ქ. თბილისი საქართველოს მთავრობასა და ღია სააქციო საზოგადოება PAO „ЕЭС России“-ს შორის „ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და მხარეებს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებათა რეალიზაციის შესახებ“ 2005 წლის 4 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №434
2005 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და ღია სააქციო საზოგადოება PAO „ЕЭС России“-ს შორის „ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და მხარეებს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებათა რეალიზაციის შესახებ“2005 წლის 4 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე
საქართველოს მთავრობასა და ღია სააქციო საზოგადოება PAO „ЕЭС России“-ს შორის 2005 წლის 4 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, თანამშრომლობის განვითარებისა და მიღწეულ შეთანხმებათა რეალიზაციის ეფექტიანად განხორციელების მიზნით:
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:
ა) საქართველოს ენერგოსისტემის სტაბილური ფუნქციონირების და ელექტროენერგიის დეფიციტის დასაფარავად ღია სააქციო საზოგადოება PAO „ЕЭС России“უზრუნველყოფს შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგიის იმპორტს რუსეთის ფედერაციიდან და სომხეთის რესპუბლიკიდან;
ბ) ღია სააქციო საზოგადოება PAO „ЕЭС России“ხელს შეუწყობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროს, სს „თელასს“, შპს „მტკვარი ენერგეტიკასა“და კავშირ (ასოციაცია) საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს შორის 2005 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას;
გ) საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი და შპს „მტკვარი ენერგეტიკა“2005 წლის 26 დეკემბრამდე მოახდენენ შპს „მტკვარი ენერგეტიკის“მიმართ საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის დავალიანების სრულ დაფარვას იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებმა განახორციელეს ანგარიშსწორება 2005 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით. ფულადი ფორმით ან/და დებიტორული დავალიანების რეგრესის გზით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მხრიდან დარიცხული საურავების დაფარვაც;
დ) მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2005 წლის ბოლომდე:
დ.ა) ელექტროენერგეტიკული სექტორის შესაბამის საწარმოთა შორის გააფორმონ ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის გრძელვადიანი ხელშეკრულებები;
დ.ბ) განიხილონ და შეათანხმონ შპს „მტკვარი ენერგეტიკის“მე-10 ენერგობლოკის აღდგენის პირობები;
დ.გ) გამონახონ ორივე ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სექტორის სუბიექტებს შორის არსებული დავალიანების დაფარვის გზები.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. ჩოგოვაძე) 2005 წლის ბოლომდე:
ა) უზრუნველყოს „სს „თელასის“ყველა აქციათა 75 პროცენტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“1998 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. თბილისის გამანაწილებელი ქსელებისა და მაღალი ძაბვის ქვესადგურების სს „თელასისათვის“გადაცემა;
ბ) დასახოს სათანადო ღონისძიებები იმ ქონების თაობაზე, რომელიც „სს „თელასის“ყველა აქციათა 75 პროცენტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“1998 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულების შემდგომ სხვა პირების მიერ იქნა პრივატიზებული და სს „თელასს“უნდა გადასცემოდა;
გ) სს „საქრუსენერგოს“საწესდებო კაპიტალთან თითოეული პარტნიორის შესატანის შესაბამისობაში მოყვანისა და ამ მიზნით ძირითადი ფონდების შესაფასებლად, სს „საქრუსენერგოს“წესდებით დადგენილი წესით, პარტნიორებთან შეთანხმების საფუძველზე, უზრუნველყოს დამოუკიდებელი აუდიტორის დამტკიცება მიმდინარე წლის 20 ოქტომბრამდე.
3. სს „თელასის“მიერ ელექტროენერგიის პირდაპირი კონტრაქტით შესყიდვის ფორმაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთ თვეში მოამზადოს და ხელი მოაწეროს „სს „თელასის“ყველა აქციათა 75 პროცენტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“, „შპს „გარდაბანის“ნასყიდობის“და „სს „ხრამჰესი I“-ისა და „ხრამჰესი II“-ის აქციათა მართვის უფლების შესახებ“ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილებების პროექტებს.
4. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) 2006 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“და ღია სააქციო საზოგადოება „СО-ЦДУ ЕЭС“-ს შორის ოპერატიულ-ტექნოლოგიური კავშირის ქართული ნაწილის აღდგენა და მისი შეუფერხებლად მუშაობის კოორდინაცია.
5. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ე. ასტემიროვა) სს „თელასთან“ერთად 2005 წლის ბოლომდე უზრუნველყოს კომპაქტურად ჩასახლებული ლტოლვილების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვის მექანიზმის შემუშავება.
6. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ.
7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი