განმცხადებელი

15 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი, რომლის წესდების მიზანია სამეცნიერო საქმიანობის განხორციელება, ან ფიზიკური პირი, გარდა ცენტრის თანამშრომელისა, საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საგრანტო პროექტების შემთხვევაში - უცხო ქვეყნის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, აგრეთვე, ფიზიკური პირი, რომელმაც მიმართა ცენტრს განაცხადით, გრანტის მიღების მოთხოვნით; კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სამეცნიერო გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ნებისმიერი ქვეყანა ან დაინტერესებული მხარე, რომელიც შესაძლებელია წარმოადგენდეს რამდენიმე დაინტერესებულ მხარეს და რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წარადგენს ამ წესით მე-8 მუხლით ან მე-14 მუხლით განსაზღვრულ განაცხადს ან მე-12 მუხლით განსაზღვრულ შეტყობინებას

ახალი („ნოველ“) სურსათის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 3

პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომ არსებითად ირღვევა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, თუმცა ამის შედეგად მას უშუალოდ არ ადგება ქონებრივი ზიანი, რაზედაც შესაბამისი განცხადებით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს

კონკურენციის შესახებ · მუხლი 3

ფიზიკური ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი, რომელმაც მიმართა სააგენტოს განაცხადით, გრანტის მიღების მოთხოვნით

სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

მაძიებელი ან მოსარგებლე, რომელიც მიმართავს გადაცემის შესაბამის ლიცენზიატს ახალი მიერთების ან არსებული მიერთების მოდიფიკაციის განაცხადით

„ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი, რომელმაც მიმართა სამინისტროს განაცხადით, გრანტის მიღების მოთხოვნით

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი, რომელმაც მიმართა სამინისტროს განაცხადით, გრანტის მიღების მოთხოვნით

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის სფეროში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

მონაცემთა სუბიექტი, რომელიც განცხადებით ითხოვს თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების სამსახურის მიერ შესწავლას

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

მონაცემთა სუბიექტი, რომელიც განცხადებით ითხოვს თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების სამსახურის მიერ შესწავლას

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სერტიფიკაციის ორგანოს მიმართავს განცხადებით, პროდუქციას ჩაუტაროს სერტიფიკაცია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის №2 დადგენილება რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · მუხლი 4

საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელმაც საგრანტო განაცხადით მიმართა სააგენტოს, სახელმწიფო გრანტის მიღების თაობაზე

სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს დიზაინის რეგისტრაციას

დიზაინის შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →