გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.12.2018
საქმის ნომერი
340210118002603486
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #340210118002603486

საქმე #2/687-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი:

06 ნოემბერი, 2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დევი დევიძე

სხდომის მდივანი თეონა ნატროშვილი

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით, მხარეების მონაწილეობით

მოსარჩელე - ნ-------–-–--ლი („1-ლი მოსარჩელე“ ან „ქალბატონი ნ----“), მ-----------–-ძე („მე-2 მოსარჩელე“ ან „მ------ი“) და ნ-----–---------–აძე („მე-3 მოსარჩელე“ ან „ნ-----–----ი“);

წარმომადგენელი - ნ-------–-–--ლი (როგორც კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვანი შვილებისა - მ------ და ნ-----–---------–აძეების ნაწილში) და ლ----------–--ლი (ორდერით წარმომადგენლი - ნ-------–-–--ლის ნაწილში);

მოპასუხეები - დ----------–-ძე („1-ლი მოპასუხე“ ან „ბატონი დ---ო“) და ა-–--–------–-ძე („მე-2 მოპასუხე“ ან „ქალბატონი ა-–--–ა“);

წარმომადგენელი - მ-----–----------–---–-------–-ძე (მინდობილობით);

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და თანამესაკუთრეებად აღრიცხა;

აღწერილობითი ნაწილი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და დავის არსის მოკლე მიმოხილვა:

1.1. მოსარჩელეებმა 2018 წლის 23 აგვისტოს მომართეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვეს: (1) ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხეებს შორის 2017 წლის 2-------ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება („სადავო ხელშეკრულება“) უძრავ ქონებაზე, მდებარე: გურჯაანი, ს------–---------–--ე, სართული 3, ბინ---- (ს/კ 51.14.6-.0--.01.0--) და (2) მოსარჩელეები ცნობილ იქნენ უძრავი ნივთის („სადავო ქონება“ ან „სადავო ბინა“), მდებარე: გურჯაანი, ს------–---------–--ე, სართული 3, ბინ---- (ს/კ 51.14.6-.0--.01.0--) ¼ (ერთი მეოთხედი) წილის თანამესაკუთრეებად;

1.2. სარჩელში აღნიშნულია, რომ ქალბატონი ნ---- და ბატონი დ---ო 2007 წლიდან 2010 წლამდე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2010 წლის 1-----–--ს მათ ქორწინება გაატარეს რეგისტრაციაში. 1-ლი მოპასუხე არის დევნილი აფხაზეთიდან. იგი ცხოვრობდა ქ. გურჯაანში, კ------------------–ას“ ტერიტორიაზე დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილას. მე-2 მოპასუხე არის ბატონი დ---ოს და, იგი ქორწინებაში იმყოფება დ---------–----თან. ქალბატონ ა-–--–ას და მის მეუღლეს, როგორც დევნილებს გადაცემული აქვთ ბინა თბილისში, კ--------------------ზე, ყოფილი საბავშო ბაღის ტერიტორიაზე;

1.3. ქალბატონ ნ----ს და მის მეუღლეს კ------------------–აზე“ ჰქონდ--- ერთოთახიანი ბინა, საერთო სამზარეულოსა და სველ წერტილთან ერთად. 1-ლი მოსარჩელის დედამთილ-მამამთილს ჰქონდ--- ცალკე ოთახი. 2015 წელს მათ სახელმწიფომ უყიდა სახლი ს------–-----–-გში;

1.4. ვინაიდან ქალბატონ ნ----ს და ბატონ დ---ოს იმ დროისათვის უკვე ჰყავდ--- პირველი შვილი - მ------ი (დაბადებული 2008 წლის 0-------------ს), მათ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სიმბოლურ ფასად გადასცა ოროთახიანი ბინა (#16) სოფელ ბაკურციხეში, ყოფილი ტექნიკუმის შენობის მე-2 სართულზე. 2014 წლის 2--------------ს მხარეებს შეეძინა მეორე შვილი - ნ-----–----ი. მისი დაბადების შემდეგ, დ---ომ 1-ელ მოსარჩელეს განუცხადა, რომ ვინაიდან უფროსი შვილი სკოლაში იყო მისაყვანი, ვეღარ დაეხმარებოდა და ნ----ს ერჩივნა გადასულიყო თავის მშობლებთან;

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. 1-ელმა მოპასუხემ თავისი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. მან განაცხადა, რომ მან სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად მიიღო აღნიშნული ბინა. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მან უნდა უზრუნველყოს საცხოვრებელი პირობებით მხოლოდ შვილი - მ------ი. ნ---- კი არაფერ შუაშია, მისი წვლილი რომ ყოფილიყო ბინის მიღებაში, მასაც აუცილებლად მიუთითებდნენ ხელშეკრულებაში. როგორც ბატონი დ---ო აღნიშნავს, მან თავის დას ქალბატონ ა-–--–ას გადაუფორმა ბინა, ვინაიდან მას დიდი ამაგი მიუძღვის მის წინაშე, - მხოლოდ იგი ზრუნავდა მასზე;

2.2. ქალბატონმა ა-–--–ამ წარმოადგინა შესაგებელი. სარჩელი არც მან ცნო. იგი განმარტავს, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატება სადავო გარიგების თვალთმაქცურობა;

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. ქალბატონი ნ---- და ბატონი დ---ო 2007 წლიდან 2010 წლის 1-----–--ამდე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2008 წლის 0-------------ს მათ შეეძინათ უფროსი შვილი - მ------ი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობას;

- მხარეთა ახსნა-განმარტებას;

3.1.2. მხარეებმა ქორწინება რეგისტრაციაში გაატარეს 2010 წლის 1-----–--ს. 2014 წლის 2--------------ს მათ შეეძინათ მეორე შვილი - ნ-----–----ი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობას;

- დაბადების მოწმობას;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.3. მე-2 და მე-3 მოსარჩელეს, ასევე 1-ელ მოპასუხეს აქვთ აფხაზეთიდან დევნილის სტატუსი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დევნილის მოწმობებს;

- მხარეთა ახსნა-განმარტებას;

3.1.4. 2012 წლის 29 ივნისს, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის (წარმომადგენელი შ--–----------–--ლი) და, მეორე მხრივ, 1-ელ მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: ხელშეკრულების მიზანია „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 თებერვლის #47 განკარგულების შესაბამისად, დევნილთა ნებაყოფლობით და ღირსეულ განსახლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება (პ. 1.1); მოპასუხეს სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცა სადავო ქონება (პ. 1.2); საპრივატიზაციო ქონების ღირებულებამ შეადგინა სიმბოლური 1 (ერთი) ლარი (პ. 1.3 და პ 2.1); ხელშეკრულების არსებით პირობას ასევე წარმოადგენდა ის, რომ მყიდველი ვალდებულია მ------ი უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართით გადაცემულ ქონებაში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასყიდობის ხელშეკრულებას;

- მხარეთა ახსნა-განმარტებას;

3.1.5. 2017 წლის 2-------ს ბატონ დ---ოს (გამყიდველი) და ქალბატონ ა-–--–ას (მყიდველი) შორის დაიდო სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. მე-2 მოპასუხის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე აღირიცხა 2017 წლის 2-------- (სარეგისტრაციო წარმოების #8-----------);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასყიდობის ხელშეკრულებას;

- 20.08.2018წ. ამონაწერს საჯარო რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტებას;

3.1.6. ქალბატონი ნ---- და ბატონი დ---ო დღემდე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა ნ-----–----ის დაბადების შემდეგ ერთ ოჯახად აღარ უცხოვრიათ. მოსარჩელეები ცხოვრობენ ქალბატონი ნ----ს მშობლების სახლში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებას;

3.1.7. 1-ელმა მოპასუხემ 2017 წლის 0-------------ს აღძრა დავა შვილებთან ურთიერთობისა და საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე (დავა დასრულდა მხარეთა მორიგებით 2018 წლის 2--------------ს). თავის მხრივ, ქალბატონ ნ----საც განზრახული ჰქონდა დაეწყო დავა ალიმენტის გადახდევინების თაობაზე და სარჩელის მომზადების დროს შეიტყო, რომ სადავო ბინა თურმე გასხვისებული იყო მე-2 მოპასუხეზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებას;

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სასამართლო ვერ დაეთანხმება ბატონი დ---ოს განმარტებას, რომ სადავო ბინა მხოლოდ მან, მეუღლის ფაქტორის გათვალისწინების გარეშე, ჩუქებით მიიღო სახელმწიფოსაგან, ვინაიდან უდავოდ დადგენილია, რომ ბინის მიღების დროისათვის მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობდნენ ერთად, როგორც ერთი ოჯახი. ამიტომ, ის, რასაც ქორწინების განმავლობაში შეიძენს (გარდა ჩუქებით და მემკვიდრეობით მიღებულისა) ერთი მეუღლე, მიიჩნევა მეუღლეთა საერთო საკუთრებად. ასე მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, კერძოდ, სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება დადო ბატონმა დ---ომ, თუმცა საკუთრება ასევე (მასთან ერთად) შეიძინა ქალბატონმა ნ----მ და სადავო ბინა გახდა მხარეების თანასაკუთრება;

· აღსანიშნავია, რომ სადავო ხელშეკრულებას ტიტულზე აწერია „ნასყიდობის ხელშეკრულება“. ხელშეკრულების თანახმად, საპრივატიზაციო ქონების ღირებულებამ შეადგინა სიმბოლური 1 (ერთი) ლარი (პ. 1.3 და პ 2.1). მართალია, ნასყიდობის ფასი არის 1 ლარი, აღნიშნული ფაქტი მაინც არ აქცევს ამ ხელშეკრულებას ჩუქების ხელშეკრულებად, ვინაიდან თუნდაც 1 ლარის გადახდის პირობებშიც გარიგება ატარებს სასყიდლიან ხასიათს, როცა ერთი მხარის ვალდებულებას (გადასცეს ქონება) უპირისპირდება მეორე მხარის ვალდებულება (გადაიხადოს თანხა). ჩუქება კი, თავის მხრივ, ატარებს უსასყიდლო ხასიათს, ანუ მეორე მხარეს - დასაჩუქრებულს არ გააჩნია ვალდებულება, მას მხოლოდ აქვს უფლება მიიღოს საჩუქარი ან არა;

სამოტივაციო ნაწილი :

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1. სასამართლომ გაანალიზა დადგენილი გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ:

· ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბატონ დ---ოსა და ქალბატონ ა-–--–ას შორის 2017 წლის 2-------ის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დადებული სადავო ხელშეკრულება ¼ (ერთი მეოთხედი) ნაწილში;

· ქალბატონი ნ---- ცნობილ უნდა იქნეს სადავო უძრავი ქონების ¼ (ერთი მეოთხედი) წილის მესაკუთრედ;

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

5.1. საქართველოს კონსტიტუცია („კონსტიტუცია“); ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმი #1; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი („სსკ“); საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი („სსსკ“);„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2008 წლის 04 დეკემბრის #854 განკარგულება („განკარგულება“);

5.2. კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება;

5.3. გაეროს დეკლარაციის მე-17 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვებთან ერთად. არავის შეიძლება ჩამოერთვას ქონება თვითნებურად;

5.4. დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი წინადადების თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება;

5.5. სსკ-ის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი;

5.6. სსკ-ის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. იმავე კოდექსის 1160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას, ხოლო მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: (ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ და (ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას;

5.7. სსკ-ის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი 185-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, „გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში“, იმ შემთხვევაში, როდესაც რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი და ეს ფაქტი შემძენისათვის ცნობილია) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება №3/4/550 ვებგვერდი, 26.10.2017წ.;

5.8. სსკ-ის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა;

5.9. სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს;

5.10. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი;

5.11. იმავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადების თანახმად, უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს, ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე;

5.12. განკარგულების მე-3 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიაში პრიორიტეტულ მიმართულებად გამოიყოს დევნილთა ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლების გრძელვადიანი გადაწყვეტა, მათი სახელწიფოზე დამოკიდებულების შემცირება, ხოლო უკიდურესად გაჭირვებული დევნილების ერთიან სოციალურ პროგრამაში მოქცევა. დღევანდელი მდგომარეობით დევნილთა საერთო რაოდენობა არის დაახლოებით 223 000, ხოლო დევნილ ოჯახთა რაოდენობა არის 78 000. აღნიშნული ამოცანების გადასაწყვეტად სახელმწიფო სტრატეგია ითვალისწინებს კომპაქტური ჩასახლების ობიექტების ეტაპობრივ დახურვას და სხვადასხვა განსახლების ღონისძიებების შეთავაზებას. დევნილთა განსახლების პროგრამა განხორციელდება ოთხ ეტაპად: (3.1) პირველ ეტაპზე დადგინდება ის დევნილი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი და ცხოვრობენ კომპაქტურ ჩასახლებებში ან არაორგანიზებულად – მიმღებ ოჯახებში. ასევე შეირჩევა ის კომპაქტური ჩასახლების ობიექტები, რომელთა შეღავათიანი პრივატიზაცია დევნილთა მიერ მიზანშეწონილია. ასეთი ცენტრები უნდა აკმაყოფილებდნენ სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობისა და ძირითადი საცხოვრებელი პირობების მოთხოვნებს. (3.2) მეორე ეტაპზე დევნილების მიერ შეღავათიანი პრივატიზებისათვის გზით საკუთრებაში გადასაცემად შერჩეულ ობიექტებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით (თუ საცხოვრებელში არ არის მინიმალური პირობები) მოეწყობა მინიმალური საცხოვრებელი პირობები. (3.3) მესამე ეტაპზე დაიწყება დევნილების საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (რუსთავი, გორი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი) განსახლება: (ა) დევნილი ოჯახებისთვის არსებული ბინებისა და ინდივიდუალური სახლების შეძენა და საკუთრებაში გადაცემა;

6. სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. საკუთრების უფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, რომელიც საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე არის სამართლებრივი დაცვის ობიექტი. საკუთრების უფლების გარეშე წარმოუდგენელია სხვა ასევე ფუნდამენტური უფლებების არსებობა. საკუთრების უფლება პროგრესის წარმმართველია და უზრუნველყოფს კონკრეტული ინდივიდის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პოტენციალის სრულად წარმოჩენას, როგორც ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივ დონეზე. ამ აზრამდე მივყავართ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, სადაც ის განმარტავს, რომ „[...] საკუთრების უფლების გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა, ის როგორც უფლება და როგორც ინსტიტუტი, სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს (საქმე №1/3/611, “??? “?????” ?? ??? “?????????? 2004” ??????????? ???????????? ?? ??????????? ???????? ?? ????????? ?????????? ??????????? ???? ??????? ???????? ????????? ??????? ?????????? ”, 30.0-.20--წ., II-2). კიდევ სხვა გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „[...] საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქმე №1/2/384, “საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 02.07.2007წ., II-5);

6.2. ამავე დროს, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური კატეგორია. იგი შეიძლება შეიზღუდოს და მოხდეს მისი ჩამორთმევაც კი, ოღონდაც ეს უნდა მოხდეს კანონის საფუძველზე და ეს აქტი გამართლებული უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნით. გარდა ამის, მესაკუთრეს, როგორც ამ უფლების მატარებელს, შეუძლია ხელშეკრულებით (შეთანხმებით) თავად შეიზღუდოს საკუთრების უფლება სხვა მესაკუთრის სასარგებლოდ. ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ”[...] ამავე დროს აღსანიშნავია, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები აჩვენებს, რომ იგი შეიძლება შეიზღუდოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით. შესაბამისად, უფლების შეზღუდვის შემთხვევებში სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს, რამდენად არსებობს შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება. [...] „კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის საკუთრების უფლების შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქმე№3/1/512, „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26.06.2012წ., II-59-60);

6.3. სასამართლოს შეხედულებით, საკუთრების უფლება, მისი რეალიზაციის მაშტაბი, მისი დაცვის გარანტიები - სტაბილური, პროგრესზე და დოვლათის შექმნაზე ორიენტირებული დემოკრატიული საზოგადოების არსებობის ერთ-ერთი ფუნდამენტი. ამიტომ, მესაკუთრის უფლებების რეალიზაცია და დაცვა არის მნიშვნელოვანი გარემოება საიმისოდ, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა, თუმცა ამას აქვს ასევე მეორე მხარე, კერძოდ, სამოქალაქო ბრუნვა გულისხმობს ურთიერთობების ფართო წყებას კერძო სამართლის სუბიექტებს შორის (იქნებიან ისინი ფიზიკური თუ იურიდული პირები). ამ ურთიერთობების პროცესში მათი (ამ ურთიერთობების) საგანი შეიძლება იყოს ქონებრივი და არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე (სსკ-ის მე-7 მუხლი). ყველაზე გავრცელებული ობიექტი სამოქალაქო ბრუნვისა - ქონებრივი ხასიათისაა, ანუ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებებია;

6.4. საქართველოს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთის გასხვისების შემთხვევაში იცავს კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს. ეს ის შემთხვევებია, როცა უძრავ ნივთს ასხვისებს პირი, რომელიც სინამდვილეში არაა მესაკუთრე, მაგრამ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ასეთად. ამასთან, შემძენის საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის კრიტერიუმად კანონმდებელი მიიჩნევს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა: „შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე“ ან როცა „რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი“. მითითებული არის დამოუკიდებელი საფუძვლები და ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში შემძენი არ მიიჩნევა კეთილსინდისიერად. განსახილველ შემთხვევაში ცალსახად არ გვაქვს საქმე „რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილ საჩივართან“. სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა ვითარება, როცა შემძენმა - ქალბატონმა ანჯელამ იცოდა, რომ მისი ძმა არ იყო მთლიანი ბინის ერთადერთი მესაკუთრე და მის (ბინის) ½ ნაწილს ჰყავდა სხვა მესაკუთრე, ქალბატონი ნ----ს სახით. სასამართლო ამ დასკვნამდე მიდის საქმეში არსებული ფაქტების გაანალიზების შედეგად, კერძოდ, მე-2 მოპასუხე არის მოსარჩელეებისა და 1-ლი მოპასუხის ნათესავი, შესაგებელში მან აღიარა ის გარემოება, რომ ქალბატონი ნ---- და ბატონი დ---ო იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმ დროს, როცა ბატონ დ---ოს სახელმწიფოსგან, სიმბოლურ ფასად, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა სადავო ბინა, ასევე იცოდა, რომ მხარეები იმ დროისათვის ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად;

6.5. სსკ-ის 1160-ე მუხლის ამავე კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებთან ერთობლიობაში განხილვის გზით სასამართლომ განმარტა, რომ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების შეძენისას კანონი იცავს მხოლოდ კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს ქონების თანამესაკუთრედ არარეგისტრირებული მეუღლის პრეტენზიისაგან. სასამართლოს მითითებით, სსკ-ის 1160–ე მუხლის ხსენებული რედაქცია 2007 წლის 29 ივლისის ცვლილების შედეგად ჩამოყალიბდა და აღნიშნულ ცვლილებასთან ერთად საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის დამდგენ 312–ე მუხლს დაემატა მე–3 და მე–4 ნაწილები, სადაც განმტკიცებულია საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრის უფლების ნამდვილად მიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემძენმა იცოდა ქონებაზე სხვა უფლებამოსილი პირის არსებობის თაობაზე. მართალია, სსკ-ის 1160–ე მუხლი მეუღლეთა საერთო ქონების განკარგვის წესს განსაზღვრავს კეთილსინდისიერების პრინციპზე მითითების გარეშე, მაგრამ კეთილსინდისიერების ფაქტის არსებითი მნიშვნელობა უძრავ ქონებაზე უფლების მოპოვებისას რეგლამენტირებულია სსკ-ის 312–ე მუხლში, გარდა ამისა, ნებისმიერი სახის სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისათვის მხარეთა მიერ კეთილსინდისიერების პრინციპით მოქმედების ვალდებულებას ადგენს სსკ-ის მე–8 მუხლის მე–3 ნაწილი. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების დროს გარიგება ნამდვილად მხოლოდ შემძენის კეთილსინდისიერების პირობებში მიიჩნევა (იხ. სუსგ #ას-156--1466-2012, 04 თებერვალი, 2013 წელი);

6.6. სსკ-ის 1160-ე და 312-ე მუხლებით დადგინდა, რომ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ მან არ იცოდა გარიგების შესახებ ან ის არ ეთანხმებოდა გარიგებას, შესაბამისად, თუ მესაკუთრე უძრავ ქონებას გაასხვისებს ან უფლებრივად დატვირთავს, დაუშვებელია გარიგების დადებისას (უფლების რეგისტრაციისას) თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის გამოყენების გზით, სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული სანივთო სამართლებრივი ნორმა არ შეიძლება ჩაითვალოს ზოგად ნორმად ამავე კოდექსის 1160-ე მუხლით გათვალისწინებულ საოჯახო სამართლის ნორმასთან მიმართებაში. 2007 წლის 29 ივლისს განხორციელებული ცვლილების შედეგად ჩამოყალიბებული რედაქციით 1160-ე მუხლს არ მინიჭებია სპეციალური ნორმის სტატუსი და დანიშნულება შემძენის კეთილსინდისიერების დაცვის კუთხით (იხ. იქვე);

6.7. როგორც აღინიშნა, შემძენი კეთილსინდისიერია მაშინ, როცა მან არ იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე ან როცა რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ არ არის შეტანილი საჩივარი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსაზრებით, საქმე გვაქვს ისეთ შემთხვევასთან, როცა მე-2 მოპასუხემ შეძენისას იცოდა, რომ სადავო უძრავ ქონებას ჰყავდა თანამესაკუთრე. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეები არიან და-ძმა, ხოლო მოსარჩელე ქალბატონი ნ---- იყო ბატონი დ---ოს რეგისტრირებული მეუღლე (ასევე დადგენილია, რომ იგი ასეთად იყო 2012 წლის 29 ივნისის მდგომარეობითაც, როცა ბატონმა დ---ომ სადავო ბინა შეიძინა სახელმწიფოსაგან), მე-2 მოპასუხემ ასევე არ უარყო (რაც პროცესუალურად ფაქტის დადასტურებას უთანაბრდება), რომ სადავო ბინა სახელმწიფოსგან 1-ელ მოსარჩელეს და მის ძმას გადასცა. ამიტომ, აღნიშნული მოცემულობა არყევს ქალბატონი ა-–--–ას კეთილსინდისიერებას და ადასტურებს, რომ მან იცოდა, რომ მისი ძმა არ იყო ერთადერთი მესაკუთრე იმ ქონებისა, რომლსაც იძენდა. კეთილსინდისიერების გამორიცხვის დროს არა აქვს მნიშვნელობა, იყო თუ არა ქონება რეგისტრირებული საჯარო რეესტრში 1-ელ მოსარჩელეზე, როგორც მეუღლეზე და თანამესაკუთრეზე. სასამართლოს სურს განმარტოს, რომ საჯარო რეესტრი არის საკუთრებისა და სხვა რეგისტრაციაუნარიანი უფლებების ფიქსაციის სახელმწიფო ინსტიტუტი. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება სწორედ ასეთ უფლებათა კატეგორიას განეკუთვნება. მისი წარმოშობისათვის აუცილებელია უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. სხვა შემთხვევაში იგი წარმოშობილად არ მიჩნევა. ამავე დროს, რეგისტრაცია ატარებს დაცვით ხასიათს, კერძოდ, იცავს მესამე პირთა ინტერესებს უსაფუძვლო სარჩელებისაგან. სამოქალაქო ბრუნვის უმთავრესი პრინციპი არის „კეთილსინდისიერება“. თავის მხრივ, ეს პრინციპი არის პრევენციული ხასიათის და იცავს ამ ბრუნვის მონაწილეებს შესაძლო რისკებისაგან სამართლებრივი ურთიერთობების ნეგატიური შედეგებისაგან;

6.8. როცა სასამართლო საუბრობს იმაზე, რომ აქალბატონმა ა-–--–ამ, ძმისაგან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავი ქონების შეძენის მომენტში გამოიჩინა არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება ქალბატონი ნ----ს კანონიერ ინტერესებთან მიმართებით, აღნიშნული მსჯელობა არ ატარებს მხოლოდ დეკლარაციულ ხასიათს. ზემოთ უკვე ითქვა, რომ „კეთილსინდისიერება“ არის სამოქალაქო სამართალურთიერთობების ძირითადი პრინციპი, რაც უდავოდ ნიშნავს იმას, რომ ამ პრინციპის უგულებელყოფა იწვევს არაკეთილსინდისიერი მხარისათვის არასასურველი შედეგების და პირიქით, - ამ პრინციპის დაუცველობის გამო “დაზარალებული“ მხარისათვის - ვითარების ხელსაყრელ/მისაღებ შემობრუნებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის დებულება სამოქალაქო უფლებების კეთილსინდისიერად განხორციელების თაობაზე ატარებს კანონის იმპერატიული დანაწესის ხასიათს. იმპერატიული ნორმების დარღვევა კი იწვევს შესაბამისი გარიგების ბათილობას, ვინაიდან ის არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვას. ამის თაობაზე ხომ პირდაპირ არის მითითებული სსკ-ის 54-ე მუხლში. მოცემულ შემთხვევაში ბატონი დ---ო უფლებამოსილი იყო განეკარგა სადავო ბინის მხოლოდ მისი კუთვნილი ½ ნაწილი (ვინაიდან საოჯახო სამართლის ნორმებით, ქონების ნახევარი მისი კუთვნილება იყო), ხოლო მეორე ½ ნაწილის განკარგვას სჭირდებოდა ქალბატონი ნ----ს თანხმობა (იმ პირობებში, როცა ქალბატონმა ა-–--–ამ იცოდა, რომ ქონების ½ ნაწილი ეკუთვნის 1-ელ მოსარჩელეს, მას უნდა გამოეთხოვა მისი თანხმობა (სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. იმავე კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, ნებართვა არის წინასწარ (გარიგების დადებამდე) გაცემული თანხმობა);

6.9. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო აპირებს შეღავათიანი პირობებით დევნილთა ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემას. ამ განკარგულებაში არ არის საუბარი ფართების უსასყიდლოდ გადაცემაზე. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზება – ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლო გადაცემის ფორმებით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური ან იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით. ამდენად, კანონი იცნობს პრივატიზებას საკუთრებაში უსასყიდლო გადაცემის გზითაც, თუმცა ამ შემთხვევაში მხარეებს შორის გამოყენებულ იქნა პრივატიზაციის სასყიდლიანი ფომა - ნასყიდობა. უნდა აღინიშნოს, რომ დავის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის (იხ. სუსგ #ას-7-7-20--, 16 მარტი, 20-- წელი);

6.10. ამდენად, სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია სარჩელი მოსარჩელე ქალბატონი ნ----ს ნაწილში. ამავე დროს, სასამართლო სსსკ-ის 248-ე მუხლიდან გამომდინარე (სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა), ვერ გასცდება მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებს, კერძოდ, ის ითხოვს ¼ ნაწილში სადავო ბინის მესაკუთრედ ცნობას, რის გამოც სასამართლო ვერ მიაკუთვნებს მას ქონების ½-ს;

6.11. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ მოპასუხეების მხრიდან სადავო გარიგების დადებით უსაფუძვლოდ შეიზღუდა ქალბატონი ნ----ს საკუთრების უფლება, რადგან კეთილსინდისიერების პრობლემა აღმოჩნდა ის საკვანძო წერტილი, რამაც სამართლებრივი თვალსაზრისით გამორიცხა მის საკუთრების უფლებაში მართლზომიერი ჩარევის წინაპირობის ობიექტურად არსებობა. ამიტომ, ეს შემთხვევა ექცევა კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ ღირებულებათა სფეროში. ასევე შეიძლება აღინიშნოს, რომ ამ ქმედებით მოპასუხეებმა უსამართლოდ შეკვეცეს ქალბატონი ნ----ს მხრიდან ინდივიდუალური თავისუფლების მაშტაბი და, მინიმუმ, გამორიცხეს ეკონომიკურ და სოციალური ცხოვრებაში მისი სრულფასოვანი ჩაბმის, მისი პიროვნული პოტენციალის რეალიზაციის შესაძლებლობა. საკუთრების უფლების ასეთი სახით შეზღუდვას კონსტიტუცია და სხვა საკანონმდებლო აქტები არ იცავს და ემიჯნება მას, როგორც არალეგიტიმურ ჩარევას ამ ფუნდამენტურ უფლებაში. ამიტომ, სადავო გარიგების ბათილად გამოცხადება (მოთხოვნილ ნაწილში) და ქალბატონი ნ----ს მესაკუთრედ ცნობა (ასევე მოთხოვნილ ნაწილში) არის სამართლიანობის საზომი და ეკვივალენტი, რითაც სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ამ კონკრეტული დავის გადაწყვეტისას;

6.12. რაც შეეხება მ------ის და ნ-----–----ის მოთხოვნას ასევე ¼ ნაწილში თანამესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით, ნასყიდობის ხელშეკრულებით ბატონმა დ---ომ იკისრა ვალდებულება, რომ მ------ს უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართით (პ. 2.2), რაც ისე უნდა განიმარტოს, რომ მ-----------–-ძეს აქვს ამ ბინაში ცხოვრების (ფლობისა და სარგებლობის) უფლება, მაგრამ არა საკუთრების უფლება. ამ აზრს კიდევ უფრო აძლიერებს ხელშეკრულების 2.5 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც, მყიდველზე (ანუ დ----------–-ძეზე) საკუთრების უფლების გადასვლის შემდეგ, მყიდველი ვალდებულია უძრავი ქონება გამოიყენოს ისე, რომ ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული პირები უზრუნველყოფილი იქნან სათანადო საცხოვრებელი პირობებით. საოჯახო სამართლის ნორმები ადგენენ მხოლოდ მეუღლეთა თანასაკუთრების ცნებას და მექანიზმს. ამასთან არ არის გამორიცხული, რომ ოჯახის სხვა წევრები, მაგალითად, მამა და შვილები, იყვნენ რამე ქონების თანამესაკუთრეები (ამ შემთხვევაში გამოიყენება არა საოჯახო სამართალი, არამედ ნორმები საერთო საკუთრების შესახებ (სსკ-ის 173-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში ასეთი გარემოება სადავო ქონებასთან მიმართებით არ გამოკვეთილა. ამიტომ, სარჩელი მ------ის და ნ-----–----ის ნაწილში არის უსაფუძვლო, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე;

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. სსსკ-ის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ. იმავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარს;

7.2. იმავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა – უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით;

7.3. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;

7.4. იმავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. იმავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით;

7.5. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: იძულებით გადაადგილებული პირები − დევნილები და თავშესაფრის მაძიებლები − შესაბამისად, იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის სტატუსის მინიჭებასთან და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებულ საჩივრებზე;

7.6. მოცემულ შემთხვევაში სარჩელთან ერთად წარმოდგენილი იყო შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე (მოთხოვნილი იყო ყადაღის დადება უძრავ ნივთზე). აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2018 წლის 24 აგვისტოს განჩინებით თქვა უარი. ამ განჩინებაზე მოსარჩელეთა მხრიდან წარმოდგენილი იყო საჩივარი, რომელიც 2018 წლის 03 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (ყადაღა დაედო მოპასუხე ა-–--–------–-ძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს ½ ნაწილში. თავის მხრივ, ამ განჩინებაზე, მისი გაუქმების მოთხოვნით, მოპასუხეებმა შემოიტანეს საჩივარი, რაც 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (ყადაღა დაედო მოპასუხე ა-–--–------–-ძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს ¼ ნაწილში;

7.7. სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით გვაქვს შემდეგი მოცემულობა: სარჩელის წარმოდგენისას მოსარჩელეს არა აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რადგან საქმეში არსებული 2018 წლის 21 აგვისტოს ამონაწერით (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან) დასტურდება, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს, რომლის სარეიტინგო ქულაც უდრი---------- აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ხოლო იმავე დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არის 57001 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი). ამდენად, მოქმედი კანონმდებლობით მოსარჩელეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

7.8. იმ შემთხვევაში, მოსარჩელეები რომ არ ყოფილიყვნენ გათავისუფლებულნი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მათ მოუწევდ--- შემდეგი პროპორციით სახელმწიფო ბაჟის გადახა: სარჩელზე - დავის სარჩელის ფასიდან - 12000 ლარიდან გამომდინარე - 270 ლარის (12000 X 3 / 100=360, 360 /4 X 3), ვინაიდან სარჩელით მოთხოვნილი იყო სამივე მოსარჩელის ცნობა თანამესაკუთრედ, თითოეულის სადავო ბინის ¼ ნაწილში) და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებასა და საჩივარზე - ფიქსირებულ 50-50 ლარის, ანუ ჯამში 370 ლარის;

7.9. რაც შეეხება მოპასუხეებს, მათ 2018 წლის 03 სექტემბერს განჩინებაზე შემოტანილი ჰქონდ--- საჩივარი 2018 წლის 24 სექტემბერს, რაზეც იმავე წლის 28 სექტემბერს სს „ლიბერთი ბანკის“ მეშვეობით (გადახდის ქვითარი (#180-9220), გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე შემოტანილი აქვთ საჩივარი 2018 წლის 18 ოქტომბერს, რაზეც იმავე დღეს სს „ლიბერთი ბანკის“ მეშვეობით (გადახდის ქვითარი #18332478) გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ანუ ჯამში მოპასუხეებს გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით;

7.10. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი კმაყოფილდება მხოლოდ ნაწილობრივ, - ნ-------–-–--ლის ნაწილში, ანუ იგი უნდა იქნეს ცნობილი უძრავი ქონების ¼ ნაწილის მესაკუთრედ. მოპასუხეები, მართალია, არიან დევნილები, მაგრამ ამ კატეგორიის საქმეებზე ისინი არ არიან გათავისუფლებულნი სასამართლო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტში (მათ შორის სახელმწიფო ბაჟის) გადახდისაგან. ამიტომ, სარჩელზე მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 100 ლარის გადახდა (1200 ლარის 3%-ის მე-4 ნაწილი, რაც უდრის 90 ლარს, მაგრამ ვინაიდან სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის არაგანსჯად საქმეებზე არ შეიძლება იყოს 100 ლარზე ნაკლები, მოპასუხეებმა უნდა გადაიხადონ სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობა, ანუ 100 ლარი);

7.11. სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში კი, როგორც აღინიშნა, მოსარჩელეებს (რომ არ ყოფილიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი) უნდა გადაეხად--- 100 ლარი (50 ლარი - თავდაპირველ განცხადებაზე/შუამდგომლობაზე და 50 ლარიც - საჩივარზე). ვინაიდან საბოლოოდ მოსარჩელეთა შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხეთა საჩივრის საფუძველზე), ყადაღა სადავო ბინას დაედო მხოლოდ ¼ ნაწილში, სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ქალბატონ ა-–--–ას სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დაეკისროს 100 ლარის ¼-ის გადახდა (25 ლარი) სახელმწიფო ბაჟის სახით (დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად);

7.12. თავის მხრივ, მოსარჩელესაც უნდა დაეკისროს მოპასუხე ა-–--–------–-ძის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2018 წლის 24 სექტემბრის საჩივართან გადახდილ სახელმწიფო ბაჟზე, კერძოდ, საქმე ისაა, რომ სწორედ ამ საჩივრის საფუძველზე იქნა მიღებული 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინება (საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და უძრავ ნივთს ½ ნაწილის ნაცვლად, ყადაღა დაედო ¼ ნაწილს, ანუ საჩივარი ტექნიკურ-სამართლებრივად დაკმაყოფილდა სანახევროდ (¼ არის ½-ის ნახევარი). ამიტომ, მოსარჩელე ქალბატონ ნ----ს უნდა დაეკისროს 25 ლარის (50 ლარის ნახევარი) გადახდა;

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. სსსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან;

8.2. მოცემულ საქმეზე 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, ყადაღა დაედო მოპასუხე ა-–--–------–-ძის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ნივთს (მდებარე: გურჯაანის რაიონი, ს------–---------–--ე, ს/კ 51.14.6-.0--.01.0--) ¼ ნაწილში. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას ითვალისწინებს მხოლოდ ოთხ შემთხვევაში. ესენია: სარჩელის მიღებაზე უარის თქმა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, სარჩელის განუხილველად დატოვება ან საქმის წარმოების შეწყვეტა. განსახილველ შემთხვევაში საქმე არ გვაქვს არც ერთ ამ საფუძველთან (მართალია, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ნაწილობრივი ეთქვა უარი, მაგრამ იმისათვის, რომ გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებ, საქმე უნდა გვქონდეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმაზე. ნაწილობრივ დაკმაყოფილებული სარჩელის შემთხვევაშიც არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების წინაპირობები, - გადაწყვეტილების აღსრულების კანონიერი და მოსარჩელისათვის ღირებული ობიექტური ინტერესი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 251-ე, 2591, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნ-------–-–--ლის, მ------ და ნ-----–---------–აძეების სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ბათილად იქნეს ცნობილი დ----------–-ძეს და ა-–--–------–-ძის შორის 2017 წლის 2-------ის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: გურჯაანი, ს------–---------–--ე, სართული 3, ბინ---- (ს/კ 51.14.6-.0--.01.0--) ¼ (ერთი მეოთხედი) ნაწილში;

3. ნ-------–-–--ლი ცნობილ იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: გურჯაანი, ს------–---------–--ე, სართული 3, ბინ---- (ს/კ 51.14.6-.0--.01.0--) ¼ (ერთი მეოთხედი) წილის მესაკუთრედ;

4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

5. მოპასუხე დ----------–-ძეს და ა-–--–------–-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა (დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში);

6. ა-–--–------–-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 40 (ორმოცი) ლარის გადახდა (სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში);

7. ნ-------–-–--ლს მოპასუხე ა-–--–------–-ძის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 24 სექტემბრის საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მდებარე: გურჯაანის, სანაპიროს ქ. №24) მეშვეობით;

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე: /დევი დევიძე/