1. საბაჟო ტრანზიტის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ტრანზიტის პროცედურის მონიტორინგი, ზედამხედველობა და ანალიზი;
ბ) „ახალი კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ დეპარტამენტის თანამშრომელთა და საქართველოში დაფუძნებული პირის დაშვების მიზნით გადაწყვეტილების მიღების, მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების ან გაუქმებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, დაშვების და დაშვების გაუქმების ტექნიკური უზრუნველყოფა;
გ) „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენების მიზნით ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის/უფლებამოსილი მიმღების სტატუსის მაძიებლის განცხადების განხილვა და სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობების შემოწმება, ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის/უფლებამოსილი მიმღების სტატუსის მინიჭების, მინიჭებაზე უარის თქმის, სტატუსის შეჩერებისა და სტატუსის გაუქმების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის/უფლებამოსილი მიმღების სტატუსის მქონე პირთა შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზი, ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის/უფლებამოსილი მიმღების სტატუსის მქონე პირთა კონტროლი;
დ) TIR პროცედურაზე პირის დაშვებისთვის აუცილებელი პირობების შემოწმება, TIR პროცედურაზე პირის დაშვების, დაშვებაზე უარის თქმის, დაშვების შეჩერების ან დაშვების გაუქმების მიზნით გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, დაშვების მაძიებლისა და TIR პროცედურაზე დაშვებული პირის შესახებ მონაცემების დამუშავება- ანალიზი, TIR პროცედურაზე დაშვებული პირის კონტროლი;
ე) სატელეფონო კომუნიკაციის, ჩათის და სხვა დისტანციური არხების მეშვეობით:
ე.ა) დაინტერესებული პირისათვის საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობაზე ინფორმაციის მიწოდება და მის გამოყენებაზე კონსულტაციის გაწევა;
ე.ბ) დაინტერესებული პირის ინფორმირება საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე და მიმდინარე პროცესებზე;
ვ) საქონლის საერთაშორისო გადაზიდვაზე საბაჟო კონტროლისა და საბაჟო ზედამხედველობის განხორციელების პროცესში არსებული პრობლემებისა და ხარვეზების იდენტიფიკაცია და ანალიზი, მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
ზ) საქონლის საერთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებით, სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, ასევე უშუალოდ შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ და განსახილველად (შესათანხმებლად) შემოსულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების პროექტებზე დეპარტამენტის დასკვნების/შენიშვნების მომზადება ან/და ვიზირება;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის გაშვება საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრისა და შტრიხკოდის მინიჭებით;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
კ) დეპარტამენტის
უფროსის
/უფროსის
პირველი
მოადგილის
/მოადგილის
სხვა
დავალებებისა
და
მითითებების
შესრულება
.
შემოსავლების სამსახურის უფრო
სის 2025 წლის 27 იანვრის ბრძანება №666 - ვებგვერდი, 29.01.2025წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 3 ივლისის ბრძანება №15040 - ვებგვერდი, 08.07.2025