გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2019
საქმის ნომერი
050210019002877972
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N050210019002877972

N2/161-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24.04.2019 წ. ქ. ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინა კიკნაძე

სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე

მოსარჩელე -მე-–-----------ძე,წარმომადგენელი -კა-------–-–--ლი,მოპასუხე- ა(ა)იპ ლა---------------–----–-------------–------------–-------–--------------------

წარმომადგენელი-ან--------–-ძე, კო---------------–-–--ლი

დავის საგანი:სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდურის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.გაუქმდეს ა(ა)იპ ლა---------------–----–-------------–------------–-------–--------------------ს დირექტორის 31.01.2019 წლის N27 ბრძანება მე-–-----------ძის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ და მე-–-----------ძე აღდგენილ იქნას ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ანსამბლ ,------------- მთვარი ქორეოგრაფის თანამდებობაზე.

1.2. დაეკისროს ა(ა)იპ ლა---------------–----–-------------–------------–-------–--------------------ს მე-–-----------ძის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი ხელფასის ანაზღაურება 01.02.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე ან/და მისი სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად ხელზე მისაღები-320 ლარი.

 

1.3. დაეკისროს ა(ა)იპ ლა---------------–----–-------------–------------–-------–--------------------ს მე-–-----------ძის სასარგებლოდ ხუთი თვის (01.03.2016 წლიდან 01.08.2016 წლამდე) მიუღებელი ხელფასი ხელზე მისაღები 1600 ლარი.

 

1.4. დაეკისროს ა(ა)იპ ლა---------------–----–-------------–------------–-------–--------------------ს მე-–-----------ძის სასარგებლოდ ხელფასის გაუცემლობის/დაყოვნების ყოველი დღისთვის გადაუხდელი 0.07% სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე (სარჩელის შეტანის დღისთვის გადასახდელი თანხა შეადგენს-1013.6 ლარს) შემდეგი გაანგარიშების მიხედვით:

 

-2016 წლის მარტის დავალიანება-ხელფასის ნაწილი ხელზე მისაღები-320 ლარი. ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის -0.224 ლარი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (ხელფასი გადახდილი უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 01.04.2016 წლისა, შესაბამისად, სარჩელის შეტანისათვის ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა შეადგენს 1045 დღეს, ვადაგადაცილებისათვის გადასახდელია-234.08 ლარი).

 

-2016 წლის აპრილის ხელფასი ხელზე ასაღები-320 ლარი. ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის -0.224 ლარი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (ხელფასი გადახდილი უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 01.05.2016 წლისა, შესაბამისად, სარჩელის შეტანისათვის ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა შეადგენს 1015 დღეს, ვადაგადაცილებისათვის გადასახდელია-237.36 ლარი).

 

--2016 წლის მაისის ხელფასი ხელზე ასაღები-320 ლარი. ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის -0.224 ლარი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (ხელფასი გადახდილი უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 01.06.2016 წლისა, შესაბამისად, სარჩელის შეტანისათვის ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა შეადგენს 985 დღეს, ვადაგადაცილებისათვის გადასახდელია-220.64 ლარი).

 

--2016 წლის ივნისის ხელფასი ხელზე ასაღები-320 ლარი. ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის -0.224 ლარი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (ხელფასი გადახდილი უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 01.07.2016 წლისა, შესაბამისად, სარჩელის შეტანისათვის ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა შეადგენს 755 დღეს, ვადაგადაცილებისათვის გადასახდელია-169.12 ლარი).

 

--2016 წლის ივლისის ხელფასი ხელზე ასაღები-320 ლარი. ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის -0.224 ლარი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (ხელფასი გადახდილი უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 01.08.2016 წლისა, შესაბამისად, სარჩელის შეტანისათვის ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა შეადგენს 725 დღეს, ვადაგადაცილებისათვის გადასახდელია-162.4 ლარი).

 

1.5. დაეკისროს ა(ა)იპ ლა---------------–----–-------------–------------–-------–--------------------ს მე-–-----------ძის სასარგებლოდ სამი წლის შვებულების თანხა-960 ლარი.

 

1.6. სასაართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნას მიქცეული აღსასრულებლად სამი თვის ხელფასის-960 ლარის ანაზღაურების ნაწილში.

 

მოსარჩელე მე-–-----------ძის წარმიმადგენლის-კა-------–-–--ლის განმარტებით მისი მარწმუნებელი 2016 წლის 1 მარტიდან მუშაობდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ააიპ ლა---------------–----–-------------–------------–-------–--------------------ში ქორეოგრაფად, კერძოდ, ანსამბლ მხედრების ხელმძღვანელად. მიმდინარე წლის 5 თებერვალს მის მარწმუნებელს ეცნობა, რომ განთავისუფლებული იყო სამსახურიდან. განთავისუფლების საფუძველი გახდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა. აღნიშნულის შემდგომ მისმა მარწმუნებელმა ადმინისტრაციისაგან მოითხოვა სამუშაოდან განთავისუფლების დასაბუთება, საიდანაც გაირკვა, რომ მე-–-----------ძე განთავისუფლებული იყო სამსახურიდან შრომის კოდექის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

კა-------–-–--ლის განმარტებით მე-–-----------ძეს 2016 წლის მარტიდან აგვისტომდე ხელფასი არ აუღია. ააიპ-ის ხელმძღვანელობის განმარტებით იმ თვეების ხელფასი მის მარწმუნებელს მიეცემოდა მას შემდეგ, რაც სახელფასო ფონდს გაზრდიდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. პირველი კონცერტი მე-–-----------ძის მუშაობის შედეგად შედგა 2016 წლის 6 მაისს, რა დროსაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებული იყო, რომ ანსამბლ მხედრების ქორეოგრაფი იყო მე-–-----------ძე. კა-------–-–--ლის განმარტებით მისი მარწმუნებელი აღნიშნულ ორგანიზაციაში მუშაობს 35 თვე და შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 1.3 ნაწილის შესაბამისად უნდა ჩაითვალოს რომ იგი უვადო შრომით ურთიერთობაში იყო მოპასუხესთან და განთავისუფლების თაობაზე უნდა მომხდარიყო მისი გაფრთხილება.

 

კა-------–-–--ლის განმარტებით ა(ა)იპ ლა---------------–----–-------------–------------–-------–--------------------ს დირექტორად დავით წერეთლის დანიშვნის შემდგომ გართულდა მე-–-----------ძის სამუშაო პირობები, რადგან იყო ოზურგეთელი. დირექტორმა მის მარწმუნებელს შესთავაზა დაეწერა განცხადება და წასულიყო სამსახურიდან, ასევე თანამშრომლებზე ხელფასის მომატების დროს არ იყო გათვალისწინებული მისთვის ხელფასის გაზრდა. აღნიშნულს კა-------–-–--ლი მიიჩნევს დისკრიმინაციად და ითხოვს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

კა-------–-–--ლს ეთანხმება მე-–-----------ძე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე- ააიპ ლა---------------–----–-------------–------------–-------–--------------------ს წარმომადგენლის კო---------------–-–--ლის განმარტებით მე-–-----------ძე მითითებულ ა(ა)იპ-ში მუშაობდა 2016 წლის 1 აგვისტოდან. აღნიშნულ დრომდე სადაო თანამდებობას იკავებდა ქორეოგრაფი ელგუჯა მამალაძე. მოსარჩელის დანიშვნიდან მის განთავისუფლებამდე არ იყო გასული 30 თვეზე მეტი და მე-–-----------ძე არ უნდა ჩაითვალოს უვადო შრომით ურთიერთობაში მყოფ პირად. ააიპ ლა---------------–----–-------------–------------–-------–--------------------ს დირექტორს-დავით წერეთელს არასდროს მოუთხოვია მე-–-----------ძისათვის განცხადების დაწერა საუშაოდან გათავისუფლებაზე და შესაბამისად, არანაირ დისკრიმინაციას არ ქონდა ადგილი მოსარჩელის მიმართ. თუ აღნიშნულ ორგანიზაციაში მე-–-----------ძე მუშაობდა ქორეოგრაფად, 2016 წლის 1 აგვისტოს დაწერილ განცხადებაში უნდა მიეთითებინა მთავარ ქორეოგრაფად გადაყვანა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

 

კო---------------–-–--ლის განმარტებით 2019 წლის 1 იანვარს გაფორმებული ერთთვიანი ხელშეკრულება დადებული მე-–-----------ძესთნ წარმოადგენდა ვადიან ხელშეკრულებას და მოსარჩელის განთავისუფლება მოხდა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო და არა სხვა საფუძვლიდან (დისკრიმინაცია) გამომდინარე. მიიჩნევს რომ მოსარჩელის მოთხოვნა-სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის მოთხოვნის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს სამი წლის შვებულების თანხის მოთხოვნასაც იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს შრომის კოდექსის თანახმად ანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2017 წლის 1 ივლისიდან, თუმცა მას შვებულების გამოყენების მოთხოვნით მოპასუხისათვის არ მიუმართავს 2018 წლამდე. 2018 წლის საშვებულებო ანაზღაურება მიღებული აქვს 2018 წლის 24 ივლისს. თვლის, რომ მოსარჩელის ყველა მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

კო---------------–-–--ლს ეთანხმება ან--------–-ძე.

 

მოწმე გია იმნაიშვილის განმარტებით, რომელსაც უკავია მენეჯერის პოზიცია, მისი რეკომენდაციით მოხდა მე-–-----------ძის დასაქმება 2016 წლის თებერვლიდან ქორეოგრაფად ა(ა)იპ ლა---------------–----–-------------–------------–-------–--------------------ში. ხელფასს ვერ აძლევდნენ სხვადასხვა გარემოებათა გამო. პირველი პრემიერა მე-–-----------ძის ხელმძღვანელობით ანსამბლ მხედრების მოხდა 2016 წლის მაისის თვეში. მთავარი ქორეოგრაფის- ელგუჯა მამალაძის სამუშაოდან წასვლის შემდგომ მე-–-----------ძე დაინიშნა მთავარ ქორეოგრაფად. ააიპ ლა---------------–----–-------------–------------–-------–--------------------ს დირექტორს-დავით წერეთელს სურდა ადგილობრივი კადრის დასაქმება მითითებულ თანამდებობაზე და აღნიშნულის გამო გაანთავისუფლა მე-–-----------ძე დაკავებული თანამდებობიდან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ყდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.საქმეშია ლანხუთის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე 2016 წლის 10 მაისს განთავსებული ინფორმაცია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ინფორმაცია (იხ. ს.ფ. 22-24).

 

3.2.2.საქმეშია შრომითი ხელშეკრულებები დადებული მე-–-----------ძესთან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შრომითი ხელშეკრულებები (იხ. ს.ფ. 28-61).

 

3.2.3 საქმეშია ა(ა)იპ ლა---------------–----–-------------–------------–-------–--------------------ს დირექტორის 2019 წლის 31 იანვრის N27 ბრძანება ანსამბლ მხედრების მთავარ ქორეოგაფ მე-–-----------ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე 2019 წლის 1 თებერვლიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ბრძანება N27 (იხ. ს.ფ. 62).

 

3.2.4 საქმეშია მე-–-----------ძის 2016 წლის 1 აგვისტოს განცხადება ა(ა)იპ ლა---------------–----–-------------–------------–-------–--------------------ს დირექტორისადმი ანსამბლ მხედრების მთავარ ქორეოგრაფად დანიშვნასთან დაკავშირებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

განცხადება (იხ. ს.ფ. 88).

 

3.2.5. საქმეშია ა(ა)იპ ლა---------------–----–-------------–------------–-------–--------------------ს დირექტორის 2016 წლის 1 აგვისტოს ბრძანება N222 ანსამბლ მხედრების მთავარ ქორეოგრაფ ელგუჯა მამალაძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ბრძანება N222 (იხ. ს.ფ. 91).

 

3.2.6. საქმეშია ა(ა)იპ ლა---------------–----–-------------–------------–-------–--------------------ს ანსამბლ მხედრების მთავარი ქორეოგრაფის-მე-–-----------ძის 2018 წლის 25 ივნისის განცხადება კუთვნილი შვებულების მიცემის თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

განცხადება (იხ. ს.ფ. 98).

 

3.2.7. საქმეშია ა(ა)იპ ლა---------------–----–-------------–------------–-------–--------------------ს დირექტორის 2018 წლის 3 ივლისის ბრძანება N444 ანსამბლ მხედრების მთავარი ქორეოგრაფ მე-–-----------ძისათვის ანაზღაურებადი კუთვნილი შვებულების მიცემის თაობაზე და საგადასახადო მოთხოვნა N06313.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ბრძანება N444 (იხ. ს.ფ. 99-100)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალურ“ წესზე. სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N158-ე კონვენციას „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ (მსჯელობას აღნიშნული საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტის ადგილზე ეროვნული სასამართლოს მიერ გამოსაყენებელ სამართლის წყაროებს შორის და ასევე მისი სხვადასხვა რეგულაციების თაობას ქვემოთ შემოგთავაზებთ). აღნიშნული კონვენცია შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვანს დანაწესს, რომლის თანახმადაც, კონვენციის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. მით უმეტეს, შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარებს, რომლებიც მთლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთურთის მიმართ. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს; მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომითი ურთიერთობის, ასე ვთქვათ - „თამაშის წესების“ ცვლილებაზე (ან მითუმეტეს საერთოდ ამ „თამაშის“ შეწყვეტასა და დასრულებაზე), სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს მის ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტებით. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე№ ას-194-185-2016) შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადაა განმარტებული მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის (საქმე №ას-1276-1216-2014), 2015 წლის 23 მარტის ( საქმე №ას-122-114-2015) განჩინებებში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან, დასტურდება მე-–-----------ძის სამუშაოდან განთავისუფლების ბრძანების წინააღმდეგობა სხვადასხვა საკანონმდებლო რეგულაციებთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ მე-–-----------ძის სასარჩელო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები (საერთაშორისო და ეროვნული სამართლის წყაროები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლი; სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლები; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-4 და მე-8 მუხლები, ასევე მე-14 მუხლი; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - - CASE OF SILIADIN V. FRANCE; CASE OF I.B. v. GREECE; CASE OF OBST v. GERMANY; CASE OF SCHUTH v. GERMANY; CASE OF BAKA v. HUNGARY; CASE OF IVANOVA v. BULGARIA; CASE OF COPLAND v. THE UK; CASE OF BARBULESCU v. ROMANIA; VASE OF SIDABRAS AND DZIAUTAS v. LITHUANIA; CASE OF A. VOLKOV v. UKRAINE; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, მე-6, მე-10, 32-ე, 37-ე, 38-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 54-ე, 115-ე, 327-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (RUIZ TORIJA v. SPAIN). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

მეორე მსოფლიო ომში, ადამიანის უფლებათა მასობრივმა და ძალიან უხეშმა დარღვევებმა დაარწმუნა საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ საჭირო იყო ადამიანის უფლებათა (მათ შორის გამოხატვის თავისუფლების) დაცვისათვის აუცილებელი ქმედითი რეგულაციებისა და მექანიზმების შექმნა. ადამიანის უფლებათა დაცვა ჩამოყალიბდა საერთაშორისო სამართლის ცალკე დარგად, ხოლო ადამიანი, თავად გახდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტი (ჩამოყალიბდა ე.წ. „სპეციფიკური სუბიექტუნარიანობის“ ცნება, ვინაიდან საერთაშორისო სამართლის სრულყოფილი სუბიექტი არის მხოლოდ ისეთი სუბიექტი, რომელიც ამ საერთაშორისო სამართლის ნორმებს ქმნის - სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები). უპირველესი ნაბიჯი ამ კუთხით 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალური ანსამბლეას მიერ მიღებული „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ გახლდათ. გარდა აღნიშნულისა, სამართლებრივი სახელმწიფოს თანამედროვე განვითარების ეტაპი მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია იმ ფუძემდებლური, საერთაშორისო ხასიათის მქონე რეგულაციების შექმნით, როგორებიცაა საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია, ადამიანის და ხალხის უფლებათა აფრიკული ქარტია, ევროპის კავშირის ქარტია ძირითადი უფლებების შესახებ და სხვა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.

 

სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც უცილობლად წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.

 

საერთაშორისო სამართლის ე.წ. რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში - LOIZIDOU vs. TURKEY აღნიშნული კონვენცია დაახასიათა „ევროპული საჯარო წესრიგის კონსტიტუციურ დოკუმენტად“.

 

აღნიშნული დოკუმენტის მე-4 მუხლი შეიცავს რეგულაციას, რომელიც კრძალავს იძულებით შრომას. კონვენციის ამ რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების) ავთენტურ და ავტორიტეტულ განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის ნორმათა შეფასებები იძლევა ამ ზოგადი შინაარსის და ხშირ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებული (გარკვეულწილად არათვითშესრულებადი) სამართლებრივი დეფინიციების სწორად აღქმის, გააზრებისა და შემდგომ შეფარდების შესაძლებლობას. ვინაიდან, კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმულირებული, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გაანალიზების გარეშე რთულია კონვენციის დებულებათა სწორად განმარტება და გამოყენება. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი ეროვნული სასამართლოს მიერ, როგორც მინიმუმ აღქმულ უნდა იქნეს სამართლის შემეცნების წყაროდ (თუ უშუალოდ სამართლის წყაროდ არა). აღნიშნულის ვალდებულება (პრეცედენტული სამართლის გამოყენების ვალდებულება) გამომდინარეობს როგორც უშუალოდ კონვენციიდან, ასევე ეროვნული (ქართული) კანონმდებლობის რიგი სამართლებრივი აქტებიდან (მაგ: "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონი, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი).

 

უპირველესად აღსანიშნავია, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოს (მათ შორის საქართველო) გარდა ნეგატიური ვალდებულებისა - თვითონ არ ჩაერიოს და უკანონოდ შეზღუდოს ადამიანი მის კონვენციით გარანტირებულ უფლებებში, ასევე აკისრია პოზიტიური ვალდებულება, რომ მესამე პირთა ჩარევისაგან დაიცვას ეს უფლებები. მრავალ ევროპულ საქმეში (მათ შორის: PALOMO SANCHEZ AND OTHERS v. SPAIN, MARCKX v. BELGIUM და სხვა), სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით, ხელმომწერმა მხარეებმა „უნდა უზრუნველყონ მათი იურისდიქციის ფარგლებში ის უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც განსაზღვრულია კონვენციაში“; მაგალითად საქმეში PALOMO SANCHEZ AND OTHERS v. SPAIN, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ესპანეთის ეროვნული სასამართლოს უარი აღადგინოს დათხოვნილი პირი დაკავებულ თანამდებობაზე, სწორედ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა შეიძლება რომ გახდეს (თუმცა, ამ კონკრეტულ საქმეში ასეთი დარღვევა არ დადგინდა).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით (CASE OF SILIADIN V. FRANCE), კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივი მოცემულობა, რომელშიც გარანტირებული იქნება ეფექტური დაცვა დასაქმებულისათვის გაწეული სამუშაოს შესაბამისი შრომის ანაზღაურებისა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, შრომის უფლებას აქცევს კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) მოქმედების სფეროში. საქმეში - I.B. v. GREECE, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: „სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ „პირადი ცხოვრების“ ცნება ფართო კონცეფციაა და არ ექვემდებარება ამომწურავ განმარტებას; ის მოიცავს ადამიანის ფიზიკურ და მორალურ ხელშეუხებლობას და ასევე ხშირად მოიცავს ადამიანის ფიზიკური და სოციალური იდენტობის ასპექტებს“; საქმეში A. VOLKOV v. UKRAINE (რომელიც ეხებოდა საჯარო მოსამსახურის - მოსამართლის სამსახურიდან დათხოვნას), სასამართლომ ნათლად განმარტა, რომ “პირადი ცხოვრება, გულისხმობს პირის უფლებას განავითაროს მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები სხვა ინდივიდებთან”. ასევე დაიცვა ევროპულმა სასამართლომ შრომითი უფლებანი საქმეებში - OBST v. GERMANY; SCHUTH v. GERMANY;

 

საქმეში COPLAND v.THE UK, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა და სახელმწიფოს მიერ თავისი პოზიტიური ვალდებულების (თვითონ არ ჩაერიოს პირის პირად ცხოვრებაში) შეუსრულებლობა, რადგანაც სახელმწიფომ გაუმართლებელი მიზეზით მიიღო გადაწყვეტილება პირის სამსახურიდან დათხოვნაზე.

 

ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე BARBULESCU v. ROMANIA, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფომ, ეროვნული სასამართლოების უარით სამსახურში აღდგენაზე, ვერ დაიცვა დასაქმებულის შრომითი უფლებები (და მაშასადამე დაარღვია კონვენციის მე-8 მუხლი), მაშინ როდესაც ყოფილმა დამსაქმებელმა არასწორად დაითხოვა ის სამსახურიდან.

 

საქმეში - IVANOVA v. BULGARIA, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განმცხადებელი (ქალბატონი ივანოვა), გარკვეული იურიდიული ტექნიკის გამოყენებით, სხვადასხვა შეხედულებების გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან; გარკვეული ტექნიკის გამოყენება უკავშირდებოდა იმ გარემოებას, რომ დამსაქმებელმა, შეგნებულად და სავსებით თვალთმაქცურად შეცვალა სამსახურებრივი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელსაც ფორმალურად დასაქმებული ივანოვა ვეღარ აკმაყოფილებდა; თუმცა, რეალური დათხოვნის მიზეზი სავსებით სხვა საკითხი გახლდათ. გასაგებია, რომ ამ მსჯელობას პირდაპირი კავშირი იგივეობა განსახილველ საქმესთან არ აქვს, მაგრამ ის გვაჩვენებს იმ სტანდარტს, რომლითაც სხვა უფლებათა ჭრილში, ასევე დაცულია შრომის უფლება.

 

ასევე, საქმეში BAKA v. HUNGARY, სასამართლომ არ შეიწყნარა მოსამართლის სამსახურიდან დათხოვნა, რამეთუ ფორმალური ხასიათის მქონე რეორგანიზაციით, შეიფუთა რეალური მიზეზი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ არასრული იქნება შრომით სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მისი ფარგლებში შემუშავებული სამართლის სხვადასხვა წყაროების მოხსენიების გარეშე (აქვე ხაზს გავუსვამთ, რომ პირდაპირი სამართლის წყაროდ წინამდებარე გადაწყვეტილება არ განიხილავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ისეთ აქტებს, რომლებიც არ არის კანონიერ ძალაში საქართველოს სახელმწიფოსთან მიმართებაში);

 

1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები.

 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში - შსო) ფილადელფიის დეკლარაციით (1944 წ.), განმარტებულია დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს შემთხვევაშიც, ეროვნული კანონმდებლობის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოს ეროვნულმა სასამართლომ, როდესაც ის შრომითსამართლებრივ ურთიერთობას შეაფასებს წმინდა ჰორიზონტალური - სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის ჭრილში; აღნიშნული დეკლარაციით, საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, რომ „შრომა არ წარმოადგენს საქონელს“. მართლაც, შრომა არ ჰგავს საქონელს (უძრავ ან მოძრავ ნივთს), უსულო პროდუქტს, რომელზეც შესაძლებელია მოლაპარაკება მაქსიმალური მოგების ან მინიმალური ფასის მიღების მიზნით. შრომა, თითოეული ინდივიდის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მისი როლი არსებითია პიროვნების ღირსებისა და კეთილდღეობისათვის და ინდივიდის, როგორც ადამიანის ჩამოყალიბებისათვის. სწორედ ამ ჭრილში უნდა გავიგოთ ეკონომიკური განვითარების დადებითი ასპექტები; ერთი სიტყვით, ეკონომიკური განვითარება ხდება არა საკუთრივ განვითარებისათვის, არამედ ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებისათვის.

 

თვითონ შსო-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს ის, რომ შეუძლებელია არსებობდეს გრძელვადიანი მშვიდობა სოციალური სამართლიანობის გარეშე („ჩვენ არ შეგვიძლია განვითარება სოციალური სამართლიანობის გარეშე და ასევე ადამიანური სტანდარტების მინიმალური დონის გარეშე“).

 

სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის N158 კონვენციას „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ (Termination of Employment Convention, 1982 (No. 158)). სასამართლოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსათვის მითითებული საერთაშორისო ხასიათის მქონე დოკუმენტი ძალაში არ არის (და შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი გამოყენება სამართლის პირდაპირ წყაროდ ეროვნული სასამართლოს მიერ ვერ მოხდება), საკმაოდ საყურადღებოა მისი მოთხოვნები სამოსამართლო სამართლებრივი მოსაზრებების განმარტებისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შიდა კანონმდებლობა არსებითად არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციის შესაბამის რეგულაციებს.

 

აღნიშნული დოკუმენტის რიგი რეგულაციები განაპირობებენ ე.წ. „გონივრული საფუძვლის“ არსებობის აუცილებლობას დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს. კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, დაუშვებელია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა თუ არ არსებობს ასეთი შეწყვეტის კანონიერი მიზეზი. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვანს დანაწესს, რომლის თანახმადაც, კონვენციის მე-4 მუხლში მითითებული შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. კონვენციისეული გონივრული პრინციპის ცნება, უმეტესწილად ეხება დასაქმებულის არასათანადო ქცევისა თუ არასაკმარისი კვალიფიკაციის, ასევე აუცილებელი საწარმოო საჭიროების გათვალისწინებით შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის გონივრულობის საკითხს, თუმცა სასამართლოს აზრით, არც იმ საკითხის მოწესრიგება უნდა გასცდეს ე.წ. გონივრულობის პრინციპს, რომელიც ვადიანი თუ უვადო კონტრაქტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხება.

 

საქართვლოს ძირითადი კანონი-საქართველოს კონსტიტუცია ადგენს რომ შრომა თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რათმქუნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლო ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ორგანული კანონის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს.

 

სამართლის საერთაშორისო და ეროვნულ წყაროთა ზემოაღნიშნული ჩამონათვალი და მათი შესაბამისი ნორმები, სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ შრომის უფლება ვერ იქნება სრულყოფილი „უფლება“, თუ გარანტირებული არ იქნება მუშაკის მიერ დაკავებული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა და დაცვის შესაძლებლობა.

 

6.3. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მართალია - შრომითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოადგენს ისეთ ურთიერთობას, რომელშიც დამსაქმებელი ყოველთვის წარმოადგენს ხელშეკრულების ე.წ. „ძლიერ“ მხარეს და შესაბამისად, ამ ურთიერთობათა მომწესრიგებელი როგორც საერთაშორისო ასევე ეროვნული სამართლის წყაროების (ზემოთ უკვე მიმოვიხილეთ მრავალი მათგანი) მნიშვნელოვანწილად უფრო დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული; თუმცა აღნიშნული მიდგომები აბსოლუტურად გამოუსადეგარი და მცდარი იქნება, თუ გონივრულობის ფარგლებში არ მოვთხოვთ დამსაქმებელს დასაქმებულთა უფლებების დაცვას. ჩვენი მოთხოვნები დამსაქმებლების მიმართ (რომლებიც, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები მოგებაზე ორიენტირებულნი არიან როგორც წესი და თავიანთ ფინანსურ მიზნებს ემსახურებიან) არ უნდა იყოს გადამეტებულად მკაცრი, არაგონივრული და არაადეკვატური. გასაგებია, რომ დამსაქმებელი ნამდვილად უფლებამოსილია აკონტროლოს შრომის ნაყოფიერების ხარისხი, შრომით მოვალეობათა შესრულების თანმიმდევრულობა და ასეთის არარსებობის შემთხვევაში (ან არასაკმარისი კვალიფიკაციის შემთხვევაში) დასაქმებულთა მიმართ გამოიყენოს მკაცრი სანქციები. დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთმოვალეობათა საწინააღმდეგო განმარტება, უცილობლად შექმნიდა დამსაქმებელი სუბიექტებისათვის შრომის თავისუფალ ბაზარზე ოპერირებისათვის არახელსაყრელ გარემოს და (იმის გათვალისწინებით, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) მოცულობის უდიდეს უმრავლესობას სწორედ კერძო ბიზნესი ქმნის) პირიქით - მოქალაქეთა შრომის პოტენციალის ათვისების დამაბრკოლებელ გარემოებად იქცეოდა. თუ დამსაქმებელი ვერ იქნება უფლებამოსილი, რომ წაახალისოს დაქირავებული კარგი მუშაობისათვის, ხოლო ცუდი მუშაობისათვის დასაჯოს იგი, შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი სივრცე გარკვეულწილად აღმოჩნდება არაბუნებრივ მდგომარეობაში.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში ნების თავისუფლება მოიცავს, როგორც შრომითი ურთიერთობის დაწყების, ისე მისი შეწყვეტის უფლებას, თუმცა, მხოლოდ შესაბამისი საფუძვლის არსებობისას და დადგენილი წესით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი კრძალავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას სხვა საფუძვლით, გარდა პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილი იქნა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა. ეს საფუძველი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ შეუძლებელია ლეგიტიმურად ჩაითვალოს განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა ამ საფუძვლით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის- ა(ა)იპ ლა---------------–----–-------------–------------–-------–--------------------ს დირექტორის ქმედება-მოსარჩელის მე-–-----------ძის სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე არის უკანონო შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ უფლებები და ვალდებულებები. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილენი, არიან სამოქალაქო საზოგადოების წევრები. სამოქალაქო საზოგადოება კი ურთიერთპასუხისმგებლობის მქონე პირთა ერთობაა (იხ. ლადო ჭანტურია - შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 1997 წ.). შესაბამისად, სამოქალაქო ნება, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილის მიერ უნდა განხორციელდეს კეთილსინდისიერად და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. წინამდებარე სამოქალაქო-სამართლებრივი ნება - სადავო გადაწყვეტილება შეიძლება ჩაითვალოს მართლზომიერად, რაც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს), მისი ბათილობის საფუძველს გამორიცხავს.

 

6.4. საქართველოს შრომის კოდექსის 53-ე მუხლზე დაყრდნობით ეს კანონი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა. ხოლო ამავე კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

 

როგორც დადგენილია მოპასუხემ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მიუთითა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა (იხ. პუნქტი 3.2.1).

 

საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. ამდენად, შრომითი ხელშეკრულების, როგორც სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების წარმოშობასთან, შეცვლასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული ზოგადი ხასიათის ურთიერთობანი მთლიანად წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის დეფინიციის თანახმად კი, ვადა წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას, რომელიც საჭიროებს მხარეთა შორის შეთანხმებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს. ამდენად, შესაძლებელია, სახეზე იყოს მხარეთა თანხმობით დადებული გარიგება, თუმცა იგი მიჩნეულ იქნეს ბათილად (იურიდიული ძალის არმქონედ) იმის გამო, რომ მხარეთა შეთანხმება გარკვეულ პირობაზე არის მართლსაწინააღმდეგო.

 

საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12 ნაწილის თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა:

ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო;

ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო;

გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება;

დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება;

ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.

 

საქართველოს შრომის კოდექსი 2013 წლის ცვლილებებამდე არ იცნობდა შრომის ხელშეკრულების ვადის განსაზღვრის ობიექტური საფუძვლის ცნებას, ვინაიდან არ ითვალისწინებდა ხელშეკრულების ვადის განსაზღვრისათვის საფუძვლის არსებებობის სავალდებულობას. 2013 წლის 12 ივნისის ცვლილებების ტექსტით კი კანონმდებელმა, დასაქმებულის სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე, ვადიანი შრომის ხელშეკრულებები გარკვეულ რეგულაციას დაუქვემდებარა, რაც ასევე ვადის განსაზღვრის კონკრეტული წინაპირობების ფორმულირებასაც მოიცავს.

 

ამრიგად, მოცემული ნორმის დისპოზიციის შესაბამისად, თუ შრომის ხელშეკრულება ერთ წლამდე ვადით იდება, მისი ნამდვილობის წინაპირობაა ვადის განსაზღვრის ობიექტური საფუძვლის არსებობა. ვინაიდან ვადის განსაზღვრის დასაშვებობის შემოწმება შრომის ხელშეკრულების დადების მომენტში ხდება, ობიექტური საფუძველიც ხელშეკრულების დადების მომენტში უნდა არსებობდეს. ხელშეკრულების დადებისას ობიექტურ საფუძველზე დაყრდნობით ერთ წლამდე ვადის განსაზღვრა ხელშეკრულების დადების შემდეგ აღარ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს. ასევე პირიქით, ვადიანი შრომის ხელშეკრულების გაფორმებისას დაუშვებელი ვადის განსაზღვრა, შემდგომ შეცვლილი გარემოებების გამო, არ შეიძლება დასაშვებად იქნეს ცნობილი. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართლებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ნორმის სხვაგვარი ინტერპრეტაცია საფრთხის შემცველია. ამიტომ საფუძვლის არსებობა და მისი ობიექტურობა ხელშეკრულების დადების მომენტში უნდა შეფასდეს.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა კონკრეტულ ჩამონათვალს, რაც შრომითი ხელშეკრულების 1 წელზე ნაკლები ვადით გაფორმების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება გახდეს. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთან დადოს, სულ მცირე, ერთწლიანი ხელშეკრულება ან გააფორმოს ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით. ეს ჩანაწერი განაპირობებს 1 წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულებების დადებას მხოლოდ შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რაც შრომითიურთიერთობის სტაბილურობასა და დასაქმებულთა სოციალურ დაცულობას უწყობს ხელს (იხ. საქმე Nას-1251-1191-2014).

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია და მოპასუხეც არ ხდის სადავოდ, რომ მოსარჩელესთან გაფორმებული მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებები მსგავს დასაბუთებას არ შეიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ა(ა)იპ ლა---------------–----–-------------–------------–-------–--------------------ს დირექტორის 2019 წლის 31 იანვრის N27 ბრძანება მე-–-----------ძის მიმართ წინააღმდეგობაშია შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12 ნაწილთან, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, როდესაც 1 წელზე ნაკლები ვადით შრომითი ხელშეკრულების დადება შესაძლებელია. აქვე, ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ საქმეში არ მოიპოვება შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების ერთ წელზე ნაკლები ვადით დადების გამამართლებელი ობიექტური გარემოებების არსებობის დამამტკიცებელი რაიმე მტკიცებულება.

 

ამდენად, სასამართლოს აზრით, თანხმდებოდნენ რა შრომითი ხელშეკრულების ერთი თვის ვადით დადებაზე, მხარეები ვალდებულნი იყვნენ გაეთვალისწინებინათ აღნიშნული ნორმის მოთხოვნა, შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადების დასაბუთების (კონკრეტული მიზეზის მითითების) შესახებ, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ იქნა განხორციელებული. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმება შრომითი ხელშეკრულების ვადის განსაზღვრის ნაწილში კანონსაწინააღმდეგოა და რომ სახეზე არის განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება, რის გამოც უკანონოდ უნდა იქნას მიჩნეული საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე მე-–-----------ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ბათილია ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ის პირობა, რომელიც ეწუნააღმდეგება ამ კანონს ან იმავე დასაქმებულთან დადებულ კოლექტიურ ხელშეკრულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება აუმჯობესებს დასაქმებულის მდგომარეობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მე-–-----------ძესთან 2019 წლის 1 იანვარს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ის პირობა, რომლითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადად 2019 წლის 1 თებერვლამდე პერიოდი განისაზღვრა, საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12 ნაწილის დანაწესს ეწინააღმდეგება, რაც საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-10 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ხელშეკრულების აღნიშნული პირობის (ხელშეკრულების მოქმედების ვადა) ბათილობის საფუძველია.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამდენად, სასამართლოს მიიჩნია, რომ მე-–-----------ძის მთავარი ქორეოგრაფის თანამდებობიდან გათავისუფლების უკანონოდ (ბათილად) ცნობის პირდაპირი სამართლებრივი შედეგი არის მე-–-----------ძის პირვანდელ სამუშაო ადგილზე - მთავარი ქორეოგრაფის თანამდებობაზე აღდგენა.

 

სასამართლომ შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო მე-–-----------ძის იძულებითი მოცდენა 2019 წლის 1 თებერვლიდან, დამსაქმებლის ბრალით, რის გამოც მას სრული ოდენობით უნდა მიეცეს შრომის ანაზღაურება იძულებითი მოცდენის პერიოდისათვის. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა სამი თვის ხელფასის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით, ხოლო მოსარჩელის სხვა მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ა(ა)იპ ლა---------------–----–-------------–------------–-------–--------------------ს უნდა დაეკისროს მე-–-----------ძის სასარგებლოდ სახ. ბაჟის თანხა- 100 ლარის ოდენობით

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძება არ ყოფილა გამოყენებული

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მე-–-----------ძის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1.გაუქმდეს ა(ა)იპ ლა---------------–----–-------------–------------–-------–--------------------ს დირექტორის 31.01.2019 წლის N27 ბრძანება მე-–-----------ძის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ და მე-–-----------ძე აღდგენილ იქნას ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ანსამბლ ,------------- მთვარი ქორეოგრაფის თანამდებობაზე.

 

1.2. მე-–-----------ძეს აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური 2019 წლის 1 თებერვლიდან სამსახურში მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ხელფასის -360 ლარის ოდენობით.

 

1.3. მე-–-----------ძის მოთხოვნა -სამი თვის ხელფასის-960 ლარის დაუყოვნებლივ მიცემასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნას მიქცეული მე-–-----------ძის სასარგებლოდ 3 თვის ხელფასი -960 ლარის ოდენობით.

 

1.4. მე-–-----------ძის სხვა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. ა(ა)იპ ლა---------------–----–-------------–------------–-------–--------------------ს დაეკისროს მე-–-----------ძის სასარგებლოდ სახ. ბაჟის თანხა- 100 ლარის ოდენობით.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარინა კიკნაძე