გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2018
საქმის ნომერი
240210017001805158
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240210017001805158 (2/102-2017)

გადაწყვეტილება

(დასწრებულ-დაუსწრებელი)

საქართველოს სახელით

27 ნოემბერი, 2018 წელი. ქ. სენაკი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა

 

მოსარჩელე - სს ”თი---------ი”

წარმომადგენელი - შპს ’’ტ----ა’’ (წარმოადგენელი - ნ---- ხე-–---)

წარმომადგენელი - ნ--- გა---–-ა

 

მოპასუხე - ან–--–- ლა–------ა,მოპასუხე - აფ---------ა გვ----–-ა

მოპასუხე - ირ----- ბა-----–--ა

 

დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებით და თავდებობით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხეებისათვის - ან–--–- ლა–------ას, აფ---------ა გვ----–-ას და ირ----- ბა-----–--ასათვის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე 6503,72 (ექვსი ათას ხუთას სამი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) ლარის სოლიდარულად დაკისრება;

 

1.2.მოპასუხე - ან–--–- ლა–------ასათვის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე 572,78 (ხუთას სამოცდათორმეტი ლარი და სამოცდათვრამეტი თეთრი) ლარის სოლიდარულად დაკისრება;

 

1.3. თავდები პირების აფ---------ა გვ----–-ას და ირ----- ბა-----–--ას პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 7 800 ლარით.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

 

ან–--–- ლა–------ასა და სს „თი---------ს") შორის დაიდო საბანკო კრედიტისა და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ან–--–- ლა–------ას მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა მოპასუხეებმა აფ---------ა გვ----–-ამ და ირ----- ბა-----–--ამ. მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც წარმოეშვათ დავალიანება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ან–--–- ლა–------ამ სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.(იხ. შესაგებელი; სხდომის ოქმი)

 

2.2. მოპასუხე - აფ---------ა გვ----–-ამ სარჩელის მოთხოვნა შესაგებლით, ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში. მოპასუხე აფ---------ა გვ----–-ა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა (იხ. შესაგებელი; სხდომის ოქმი)

 

2.3. მოპასუხე - ირ----- ბა-----–--ამ სარჩელის მოთხოვნა შესაგებლით, ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში. მოპასუხე ირ----- ბა-----–--ა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა (იხ. შესაგებელი; სხდომის ოქმი)

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტორივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 02 დეკემბერს სს „თი---------სა“ და ან–--–- ლა–------ას შორის დაიდო საბანკო კრედიტის №3525314-8163342 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი - 6 000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 32%-ით, კრედიტის ვადა 36 თვე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ამას დამატებული პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის დავალიანების 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სოცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საბანკო კრედიტის №3525314-8163342 ხელშეკრულება - ს. ფ. 17-24;

- დანართი №1/პოლისი -ს. ფ. 24-28;

 

3.2.2. 2015 წლის 02 დეკემბერს საბანკო კრედიტის №3525314-8163342 ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,თი---------ს“ - ან–--–- ლა–------ას თავდებობის თაობაზე, განცხადებით მიმართა აფ---------ა გვ----–-ამ, რომლის საფუძველზეც დაიდო სოლიდარული ვალდებულების №10-000-1-008583 ხელშეკრულება, აფ---------ა გვ----–-ამ აიღო ვალდებულება ან–--–- ლა–------ას და ბანკს შორის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულება სოლიდარულად შეესრულებინა მსესხებელთან ერთად, რის საფუძველზეც ბანკს უფლება ეძლევა წაუყენოს აფ---------ა გვ----–-ას მოთხოვნა, მსესხებლის მიმართ იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშე.

სოლიდარული თავდებობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 7 800 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- თავდების განცხადება - ს. ფ. 31;

- თავდებობის ხელშეკრულება - ს. ფ. 32-35;

 

3.2.3. 2015 წლის 02 დეკემბერს საბანკო კრედიტის №3525314-8163342 ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,თი---------ს“ - ან–--–- ლა–------ას თავდებობის თაობაზე, განცხადებით მიმართა ირ----- ბა-----–--ამ, რომლის საფუძველზეც დაიდო სოლიდარული ვალდებულების №50-31152-000909 ხელშეკრულება, ირ----- ბა-----–--ამ აიღო ვალდებულება ან–--–- ლა–------ას და ბანკს შორის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულება სოლიდარულად შეესრულებინა მსესხებელთან ერთად, რის საფუძველზეც ბანკს უფლება ეძლევა წაუყენოს ირ----- ბა-----–--ას მოთხოვნა, მსესხებლის მიმართ იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშე.

სოლიდარული თავდებობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 7 800 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- თავდების განცხადება - ს. ფ. 36;

- თავდებობის ხელშეკრულება - ს. ფ. 37-40;

 

3.2.4. სს „თი---------სა“ და ან–--–- ლა–------ას შორის 2016 წლის 10 მარტს დაიდო საკრედიტო ბარათით (Prime Card) და საბანკო მომსახურებით სარგებლობის ხელშეკრულება - №102925, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი - 600 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, კრედიტის ვადა - 17.01.2043 წლამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ამას დამატებული პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის დავალიანების 0,5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- საკრედიტო ბარათით (Prime Card) და საბანკო მომსახურებით სარგებლობის ხელშეკრულება - №102925 - ს. ფ. 41-45;

 

3.2.5. 2016 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით ან–--–- ლა–------ას, აფ---------ა გვ----–-ას და ირ----- ბა-----–--ას საბანკო კრედიტის №3525314-8163342 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 6 503,72 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 5 244,62 ლარი, პროცენტი - 473,98 ლარი, ჯარიმა - 473,98 ლარი და დაზღვევა - 17,21 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ცნობა დავალიანების შესახებ - ს. ფ. 49;

-

3.2.6. 2016 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით ან–--–- ლა–------ას, 2016 წლის 10 მარტის საკრედიტო ბარათით (Prime Card) და საბანკო მომსახურებით სარგებლობის №102925 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 572,78 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 485,61 ლარი, პროცენტი - 31,16 ლარი, ჯარიმა - 56,01 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ცნობა დავალიანების შესახებ - ს. ფ. 49;

 

3.2.7. მოპასუხეები აფ---------ა გვ----–-ა და ირ----- ბა-----–--ა, საქმის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდნენ. საქმის სასამართლოს სხდომაზე განხილვის შესახებ შეტყობინება (უწყება) მოპასუხე აფ---------ა გვ----–-აზე და ირ----- ბა-----–--აზე გადასაცემად ჩაბარდა ან–--–- ლა–------ას, რაც დასტურდება ან–--–- ლა–------ას ხელმოწერით. მიუხედავად ამისა აფ---------ა გვ----–-ას და ირ----- ბა-----–--ას სასამართლოსათვის არ მოუმართავთ და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებიათ სასამართლოსთვის.(იხ. სასამართლო უწყება, ჩაბარების დასტური 21.11.2018.)

 

3.2.8. 2018 წლის 26 ნოემბერს სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მოსამზადებელი სხდომა გადაზარდა მთავარ სხდომაში (იხ. სხდომის ოქმი 26.11.2018;)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხე მხარე სარჩელის მოთხოვნას ცნობს ნაწილობრივ, მხოლოდ კრედიტის ძირი თანხის ნაწილში, მაგრამ იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ მათზე დარიცხული დავალიანება როგორც სარგებლის, ასევე პირგასამტეხლოს ნაწილში, დაანგარიშებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, არსებითი შედავება არ განუხორციელებია და არც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია. რაც შეეხება მოპასუხე მხარის მტკიცებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თი---------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ძირითადი თანხისა და სარგებელის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, პირგასამტეხლო კი უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 867-ე, 463-464-ე, 873-ე, 902-ე,361-ე, 286-ე, 301-ემუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს - ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ეს დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს მოდავე მხარეების კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან ან–--–- ლა–------აზე გასცა კრედიტი, განსაზღვრული პირობებით. ან–--–- ლა–------ამ თანხმობა განაცხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით კრედიტის მიღებაზე და მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა კრედიტის დაფარვის შესახებ სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეასრულა და სესხად მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა. მოსარჩელეს, ბუნებრივია, უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით აღძრას სარჩელი და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის არსებობს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა.

 

მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია, რომ სს ‘’თი---------სა’’- და ან–--–- ლა–------ას შორის 2015 წლის 02 დეკემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, 2016 წლის 10 მარტს კი - საკრედიტო ბარათით ბარათით (Prime Card) და საბანკო მომსახურებით სარგებლობის ხელშეკრულება - რომელთა საფუძველზე ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საბანკო კრედიტისა და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებების მოთხოვნები ან–--–- ლა–------ამ დაარღვია არაერთხელ და გაფრთხილების მიუხედავად, არ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რის გამოც 2016 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით მას დაერიცხა დავალიანება.

 

ა) 2015 წლის 02 დეკემბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 6 503,72 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 5 244,62 ლარი, პროცენტი - 473,98 ლარი, ჯარიმა - 473,98 ლარი და დაზღვევა - 17,21 ლარი.

 

ბ) 2016 წლის 10 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 572,78 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 485,61 ლარი, პროცენტი - 31,16 ლარი, ჯარიმა - 56,01 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

უდავოა, რომ მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, ან–--–- ლა–------ასაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. თავის მხრივ, ან–--–- ლა–------ა ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველო სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად. ან–--–- ლა–------ას მიერ ნაკისრი ვალდებულება კი მოიცავდა კრედიტის სახით მიღებული თანხის დაბრუნებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული პირობებით და დათქმულ დროში.

 

მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და კრედიტის სახით მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა, შეთანხმებული პირობებით, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე, მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.

 

მოპასუხის ეს ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მან დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს, სკ-ის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ან–--–- ლა–------ა ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს კრედიტით მიღებული თანხა, როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან, ასევე, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

საქართველოს სკ-ის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებას, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვის აუცილებელია ორკვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ან–--–- ლა–------ამ სს ”თი---------ისაგან” მიიღო კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო კრედიტის სახით მიღებული თანხა დაეფარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ოდენობითა და ვადებით. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებათა პირობები. მან საერთოდ შეწყვიტა კრედიტის დაფარვა და დავალიანების დარჩენილი თანხა არ გადაიხადა. ან–--–- ლა–------ამ პერიოდული შენატანების ვადას გადააცილა ზედიზედ ორჯერ და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ უზრუნველყო ვალდებულების შესრულება, რაც მოსარჩელეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლისა და დავალიანების ანაზღაურების დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ძირი თანხის ნაწილში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს 5 244,62 ლარს, ხოლო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 485,61 ლარს, რომელთა ანაზღაურების ვალდებულება ან–--–- ლა–------ას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ თავად ან–--–- ლა–------ა მოსარჩელის მოთხოვნას ძირითადი დავალიანების ნაწილში ცნობს, როგორც საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ასევე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში, რაც სსკ-ის 131-ე, 208-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს ხელშეკრულებებით განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. სახელშეკრულებო პირობების მიხედვით მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებებით. შესაბამისად, სარგებელის გადახდის ვალდებულებაც ან–--–- ლა–------ას უნდა შეესრულებინა საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვით. როგორც ზემოთ აღინიშნა მოპასუხემ შეწყვიტა, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს საკრედიტო თანხაზე დარიცხული სარგებელი, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რაც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს 473,98 ლარს, ხოლო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 31,16 ლარს, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ეს გარემოება მხარეთა შორის დავას არ იწვევს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევის გამო ის ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლოს თანხაც. ამასთან აუცილებელია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გონივრული ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე 2015 წლის 02 დეკემბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, მოითხოვს 2016 წლის 12 ნოემბრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურებას 473,98 ლარის ოდენობით. 2016 წლის 10 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ანაზღაურებას 56,01 ლარის ოდენობით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს და შესატყვისად უნდა შემცირდეს კონკრეტულ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობაც.

 

სასამართლო, მხარეთა თანასწორობის, სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე, მხარეთა ინტერესების შესაბამისად, მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა და 2015 წლის 02 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2016 წლის 12 ნოემბრამდე პერიოდისათვის, განისაზღვროს 47,40 ლარით (ნაცვლად 473,98 ლარისა). 2016 წლის 10 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2016 წლის 02 დეკემბრამდე პერიოდისათვის, განისაზღვროს 5,60 ლარის ოდენობით, (ნაცვლად 56,01 ლარისა.)

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

დადგენილია, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდები პირის აფ---------ა გვ----–-ას და ირ----- ბა-----–--ას პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებაში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია და ამ მხრივ მოპასუხე მხარეს არსებითი შედავება არ განუხორციელებია. დადგენილია, რომ მოპასუხე აფ---------ა გვ----–-ამ და ირ----- ბა-----–--ამ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრა სრული პასუხისმგებლობა ან–--–- ლა–------ას მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ან–--–- ლა–------ასთან ერთად აფ---------ა გვ----–-ამ და ირ----- ბა-----–--ამ სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია მასთან დადებული თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების კისრების) გარიგების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, თავდებების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტის, პირგასამტეხლოს ჩათვლით, 7 800 ლარის ფარგლებში. ამდენად, თავდებმა პირმებმა სრულად უნდა აგონ პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

იმავე კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ამასთან, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სს კოდექსის 233-ე მუხლით, არ არსებობს, სასარჩელო მოთხოვნა აფ---------ა გვ----–-ას და ირ----- ბა-----–--ას მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ?? ???????? 38-? ?????? „?“ , „?“, „?“ ?? „?“ ???????????? გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3 %-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ?? ??? ???????? 1873 ?????? გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამავე კოდექსის მე-40 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ,,თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

ამავე კოდექსის 53.1 მუხლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

 

მითითებული სამართლებრივი დანაწესის მიხედვით განსახილველი სარჩელის დავის საგნის ღირებულება შეადგენს 7 076,50 ლარს, რაც წარმოადგენს მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ უზუსტობას, შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 212,29 ლარი. (3%). თუმცა დავის საგნის ღირებულება შეადგენს 6 782,57 ლარს, შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს უნდა გადაეხადა 203,47 ლარი (3%).

 

მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულება შეადგენს 6 305,58 ლარს, შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, რაც მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს შეადგენს ჯამში 189.17 ლარს. 14,30 ლარი კი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, კრედიტის ძირი თანხის - ჯამში 5730,23 ლარის ნაწილში (5244,62+485,61=5730,23), შესაბამისად, მხარეები სსკ-ის 49.2 და 49.3 მუხლების მოთხოვნათა საფუძველზე ამ ნაწილში უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებისაგან. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი ბაჟის თანხიდან უნდა დაუბრუნდეს 180,72 ლარი, (საიდანაც მოპასუხეების მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნისა პროპორციული თანხაა - 171,90 ლარი, ზედმეტად გადახდილი ბაჟის თანხა - 8,82 ლარი).

 

გარდა ამისა, დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული და მოპასუხის მიერ არაღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ღირებულება შეადგენს - 575,35 ლარს. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 17,27 ლარის ანაზღაურება. ამასთან, ამ თანხიდან - 16,16 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს ან–--–- ლა–------ას, აფ---------ა გვ----–-ას და ირ----- ბა-----–--ას სოლიდარულად, ხოლო - 1,11 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ან–--–- ლა–------ას.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელემ იურიდიულ მომსახურებისათვის გასწია ხარჯი 283,06 ლარის ოდენობით. სასამართლო, საქმის არსისა გათვალისწინებით, სსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 126,11 ლარის ოდენობით.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს ”თი---------ის” მოთხოვნა, მოპასუხეების ან–--–- ლა–------ას, აფ---------ა გვ----–-ას და ირ----- ბა-----–--ას მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

 

2. მოპასუხეებს ან–--–- ლა–------ას (პ/ნ 6----------), აფ---------ა გვ----–-ას (პ/ნ 3----------) და ირ----- ბა-----–--ას (პ/ნ 3----------) მოსარჩელე სს ”თი---------ის” სასარგებლოდ, 2015 წლის 02 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისროთ 5 783,21 ლარის ანაზღაურება, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა 5 244,62 ლარი, სარგებელი - 473,98 ლარი, პირგასამტეხლო - 47,40 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 17,21 ლარი.

 

2.1. თავდები პირების აფ---------ა გვ----–-ას და ირ----- ბა-----–--ას პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 7 800 ლარით.

 

3. მოპასუხე ან–--–- ლა–------ას მოსარჩელე სს „თი---------ის“ სასარგებლოდ, 2016 წლის 10 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს - 522,37 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ძირი თანხაა 485,61 ლარი, სარგებელი - 31,16 ლარი, პირგასამტეხლო - 5,60 ლარი

 

5. მოპასუხეებს ან–--–- ლა–------ას (პ/ნ 6----------), აფ---------ა გვ----–-ას (პ/ნ 3----------) და ირ----- ბა-----–--ას (პ/ნ 3----------) მოსარჩელე სს ”თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 126,11 ლარის და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 16,16 ლარის ოდენობით. მოპასუხე ან–--–- ლა–------ას (პ/ნ 6----------) სს „თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1,11 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

6. მოსარჩელე სს ”თი---------ს” (ს/კ 20-------) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 20 იანვარს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 212,29 ლარიდან - 180,72 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300373150, საგადასახადო დავალება №23.

 

7. განემარტოს მოპასუხეებს ფ---------ა გვ----–-ას (პ/ნ 3----------) და ირ----- ბა-----–--ას (პ/ნ 3----------), რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლიათ შემოიტანონ საჩივარი სენაკის რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდებათ ამ გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

 

8. განემარტოს ან–--–- ლა–------ას (პ/ნ 6----------), რომ მის მიერ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია