გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110210018002513352
N 2/609-2018
გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.06.2019 წელი ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი: სოფიო რობაქიძე
მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ---ი",წარმომადგენელი ჯ---- ტ--–----ე,მოპასუხეები ზ------ი ჩ---–--ე,ე-----ი ჩ---–--ე,გ--–- გ----------ე,გ---–--ა ჩ---–--ე,დ-----ი ჩ---–--ე,ნ--- ჩ---–--ე,ნ--- ჩ---–--ე,წარმომადგენელი ბ-----ო ბ------ე,დავის საგანი: თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალაზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე ნ--- ჩ---–--ე აღიარებული იქნეს 2018 წლის 24 იანვარს გარდაცვლილი გ------ი ჩ---–--ის უფლებამონაცვლედ;
1.2 გ------ი ჩ---–--ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ს---------ში ს/კ 33.08.36. 079 აღირიცხოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოპასუხე ნ--- ჩ---–--ის საკუთრებად;
1.3 მოპასუხეებს - ზ------ი ჩ---–--ეს, ე-----ი ჩ---–--ეს, გ--–- გ----------ეს და გ---–--ა ჩ---–--ეს მოსარჩელე ს.ს. ''ს----------–--- ბ---ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 35 920. 81 ლარის გადახადა;
1.4. მოპასუხეებს - ზ------ი ჩ---–--ეს, ე-----ი ჩ---–--ეს, გ--–- გ----------ეს და გ---–--ა ჩ---–--ეს მოსარჩელე ს.ს. ''ს----------–--- ბ---ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის სასამართლოში შეტანის დღიდან, 2018 წლის 25 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველდღიური პროცენტის სახით13.15 ლარის გადახდა (28 236.51 x 17%): 365= 13.15.
1.5 მოპასუხეებს - ზ------ი ჩ---–--ეს, ე-----ი ჩ---–--ეს, გ--–- გ----------ეს და გ---–--ა ჩ---–--ეს მოსარჩელე ს.ს. ''ს----------–--- ბ---ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის სასამართლოში შეტანის დღიდან, 2018 წლის 25 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად 141.18 ლარის გადახდა (28 236.51 x 0,5%)=141.18);
1.6. დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, რეალიზებულ იქნეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე თერჯოლის სოფელ ს---------ში ს/კ 3----------- და ს/კ 3-----------; იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალინების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიქცეული ზ------ი ჩ---–--ის, ე-----ი ჩ---–--ის, გ--–- გ----------ის და გ---–--ა ჩ---–--ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ.
1.7 მოპასუხეებს - ზ------ი ჩ---–--ეს, ე-----ი ჩ---–--ეს, გ--–- გ----------ეს და გ---–--ა ჩ---–--ეს მოსარჩელე ს.ს. ''ს----------–--- ბ---ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა.
1.8. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელის პოზიცია:
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ჯ---- ტ--–----ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სარჩელს და განმარტა, რომ ს.ს. ,,ს----------–--- ბ---სა'' და მოპასუხე ზ------ი ჩ---–--ეს შორის 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება #GCL000187429-3789831, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2016 წლის 30 ნოემბერს იმავე მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა სესხი 35 000 ლარი 30 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი 17%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%.
კრედიტის უზრუნველსაყოფად 2016 წლის 30 ნოემბერს ს.ს. ,,ს----------–--- ბ---სა'' და თავდებ პირებს - ე-----ი ჩ---–--ეს, გ--–- გ----------ესა და გ---–--ა ჩ---–--ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, თავდებმა პირებმა სრულად იკისრეს პასუხისმგებლობა ს.ს. ,,ს----------–--- ბ---ის'' მიმართ ზ------ი ჩ---–--ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით 2016 წლის 30 ნოემბერს ს.ს. ,,ს----------–--- ბ---სა'' და გ------ ჩ---–--ეს, ზ------ი ჩ---–--ეს, გ---–--ა ჩ---–--ეს, დ-----ი ჩ---–--ეს, ნ--- ჩ---–--ეს და ნ--- ჩ---–--ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა გ------ ჩ---–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თერჯოლის რაიონის სოფელ ს---------ში ს/კ N3----------- და ზ------ი ჩ---–--ის, გ---–--ა ჩ---–--ის, დ-----ი ჩ---–--ის, ნ--- ჩ---–--ის და ნ--- ჩ---–--ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თერჯოლის რაიონის სოფელ ს---------ში ს/კ 3-----------;
2018 წლის 25 მაისის მდგომარეობით საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზ------ი ჩ---–--ის დავალიანება შეადგენს ძირ თანხას 28 236.51 ლარს, სარგებელს 4365.79 ლარს, პირგასამატეხლოს 3318.51 ლარს- ჯამში 35 920.81 ლარს.
გ------ ჩ---–--ე გარდაიცვალა 2018 წლის 24 იანვარს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით მისი ერთადერთი პირველი რიგის მემკვიდრე არის მისი დედა ნ--- ჩ---–--ე, რომელიც ცნობილ ინდა იქნეს მის უფლებამონაცვლედ.
მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით სს ,,ს----------–--- ბ---მა“ განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით და მოპასუხეებს ზ------ი ჩ---–--ეს, ე-----ი ჩ---–--ეს, გ--–- გ----------ეს და გ---–--ა ჩ---–--ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად პროცენტი 13.15 ლარი და პირგასამტეხლო 141.18 ლარი.
სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებელი მოპასუხეების გ---–--ა ჩ---–--ის, დ-----ი ჩ---–--ის ნ--- ჩ---–--ის მიმართ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ზ------ი ჩ---–--ემ, ე-----ი ჩ---–--ემ, გ---–--ა ჩ---–--ემ, დ-----ი ჩ---–--ემ, ნ--- ჩ---–--ემ და ნ--- ჩ---–--ემ და გ--–- გ----------ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და მიუთითეს, რომ ნამდვილად იმყოფებიან სს ,,ს----------–--- ბ---თან'' სასესხო ურთიერთობებში და გარკვეულ ობიექტურ გარემოებათა გამო ხელი შეეშალათ სესხის დაფარვაში. სარჩელს ცნობენ ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლო მიაჩნიათ შეუსაბამოდ მაღალი.
სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა ზ------ი ჩ---–--ის გ--–- გ----------ის და ნ--- ჩ---–--ის წარმომადგენელმა ბ-----ო ბ------ემ სარჩელი ცნო დავალიანების ძირი თანხის და სარგებლის ანაზღაურების ნაწილში. პირგასამტეხლო მიაჩნია შეუსაბამოდ მაღალი და თანახმაა აუნაზღაუროს მოსარჩელეს პირგასამტეხლო ძირი თანხის 0,1%. ხოლო სასარჩელო მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავალის და პირგასამტეხლოს ანაზღაურების ნაწილში არ ცნო, ასევე წინააღმდეგია აუქციონზე მიექცეს იპოთეკით დატვირთული ქონება.
2.2. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ე-----ი ჩ---–--ემ სარჩელი საერთოდ არ ცნო და განმარტა, რომ იგი მართალია წარმოადგენს თავდებ პირს, მაგრამ სესხი უნდა გაისტუმროს ძირითადმა მსესხებელმა ზ------ი ჩ---–--ემ და არა მან.
სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხე გ---–--ა ჩ---–--ე, დ-----ი ჩ---–--ე, ნ--- ჩ---–--ე რომელთაც სასამართლო სხდომის დრო ეცნობათ ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ს.ს. ,,ს----------–--- ბ---სა'' და მოპასუხე ზ------ი ჩ---–--ეს შორის 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება #GCL000187429-3789831, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2016 წლის 30 ნოემბერს იმავე მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა სესხი 35 000 ლარი 30 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი 17%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 30 ნოემბრის საკრედიტო ხაზის შესახებ #GCL000187429-3789831 ხელშეკრულება;
-2016 წლის 30 ნოემბრის #GCLCA000187473-3989358 საკრედიტო ხელშეკრულება;
- მხარეთა განმარტება.
3.1.2. კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით 2016 წლის 30 ნოემბერს ს.ს. ,,ს----------–--- ბ---სა'' და გ------ი ჩ---–--ეს, გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა გ------ ჩ---–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თერჯოლის რაიონის სოფელ ს---------ში ს/კ N3-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 30 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა განმარტება.
3.1.3. კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით 2016 წლის 30 ნოემბერს ს.ს. ,,ს----------–--- ბ---სა'' და ზ------ი ჩ---–--ეს, გ---–--ა ჩ---–--ეს, დ-----ი ჩ---–--ეს, ნ--- ჩ---–--ეს და ნ--- ჩ---–--ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა ზ------ი ჩ---–--ის, გ---–--ა ჩ---–--ის, დ-----ი ჩ---–--ის, ნ--- ჩ---–--ის და ნ--- ჩ---–--ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თერჯოლის რაიონის სოფელ ს---------ში ს/კ 3-----------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 30 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა განმარტება.
3.1.4 კრედიტის უზრუნველსაყოფად 2016 წლის 30 ნოემბერს ს.ს. ,,ს----------–--- ბ---სა'' და თავდებ პირებს - ე-----ი ჩ---–--ეს, გ--–- გ----------ესა და გ---–--ა ჩ---–--ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, თავდებმა პირებმა სრულად იკისრეს პასუხისმგებლობა ს.ს. ,,ს----------–--- ბ---ის'' მიმართ ზ------ი ჩ---–--ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებები;
- მხარეთა განმარტება.
3.1.5. გ------ ჩ---–--ე გარდაიცვალა 2018 წლის 24 იანვარს და მისი პირველი რიგის მემკვიდრე არის მისი დედა ნ--- ჩ---–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- გარდაცვალების მოწმობა;
- მხარეთა განმარტება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მსესხებლის ზ------ ჩ---–--ის მიერ დაირღვა სესხის ხელშეკრულება, არ გადაიხადა გრაფიკის შესაბამისად დავალიანება და 2018 წლის 25 მაისის მდგომარეობით საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს: საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხას ძირ თანხას 28 236.51 ლარს, სარგებელს 4365.79 ლარს, პირგასამატეხლოს 3318.51 ლარს- ჯამში 35 920.81 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ, 2018 წლის 25 მაისის მდგომარეობთ;
- მოსარჩელის განმარტება.
3.2.2. მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილია შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და მისი დარიცხვა უნდა მოხდეს სასამართლოში დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხეთა განმარტება;
2016 წლის 30 ნოემბრის საკრედიტო ხაზის შესახებ #GCL000187429-3789831 ხელშეკრულება;
-2016 წლის 30 ნოემბრის #GCLCA000187473-3989358 საკრედიტო ხელშეკრულება;
3.2.3. სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ სარგებლის დარიცხვა უნდა შეწყდეს, ხოლო ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკით დადგენილია პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,01%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხეთა განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ ს.ს. ,,ს----------–--- ბ---ის’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 92-ე, 286-ე, 301-ე, 348-ე, 361-ე, 403-ე, 411-ე, 420-ე, 463-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე, 1306-ე, 1336-ე, 1484-ე მუხლები.
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 53-ე, 131-ე, 230-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსამზადებელ და სასამართლო სხდომაზე მოპასუხე სოლიდარული თავდები პირები გ---–--ა ჩ---–--ე და დ-----ი ჩ---–--ე არ გამოცხადდნენ. ასევე არ გამოცხადდა მოპასუხე ნ--- ჩ---–--ე, რომლის უფლებამონაცვლედ ცნობასაც მოითხოვს მოსარჩელე. მოსარჩელე მხარემ იშუამდგომლა გამოუცხადებელი მოპასუხეების მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება. სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მოპასუხეებმა გ---–--ა ჩ---–--ემ, დ----- ჩ---–--ემ და ნ--- ჩ---–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს. სასამართლო სხდომის დრო და ადგილი ეცნობათ ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებიათ, გამოუცხადებელი მოპასუხეები არიან მოპასუხე ზ------ი ჩ---–--ის ოჯახის წევრები. მისი წარმომადგენლის განმარტებით თვით ზ------ი ჩ---–--ე, მისი მეუღლე გ---–--ა ჩ---–--ე და შვილი დ----- ჩ---–--ე იმყოფებიან საზღვარგარეთ, ხოლო დედა ნ--- ჩ---–--ე არის ასაკოვანი და ამიტომ ვერ გამოცხადდნენ სხდომაზე. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება კი სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა არასაპატიოა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
6.2. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. იმისათვის, რომ სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია, რომ ეს ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს მოსარჩელის მოთხოვნას, რაც იმას ნიშნავს, რომ მატერიალური კანონი კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას უნდა უკავშირებდეს იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც მიზნად აქვს დასახული მოსარჩელეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების გამომრიცხავი გარემოებები. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, მართალია იურიდიულად გამართლებულია, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია მოსარჩელის შუამდგომლობა გ---–--ა ჩ---–--ის, დ----- ჩ---–--ის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
6.3. სასამართლოს როგორც მოსამზადებელ ასევე მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე ზ------ ჩ---–--ის, ნ--- ჩ---–--ის და გ--–- გ----------ის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ თანახმაა გადაიხადონ საკრედიტო ხელშეკრულების დავალიანების ძირი თანხა, დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო 0,1% ოდენობით, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე თანახმაა გადაიხადოს პირგასამტეხლო გადაუხდელი ძირი თანხის 0,01%, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით პროცენტის და პირგასამტეხლოს 0,5%-ის გადახდაზე უარი განაცხადა.
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო თავის გადაწყვეტილებით აკმაყოფილებს სარჩელს.
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოებების არსებობის ან არასებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლოს შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
დადგენილია, რომ მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით დაადასტურეს კრედიტის ძირითადი თანხის არსებობის ფაქტობრივი გარემოებები და მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ცნეს.
სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომებზე მოპასუხეების ზ------ი ჩ---–--ის, ნ--- ჩ---–--ის და გ--–- გ----------ის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და თანხმობა განაცხადეს საკრედიტო ხელშეკრულების და საკრედიტო ბარათის საფუძველზე არსებული დავალიანებიდან ეტაპობრივად აანაზღაურონ ძირი თანხა, პროცენტი, პირგასამტეხლო 0,1% და გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლო 0,01% სულ ჯამში 32 986.22 ლარის ოდენობით, რაც ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე და 208-ე მუხლების საფუძველზე წარმოადგენს სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს. შესაბამისად აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობის საფუძვლით.
6.4. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა ორ ვადას.
დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ სს ,,ს----------–--- ბ---ს’’ და მოპასუხეებს ზ------ი, ე-----ი, გ---–--ა ჩ---–--ეებს და გ--–- გ----------ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულებისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.
სს ,,ს----------–--- ბ---სა’’ და ზ------ი ჩ---–--ეს შორის 2016 წლის 30 ნოემბრის საკრედიტო ხაზის შესახებ #GCL000187429-3789831 ხელშეკრულებისა და -2016 წლის 30 ნოემბრის #GCLCA000187473-3989358 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზეც მასზე გაიცა კრედიტი 35 000 ლარის ოდენობით, წლიური 17%-ის დარიცხვით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვეში ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად. ათვისებული კრედიტის თანხის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%.
6.5. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ე----- ჩ---–--ის მოსაზრებას, რომ იგი არის თავდები და არ უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდა, ვინაიდან მან აანაზღაურა თანხის გარკვეული ნაწილი.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლი ადგენს, რომ თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხეებმა - ე-----ი ჩ---–--ემ, გ---–--ა ჩ---–--ემ და გ--–- გ----------ემ 2016 წლის 30 ნოემბერს, მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ---თან“ გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, ბ---ის წინაშე აიღეს ვალდებულება ბ---სა და ზ------ი ჩ---–--ეს შორის 2016 წლის 30 ნოემბერს დადებული საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე ე----- ჩ---–--ემ გააფორმა რა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება მოსარჩელესთან, სრულად იკისრა პასუხისმგებლობა მოპასუხე ზ------ ჩ---–--ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ამდენად მოპასუხე ე----- ჩ---–--ეს სოლიდარულად ეკისრება ვალდებულება სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულებაზე.
6.6. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
ზ------ ჩ---–--ემ ჯეროვნად ვერ შეასრულა სს ,,ს----------–--- ბ---ის’’ წინაშე საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. დაარღვია ბ---ის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, მიუხედავად გაფრთხილებისა არაერთხელ გადააცილა კრედიტის გადახდის ვადას, რაც თავის მხრივ წარმოადგენს მოპასუხესთან საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.
უდავოა, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეულია საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ს----------–--- ბ---ი'' უფლებამოსილია მოპასუხეებისაგან ზ------ი ე-----ი, გ---–--ა ჩ---–--ეებისა და გ--–- გ----------ისაგან სოლიდალურად მოითხოვოს ზ------ი ჩ---–--ის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
6.7. ს----------–--- სკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების 4.13 პუნქტის თანახმად ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო - ათვისებული კრედიტის თანხის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ სრულად ვერ შეასრულა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, რაც მათთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 25 მაისამდე პერიოდისათვის მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე დარიცხულმა ჯარიმამ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგინა 3318.51 ლარი.
6.8. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. იგი მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. პირგასამტეხლო ერთგვარად მოვალის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებას წარმოადგენს, მაგრამ ის არ უნდა გახდეს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების წყარო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, ვერ მიენიჭება მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქცია, მისი დაკისრება მოპასუხეებისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას და არა დარღვეული უფლების აღდგენას, რაც საჯარო წესრიგს ეწინააღმდეგება.
შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი უნდა შემცირდეს. მოპასუხეებს ზ------ი ჩ---–--ეს, ე-----ი ჩ---–--ეს გ--–- გ----------ეს, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით გ---–--ა ჩ---–--ეს მოსარჩელის სს ,,ს----------–--- ბ---ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 0,5%-ს ნაცვლად 0,05% ანუ 3318.51 ლარის ნაცვლად 331.85 ლარი.
6.9 სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბ---ო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი).
პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე არის საბ---ო დაწესებულება, რომელიც გასცემს სესხის სახით ფულად თანხას გარკვეული სარგებლის (პროცენტის) სანაცვლოდ. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 411-ე მუხლის თანახმად კი ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.
6.10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში. სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია.
ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ , რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ №ას-459-438-2015).
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ, საქმე №ას-307-291-2011).
6.11. სასამართლო, ასევე აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ მსესხებელზე გაიცა სარგებლიანი სესხი, შესაბამისად მოსარჩელის, როგორც საბ---ო დაწესებულების ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს დადგენილად, რომ მოპასუხის მიერ სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებების დარღვევებით მისთვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს.
სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს 2016 წლის 30 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 28 236.51 ლარის წლიური 17%-ს, სარჩელის აღძვრიდან 2018 წლის 26 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 13.15 ლარს, [(28 236.51 X 17%):365=13.15].
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ---ი ამ ნაწილში ითხოვს შეუსაბამოდ მაღალ ანაზღაურებას. მართალია, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, თუმცა საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მოსარჩელეს, როგორც საბ---ო დაწესებულებას, შეეძლო თუ არა მითითებული ოდენობით სარგებლის მიღება. აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებებით დგინდება მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობა. შესაბამისად, არსებობს მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის 30 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით სარგებლობიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად დავალიანების ძირი თანხის - 28 236.51 ლარის წლიური 10% რაც შეადგენს ყოველდღიურად 7.74 ლარს,[(28 236.51 X 10%):365=07.74].
6.12 როგორც აღინიშნა საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეებს განსაზღვრული აქვს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულებამდე 0,5% თანხით 141.18 ლარის ანაზღაურება ყოველდღიურად არის შეუსაბამოდ მაღალი და გამოიწვევს არა კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას, არამედ მის გამდიდრებას. იგი საგრძნობლად აღემატება მიყენებული სავარაუდო ზიანის ოდენობას. პირგასამტეხლო კი უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, რომ შეასრულოს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქცია, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი ვალდებულების დარღვევის გამო მსესხებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150%-ს.
მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო აღემატება აღნიშნულ ოდენობას. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი უნდა შემცირდეს. მოპასუხეებს ზ------ი ჩ---–--ეს, ე-----ი ჩ---–--ეს გ--–- გ----------ეს, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით გ---–--ა ჩ---–--ეს მოსარჩელის სს ,,ს----------–--- ბ---ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელის შემოტანიდან 2018 წლის 26 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 0,5%-ს ნაცვლად 0,0005% ანუ 141.18 ლარის ნაცვლად 0, 14 ლარი, {(28 236.51 X 0.0005%)=0.14}.
6.13. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.
დადგენილია, რომ კრედიტის უზრუნველსაყოფად სს ,,ს----------–--- ბ---სა’’ და გ------ი ჩ---–--ეს შორის 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება № CAH000187441 და იპოთეკით დაიტვირთა გ------ი ჩ---–--ის საკუთრებაში არსებული N3----------- საკადასტრო კოდის მქონე თერჯოლის რაიონის სოფელ ს---------ში მდებარე უძრავი ქონება.
ასევე იმავე დღესვე კრედიტის უზრუნველსაყოფად სს ,,ს----------–--- ბ---სა’’ და ზ------ი ჩ---–--ეს, გ---–--ა ჩ---–--ეს, დ-----ი ჩ---–--ეს, ნ--- ჩ---–--ეს და ნ--- ჩ---–--ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება № CAH000187449 და იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თერჯოლის რაიონის სოფელ ს---------ში ს/კ 3-----------. ორივე იპოთეკა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მხარეთა შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების მე-8 მუხლის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკრედიტო ხელშეკრულების და იპოთეკის ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში მოხდება იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
ამავე ხელშეკრულების 8.4. პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები საკმარისი არ იქნება საზოგადოების სესხისა და წინამდებარე იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელს ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც შეიძლება წარმოიშვას იპოთეკის საგანის რეალიზაციის პროცესში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დადგენილია, რომ მსესხებელმა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით არ შეასრულა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, სასამართლოს მიაჩნია, რომ კრედიტორის (იპოთეკარის) მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხე ეკატერინე ცქიტიშვილის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით. ასევე, ხელშეკრულების პირობიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ვერ დაფარავს დაკისრებული დავალიანების თანხას, აღსრულება უნდა მიექცეს მოპასუხე ზ------ ჩ---–--ის, ე-----ი ჩ---–--ის, გ---–--ა ჩ---–--ის და გ--–- გ----------ის კუთვნილ ნებისმიერ ქონებაზე.
6.14. დადგენილია, რომ მოპასუხე ზ------ ჩ---–--ის ძმა გ------ ჩ---–--ე, რომლის კუთვნილი უძრავი ქონება დაიტვირთა იპოთეკით გარდაიცვალა 2018 წლის 24 იანვარს.
მოსარჩელე მოითხოვს გარდაცვლილი გ------ ჩ---–--ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნეს მისი დედა მოპასუხე ნ--- ჩ---–--ე და მის საკუთრებად აღირიცხოს გ------ ჩ---–--ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. როგორც აღინიშნა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე ნ--- ჩ---–--ე, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით ეცნობა სასამართლო სხდომის დრო და ადგილი. სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების გამომრიცხავი გარემოებები და ნ--- ჩ---–--ის მიმართ მირებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება და ეს ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიულად გამართლებულია და სასამართლოს მიაჩნია მოსარჩელის შუამდგომლობა ნ--- ჩ---–--ის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.15. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: ა. კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, მოვალის გარდაცვალების შემთხვევაში მემკვიდრეები პასუხს აგებენ გარდაცვლილი მამკვიდრებლის ვალებისათვის. ისინი ვალდებულები არიან დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორები, მხოლოდ მათ მიერ მიღებული სამკვიდრო აქტივების ფარგლებში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე ნ--- ჩ---–--ე წარმოადგენს გ------ი ჩ---–--ის უფლებამონაცვლეს და მის საკუთრებაში უნდა აღირიცხოს გარდაცვლილი გ------ ჩ---–--ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
6.16. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. სესხის და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხეების ზ------ი, ე-----ი, გ---–--ა ჩ---–--ეების და გ--–- გ----------ის დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ შეადგინა 32 934.15 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 28 236.51 ლარი, პროცენტის თანხა- 4365.79 ლარი და პირგასამტეხლო - 331.85 ლარი. სარჩელის აღძვრიდან 2018 წლის 26 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველდღიურად ძირი თანხის 10% თანხით 7.74 ლარი; პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.0005% თანხით ყოველდღიურად 0.14 ლარი.
დაკმაყოფილებას ექვემდებარება მოთხოვნა ნ--- ჩ---–--ის უფლებამონაცვლედ ცნობისა და მის საკუთრებაში იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აღრიცხვის შესახებ;
ასევე დაკმაყოფილებას ექვემდებარება მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის ნაწილში და გადაწყვეტილება ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე ნაწილის საფუძველზე უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
როგორც შესაგებლით, ასევე სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარემ სარჩელი ნაწილობრივ სცნო. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე მხარეები თავისუფალი არიან 33 191.30 ლარის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც შეადგენს 800 ლარს, რომელიც უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 41 562.75 ლარს შესაბამისად, მოპასუხეებს - ზ------ ჩ---–--ეს, ე----- ჩ---–--ეს, გ---–--ა ჩ---–--ეს და გ--–- ჩ---–--ეს მოსარჩელე სს ''ს----------–--- ბ---ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 41 562.75 – 33 191.30 = 8371.45 ლარის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება, რაც შეადგენს 250 ლარს.
არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ---ის“ სარჩელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის ნაწილში 204 912.16-41 562.75=163349.41 და ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3950 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე მუხლის მეორე ნაწილით, 53-ე, 230-233-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,ს----------–--- ბ---ის“ სარჩელი მოპასუხეების ზ------ი ჩ---–--ის, ე-----ი ჩ---–--ის, გ--–- გ----------ის, გ---–--ა ჩ---–--ის, დ-----ი ჩ---–--ის, ნ--- ჩ---–--ის, ნ--- ჩ---–--ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1 მოპასუხეებს ზ------ი ჩ---–--ეს (პ/ნ 2----------), ე-----ი ჩ---–--ეს (პ/ნ 2----------), გ--–- გ----------ესა (პ/ნ 6-----------) და გ---–--ა ჩ---–--ეს (პ/ნ 2----------) სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ---ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 32 934.15 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 28 236.51 ლარი, სარგებელი 4365.79 ლარი, პირგასამტეხლო 331,85 ლარი;
1.2 მოპასუხეებს ზ------ი ჩ---–--ეს (პ/ნ 2----------), ე-----ი ჩ---–--ეს (პ/ნ 2----------), გ--–- გ----------ესა (პ/ნ 6-----------) და გ---–--ა ჩ---–--ეს (პ/ნ 2----------) სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ---ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 26 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავალის სახით ძირი თანხის წლიური 10%, ყოველდღიურად 7.74 ლარის გადახდა. {(28236.51 X 10%):365=7.74};
1.3 მოპასუხეებს ზ------ი ჩ---–--ეს (პ/ნ 2----------), ე-----ი ჩ---–--ეს (პ/ნ 2----------), გ--–- გ----------ესა (პ/ნ 6-----------) და გ---–--ა ჩ---–--ეს (პ/ნ 2----------) სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ---ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 26 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლო 0,0005%, ყოველდღიურად 0.14 ლარი 28236.51 X 0.0005%)=0.14
1.4 მოპასუხე ნ--- ჩ---–--ე (პ/ნ 2----------) ცნობილ იქნეს 2018 წლის 24 იანვარს გარდაცვლილი გ------ ჩ---–--ის (დაბადების თარიღი 1967 წლის 21 თებერვალი, პ/ნ 2----------) უფლებამონაცვლედ;
1.5. უძრავ ქონებაზე მდებარე, თერჯოლის რაიონის სოფელ ს---------ში ს/კ 3-----------
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდეს მოპასუხე ნ--- ჩ---–--ის (პ/ნ 2----------) საკუთრების უფლება.
1.6 დავალიანების გადახდის მიზნით რეალიზებული იქნეს იპოთეკით დატვირთული ქონებები: ა) ნ--- ჩ---–--ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონება მდებარე თერჯოლაში, სოფელ ს---------ში ს/კ 3-----------;
ბ) მოპასუხეების ზ------ი ჩ---–--ის (პ/ნ 2----------), გ---–--ა ჩ---–--ის (პ/ნ 2----------), დ----- ჩ---–--ის (პ/ნ 2----------), ნ--- ჩ---–--ისა (პ/ნ 2----------) და ნ--- ჩ---–--ის (პ/ნ 2----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თერჯოლის რაიონის სოფელ ს---------ში ს/კ 3-----------.
გ) იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალინების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიქცეული იქნეს ზ------ი ჩ---–--ეს, ე-----ი ჩ---–--ეს, გ--–- გ----------ისა და გ---–--ა ჩ---–--ეს საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ.
2. მოპასუხეებს ზ------ი ჩ---–--ეს (პ/ნ 2----------), ე-----ი ჩ---–--ეს (პ/ნ 2----------), გ--–- გ----------ესა (პ/ნ 6-----------) და გ---–--ა ჩ---–--ეს (პ/ნ 2----------) სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ---ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 250 ლარის ოდენობით;
2.1 მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ---ს“ (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 800 ლარი, ბაჟის გადახდის თარიღია 2018 წლის 25 ივნისი,საგადასახადო დავალება N 652 ;
2.2 მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ---ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 3950 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3 გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
4. მოპასუხეებს გ---–--ა ჩ---–--ეს, დ----- ჩ---–--ეს და ნ--- ჩ---–--ეს გაეგზავნოთ გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი და განემარტოთ, რომ მათ მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლიათ შემოიტანონ საჩივარი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდებათ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელენე ოსაძე