განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110210017002023670
საქმე №2ბ/40-
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სხდომის მდივანი ლაურა მიქავა - მირანდა ირემაძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - სს ,,ლი------- ბა---“ გ------- ჩ----–---–ი ნა-- ცე--–---- ი- დ-------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - 2017 წლის 22 ივნისის №-------- ბრძანების ბათილად ცნობა, დაკავებულ თა--მდებობაზე აღდგენა და იძულებითი გა--ცდურის ა--ზღაურება
1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
- მოსარჩელე ნა-- ც---–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
- ბათილად იქნა ცნობილი სს ,,ლი------- ბა---"-ს 2017 წლის 22 ივნისის №-------- ბრძანება საკადრო რეზერვში ნა-- ც---–---ის გადაყვანის შესახებ;
- მოსარჩელე ნა-- ცე--–---- აღდგენილი იქნა 2016 წლის 01 ივლისის №----- ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად სს ,,ლი------- ბა---ს" ზ------------ ფილიალის მოლარე ოპერატორის თა--მდებობაზე;
- მოპასუხე სს ,,ლი------- ბ----" დაეკისრა მოსარჩელე ნა-- ც---–---ის სასარგებლოდ 2017 წლის 26 ივნისიდან თა--მდებობაზე აღდგენამდე ყოველთვიურად იძულებითი გა--ცდურის 470 (ოთხას სამოცდაათი) ლარის ა--ზღაურება საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. ნა-- ცე--–---- 2011 წლიდან მუშაობს სს ,,ლი------- ბა---’’-ს ზ------------ ფილიალში საკრედიტო ექსპერტად. 2012 წლის მაისიდან გადაყვანილი იქნა მოლარე ოპერატორად და ყოველწლიურად უფორმდებოდა შრომითი ხელშეკრულება. მოსარჩელესთან ბოლო შრომითი ხელშეკრულება №----- გაფორმდა 2016 წლის 01 ივლისის. ნა-- ც---–---ის გასამრჯელო (ხელფასი) შეადგენდა ყოველთვიურად 470 ლარს;
2.2. 2017 წლის 19 ივნისის განცხადება სარეზერვო ჯგუფში გადაყვა--სთან დაკავშირებით არ იყო ნა-- ც---–---ის ნების გამოვლინება, მას არ სურდა რეზერვში გადასვლა, მაგრამ მენეჯერმა ე---------- ბ----–---–-ა მოსთხოვა ზემდგომის დავალების საფუძველზე დაუყოვნებლივ დაეწერა განცხადება რეზერვში გადასვლასთან დაკავშირებით, რომელიც იმავე დღესვე უნდა გადაეგზავნათ ხელმძღვანელობისათვის. თუ არ დაწერდა თანხმობას რეზერვში გადასვლასთან დაკავშირებით, შეუწყდებოდა შრომითი ხელშეკრულება;
2.3. წინადადება რეზერვში გადასვლასთან დაკავშირებით იყო მოსარჩელისათვის მოულოდნელი. არ იყო გაფრთხილებული ოფიციალურად მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. მენეჯერმა განცხადების დაწერა მოსთხოვა მოულოდნელად, სამუშაო საათების დამთავრებამდე ერთი საათით ადრე. ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, უმუშევარი მეუღლე, ის არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, არა აქვს მიღებული რაიმე შენიშვნა. 2017 წლის 19 ივნისის განცხადება დაწერა ფსიქოლოგიური ზეწოლით ნერვიული სტრესის ქვეშ;
2.4. როგორც განცხადების დაწერიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ასევე მეორე დღესვე ზეპირსიტყვიერად განუცხადა მენეჯერს ე---------- ბ----–---–ს, რომ მისი სურვილი არიყო რეზერვში გადასვლა და მოსთხოვა 2017 წლის 19 ივნისის განცხადების უკან დაბრუნება. განცხადების უკან დაბრუნება ვერ მოხდა, ვინაიდან იგი გადაგზავნილი იყო 2017 წლის 19 ივნისსვე სს ,,ლი------- ბა---“-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში;
2.5. 2017 წლის 22 ივნისს, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ბრძანება გამოცემული რეზერვში გადაყვა--სთან დაკავშირებით, ნა-- ცე--–----მ განცხადებით მიმართა სს ,,ლი------- ბ----’’ რეზერვში გადაყვანის შესახებ 2017 წლის 19 ივნისის განცხადების ანულირების შესახებ. ამავდროულად აღნიშნულთან დაკავშირებით პირადად მიმართა სს ,,ლი------- ბა---“-ს დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომელმაც ასევე დაუდასტურა, თუ არ დაეთანხმებოდა რეზერვში გადაყვა--ს, შეუწყდებოდა შრომითი ხელშეკრულება;
2.6. 2017 წლის 22 ივნისის თარიღით სს ,,ლი------- ბა---“-ს ადმინისტრაციის მიერ გამოიცა H------- ბრძანება, რომლითაც ნა-- ცე--–---- 2017 წლის 26 ივნისიდან გადაყვანილია რეზერვში. რეზერვის შესახებ ბრძანებაში არაა მითითებული მისი გამოცემის სამართლებრივი საფუძველი. მოპასუხის წარმომადგენლის გ------- ჩ----–---–ის განმარტებით და მოსარჩელისადმი გაგზავნილი ინფორმაციის თა--ხმად ბანკში მიმდინარე ორგანიზაციული ცვლილებების და სამუშაო ძალის ოპტიმიზაციის ფარგლებში მოსარჩელის პირადი განცხადების საფუძველზე მოხდა მისი რეზერვში გადაყვა--, რაც არ წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას;
2.7. მოსარჩელე ნა-- ცე--–---- 2017 წლის 26 ივნისის 12 საათამდე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. 2017 წლის 22 ივნისის ბრძანება რეზერვში გადაყვა--სთან დაკავშირებით მოსარჩელეს გადაეცა 2017 წლის 26 ივნისს;
2.8. სასამართლოს მითითებით განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ შრომის კოდექსის მე-6 მუხლის თა--ხმად მხარეებს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა 2011 წლიდან, წერილობითი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ყოველწლიურად ახლდებოდა და იდებოდა წლისა და სამი თვის ვადით. ბოლოს 2016 წლის 01 ივლისს მოპასუხის მიერ მოსარჩელესთან გაფორმდა №----- შრომითი ხელშეკრულება კვლავ წლისა და სამი თვის ვადით სს ,,ლი------- ბა---“-ს ზ------------ ფილიალში მოლარე ოპერატორად დასაქმების შესახებ, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები და შრომის ა--ზღაურება. მოსარჩელეს ყოველთვიურად ერიცხებოდა ხელფასის სახით ა--ზღაურება 470 ლარი;
2.9. მოპასუხის წარმომადგენლის გ------- ჩ----–---–ის განმარტებით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ სს ,,ლი------- ბა---“-ს გენერალური დირექტორის მოადგილის 2017 წლის 22 ივნისის №-----/2----- და 2017 წლის 27 ივნისის №-----/2---- წერილებით ირკვევა, რომ სს ,,ლი------- ბა---“-ს ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ბა---ს რიგ სტრუქტურულ ერთეულში, მათ შორის ზ------------ ფილიალში, მიმდინარე ორგანიზაციული ცვლილებების და სამუშაო ძალის ოპტიმიზაციის პროცესის ფარგლებში მოსალოდნელი იყო პოზიციების შემცირება. მისივე განმარტებით მოსარჩელე არ იყო გაფრთხილებული კანონით დადგენილი წესით ორგანიზაციული ცვლილებების შესახებ. ბა---ს მიერ გამოჩენილი კეთილი ნების საფუძველზე მოსარჩელეს ალტერნატივის საფუძველზე შესთავაზეს სარეზერვო ჯგუფში გადასვლა, რაზეც მან თანხმობა გა--ცხადა და მოსარჩელის რეზერვში გადაყვანის საფუძველი გახდა მისი პირადი განცხადება;
2.10. დადგენილია, რომ 2017 წლის 19 ივნისს ნა-- ცე--–----მ განცხადება დაწერა რეზერვში გადაყვანის თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით მან მაშინვე ითხოვა ამ გაცხადების ანულირება, ხოლო 2017 წლის 22 ივნისს წერილობით მოითხოვა აღნიშნული;
2.11. შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ნების ფორმირებაზე ზემოქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელის ახსნა-განმარტების, წარმოდგენილი მტკიცებულებებით - განცხადებით რეზერვში გადაყვანის შესახებ განცხადების ანულირების მოთხოვნით, მოპასუხე მხარის წარმომადგენლების განმარტებებით დადასტურდა. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა;
2.12. 2017 წლის 22 ივნისის სს ,,ლი------- ბა---“-ს მიერ გამოიცა H------- ბრძანება ნ.ც---–---ის რეზერვში გადაყვანის შესახებ, რომლითაც იგი გადაყვანილი იქნა საკადრო რეზერვში მოლარე ოპერატორად ა--ზღაურების გარეშე;
2.13. ზემოაღნიშნული გარემოებების თა--ხმად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნა-- ც---–---ის მიერ გამოხატული ნება რეზერვში გადაყვანის შესახებ არ შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას, გამოხატული იყო ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად და ბათილია, შესაბამისად ბათილია მისი განცხადების საფუძველზე გამოცემული ბრძანება ნა-- ც---–---ის რეზერვში გადაყვანის შესახებ;
2.14. სასამართლომ განმარტა, რომ ბრძანების გამოცემის საფუძვლის ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით, იწვევს ამ საფუძვლის ბათილობამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ა--ზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეჩერებით მიადგა. სასამართლომ ჩათვალა, რომ ნა-- ცე--–----სთან შრომითი ურთიერთობა უვადოდ დადებულ შრომით ხელშეკრულებად. შესაბამისად, აღადგინა იმავე თა--მდებობაზე და მიაკუთვნა იძულებითი გა--ცდურიც;
3. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, ფაქტობრივ უსწორობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ რეზერვში გადაყვა-- ნა-- ც---–---ის ნამდვილ ნებას წარმოადგენდა, რადგან განცხადება სწორედ მის მიერ იქნა დაწერილი და მასზე არა--ირი გავლენა ბა---ს არც ერთ თა--მშრომელს არ მოუხდენია;
3.2. გაუგებარია რის საფუძველზე დაადგინა სასამართლომ, რომ რეზერვში გადაყვა--სთან დაკავშირებით მოსარჩელე არ იყო გაფრთხილებული და ეს ნა-- ც---–---ისთვის იყო მოულოდნელი, რადგან ნა-- ც---–---ის რეზერვში გადაყვა-- წარმოადგენდა ბანკში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენების შედეგს, რომლის შესახებაც დიდი ხნით ადრე მოხდა ბა---ს ყველა შესაბამისი პირის გაფრთხილება და ეს შედეგი ყველა მათგანისთვის უნდა ყოფილიყო მოსალოდნელი. მნიშვნელოვანია, რომ თავად რეორგანიზაციის პროცესის კანონიერებას მოსარჩელე არ ხდის სადავოდ;
3.3. სასამართლომ დადგენილ გარემოებებში ყურადღება მიაქცია მოსარჩელის ოჯახურ მდგომარეობას, რაც საერთოდ არ იყო მოცემულ დავაში სამართლებრივი მნიშვნელობით არსებითი მნიშვნელობის მქონე. მოსარჩელის რეზერვში გადაყვა-- მოხდა იმის გამო, რომ ის შტატი, სადაც ის მუშაობდა, საერთოდ გაუქმდა და მას და მეორე მის მსგავს ადგილზე მომუშავე პირს შეეთავაზა რეზერვში გადასვლა. შედეგად ორივემ გა--ცხადა თანხმობა, ხოლო მოგვიანებით ნა-- ცე--–----მ უარყო იგი და გახადა სადავო;
3.4. აპელანტის მტკიცებით, არა--ირი გარემოებით არ დასტურდება, რომ მხარე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, აქვე გაუგებარია რის საფუძველზე ამტკიცებს სასამართლო, რომ მოსარჩელემ მისი ნება უარყო 19 ივნისსვე, მაშინ როცა 19 ივნისის განცხადების ე.წ. უარყოფა მოხდა მხოლოდ 22 ივნისს. საქმეში არ მოიპოვება 19 ივნისის ან თუნდაც მეორე დღეს დაწერილი არა--ირი განცხადება და მხოლოდ 22 ივნისის განცხადება მოგვეპოვება. ამდენად, როდესაც 19 ივნისი იყო ორშაბათი და მას შემდეგ მთელი სამუშაო კვირა იყო წინ, გაუგებარია 22 ივნისამდე რატომ ვერ დაიწერა ახალი განცხადება თუ მართლაც იმავე წუთს გადათქვა და არ იყო 19 ივნისის განცხადება მისი ნების შესაბამისი;
3.5. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტები და არასწორად განმარტა რეზერვის სამართლებრივი ბუნება. რეზერვში გადაყვა-- მოხდა მხარის პირადი განცხადების საფუძველზე;
3.6. ასევე სამართლებრივად აბსოლუტურად გაუგებარი შედეგი დააყენა, რადგან გააბათილა მხოლოდ რეზერვში გადაყვანის შესახებ ბრძანება და დაადგინა მისი აღდგენა იგივე თა--მდებობაზე, მაშინ როცა სადავო არ ყოფილა და არც გაბათილებულა ნა-- ც---–---ის გათავისუფლების შესახებ 2017 წლის 11 სექტემბრის ბრძანება, რაც ნა-- ც---–---ის პირადი განცხადების საფუძველზეა მიღებული და ამის ,,ნების ნაკლი" ნა-- ც---–---ის მიერ არ ყოფილა განხილვის საგანი;
3.7. სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კოდექსის 21-ე, 32-ე და 36-ე მუხლები; სსკ-ის 85-ე და 86-ე მუხლები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. მოსარჩელე ნა-- ცე--–---- 2016 წლის 01 ივლისის №----- შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა სს ,,ლი------- ბა---“-ს ზ------------ ფ--–---––- მოლარე ოპერატორად და ყოველთვიური ხელფასის სახით ერიცხებოდა 470 ლარი. ხელშეკრულების მოქმედევბის ვადად განსაზღვრული იყო 01 წელი და 03 თვე;
4.2. სს ,,ლი------- ბა---“-ს ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ბა---ს რიგ სტრუქტურულ ერთეულში, მათ შორის ზ------------ ფ--–---––-, მიმდინარე ორგანიზაციული ცვლილებების და სამუშაო ძალის ოპტიმიზაციის პროცესის ფარგლებში მოსალოდნელი იყო პოზიციების შემცირება; აღნიშნულიდან გამომდინარე დამსაქმებელმა (ბანკმა) თა--მშრომლებს, მათ შორის ნა-- ცე--–----საც შესთავაზა სარეზერვო ჯგუფში გადასვლა;
4.3. 2017 წლის 19 ივნისს ნა-- ცე--–----მ სს ,,ლი------- ბა---“-ს ფილიალის მენეჯერის სახელზე დაწერა განცხადება, რომლითაც მოითხოვა სს ,,ლი------- ბა---“-ს რეზერვ მოლარე ოპერატორად გადაყვა--, ხოლო 2017 წლის 22 ივნისს ნა-- ცე--–----მ მენეჯერის სახელზე ასევე დაწერა განცხადება, რომლითაც მოითხოვა მისი 2017 წლის 19 ივნისის განცხადების ანულირება, რადგან მას არ სურდა რეზერვში გადასვლა;
4.4. 2017 წლის 22 ივნისს სს ,,ლი------- ბა---“-ს ადმინისტრაციის მიერ გამოიცა №-------- ბრძანება, რომლითაც ნა-- ცე--–---- 2017 წლის 26 ივნისიდან გადაყვანილი იქნა საკადრო რეზერვში მოლარე ოპერატორად ა--ზღაურების გარეშე;
4.5. სს ,,ლი------- ბა---“-ს გენერალური დირექტორის მოადგილის 2017 წლის 22 ივნისის №-----/2----- წერილით ნა-- ცე--–----ს 2017 წლის 22 ივნისის განცხადების პასუხად (რომლითაც ითხოვდა მისი 2017 წლის 19 ივნისის განცახდების ანულირებას) ეცნობა, რომ ბა---ს მიერ უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება მისი სარეზერვო ჯგუფის თა--მშრომლის პოზიციაზე გადაყვა--სთან დაკავშირებით, სწორედ მისივე წერილობითი განცხადების საფუძველზე, რისი შეცვლაც ამ ეტაპზე ბა---ს მიერ ვერ განხორციელდებოდა;
4.6. სს ,,ლი------- ბა---“-ს 2017 წლის 09 ნოემბრის №-------- ბრძანებით, ნა-- ცე--–---- 2017 წლის 09 ნოემბერიდან გათავისუფლდა დაკავებული თა--მდებობიდან;
4.7. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, რეზერვში გადაყვანის შესახებ სს ,,ლი------- ბა---“-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი გა--ცდურის ა--ზღაურება;
4.8. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ა--ზღაურების სა--ცვლოდ და შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თა--სწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით;
4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თა--ხმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის თა--ხმად ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან;
4.10. სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება;
4.11. სამოქალაქო კოდექსის 330-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, თანმყოფი პირისათვის გაკეთებულ ოფერტზე პასუხი მაშინვე უნდა იქნეს მიღებული. ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თა--ხმად, არათანმყოფი პირისათვის გაკეთებული ოფერტი შეიძლება მხოლოდ იმ დრომდე იქნეს მიღებული, რა დროშიც ოფერტის მიმცემს, ჩვეულებრივ, შეუძლია დაელოდოს პასუხს;
4.12. სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თა--ხმად, ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე გა--ცხადებს უარს;
ამდენად სავალდებულოა, რომ მხარის მიერ გამოვლენილი ნება კონტრაჰენტს მიუვიდეს, რის შემდეგადაც, იგი იძენს იურიდიულ ძალას. იმის გამო, რომ ნების გამოვლენის სამართლებრივი შედეგი შესაძლოა საზიანო იყოს გარიგების მეორე მონაწილისათვის, 51-ე მუხლი მოითხოვს გამოვლენილი ნების მისვლას ადრესატამდე და განსაზღვრავს დროის მომენტს, როცა ნება ჩაითვლება მისულად და შესაბამისად იწვევს მის ნამდვილობას. ასეთ მომენტად მიიჩნევა ადრესატის მიერ ნების გამოვლენის მიღება;
სსკ 51-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მეორე მხარეს გამოვლენილი ნების უარყოფის უფლებას აძლევს, რაც გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდის ცალმხრივი ნების გამოვლენის ბუნებასთან: თუკი გარიგების მეორე მხარეს გამოვლენილი ნების მიღებაზე უარის თქმის უფლება ექნება, მაშინ ცალმხრივი ნების გამოვლენით მისაღწევი სამართლებრივი შედეგის დადგომა შეუძლებელი ხდება. თუკი ნების გამომვლენი დაუყოვნებლივ გამოიხმობს თავის ნებას, მაშინ მის მიერ გამოვლენილი ნება არ ჩაითვლება ნამდვილად და სამართლებრივი შედეგი აღარ დადგება;
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბანკმა შესთავაზა ნა-- ცე--–----ს გადასულიყო რეზერვში. ნა-- ცე--–----მ მართალია გამოხატა ნება და დაწერა განცხადება, მაგრამ მისივე განმარტებით მან მაშინვე ზეპირსიტყვიერად, ხოლო შემდგომ წერილობით უარყო მისი ნება და გა--ცხადა, რომ აღარ სურდა რეზერვში გადასვლა. კანონის შესაბამისად, მისი ნების გამოხატვა რეზერვში გადასვლის თაობაზე არაა ნამდვილი. პალატა მიუთითებს, რომ ბა---ს მიერ ნების გამოხატვა (ოფერტი) საჭიროებს თანხმობას (აქცეპტი), რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. რეალურად ბა---ს მიერ ისე გამოიცა სადაო ბრძანება (რეზერვში გადაყვანის შესახებ), რომ დასაქმებულს აქცეპტი არ განუხორციელებია, რადგან მისი თანხმობა ვერ ჩაითვლება ნამდვილად;
4.13. მოპასუხე მიუთითებს, რომ სს ,,ლი------- ბა---“-ს გენერალური დირექტორის მოადგილის 2017 წლის 22 ივნისის №-----/2----- წერილით მან ნა-- ცე--–----ს მისი 2017 წლის 22 ივნისის განცხადების პასუხად (რომლითაც ითხოვდა 2017 წლის 19 ივნისის განცახდების ანულირებას) აცნობა, რომ ბა---ს მიერ უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება მისი სარეზერვო ჯგუფის თა--შროიმლის პოზიციაზე გადაყვა--სთან დაკავშირებით სწორედ მისივე წერილობითი განცხადების საფუძველზე, რისი შეცვლაც ამ ეტაპზე ბა---ს მიერ ვერ განხორციელდებოდა. შესაბამისად, აპელანტის მტკიცებით ნა-- ც---–---ის ნება გამოიხატა დაგვიანებით და მას ნება არ მისვლია ბრძანების გამოცემამდე;
პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური გა--წილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თა--ხმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია;
შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის გა--წილების გარკვეულწილად ,,სპეციალურ წესზე“. სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №158-ე კონვენციას ,,დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“. აღნიშნული კონვენცია შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშვნელოვან და--წესს, რომლის თა--ხმადაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრუვად ეხება ისეთ მხარეებს, რომლებიც მთლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთმანეთის მიმართ. დამსაქმებელი ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს; მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომით ურთიერთობის ცვლილებაზე, სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მირ გამოვლენილი ნების მართზომიერება უნდა ამტკიცოს, მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია თუ არა შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებლ სამართლის წყაროებთან;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე №ას-194-185-2016) შრომით დავაში მტკიცების ტვირთის გა--წილების საკითხზე განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის გა--წილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათა--ბარი შესაძლებლობები გა--პირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადაა განმარტებული მტკიცების ტვირთის გა--წილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის (საქმე №ას-1276 -1216 -2014), 2015 წლის 23 მარტის ( საქმე №ას-122-114-2015) განჩინებებში;
ამდენად პალატა მიუთითებს, რომ დამსაქმებელზეა იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნა-- ც---–---ის ნება მას დროულად არ მისვლია (ბრძანების გამოცემამდე), რაც შესაბამისი მტკიცებულებებით მის მიერ უარყოფილი ვერ იქნა;
4.14. პალატა აღნიშნავს, რომ მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილი და დადასტურებული იქნეს. ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. გამოვლენილი ნება კი უნდა შეესაბამებოდეს ამ პირის სურვილს, ნამდვილ ნებას. მოცემულ შემთხვევაში ნების გამოხმოის გამო იგი ბათილია და ნების გამომვლენი დაცულია შედეგებისაგან;
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს;
ზემოაღნიშნული გარემოებების თა--ხმად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დაწერილი განცხადება რეზერვში გადაყვა--სთან დაკავშირებით, რომელიც უარყოფილი იქნა მის მიერ, არაა ნამდვილი და ასეთი ნების გამოვლენა ბათილია. შესაბამისად, ბათილია მის საფუძველზე გამოცემული ბრძანება მოსარჩელის რეზერვში გადაყვანის შესახებ. მიუხედავად ამისა, პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია ნ.ც---–---ის აღდგენა იმავე თა--მდებობაზე, რადგან მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რომელიც გამოიცა სს ,,ლი------- ბა---’’-ს მიერ 2017 წლის 09 ნოემბერს (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 4.6. პუნქტი);
4.15. სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით, ერთი მხარე, დასაქმებული (მოსარჩელე) იღებს ვალდებულებას, შეასრულოს სამუშაო კვალიფიკაციის, თა--მდებობისა და დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, რისთვისაც იღებს შრომის ა--ზღაურებას;
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას;
საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ა--ზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ა--ზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აა--ზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ა--ზღაურების მავალდებულებელი გარემოება;
დასახელებული კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ა--ზღაურდეს მიუღებელი შემოსავლისთვისაც: მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საკადრო რეზერვში გადაყვანის შესახებ ბრძანების არაკანონიერად გამოცემით, დამსაქმებელმა სს ,,ლი------- ბა---“-ს ხელმძღვანელობამ მოუსპო შესაძლებლობა დასაქმებულს მოსარჩელე ნა-- ცერცაძეს, მიეღო შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომითი ა--ზღაურება, რის გამოც მას უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი გა--ცდური;
სს ,,ლი------- ბა---“-ს 2017 წლის 22 ივნისის №-------- ბრძანება თავისი შინაარსით წარმოადგენს მუშაკისათვის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობის შეჩერებას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის კოდექსის 36-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თა--ხმად შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას;
ამდენად, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ნ.ც---–---ის რეზერვში გადაყვანის შესახებ ბრძანება ბათილია, ხოლო მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება სადავოდ არაა გამხდარი მოსარჩელის მიერ, პალატას მიაჩნია, რომ დამსაქმებლის მიერ 2017 წლის 26 ივნისიდან (რეზერვში გადაყვანიდან) 2017 წლის 09 ნოემბრამდე (გათავისუფლებამდე) ადგილი ჰქონდა დასაქმებულის იძულებით მოცდენას. შესაბამისად, ნ.ცე--–----ს უნდა აუნაზღაურდეს ამ პერიოდის იძულებითი გა--ცდური;
4.16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ,,ე1’’ პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია;
თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. სს ,,ლი------- ბა---“-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება ნა-- ც---–---ის სს ,,ლი------- ბა---“-ს ზ------------ ფილიალის მოლარე ოპერატორის თა--მდებობაზე აღდგენის, იძულებითი გა--ცდურის ა--ზღაურების (1.4პ) და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელე ნა-- ცე--–----ს უარი უნდა ეთქვას სამსახურში აღდგენაზე; სს ,,ლი------- ბ----“ ნა-- ც---–---ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იძულებითი გა--ცდურის ა--ზღაურება, ყოველთვიურად 470 ლარის ოდენობით, 2017 წლის 26 ივნისიდან 2017 წლის 09 ნოემბრამდე;
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თა--ხმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა;
6.2. დადგენილია, რომ სს ,,ლი------- ბა---“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, ნა-- ცე--–----ს სს ,,ლი------- ბა---“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 526.80 ლარის ოდენობით ა--ზღაურება;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა 1. სს ,,ლი------- ბა---“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება ნა-- ც---–---ის სს ,,ლი------- ბა---“-ს ზ------------ ფილიალის მოლარე ოპერატორის თა--მდებობაზე აღდგენის, იძულებითი გა--ცდურის ა--ზღაურების (1.4პ) და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება; 3. მოსარჩელე ნა-- ცე--–----ს უარი ეთქვას სამსახურში აღდგენაზე; 4. სს ,,ლი------- ბ----“ ნა-- ც---–---ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი გა--ცდურის ა--ზღაურება, ყოველთვიურად 470 ლარის ოდენობით, 2017 წლის 26 ივნისიდან 2017 წლის 09 ნოემბრამდე; 5. ნა-- ცე--–----ს სს ,,ლი------- ბა---“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდა - 526.80 ლარის ოდენობით; 6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით; 7. გაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე ლაურა მიქავა