განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.03.2018
საქმის ნომერი
060210017001888122
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
28.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 0602100-700-888122

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ-963-17 28 მარტი 20-8 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

სხდომის მდივ---: ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი(მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) - - - დ-------- ბ--------–ვილი რ--------- ხ----–--–--ა ი---- ნ-----–--–ვილი

დავის საგანი - უფლებამონაცვლედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონებიდან წილის მიკუთვნება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 20-7 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელე ი---- ნი----–--–---–ის მითითებით, მისი მამის, გ------- ნი----–--–---–ის და -ო-–-- ნ-----–--–ვილი გარდაიცვალა 2006 წლის 17 აგვისტოს, ამ უკანასკნელს პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები არ ჰყავდა. მეორე რიგის კანონისმიერი მემკვიდრის უფლების მქონე პირებს წარმოადგენდნენ მეორე მამიდა-ნ--- ნ-----–--–ვილი, თავად, მისი ძმა და დები, რადგან მამა - ო-–-- ნ-----–--–ვილის ძმა, გ------- ნ-----–--–ვილი გარდაიცვალა 1997 წელს. ო-–-- ნ-----–--–ვილის გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივად დაეუფლა თავად, და მისი ძმა -მ------- ნ-----–--–ვილი, სახლის გასაღები მას ჰქონდა, დაკრძალვის ხარჯებიც მათ გაიღეს, გარდა ამისა, სახლს ჩაუტარეს გარკვეული სარემონტო სამუშაოები და ეზოში გააშენეს ხეხილი, თუმცა მთელ სამკვიდრო ქონებაზე მათ უკითხავად სამკვიდრო მოწმობა აიღო მეორე მამიდამ, ნ--- ნ-----–--–ვილმა, რომელმაც სამკვიდრო ქონება გაასხვისა ვ------- თო------ზე, რომელმაც უძრავი ნივთის შეძენამდე იცოდა ამ ქონებაზე საკუთრების უფლების მქონე მემკვიდრეების არსებობისა და დავის შესახებ. შესაბამისად, იგი არაკეთილსინდისიერი შემძენია. ნ--- ნ-----–--–ვილის გარდაცვალების გამო, ვერ მოხერხდა მის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრა. მისი შვილი, დ-------- ბ--------–ვილი კი თავს არიდებს, დედის ვალდებულებების შესრულებას. ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე მოითხოვს: 1. ნაწილობრივ შევიდეს ცვლილება 2007 წლის 26 დეკემბერს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში და აღიარებულ იქნას მოსარჩელის-ი---- ნ-----–--–ვილის მიერ, ო-–-- ნ-----–--–ვილის სამკვიდროს 1/6-ის ფაქტობრივი ფლობით მიღება; 2. ბათილად იქნეს ცნობილი, ნ--- ნ-----–--–ვილსა და ვ------- თო------ს შორის, 20-2 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, ქ. ვ---, წ-------–-- ქ. N5; 3. ნ--- ნ-----–--–ვილის შვილი, დ-------- ბ--------–ვილი ცნობილი იქნას ნ--- ნ-----–--–ვილის მემკვიდრედ და უფლებამონაცვლედ; მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე დ-------- ბ--------–ვილმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი დედა - ნ--- ნ-----–--–ვილი, ვ---ს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე№2/71-07) სრულიად კანონიერად იქნა ცნობილი გარდაცვლილი დის-ო-–-- ნ-----–--–ვილის სამკვიდრო ქონების ერთადერთ მიმღებ კანონისმიერ მემკვიდრედ, რის საფუძველზეც გაიცა სამკვიდრო მოწმობა და სადავო უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ვ---, აკ. წ-------–-- ქუჩა №- აღირიცხა მის საკუთრებაში. ამდენად, ნ--- ნ-----–--–ვილს სრული უფლება ჰქონდა გაესხვისებინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. ო-–-- ნ-----–--–ვილის დანაშთ ქონებას არ დაუფლებია ი---- ნ-----–--–ვილი. უფრო მეტიც, წლების განმავლობაში პრეტენზია არ გამოუთქვამს სადაო ქონებასთან მიმართებაში. შესაბამისად, ვ------- თო------, რომელმაც 20-2 წელს იყიდა ნ--- ნ-----–--–ვილისაგან სადავო უძრავი ქონება, არის კეთილსინდისიერი შემძენი. რაც შეეხება უფლებამონაცვლეობას, ნ--- ნი----–--–---–მა სამკვიდრო ქონება მიღების შემდეგ გაასხვისა და სადავო უძრავი ნივთი სამკვიდრო მასაში არ შესულა. ნ--- ნ-----–--–ვილს სამკვიდრო აქტივი არ დარჩენია. შესაბამისად, არ იკვეთება უფლებამონაცვლეობის საპროცესო და მატერიალური წინაპირობები. მოპასუხე ვ------- თო------მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ის არის სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი, რადგან უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, მისთვის ცნობილი არ იყო ქონებაზე დავის არსებობისა და ამ ქონებაზე სხვა პირთა საკუთრების უფლების თაობაზე, რაც დადასტურებულ იქნა კიდეც, მ-------ი ნ-----–--–ვილის მიერ, ნ--- ნ-----–--–ვილსა და მის მიმართ, ანალოგიური დავაზე სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, რაც ძალიან კარგად არის ცნობილი თვით ი---- ნ-----–--–ვილისათვის, რადგან მოცემულ დავაში, ის პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოადგენდა მ------- ნ-----–--–ვილს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. ი---- ნ-----–--–ვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. დ-------- ბ--------–ვილი ცნობილი იქნას ნ--- ნ-----–--–ვილის უფლებამონაცვლედ; 3. დ-------- ბ--------–ვილს, როგორც ნ--- ნ-----–--–ვილის უფლებამონაცვლეს, ი---- ნ-----–--–ვილის სასარგებლოდ დაეკისროს, ო-–-- ნ-----–--–ვილის სამკვიდრო ქონების განკარგვით (მისი წილის ოდენობით) მიყენებული ზიანის-400 (ოთხასი) აშშ დოლარის გადახდა; 4. დ-------- ბ--------–ვილს დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ო-–-- ნ-----–--–ვილი გარდაიცვალა 2006 წლის 17 აგვისტოს. გარდაცვალების დროისათვის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე არ ჰყო-–--. ამ უკანსკნელის გარდაცვალების დროისათვის, მე-2 რიგის კანონისმიერი მემკვიდრის უფლების მქონე პირებს წარმოდგენდნენ ნ--- ნ-----–--–ვილი (და) და ძმისწულები, მათ შორის მოსარჩელე ი---- ნ-----–--–ვილი. 2.1. ნ--- ნ-----–--–ვილმა (მამკვიდრებლის და) სრულად მიიღო 2006 წლის 17 აგვისტოს გარდაცვლილი მამკვიდრებლის - ო-–-- ნ-----–--–ვილის სამკვიდრო, მათ შორის - ქალაქ ვ--ში,წ-------–-- ქუჩის №--ში მდებარე უძრავი ნივთი: 0.253 ჰა მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული 109.1 მ2 საცხოვრებელი სახლით. 2.2. მოწმე თ----- გო----–-–---–ის ჩვენებით, ო-–-- ნ-----–--–ვილის დანაშთ ქონებას ამ უკანასკნელის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში დაეუფლა მ-------ი და ი---- ნ-----–--–ვილები, კერძოდ, ისინი მიწას ამუშავებდნენ და ,,უვლიდნენ იქაურობას“. 2.3. მოწმე მ--- მა------–--ის ჩვენებით, ო-–-- ნ-----–--–ვილის გარდაცვალების შემდეგ, ი---- ნ-----–--–ვილი უვლიდა ო-–-- ნ-----–--–ვილის ეზოსა და სახლს, სახელდობრ, ასუფთავებდა სახლს და წმენდდა ეზოს ეკალ-ბარდებიდან, თესავდა საყანე ადგილში სიმინდს, საკარმიდმაო ნაკვეთზე დარგო ხეები, მათ შორის გააშენა თხილიც. იგი ფლობდა ასევე, ო-–-- ნ-----–--–ვილის სახლის გასაღებს. 2.4. მოპასუხე დ-------- ბ--------–ვილის მიერ წარმოდგენილმა მოწმემ, ე----- ნ-----–--–ვილმა აჩვენა, რომ ო-–-- ნ-----–--–ვილის გარდაცვალების შემდეგ, ამ უკანასკნელის სახლიდან მაგიდა და სკამები ი---- ნ-----–--–ვილმა გადაიტანა. 2.5. მოპასუხე დ-------- ბ--------–ვილის მიერ წარმოდგენილმა მოწმე ა---------– ნ-----–--–ვილმა აჩვენა, რომ ო-–-- ნ-----–--–ვილის გარდაცვალების შემდეგ, ი---- ნ-----–--–ვილმა აჩეხა ო-–-- ნ-----–--–ვილის ვენახი იმგვარად, რომ ერთი ძირიც არ დატოვა. 2.6. 20-2 წლის 11 სექტემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ნ--- ნ-----–--–ვილმა, ო-–-- ნ-----–--–ვილისგან მემკვიდრეობით მიღებული სამკვიდრო ქონება, უძრავი ნივთი, მდებარე ქ. ვ--ში, წ-------–-- ქუჩის №-- ში, საკადასტრო კოდით №--.0-.2-.1--, 4000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადასცა ვ------- თო------ს. 2.7. ვ------- თო------მ უძრავი ქონების შეძენის მომენტში, ქონებაზე დავისა და სხვა მემკვიდრეების არსებობის შესახებ არ იცოდა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.8. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე, 185-ე, 312-ე, 408-ე, 409-ე, 982-ე, 1328-ე, 1336-ე , 1421-ე, 1424-ე, 1433-ე, 1462-ე, 1484-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-3, 48-ე, 92-ე, 10--ე, 102-ე, 105-ე მუხლებზე და განმარტა: მემკვიდრეობის უფლება წარმოადგენს საკუთრებასთან დაკავშირებულ უფლებას, რომლის რეალიზაციის არსებითი საფუძველი მემკვიდრის მიერ შესაბამისი ნების გამოხატვაა. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება გულისხმობს იმას, რომ მემკვიდრემ აქტიური ქმედებით გამოხატა სამკვიდროს მიღების ნება. უფრო მეტიც, აღნიშნული ნების გამოხატვის მიზნებისათვის, კანონი საკმარის საფუძვლად მიიჩნევს სამკვიდროს ნაწილის დაუფლებას. სამკვიდროს ნაწილად მიჩნეულია სამკვიდრო მასაში შემავალი როგორც უძრავი , ასევე ნებისმიერი მოძრავი ნივთი. 2.9. განსახილველ შემთხვევაში, ო-–-- ნ-----–--–ვილის სამკვიდრო გაიხსნა 2006 წლის 17 აგვისტოს. მოსარჩელის განმარტების, მის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებისა და მოპასუხე დ-------- ბ--------–ვილის მიერ წარმოდგენილი ცალკეული მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადგენილია, რომ ი---- ნ-----–--–ვილს ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს მამიდის - ო-–-- ნ-----–--–ვილის სამკვიდრო ქონება. ამდენად, ფაქტობრივი დაუფლების დღიდან, ი---- ნ-----–--–ვილი ითვლება სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრედ , მათ შორის ნ--- ნ-----–--–ვილთან ერთად. 2.10. ვინაიდან, დამტკიცებულია, რომ ი---- ნ-----–--–ვილმა, როგორც კანონიერმა მემკვიდრემ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421.2-ე და 1424-ე მუხლით დადგენილ ვადაში, ფაქტობრივი ფლობით მიიღო ო-–-- ნ-----–--–ვილის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/10 წილი, იმავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მან მოიპოვა მიღებულ ქონებაზე საკუთრების უფლება ო-–-- ნი----–--–---–ის გარდაცვალების დღიდან (2006 წლის 17 აგვისტო). ნ--- ნ-----–--–ვილის მიერ, მთლიანი ქონების უნებართვოდ განკარგვის შედეგად კი, ი---- ნ-----–--–ვილმა განიცადა ფაქტობრივი დანაკლისი, დაკარგა საკუთრების უფლება აღნიშნულ 1/10 წილზე, რაც მისი მოთხოვნის ფარგლებში უნდა აუნაზღაურდეს. 2.11. ნ--- ნ-----–--–ვილის სამკვიდრო ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღო, მისი გარდაცვალების დროისათვის ერთადერთმა პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - შვილმა დ-------- ბ--------–ვილმა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1328-ე, 1484-ე მუხლების თანახმად, სახეზეა ნ--- ნ-----–--–ვილის უფლებამონაცვლედ ამ უკანასკნელის აღიარების სამართლებრივი საფუძველი, რადგან განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კრედიტორული მოთხოვნა, რომელიც ზემოთ მოხმობილი ნორმების საფუძველზე იწვევს განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობის ადრესატად მის მიჩნევას. 2.12. გაზიარებული არ იქნა მოსარჩელეს მტკიცება იმის შესახებ, რომ ვ------- თო------მ უძრავი ქონების შეძენის მომენტში, ქონებაზე დავისა და სხვა მემკვიდრეების არსებობის შესახებ იცოდა. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო იმ ფაქტის დადასტურება, რომ უძრავი ქონების შეძენისას, მოპასუხე ვ------- თო------მ იცოდა, რომ გამსხვისებელი ნ--- ნ-----–--–ვილი არ იყო მთლიანი ქონების მესაკუთრე. ამდენად, ვ------- თო------ არის სადაო უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი. 2.13. იმის გათვალისწინებით, რომ ო-–-- ნ-----–--–ვილის სამკვიდრო ქონება ნ--- ნ-----–--–ვილის მიერ იქნა განკარგული და შემძნის კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე მისი დაბრუნება შეუძლებელია, შესაბამისად, დ-------- ბ--------–ვილს, როგორც ნ--- ნ-----–--–ვილის მემკვიდრეს და მოსარჩელესთან სამართალურთიერთობაში მის უფლებამონაცვლეს, სამოქალაქო კოდექსის 982.1-ე, 408.1-ე და 1462-ე მუხლების საფუძველზე უნდა დაეკისროს, ი---- ნ-----–--–ვილის ხელყოფილი სიკეთის (მოსარჩელე მხარის კუთვნილი წილის) ღირებულების ანაზღაურება, კერძოდ, ასეთის განკარგვის შედეგად მიღებული სარგებლის -1/10 წილის კომპენსაცია 400 (ოთხასი) აშშ დოლარის ოდენობით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები თითქოსდა ი---- ნ-----–--–ვილი ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდროს და ნ--- ნ-----–--–ვილის მიერ ქონების გასხვისებით მიადგა ზიანი 400 აშშ დოლარის ოდენობით. 3.2. გაურკვეველია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები, ვინაიდან სარეზოლიციო ნაწილით უარი ეთქვა ი---- ნ-----–--–ვილს სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების განხორციელებაზე. ამდენად სასამართლოს მიერ არ უნდა მომხდარიყო დ-------- ბ--------–ვილის უფლებამონაცვლედ აღიარება და მისთვის 400 აშშ დოლარის დაკისრება, ვინაიდან უფლებამონაცვლედ ცნობა დაკავშირებულია ძირითად პირველ მოთხოვნასთან, კერძოდ იმ შემთხვევაში თუ დაკმაყოფილდებოდა პირველადი მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს სწორედ ამის შემდეგ უნდა ემსჯელა ვინ იყო ნ--- ნ-----–--–ვილის უფლებამონაცვლე, მიადგა თუ არა ი---- ნ-----–--–ვილს ნ---ს მოქმედებით ზიანი და უნდა დაკისრებოდა თუ არა რაიმე თანხის გადახადა მოპასუხე დ-------- ბ--------–ვილს. 3.3. დაუსაბუთებელია გადაწყვეტილება თანხის დაკისრების თაობაზე, მაშინ, როდესაც სამკვიდრო მოწმობაში არ განხორციელებულა ცვლილება, იგი დარჩა უცვლელი და სასამართლოს მიერ სარეზოლუციო ნაწილით ი---- ნ-----–--–ვილი არ აღიარებულა მემკვიდრედ შესაბამისად ნ--- ნი----–-–---–ი ო-–-- ნ-----–--–ვილის ერთადერთ მემკვიდრეს წარმოადგენს და დ-------- ბ--------–ვილისათვის თანხის დაკისრება არასწორია. 3.4. გარდა ამისა, ი---- ნ-----–--–ვილი არ დაუფლებია ფაქტობრივად ქონებას და არც სანოტარო წესით განუცხადებია მის მიღებასთან დაკავშირებით, ხოლო მოწმეთა ჩვენებები არასწორად არის ინტერპრეტირებული გადაწყვეტილებაში.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. ო-–-- ნ-----–--–ვილი გარდაიცვალა 2006 წლის 17 აგვისტოს. გარდაცვალების დროისათვის, პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე არ ჰყო-–--. ამ უკანსკნელის გარდაცვალების დროისათვის, მე-2 რიგის კანონისმიერი მემკვიდრის უფლების მქონე პირებს წარმოდგენდნენ ნ--- ნ-----–--–ვილი (და) და ძმისწულები, მათ შორის მოსარჩელე ი---- ნ-----–--–ვილი. 4.2. ნ--- ნ-----–--–ვილმა (მამკვიდრებლის და) სრულად მიიღო 2006 წლის 17 აგვისტოს გარდაცვლილი მამკვიდრებლის - ო-–-- ნ-----–--–ვილის სამკვიდრო, მათ შორის - ქალაქ ვ--ში, წ-------–-- ქუჩის №--ში მდებარე უძრავი ნივთი: 0.253 ჰა მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული 109.1 მ2 საცხოვრებელი სახლით. 4.3. 20-2 წლის 11 სექტემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნ--- ნ-----–--–ვილმა ო-–-- ნ-----–--–ვილისგან მემკვიდრეობით მიღებული სამკვიდრო ქონება, №--.0-.2-.1-- საკადასტრო კოდის უძრავი ნივთი, მდებარე ქ. ვ--ში, წ-------–-- ქუჩის №-- ში, 4000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადასცა ვ------- თო------ს. 4.4. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ქ. ვ--ში, წ-------–-- ქუჩის №-- ში, 0.253 ჰა მიწის ნაკვეთზე განთავსებული, ო-–-- ნ-----–--–ვილის სამკვიდრო ქონება- 109.1 მ2 საცხოვრებელი სახლი დანგრეულია და აღარ არსებობს. 4.5. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე ი---- ნ-----–--–ვილმა განმარტა, რომ ო-–-- ნ-----–--–ვილის ნაკვეთში ვენახი აჩეხა ო-–--ს სიცოცხლეში, გარდაცვალებამდე 3-4 წლით ადრე; კაკალი, თხილი და კარალიოკი დარგო ო-–--ს გარდაცვალებიდან 2 წლის გასვლის შემდეგ, დაახლოებით 2009-20-0 წლებში (იხ. 07.03.20-8წ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი 16:12:0--16:13:38, 16:22:47) ო-–--ს სახლიდან ნივთები, მაგიდა, სკამები და სხვა ნივთები 20-2 წელს გადაიტანა დამხმარე ნაგებობაში (სარაია) მას შემდეგ, რაც ნ--- ნ-----–--–ვილმა გაასხვისა სადავო სახლი. მიწის ნაკვეთი, რაზედაც დამხმარე ნაგებობა დგას არავის საკუთრებაში არ არის რეგისტრირებული (იხ. 07.03.20-8წ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი16:23:33-16:25:55, 16:27:51). 4.6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ი---- ნ-----–--–ვილის წილი სამკვიდრო ქონებაში ნაცვლად 1/6-სა, დადგენილი იქნა 1/10, ი---- ნ-----–--–ვილს არ გაუსაჩივრებია (იხ. 07.03.20-8წ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი 16:15:17). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს ამ ოდენობით სამკვიდროსთან დაკავშირებული უფლებები. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დავა გამომდინარეობს მემკვიდრეობის სამართლებრივი ურთიერთობიდან. მოსარჩელე მოითხოვს, გარდაცვლილი მამიდის სამკვიდროს 1/10 წილის ფაქტობრივი ფლობით მიღებულად აღიარებას, სამკვიდროს აქტივიდან-ქ. ვ--ში, წ-------–-- ქ. №-- ში მდებარე საცხოვრებელი სახლის განკარგვის თაობაზე დადებული გარიგების- ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და ნასყიდობის ხელშეკრულების მხარის, ნ--- ნ-----–--–ვილის მემკვიდრედ და უფლებამონაცვლედ მისი შვილის- დ-------- ბ--------–ვილის ცნობას. იმისათვის, რომ ი---- ნ-----–--–ვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს, აუცილებელია დადგინდეს: 1. ო-–-- ნ-----–--–ვილის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში ნ--- ნ-----–--–ვილთან ერთად, ი---- ნ-----–--–ვილის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი; 2. ნ--- ნ-----–--–ვილის მიერ, ვ------- თო------სთან 20-2 წელს დადებული გარიგებით ი---- ნ-----–--–ვილის სამკვიდრო წილის განკარგვის (გასხვისების) ფაქტი. 3. ი---- ნი----–-–---–ის წილის განკარგვით, ნ--- ნ-----–--–ვილის მიერ მიღებული სარგებელის, როგორც სამკიდრო აქტივის დ-------- ბ--------–ვილის მიერ დაუფლების ფაქტი, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს უფლებამონაცვლეობას. 4.8. სადავო საკითხების დადგენისას სასამართლო ხელმძღვ--ელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებით, ასევე მატერიალური ნორმით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. საპროცესო კანონმდებლობა (სსკ-ის მე-4, 102-ე მუხლი) ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომ ი---- ნ-----–--–ვილმა მამიდის, ო-–-- ნ-----–--–ვილის სამკვიდროს 1/10 ნაწილი ფაქტობრივი ფლობით მიიღო, რაც მისი ნებართვის გარეშე გაასხვისა ნ--- ნ-----–--–ვილმა, ხოლო ნ--- ნ-----–--–ვილის სამკვიდროს აქტივი მემკვიდრეობით მიიღო დ-------- ბ--------–ვილმა -მოსარჩელეს მტკიცების ვალდებულებაა. 4.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად მართლმსაჯულება ხორციელდება ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 4.10. ამავე კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. 4.11. სსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე ი---- ნ-----–--–ვილის განმარტების საფუძველზე პალატა დადასტურებულად მიიჩევს, რომ ო-–-- ნ-----–--–ვილის სამკვიდრო ქონებას ი---- ნ-----–--–ვილი, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან, სკ-ის 1424-ე მუხლით დადგენილი 6 თვის ვადაში არ დაუფლებია და მასზე ფაქტობრივი ფლობა განახორციელა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ. 4.12. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებები, მაშინ როდესაც მოწმეებს ი---- ნ-----–--–ვილის მიერ ქონების დაუფლების ზუსტი დრო არ მიუთითებიათ, სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, არ წარმოადგენს სარჩელში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას, ხოლო თავად მხარის განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, ვერ ჩაითვალება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად. 4.13. ვინაიდან, დადასტურდა, რომ ი---- ნი----–-–---–ს, ო-–-- ნ-----–--–ვილის სამკვიდრო არ მიუღია, ასევე დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ 20-2 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნ--- ნ-----–--–ვილს ი---- ნ-----–--–ვილის წილი ქონება არ განუკარგავს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნები ო-–-- ნ-----–--–ვილის სამკვიდროს 1/6-ის ფაქტობრივი ფლობით მიღებულად აღიარების, 2007 წლის 26 დეკემბერს, ნ--- ნ-----–--–ვილის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანისა და ნ--- ნ-----–--–ვილსა და ვ------- თო------ს შორის, 20-2 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი. 4.14. სამოქალაქო კოდექსის 1484.1 მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. ვინაიდან, მოწინააღმდეგე მხარემ-დ-------- ბ--------–ვილმა მიუთითა, რომ ნ--- ნ-----–--–ვილს სამკვიდრო აქტივი არ დარჩენია, ხოლო მოსარჩელეს ამ ფაქტის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა თავისი ახსნა-განმარტებისა არ წარმოუდგენია, გარდა ამისა, არ დადასტურდა ი---- ნ-----–--–ვილის ქონების, ნ--- ნ-----–--–ვილის მიერ განკარგვის ფაქტი, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ნ--- ნ-----–--–ვილის უფლებამონაცვლედ დ-------- ნ-----–--–ვილის აღარების საფუძველი. 4.15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვ--ელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. 4.16. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1) ი---- ნ-----–--–ვილი ფაქტობრივად დაეუფლა ო-–-- ნ-----–--–ვილის სამკვიდროს; 2) ნ--- ნ-----–--–ვილმა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით განკარგა სამკვიდროდან მოსარჩელეს კუთვნილი 1/10 წილი და მიუხედავად წილის განკარგვისა, ი---- ნ-----–--–ვილის სარჩელს, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე ეთქვა უარი, რაც ადასტურებს, რომ ო-–-- ნ-----–--–ვილის მთელ სამკვიდროზე მემკვიდრეს წარმოადგენდა, მხოლოდ ნ--- ნ-----–--–ვილი. 3) მტკიცებულებათა არარსებობისა და მოპასუხე მხარის შედავების მიუხედავად ასევე არასწორად იქნა დადგენილი, რომ ნ--- ნ-----–--–ვილს დარჩა სამკვიდრო აქტივი, რასაც დაეუფლა დ-------- ბ--------–ვილი; ფაქტების არასწორად დადგენის გამო, მოპასუხეს, მოსარჩელეს სასარგებლოდ დააკისრა სამკვიდრო ქონებიდან 1/10 წილის საკომპენსაციო თანხის გადახდა, მაშინ როდესაც ასეთი მოთხოვნა წარდგენილი არ ყოფილა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოებები, სსსკ-ის 248-ე, 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ დ-------- ბ--------–ვილის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 20-7 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი---- ნ-----–--–ვილის სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, ი---- ნ-----–--–ვილს, დ-------- ბ--------–ვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ-------- ბ--------–ვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 20-7 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ი---- ნ-----–--–ვილის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

4. ი---- ნ-----–--–ვილს, დ-------- ბ--------–ვილის სასარგებლოდ დაეკისროს, სააპელაციო წარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის ანაზღაურება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამარლე: ირმა პერანიძე