გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.12.2018
საქმის ნომერი
050210118002534792
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

050210118002534792

საქმე №2/750-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12.11.2018 წელი ქ.ოზურგეთი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯოხაძე

სხდომის მდივანი ლია დარჩია

მო-არჩელე: სო-ო ნა------–---–ი

მოპასუხეები: ხვ--ა ხუ–-–---–ი;

დავის საგანი: ხელშეკრულებიდან გასვლა და თანხის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შეწყდეს სო-ო ნა------–---–სა და ხვ--ა ხუ–-–---–ს შორის 2015 წლის 30 ივლისს სანოტარო წესით დამტკიცებული ნარდობის ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე 2016 წლის 07 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება.

 

1.2. ხვ--ა ხუ–-–---–ს დაეკისრო- ნარდობის ხელშეკრულების ხარჯების 7600 ლარის ანაზღაურება.

 

1.3. ხვ--ა ხუ–-–---–ს დაეკისრო- სო-ო ნა------–---–ის სასარგებლოდ 3600 ლარის მიუღებელი შემო-ავალის გამო, ზიანის თანხის 911 ლარის გადახდა;

 

მო-არჩელემ განმარტა, რომ 2015 წლის 30 ივლისს ხვ--ა ხუ–-–---–თან გააფორმა ნარდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმებამდე მენარდემ შეადგინა ხარჯთაღრიცხვა. უარი განაცხადა რომ პროექტი გაეკეთებინა პარტნიორ კომპანიას ,,არქ სერვის’’ და თვითონ დახაზა ნახაზი. მენარდეს ნაღდი ანგარიშსწორებით გადაუხადა ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის პირველი ნახევარი 4000 ლარი მშენებლობის დაწყებამდე. ხვ--ა ხუ–-–---–მა მთლიანად დაარღვია 2015 წლის 30 ივლისს დადებული ნარდობის ხელშეკრულება. 2016 წლის 7 მაისს ხვ--ა ხუ–-–---–თან გააფორმა წერილობითი დოკუმენტი, სადაც ხვ--ა ხუ–-–---–მა მიუთითა მშენებლობის დასრულების და ხარვეზების გამო-წორების გონივრული ვადა - 2016 წლის 15 მაისი. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა ხვ--ა ხუ–-–---–ის მიერ დღემდე არ არის შესრულებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2015 წლის 30 ივლისს გააფორმა ნარდობის ხელშეკრულება სო-ო ნა------–---–თან, რომლის თანახმად უნდა აეშენებინა დროებით ნაგებობა. შენობა-ნაგებობა მო-არჩელეს ჩაბარდა მისი დაწყებიდან ერთ თვეში დასრულებულ მდგომარეობაში. მშენებლობის ჩაბარების დრო- რაიმე პრეტენზია მო-არჩელეს არ გამოუთქვია. ხვ--ა ხუ–-–---–მა ასევე მიუთითა, რომ სო-ო ნა------–---–ის სარჩელი არის ხანდაზმული, მო-არჩელემ სარჩელი აღძრა სამუშაო- დასრულებიდან სამი წლის შემდეგ, ანუ აშენებული ობიექტის მდგომარეობასთან დაკავშირებით პრეტენზიების წარმოდგენისათვის კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ახალი საფუტკრის მოწყობის მიზნით 2014 წლის 7 ივლისს სო-ო ნა------–---–მა შეიძინა მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №27.05.45.068) ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში. მეტი მოგების მიზნით გადაწყვიტა გაეფართოვებინა მისი საფუტკრე მეურნეობა და კახეთის საფუტკრეებიდან 2015 წლის სექტემბრის თვეში გადაეყვანა ფუტკრის ოჯახების ნაწილი ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ოქროწკეპლის ყვავილობისთვის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (იხ. ტ.I ს/ფ 2-47);

- მო-არჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

- მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ტ.I ს/ფ 333-340);

 

3.2.2. 2015 წლის 29 ივლისს სო-ო ნა------–---–სა და სს ,,ლიბერთი ბანკს’’ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება და გრაფიკი (იხ. ტ.I ს/ფ 341-344);

 

3.2.3. 2018 წლის 12 თებერვლის ლიბერთი ბანკის ცნობის თანახმად, სს ,,ლიბერთი ბანკში’’ ანაბარი პატრიოტის წლიური საპროცენტო განაკვეთები ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა:

1) 2015 წელი - 11.00%.

2) 2016 წლის 20 ივნისიდან - 01 ოქტომბრამდე - 10.00 %.

3) 2016 წლის 01 ოქტომბრიდან - 29 დეკემბრამდე - 8.00 %.

4) 2016 წლის 29 დეკემბრიდან - 2017 წლის 01 დეკემბრამდე - 10.00 %.

5) 2017 წლის 01 დეკემბრიდან- დღემდე - 9.00%.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 12 თებერვლის ლიბერთი ბანკის ცნობა (იხ. ტ.I ს/ფ 346);

 

3.2.4. 2015 წლის 30 ივლისს სო-ო ნა------–---–სა და ხვ--ა ხუ–-–---–ს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, ,,შემკვეთი ავალებს, ხოლო მენარდე კისრულობს შეასრულო- სამშენებლო სამუშაოები სოფელ შუხუთში ააშენო- 17 კვადრატული კონტეინერის სტილის საცხოვრებელი. იატაკი იქნება ბიტონის საფარის (ალმატურის ბადე 20/20), რომელშიც ჩაყოლებული იქნება ტრაპი. კონტეინერს ექნება ორფრთიანი მეტალოპლასმასის (1,5 მეტრი) კარები და ერთი ფანჯარა (ორფრთიანი ერთი მხარე იღებოდეს, ხოლო მეორე მხარე იყო- ყრუ).’’

 

ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, ,,შემკვეთი ვალდებულია გადაუხადო- მენარდეს ფულადი გასამრჯელო შესრულებული სამუშაო-თვის თანხის 50 % დოლარი ექვივალენტი ლარში (ეროვნული კურსით) და დარჩენილი 50 % სამუშაო- დასრულებისას სრული თანხა 8172 (რვა ათას ას სამოცდათორმეტი ) ლარი.’’

 

ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, ,,შემკვეთი აწარმოებს ანგარიშსწორებას მენარდესთან სამუშაოების ცალკეული ეტაპის დასრულების შემდეგ. პირველადი გადასახდელი თანხა შეადგენს სრული თანხის 50 %. დარჩენილი თანხა 50 % გადაიხდება 25-25 % (ანუ ორ ეტაპად) ურთიერთ შეთანხმებით.’’

 

ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 20 აგვისტომდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 30 ივლისის ნოტარიულად დამოწმებული ნარდობის ხელშეკრულება (იხ. ტ.I ს/ფ 48-51);

 

3.2.5. 2015 წლის 30 ივლისის დადებული ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის პირველი ნახევარი (4000 ათასი ლარი) სო-ო ნა------–---–მა გადაიხადა ნაღდი ანგარიშსწორებით. 2015 წლის 31 ივლისს გლდანში არსებული ლიბერთი ბანკის ნაძალადევის ფილიალიდან გამოიტანა უვადო ანაბარ ,,პატრიოტის’’ ანგარიშზე დადებული თანხა 4000 (ოთხიათასი) ლარი და ლიბერთი ბანკის სალარო-თანვე ნაღდი ანგარიშსწორებით გადაუხადა ხვ--ა ხუ–-–---–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გასავლის ორდერი (იხ. ტ.I ს/ფ 358);

- სარჩელი (იხ. ტ.I ს/ფ 2-47);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2.6. 2016 წლის 07 მაისს სო-ო ნა------–---–სა და ხვ--ა ხუ–-–---–ს შორის გაფორმდა შეთანხმება მენარდის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების და ჩატარებულ სამუშაოებში დაშვებული ხარვეზების გამო-წორების შესახებ. შეთანხმების თანახმად, შემცირდა ნარდობის ხელშეკრულებაში ჩაწერილი ფასი 8172 ლარი და განისაზღვრა 7600 ლარით. ვინაიდან ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაგებობის ფართობი 17 კვ. მეტრი, შემცირდა 15,66 კვ. მეტრამდე.

 

აღნიშნულ შეთანხმებაში მითითებულია, რომ ნარდობის ხელშეკრულებით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2015 წლის 20 აგვისტომდე. 4000 ლარი ხვ--ა ხუ–-–---–ს მიღებული აქვს 2015 წლის 31 ივლისს ნაღდი ანგარიშსწორებით. ასევე, მისაღები თანხის 50 % (მეორე ნახევარი) 3600 ლარი მიღებული აქვს მშენებლობის დასრულებამდე 2015 წლის 02 სექტემბერს ნაღდი ანგარიშსწორებით. შეთანხმებაში მითითებულია, რომ მშენებლობის დრო- დაშვებული ხარვეზების გამო-წორება და სამშენებლო სამუშაოები დამთავრება 2016 წლის 15 მაისს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 07 მაისს სო-ო ნა------–---–სა და ხვ--ა ხუ–-–---–ს შორის გაფორმდა შეთანხმება მენარდის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების და ჩატარებულ სამუშაოებში დაშვებული ხარვეზების გამო-წორების შესახებ (იხ. ტ.I ს/ფ 52);

 

3.2.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო- მიერ 2016 წლის 12 ივლისს მომზადებული იქნა ექსპერტიზის №004094116 დასკვნა.

 

ექსპერტიზის წინაშე დასმული იქნა შემდეგი კითხვები:

1. დაადგინოთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში მშენებარე სენდვ---პანელის ნაგებობის ხარვეზები ადგილის რელიეფის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით: ნაგებობის ფართობი, ნაგებობის საძირკვლის არსებობა და მდგომარეობა. ბეტონის იატაკის საფარის სისქე. ბეტონის დასხმის ხარისხი. იატაკში ტრაპის ჩაყენების ხარისხი. ნაგებობის რკინის კონსტრუქციის მდგომარეობა. პანელების მდგომარეობის აღწერა და შეფასება. მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ჩარჩო- შესაბამისობა და ჩაყენების წესი სენდვ---პანელის ნაგებობასთან. კარ-ფანჯრის ნაკეთობის ხარისხი.

2. დასკვნაში მიუთითოთ რა მასალით და როგორ უნდა შესრულდეს სენდვ---პანელებით უნაკლო ნაგებობა. ასევე აღწეროთ ექსპერტიზის ჩატარების დრო- გამოვლენილი ხარვეზები და ხარვეზების გამო-ასწორებლად და მშენებლობის დასასრულებლად საჭირო მასალების და სამშენებლო ხარჯების შეფასება ფულად ერთეულში ეროვნულო ვალუტაში.

 

წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია:

- ლანჩხუთის რ/ნ სოფ. შუხუთში სენდვ---პანელებიანი მშენებარე კონტეინერის ტიპის საცხოვრებელი ფართი, ნაცვლად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოთხოვნის 17,00 კვ.მ-სა ფაქტიურად შეადგენს 15,66 კვ.მ-ს (2,70X5,80მ), რაც არ აკმაყოფილებს ხელშეკრულების 1 მუხლის 1.1. პუნქტის მოთხოვნას, ასევე ხელშეკრულების 2 მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2015 წლის 20 აგვისტომდე, რაც დღემდე არ არის შესრულებული.

- რაც შეეხება არსებული ნაგებობის მონაცემებს დადგინდა, რომ სენდვ---პანელის ნაგებობის ფატიური გაბარიტული ზომების გათვალისწინებით ნაგებობის ფართი მ2-ში შეადგენს 15,66 კვ.მ-ს (2,70X5,80მ).

- სენდვ---პანელის ნაგებობას არ გააჩნია საძირკველი და მოწყობილია მიწის დონიდან ბეტონის ცოკოლზე.

- ბეტონის იატაკის საფარის სისქე შეადგენს 5 სმ-ს. ბეტონის იატაკის ხარისხზე ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი ბეტონის მარკა, სინჯი და ლაბორატორიული კვლევა, ასევე არ არის წარმოდგენილი პროექტი თავისი სპეციფიკაციით.

- იატაკში ტრაპი მოწყობილია ბეტონის იატაკის ნიშნულიდან ზემოთ (დასაწევია იატაკის ნიშნულამდე).

- ნაგებობის რკინის კონსტრუქცია (მილკვადრატები) განიცდის კოროზიას, არ არის დამუშავებული შესაბამისი ანტიკოროზიული საღებავით.

- ნაგებობის კედლები და გადახურვა სენდვ---პანალებით მოწყობილია, ხოლო ვინაიდან არ არის წარმოდგენილი პროექტი აღნიშნული მოწყობის სპეციფიკაზე ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს.

-მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები მოწყობილია და არ გამოვლინდა რაიმე ტიპის ხარვეზი.

- რაც შეეხება, თუ რა მასალებით და როგორ უნდა შესრულდეს სენდვ---პანელებით უნაკლო ნაგებობა, აღნიშნულზე ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მხარეებს შორის შეთანხმებული პროექტის, როგორც არქიტექტურული ნაწილი, ასევე კონსტრუქციული ნაწილი, თავისი სპეციფიკაციით, ასევე დასმული კითხვების სხვა ნაწილში, საკვლევი მასალების უკმარისობის გამო ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო- მიერ 2018 წლის 12 ივლისს მომზადებული ექსპერტიზის №004094116 დასკვნა (იხ. ტ.II. ს/ფ 55-64);

 

3.2.8. ლანჩხუთის რაიონ სოფელ შუხუთში სენდვ---პანელების ნაგებობას დაზიანებული აქვს რვა ცალი პანელი, რომელთაგან სამი ცალ პანელს აქვს სერიოზული დეფორმაცია და ხუთ ცალ პანელს ათი ცალი გამჭოლი ხვრელი აქვს. აღნიშნულს ადასტურებს მოპასუხე მხარეც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- პანელების ფოტო-ურათები (იხ. ტ.II. ს/ფ 67-77);

- სარჩელი (იხ. ტ.I ს/ფ 2-47);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2.9. საქართველო- სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მო-არჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, იმგვარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სარწმუნოდ დაადასტურებს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო გარემოებების არსებობას. წინააღმდეგ შემთხვევაში მო-არჩელის მხოლოდ ზეპირი განმარტების საფუძველზე სასურველი ფაქტი ვერ დადგინდება და მო-არჩელისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველო- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მო-აზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინო- მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მო-არჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყო- სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისრო- ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისრო- ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

ფაქტების დამტკიცებას იწყებს მო-არჩელე, რომელმაც მითითებული მტკიცებულებებით უნდა დაადასტურო- მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. იმ შემთხვევაში, როდესაც მო-არჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი რომლის მიხედვით ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ერთ-ერთი მხარის მიერ მხოლოდ ზოგადი ხასიათის მითითება, არ ქმნის ამ გარემოების დადასტურებულად მიჩნევის წინაპირობას, მით უფრო იმ შემთხვევაში, თუ ამ გარემოებას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე. იმ გარემოების დასადასტურებლად, რომელზედაც მო-არჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას, აუცილებელია წარმოდგენილი იყო- სათანადო მტკიცებულებები.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მო-მენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- სასამართლომ გამოიყენა საქართველო- კონსტიტუციის 42-ე, 85-ე მუხლი.

- საქართველო- სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 317-ე, 629-ე, 361-ე, 639-ე, 641-ე, 400-ე, 644-ე, 405-ე, 636-ე, 352-ე, 411-ე, 414-ე, 412-ე, 408-ე, 648-ე, 128-ე, 129-ე, 655-ე, 130-ე, 122-ე, 123-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველო- კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართო- სასამართლო-.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. საქართველო- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლო- მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენო- აღნიშნული უფლება, იდავო- ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო- ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყო- დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველო- კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

 

6.2. საქართველო- სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამო-ილია მო-თხოვო- მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყო- მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

6.3. საქართველო- სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

აღნიშნული ნორმა ადგენს იმ ურთიერთობათა სახეებს, რომელთა საფუძველზეც შესაძლოა წარმოიშვას მოპასუხის ვალდებულება. სწორედ საქართველო- სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი იძლევა საშუალებას, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლომ დაადგინო- თუ რა მოთხოვნა გააჩნია მო-არჩელეს მოპასუხის მიმართ და რომელი ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე. ამ კუთხით, ყურადსაღებია საქართველო- უზენაესი სასამართლო- განმარტება, რომლის თანახმად, ,,სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნო- სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლო- ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინო- ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანო- შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს’’ (იხ. საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).

 

მოცემულ შემთხვევაში, 2015 წლის 30 ივლისს სო-ო ნა------–---–სა და ხვ--ა ხუ–-–---–ს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 17 კვადრატული კონტეინერის სტილის საცხოვრებელი (იხ. პუნქტი 3.2.4).

 

საქართველო- სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მიხედვით, პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულო- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადო- მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები. მხარეთა შორის თავის არსით არის ნარდობის ხელშეკრულება, რადგან ხელშეკრულების საგანია მომსახურების გაწევა - სამუშაოების შესრულება.

 

საქართველო- სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულო- ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება.

 

6.4. საქართველო- სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დრო-ა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელო- შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულო- ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.

 

საქართველო- სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლით, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინო- ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. ამავე კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს;

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, ვინაიდან მას აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.

 

6.5. საქართველო- სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალო- აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელო-, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დრო-ა და ადგილას.

 

საქართველო- სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლით ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაურო- შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

საქართველო- სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება („ა“ ქვეპუნქტი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ დამატებითი ვადის მიზანია მოვალისათვის ხელის შეწყობა, რათა მან შეძლო- დარღვეული ურთიერთობის გამო-წორება. დამატებითი ვადის ხანგრძლივობას განსაზღვრავს კრედიტორი. მისი განსაზღვრა უნდა მოხდეს ისე, რომ იგი საკმარისი აღმოჩნდეს შესრულებისათვის და ამდენად გონივრული ხანგრძლივობის უნდა იყო-.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო- მიიჩნია, რომ გამოვლენილია ვალდებულების დარღვევა, რომლის გამო-ასწორებლად კრედიტორმა განსაზღვრა ვადა, რომლის მიუხედავადაც ნაკლოვანებები არ გამო-წორებულა, მო-არჩელის განმარტებით დღემდე არ არის შესრულებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა ხარვეზით, არ აღმოფხვრა არსებული ნაკლოვანებები შემკვეთის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში. შემკვეთმა დაკარგა ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელების ინტერესი. შესაბამისად, კრედიტორის მიერ მოვალისათვის ვალდებულების შესასრულებლად დამატებით კიდევ ერთხელ ვადის მიცემა აშკარად გამოიწვევდა შემკვეთის უფლებების უხეშ დარღვევას, რის გამოც სასამართლო- მიაჩნია, რომ გამართლებულია მოთხოვნა ხელშეკრულების მოშლის თაობაზე.

 

6.6. საქართველო- სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაო- დასრულებამდე ნებისმიერ დრო- თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაურო- მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

 

აღნიშნული მუხლის დანაწესი სახელშეკრულებო სამართალში ე.წ. საგამონაკლისო ნორმაა, რომელიც შემკვეთს ნებისმიერ დრო-, უპირობოდ ანიჭებს უფლებას ცალმხრივად მოშალო- ხელშეკრულება (იხ. სუსგ-ები: № ას-697-663-2015, 15.12.2015წ; № ას- 901-851-2015, 05.02.2016წ; № ას- 981-926-2015, 11.03.2016წ.).

 

საქართველო- სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მო-არჩელეს ნივთის ნაკლთან დაკავშირებით დროზე არ განუცხადებია პრეტენზია.

 

6.7. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას 3600 ლარის მიუღებელი შემო-ავალის გამო, ზიანის თანხის 911 ლარის გადახდის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველო- სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემო-ავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემო-ავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემო-ავალი წარმოადგენს სავარაუდო შემო-ავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მო-ალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლო- მიაჩნია, რომ საქართველო- სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყო- მიღებული მო-არჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისრო- იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემო-ავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მო-არჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემო-ავლის წყარო-, ვინაიდან შეუძლია შესძინო- მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემო-ავალი პროცენტის სახით. სო-ო ნა------–---–მა ვერ მიიღო ის მინიმალური შემო-ავალიც კი, რასაც ის მიიღებდა საკუთარი ფულის საბანკო დაწესებულებაში ანაბრის სახით განთავსების შემთხვევაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფულს, სხვა ნივთებთან შედარებით, გააჩნია სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილეობის ყველაზე მაღალი შესაძლებლობა, რის გამოც მას ყოველთვის შეუძლია - მესაკუთრეს მოუტანო- სარგებელი, თუნდაც მხოლოდ საბანკო დეპოზიტზე განთავსების გზით (ამგვარი განმარტება შეესაბამება საქართველო- უზენაესი სასამართლო- მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას; იხ. საქმე №ას-597-565-2014).

 

საქართველო- სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლით, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადო- საზღაური სამუშაო- შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდა. განსახილველ შემთხვევაში შემკვეთს თანხა უნდა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ. კერძოდ პირველი ნაწილი სამუშაო- შესრულებამდე, მეორე ნაწილი მის დასრულების შემდეგ. მოცემული შემთხვევაში საქმის არსებული მასალებით დგინდება, რომ 2015 წლის 02 სექტემბერს სო-ო ნა------–---–მა ლიბერთი ბანკის ლანჩხუთის ფილიალში ანაბარი ,,პატრიოტიდან’’ მოხსნა 3600 ლარი, რომელიც გადასცა ხვ--ა ხუ–-–---–ს.

 

6.8. სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ სო-ო ნა------–---–ის სარჩელი ხანდაზმულია. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე სადავოდ ხდის სარჩელის ხანდაზმულობას, სასამართლო- ვალდებულებაა მსჯელობის საგანად აქციო- აღნიშნული საკითხი.

 

ხანდაზმულობასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველო- სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს ხანდაზმულობის ინსტიტუტს. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვო- თავისი უფლების იძულებით განხორციელება და დაცვა. ხანდაზმულობის ვადის არსებობა აიძულებს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს დროულად იზრუნონ თავიანთი უფლებების განხორციელებისა და დაცვისათვის. პირს ყოველთვის შეუძლია წარადგინო- მოთხოვნა, მაშინაც კი, როცა ხანდაზმულობის ვადა გასულია. მართალია ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური თვალსაზრისით, მაგრამ ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს.

 

6.9. საქართველო- სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობას არ აქვს ეფექტი (მოპასუხე) მხარის მითითების გარეშე, ასეთი მითითება კი შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციის გამოხატულებაა. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც მოპასუხის მიერ მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ თავისი პოზიცია შესაგებელში და სასამართლო- სხდომაზე დაამყარა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მო-არჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ.

 

საქართველო- სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის ადგილი ჰქონდა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობას. ნარდობის ურთიერთობისთვის სამოქალაქო კოდექსის 655-ე მუხლი ითვალისწინებს სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას, რომელიც შეეხება შესრულების ნაკლს და შეადგენს ერთ წელს, ხოლო მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას შეეხება წარდგენილი უნდა იქნეს ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაო- მიღების დღიდან. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ გათვალისწინებული უნდა იყო- ხუთ წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

 

საქართველო- საკონსტიტუციო სასამართლო- 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმე №3/1/531 (ჯანაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია „....სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვო- საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მო-პობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას......".

 

მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო- მიდგომა სამართლებრივ ურთიერთობასა და ხანდაზმულობის საკითხზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო- განმარტებით „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყო-..." (იხ. CASE OF STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM, 1996 წლის 22 ოქტომბერი).

 

6.10. ხანდაზმულობის ვადისათვის მნიშვნელოვანია მისი დენის მომენტის განსაზღვრა. საქართველო- სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველო- სამოქალაქო კოდექსის 122-ე მუხლის მიხედვით, თუ ვადის დასაწყისად აღებულია ესა თუ ის მოვლენა ან დღის რომელიმე მონაკვეთი, მაშინ ვადის გამოთვლისას არ მიეთვლება ის დღე, რომელშიც დგება ეს მოვლენა ან დღის ზემოაღნიშნული დრო, ხოლო 123-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით, დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად; ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით - წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, - მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დრო-.

 

სასამართლო- განმარტავს, სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვო- თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ (იხ. საქართველო- უზენაეს სასამართლო- სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის №ბს-944-904 (კ-09) განჩინება). მაშასადამე ხანდაზმულობის ვადის დენა დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა მხარემ შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ მო-არჩელის მიერ არ არის გაშვებული ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, სო-ო ნა------–---–ის სარჩელი არ არის ხანდაზმული.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველო- კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველო- ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფო- მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველო- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლო- მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მო-არჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მო-არჩელეს არ აუნაზღაურდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო- 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით ხვ--ა ხუ–-–---–ს აეკრძალა თავის საკუთრებაში არსებული შპს ,,ქა-----–----ს" (ს/ნ 4--------) 100%-იანი წილის გასხვისება. ასევე, აეკრძალა მოპასუხე ხვ--ა ხუ–-–---–ს, როგორც შპს ,,ქა-----–----ს" 100%-იანი წილის მესაკუთრესა და დირექტორს ქ.თბილისი ჯანჯღავას ქუჩა №62-ში მდებარე შპს ,,ქა-----–----ს" (ს/ნ 4--------) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის №0--------------- და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

საქართველო- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველო- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სო-ო ნა------–---–ის სარჩელი მოპასუხე ხვ--ა ხუ–-–---–ის მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. შეწყდეს სო-ო ნა------–---–სა და ხვ--ა ხუ–-–---–ს შორის 2015 წლის 30 ივლისს სანოტარო წესით დამტკიცებული ნარდობის ხელშეკრულებიდან და მისგან გამომდინარე 2016 წლის 07 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება;

3. ხვ--ა ხუ–-–---–ს დაეკისრო- სო-ო ნადირაშილის მიერ გადახდილი ნარდობის ხელშეკრულების ხარჯების 7600 ლარის ანაზღაურება;

4. ხვ--ა ხუ–-–---–ს დაეკისრო- მო-არჩელე სო-ო ნადირაშილის სასარგებლოდ 3600 ლარის მიუღებელი შემო-ავალის გამო, ზიანის თანხა 911 ლარის გადახდა;

5. ხვ--ა ხუ–-–---–ს დაეკისრო- მო-არჩელე სო-ო ნა------–---–ის მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 256 ლარის ანაზღაურება.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარო- გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველო- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყო- სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლო- სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლო- (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14) მეშვეობით;

 

მოსამართლე: ნანა ჯოხაძე