განაჩენი

სისხლის სამართლის 06.01.2020
საქმის ნომერი
330100119002899998
ინსტანცია
თარიღი
06.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002899998

საქმე №1ბ/1614-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატა შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

ხვიჩა კიკილაშვილი

 

სხდომის მდივანი - ლელა ბახტაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი გ-------------ა;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ს-------–-- კ---------ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, პასპორტის №7--------, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის დროს ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: რ------------------–-----------------------------------------------------------;

 

ადვოკატი - გ-------------–-ა;

 

თარჯიმანი - იგორ მაისურაძე.

 

დანაშაულის კვალიფიკაცია:

 

1) საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი - თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით;

2) საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

რუსეთის მოქალაქემ ს-------–-- კ---------მა განიზრახა საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს საბანკო ანგარიშების გამოყენებით არარეზიდენტი პირების დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლება, ხოლო შემდგომ - მათი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობისა და მასზე საკუთრების უფლების დამალვის გზით უკანონოდ მიღებული დიდი ოდენობით ფულადი თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემა.

 

დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოვანის მიზნით ს-------–-- კ---------მა 2017 წლის 5 სექტემბერს საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაარეგისტრირა შპს „პ----–-----– ფ-----–--–ი“ (ს/კ4--------), რომლის დირექტორს, დამფუძნებელს და 100% წილის მფლობელს თავად წარმოადგენდა. რეალურად საწარმოს შექმნა ატარებდა ფიქტიურ ხასიათს და მიმართული იყო სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებისაკენ და შემდგომ მათი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობისა და მასზე საკუთრების უფლების დამალვის გზით, უკანონოდ მიღებული დიდი ოდენობით ფულადი თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემისკენ. წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, სტანილავ კ---------მა სს „თ----------ში“ სხვადასხვა ვალუტაში გახსნა შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ საბანკო ანგარიშები და კომპანია დაარეგისტრირა „ი-------------------ს“ მომხმარებლად.

 

2017 წლის 30 ოქტომბერს, შპს „პ----–-----– ფ-----–--–ს“ სს „თ----------ის“ ანგარიშზე აშშ-ში მდებარე ბანკიდან მოქალაქე ს-----– დ----ს (S----------------------------------------------------------------------) მიერ ჩაერიცხა 999 940 აშშ დოლარი თითქოსდა საკონტრაქტო დანიშნულებით. თანხის ჩარიცხვას წინ უძღოდა არარეზიდენტი მოქალაქის ს-----– დ----ს მიმართ ს-------–-- კ---------ის და გამოძიებით დაუდგენელ პირების მხრიდან ჰაკერული გზით განხორციელებული თაღლითობა, რომლის დროსაც ფულადი თანხა 999 940 აშშ დოლარი ჩაირიცხა ამ უკანასკნელის კუთვნილი კომპანიის - შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ ანგარიშზე.

 

2017 წლის 21 დეკემბერს სს „თ----------მა“ შუამავალი ბანკისგან მიიღო შეტყობინება თანხის თაღლითური წარმომავლობის შესახებ და მოითხოვა გადმორიცხული 999 940 აშშ დოლარის უკან დაბრუნება, რაც ბანკის მიერ ვერ იქნა შესრულებული იმის გამო, რომ თანხა ს-------–-- კ---------ის მიერ შპს „პ----–-----– ფ-----–--–იდან“ უკვე გადარიცხული იყო ჰონგ კონგის მიმართულებით.

 

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი ბუნების, განთავსებისა და რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ მეშვეობით ს-------–-- კ---------მა აღნიშნული თანხა დროის უმოკლეს შუალედში დაანააწევრა და 3 ტრანზაქციად: 01.11.2017 წ. – 290 000 აშშ დოლარი, 02.11.2017 – 298 500 აშშ დოლარი და 06.11.2017 წ. – 409 750 აშშ დოლარი გადარიცხა ჰო--------–ი მდებარე ბანკში კომპანია “W-----------------------------ის” სახელზე გახსნილ ანგარიშზე თითქოს საკონტრაქტო დანიშნულებით, რითიც, ერთი მხრივ, კანონიერი სახე მიეცა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ დიდი ოდენობით ფულად თანხას, ხოლო, მეორე მხრივ, შეინიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, განთავსება და რეალური მესაკუთრე და ს-------–-- კ---------ი ლეგალიზებული სახით დაეუფლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალს.

 

2018 წლის 26 იანვარს შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ სს „თ----------ის“ ანგარიშზე აშშ-ში მდებარე ბანკიდან მოქალაქე ლ----------- (L---------------------------------------------------------------) მიერ ჩაირიცხა 242 300 აშშ დოლარი - ამ შემთხვევაშიც თითქოსდა საკონტრაქტო დანიშნულებით. თანხის ჩარიცხვას წინ უძღოდა ლ----------- მიმართ განხორციელებული თაღლითობა, რა დროსაც ეს უკანასკნელი დაარწმუნეს, რომ აღნიშნულ თანხას რიცხავდა 7 წლიანი სადეპოზიტო სერთიფიკატის შესაძენად ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი ბუნების, განთავსებისა და რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, კვლავ შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ მეშვეობით კომპანიის დირექტორმა და მფლობელმა ს-------–-- კ---------მა მიღებული თანხის ძირითადი ნაწილი - 212 000 აშშ დოლარი მოკლე დროში - 2018 წლის 29 იანვარს, ერთ ტრანზაქციად გადარიცხა ჰო--------–ი მდებარე ბანკში კომპანია “W-----------------------------ის” სახელზე გახსნილ ანგარიშზე თითქოსდა საკონტრაქტო დანიშნულებით, რითიც, ერთის მხრივ, კანონიერი სახე მიეცა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ დიდი ოდენობით ფულად თანხას, ხოლო მეორე მხრივ, შეინიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, განთავსება და რეალური მესაკუთრე და ს-------–-- კ---------ი გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ლეგალიზებული სახით დაეუფლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალს.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 აგვისტოს განაჩენით:

 

იურიდიული პირი - შპს ,,პ----–-----– ფ-----–--–“ (ს/კ 4--------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა იურიდიული პირის ლიკვიდაცია;

 

ს-------–-- კ---------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში;

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, ს-------–-- კ---------ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს-------–-- კ---------ის ადვოკატმა გ-------------–-ამ.

 

მსჯავრდებულ ს-------–-- კ---------ის ადვოკატის გ-------------–-ას სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი შემოიტანა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა გ-------------ამ.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 აგვისტოს გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი და მის ნაცვლად მსჯავრდებულ ს-------–-- კ---------ის მიმართ უნდა დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან:

ა) სასამართლო დაეყრდნო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მოწოდებულ ლ-----------, ს-----– დ----ს და დ-----------ის გამოკითხვის ოქმებს, რომლებიც ბრალდების მხარის შუამდგომლობით საჯაროდ იქნა წაკითხული. დაცვის მხარეს მოესპო საშუალება, კითხვები დაესვა დაზ----ლებულთათვის იმასთან დაკავშირებით, რატომ გადარიცხეს საქართველოში არსებულ ანგარიშზე ფულადი თანხები - მიწოდებული ანგარიშის ნომრით ცალსახად დგინდებოდა, რომ თანხა ირიცხებოდა სწორედ საქართველოში და არა ამერიკის შეერთებულ შტატებში;

ბ) ს-------–-- კ---------მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ მის საქმიანობას შეადგენდა ფირმების რეგისტრაცია. ერთ-ერთი ასეთი შეკვეთა ითვალისწინებდა საქართველოში კომპანიის დარეგისტრირებას. იგი ჩამოვიდა საქართველოში, დაარეგისტრირა კომპანია, აიყვანა ბუღალტერი, გახსნა ბანკში ანგარიში და ყველა საბუთი გადასცა დამკვეთს. შეთანხმებისამებრ, გარკვეული დროის შემდეგ, დამკვეთს კომპანია უნდა გადაეფორმებინა. კ---------ის ჩვენებით, მან დამკვეთს გადასცა ინტერნეტ ბანკის პაროლი და მას კომპანიის ი-------------------თ არასდროს უსარგებლია. მისთვის არ იყო ცნობილი, კომპანიის ანგარიშებზე ხორციელდებოდა თუ არა გადარიცხვები;

გ) ბანკისთვის ს-------–-- კ---------ს არ მიუწოდებია ფიქტიური ხელშეკრულებები. ბრალდების მხარეს არ ჩაუტარებია გრაფიკული ექსპერტიზა, რითიც დადასტურდებოდა ხელშეკრულებებზე მისი ხელმოწერების ნამდვილობა. ამასთან, დაზ----ლებულებთან ზარები ხორციელდებოდა აშშ-ს ნომრებიდან, ასევე თ----------ის IP მისამართებზე წვდომა ხორციელდებოდა სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ლიტვიდან, სადაც კ---------ი ნამყოფიც კი არ იყო, რაც გამორიცხავს დანაშაულში მის მონაწილეობას.

 

ბრალდების მხარის პოზიციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 აგვისტოს გამამტყუნებელი განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და უნდა დარჩეს ძალაში, ვინაიდან განაჩენი ემყარება ურთიერთშეთავსებად, უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საჩივრის ავტორის პოზიციები გასაჩივრებულ განაჩენთან მიმართებაში ეყრდნობა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ შეფასებებს, რომლებიც არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან.

 

4. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი მხარეების მიერ სადავოდ არ იქნა მიჩნეული, რისი გათვალისწინებითაც მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების (როგორც სადავო, ასევე უდავო) შინაარსზე, განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ცალ-ცალკე და ერთობლივად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს, რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.

 

სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიღებული დ---------------ს ჩვენებით, მას არასდროს ჰქონია ურთიერთობა ს-------–-- კ---------თან, თუმცა საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა კომპანია „პ----–-----– ფ-----–--–-------თან“, რა დროსაც ფიქრობდა, რომ კომპანიისგან ყიდულობდა დეპოზიტის სერტიფიკატს. გარდა ამისა, ფიქრობდა, რომ კომპანია, რომელთანაც ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა, მდებარეობდა ლოს ანჯელესში, კალიფორნიაში, იყო ამერიკული. შესაბამისად, მისი მოსაზრებით, ტრანზაქციებს ახორციელებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოწმის განმარტებით, ელექტრონული ფოსტა არავის გაუტეხავს და თავად ასრულებდა ტრანზაქციებს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ის შეიყვანეს შეცდომაში. იგი დარწმუნებული იყო, რომ იძენდა ამერიკის შეერთებული შტატების დეპოზიტის სერტიფიკატს ,,C-------“-ის საშუალებით, თუმცა თანხა - 200 000 აშშ დოლარი მოტყუებით გადაარიცხინეს საქართველოში. კომუნიკაცია ჰქონდა ვინმე რ-------- პ---თან.

 

სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიღებული ს-----– დ----ს ჩვენებით, იგი არ იცნობს და არც არანაირი საქმიანი ურთიერთობა ჰქონია შპს ,,პ----–-----– ფ-----–--–თან“ ან/და ს-------–-- კ---------თან. 2017 წლის 20 ოქტომბერს ინტერნეტ სივრცის საძიებო სისტემა ,,GOOGLE“-ის საშუალებით მოიძია დეპოზიტების განთავსების კომპანია ,,მ----–--------------------------ი“, დაუკავშირდა საიტზე - m--------------------ზე მითითებულ ნომერს და გაესაუბრა პიროვნებას, რომელიც გაეცნო როგორც რ------------------ი. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ კომპანია ვაჭრობდა ისეთი ბანკების დეპოზიტის სერტიფიკატებით, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების ბანკები - ,,C-------“-ი, ,,B--------------”. რ------------------მა შესთავაზა ,,C--------სგან“ სადეპოზიტო სერტიფიკატი 1,98 %-იანი სარგებლით 1 წლიანი დაზღვევით. ს-----– დ---- დასთანხმდა და გახსნა სამი სადეპოზიტო სერტიფიკატი: ერთი 500 000 აშშ დოლარიანი და ორი 250 000 აშშ დოლარიანი. თანხა გადარიცხა რ------------------ის მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიწოდებული ინსტრუქციის შესაბამისად შესაბამის საბანკო რეკვიზიტზე - სს ,,თ----------ი“, ანგარიშის ნომერი - G---------------------, მისამართი - ს----------–---------–--------------–---–--------------------–----ი - შპს „პ----–-----– ფ-----–--–ი", ბენეფიციარის მისამართი: 1--------––-----------–--------–----------–--------–----------------, შუამავალი ბანკი ,,C-------“, ნიუ იორკი. ჰ--------მა დაადასტურა, რომ კომპანია ,,მ----–--------------------------ი“ იყო F--------------------------------------ს წევრი და ინვესტორთა დაცვის კორპორაციის (----- წევრი, სარეგისტრაციო დეპოზიტის სერთიფიკატის ნომერი იყო 4------. დ----მ სთხოვა, გაეგზავნა მისთვის დეპოზიტის სერტიფიკატის ორიგინალი. ჰ--------მა უთხრა, რომ ასლს მიიღებდა 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში, თუმცა აღნიშნულის შემდეგ ჰ--------ი არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს. დ----მ მოძებნა დეპოზიტის სარეგისტრაციო ნომერი 4------ ვებ-გვერდზე და აღმოაჩინა, რომ ის ეკუთვნის რ-------- ვ. ჰ--------ს, რომელიც მუშაობს ,,ო-–-------“ სადაზღვევო კომპანიაში და არა კომპანია ,,მ----–-------------------------–ი“. 2017 წლის 21 დეკემბერს დ----მ გააანალიზა, რომ ის იყო თაღლითობის მსხვერპლი და დარეკა ჯერსის რაიონული პოლიციის დეპარტამენტში და განაცხადა მომხდარის შესახებ. ასევე, დაუკავშირდა მის მომსახურე ბანკს - ,,P------------“-ს და აცნობა მომხდარის შესახებ. მას უკან არ მიუღია თანხა და არც დაზღვევას აუნაზღაურებია. მოწმე განმარტავს, რომ არასდროს შეუძენია და არც უცდია, შეეძინა 3D პრინტერი, საერთოდ არაფერი შეუძენია შპს „პ----–-----– ფ-----–--–ისგან", ხელშეკრულება არის ყალბი, მასზე ხელმოწერა არ ჰგავს მის ხელმოწერას. მისთვის არ იყო ცნობილი მისი ელ-ფოსტების ან სხვა ონლაინ ანგარიშების გატეხვის შესახებ.

 

სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიღებული ლ----------- ჩვენებით, მან და მისმა მეუღლემ ჯ-------მა შეასრულეს საბანკო გადარიცხვა 242 300 აშშ დოლარის ოდენობით 7 წლიანი დეპოზიტის სერტიფიკატის შეძენის მიზნით, თუმცა იმ დროისთვის ფიქრობდნენ, რომ კომპანია „პ----–-----– ფ-----–--–-------ი“, რომელთანაც ჰქონდათ ურთიერთობა, მდებარეობდა ლოს ანჯელესში, კალიფორნიაში. რადგან ამ დრომდე ჯ-------ს უკვე ჰქონდა წარმატებული ინტერნეტ ინვესტირების გამოცდილება, არ შეპარვიათ ეჭვი ინტერნეტის მეშვეობით დაკავშირებოდნენ კომპანიას. „პ----–-----– ფ-----–--–-------ის“ ვებგვერდის ნახვის შემდეგ, ჯ-------მა დარეკა მითითებულ ნომერზე და ესაუბრა კომპანიის წარმომადგენელს, რომელიც გაეცნო რ-------- პ----ს სახელითა და გვარით. საუბრისას ეს უკანასკნელი ჩანდა ფინანსურად გამოცდილი, რამაც ჯ-------ი დაარწმუნა, რომ ესაუბრებოდა ნამდვილ საინვესტიციო ბროკერს. ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიმოწერის შემდეგ, დაახლოებით 2018 წლის 19 იანვარს ლ---მ კომპანიაში გადარიცხა 242 300 აშშ დოლარი. იმ დროისათვის ფიქრობდა, რომ რიცხავდა ლოს ანჯელესში, კალიფორნიაში. ლ---მ და ჯ-------მა მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს მომხდარი თაღლითობის შესახებ, რაც დაუკავშირდნენ ნევარკის გამოძიების ფედერალური ბიუროდან და წარუდგინეს, სავარაუდოდ, სამგანზომილებიანი პრინტერის შეძენის შესახებ დოკუმენტაცია. მოწმე განმარტავს, რომ მას იმ დრომდე ნანახი არ ჰქონდა ხელშეკრულება, არასდროს შეუძენია პრინტერი. შპს „პ----–-----– ფ-----–--–თან“ ან ს-------–-- კ---------თან რაიმე ხელშეკრულების გაფორმების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ხელშეკრულებაზე მისი სახელით შესრულებული ხელმოწერა არ ეკუთვნის მას. ის და მისი მეუღლე შეიყვანეს შეცდომაში და მოტყუებით გადაარიცხინა თანხა ვინმე რ-------- პ---მა მის მიერვე მითითებულ ანგარიშზე, თითქოსდა დეპოზიტის სერტიფიკატის შეძენის მიზნით.

 

მოწმე მ------------------ის ჩვენებით, იგი წლების განმავლობაში საქმიანობდა კომპანიების რეგისტრაციის მომსახურების კუთხით. 2017 წლის სექტემბერში დაურეკა ვინმე მ-----–მა - იგივე კ---------------–---–--ამ და სთხოვა რუსეთის მოქალაქისათვის ფირმის დარეგისტრირებაში დახმარება. მოწმემ განუმარტა პირობები და დაახლოებით 2 საათში იუსტიციის სახლში შეხვდა კ---------------–---–--ას და ს-------–-- კ---------ს. დაარეგისტრირეს კომპანია, რომლის დამფუძნებელი და დირექტორიც გახდა ს-------–-- კ---------ი. კ---------------–---–--ამ გაწია თარჯიმნის მომსახურება. მოწმემ ფორმალურად ფირმას მიანიჭა თავისი იურიდიული მისამართი, მანვე დაუმზადა კომპანიის ბეჭედი, რომელიც უნდა გადაეცა ს-------–-- კ---------ისათვის, თუმცა შეხვედრაზე მივიდა კ---------------–---–--ა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ბუღალტერ გ--------------–---–ს მან თავად გაუწია რეკომენდაცია, როგორც პროფესიონალს.

 

მოწმე გ--------------–---–ის ჩვენებით, იგი არის საბუღალტრო-სააუდიტო და საკონსულტაციო კომპანია შპს „F------------------“-ს დირექტორი და დამფუძნებელი. 2017 წლის სექტემბრის ბოლოს თბილისში, წ-------–--------------------ში მდებარე ოფისში მასთან მივიდნენ ს-------–-- კ---------ი და მ-----– ლ---–--ა. მათ სურდათ ახლად გახსნილი კომპანიისათვის საბუღალტრო მომსახურების გაწევა. მიაწოდეს ინფორმაცია, რომ კომპანიის საქმიანობა იყო კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობა როგორც ადგილზე, ისე საზღვარგარეთ. სიტყვიერად შეთანხმდნენ და მისცეს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე წვდომის უფლება, საიდანაც დეკლარაციები უნდა დაეგზავნათ. ს-------–-- კ---------მა დაუტოვა ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომლის მეშვეობითაც უნდა ეკონტაქტა მასთან, თუმცა ერთი თვის მანძილზე იგი არ პასუხობდა წერილებს და არ აწვდიდა კომპანიის შესახებ ფინანსურ ინფორმაციას, მხოლოდ უგზავნიდა ნულოვან საბანკო ამონაწერს. საბოლოოდ მოწმემ გააფრთხილა კ---------ი, რომ თუ არ მიაწვდიდნენ ინფორმაციას, გაწყვეტდა ურთიერთობას და აღარც ნულოვან დეკლარაციას გაგზავნიდა შემოსავლების სამსახურში. აღნიშნულის შემდეგ რუსეთის ნომრით დაუკავშირდა ს-------–-- კ---------ი და უთხრა, რომ მასთან მივიდოდა მამაკაცი, რომელიც გადაუხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურების საფასურს და მიაწვდიდა ინფორმაციასაც. მართლაც, უცნობმა მამაკაცმა გადასცა თანხა და მიაწოდა იანვრის თვის საბანკო ამონაწერი. ამონაწერში არ ფიქსირდებოდა არანაირი ტრანზაქცია. მომსახურების საფასური შეადგენდა დაახლოებით 1000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. აღნიშნულის შემდეგ ს-------–-- კ---------ი კვლავ გაუჩინარდა და მასთან კონტაქტზე აღარ გასულა.

 

მოწმე კ---------------–---–--ას ჩვენებით, 2017 წელს მას დაუკავშირდა ბავშვობის მეგობარი - ს---------------–---ი და უთხრა, რომ თავის კლიენტს, რომელსაც სურდა საქართველოში ჩამოსვლა და ბიზნესის დაწყება, დახმარების მიზნით მისცა კ---------------–---–--ას ტელეფონის ნომერი. გარკვეული დროის შემდეგ მართლაც დაურეკა ვინმე ა-–-----------------------მა და დაინტერესდა საქართველოში ფირმის დარეგისტრირების პროცედურებით, რამდენიმე ხნის შემდეგ კი შეატყობინა, რომ თავად ვერ ახერხებდა და საქართველოში მისი თანაშემწე ს-------–-- კ---------ი ჩამოვიდოდა. ამ უკანასკნელს მოწმე დახვდა აეროპორტში. თავის მხრივ, კ---------მა უთხრა, რომ უნდა დაერეგისტრირებინა კომპანია, ბანკში გაეხსნა ანგარიში და ევაჭრა კომპიუტერული ტექნიკით. რამდენიმე დღეში მივიდნენ იუსტიციის სახლში, ქალბატონის დახმარებით შეავსეს სარეგისტრაციო დოკუმენტები, დაარეგისტრირეს კომპანია შპს ,,პ----–-----– ფ-----–--–ი“. აღნიშნულის შემდეგ წავიდნენ სს „თ----------ში“ და გახსნეს ანგარიში, ასევე მივიდნენ წერეთლის გამზირზე მდებარე აუდიტორულ ფირმაში და ს-------–-- კ---------მა გააფორმა ხელშეკრულება საბუღალტრო მომსახურებაზე. მოწმემ განმარტა, რომ რამდენჯერმე შეხვდა ბრალდებულს, ის ეუბნებოდა, რომ კონტრაქტებს აფორმებდა და მალე საქმე წინ წავიდოდა. მოწმემ განმარტა, რომ მან ს-------–-- კ---------ი წაიყვანა აეროპორტში, თუმცა ამ უკანასკნელმა მალევე დაურეკა და უთხრა, რომ არ უშვებდნენ საზღვარზე. გაიგო, რომ დააკავეს. მოწმემ განმარტა, რომ ფირმის რეგისტრაციის პროცესში ა-–--------- ნ-----------მა რამდენჯერმე დაურეკა და ჰკითხა, თუ როგორ მიდიოდა რეგისტრაციის საკითხი. საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, მას გაუჩნდა შეხედულება, რომ ბიზნესს სათავეში ედგა სწორედ ა-–--------- ნ-----------ი და არა ს-------–-- კ---------ი. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მას მიმართავდნენ ზედმეტსახელით - „მ-----–ი“. მ------------------მა კომპანიისათვის ბეჭედი შეუკვეთა ვ-–----–----–-ს ქუჩაზე, რა დროსაც თავადაც მასთან ერთად იმყოფებოდა.

 

მოწმე ნ-----------------ემ აჩვენა, რომ მუშაობს სს ,,თ----------ში“ შესაბამისობის მართვის რისკების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე და მის საქმიანობის სფეროში სხვა ფუნქციებთან ერთად შედის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთა. ს-------–-- კ---------ს პირადად არ იცნობს, თუმცა იცის, რომ იგი ბანკის კლიენტის - შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ დირექტორი და დამფუძნებელია 100%-იანი წილის უფლებით. მოწმემ განმარტა, რომ რისკების განყოფილების ყურადღება მიიქცია 2017 წლის 30 ოქტომბერს განხორციელებულმა კომპანიის ტრანზაქციამ - დაფიქსირდა დიდი მოცულობის თანხის - 999 940 აშშ დოლარის ჩარიცხვა ვინმე ს-----– დ----ს მიერ. გადარიცხვასთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები, რადგან აღნიშნული თანხა ძალიან მოკლე პერიოდში სამ ნაწილად 1, 2 და 6 ნოემბერს ერთი და იმავე დანიშნულებით გადაირიცხა ჰონგ-კონგში. მიმღები იყო ჰონგ-კონგში მდებარე ბანკის კლიენტი კომპანია „ვ--------------------ი“. მოძიებული ინფორმაციის თანახმად შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ საქმიანობა მოიცავდა გარკვეული მოწყობილობებით ვაჭრობას, ჩამოტანას და შემდეგ ექსპორტს. მოწმემ განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული ტრანზაქციიდან 2 თვის შემდეგ - 2017 წლის 21 დეკემბერს „თ----------მა“ შუამავალი ბანკისგან მიიღო შეტყობინება, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს ჩარიცხული თანხა იყო თაღლითური და უნდა დაებრუნებინათ უკან, რაზეც ბანკმა უპასუხა, რომ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელი იყო და მიემართათ სამართალდამცავი ორგანოსთვის. გარდა ამისა, 2018 წლის 26 იანვარს შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ ანგარიშზე ლ-----------აგან ჩაირიცხა თანხა, რომლის ნაწილი - 212 000 აშშ დოლარი მალევე გადაირიცხა იგივე მიმართულებით - ჰონგ-კონგში მდებარე ბანკის კლიენტი კომპანია „ვ--------------------ის“ ანგარიშზე, ხოლო 7 000 აშშ დოლარი - აშშ-ში ,,მ------------------ის“ ანგარიშზე, როგორც მარკეტინგის მომსახურების თანხა. აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში სს „თ----------მა“ შუამავალი ბანკისგან მიიღო შეტყობინება, რომ ჩარიცხული თანხა იყო აევე თაღლითური და ითხოვდნენ თანხის უკან დაბრუნებას. 29 იანვარს შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ ანგარიშზე კვლავ ჩაირიცხა 200 000 აშშ დოლარი ვინმე დ---------------ს მიერ, თუმცა ბანკმა ამჯერად თანხა დაბლოკა და შეტყობინება გაუგზავნა დ---------------ს მომსახურე ბანკს, რომელმაც დაადასტურა, რომ თანხა იყო თაღლითური და მოითხოვეს მისი უკან დაბრუნება. აღნიშნულის გამო თანხა გაიყინა ანგარიშზე. მოწმემ განმარტა, რომ კლიენტი თავად არის პასუხისმგებელი ი-------------------ს ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებზე (ტრანზაქცია და მიმოწერა).

 

მოწმე ს--------------------–---–ის ჩვენებით, 2009 წლიდან იგი მუშაობს იურისტად, ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს როგორც კლიენტთან კონსულტირებას იურიდიულ საკითხებზე, ასევე წარმომადგენლობას სასამართლოში ყველა ტიპის დავებზე. 2018 წლის აპრილის მეორე ნახევარში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდა დ--------------- და თხოვა საგამოძიებო ორგანოებში წარმომადგენლობა, რადგან ის გახდა თაღლითობის მსხვერპლი და უნდოდა თავისი უფლების აღდგენა და თანხის დაბრუნება. მინდობილობის და საჭირო დოკუმენტის შეგროვების შემდეგ მიმართეს პროკურატურას, მისცეს ჩვენებები და დ--------------- ცნობილ იქნა დაზ----ლებულად. მოწმემ განმარტა, რომ კლიენტისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ის არის ამერიკის მოქალაქე და გარკვეული სარგებლის მიზნით გადაწყვიტა კუთვნილი თანხა განეთავსებინა რომელიმე ბანკში ან ფინანსურ ორგანიზაციაში. 2018 წლის 20 იანვარს ინტერნეტის საშუალებით ეძებდა ფინანსურ ორგანიზაციას, სადაც შეძლებდა თანხის განთავსებას და მაქსიმალური სარგებლის მიღებას. მოიძია ამერიკაში ცნობილი ფინანსური ჯგუფი „პ----–-----– ფ-----–--–-------ი“. მითითებული ინფორმაციის თანახმად, 2 წლის ვადით თანხის განთავსების შემთხვევაში წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა დაახლოებით 2.53 %-ს. აღნიშნული ამერიკული სტანდარტებით საკმაოდ მაღალ პროცენტად ითვლება. ამიტომ დაუკავშირდა საიტზე მითითებულ ნომერს და გაესაუბრა პიროვნებას, რომელიც გაეცნო როგორც რ-------- პ---- და აუხსნა, რა პროცედურები იყო გასავლელი, მათ შორის ისიც, თუ როგორ უნდა დამყარებულიყო ურთიერთობა სამართლებრივად. რამდენიმე დღის შემდეგ - 25 იანვარს დაუკავშირდა იგივე პიროვნება და მისწერა ელექტრონული წერილი, სადაც აღწერილი იყო კონკრეტული მოქმედებები, რაც უნდა განეხორციელებინა ანგარიშის გასახსნელად. ცნობილია, რომ აღნიშნული საკრედიტო დაწესებულება მართავს 500 მილიარდი აშშ დოლარის აქტივებს, არის საკმაოდ ცნობილი ჯგუფი და 18 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. ამასთან, ყველა მიბმული დოკუმენტი გამოიყურებოდა რეალურად და დამაჯერებლად. შესაბამისად, დ---------------ს გაუჩნდა ნდობა და ელექტრონულ მიმოწერისას ჰქონდა განცდა, რომ ესაუბრებოდა ნამდვილად „პ----–-----– ფ-----–--–-------ის“ წარმომადგენელს. შეთანხმების თანახმად, ანგარიშის გახსნა ითვალისწინებდა დაზღვევასაც. კერძოდ, კლიენტს უნდა განეთავსებინა 200 000 აშშ დოლარი, რასაც მოჰყვებოდა 250 000 აშშ დოლარიანი დაზღვევა, რომელიც მიღებულ სარგებელს აზღვევდა. 25 იანვარს, მას შემდეგ, რაც დ---------------მ გაიარა ონლაინ რეგისტრაცია, მიიღო დადასტურება, რომ მისი ანგარიში იყო გახსნილი. ამასთან, ელექტრონული ფოსტით ეცნობა, რომ ანგარიშიდან თანხა უნდა გადაეტანა ,,C-------“-ის ანგარიშზე შესაბამისი ანგარიშის ნომრით, რაც სინამდვილეში აღმოჩნდა სს „თ----------ის“ ანგარიში. როგორც შემდეგ გაირკვა, ინსტრუქციის თანახმად, მან თანხა არა აშშ-ში მოქმედ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ მისი ანაბრის ანგარიშზე, არამედ საქართველოში ქართული კომერციული ბანკის ანგარიშზე გადარიცხა. დაახლოებით 1 კვირის შემდეგ დ---------------ს დაუკავშირდა თავისი მომსახურე ბანკის - ,,Сhese“-ს წარმომადგენელი და აცნობა, რომ გახდა თაღლითობის მსხვერპლი, რომ თანხა არ გადაურიცხავს ,,C-------“-ის ანგარიშზე და ურთიერთობა ჰქონდა არა „პ----–-----– ფ-----–--–-------თან“, არამედ კომპანიასთან, რომელიც სარგებლობდა მსგავსი დასახელებით. დ--------------- შეეცადა დაკავშირებოდა რ-------- პ---ს, თუმცა მისი ნომერი უკვე გამორთული იყო.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ინფომრაციის თანახმად 2017 წლის 5 სექტემბერს საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა შპს „პ----–-----– ფ-----–--–ი“ (ს/კ 4--------), რომლის დირექტორს და დამფუძნებელს (100% წილის მფლობელს) წარმოადგენდა ს-------–-- კ---------ი.

 

სს „თ----------იდან“ ამოღებული დოკუმენტაციის თანახმად ს-------–-- კ---------ის მიერ მოხდა სს „თ----------ში“ შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ საბანკო ანგარიშების გახსნა სხვადასხვა ვალუტაში.

 

2017 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულება გაფორმებულია შპს „პ----–-----– ფ-----–--–ს“ და ს-----– დ----ს შორის, რომლის თანახმადაც, ს-----– დ----მ 999.940 აშშ დოლარად თითქოსდა შეიძინა სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკა.

 

2017 წლის 27 ოქტომბრის N---------ის ხელშეკრულების თანახმად, რომლის ხელმომწერი მხარეები არიან შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ დირექტორი ს-------–-- კ---------ი და ჩინური კომპანიის „W---------------------------- დირექტორი S---------- გამყიდველი არის - “W----------------------------”, ხოლო მყიდველი - შპს „პ----–-----– ფ-----–--–ი“, წარმოდგენილი ს-------–-- კ---------ის სახით. აღნიშნული ხელშეკრულებით დგინდება, რომ შპს „პ----–-----– ფ-----–--–მა“ ჩინური კომპანიისგან თითქოსდა შეიძინა 3D კომპიუტერული ტექნიკა, რომლის ღირებულება მთლიანობაში შეადგენდა 1 855 000 აშშ დოლარს.

 

ანგარიშებიდან ამონაწერებითა და საგადახდო დავალებებით დასტურდება, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ სს „თ----------ის“ ანგარიშზე აშშ-ში მდებარე ბანკიდან (P------------) მოქალაქე ს-----– დ----ს (S-----------------------------------------------------------------------) მიერ ჩაირიცხა 999 940 აშშ დოლარი საკონტრაქტო დანიშნულებით („R----------------------------------------------------------------

 

თანხის ჩარიცხვიდან მოკლე დროში, აღნიშნული თანხა შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ ანგარიშიდან 3 ტრანზაქციად გადაირიცხა ჩინეთში, ჰო--------–ი მდებარე ბანკში (H---------------------- კომპანია “W-----------------------------ის” სახელზე გახსნილ ანგარიშზე 7-----------, საკონტრაქტო დანიშნულებით (P-------------------------------------------------------------------------s). კერძოდ, 01.11.2017 წ. - 290 000 აშშ დოლარი, 02.11.2017 წ. - 298 500 აშშ დოლარი და 06.11.2017 წ. - 409 750 აშშ დოლარი.

 

შპს „პ----–-----– ფ-----–--–სა“ და ფიზიკურ პირ ლ----------- შორის 2018 წლის 15 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ლ--- ზ---- თითქოსდა არის სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკის შემძენი, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 242 300 აშშ დოლარს.

 

2018 წლის 26 იანვარს შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ სს „თ----------ის“ ანგარიშზე (G--------------------) აშშ-ში მდებარე ბანკიდან (W------------ მოქალაქე ლ----------- (L---------------------------------------------------------------) მიერ ჩაირიცხა 242 300 აშშ დოლარი, საკონტრაქტო დანიშნულებით (-----------------------------------. 2018 წლის 29 იანვარს მიღებული თანხის ძირითადი ნაწილი - 212 000 აშშ დოლარი კომპანიის ანგარიშიდან ერთ ტრანზაქციად გადაირიცხა ჩინეთში, ჰო--------–ი მდებარე ბანკში (H---------------------- კომპანია “W-----------------------------ის” ანგარიშზე 7-----------, საკონტრაქტო დანიშნულებით. 7000 აშშ დოლარი კი კომპანიამ გადარიცხა აშშ-ში M--------------------ის ანგარიშზე.

 

2018 წლის 29 იანვარს შპს „პ----–-----– ფ-----–--–ს“ სს „თ----------ის“ ანგარიშზე აშშ-ში მდებარე ბანკიდან (-------------------- მოქალაქე დ---------------ს (D----------------------------------------------------------------------) მიერ ჩაერიცხა 200 000 აშშ დოლარი საკონტრაქტო დანიშნულებით (“-------------------------).

ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან მიღებული რეპორტებისა და ,,სვიფტ’’ შეტყობინებების თანახმად: 1. შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ საბანკო ანგარიშზე (G---------------------) ს-----– დ----ს მიერ 999 940 აშშ დოლარის ჩარიცხვა მოხდა თაღლითური გზით და კლიენტმა მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება. აღნიშნულის შესახებ შეტყობინება სს „თ----------მა“ მიიღო 2017 წლის 21 დეკემბერს შუამავალი ბანკისგან - ,,P------------“; 2. შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ საბანკო ანგარიშზე დ---------------ს (D-------------) მიერ განხორციელებული 200 000 აშშ დოლარის ჩარიცხვა იყო თაღლითური და კლიენტმა მოითხოვა თანხის დაბრუნება. აღნიშნული შეტყობინება თ----------მა მიიღო 2018 წლის 5 თებერვალს შუამავალი ბანკისგან - ,,J-------------------“. სს „თ----------მა“ უპასუხა, რომ თანხა იყო დაბლოკილი კლიენტის ანგარიშზე და გაუწია რეკომენდაცია, მიემართათ სამართალდამცავი ორგანოსთვის;

 

ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ერთ-ერთ რეპორტში (01.02.2018) ყურადღება გაამახვილა საეჭვო ფაქტზე, რომ დ---------------ს (D-------------) და ლ----------- (L------------ მიერ შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების SWIFT გზავნილებში კომპანიის მისამართად დაფიქსირებული იყო აშშ-ის მისამართი - W------------------------------------- და ამის თაობაზე აცნობა გამოძიებას.

 

2018 წლის 2 თებერვალის დადგენილებით ყადაღა დაედო შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ (ს/კ 4--------) სს „თ----------ში“ არსებულ საბანკო ანგარიშებს და მასზე არსებულ ნაშთს - 222 950,42 აშშ დოლარს, 369.28 ევროს და 0.26 ლარს.

 

შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ს-------–-- კ---------ს არ უფიქსირდება შემოსავლის მიღება და იგი არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად.

 

სააპელაციო პალატამ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი აღნიშნული მტკიცებულებები, გულდასმით გააანალიზა აპელანმტის საკვანძო არგუმენტები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ს-------–-- კ---------ის მიერ იურიდიული პირის - შპს ,,პ----–-----– ფ-----–--–ის” გამოყენებითა და მეშვეობით დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:

 

ლ----------- გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ იგი მოატყუა პირმა, რომელიც გაეცნო რ-------- პ----ს სახელითა და გვარით, კერძოდ შეცდომაში შეიყვანა და 2018 წლის 19 იანვარს გადაარიცხინა 242.300 აშშ დოლარი შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ საბანკო ანგარიშზე, თითქოსდა დეპოზიტის სერტიფიკატის შეძენის მიზნით.

 

სააპელაციო პალატას ყურადღების მიღმა არ დარჩენია დაცვის მხარის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში კანონის დარღვევით გამოქვეყნდა დაზ----ლებულების ლ-----------, ს-----– დ----ს და დ-----------რის ჩვენებები და დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა, დაესვა კითხვები დაზ----ლებულებისთვის და მიეღო მონაწილეობა მათ დაკითხვაში. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაზე საქმეზე ჭ---–---–- გერმანიის წინააღმდეგ, რომელშიც სასამართლომ განმარტა: პოლიციის მიერ მოკვლევისა და სასამართლო გამოძიების ეტაპზე მოპოვებული ჩვენებების მტკიცებულებად მიღება, თავისთავად, არ არის შეუსაბამო 6.1 და 6.3.d მუხლთან იმ პირობით, რომ დაცვის მხარის უფლებების პატივისცემა ხდება. როგორც წესი, ეს უფლებები მოითხოვს, რომ ბრალდებულს ადეკვატური და სათანადო შესაძლებლობა ჰქონდეს, კითხვები დაუსვას მის წინააღმდეგ მოწვეულ მოწმეს, მაშინ როდესაც ეს მოწმე ჩვენებას იძლევა საქმის წარმოების მომდევნო სტადიებზე (იხილეთ ალ - ხავაია და ტაჰერი ( Al - Khawaja and Tahery ), ციტირება მაღლა, § 118, სხვა წყაროებზე მითითებით; იხილეთ ასევე A.G. შვედეთის წინააღმდეგ ( A . G . v . S w e d e n ) (გადაწყვეტილება), N 315/09, 10 იანვარი, 2012, და ტრამპევსკი მაკედონიის - ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Trampevski v. the former Yugoslav Republic of Macedonia ) , # 4570/07, § 44, 10 ივლისი, 2012).

 

გადაწყვეტილებაში საქმეზე ალ - ხავაია და ტაჰერი (Al Khawaja and Tahery) სასამართლომ დაასკვნა, რომ იმ მოწმის ჩვენების მტკიცებულებად მიღება, რომელიც არ ესწრებოდა სასამართლო სხდომას და რომლის წინასასამართლო ჩვენება ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულბა იყო ბრალდებულის წინააღმდეგ, ავტომატურად არ იწვევდა 6.1 მუხლის დარღვევის დადგენას. მან დაასაბუთა, რომ ე.წ. “ერთადერთის და გადამწყვეტის წესის” მისადაგება (რომლის თანახმადაც სასამართლო განხილვა უსამართლო იყო, თუკი ბრალდება ეფუძნებოდა მხოლოდ ან გადამწყვეტად იმ მტკიცებულებას, რომელიც მოწოდებული იყო მოწმისგან, რომელსაც ბრალდებული კითხვას ვერ უსვამდა საქმის წარმოების რაიმე ეტაპზე; ibid., §§ 128 და 147) მოუქნელი ფორმით წინააღმდეგობაში მოვიდოდა ტრადიციულ გზასთან, რომელშიც სასამართლო განმარტავს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას 6.1 მუხლის საფუძველზე, კერძოდ კი იმის შესწავლას, იყო თუ არა საქმის წარმოება მთლიანობაში სამართლიანი. თუმცა საქმის წარმოების სამართლიანობის თანდაყოლილი რისკების გათვალისწინებით ამგვარი მტიცებულების დაშვება მეტად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა კონფლიქტური ინტერესების დაბალანსებისას (ibid., §§ 146-47).

 

საქმეზე ალ - ხავაჯა და ტაჰერი ( Al - Khawaja and Tahery ) შემუშავებული პრინციპების თანახმად, აუცილებელია, სამ ეტაპად იქნას შესწავლილი იმ საქმის წარმოების კონვენციის 6.1 და 6.3.d მუხლთან შესაბამისობა, რომელშიც მოწმის ჩვენებები, რომლებიც არ ესწრებოდნენ და არ დაკითხულან სასამართლო სხდომაზე, დაშვებულ იქნა მტკიცებულებად (ibid., § 152). სასამართლომ უნდა შეისწავლოს:

(i) არსებობდა თუ არა მოწმეთა დაუსწრებლობისა და შესაბამისად, დაუსწრებელი მოწმის გამოუცდელი ჩვენებების მტკიცებულებად დაშვების საპატიო მიზეზი (ibid . , §§ 119-25);

(ii) დაუსწრებელი მოწმის ჩვენება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი (ibid . , §§ 119 და 126-47); და

(iii) სახეზე იყო თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რაც მოახდენდა დაცვის მხარისთვის გამოუცდელი მტკიცებულების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას და იმის უზრუნველყოფას, რომ სასამართლო განხილვა, ერთიანობაში აღებული, სამართლიანი იყო (ibid . , § 147) (იხ. Schatschaschwili v. Germany, N9154/10, 15/12/2015, §105-107).

 

რაც შეეხება ეროვნულ კანონმდებლობას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნას სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.

 

ზემოაღნიშნული წესიდან არსებობს საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი. მითითებული მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია, მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია, დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენებისა და მის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვა და შემდგომ მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: 1. სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მკაცრად გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაგ.: თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; 2. სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში ჩვენების მისაცემად ანუ სასამართლოს აძლევს ჩვენებას (არ სარგებლობს მისთვის სსსკ-ის 50-ე მუხლით მინიჭებული პრივილეგიით - არ მისცეს ჩვენება) და მხარე მოითხოვს გამოკითხვის ოქმის ან მოწმის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვას, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენას (დემონსტრირებას).

 

სააპელაციო პალატას სურს, ხაზგასმით აღნიშნოს, რომ დაზ----ლებულების ლ-----------, ს-----– დ----ს და დ-----------რის ჩვენებების საქმის არსებითი განხილვისას საჯაროდ წაკითხვა განხორციელდა საპროცესო კანონმდებლობის მითითებული მოთხოვნების დაცვით, ვინაიდან არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ და სააპელაციო პალატასაც უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ლ--- ზ----, ს-----– დ---- და დ-----------რი საქართველოში არ იმყოფებოდნენ და ასევე დადასტურებულია, რომ არ არსებობდა სასამართლოში მათი წარმოდგენის გონივრული შესაძლებლობა.

 

სააპელაციო პალატამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისა და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად შეაფასა დაზ----ლებულების გამოქვეყნებული ჩვენებები და მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ დანაშაულთან მიმართებით ამ სამხილებს აქვს უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი, ლ-----------, ს-----– დ----ს და დ-----------რის ჩვენებები არ ყოფილა ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულებები ს-------–-- კ---------ის მსჯავრდებისათვის, ვინაიდან ისინი სრულ შესაბამისობაშია და დასტურდება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ არაერთი მტკიცებულებებით, კერძოდ: საბანკო გადარიცხვის დოკუმენტებით, ამონაწერებით, ელექტრონული ფოსტის მიმოწერებით, ,,სვიფტ’’ შეტყობინებებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის რეპორტში ასახული ინფორმაციით.

 

სს ,,თ----------ის“ რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ნ----------------ემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ბრალდებული ს-------–-- კ---------ი ბანკის კლიენტის - შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ დირექტორი და დამფუძნებელია 100%-იანი წილის უფლებით. მოწმემ განმარტა, რომ ბანკის კლიენტი თავად არის პასუხისმგებელი ი-------------------ს ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებზე, მათ შორის - ტრანზაქციებსა და მიმოწერებზე. მანვე დაადასტურა, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს კომპანიის ანგარიშზე მოხდა საეჭვო ჩარიცხვა, კერძოდ 999 940 აშშ დოლარი ჩარიცხა ვინმე ს-----– დ----მ. აღნიშნული თანხა 1, 2 და 6 ნოემბერს ერთი და იმავე დანიშნულებით გადაირიცხა ჰონგ-კონგში. მოძიებული ინფორმაციის თანახმად, შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ საქმიანობა მოიცავდა გარკვეული მოწყობილობებით ვაჭრობას, ჩამოტანას და შემდეგ ექსპორტს. ტრანზაქციიდან 2 თვის შემდეგ - 2017 წლის 21 დეკემბერს სს „თ----------მა“ შუამავალი ბანკისგან მიიღო შეტყობინება, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს ჩარიცხული თანხა იყო თაღლითური და უნდა დაებრუნებინათ უკან. გარდა ამისა, მოწმემ განმარტა, რომ 2018 წლის 26 იანვარს შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ ანგარიშზე ლ-----------აგან ჩაირიცხა თანხა, რომლის ნაწილი - 212 000 აშშ დოლარი მალევე გადაირიცხა იგივე მიმართულებით - ჰონგ-კონგში მდებარე ბანკის კლიენტი კომპანია „ვ--------------------ის“ ანგარიშზე, ხოლო 7 000 აშშ დოლარი - აშშ-ში ,,მ------------------ის“ ანგარიშზე, როგორც მარკეტინგის მომსახურების თანხა. აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში სს „თ----------მა“ შუამავალი ბანკისგან მიიღო შეტყობინება, რომ ჩარიცხული თანხა იყო თაღლითური და ითხოვდნენ თანხის უკან დაბრუნებას. ასევე, 2018 წლის 29 იანვარს შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა 200 000 აშშ დოლარი დ---------------ს მიერ, თუმცა ბანკმა თანხა ამჯერად დაბლოკა და შეტყობინება გაუგზავნა მომსახურე ბანკს, რომელმაც, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ თანხა იყო თაღლითური გზით გადარიცხული და მოითხოვეს მისი უკან დაბრუნება. შესაბამისად, აღნიშნული თანხა გაყინული იქნა ანგარიშზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით, რომლის თანახმადაც ს-------–-- კ---------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სწორედ ს-----– დ----ს და დ---------------ს მიმართ ჩადენილი თაღლითობისა და 998 250 აშშ დოლარის უკანონოდ ლეგალიზაციისათვის, სრულად იქნა გაზიარებული ს-----– დ----ს და დ---------------ს სამართლებრივი დახმარების ფარგლებში წარმოდგენილი გამოკითხვის ოქმები. სააპელაციო პალატისთვის საყურადღებოა ორივე შემთხვევაში დადგენილი იდენტური დანაშაულებრივი სქემა, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს რწმენას სწორედ ს-------–-- კ---------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაზ----ლებულები ფულად თანხას რიცხავდნენ დანაშაულში მყოფი პირების მიერ მითითებული ანგარიშის ნომერზე. ამონაწერებით დგინდება, რომ დაზ----ლებულების მიერ მოტყუებით გადარიცხული ფულადი თანხა ყველა შემთხვევაში აკუმულირდა სწორედ სს „თ----------ში“ არსებულ შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ ერთსა და იმავე ანგარიშზე. ჩარიცხული თანხები კი მოკლე დროშივე მიედინებოდა ჩინეთში და ირიცხებოდა ერთი და იგივე კომპანიის - W-----------------------------ის” ერთსა და იმავე საბანკო ანგარიშზე, გარდა დ---------------ს მიერ ჩარიცხული თანხისა, რადგან აღნიშნული თანხა დაიბლოკა ბანკის მიერ.

 

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დროს თანხის წარმომავლობის დასადასტურებლად სამივე შემთხვევაში ბანკს წარედგინა ფიქტიური, ყალბი ხელშეკრულებები.

 

მეტად საყურადღებოა, რომ დანაშაულის ჩადენამდე მცირე დროით ადრე, სწორედ ს-------–-- კ---------მა დააფუძნა შპს „პ----–-----– ფ-----–--–ი“, რომლის დირექტორიც და დამფუძნებელიც (100% წილის მფლობელი) თავად იყო. ასევე, დადგენილია, რომ სს „თ----------ში“ მან გახსნა კომპანიის ანგარიშები სხვადასხვა ვალუტაში და კომპანია დაარეგისტრირა „ი-------------------ს“ მომხმარებლად. ბანკთან დადებული ხელშეკრულების თანახმად კი, კლიენტის ავტორიზაციით შესრულებულ ყველა ტრანზაქციასა და მიმოწერაზე პასუხისმგებელი პირი იყო თავად ს-------–-- კ---------ი და მხოლოდ მას მიუწვდებოდა ხელი ბანკის ანგარიშების მართვაზე, რაც ასევე დაადასტურა ბანკის თანამშრომელმა ნ----------------ემ.

 

ნ----------------ის ჩვენებით, სს ,,თ----------იდან“ გამოთხოვილი ინტერნეტ ბანკის მიმოწერებით შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ დირექტორთან ს-------–-- კ---------თან და შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი მასალებით დასტურდება, რომ სტანილავ კ---------ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და კომპანიას სამეწარმეო საქმიანობა რეალურად არასდროს განუხორციელებია, ს-------–-- კ---------ს არ უფიქსირდება შემოსავლის მიღება და იგი არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად.

 

თავის მხრივ, საბუღალტრო-სააუდიტო და საკონსულტაციო კომპანია შპს „F------------------“-ს დირექტორმა გ--------------–---–მა განმარტა, რომ საბუღალტრო მომსახურებისთვის მიმართა კლიენტმა ს-------–-- კ---------მა, თუმცა შეთანხმების შემდეგ ის არ პასუხობდა წერილებს და არ აწვდიდა კომპანიის შესახებ ფინანსურ ინფორმაციას, კომპანია უგზავნიდა ნულოვან საბანკო ამონაწერს. შესაბამისად, რაღაც პერიოდის მანძილზე თავადაც გზავნიდა ნულოვან დეკლარაციას შემოსავლების სამსახურში. აღნიშნულის შემდეგ ს-------–-- კ---------ი გაუჩინარდა და კონტაქტზე აღარ გასულა.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას დაზ----ლებულთა შეცდომაში შეყვანის საეჭვოობასთან დაკავშირებით, ვინაიდან თანხის გადარიცხვის დანიშნულებაში ცალსახად მითითებული იყო სწორედ საქართველო, აღნიშნულზე ლ--- ზ----მ თავის ჩვენებაში ამომწურავად გასცა პასუხი, კერძოდ განმარტა, რომ მის მეუღლეს, რომელსაც მსგავსი ინვესტირების გამოცდილება ჰქონდა, ეჭვი არ გასჩენია თაღლითობის შესახებ, რადგან სწორედ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე იცოდა, რომ, როგორც წესი, თანხა ყოველთვის არ მიდიოდა ინვესტირების შტაბ-ბინაში (სათავო ოფისი). შესაბამისად, არ შეშფოთებულან იმ ფაქტით, რომ ინსტრუქციის თანახმად გადარიცხვა უნდა განეხორციელებინათ თბილისში, საქართველოში.

 

სააპელაციო პალატა ასევე შეფასებას აძლევს დაცვის მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ბანკისთვის ფიქტიური ხელშეკრულებები ს-------–-- კ---------სს არ მიუწოდებია, რომ დაზ----ლებულებთან ზარები ხორციელდებოდა აშშ-ს ნომრებიდან, თ----------ის IP მისამართებზე წვდომა ხორციელდებოდა სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ლიტვიდან, სადაც კ---------ი ნამყოფიც კი არ იყო, რითიც, თითქოსდა, დასტურდება ს-------–-- კ---------ის უდანაშაულობა. აღნიშნული არგუმენტაცია არსებითად მცდარია, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის ნ----------------ის ჩვენებით, საბანკო ხელშეკრულებებითა და ბანკიდან გამოთხოვილი დოკუმენტებით), პირდაპირ დასტურდება ტრანზაქციების განხორციელებისას ს-------–-- კ---------ის მიერ ბანკის თანამშრომლებთან ინტერნეტ-ბანკინგით კომუნიკაციისა და ფიქტიური ხელშეკრულებების წარდგენის ფაქტი. ასევე დადასტურებულია, რომ მხოლოდ ს-------–-- კ---------ს ჰქონდა საბანკო ანგარიშების განკარგვისა და მართვის უფლებამოსილება. საყურადღებოა თვით ს-------–-- კ---------ის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ფირმების რეგისტრაცია, რაშიც იგი კარგად ერკვეოდა. ეს კი თავისთავად გამორიცხავს მის წარმოუდგენელ მიამიტობას და იმ კომპანიის ანგარიშებზე წვდომის სხვა პირებისთვის გადაცემის შესაძლებლობას, რომლის დამფუძნებელი და მფლობელიც თვითონ იყო. ბანკთან დადებული ხელშეკრულების თანახმად კლიენტის ავტორიზაციით შესრულებულ ყველა ტრანზაქციასა და მიმოწერაზე პასუხისმგებელი პირი იყო თავად ს-------–-- კ---------ი და მხოლოდ მას მიუწვდებოდა ხელი ბანკის ანგარიშების მართვაზე. ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის მტკიცება, თითქოს ს-------–-- კ---------მა არაფერი იცოდა მისი კომპანიის („პრინციპალ ფაინენშელი“) ანგარიშზე მიმდინარე გადარიცხვების შესახებ, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ მას კომუნიკაცია ჰქონდა ბანკის თანამშრომლებთან საბანკო გადარიცხვებისას, პირადად ჩამოვიდა საქართველოში, როგორც კი მისი კომპანიის ანგარიში დაყადაღდა და ვერ მოახერხა დ-----------რისგან თაღლითურად დაუფლებული 200 000 აშშ დოლარის ჩინეთში გადარიცხვა.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარეს არ ჩაუტარებია გრაფიკული ექსპერტიზა, რითიც დადასტურდებოდა ფიქტიურ ხელშეკრულებებზე ს-------–-- კ---------ის ხელმოწერის ნამდვილობა, სააპელაციო პალატა, ერთი მხრივ, აღნიშნავს, რომ როდესაც სასამართლოს წინაშე ხდება ამგვარი არგუმენტის გაჟღერება, სასამართლოს უჩნდება გონივრული მოლოდინი, რომ მხარე, როგორც მინიმუმ, თავად წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ რაიმე სახის მტკიცებულებას და ეს არ იქნებოდა მტკიცების ტვირთის შეცვლა, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ხოლო, მეორე მხრივ, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებებს, რომ დაზ----ლებულ ლ----------- განმარტებით მას არასდროს შეუძენია პრინტერი, შპს „პ----–-----– ფ-----–--–თან“ ან ს-------–-- კ---------თან რაიმე ხელშეკრულება არასდროს გაუფორმებია, მისი სახელით შესრულებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. ასევე, ს-----– დ---- ჩვენებაში უთითებს, რომ მას არასდროს შეუძენია ან უცდია, შეეძინა შპს „პ----–-----– ფ-----–--–ისგან" რაიმე ნივთი, მათ შორის 3D პრინტერი. ხელშეკრულება არის ყალბი, მასზე არსებული ხელმოწერა კი არ ჰგავს მის ხელმოწერას. ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც უტყუარად არის დადასტურებული, რომ გაყალბებული ხელშეკრულებები (რომლის სიყალბეს ადასტურებს ხელშეკრულების ,,მონაწილე“ მეორე მხარე) სწორედ ს-------–-- კ---------მა მიაწოდა ბანკს რეალობის განზრახ დამახინჯების მიზნით, ამ ,,გარიგებებეზე“ მისი ხელმოწერის ნამდვილობის დაუდგენლობა, ცალკე აღებული, ს-------–-- კ---------ის უდანაშაულობაზე არ მიუთითებს. ამდენად, არ არსებობს იმის საპირისპიროს მტკიცების გონივრული საფუძველი, რომ სწორედ ს-------–-- კ---------მა მიაწოდა ბანკს ხელშეკრულებები, რომლებიც არასოდეს დადებულა და, შესაბამისად, იყო ყალბი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ სწორედ ს-------–-- კ---------ს მიუძღვის მნიშვნელოვანი როლი ჩადენილ თაღლითობებში - სწორედ მის მიერ დაფუძნებული კომპანიის ანგარიშზე განხორციელდა თანხების ჩარიცხვა და შემდგომ ჰო--------–ი გადარიცხვა.

 

რაც შეეხება იურიდული პირის - შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ დანაშაულებრივ საქმიანობას, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ საშუალებით მოხდა სწორედ ლ-----------გან და ს-----– დ----სგან დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი თანხების (999 940 აშშ დოლარი და 212 000 აშშ დოლარი) ჯერ განთავსება კომპანიის ანგარიშზე და შემდგომში მისი ლეგალიზაცია დროის მოკლე პერიოდში თანხის ჩინეთში გადაგზავნის გზით. აღნიშნული ქმედებით, ერთი მხრივ, კანონიერი სახე მიეცა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ხოლო მეორე მხრივ, შეინიღბა მისი წარმოშობის წყარო, ნამდვილი ბუნება, განთავსების ადგილი და რეალური მესაკუთრე.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი მასალებით, ასევე მოწმე გ--------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ კომპანია („პ----–-----– ფ-----–--–ი“) რაიმე სამეწარმეო საქმიანობას არ ახორციელებდა და ფიქტიურად იყო შექმნილი სწორედ ფულადი თანხების მიღებისა და შემდგომი დანაწილების ფუნქციით.

 

მოწმე გ--------------–---–მა დაადასტურა, რომ ს-------–-- კ---------მა საბუღალტრო კომპანიას დაუმალა ინფორმაცია კომპანიის საბანკო ანგარიშზე მიმდინარე ფინანსური ბრუნვის თაობაზე, რამაც გამოიწვია შემოსავლების სამსახურისთვის ნულოვანი დეკლარაციის წარდგენა 2018 წლის იანვრის მდგომარეობით და ეს მაშინ, როდესაც რეალურად 2017 წლის ოქტომბერში კომპანიის ანგარიშზე ჩაირიცხა 999 940 დოლარი.

 

ასევე, ფაქტია, რომ შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ სახელი შეგნებულად იქნა გამოყენებული ყალბ ხელშეკრულებებში, რომელიც წარედგინა სს „თ----------ს“ დაზ----ლებულებისგან თაღლითურად დაუფლებული ფულადი თანხების წარმომავლობისა და ნამდვილი ბუნების შესანიღბად.

 

აღნიშული მტკიცებულებების ანალიზით დგინდება, რომ შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ მეშვეობით და გამოყენებით ჩადენილ იქნა ჯამში 1 210 250 აშშ დოლარის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მოწმეების პირდაპირი ჩვენებებით დადასტურებულია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ აქტიურ წევრს და დანაშაულებრივი სქემის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდა ს-------–-- კ---------ი - სწორედ მის მიერ იქნა დარეგისტრირებული შპს ,,პ----–-----– ფ-----–--–ი“, რომლის დირექტორსაც თავად წარმოადგენდა. სხვა პირების დახმარებით მას შეცდომაში შეჰყავდა დაზ----ლებულები, რომლებსაც მოტყუებით ჩაარიცხინეს კონკრეტული თანხები კომპანიის ანგარიშზე, თაღლითურად მოპოვებული ფულადი თანხების წარმომავლობის შენიღბვისათვის კი მიღებულ თანხები გადარიცხა მისთვის სასურველ ანგარიშზე ჩინეთში. მომსახურე ბანკს კი აწვდიდნენ არასწორ ინფორმაციას და ყალბ ხელშეკრულებებს, რომ თითქოსდა კომპანიას ანგარიშზე ერიცხებოდა სხვადასხვა ტექნიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები.

 

ცალსახად დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც ბანკი შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ ანგარიშზე ფულადი თანხის ტრანზაქციების კანონიერებით დაინტერესდა, ს-------–-- კ---------ის შიდა საბანკო მიმოწერით ბანკის წარმომადგენელს წარედგინა ყალბი ინფორმაცია და კონტრაქტები. ს-------–-- კ---------მა სწორედ აღნიშნული გზით სცადა, შეცდომაში შეეყვანა ბანკი და დაერწმუნებინა, რომ ლ-----------გან, დ---------------სგან და ს-----– დ----სგან მიღებული და შემდგომში ჩინეთში გადარიცხული თანხა იყო ლეგალური. მანვე ბანკი მოატყუა, თითქოსდა შპს „პ----–-----– ფ-----–--–ი“ ვაჭრობდა 3D კომპიუტერული ტექნიკით, თუმცა რეალურად მსგავსი მომსახურება შპს-ს არასდროს განუხორციელებია.

 

ამდენად, სააპელაციო პალატამ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ს-------–-- კ---------მა 2017 წლის 5 სექტემბერს საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაარეგისტრირა შპს „პ----–-----– ფ-----–--–ი“ (ს/კ4--------), რომლის დირექტორს, დამფუძნებელს და 100% წილის მფლობელს თავად წარმოადგენდა. ასევე სს „თ----------ში“ სხვადასხვა ვალუტაში გახსნა შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ საბანკო ანგარიშები და კომპანია დაარეგისტრირა „ი-------------------ს“ მომხმარებლად. 2017 წლის 30 ოქტომბერს შპს „პ----–-----– ფ-----–--–ს“ სს „თ----------ის“ ანგარიშზე აშშ-ში მდებარე ბანკიდან მოქალაქე ს-----– დ----ს (S----------------------------------------------------------------------) მიერ ჩაერიცხა 999 940 აშშ დოლარი თითქოსდა საკონტრაქტო დანიშნულებით. თანხის ჩარიცხვას წინ უძღოდა არარეზიდენტი მოქალაქის ს-----– დ----ს მიმართ ს-------–-- კ---------ის და გამოძიებით დაუდგენელ პირების მხრიდან ჰაკერული გზით განხორციელებული თაღლითობა, რომლის შედეგადაც ფულადი თანხა 999 940 აშშ დოლარი ჩაირიცხა ამ უკანასკნელის კუთვნილი კომპანიის - შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ ანგარიშზე. 2017 წლის 21 დეკემბერს სს „თ----------მა“ შუამავალი ბანკისგან მიიღო შეტყობინება თანხის თაღლითური წარმომავლობის შესახებ და მოითხოვა გადმორიცხული 999 940 აშშ დოლარის უკან დაბრუნება, რაც ბანკის მიერ ვერ იქნა შესრულებული იმის გამო, რომ შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ მეშვეობით ს-------–-- კ---------მა აღნიშნული თანხა დროის უმოკლეს შუალედში დაანააწევრა და 3 ტრანზაქციად - 01.11.2017 წ. – 290 000 აშშ დოლარი, 02.11.2017 წ. – 298 500 აშშ დოლარი და 06.11.2017 წ. – 409 750 აშშ დოლარი გადარიცხა ჰო--------–ი მდებარე ბანკში კომპანია “W-----------------------------ის” სახელზე გახსნილ ანგარიშზე თითქოსდა საკონტრაქტო დანიშნულებით, რითიც, ერთის მხრივ, კანონიერი სახე მიეცა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ხოლო მეორე მხრივ, შეინიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, განთავსება და რეალური მესაკუთრე და ს-------–-- კ---------ი ლეგალიზებული სახით დაეუფლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალს. 2018 წლის 26 იანვარს, შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ სს „თ----------ის“ ანგარიშზე აშშ-ში მდებარე ბანკიდან მოქალაქე ლ----------- (L---------------------------------------------------------------) მიერ ჩაირიცხა 242 300 აშშ დოლარი - ამ შემთხვევაშიც თითქოსდა საკონტრაქტო დანიშნულებით. თანხის ჩარიცხვას წინ უძღოდა ლ----------- მიმართ განხორციელებული თაღლითობა, რა დროსაც ეს უკანასკნელი დაარწმუნეს, რომ თანხას რიცხავდა 7 წლიანი სადეპოზიტო სერთიფიკატის შესაძენად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ს-------–-- კ---------მა მიღებული თანხის ძირითადი ნაწილი - 212 000 აშშ დოლარი მოკლე დროში - 2018 წლის 29 იანვარს ერთ ტრანზაქციად გადარიცხა ჰო--------–ი მდებარე ბანკში კომპანია “W-----------------------------ის” სახელზე გახსნილ ანგარიშზე თითქოსდა საკონტრაქტო დანიშნულებით, რითიც, ერთის მხრივ, კანონიერი სახე მიეცა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ხოლო მეორე მხრივ, შეინიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, განთავსება და რეალური მესაკუთრე და ს-------–-- კ---------ი გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ლეგალიზებული სახით დაეუფლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალს, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

ამდენად, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 აგვისტოს განაჩენი გასაჩივრებულია ს-------–-- კ---------ის მსჯავრდების ნაწილში, სააპელაციო პალატა იმსჯელებს განაჩენში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი როგორც სადავო, ასევე უდავო მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც განაჩენში წარმოდგენილი დასკვნები, როგორც მტკიცების ცალკეულ საგანთან მიმართებით, ასევე მთლიანობაში პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე გამომდინარეობს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობისათვის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისთვის, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სახეზე იყოს შემდეგი ელემენტები: ა) ნივთი, რომლის დაუფლებაც ხდება, უნდა ეკუთვნოდეს სხვას და არა დანაშაულის ჩამდენ პირს; ბ) დამნაშავე მოტყუების გზით ეუფლება სხვის კუთვნილ მოძრავ ნივთს, რომელსაც მოტყუებული პირი თავისი ნებით გადასცემს დამნაშავეს ან თავისი ნებით უთმობს უფლებას ნივთზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის N2104აპ-07 განჩინება). მოტყუება, ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება შეიძლება, გამოიხატოს როგორც აქტიურ ქმედებაში, ისე პასიურში. მოტყუების ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზ----ლებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის N83აპ-13 განაჩენი); და გ) დანაშაულის ჩამდენს უნდა ამოძრავებდეს აღნიშნული ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

 

აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. პალატა უთიტებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია, საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება №618აპ-15; § 13).

 

რაც შეეხება კიდევ ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებას - დიდი ოდენობით დანაშაულის ჩადენას, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის მიხედვით სსკ-ის 25-ე თავში (სადაც შედის 180-ე მუხლიც) დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 ლარის ზევით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შინაარსთან მიმართებით განმარტა, რომ როდესაც კანონმდებელი საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ცნებების განმარტებისას შესაბამისი სისხლისსამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებულ ძირითად შემადგენლობებში უთითებს სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისა თუ მისაკუთრების მიზანზე, ძალიან მაღალი ალბათობითაა სავარაუდო, რომ ამ შემთხვევაში იგი ქმედების კვალიფიკაციისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს იმ გარემოებას – ეს სხვისი ნივთი ერთ ადამიანს ეკუთვნის, თუ ორს ან მეტს. აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ნივთზე (ფული, ქონება), რომელსაც ეუფლება და ისაკუთრებს დამნაშავე, ამ უკანასკნელს არავითარი უფლება არ გააჩნია. ამიტომ ერთიანი განზრახვითა და მიზნით ჩადენილი ქმედების დიდი ოდენობით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს დაუფლებული და მისაკუთრებული, თუ საამისოდ გამიზნული ნივთის (ფულის, ქონების) საერთო ღირებულებას და არა უშუალოდ ცალკეული, კონკრეტული დაზ----ლებულისთვის მიყენებული ზიანის მოცულობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის #236აპ-12 განაჩენი). თაღლითობის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვის არსებობაში გამოიხატება. დამნაშავემ იცის, რომ მოტყუებით ეუფლება სხვის ქონებას.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით კრიმინალიზებულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. აღნიშნული დანაშაულის დაცვის ობიექტია ეკონომიკური სისტემის, განსაკუთრებით ფულად-საკრედიტო სისტემის დაცვა არაკონტროლირებადი ფულადი სახსრების შემოსვლისგან. დანაშაულის საგანია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემაში დაუსაბუთებელი (უკანონო) წარმოშობის დაფარვის მიზნით (ქონებით სარგებლობა, შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა და სხვა). ფულის ინტეგრირება ხდება ქვეყნის შიდა საფინანსო სისტემაში ან ექსპორტირება ხდება ლიბერალური საფინანსო სისტემის მქონე ქვეყნებში, ხოლო სამშობლოში ბრუნდება კანონიერი გადარიცხვების ფორმით და სხვა. დანაშაულის ამსრულებელი შესაძლოა, იყოს როგორც ფიზიკური პირი, ასევე იურიდიული პირი. საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილში მითითებულია, რომ ამ მუხლის მიზნებისთვის განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება შემოსავალი ორმოცდაათი ათასი ლარის ზევით.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა, უტყუარად დადასტურდა, რომ ს-------–-- კ---------მა ჩაიდინა:

 

1) თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით - დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით და

 

2) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება - დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, რისთვისაც იგი ცნობილნი უნდა იქნას დამნაშავედ.

 

სააპელაცვიო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 აგვისტოს განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რითიც მსჯავრი დაედო ს-------–-- კ---------ს, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილი - თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა სასჯელის ზოგადი და კერძო პრევენციული მიზნების მხედველობაში მიღებით, ს-------–-- კ---------ისთვის სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის მოტივს/მიზანს (ანგარება/სხვისი დიდი ოდენობით ქონების დაუფლება) ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დამნაშავის მყარ სურვილს, ჩაედინა არაერთი დანაშაული, რამაც დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი მოუტანა), ჩადენილი ქმედების ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის საკუთრების, სამეწარმეო და სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ერთობლიობა), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს (მოტუება/ნდობის ბოროტად გამოყენება, კარგად დაგეგმილი დანაშაულებრივი სქემა), მსჯავრდებულის წარსულ ცხოვრებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მსჯავრდებულის წარსულის უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა) და მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად ადასტურებს ს-------–-- კ---------ის საზოგადოებისგან იზოლაციის აუცილებლობას, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ს-------–-- კ---------ს სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას (დაზ----ლებულის სამართლიან დაკმაყოფილებას), ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას (ზოგადი და კერძო პრევენციული მიზანი) და ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას (იქნება დამაფიქრებელი მისი ქმედების მძიმე შედეგებზე, აღძრავს მასში სინანულს ჩადენილის გამო და ხელს შეუწყობს მის საზოგადოებაში ღირსეულად რეინტეგრაციას).

 

ამასთან, ვინაიდან ს-------–-- კ---------ი ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენისას ნასამართლევი არ ყოფილა და სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, საბოლოო სასჯელი ამ უკანასკნელს უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე - სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

6. ყადაღისა და ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით სს „თ----------ში“ შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ (ს/კ 4--------) საბანკო ანგარიშზე განთავსებულ ფულად თანხაზე - 22 950,42 აშშ დოლარზე, 369,28 ევროსა და 0,26 ლარზე დადებული ყადაღა. ანგარიშზე არსებული თანხა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა მოხმარდეს დაზ----ლებულთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ: ერთი ცალი დალუქული CD-R დისკი, რომელშიც მოთავსებულია: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 22.12.2017 წლის N02/774 მომართვაზე თანდართული CD-R დისკზე არსებული ელექტრონული ინფორმაცია; 20.08.2018 წლის N13-82984 მომართვით ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებული 1 ცალ მეხსიერების ბარათზე არსებული ელექტრონული ინფორმაცია; 26.02.2019 წლის დათვალიერების შესახებ ოქმზე (ექსპერტიზის მიერ მოწოდებული დისკების დათვალიერების ოქმი) თანდართულ 1 ცალ DVD დისკზე არსებული ელექტრონული ინფორმაცია; 27.02.2019 წლის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმით გამოთხოვილი 1 ცალ CD-R დისკზე არსებული ელექტრონული ინფორმაცია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახული უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით; 03.02.2018 წლის ს-------–-- კ---------ის (St----------------) დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმზე დართული: შავი ფერის ,,Sony xperia“ მოდელის მობილური ტელეფონი და მასში მოთავსებული სიმბარათი, ,,Huawei-ს“ ფირმის y5 მოდელის მობილური ტელეფონი და მასში მოთავსებული სიმ ბარათი, ვერცხლისფერი ,,Macbook Pro” საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს; ს-------–-- კ---------ის პასპორტი N7-------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ს-------–-- კ---------ის ადვოკატის გ-------------–-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ ს-------–-- კ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ს-------–-- კ---------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ს-------–-- კ---------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;

 

ს-------–-- კ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 30 აგვისტოდან;

 

ცნობად იქნას მღებული, რომ ს-------–-- კ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა - ყადაღა მოეხსნას სს „თ----------ში“ შპს „პ----–-----– ფ-----–--–ის“ (ს/კ 4--------) საბანკო ანგარიშზე განთავსებულ ფულად თანხას - 22 950,42 აშშ დოლარის, 369,28 ევროს და 0,26 ლარის ოდენობით; ანგარიშზე არსებული თანხა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მოხმარდეს დაზ----ლებულთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ერთი ცალი დალუქული CD-R დისკი, რომელშიც მოთავსებულია: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 22.12.2017 წლის N02/774 მომართვაზე თანდართული CD-R დისკზე არსებული ელექტრონული ინფორმაცია; 20.08.2018 წლის N13-82984 მომართვით ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებული 1 ცალ მეხსიერების ბარათზე არსებული ელექტრონული ინფორმაცია; 26.02.2019 წლის დათვალიერების შესახებ ოქმზე (ექსპერტიზის მიერ მოწოდებული დისკების დათვალიერების ოქმი) თანდართულ 1 ცალ DVD დისკზე არსებული ელექტრონული ინფორმაცია; 27.02.2019 წლის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმით გამოთხოვილი 1 ცალ CD-R დისკზე არსებული ელექტრონული ინფორმაცია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;

 

03.02.2018 წლის ს-------–-- კ---------ის (St----------------) დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმზე დართული: შავი ფერის ,,Sony xperia“ მოდელის მობილური ტელეფონი და მასში მოთავსებული სიმბარათი, ,,Huawei-ს“ ფირმის y5 მოდელის მობილური ტელეფონი და მასში მოთავსებული სიმ ბარათი, ვერცხლისფერი ,,Macbook Pro” საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს;

 

ს-------–-- კ---------ის პასპორტი N7-------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე

 

ხ. კიკილაშვილი