მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ:
ა) იგი ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, სასამართლო სხდომის მდივანი, ბრალდებული, ადვოკატი, დაზარალებული, ექსპერტი, თარჯიმანი ან მოწმე;
ბ) ამ საქმეზე გამოძიება მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს;
გ) მას ნათესაური ურთიერთობა აქვს პროცესის რომელიმე მონაწილესთან.
საქართველოს 2018 წლის 4
მაისის
კანონი №2270
–
ვებგვერდი, 21.05.2018