წინდახედულობის ფარგლებში, შეეძლო თუ არა სცოდნოდა სადავო ფაქტი. სწორედ ამ გარემოებათა გამოკვლევას უნდა ეფუძნებოდეს დასკვნა შენაძენის ნამდვილობასა და მისი დაცვის მიზანშეწონილობის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან,უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულებით სრულად გასხვისდა არამესაკუთრის მიერ, მითითებული გარიგებით დაირღვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 477-ე მუხლების დანაწესი. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი ანალიზი იძლევა იმის მსჯელობის შესაძლებლობას, რომ მყიდველი ე-----------------–---–ი არ წარმოადგენდა მოსარჩელის კუთვნილი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს. როდესაც გარიგება იდება ნათესავებს ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილი იყო ქონების ნაკლის თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, გამყიდველის და მყიდველის ნათესაური კავშირი და მათი ურთიერთდამოკიდებულება და ასევე ის ფაქტიც, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ორი წლის შემდეგაც, სადავო ქონებაში ცხოვრებას კვლავ განაგრძობს გამსხვისებელი ე----------------–---–ი.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ გარიგებათა სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, შეთანხმების სამართლებრივი შინაარსის გარიგებად აღიარებისათვის საჭიროა, მას გააჩნდეს სამართლებრივი მიზანი, ანუ მიმართული იყოს კონკრეტული შედეგებისაკენ. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა სწორედ ამ იდეას ემსახურება. მოჩვენებითი გარიგება მოკლებულია ნამდვილობას და აღნიშნული ხელშეკრულების მხარეებს არ სურთ მიაღწიონ იმ იურიდიულ შედეგს, რომელიც ამ გარიგებისათვის არის დამახასიათებელი. ამგვარი გარიგების დადების მიზანს წარმოადგენს არა ამ შედეგების რეალურად დადგომა, არამედ მათი მხოლოდ მოსაჩვენებლად წარმოჩენა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ განსაზღვრავს იმ მიზეზებს, რომლებიც შესაძლებელია, გახდეს ამგვარი გარიგების საფუძველი, რადგან იგი ყოველი კონკრეტული შემთხვევის შეფასების საგანია. თუმცა, მის ყველაზე გავრცელებულ სახეს წარმოადგენს ისეთი შემთხვევები, როდესაც პირი ქონების რაიმე ფორმით გასხვისების გზით, ცდილობს თავიდან აიცილოს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. მოჩვენებით გარიგებაში მხარეთა ნამდვილი ნებაა მოჩვენებითი და არა მისი გარეგანი გამოვლენა. სწორედ გარიგების ერთ-ერთი მხარის მხრიდან, კერძოდ კი გამყიდველის მხრიდან სადავოა ნამდვილი ნების გამოვლენა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ არის გარიგება. ხოლო იმ პირობებში, როდესაც გარიგების მხარე უარყოფს მისი მხრიდან იმგვარი ნების გამოვლენას, რაც ზოგადად ნასყიდობის ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენს (მყიდველისათვის ნივთის გადაცემა, მყიდველის მიერ საფასურის გადახდა და ამ თანხის გამყიდველისთვის მიღება), თავისთავად ეჭქვეშ აყენებს ამ გარიგების ნამდვილობას, მისი დადებით რაიმე სამართლებრივი შედეგების წარმოშობას.
სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის მხარეთა ახსნა-განმარტებებით, დადგინდა ხელშეკრულების მხარეთა მიერ ამ გარიგების დადების დროს რაიმე კანონსაწინააღმდეგო მიზნის მიღწევის ნების არსებობა, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას მყიდველმა ე-----------------–---–მა იცოდა, რომ გამყიდველს ე---------------–---–ს არ წარმოშობია საკუთრების უფლება მთლიან უძრავ ქონებაზე, რაც ადასტურებს ამ გარიგების მოჩვენებითობასა და გარიგების მხარეთა მიზანს, შემძენის კეთილსინდისიერებაზე მითითებით, აერიდებინათ ქონების ნამდვილი მესაკუთრის დაბრუნება. როგორც უკვე აღინიშნა, აღნიშნულს ადასტურებს იმგვარი პრეზუმფცია, რაც ახლო ნათესავებს, ოჯახის წევრებს შორის ერთმანეთის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ფლობას უკავშირდება და ისიც, რომ დღეის მდგომარეობით სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს და ფლობს ამ ქონებას არა მყიდველი, არამედ გამსხვისებელი ე---------------–---–ი. აღნიშნულის საპირწონედ, მარტოოდენ იმაზე მითითება, რომ დავის პირობებშიც კი, მესაკუთრე კეთილი ნების საფუძველზე აძლევს მეორე მხარეს სადავო სახლში ცხოვრების უფლებას თავისი არსით არაა საკმარისი შედავება, რომელიც ვერ აქარწყლებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და ზემოაღნიშნულ სამართლებრივ მოტივაციას სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობასთან დაკავშირებით. მართალია, მხოლოდ ნასყიდობის საგნის არარეალური ღირებულების განსაზღვრა არ წარმოადგენს გარიგების ბათილობის საფუძველს, თუმცა საქმეზე დადგენილ ზემოთ მითითებულ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში წარმოადგენს გარიგების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელის კანონისმიერი უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლის მიზნით, ვინაიდან აღნიშნული ქონება წარმაოდგენს სამკვიდრო მასაში შემავალ მატერიალურ სიკეთეს, რაც კანონით დადგენილი წესით მიიღო მოსარჩელემ და ე----------------–---–ს არ ჰქონდა უფლება, განეკარგა ქონების ის ნაწილი, რაზეც მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით საკუთრების უფლება გააჩნდა მოსარჩელე თ--------------–---–ს. ამ უკანასკნელს, როგორც პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, სადავო ხელშეკრულების დადებამდე უკვე მოპოვებული ჰქონდა უფლება ქონების ერთ მეორედ ნაწილზე, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა ე-----------------–---–ს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს თ--------------–---–ისათვის სამკვიდრო ქონებიდან, ე----------------–---–ისათვის სამკვიდრო მოწმობით გადაცემული უძრავი ქონებიდან (მდებარე ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–------------, დაზუსტებული ფართობი 1744.00 (-------------------------------------- 1/2 ნაწილის მიკუთვნების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2009 წლის 24 აპრილს ე----------------–---–ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის N---------) 1/2 ნაწილში და ასევე, 2016 წლის 25 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება 1/2 ნაწილში და თ--------------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს ნასყიდობის საგნის (უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–------------, დაზუსტებული ფართობი 1744.00 (------------------------------------- 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ.
6.2. ე-----------------–---–მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–-----------------------------–----------------------------------------------------------- ე----------------–---–ის და თ--------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის ე-----------------–---–ისათვის გადაცემა.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–------------, დაზუსტებული ფართობი 1744.00 (------------------------------------- რეგისტრირებულია ე-----------------–---–ის საკუთრების უფლება. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 25.08.2016 წელი.
მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მასალებით, სადავო უძრავი ქონება ე---------------–---–ს მიღებული აქვს მემკვიდრეობით. კერძოდ, მამკვიდრებელ რ------–---------–---–ის გარდაცვალების (გარდაცვალების თარიღი 1--------- წელი) შემდგომ, 2009 წლის 24 აპრილს, ნოტარიუსის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის ძალითაც, პირველი რიგის მემკვიდრემ, მეუღლემ ე---------------–---–მა მიიღო სამკვიდრო სრულად, მათ შორის უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–------------, დაზუსტებული ფართობი 1744.00 (-------------------------------------- რაზეც გაცემულ იქნა სამკვიდრო მოწმობა. ე---------------–---–მა აღნიშნული უძრავი ქონება 2016 წლის 25 აგვისტოს გაასხვისა ე-----------------–---–ზე.
მოსარჩელე ე-----------------–---–ი კი, როგორც მესაკუთრე (რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით) შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნას აყენებს მოპასუხეების თ--------------–---–ისა და ე----------------–---–ის მიმართ, უკანონო მფლებლობიდან ნივთის გამოთხოვნის თაობაზე. მისი მოთხოვნის საფუძვლებს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმაოდგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს სსკ-ს 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებლი ფაქტობრივი გარემოებები. დადგენილი სასამართლო პრაქტიკით, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის აღიარებული საშუალებაა. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როდესაც შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ვინდიკაციური სარჩელის არსი საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან მომდინარეობს, რაც გულისხმობს მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს, ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამდენად, მესაკუთრეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს მის საკუთრებაში არსებული ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. ვინდიკაციური სარჩელის დასაკმაყოფილებლად, კუმულაციურად, სამი წინაპირობა უნდა არსებობდეს: მოსარჩელე ნივთის მესაკუთრე უნდა იყოს, მოპასუხე სადავო ქონებას უნდა ფლობდეს და მას ამ ნივთის ფლობის უფლება არ უნდა ჰქონდეს. იმ შემთხვევაში თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია და იარსებებს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.
მოცემულ შემთხვევაში, ე-----------------–---–ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნის საფუძლიანობასთან მიმართებით, სასამართლო სრულად იზიარებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 6.1. პუნქტში მითითებულ სამართლებრივ ნორმებს, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სამართლებრივ მსჯელობას, რომლითაც დადგინდა, რომ თ--------------–---–ს აღნიშნულ სადავო უძრავ ქონებაზე ისევე აქვს უფლება მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით , როგორც სადავო გარიგების დადებამდე გააჩნდა გამსხვისებელ ე----------------–---–ს. თ--------------–---–ი ე----------------–---–თან ერთად წარმოადგენს პირველი რიგის მემკვიდრეს და სამკვიდრო ქონებაზე აქვს თანაბარი წილის უფლება. სამკვიდრო ქონება კი არის ის ქონება, რომელიც არამართლზომიერად იქნა განკარგული სრულად ე----------------–---–ის მიერ და ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაეცა ე-----------------–---–ს. სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 25 აგვისტოს ე----------------–---–სა და ე-----------------–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, დაიდო რა მოჩვენებით, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას მოჰყოლოდა რაიმე იურიდიული შედეგები, ბათილია. სასამართლომ თ--------------–---–ის მოთხოვნის ფარგლებში, სადავო ხელშეკრულება ცნო ბათილადერთ მეორედ ნაწილში და თ--------------–---–ი ცნო მესაკუთრედ ქონების ამავე ნაწილზე. შესაბამისად, თ--------------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილება თავისთავად გამორიცხავს მოპასუხე ე-----------------–---–ის შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობას. მოსარჩელე ე-----------------–---–ი ნივთის მესაკუთრეს არ წარმოადგენს, მოპასუხეები სადავო ქონებას მართლზომიერად ფლობენ და აქედან გამომდინარე, მათ აქვთ ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
ამდენად, საქმეზე დადგენილ გარემოებათა ურთიერთშეჯიბრებისა და შეფასების შედეგად, ე-----------------–---–ის შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. ე----------------–---–მა შეგებებული სარჩელით ასევე მოითხოვა 2016 წლის 25 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–-----------------------------–----------------------------------------------------------- 1/2 ნაწილის მესაკუთრედ აღიარება.
დადგენილია, რომ ე----------------–---–ი წარმოადგენს 2----–-–------------------ს გარდაცვლილი რ------–---------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეს, მეუღლეს და მან 2009 წლის 24 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღო სამკვიდრო სრულად, მათ შორის სადავო უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–------------, დაზუსტებული ფართობი 1744.00.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტური სანივთო უფლების კლასიკური სახეა, რომელიც დროში არ იზღუდება. აბსოლუტური უფლების ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ იგი სხვა პირთა თანაქმედებისაგან დამოუკიდებლად არსებობს. ამ უფლების განხორციელება უფლებამოსილი პირის აბსოლუტური ძალაუფლების სფეროს განეკუთვნება, ხოლო მისი დაცვა უზრუნველყოფილია ნებისმიერი შესაძლო ხელყოფისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
განსახილველ შემთხვევაში, სადავო სამკვიდრო მოწმობის და 2016 წლის 25 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 1/2 ნაწილის ბათილად ცნობისა და თანამესაკუთრედ აღიარების შესახებ თ--------------–---–ის მიმართებით გადაწყვეტილების 6.1. ნაწილში მითითებულ სამართლებრივ ნორმებს და შესაბამის მსჯელობას იზიარებს სასამართლო ე----------------–---–ის შეგებებულ სარჩელთან მიმართებითაც.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ე----------------–---–მა სადავო უძრავი ქონება სრულად, 2016 წლის 25 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გადასცა მყიდველს ე-----------------–---–ს, რის შემდეგაც, ეს უკანასკნელი აღირიცხა სადავო ქონების მესაკუთრედ. თავად ქონების გამსხვისებელი სადავოდ ხდის გარიგების ნამდვილობას, მიუთითებს, რომ მხოლოდ ფიქტიური ხასიათი ჰქონდა ქონების გასხვისებას და რეალურად არ ისახავდა მიზნად ქონებაზე საკუთრების უფლების ე-----------------–---–ისათვის გადაცემას. ამის დასტურად, გამყიდველი მიუთითებს ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ნასყიდობის საგნის არარეალურ ღირებულებას, იმ გარემოებას, რომ მას ნასყიდობის საფასური საერთოდ არ მიუღია და ასევე, იმას, რომ ე-----------------–---–ის სახელზე ქონების გადაფორმება მოხდა მხოლოდ იმის თავის ასარიდებლად, რომ იმ პერიოდში კონფლიქტურ ურთიერთობაში მყოფ თ--------------–---–სა და მის მეუღლეს არ წაერთმიათ მისთვის ქონება და არ გაესხვისებინათ. ე----------------–---–ი მიუთითებს ფინანსურ პრობლემებზეც, რომელთა მოგვარებასაც დაპირდა მასთან ნათესაურ კავშირში მყოფი ე-----------------–---–ი, რომლისთვისაც ცნობილი იყო სადავო ქონებაზე როგორც თ--------------–---–ის მემკვიდრეობითი უფლების შესახებ, ასევე, ქონების გადაცემის რეალური მიზანიც. ნიშანდობლივია ისიც, რომ ეთერი ჯინჯიხაშავილს, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, არ დაუტოვებია ნასყიდობის საგანი და დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, სასამართლომ თ--------------–---–ის სარჩელთან მიმართებით დაადგინა ე----------------–---–სა და ე-----------------–---–ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლები, რაც გულისხმობს იმას, რომ გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან და შესაბამისად არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს. საქარტველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლით დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლები, რის შესაბამისადაც, სასამართლომ თ--------------–---–ის მოთხოვნის ფარგლებში ცნო სადავო გარიგება ბათილად 1/2 ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად ასევე უთითებს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. შესაბამისად, კანონმდებელი გარიგების დადებისათვის ადგენს გარკვეულ წესებს, რომელთა დარღვევას შედეგად გარიგების ბათილად ცნობა მოჰყვება. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების კანონიერებას, რის მიხედვითაც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა საფუძვლიანობას. დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს, როდესაც იგი არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს, ზნეობის შესაბამისი გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სოციალური სამართლიანობის პრინციპს. სამართლებრივი წესრიგის მიზანი იმის უზრუნველყოფაში მდგომარეობს, რომ გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად არ შეილახოს ვინმეს უფლება და პირიქით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ მოიპოვოს ვინმემ მატერიალური სიკეთე ან რაიმე უფლება.
როგორც ზემოთ არაერთხელ აღინიშნა, სასამართლომ ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად ცნო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის საფუძველზე, როგორც მოჩვენებითი გარიგება, რაც ბათილად უნდა იქნეს მიჩნეული მისი დადების მომენტიდან. გარიგების ბათილობას კი მოჰყვება ხელშეკრულების დადებამდე არსებული მდგომარეობის სრულად აღდგენა, რაც მოცემულ შემთხვევაში, ე----------------–---–ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, თ--------------–---–ის სარჩელის ფარგლებში სასამართლომ უკვე დაადგინა აღნიშნული სადავო გარიგების ბათილობა 1/2 ნაწილში, შესაბამისად, ე----------------–---–ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნის შესაბამისად, ამავე გარიგების სადავოობის საკითხს იხილავს ე----------------–---–სა და ე-----------------–---–ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამის ნაწილში (რაც ამ შემთხვევაში წარმოადგენს ხელშეკრულების 1/2 ნაწილს).
გამომდინარე აღნიშნულიდან, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ გარემოებათა ურთიერთშეჯიბრებისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე----------------–---–ის შეგებებული სარჩელი მოპასუხეების ე-----------------–---–ისა და თ--------------–---–ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე საფუძვლიანია. ასევე, თ--------------–---–ის სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში, არსებობს უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, სოფელი შინდისი, ქ----–------–----–---–-----------------------------–----------------------------------------------------------- 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ე----------------–---–ის აღიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან თ--------------–---–ის სარჩელი მოპასუხეების ე----------------–---–ის და ე-----------------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ე-----------------–---–ს მოსარჩელე თ--------------–---–ის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარისა და სარჩელზე 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. ხოლო რაც შეეხება მოპასუხე ე----------------–---–ს, მან სასარჩელო მოთხოვნა ცნო საქმის მომზადების ეტაპზე, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.
იმის გათვალისწინებით, რომ ე-----------------–---–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 თებერვლის განჩინებით გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე, ე-----------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შეგებებულ სარჩელზე 120 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.
ამავე კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განჩინებით, მოსარჩელე ე----------------–---–ის შუამდგომლობის საფუძველზე, შეგებებულ სარჩელზე 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა დავაზე გადაწყვეტილების მიღებამდე. ვინაიდან ე----------------–---–ის შეგებებული სარჩელი მოპასუხეების თ--------------–---–ის და ე-----------------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდა, ხოლო თ--------------–---–მა სასარჩელო მოთხოვნა ცნო საქმის მომზადების ეტაპზე, ე-----------------–---–ს ე----------------–---–ის შეგებებულ სარჩელზე 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოპასუხე თ--------------–---–ი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 48-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2----–-–------------------ს გარდაცვლილი რ------–---------–---–ის სამკვიდრო ქონებაზე ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ 2009 წლის 24 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (ელექტრონულ სანოტარო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი N---------) 1/2 ნაწილში.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ე----------------–---–სა და ე-----------------–---–ს შორის 2016 წლის 25 აგვისტოს ქ. თბილისში, სოფელ შინდისში, ქ----–------–----–---–----------ში მდებარე უძრავ ქონებაზე (------------------------------------ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება 1/2 ნაწილში.
1.3. თ--------------–---–ი (პირადი N-----------) ცნობილ იქნეს 2----–-–------------------ს გარდაცვლილი რ------–---------–---–ის სამკვიდრო ქონების - ქ. თბილისში, სოფელ შინდისში, ქ----–------–----–---–----------ში მდებარე უძრავი ქონების (------------------------------------ 1/2 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.
2. ე-----------------–---–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
3. ე----------------–---–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.
3.1. ბათილად იქნეს ცნობილი ე----------------–---–სა და ე-----------------–---–ს შორის 2016 წლის 25 აგვისტოს ქ. თბილისში, სოფელ შინდისში, ქ----–------–----–---–----------ში მდებარე უძრავ ქონებაზე (------------------------------------ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება 1/2 ნაწილში.
3.2. ე----------------–---–ი (პირადი N------------) ცნობილ იქნეს უძრავი ქონების - ქ. თბილისში, სოფელ შინდისში, ქ----–------–----–---–----------ში მდებარე უძრავი ქონების (------------------------------------ 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.
4. ე-----------------–---–ს დაეკისროს სარჩელზე გ----------–------–---–ის მიერ 3000 ლარის ოდენობით და მ-------–--–------ის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, მოსარჩელე თ--------------–---–ის სასარგებლოდ.
5. ე-----------------–---–ს დაეკისროს ე----------------–---–ის შეგებებულ სარჩელზე 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
6. ე-----------------–---–ს დაეკისროს შეგებებულ სარჩელზე 120 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა