გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/5761-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29.11.2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი
სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი
მოსარჩელე თ--- შ----ე,მოსარჩელე ბ--–- გ--–-–---–ი,მოსარჩელე ვ------- ჭ-----ა,მოსარჩელე გ------ კ-----–---–ი,წარმომადგენელი მ----- ჯ--–--–--–---–-,მოპასუხე შპს ი-----------,წარმომადგენელი ქ------- ა--------–---,დავის საგანი: გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის გადასახდელად დაკისრება, განაცდურის ანაზღაურება, მოცდენის პირგასამტეხლოს დაკისრება, სახელფასო დავალიანების გადასახდელად დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე შპს ი------------ს 08.01.2018 წლის #119-გ წერილით გამოვლენილი ნება თ--- შ----ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
1.2. მოპასუხე შპს ი------------ს მოსარჩელე თ--- შ----ის სასარგებლოდ გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობის სანაცვლოდ დაეკისროს კომპენსაციის სახით დასაბეგრი 33000 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე შპს ი------------ს მოსარჩელე თ--- შ----ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიური 1375 ლარის და ამ თანხის დაყოვნების ყოველდღიური 0.07% პირგასამტეხლოს გადახდა.
1.4. მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე თ--- შ----ის სასარგებლოდ 2018 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 687.50 ლარის გადახდა.
1.5. მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე თ--- შ----ის სასარგებლოდ 2018 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 687.50 ლარის დაყოვნებისათვის, 23.01.2018 წლიდან დავალიანების გადახდამდე, 687.50 ლარიდან, ყოველდღიურად, 0.07% გადახდა.
1.6. მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე თ--- შ----ის სასარგებლოდ 01.09.2017-31.12.2017 წ. პერიოდის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 400 ლარის გადახდა.
1.7. მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე თ--- შ----ის სასარგებლოდ 2017 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 400 ლარის დაყოვნებისათვის, 23.01.2018 წლიდან დავალიანების გადახდამდე, 400 ლარიდან, ყოველდღიურად, 0.07% გადახდა.
1.8. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე შპს ი------------ს 08.01.2018 წლის #120-გ წერილით გამოვლენილი ნება ბ--–- გ--–-–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.
1.9. მოპასუხე შპს ი------------ს მოსარჩელე ბ--–- გ--–-–---–ის სასარგებლოდ გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობის სანაცვლოდ დაეკისროს კომპენსაციის სახით დასაბეგრი 10500 ლარის გადახდა.
1.10. მოპასუხე შპს ი------------ს მოსარჩელე ბ--–- გ--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიური 875 ლარის და ამ თანხის დაყოვნების ყოველდღიური 0.07% პირგასამტეხლოს გადახდა.
1.11. მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე ბ--–- გ--–-–---–ის სასარგებლოდ 2018 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 437.50 ლარის გადახდა.
1.12. მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე ბ--–- გ--–-–---–ის სასარგებლოდ 2018 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 437.50 ლარის დაყოვნებისათვის, 23.01.2018 წლიდან დავალიანების გადახდამდე, 437.50 ლარიდან, ყოველდღიურად, 0.07% გადახდა.
1.13. მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე ბ--–- გ--–-–---–ის სასარგებლოდ 01.03.2017-01.11.2017 წ. პერიოდის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 800 ლარის გადახდა.
1.14. მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე ბ--–- გ--–-–---–ის სასარგებლოდ 2017 წლის მარტიდან ნოემბრამდე პერიოდის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 800 ლარის დაყოვნებისათვის, 23.01.2018 წლიდან დავალიანების გადახდამდე, 800 ლარიდან, ყოველდღიურად, 0.07% გადახდა.
1.15. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე შპს ი------------ს 08.01.2018 წლის #116-გ წერილით გამოვლენილი ნება ვ------- ჭ-----ას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.
1.16. მოპასუხე შპს ი------------ს მოსარჩელე ვ------- ჭ-----ას სასარგებლოდ გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობის სანაცვლოდ დაეკისროს დასაბეგრი 45000 ლარის გადახდა.
1.17. მოპასუხე შპს ი------------ს მოსარჩელე ვ------- ჭ-----ას სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიური 1875 ლარის და ამ თანხის დაყოვნების ყოველდღიური 0.07% პირგასამტეხლოს გადახდა.
1.18. მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე ვ------- ჭ-----ას სასარგებლოდ 2018 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 937.50 ლარის გადახდა.
1.19. მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე ვ------- ჭ-----ას სასარგებლოდ 2018 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 937.50 ლარის დაყოვნებისათვის, 23.01.2018 წლიდან დავალიანების გადახდამდე, 937.50 ლარიდან, ყოველდღიურად, 0.07% გადახდა.
1.20. მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე ვ------- ჭ-----ას სასარგებლოდ 15.08.2017-31.12.2017 წ. პერიოდის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 450 ლარის გადახდა.
1.21. მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე ვ------- ჭ-----ას სასარგებლოდ 2017 წლის აგვისტო - დეკემბრის პერიოდის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 450 ლარის დაყოვნებისათვის, 23.01.2018 წლიდან დავალიანების გადახდამდე, 450 ლარიდან, ყოველდღიურად, 0.07% გადახდა.
1.22. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე შპს ი------------ს 23.01.2018 წლის #128-გ წერილით გამოვლენილი ნება გ------ კ-----–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.
1.23. მოპასუხე შპს ი------------ს მოსარჩელე გ------ კ-----–---–ის სასარგებლოდ გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ დაეკისროს კომპენსაციის სახით დასაბეგრი 39000 ლარის გადახდა.
1.24. მოპასუხე შპს ი------------ს მოსარჩელე გ------ კ-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიური 1625 ლარის და ამ თანხის დაყოვნების ყოველდღიური 0.07% პირგასამტეხლოს გადახდა.
1.25. მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე გ------ კ-----–---–ის სასარგებლოდ 2018 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 1524 ლარის გადახდა.
1.26. მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე გ------ კ-----–---–ის სასარგებლოდ 2018 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 1524 ლარის დაყოვნებისათვის, 06.02.2018 წლიდან დავალიანების გადახდამდე, 1524 ლარიდან, ყოველდღიურად, 0.07% გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე წამოდგენილი შესაგებლით არ ეთანხმება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს, რომ მხარეებს შორის დადებული იყო არა შრომის, არამედ მომსახურების ხელშეკრულება. დადასტურებულია მოსარჩელეების მიერ მომსახურების ხელშეკრულების პირობების დარღვევა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა არ ემყარება სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, ითხოვს სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარის თქმას უსაფუძვლობისა და ასევე ხანდაზმულობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე თ--- შ----ე 2015 წლის სექტემბრიდან დასაქმებული იყო შპს ი------------ში. იგი იყო გადაცემა ბიზნესკოდის პროდიუსერი. მოსარჩელესთან 01.11.2017 წელს დადებული ხელშეკრულებით მოსარჩელის ანაზღაურება შეადგენდა დასაბეგრ 1375 ლარს.
ხელშეკრულების 1.1 პუნქტით წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით პროდიუსერი ახორციელებს მისთვის განსაზღვრულ ფუნქციებს ტელეკომპანია ი------------სათვის განკუთვნილ ტელეგადაცემაში ბიზნეს კოდი. განთავცების რაოდენობა კვირაში 5-ჯერ, გადაცემის ხანგრძლივობა 60 წთ, ეთერში გასვლის დრო ორშაბათი-პარასკები 12.00 საათი.
ამავე ხელშეკრულების 1.2 პუნქტით სამუშაოს შესრულების ადგილია ქ. თბილისის, გ. ჩ------–---–-ს 4-.
ამავე ხელშეკრულების 1.5 პუნქტით სამუშაოს შესრულების წესი და პირობები/ინსტრუქცია განსაზღვრულია ტელეკომპანიის მიერ, რაც ცნობილია და მისაღებია მეორე მხარისათვის. ამ პუნქტის შენიშვნით პროდიუსერისათვის ცნობილია, რომ გადაცემას აქვს ბიუჯეტი. ამ გეგმის რამდენიმე თვის განმავლობაში შეუსრულებლობის შემთხვევაში ტელეკომპანია იტოვებს უფლებას, რომ დახუროს გადაცემა, შესაბამისი გადაცემის ჯგუფის წევრების ინტერესები, რომ გადაცემას ყავდეს მუდმივი სპონსორი და მოიზიდოს რეკლამა. მათ სხვადასხვა კომპანიებთან უნდა ჰქონდეთ მუდმივი მოლაპარაკებები და მცდელობა რეკლამის განთავსების მიზნით.
ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, მიღებული ანაზღაურებიდან კომპანია დაუკავებს პროდიუსერს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
ხელშეკრულების 2.5. პუნქტის თანახმად, პროდიუსერის ბრალით გამოწვეული სამუშაოს იძულებითი მოცდენა არ ანაზღაურდება, გაცდენილი დღეების ანაზღაურება გამოაკლდება/დაითვლება ხელშეკრულების 2.1 პუნქტში მითითებული თანხის პროპორციულად.
ხელშეკრულების 3.1.2. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია დროულად და სათანადო ხარისხით/სტანდარტის დაცვით შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო.
ხელშეკრულების 3.1.4. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს კომპანიის მიერ დანიშნულ სამუშაო თათბირში, რომელზეც განიხილება სამუშაოს მიმდინარეობის მდგომარეობა (ამგვარი შეტყობინების მიღების შემთხვევაში).
ხელშეკრულების 3.2.3. პუნქტის თანახმად, კომპანია უფლებამოსილია განახორციელოს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ზედამხედველობა იმგვარად, რომ არ მოახდინოს მის საქმიანობაში ჩარევა და შემსრულებელს მოსთხოვოს ხელშეკრულებითა და შესაბამისი ინსტრუქციით განსაზღვრული პირობების განუხრელად დაცვა.
ხელშეკრულების 3.2.4. პუნქტის თანახმად, თუ შემსრულებელი არ შეასრულებს სამუშაოს ან/და შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება კომპანიის მოთხოვნებს, კომპანია უფლებამოსილია არ მიიღოს შესრულებული სამუშაო, შესაბამისად არ აანაზღაუროს არაჯეროვნად შესრულებული სამუშაო და უარი განაცხადოს მასთან შემდგომ თანამშრომლობაზე და აცნობოს მას ამის თაობაზე.
მხარეები ხელშეკრულების 3.2.5. პუნქტით შეთანხმდნენ, რომ კომპანია უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება. თავის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია 07 კალენდარული დღით ადრე აცნობოს პროდიუსერს ამის თაობაზე.
ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, შემსრულებელს ევალება დაიცვას კომპანიაში დადგენილი სამუშაო განაწესი, ქცევის წესი და დისციპლინა.
ხელშეკრულების 6.5. პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში მხარისათვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
01.11.2017 წლის ხელშეკრულება - ს.ფ. 30-33.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.2. პროდიუსერი მიეკუთვნება სპეციალისტების კატეგორიას და უშუალოდ ექვემდებარება კომპანიის შესაბამისი მიმართულების ხელმძღვანელს. პროდიუსერი არის პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სატელევიზიო სფეროში მუშაობის სტაჟით.
პროდიუსერის ძირითადი მოვალეობებია:
- წამყვანთან ერთად თემის შერჩევა;
- გადაცემის შინაარსის დაგეგმვა მისი ფორმატიდან და სტრუქტურიდან გამომდინარე;
- შემოქმედებითი ჯგუფის მართვა;
- გადაცემის ეთერში გასვლა და/ან ჩაწერის ხელმძღვანელობა;
- გადაცემისთვის საინფორმაციო და სხვა ტიპის მასალის მოპოვებაზე, დახარისხებასა და გადაცემისთვის მომზადებაზე ზრუნვა;
- გადაცემის და სიუჟეტის ნახვა და დამონტაჟება გრაფიკოს/მემონტაჟე/ოპერატორთან ერთად;
- გასვლითი გადაღების ლოგისტიკის საკითხების მოგვარება და კონტროლი.
ხელშეკრულების ხელმოწერისას ძალას კარგავს მანამდე არსებული ყველა წერილობითი და ზეპირი მოლაპარაკება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
პროდიუსერის ფუნქციები - ს.ფ. 34-35.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.3. 08.01.2018 წელს თ--- შ----ეს ეცნობა, რომ მასთან შეწყდა სახელშეკრულებო ურთიერთობა 15.01.2018 წლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
08.01.2018 წლის წერილის ასლი - ს.ფ. 79.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.4. 16.01.2018 წელს თ--- შ----ემ მოპასუხეს მიმართა წერილობით და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთება, რაზედაც პასუხი ეცნობა 18.01.2018 წელს.
წერილში მოპასუხემ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დადებული 01.11.2017 წლის ხელშეკრულების 3.2.5. პუნქტის საფუძველზე განხორციელდა ხელშეკრულების შეწყვეტა და მოსარჩელეს 08.01.2018 წლის ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით კომპანიის მხრიდან წერილობითი ფორმით ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
16.01.2018 წლის წერილის ასლი - ს.ფ. 79.
18.01.2018 წლის წერილის ასლი - ს.ფ. 81.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.5. თ--- შ----ეს 01.09.2017 წლიდან ოთხი თვის განმავლობაში უკავდებოდა ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით, რის გამოც მოსარჩელე თ--- შ----ის მიმართ დავალიანება შეადგენს 400 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან - ს.ფ. 39-43.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.6. მოსარჩელე ბ--–- გ--–-–---–ი 2016 წლის თებერვლიდან დასაქმებული იყო შპს ი------------ში. იგი იყო გადაცემა ბიზნესკოდის ჟურნალისტი. მოსარჩელესთან 01.11.2017 წელს დადებული ხელშეკრულებით მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა 875 ლარს. ხელშეკრულება დადებული იყო 01.11.2017 წლიდან - 01.05.2018 წლამდე ვადით.
ბ--–- გ--–-–---–ის ხელშეკრულების სტანდარტული დებულებები იდენტურია ამ გადაწყვეტილების 3.1.1 პუნქტში აღწერილ დებულელებთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
01.11.2017 წლის ხელშეკრულება - ს. ფ. 82-86.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.7. ჟურნალისტი მიეკუთვნება სპეციალისტების კატეგორიას და უშუალოდ ექვემდებარება კომპანიის შესაბამისი მიმართულების პროდიუსერს. ჟურნალისტი არის პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სატელევიზიო სფეროში მუშაობის სტაჟით.
ჟურნალისტის ძირითადი მოვალეობებია:
- პროდიუსერთან ერთად თემის შერჩევა;
- კონტაქტებისა და წყაროების მოძიება თემის გარშემო;
- ინტერვიუს აღება/მომზადება;
- სიუჟეტის მომზადება/მონტაჟი მემონტაჟესთან/ოპერატორთან ერთად;
- პრეს-რელიზის მომზადება; სიუჟეტის ტექსტის მომზადება და ჩაწერა;
- ფაქტების გადამოწმება;
- პრესკონფერენციებზე დასწრება;
- კითხვების დასმა რესპოდენტისათვის, მათ შორის, ემოციურად რთულ ვითარებაში.
ჟურნალისტის სამუშაო ხშირად გულისხმობს არანორმირებულ სამუშაო საათებს.
ჟურნალისტს ხშირ შემთხვევაში არ აქვს დადგენილი სამუშაო გრაფიკი და ხელმძღვანელობს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ჟურნალისტის ფუნქციები - ს.ფ. 92.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.8. 08.01.2018 წელს ბ--–- გ--–-–---–ს ეცნობა, რომ მასთან შეწყდა სახელშეკრულებო ურთიერთობა 15.01.2018 წლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
08.01.2018 წლის წერილის ასლი - ს.ფ. 126.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.9. 16.01.2018 წელს ბ--–- გ--–-–---–მა მოპასუხეს მიმართა წერილობით და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთება, რაზედაც პასუხი ეცნობა 18.01.2018 წელს.
წერილში მოპასუხემ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დადებული 01.11.2017 წლის ხელშეკრულების 3.2.5. პუნქტის საფუძველზე განხორციელდა ხელშეკრულების შეწყვეტა და მოსარჩელეს 08.01.2018 წლის ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით კომპანიის მხრიდან წერილობითი ფორმით ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
16.01.2018 წლის წერილის ასლი - ს. ფ. 127.
18.01.2018 წლის წერილის ასლი - ს. ფ. 128.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.10. 2015 წელს მოსარჩელე ბ--–- გ--–-–---–ის შემოსავალი შეადგენდა დასაბეგრ 1000 ლარს, რაც დაბეგრილი 800 ლარია. მოსარჩელე ბ--–- გ--–-–---–ი 01.03.2017 წლიდან - 01.11.2017 წლამდე იღებდა 100 ლარით ნაკლებ მოპასუხის გადაწყვეტილებით, რის გამოც მოსარჩელე ბ--–- გ--–-–---–ის მიმართ დავალიანება შეადგენს დაბეგრილ 800 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან, ამონაწერი ანგარიშიდან ს.ფ. 94-101.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.11. მოსარჩელე ვ------- ჭ-----ა 2016 წლის ოქტომბრიდან დასაქმებული იყო შპს ი------------ში. იგი იყო გადაცემა ბიზნესკოდის წამყვანი. მოსარჩელესთან 01.04.2017 წელს დადებული შრომის ხელშეკრულებით მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა თვეში 1875 ლარს. ხელშეკრულება დადებული იყო 01.04.2017 წლიდან პროექტის დასრულებამდე.
ვ------- ჭ-----ას ხელშეკრულების სტანდარტული დებულებები იდენტურია ამ გადაწყვეტილების 3.1.1 პუნქტში აღწერილ დებულელებთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
01.04.2017 წლის ხელშეკრულება - ს. ფ. 129-133.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.12. 08.01.2018 წელს ვ------- ჭ-----ას ეცნობა, რომ მასთან შეწყდა სახელშეკრულებო ურთიერთობა ხელშეკრულების 3.2.4. პუნქტის საფუძველზე 15.01.2018 წლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
08.01.2018 წლის წერილის ასლი - ს. ფ. 161.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.13. 15.01.2018 წელს ვ------- ჭ-----ამ მოპასუხეს მიმართა წერილობით და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთება, რაზედაც პასუხი ეცნობა 18.01.2018 წელს.
წერილში მოპასუხემ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დადებული 01.04.2017 წლის ხელშეკრულების 3.2.4. პუნქტის საფუძველზე განხორციელდა ხელშეკრულების შეწყვეტა და მოსარჩელეს 08.01.2018 წლის ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით კომპანიის მხრიდან წერილობითი ფორმით ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
15.01.2018 წლის წერილის ასლი - ს.ფ. 162.
18.01.2018 წლის წერილის ასლი - ს.ფ. 163.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.14. მოსარჩელე ვ------- ჭ-----ა 2017 წლის აგვისტოს თვის მეორე ნახევრიდან 100 ლარით ნაკლებ იღებდა მოპასუხის გადაწყვეტილებით, რის გამოც მოსარჩელე ვ------- ჭ-----ას მიმართ დავალიანება შეადგენს დაბეგრილ 450 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან, ამონაწერი ანგარიშიდან ს.ფ. 135-155.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.15. მოსარჩელე გ------ კ-----–---–ი 2015 წლის აპრილიდან დასაქმებული იყო შპს ი------------ში. იგი იყო ტელეოპერატორი. მოსარჩელესთან 01.10.2017 წელს დადებული ხელშეკრულებით მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა 1625 ლარს. ხელშეკრულება დადებული იყო 6 თვის ვადით.
ხელშეკრულების 1.1 პუნქტით წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობების გათვალისიწინებით შემსრულებელი ასრულებს ტელეოპერატორის ფუნქციებს მოპასუხესათვის. სამუშაო ადგილია ქ. თბილისი.
ამავე ხელშეკრულების 1.4 პუნქტით სამუშაო დღეები კვირის განმავლობაში 6 სამუაო დღე, არაუმეტეს 45 საათისა.
ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, მიღებული ანაზღაურებიდან კომპანია დაუკავებს შემსრულებელს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
ხელშეკრულების 2.5. პუნქტის თანახმად, შემსრულებლის ბრალით გამოწვეული სამუშაოს იძულებითი მოცდენა არ ანაზღაურდება, გაცდენილი დღეების ანაზღაურება გამოაკლდება/დაითვლება ხელშეკრულების 2.1 პუნქტში მითითებული თანხის პროპორციულად.
ხელშეკრულების 3.1.2. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია დროულად და სათანადო ხარისხით/სტანდარტის დაცვით შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო.
ხელშეკრულების 3.1.4. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს კომპანიის მიერ დანიშნულ სამუშაო თათბირში, რომელზეც განიხილება სამუშაოს მიმდინარეობის მდგომარეობა (ამგვარი შეტყობინების მიღების შემთხვევაში).
ხელშეკრულების 3.2.3. პუნქტის თანახმად, კომპანია უფლებამოსილია განახორციელოს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ზედამხედველობა იმგვარად, რომ არ მოახდინოს მის საქმიანობაში ჩარევა და შემსრულებელს მოსთხოვოს ხელშეკრულებითა და შესაბამისი ინსტრუქციით განსაზღვრული პირობების განუხრელად დაცვა.
ხელშეკრულების 3.2.4. პუნქტის თანახმად, თუ შემსრულებელი არ შეასრულებს სამუშაოს ან/და შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება კომპანიის მოთხოვნებს, კომპანია უფლებამოსილია არ მიიღოს შესრულებული სამუშაო, შესაბამისად არ აანაზღაუროს არაჯეროვნად შესრულებული სამუშაო და უარი განაცხადოს მასთან შემდგომ თანამშრომლობაზე და აცნობოს მას ამის თაობაზე.
მხარეები ხელშეკრულების 3.2.5. პუნქტით შეთანხმდნენ, რომ კომპანია უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება. თავის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია 03 კალენდარული დღით ადრე აცნობოს შემსრულებელს ამის თაობაზე.
ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, შემსრულებელს ევალება დაიცვას კომპანიაში დადგენილი სამუშაო განაწესი, ქცევის წესი და დისციპლინა.
ხელშეკრულების 6.5. პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში მხარისათვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
01.10.2017 წლის ხელშეკრულება - ს. ფ. 164-168.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.16. ტელეოპერატორი მიეკუთვნება სპეციალისტების კატეგორიას და უშუალოდ ექვემდებარება კომპანიის განყოფილების უფროსს. ტელეოპერატორი არის პირი, რომელსაც აქვს საშუალო ტექნიკური განათლება, სატელევიზიო სფეროში მუშაობის სტაჟით.
ტელეოპერატორმა უნდა იცოდეს:
- შესასრულებელი სამუშაოსათვის საჭირო მეთოდური და ნორმატიული მასალები.
- გადამღები ვიდეომოწყობილობების ექსპლუატაციის პრინციპები, საწარმოს მახასიათებლები, სტრუქტურა.
- მუშაობის შესასრულებლად საჭირო წესები და პირობები.
- კომპოზიციის და ექსპრონომეტრიის საფუძვლები.
- განათების მოწყობილებები და განათების დაყენება.
- მასზე მინდობილი ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესები.
- ხმის რეჟისორული საფუძვლები.
- ჟურნალისტებთან, რეჟისორებთან ურთიერთობის სისტემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ტელეოპერატორის ფუნქციები - ს. ფ. 169.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.17. 23.01.2018 წელს გ------ კ-----–---–ს ეცნობა, რომ მასთან ხელშეკრულება შეწყდა 29.01.2018 წლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
23.01.2018 წლის წერილის ასლი - ს. ფ. 219.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.18. გ------ კ-----–---–მა 05.02.2018 წელს მოპასუხეს მიმართა წერილობით და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთება, რაზედაც პასუხი ეცნობა 08.02.2018 წელს.
წერილში მოპასუხემ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დადებული 01.10.2017 წლის ხელშეკრულების 3.2.5. პუნქტის საფუძველზე განხორციელდა ხელშეკრულების შეწყვეტა და მოსარჩელეს 23.01.2018 წლის ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით კომპანიის მხრიდან წერილობითი ფორმით ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
08.02.2018 წლის წერილის ასლი - ს.ფ. 220.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.19. მოსარჩელეებმა სარჩელი ფოსტას ჩააბარეს 21.02.2018 წელს, რაც სასამართლოში შემოვიდა 22.02.2018 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
კონვერტი ს. ფ. 271.
სარჩელი ს. ფ. 2.
3.1.20. მოპასუხე ტელევიზიამ 2018 წლის მარტის თვის ბოლოს შეწყვიტა მაუწყებლობა და ამჟამად აღარ ფუნქციონირებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
რეიტინგები ს. ფ. 348-356.
მოსარჩელე აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას არ შედავებია მოპასუხეს.
3.1.21. მოპასუხეს მოსარჩელეთა მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თვის ფაქტობრივად ნამუშევარი არ აუნაზღურებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთ ახსნა - განმარტება.
მხარეები სადაოად არ ხდიან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს შორის დადებული იყო შრომის ხელშეკრულებები, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეები დასაქმებული იყვნენ მოპასუხე სამაუწყებლო კომპანიაში სხვადასხვა პოზიციებზე.
სასამართლო განმარტავს, რომ არსებით და დავის გადაწყვეტისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობის სამართლებრივი შეფასება. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მხარეთა შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულებები. მოპასუხე კი თავის მხრივ უთითებს, რომ სახეზე არ იყო შრომითი ურთიერთობა, არამედ არსებობდა მომსახურების (ნარდობის) ხელშეკრულებები, რომელთა მოშლის საფუძველი გახდა ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, კერძოდ გადაცემის დაბალი რეიტინგი, ანუ მოპასუხის განმარტებით მოსარჩელეები მომსახურებას სათანადო ხარისხით ვერ უწევდნენ კომპანიას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205.2. მუხლის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მტკიცების ტვირთი ნაწილდება ობიექტურად და სამართლიანად. მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური და სამართლიანი სტანდარტი განაპირობებს მოსარჩელისა და მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრის განსაზღვრას, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მხარის მიერ მტკიცების ობიექტური განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნულ პრინციპს ეფუძნება დადებითი მოვლენის მტკიცების ვალდებულება ნეგატიური მოვლენის მტკიცების შეუძლებლობის გამო.
თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ წინამდებარე სამართალურთიერთობა შრომითი შინაარსის მატარებელი იყო, მაშინ დამატებით შეგვიძლია წარმოვაჩინოთ მსჯელობა, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები, ანუ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ასიმეტრიული ხასიათი განაპირობებს. მოსარჩელე, ანუ დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის უკანონობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება უკანონო გათავისუფლების თაობაზე, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს აკისრებს მის მიერ გამოვლენილი ნების - დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება იმ პრინციპს, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები იმის თაობაზე, თუ რა საფუძვლით წყვეტს შრომით ურთიერთობას დასაქმებულთან. შესაბამისად, მოპასუხე, რომელიც ზოგადად ასეთი შინაარსის დავებში ვალდებულია მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება ამტკიცოს (აღნიშნულის თაობაზე რეგულაციებს ასევე შეიცავს საერთაშორისო სამართლის რიგი წყაროები), ასევე ვალდებულია ჯეროვანი და შესაფერისი მტკიცებულებით დაადასტუროს და სასამართლოს წარმოუჩინოს ის გარემოებები, რომლებიც დაედო საფუძვლად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილებას. აქვე, აღსანიშნავია 1982 წლის №158 კონვენცია ”შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ” (საერთაშორისო სამართლის აღნიშნული ე.წ. ირიბი წყაროს თაობაზე მსჯელობა ქვემოთაც გვექნება), რომლის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულია, რომ იმისათვის, რათა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერების მტკიცების ტვირთი სრულად არ ზიდოს დასაქმებულმა (უფრო სწორად - ყოფილმა დასაქმებულმა), დამსაქმებლის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 29.07.2016 წლის განჩინებაში (საქმე №ას-194-185-2016) შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელეების მითითება, რომ ისინი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადაა განმარტებული მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის (საქმე №ას-1276-1216-2014), 2015 წლის 23 მარტის ( საქმე №ას-122-114-2015) განჩინებებში.
სადავო არ არის, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა (შრომითი ხასიათის მატარებელი იყო ის თუ ნარდობის ხასიათის), შეწყვიტა მოპასუხემ პირველი სამი მოსარჩელის მიმართ 08.01.2018 წლიდან, ხოლო მეოთხე მოსარჩელის მიმართ 23.01.2018 წლიდან ცალმხრივი ნების გამოვლენით. თუ დავიშვებთ, რომ არსებობდა შრომითი ურთიერთობა, მაშინ ცალსახად დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკისა და სამართლის სხვადასხვა წყაროების შინაარსის გათვალისწინებით აშკარაა, რომ დამსაქმებლის ამ ნებას სჭირდებოდა სერიოზული და გონივრული საფუძველი, რომელიც გამოწვეული იქნებოდა ან საწარმოო აუცილებლობით, ან დასაქმებულის არასათანადო ქცევით (შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა", „ზ“, „თ“ ქვეპუნქტები და სხვა); შესაბამისად, ასეთ ნებას დასჭირდებოდა მყარი არგუმენტაცია და დასაბუთება;
შრომითი ურთიერთობებისა და სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობების გამიჯვნა ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად რჩება კერძო სამართლის ინსტიტუტების პრობლემების შესწავლისა და კვლევის თვალსაზრისით.
ვინაიდან „მომსახურების“ ხელშეკრულების შესახებ სპეციალური რეგულაციები სამოქალაქო კოდექსში არ გვაქვს, თუმცა იგი ყველაზე ახლოს დგას თავისი არსით ნარდობის ხელშეკრულებასთან და გარდა ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნორმებისა, მასზე უნდა გავრცელდეს ასევე ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი სპეციალური ნორმებიც (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები).
ინტენსიურად მიმდინარეობს კამათი იმაზე, თუ ვინ არის დასაქმებული (employee) და ვინ არის მენარდე (independent contractor), რადგან მხოლოდ სამართლებრივი ნორმების საფუძველზე პრაქტიკაში ვერ ხორციელდება შრომითი ხელშეკრულების სხვა მსგავსი ტიპის კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებისაგან, მათ შორის ნარდობისაგან, გამიჯვნა. ამ პრობლემატიკაზე მუშაობისას აუცილებელია აღინიშნოს, რომ სხვადასხვა სამართლებრივი სისტემა სხვადასხვა ტერმინს იყენებს, თუმცა სამეცნიერო ლიტერატურაში მოყვანილი ერთი ზოგადი ტერმინი – „ინდივიდუალური კონტ- რაქტორი” (individual contractor) – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ცნობილია როგორც „მენარდე”.
ზოგადად, შრომითი ხელშეკრულება ნარდობისგან განსხვავდება მხარეთა უფლებრივი თუ ფინანსური მდგომარეობით, ხელშეკრულების პირობების შეთავაზებისა და ჩამოყალიბების შესაძლებლობით, ხელშეკრულების დადების, შეწყვეტის მიხედვით, საგნით, ვადით, სამუშაოს ბუნებითა და სხვა. უფრო კონკრეტულად, დასაქმებულისა და მენარდის სტატუსის გასამიჯნავად აქცენტი კეთდება რამდენიმე ელემენტზე, რომელთა მთლიანობაში განხილვის საფუძველზეა შესაძლებელი, განისაზღვროს, სუბიექტი დასაქმებულია თუ მენარდე:
ხელშეკრულებათა გამიჯვნა სუბიექტების მიხედვით:
შრომით სამართალურთიერთობებში მონაწილეებად, ანუ სუბიექტებად, გამოდიან, ერთი მხრივ, ფიზიკური პირი და, მეორე მხრივ, ინდივიდუალური მეწარმეები ან იურიდიული პირი. საქართველოს შრომის კოდექსის განმარტების შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი ან დამსაქმებელთა გაერთიანება და დასაქმებული ან დასაქმებულთა გაერთიანება, რომლებიც შექმნილია პროფესიული კავშირების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნებითა და წესით. რაც შეეხება ნარდობის ხელშეკრულებას, აქ მხარეებად გვევლინება მენარდე და შემკვეთი. ისინი შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები, მაშინ, როდესაც შრომის ხელშეკრულებაში მუშაკის სახით შეიძლება გამოვიდნენ მხოლოდ ფიზიკური პირები.
გამიჯვნა, ხელშეკრულებათა პირობების შემუშავების კუთხით:
ხელშეკრულება არის მტკიცება, რომ მხარეები ამით შეთანხმდნენ მათთვის მისაღებ, სასურველ, მომგებიან ურთიერთობების სქემაზე. ამიტომაც პირობებზე შეთანხმების პროცესში მხარეები თანაბრად უნდა მონაწილეობდნენ. ზოგიერთი გერმანელი ცივილისტის აზრით, სახელშეკრულებო სამართალში უმთავრესი სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპია, მხოლოდ შემდეგ იწყება ამ პრინციპის შეზღუდვა სხვადასხვა გზით. თვალსაჩინოა, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი შრომით ურთიერთობაში სახეცვლილი ფორმით მოქმედებს. ამ ურთიერთობებში აშკარად გამოკვეთილია დამსაქმებლის უპირატესი მდგომარეობა „სუსტ” მხარესთან – დასაქმებულთან შედარებით, რაც, უდავოდ, ქმნის ძლიერი მხარის მიერ თავისუფლებების გადამეტებულად, მეორე მხარის საზიანოდ, გამოყენების საშიშროებას.
სწორედ ამგვარ უთანასწორობაში ბალანსის აღდგენასა და დაცვას უნდა ემსახურებოდეს შრომის კოდექსი.
შრომითი ხელშეკრულების დადების პროცესი – ესაა ძლიერი და სუსტი მხარის ურთიერთობა. სუსტს ყოველთვის არა აქვს არჩევანი, მაშინ, როდესაც ძლიერს მუდმივად აქვს იგი და ასევე – შესაძლებლობა, შესთავაზოს მეორე მხარეს სტანდარტული ხელშეკრულება წინასწარ შემუშავებული პირობით - თამაშის წესებით, შრომითი ხელშეკრულების დადებისას დასაქმებული მოკლებულია შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს ხელშეკრულების პირობების განსაზღვრაში ან ზემოქმედება მოახდინოს მის სასარგებლოდ მასზე.
რაც შეეხება ნარდობის ხელშეკრულებას, აქ შინაარსის ჩამოყალიბებაში მხარეთა მონაწილეობის ხარისხი უფრო თანაბარია, კონსენსუსი მიიღწევა ორმხრივად თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე;
გამიჯვნა ქვემდებარეობის ნიშნის მიხედვით:
ქვემდებარეობის პრინციპის რეგულირება მოცემულია სშკ-ის მე-2 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის შესაბამისადაც შრომითი ურთიერთობის განმსაზღვრელ კომპონენტად მოიაზრება შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
შრომით ხელშეკრულებაში, დასაქმებული არის დამსაქმებლის მიერ დაქირავებული პირი, რომელიც დამსაქმებლისადმი ერთგვარ დაქვემდებარებაში იმყოფება. რაც შეეხება ნარდობის (მომსახურების) ხელშეკრულებას, აქ მენარდე (შემსრულებელი) ქონებრივად და ორგანიზაციულად დამოუკიდებელია შემკვეთისაგან და მას არ ექვემდებარება. მენარდე სამუშაოს ასრულებს, როგორც წესი, პირადად და საკუთარი რისკით. ნარდობის ხელშეკრულების დროს ძალაუფლებისა და დაქვემდებარების ფაქტორი არ არსებობს და მხარეები თანასწორუფლებიან მდგომარეობაში არიან. აქ არ არსებობს იერარქიისა და სუბორდინაციის რეჟიმი.
ქვემდებარეობის ნიშანი არის მითითების უფლება, რომლისთვისაც დამახასიათებელია დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ვალდებულება დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ დროში. ეს გულისხმობს იმას, რომ შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში დამსაქმებელი უფლებამოსილია, განკარგოს და მართოს დასაქმებულის შრომა, მსგავსი ურთიერთობა კი ნარდობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი არ არის. თუმცა ორივე ხელშეკულების პირობებში შემკვეთი და დამსაქმებელი ორიენტირებულია სამუშაოს შესრულების და მუშაკის შრომის შედეგად მიიღოს მოგება.
ასევე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ შრომითი ხელშეკრულება და ზოგადად შრომითი ურთიერთობა, დასაქმებულის მიერ გაწეული შრომისათვის ითვალისწინებს ანაზღაურებას - ხელფასს (შრომის კოდექსში გამოყენებულია ტერმინი ხელფასი - მუხლი 17), ასევე ამ ორი ხელშეკრულების განმასხვავებელ ნიშნას წარმოადგენს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დასაქმებული ექცევა დამსაქმებლის მიერ დადგენილი შინაგანაწესის რეგულაციებში, რაც ნარდობის დროს არ გვხვდება შრომითი ხელშეკრულების დადებისას დასაქმებული სარგებლობას შრომის კოდექსით გარანტირებული დასვენებისა და შვებულების უფლებით, რაც ნარდობით ურთიერთობის დროს არ გვხვდება.
ესენი გახლავს ის ძირითადი ნიშნები და განმასხვავებელი მახასიათებლები, რომლებიც გვეხმარებიან, რომ სამართალურთიერთობის შინაარსი დადგინდეს ყველა თავისი თანმდევი შედეგით. თუმცა გასაგებია, რომ ყოველი კონკრეტული საქმე და ურთიერთობა სპეციფიკურია და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს.
აქვე სასამართლო განმარტავს, რომ იმ საინტერესო და დასაქმებულთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებულმა საკანონმდებლო რეგულაციებმა, რომლებიც ამოქმედდა 2013 წელს, ასევე იმ საერთაშორისო სამართლის წყაროებმა, რომლებიც აპრიორი ადგენენ შრომითი ურთიერთობის განსხვავებულ და მაღალ სტანდარტებს (ამ წყაროებზე საუბარი ქვემოთ გვექნება), შესაძლოა მეტ ნაკლებად უბიძგა დამსაქმებლებს, რომ რეალური შრომითი ურთიერთობა შენიღბოს მომსახურების ხელშეკრულებით. აღნიშნულის მიზანს შესაძლოა ის წარმოადგენდეს, რომ ნარდობის სამოქალაქოსამართლებრივი ბუნება მოკლებულია დაცვის იმ მაღალ სტანდარტებს, რაც ახასიათებს შრომით სამართალს. ნარდობის შინაარსის მატარებელ სამართალურთიერთობაში უკვე აღარ ვაწყდებით ასიმეტრიას მხარეთა შორის. დაქირავებულისათვის შრომის კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოვალეობების წარმოშობა უკავშირდება შრომის ხელშეკრულების და არა სხვა სახის ხელშეკრულებების, დადებას. ამას კარგად აცნობიერებს დამსაქმებელი და მიაჩნია, რომ შრომითი ხელშეკრულების ნაცვლად ნარდობის ხელშეკრულების დადებამ შესაძლებელია, თავიდან აარიდოს შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულებები. გასაგებია, რომ ასეთი მიდგომა დამსაქმებლის მხრიდან არ არის მიზანშეწონილი და გასაკიცხია.
განსახილველ საქმეში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სანამ მოპასუხე მათთან ე.წ. სადაო “მომსახურების„ ხელშეკრულებებს დადებდა მხარეები იმყოფებოდნენ შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში შრომის ხელშეკრულებების საფუძველზე, ასევე უდავაოა, რომ მოპასუხეს სადავო ხელშეკრულებების დადებამდე მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობების დასრულების - შეწყვეტის შესახებ ნება არ გამოუვლენია (არ უცნობებია), ასევე უდავოა, რომ მოსარჩელეები სადავო ხელშეკრულებების დადებამდე ასრულებდნენ იმავე სამუშაოს, იმავე პირობებში, რასაც შრომითი ურთიერთობის პირობებში და მოსარჩელეებს ხელფასის სახით ერიცხებოდათ ყოველთვიურად თანხები. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ხელშეკრულებები, რომელიც შეწყდა სამი მოსარჩელესთნ მიმართებით 08.01.2018 წელს, ხოლო 23.01.2018 წელს ერთ მოსარჩელესთნ მიმართებით, მოპასუხის მიერ ზეპირი ფორმით გამოვლენილი ნების საფუძველზე. ასევე მოსარჩელეთა ამონაწერებით საბანკო ანგარიშებიდან დგინდება, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელეებთან დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გადახდილი გასამრჯელოს ტიპი იყო ,,ხელფასი“ და არა მომსახურების ანაზღაურება, ვინაიდან მოპასუხე მათ შემოსავლის წყაროსთან უკავებდა საშემოსავლო გადასახადს, რისი დაკავების ვალდებულებაც საგადასახადო კოდექსით არ აქვს ნარდობით ურთიერთობის დროს, რაც მოწმობს, რომ წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის დროს დასაქმებულის ყოველთვიური ანაზღაურების წესს, რასაც ასევე ამყარებს მოპასუხის მიერ მოსარჩელეებისადმი გაგზავნილი დასაბუთებაც შრომის კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვასიტყვითი აზრის მნიშვნელობით. ასეთი გონივრული განმარტება კი, წინამდებარე საქმეში სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ მხარეებს შორის არსებობდა სწორედ შრომითი სამართალურთიერთობა და არა ნარდობა.
მოპასუხის მიერ შრომითი ურთიერთობის ნარდობით ურთიერთობად შენიღბვა ასევე შესაძლებელია დადასტურდეს თვით ხელშეკრუების დებულებებით რაც სტანდარტული პირობების გათვალისწინებით ერთობლიობაში ადასტურებენ მოსარჩელეთა მიერ მოპასუხის დაქვემდებარებულ პირობებში სამუშაოს შესრულებას, მის მატერიალურ ტექნიკური საშუალებების გამოყენებას და მესამე პირებთან ურთიერთობისას მოპასუხის სახელით სარგებლობას (გადაცემის ჩაწერის დროს მოპასუხის ლოგოს და სახელის გამოყენებას), ხოლო ერთ ერთი მოპასუხის მიმართ მიუხედავად მასთნ დადებული „მომსახურების ხელშეკრულებისა“ დისციპლინური სახდელის გამოყენებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთ შორის წარმშობილი იყო არა ნარდობითი, არამედ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები რა ჭრილშიც უნდა შეფასდეს მოპასუხის მიიერ გამოვლენილი ნება ხელშეკრულებიდან გასვლის - შეწყვეტის შესახებ ასევე ხელფასის შემცირების შესახებ.
3.2.2. მოპასუხის მიერ 08.01.2018 წელს და 23.01.2018 წელს გამოვლენილი ნება მოსარჩელეებთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ არამართლზომიერია.
რაც შეეხება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერების საკითხს. მოპასუხის განმარტებით მოსარჩელეებთან ხელშეკრულებების შეწყვეტის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ სატელევიზიციო გადაცემა, რომლის ფარგლებშიც იყვნენ დასაქმებულები მოსარჩელეები მოპასუხე სამაუწყებლო კომპანიაში არარეიტინგული აღმოჩნდა. ანუ მოსარჩელეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, იმის თაობაზე, რომ სათანადო ხარისხითა და სტანდარტის დაცვით განეხორციელებინათ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო.
სასამართლომ დადგენილად ცნო მხარეთა შორის შრომითი სამართალურთიერთობა და შესაბამისად სახეზე გვაქვს ასიმეტრიული მტკიცების ტვირთი, რომელიც სწორედ მოპასუხემ უნდა ზიდოს, სწორედ მოპასუხეს უნდა წარმოეჩინა მსჯელობა მოპასუხისათვის მოსარჩელის მხრიდან ზიანის მიყენების და ასევე იმის შესახებ, რომ მოპასუხე კომპანიამ განიცადა რაიმე სახის ზიანი გადაცემის არარეიტინგულობის გამო და გადაცემის არარეიტინგულობა გამოწვეული იყო მოსარჩელეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადო ხარისხისა და სტანდარტის დაუცველობით. ამდენად, მოპასუხე მხარემ მოსარჩელესთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მხარეთა შორის ნარდობის ურთიერთობა დაასახელა, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარე სათანადოდ არ შეედავა მოსარჩელე მხარეს და ვერ გართვა მის მტკიცების ტვირთს თავი, შესაბამისად ასეთ პირობებში სასამართლოს მიაჩნია, რომ წარუმატებლობისთვისაა განწირული დამსაქმებლის მხრიდან იმის მტკიცება, ფაქტობრივი გარემოებების მითითების გარეშე, თუ რა დარღვევა ჩაიდინა დასაქმებულმა და რატომ გახდა ეს დარღვევა ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველი, იმ პირობებში როდესაც დასაქმებულის წინაში დამსაქმებელმა ნება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ არ გამოავლინა შრომის კოდექსის 37.1 მუხლში მითითებული რომელიმე საფუძვლის მითითებით და შემდგომში დასაქმებულთა მხრიდან წერილობითი დასაბუთების გაცემისას დასაბუთებაში. შრომის კოდექსის 37.3 მუხლის „ა“ პუნქტით დაუშვებელია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა.
აღნიშნულის გარდა სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ დავის განხილვისას სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს დასაქმებულის მიერ დასაქმებულის მიმართ შრომის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის ის კონკრეტული საფუძველი რაც დამსაქმებელმა დასაქმებულის მიმართ გამოავლინა და მას კანონიერად მიაჩნია და არ არის ვალდებული შეამოწმოს დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნება ხომ არ შეესაბამება შრომის კოდექსის 37.1 მუხლში ჩამოთვლილ შრომით ხელშეკრულების შეწყვეტის რომელიმე საფუძველს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია.
საქართველოს კონსტიტუცია.
საქართველოს შრომის კოდექსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის N158 კონვენცია „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“; 1982 წლის N166 რეკომენდაცია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ (Termination of employment recomandation).
6. სამართლებრივი შეფასება
დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (RUIZ TORIJA v. SPAIN). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც უცილობლად წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.
საერთაშორისო სამართლის ე.წ. რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში - LOIZIDOU vs. TURKEY აღნიშნული კონვენცია დაახასიათა „ევროპული საჯარო წესრიგის კონსტიტუციურ დოკუმენტად“.
აღნიშნული დოკუმენტის მე-4 მუხლი შეიცავს რეგულაციას, რომელიც კრძალავს იძულებით შრომას. კონვენციის ამ რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების) ავთენტურ და ავტორიტეტულ განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის ნორმათა შეფასებები იძლევა ამ ზოგადი შინაარსის და ხშირ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებული (გარკვეულწილად არათვითშესრულებადი) სამართლებრივი დეფინიციების სწორად აღქმის, გააზრებისა და შემდგომ შეფარდების შესაძლებლობას. ვინაიდან, კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმულირებული, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გაანალიზების გარეშე რთულია კონვენციის დებულებათა სწორად განმარტება და გამოყენება. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი ეროვნული სასამართლოს მიერ, როგორც მინიმუმ აღქმულ უნდა იქნეს სამართლის შემეცნების წყაროდ (თუ უშუალოდ სამართლის წყაროდ არა). აღნიშნულის ვალდებულება (პრეცედენტული სამართლის გამოყენების ვალდებულება) გამომდინარეობს როგორც უშუალოდ კონვენციიდან, ასევე ეროვნული (ქართული) კანონმდებლობის რიგი სამართლებრივი აქტებიდან (მაგ: "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონი, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით (CASE OF SILIADIN V. FRANCE), კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივი მოცემულობა, რომელშიც გარანტირებული იქნება ეფექტური დაცვა დასაქმებულისათვის გაწეული სამუშაოს შესაბამისი შრომის ანაზღაურებისა.
უპირველესად აღსანიშნავია, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოს (მათ შორის საქართველო) გარდა ნეგატიური ვალდებულებისა - თვითონ არ ჩაერიოს და უკანონოდ შეზღუდოს ადამიანი მის კონვენციით გარანტირებულ უფლებებში, ასევე აკისრია პოზიტიური ვალდებულება, რომ მესამე პირთა ჩარევისაგან დაიცვას ეს უფლებები. მრავალ ევროპულ საქმეში (მათ შორის: PALOMO SANCHEZ AND OTHERS v. SPAIN, MARCKX v. BELGIUM და სხვა), სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით, ხელმომწერმა მხარეებმა „უნდა უზრუნველყონ მათი იურისდიქციის ფარგლებში ის უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც განსაზღვრულია კონვენციაში“; მაგალითად საქმეში PALOMO SANCHEZ AND OTHERS v. SPAIN, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ესპანეთის ეროვნული სასამართლოს უარი აღადგინოს დათხოვნილი პირი დაკავებულ თანამდებობაზე, სწორედ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა შეიძლება რომ გახდეს (თუმცა, ამ კონკრეტულ საქმეში ასეთი დარღვევა არ დადგინდა).
მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, შრომის უფლებას აქცევს კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) მოქმედების სფეროში. საქმეში - I.B. v. GREECE, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: „სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ „პირადი ცხოვრების“ ცნება ფართო კონცეფციაა და არ ექვემდებარება ამომწურავ განმარტებას; ის მოიცავს ადამიანის ფიზიკურ და მორალურ ხელშეუხებლობას და ასევე ხშირად მოიცავს ადამიანის ფიზიკური და სოციალური იდენტობის ასპექტებს“; საქმეში A. VOLKOV v. UKRAINE (რომელიც ეხებოდა საჯარო მოსამსახურის - მოსამართლის სამსახურიდან დათხოვნას), სასამართლომ ნათლად განმარტა, რომ “პირადი ცხოვრება, გულისხმობს პირის უფლებას განავითაროს მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები სხვა ინდივიდებთან”. ასევე დაიცვა ევროპულმა სასამართლომ შრომითი უფლებანი საქმეებში - OBST v. GERMANY; SCHUTH v. GERMANY; საქმეში COPLAND v.THE UK, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა და სახელმწიფოს მიერ თავისი პოზიტიური ვალდებულების (თვითონ არ ჩაერიოს პირის პირად ცხოვრებაში) შეუსრულებლობა, რადგანაც სახელმწიფომ გაუმართლებელი მიზეზით მიიღო გადაწყვეტილება პირის სამსახურიდან დათხოვნაზე. ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე BARBULESCU v. ROMANIA, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფომ, ეროვნული სასამართლოების უარით სამსახურში აღდგენაზე, ვერ დაიცვა დასაქმებულის შრომითი უფლებები (და მაშასადამე დაარღვია კონვენციის მე-8 მუხლი), მაშინ როდესაც ყოფილმა დამსაქმებელმა არასწორად დაითხოვა ის სამსახურიდან. საქმეში - IVANOVA v. BULGARIA, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განმცხადებელი (ქალბატონი ივანოვა), გარკვეული იურიდიული ტექნიკის გამოყენებით, სხვადასხვა შეხედულებების გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან; გარკვეული ტექნიკის გამოყენება უკავშირდებოდა იმ გარემოებას, რომ დამსაქმებელმა, შეგნებულად და სავსებით თვალთმაქცურად შეცვალა სამსახურებრივი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელსაც ფორმალურად დასაქმებული ივანოვა ვეღარ აკმაყოფილებდა; თუმცა, რეალური დათხოვნის მიზეზი სავსებით სხვა საკითხი გახლდათ. გასაგებია, რომ ამ მსჯელობას პირდაპირი კავშირი იგივეობა განსახილველ საქმესთან არ აქვს, მაგრამ ის გვაჩვენებს იმ სტანდარტს, რომლითაც სხვა უფლებათა ჭრილში, ასევე დაცულია შრომის უფლება.
ასევე, საქმეში BAKA v. HUNGARY, სასამართლომ არ შეიწყნარა მოსამართლის სამსახურიდან დათხოვნა, რამეთუ ფორმალური ხასიათის მქონე რეორგანიზაციით, შეიფუთა რეალური მიზეზი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა. ე.ი. ნათელია, რომ წინამდებარე საქმეშიც, თუ სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ის ჩაერეოდა (სწორედ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევის გზით) პირის იმ უფლებაში, რომელიც გარანტირებულია კონვენციის მე-8 მუხლით; ასეთი ჩარევა რომ გამართლებული უნდა იყოს შესაბამისი ლეგიტიმური მიზნითა და ასევე უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, ეს საყოველთაოდ ცნობილია.
სასამართლო აქვე მოიხსენიებს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ არასრული იქნება შრომით სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მისი ფარგლებში შემუშავებული სამართლის სხვადასხვა წყაროების მოხსენიების გარეშე (აქვე ხაზს გავუსვამთ, რომ პირდაპირი სამართლის წყაროდ წინამდებარე გადაწყვეტილება არ განიხილავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ისეთ აქტებს, რომლებიც არ არის კანონიერ ძალაში საქართველოს სახელმწიფოსთან მიმართებაში);
1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში - შსო) ფილადელფიის დეკლარაციით (1944 წ.), განმარტებულია დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს შემთხვევაშიც, ეროვნული კანონმდებლობის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოს ეროვნულმა სასამართლომ, როდესაც ის შრომითსამართლებრივ ურთიერთობას შეაფასებს წმინდა ჰორიზონტალური - სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის ჭრილში; აღნიშნული დეკლარაციით, საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, რომ „შრომა არ წარმოადგენს საქონელს“. მართლაც, შრომა არ ჰგავს საქონელს (უძრავ ან მოძრავ ნივთს), უსულო პროდუქტს, რომელზეც შესაძლებელია მოლაპარაკება მაქსიმალური მოგების ან მინიმალური ფასის მიღების მიზნით. შრომა, თითოეული ინდივიდის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მისი როლი არსებითია პიროვნების ღირსებისა და კეთილდღეობისათვის და ინდივიდის, როგორც ადამიანის ჩამოყალიბებისათვის. სწორედ ამ ჭრილში უნდა გავიგოთ ეკონომიკური განვითარების დადებითი ასპექტები; ერთი სიტყვით, ეკონომიკური განვითარება ხდება არა საკუთრივ განვითარებისათვის, არამედ ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებისათვის. თვითონ შსო-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს ის, რომ შეუძლებელია არსებობდეს გრძელვადიანი მშვიდობა სოციალური სამართლიანობის გარეშე („ჩვენ არ შეგვიძლია განვითარება სოციალური სამართლიანობის გარეშე და ასევე ადამიანური სტანდარტების მინიმალური დონის გარეშე“). სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის N158 კონვენციას „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ (Termination of Employment Convention, 1982 (No. 158)). სასამართლოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსათვის მითითებული საერთაშორისო ხასიათის მქონე დოკუმენტი ძალაში არ არის (და შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი გამოყენება სამართლის პირდაპირ წყაროდ ეროვნული სასამართლოს მიერ ვერ მოხდება), საკმაოდ საყურადღებოა მისი მოთხოვნები სამოსამართლო სამართლებრივი მოსაზრებების განმარტებისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შიდა კანონმდებლობა არსებითად არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციის შესაბამის რეგულაციებს (ასევე აღსანისნავია, რომ ამ საერთაშორისო სამართლის აქტის რეგულაციანი, როგორც „შთაგონების წყარო“, არაერთხელ იქნა გამოყენებული საქართველოს უზენაესი სასამართლო მიერ).
აღნიშნული დოკუმენტის რიგი რეგულაციები განაპირობებენ ე.წ. „გონივრული საფუძვლის“ არსებობის აუცილებლობას დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს. კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, დაუშვებელია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა თუ არ არსებობს ასეთი შეწყვეტის კანონიერი მიზეზი. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვან დანაწესს, რომლის თანახმადაც, კონვენციის მე-4 მუხლში მითითებული შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. კონვენციისეული გონივრული პრინციპის ცნება, უმეტესწილად ეხება დასაქმებულის არასათანადო ქცევისა თუ არასაკმარისი კვალიფიკაციის, ასევე აუცილებელი საწარმოო საჭიროების გათვალისწინებით შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის გონივრულობის საკითხს.
სამართლის ეროვნული წყაროების მიმოხილვას სასამართლო რათქმა უნდა დაიწყებს საქართველოს კონსტიტუციით.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რა თქმა უნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ორგანული კანონის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს.
სამართლის საერთაშორისო და ეროვნულ წყაროთა ზემოაღნიშნული ჩამონათვალი და მათი შესაბამისი ნორმები, სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ საერთაშორისო სტანდარტი, რომლისკენაც სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით - მათ შორის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულყოფის გზით უნდა იაროს თანამედროვე სამართლებრივმა სახელმწიფომ (სახელმწიფომ, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის, ევროპის საბჭოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულყოფილი წევრია), მდგომარეობს ადამიანის შრომის უფლების განუხრელად დაცვაში. ამავე დროს, ადვილია გამოყო ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლების ერთ-ერთი პოსტულატი - სამუშაოს შენარჩუნების უფლება; სასამართლოსათვის ცალსახაა, რომ შრომის უფლება ვერ იქნება სრულყოფილი „უფლება“, თუ გარანტირებული არ იქნება მუშაკის მიერ დაკავებული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა და დაცვის შესაძლებლობა.
სასამართლოს აზრით, თუ სამუშაოს მოპოვების პოსტულატი მნიშვნელოვანია და დაცულია სამართლებრივი სახელმწიფოს მიერ, მით უფრო მნიშვნელოვანი და დაცულია უკვე მოპოვებული სამუშაოს შენარჩუნების შესაძლებლობა. საწინააღმდეგო შემთხვევაში, შრომით ურთიერთობათა სივრცე და სფერო, მოკლებული იქნება სტაბილურობას, რაც ამ სამართალურთიერთობის ხასიათს მერყევს და არასანდოს გახდის.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ მოპასუხე სამაუწყებლო კომპანიაში მხარეებს შორის დადებული შრომის ხელშეკრულებების საფუძველზე. მოსარჩელეების განმარტებით მათი გათავისუფლება მოხდა უკანონოდ. როგორც აღვნიშნეთ, იმისათვის, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ ჩაითვალოს ლეგიტიმურად და მართლზომიერად, ამისათვის აუცილებელია, რომ წარმოჩინდეს ის გონივრული წინაპირობანი, რომელიც ამ შეწყვეტას კანონიერ საფუძველს მისცემდა. თანაც, ასეთი ლეგიტიმური წინაპირობანი სწორედ დამსაქმებელმა უნდა შემოგვთავაზოს. ანუ დამსაქმებელმა უნდა თქვას, რომ წყვეტს კონტრაქტს იმის გამო, რომ მაგ: დასაქმებულმა დაარღვია შრომითი ვალდებულებანი თანაც უხეშად; არსებობს ასეთის განხორციელების ორგანიზაციული აუცილებლობა; გავიდა შრომითი ხელშეკრულების ვადა და სხვა. რომელიმე ასეთი ლეგიტიმური საფუძვლის მითითების შემდეგ, დასაქმებულმა, ასევე მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს მისი არსებობა და რეალურობა.
აკმაყოფილებს თუ არა ზემოაღნიშნულ სტანდარტს დამსაქმებელი წინამდებარე საქმეში, სასამართლო თვლის, რომ ვერ აკმაყოფილებს. მოპასუხის დაცვის ხაზი, რეალურად შრომითი ურთიერთობის ნარდობად წარმოჩენაზე გადიოდა; ამის მიზანი ის იყო, რომ წარმოჩენილიყო მაღალი შრომითსამართლებრივი სტანდარტის - ხელშეკრულების „უხეში“ დარღვევის სამართლებრივი ცნების არაავთენტურობა ამ დავაში და ასევე ვადიანი ხელშეკრულების აღიარების გზით, მოსარჩელის აღდგენის საკითხის დამუხრუჭება, რა მიმართულებითაც მოპასუხემ წარუმატებლობა განიცადა (იხ. მსჯელობა სადავო ფაქტობრივ გარემოებებში). სადავო ფაქტობრივ გარემოებებში მითითებულია, თუ რატომ ვერ ჩაითვლება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ლეგიტიმურად. შესაბამისად, ლეგიტიმური საფუძველი ეცლება დამსაქმებლის გადაწყვეტილებას (თუნდაც ზეპირ ცალმხრივ გარიგებას) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. აღნიშნული კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის რეგულაციათა შეფარდების შედეგად - „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს“, სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობაა. მხარისათვის მინიჭებული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება ხომ არ არის შეუზღუდავი. არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი). სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართლზომიერებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ უფლებები და ვალდებულებები. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილენი, არიან სამოქალაქო საზოგადოების წევრები. სამოქალაქო საზოგადოება კი ურთიერთპასუხისმგებლობის მქონე პირთა ერთობაა (იხ. ლადო ჭანტურია - შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 1997 წ.). შესაბამისად, სამოქალაქო ნება, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილის მიერ უნდა განხორციელდეს კეთილსინდისიერად და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. წინამდებარე სამოქალაქო-სამართლებრივი ნება - სადავო ბრძანება ვერ ჩაითვლება მართლზომიერად, რაც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს), მისი ბათილობის საფუძველია.
აღნიშნულის შედეგი კი თავისთავად არის მოპასუხის იმ უფლებებში აღდგენა, რაც იარსებებდა რომ არ ყოფილიყო მიღებული სადავო გადაწყვეტილება. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ზემოაღნიშნული N158 კონვენციაც ითვალისწინებს, რომ დავის განხილველი უწყება უნდა იყოს უფლებამოსილი ეფექტურად აღადგინოს მუშაკი თავის უფლებებში.
შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი.
სამუშაოზე აღდგენა, ისევე როგორც იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, წარმოადგენს მოპასუხის არამართლზომიერი ქმედების (უკანონოდ გათავისუფლების) შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახეს - მუშაკის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის სახით (რესტიტუცია0. მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების 3.1.20. პუნქტით დადგენილია, რომ მოპასუხე ტელევიზიამ 2018 წლის მარტის თვის ბოლოდან შეწყვიტა მაუწყებლობა და ამჟამად აღარ ფუნქციონირებს. მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ აღნიშნულ გარემოებაზე ახსნა - განმარტრბა გააკეთა მოსარჩელე მხარემაც და კომპენსაციის მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ მოპასუხეს საქმიანობა შეწყვეტილი აქვს თუმცა სადაო არ გაუხდია მოპასუხის მიერ საქმიანობის შეწყვეტის თარიღი, რაც სასამართლომ უდაოად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ გარემოებას რაც აუცილებალდ ცნობილი უნდა ყოფილიყო სასამართლოსათვის, ამდენად იგი მხარეთ მიერ მტკიცების საგანს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გათვალისწინებით, რომ არ მომხდარიყო დამსაქმებლის მიერ შრომის ხელშეკრულების უსაფუძვლოდ შეწყვეტა, შრომითი ურთიერთობა იარსებებდა 2018 წლის მარტის თვის ბოლომდე.
გამომდინარე იქიდან, რომ დღეისათვის მოპასუხე კომპანია აღარ ფუნქციონირებს მოსარჩელეების მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურების თაობაზე 2018 წლის მარტის თვის შემდგომ პერიოდზე, ფაქტობრივ/ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ასევე, დათხოვნის თაობაზე მიღებული აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შედეგია მოპასუხისათვის იმ მიუღებელი შემოსავლის დაკისრება, რასაც დასაქმებული მიიღებდა იმ შემთხვევაში, დამსაქმებელს არამართლზომიერად რომ არ დაერღვია მისი უფლებანი.
საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს მიუღებელი შემოსავლისთვისაც: მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და, რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. შრომითი ურთიერთობის უკანონო შეწყვეტით, დამსაქმებელმა მოუსპო შესაძლებლობა დასაქმებულს, განეხორციელებინა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი სამსახურებრივი მოვალეობა და მიეღო ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომითი ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობით.
საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარებაც, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა.
ვინაიდან სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის მარტის თვის შემდეგ მოპასუხე კომპანიამ შეწყვიტა მაუწყებლობა, შესაბამისად სათანადო ზიანის ანაზღაურებად უნდა ჩაითვალოს მიუღებელი სახელფასო დავალიანების სახით - იძულებითი განაცდურის დაკისრება მოპასუხისათვის პირველი სამი მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილში ორთვენახევრის ოდენობით და 6 თვის კომპენსაცია, ხოლო მეოთხე მოსარჩელის მიმართ მოთხოვნის ნაწილში 2 თვის განაცდურის და 6 თვის კომპენსაციის ოდენობით.
ამდენად სასამართლო ნაწილობრივ საფუძვლიანად მიიჩნევს მოსარჩელეების მოთხოვნას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
ასევე საგულისხმოა ის გარემოება, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელეთა მიმართ მოპასუხის სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტი. მოპასუხე მხარეს დავალიანების არსებობა სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხემ მიუთითა რომ შეუმცირა მოსარჩელეებს გასაცემელი იმის გამო, რომ მათ მიერ სათანადოდ არ სრულდებოდა ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულებები, რაც სასამართლომ არამართლზომიერად მიიჩნია შრომის კოდექსის 6.9 მუხლით, რომლითაც ხელფასის ოდენობა წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას, რის შესაცლელეადაც საჭიროა მხარეთა შეთნხმება რასაც ადგილი არ ოქნია, ვინაიდან დასაქმებელმა ცალმხრიცად მოახდინა ხელფასის ნაწილ ნაწილ პეროდულად დაკავება სამი მოსარჩელის მიმართ.
შესაბამისად, ვინაიდან დასტურდება სადავო პერიოდში მოსარჩელეების მიერ მოპასუხის სასარგებლოდ შრომითი ურთიერთობის განხორციელების გარემოება (აღნიშნულზე მსჯელობა იხილეთ სადავო ფაქტობრივ გარემოებებში), მაშასადამე საფუძვლიანია მოსარჩელეების მოთხოვნაც შრომის ანაზღაურების დავალიანების როგორც უასფუძვლოდ დაკავებულის ასევე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თვის სახელფასო დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში.
რაც შეეხება მოსარჩელეთა მოთხოვნას დაყოვნების კანონისმიერი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, საქართველოს შრომის კოდექსის მე-31 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
მოსარჩელეების მოთხოვნა იძულებით განაცდურზე ყოველი დაყოვნებული დღისათვის 0,07%-ის დაკისრების თაობაზე, ემყარება ზემოაღნიშნულ ნორმას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს არსებული ფულადი ვალდებულებიდან და არა იმ თანხიდან, რომელიც სასამართლომ დააკისრა ან შეიძლება დააკისროს პირს არსებული ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის იძულებითი განაცდურის, როგორც ზიანის ანაზღაურების სახით.
ამავე კოდექსის 31.3 მუხლის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას, ანუ, სახეზეა გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების განუხორციელებლობა, ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში (საქმე №ას-268-255-2016), განმარტა, რომ იძულებითი განაცდურის ანგარიშსწორების დაყოვნების გამო მოპასუხისათვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს (დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%) საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებიდან და 31-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც:
ა) მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ უნდა იყოს შეწყვეტილი;
ბ) შეთანხმებული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად უნდა გაიცემოდეს;
გ) დამსაქმებელმა უნდა დაარღვიოს ძირითადი ვალდებულება - მან უნდა გადააცილოს შრომის ანაზღაურების შეთანხმებულ ვადას ან საბოლოო ანგარიშსწორების კანონით დადგენილ შვიდღიან ვადას (საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლი).
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი ვრცელდება მხოლოდ არსებული შრომითი ურთიერთობების იმ სფეროზე, როდესაც შრომის ანაზღაურება (ხელფასი, საშვებულებო ანაზღაურება და სხვა) ყოვნდება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი შრომითი ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს, განაცდური თანხის 0,07%-ის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო იძულებით განაცდურის დაყოვნებისათვის არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის, სულ 400 ლარის ანაზღაურება. ამავე დროს, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის 3%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა რა ნაწილშიც მოსარჩელეები გათავისუფლებულები არიან კანონით სახელმწოფო ბაჟის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდისაგან და სასარჩლო მოტხოვნა დაკმაყოფილდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე თ--- შ----ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე შპს ი------------ს 08.01.2018 წლის #119-გ წერილით გამოვლენილი ნება.
2. მოსარჩელე თ--- შ----ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილედეს ნაწილობრივ, მოპასუხე შპს ი------------ს მოსარჩელე თ--- შ----ის სასარგებლოდ გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობის და იძულებით განაცდურის სანაცვლოდ დაეკისროს კომპენსაციის სახით დასაბეგრი 11687.50 ლარის გადახდა.
3. მოსარჩელე თ--- შ----ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე თ--- შ----ის სასარგებლოდ 2018 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 687.50 ლარის გადახდა.
4. მოსარჩელე თ--- შ----ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე თ--- შ----ის სასარგებლოდ 2018 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 687.50 ლარის დაყოვნებისათვის, 23.01.2018 წლიდან დავალიანების გადახდამდე, 687.50 ლარიდან, ყოველდღიურად, 0.07% გადახდა.
5. მოსარჩელე თ--- შ----ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე თ--- შ----ის სასარგებლოდ 01.09.2017-31.12.2017 წ. პერიოდის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 400 ლარის გადახდა.
6. მოსარჩელე თ--- შ----ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე თ--- შ----ის სასარგებლოდ 2017 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 400 ლარის დაყოვნებისათვის, 23.01.2018 წლიდან დავალიანების გადახდამდე, 400 ლარიდან, ყოველდღიურად, 0.07% გადახდა.
7. მოსარჩლე თ--- შ----ეს უარი ეთქვას დარჩენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
8. მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე თ--- შ----ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის 100 ლარის გადახდა.
9. მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ
სახელმწიფო ბაჟის სახით 408.26 ლარის გადახდა.
10. მოსარჩელე ბ--–- გ--–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმყოფილდეს ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე შპს ი------------ს 08.01.2018 წლის #120-გ წერილით გამოვლენილი ნება.
11. მოსარჩელე ბ--–- გ--–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხე შპს ი------------ს მოსარჩელე ბ--–- გ--–-–---–ის სასარგებლოდ გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობის და იძულებით განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ დაეკისროს კომპენსაციის სახით დასაბეგრი 7437.50 ლარის გადახდა.
12. მოსარჩელე ბ--–- გ--–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე ბ--–- გ--–-–---–ის სასარგებლოდ 2018 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 437.50 ლარის გადახდა.
13. მოსარჩელე ბ--–- გ--–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე ბ--–- გ--–-–---–ის სასარგებლოდ 2018 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 437.50 ლარის დაყოვნებისათვის, 23.01.2018 წლიდან დავალიანების გადახდამდე, 437.50 ლარიდან, ყოველდღიურად, 0.07% გადახდა.
14. მოსარჩელე ბ--–- გ--–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე ბ--–- გ--–-–---–ის სასარგებლოდ 01.03.2017-01.11.2017 წ. პერიოდის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 800 ლარის გადახდა.
15. მოსარჩელე ბ--–- გ--–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე ბ--–- გ--–-–---–ის სასარგებლოდ 2017 წლის მარტიდან ნოემბრამდე პერიოდის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 800 ლარის დაყოვნებისათვის, 23.01.2018 წლიდან დავალიანების გადახდამდე, 800 ლარიდან, ყოველდღიურად, 0.07% გადახდა.
16. მოსარჩლე ბ--–- გ--–-–---–ს უარი ეთქვას დარჩენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
17. მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე ბ--–- გ--–-–---–ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის 100 ლარის გადახდა.
18. მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 288.71 ლარის გადახდა.
19. მოსარჩელე ვ------- ჭ-----ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე შპს ი------------ს 08.01.2018 წლის #116-გ წერილით გამოვლენილი ნება.
20. მოსარჩელე ვ------- ჭ-----ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხე შპს ი------------ს მოსარჩელე ვ------- ჭ-----ას სასარგებლოდ გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ დაეკისროს დასაბეგრი 15937.50 ლარის გადახდა.
21. მოსარჩელე ვ------- ჭ-----ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე ვ------- ჭ-----ას სასარგებლოდ 2018 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 937.50 ლარის გადახდა.
22. მოსარჩელე ვ------- ჭ-----ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე ვ------- ჭ-----ას სასარგებლოდ 2018 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 937.50 ლარის დაყოვნებისათვის, 23.01.2018 წლიდან დავალიანების გადახდამდე, 937.50 ლარიდან, ყოველდღიურად, 0.07% გადახდა.
23. მოსარჩელე ვ------- ჭ-----ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე ვ------- ჭ-----ას სასარგებლოდ 15.08.2017-31.12.2017 წ. პერიოდის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 450 ლარის გადახდა.
24. მოსარჩელე ვ------- ჭ-----ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე ვ------- ჭ-----ას სასარგებლოდ 2017 წლის აგვისტო - დეკემბრის პერიოდის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 450 ლარის დაყოვნებისათვის, 23.01.2018 წლიდან დავალიანების გადახდამდე, 450 ლარიდან, ყოველდღიურად, 0.07% გადახდა.
25. დარჩენილ ნაწილში მოსარჩლე ვ------- ჭ-----ას უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
26. მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე ვ------- ჭ-----ას სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის 100 ლარის გადახდა.
27. მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 551.65 ლარის გადახდა.
28. მოსარჩელე გ------ კ-----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე შპს ი------------ს 23.01.2018 წლის #128-გ წერილით გამოვლენილი ნება.
29. მოსარჩელე გ------ კ-----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხე შპს ი------------ს მოსარჩელე გ------ კ-----–---–ის სასარგებლოდ გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ დაეკისროს კომპენსაციის სახით დასაბეგრი 13000 ლარის გადახდა.
30. მოსარჩელე გ------ კ-----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე გ------ კ-----–---–ის სასარგებლოდ 2018 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 1524 ლარის გადახდა.
31. მოსარჩელე გ------ კ-----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე გ------ კ-----–---–ის სასარგებლოდ 2018 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 1524 ლარის დაყოვნებისათვის, 06.02.2018 წლიდან დავალიანების გადახდამდე, 1524 ლარიდან, ყოველდღიურად, 0.07% გადახდა.
32. მოსარჩელე გ------ კ-----–---–ს უარი ეთქვას დარჩენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
33. მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს მოსარჩელე გ------ კ-----–---–ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის 100 ლარის გადახდა.
34. მოპასუხე შპს ი------------ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 425.04 ლარის გადახდა.
35. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-36 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
36. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი