„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.12.2016
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/24/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-19
ბიუროს ნომერი 13

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო 1. ეს კანონი განსაზღვრავს ელექტრონული დოკუმენტის, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. ეს კანონი არ ზღუდავს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების უფლებას, არჩევანისამებრ გამოიყენონ მატერიალური დოკუმენტი ან/და პირადი ხელმოწერა, ასევე ამ კანონისგან განსხვავებული პირობების შესაბამისად შესრულებული ელექტრონული დოკუმენტი ან/და ელექტრონული ხელმოწერა. 3. ეს კანონი არ ზღუდავს საქართველოს ეროვნული ბანკისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების უფლებას, გამოიყენონ ამ კანონისგან განსხვავებული პირობების შესაბამისად შესრულებული ელექტრონული დოკუმენტი ან/და ელექტრონული ხელმოწერა. 4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ინფორმაციის სახეობებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად და სახელმწიფო დაცვას ექვემდებარება. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ელექტრონული დოკუმენტი - ელექტრონული ფორმით შენახული ტექსტური, ხმოვანი, ვიზუალური თუ აუდიოვიზუალური შინაარსის ინფორმაციის ან/და მონაცემების ერთობლიობა; ბ) მატერიალური დოკუმენტი - ქაღალდზე ან სხვა მატერიალური სახით წარმოდგენილი ინფორმაცია ან მონაცემთა ერთობლიობა; გ) ხელმომწერი - ფიზიკური პირი, რომელიც ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ელექტრონულ დოკუმენტს ხელს აწერს ელექტრონულად; დ) შტამპის დამსმელი - იურიდიული პირი, რომელიც ელექტრონულ დოკუმენტზე იყენებს ელექტრონულ შტამპს. ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინი „იურიდიული პირი“ ასევე მოიცავს სახელმწიფო მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის და ავტონომიური ორგანოებს/საკრებულოს დაწესებულება), ასევე რესპუბლიკების დაწესებულებებს, აპარატს/გამგეობას/მერიას ბინის (შემდგომში მესაკუთრეთა - ამხანაგობას, არარეგისტრირებულ კავშირს, ამხანაგობას, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები; ე) ელექტრონული ხელმოწერა – ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დაერთვის ან ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და გამოიყენება დოკუმენტზე ხელმოსაწერად; ვ) ელექტრონული შტამპი - ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დაერთვის ან ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და გამოიყენება ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და მისი წარმომავლობის სისწორის დასადასტურებლად; ზ) ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის შემოწმების მონაცემები - მონაცემები, რომლებიც გამოიყენება ელექტრონული ხელმოწერის/ შტამპის შემოწმების მიზნით; თ) ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის შექმნის მონაცემები - უნიკალური მონაცემები, რომელსაც ხელმომწერი/შტამპის დამსმელი იყენებს ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის შესაქმნელად; ი) ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის შექმნის საშუალება - პროგრამული ან/და აპარატული საშუალებების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის შესაქმნელად; კ) ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატი - უნიკალური ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც აკავშირებს ხელმოწერის/შტამპის შემოწმების მონაცემებს ხელმომწერთან/შტამპის დამსმელთან და შეიცავს, სულ მცირე, ხელმომწერის სახელს ან ფსევდონიმს, ხოლო შტამპის დამსმელის შემთხვევაში - სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო კოდს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ლ) განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა - ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ლ.ა) ცალსახად დაკავშირებულია მხოლოდ ხელმომწერთან; ლ.ბ) მისი მეშვეობით შესაძლებელია ხელმომწერი ფიზიკური პირის დადგენა; ლ.გ) იგი შექმნილია ხელმოწერის შექნის იმ მონაცემების საშუალებით, რომელთა გამოყენებაც, ხელმომწერს, მტკიცე რწმუნებით, ერთპიროვნული კონტროლის ქვეშ შეუძლია; ლ.დ) ისეა დაკავშირებული ხელმოწერილ მონაცემებთან, რომ იძლევა მათში შემდგომი ცვლილების აღმოჩენის შესაძლებლობას. მ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა - განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც შესრულებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შექმნის საშუალებით და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის საფუძველზე; ნ) განვითარებული ელექტრონული შტამპი - ელექტრონული შტამპი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ნ.ა) ცალსახად დაკავშირებულია მხოლოდ შტამპის დამსმელთან; ნ.ბ) მისი მეშვეობით შესაძლებელია იურიდიული პირის დადგენა; ნ.გ) იგი შექმნილია შტამპის შექნის იმ მონაცემების საშუალებით, რომელთა გამოყენებაც იურიდიული პირს, მტკიცე რწმუნებით, კონტროლის ქვეშ შეუძლია; ნ.დ) ისეა დაკავშირებული შტამპდასმულ მონაცემებთან, რომ იძლევა მათში შემდგომი ცვლილების აღმოჩენის შესაძლებლობას. ო) კვალიფიციური ელექტრონული შტამპი - განვითარებული ელექტრონული შტამპი, რომელიც შესრულებულია კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებით და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის საფუძველზე; პ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის შექმნის საშუალება ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის შექმნის საშუალება, რომელიც პასუხობს შემდეგ პირობებს: პ.ა) ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის შექმნისას გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის შესაქმნელი მონაცემები კონფიდენციალურია; პ.ბ) ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის შექმნისას გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის შესაქმნელი მონაცემები, პრაქტიკულად, უნიკალურია; პ.გ) ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის შექმნისას გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის შეუძლებელია და შესაქმნელი ელექტრონული მონაცემების გამოყვანა, ხელმოწერა/შტამპი, გამოყენებით, საიმედოდ დაცულია გაყალბებისაგან; გონივრულ არსებული ფარგლებში, ტექნოლოგიების პ.დ) ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის შექმნის კვალიფიციურმა საშუალებამ არ უნდა შეცვალოს ხელმოსაწერი/შტამპით დასადასტურებელი მონაცემები და არ შეუშალოს ხელი მონაცემთა წარდგენას ხელმომწერთან/შტამპის დამსმელთან მის კვალიფიციური სანდო ხელმოწერამდე/შტამპის გამოყენებამდე; პ.ე) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მომსახურების მიმწოდებლისთვის სავალდებულო ტექნიკური რეგლამენტით (შემდგომში „ტექნიკური რეგლამენტით“) განსაზღვრულ სხვა პირობებს; ჟ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატი - ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ და აკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნებს; რ) დროის აღნიშვნა – ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც აკავშირებს ელექტრონულ დოკუმენტს კონკრეტულ დროსთან და გამოიყენება მითითებულ დროს ელექტრონული დოკუმენტის არსებობის დასადასტურებლად; ს) დროის კვალიფიციური აღნიშვნა - კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული დროის აღნიშვნა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნებს; ტ) სანდო მომსახურება - ელექტრონული მომსახურება, რომლის მიზანია ელექტრონული ხელმოწერის, ელექტრონული შტამპის ან დროის აღნიშვნის შექმნა, შემოწმება, ნამდვილობის დადგენა ან/და შენახვა. უ) კვალიფიციური სანდო მომსახურება - სანდო მომსახურება, რომლის მიზანია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის, კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ან დროის კვალიფიციური აღნიშვნის და მათთან დაკავშირებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატების შექმნა, შემოწმება, ნამდვილობის დადგენა ან/და შენახვა. ფ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი - პირი, რომელიც ახდენს ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან მეტი კვალიფიციური სანდო ან/და სანდო მომსახურების მიწოდებას და ავტორიზებულია ამ კანონის შესაბამისად; ქ) შინაგანაწესი – კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისათვის შესასრულებლად სავალდებულო საჯარო განაცხადი მის მიერ მომსახურების გაწევის წესის შესახებ; ღ) მტკიცე რწმუნება - ობიექტური გარემოებების, ფაქტებისა ან/და ინფორმაციის ერთობლიობა, განვითარებული რომელიც იძლევა ელექტრონული საკმარის საფუძველს ხელმოწერის შექმნის დასარწმუნებლად, მონაცემები რომ გამოიყენება ხელმომწერის ერთპიროვნული კონტროლის ქვეშ, ხოლო განვითარებული ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემები - იურიდიული პირის კონტროლის ქვეშ. მუხლი 3. ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის იურიდიული ძალა 1. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ითვლება პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ. 2. კვალიფციული ელექტრონული შტამპი იძლევა ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და მისი წარმომავლობის სისწორის პრეზუმფციას, - დოკუმენტის მთლიანობა და მისი წარმომავლობა ითვლება უტყუარად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. 3. თუ ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის დაწესებულებებთან ურთიერთობისას, აირჩევს კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმას და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტი საჭიროებს ხელმოწერას ან/და შტამპს, დოკუმენტზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და შტამპის გამოყენება. ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც კანონმდებლობა არ მოითხოვს დოკუმენტზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპის დასმას. 4. სახელმწიფო, დაწესებულებები ავტონომიური ვალდებულნი არიან, რესპუბლიკებისა ელექტრონულ და მუნიციპალიტეტის დოკუმენტზე გამოიყენონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. ამ პუნქტით განსაზღვრული ურთიერთობის ფარგლებში, ელექტრონულ დოკუმენტზე საკმარისია კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენება. 5. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება არ არის სავალდებულო სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის დაწესებულებების სისტემაში შიდა სტრუქტურულ ერთეულებს შორის ან/და მათ ფარგლებში ურთიერთობისას. ამ შემთხვევაში გამოყენებულ ელექტრონულ დოკუმენტსა და ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალური დოკუმენტისა და პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. 6. დაუშვებელია ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლოში სამართალწარმოებისას ელექტრონულ დოკუმენტზე უარის თქმა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის წარდგენილია ელექტრონული ფორმით, რაც არ გამორიცხავს ელექტრონული დოკუმენტის წარმოებაში მიღებაზე უარს იმ შემთხვევაში, თუ ის არ აკმაყოფილებს შესაბამისი წარმოებისათვის დადგენილ წესებს. 7. დაუშვებელია სასამართლოში სამართალწარმოებისას ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპისათვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭებაზე უარის თქმა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის არ პასუხობს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპისათვის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. 8. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულებისა, თუ ფიზიკურ ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის არსებობს შეთანხმება, ელექტრონულ დოკუმენტსა და ელექტრონულ ხელმოწერას ამ პირებისათვის აქვს, შესაბამისად, მატერიალური დოკუმენტისა და პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. 9. საქართველოს ეროვნული ბანკისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების მიერ საქმიანობის განხორციელებისას, ამ კანონისგან განსხვავებული პირობების შესაბამისად და ეროვნული ბანკის მიერვე განსაზღვრული წესით შესრულებულ ელექტრონულ დოკუმენტსა და ელექტრონულ ხელმოწერას აქვს, შესაბამისად, მატერიალური დოკუმენტისა და პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. 10. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან გათავისუფლების შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 4. ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება 1. ელექტრონული დოკუმენტის ყველა ეგზემპლარი ორიგინალია. ელექტრონულ დოკუმენტს არ შეიძლება ჰქონდეს ელექტრონული ასლი. 2. ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მოითხოვება დოკუმენტის წერილობითი ფორმა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი წარმოადგენს ელექტრონული დოკუმენტის ასლს და აქვს მისი თანაბარი იურიდიული ძალა, თუ ის დამოწმებული ან/და დადასტურებულია ხელმოწერაზე პასუხისმგებელი პირის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. 4. მატერიალური დოკუმენტის ელექტრონულ ასლს აქვს ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალა, თუ ის დამოწმებული ან/და დადასტურებულია ხელმოწერაზე პასუხისმგებელი პირის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, ანდა ელექტრონული შტამპით. მუხლი 5. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის უფლებები და ვალდებულებები 1. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, განახორციელოს ამ კანონით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე კვალიფიციური სანდო ან სანდო მომსახურების მიწოდება და დაადგინოს შესაბამისი საზღაური. 2. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) შეიმუშაოს შინაგანაწესი და უზრუნველყოს მისი საჯაროდ ხელმისაწვდომობა ყველა იმ მომსახურებისათვის, რომლის მიწოდებასაც ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად. შინაგანაწესში ასახული უნდა იყოს, სულ მცირე, შემდეგი ინფორმაცია: ა.ა) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ გამოყენებული უსაფრთხო სისტემების, საშუალების და პროცედურების აღწერილობა; ა.ბ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებლობის დაზღვევის საფუძვლები და ფარგლები, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის შეწყვეტით მიყენებული ზიანის, სერტიფიკატის მფლობელის, დროის აღნიშვნის მომსახურების მომხმარებლის ან/და მესამე პირის მიმართ ზიანის ანაზღაურებით; ა.გ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ კვალიფიციურ სანდო მომსახურებასთან დაკავაშირებული ყველა საჭირო ინფორმაციის შენახვის ვადა და წესი; ა.დ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის შეწყვეტის და მისი საქმიანობის სხვა პირისათვის გადაცემის წესი, ასეთი პირის არსებობის შემთხვევაში; ა.ე) მომსახურებისათვის დადგენილი საზღაურის ოდენობა, მისი გადახდის წესისა და პირობების შესაძლო შეცვლა; ა.ვ) ნებისმიერი სხვა პირობა, რომელიც დადგენილია ამ კანონის საფუძველზე დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით; ბ) აცნობოს საზედამხედველო ორგანოს კვალიფიციური სანდო მომსახურების შეწყვეტის განზრახავის თაობაზე სულ მცირე 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე; გ) აცნობოს საზედამხედველო ორგანოს და იმ პირს, რომელიც სარგებლობს მისი მომსახურებით, შინაგანაწესში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების თაობაზე; დ) გამოიყენოს მხოლოდ უსაფრთხო სისტემები, საშუალებები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ მის მიერ გაწეული მომსახურების საიმედოობას და დაცული მონაცემების მთლიანობას. აღნიშნული საშუალებებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს მონაცემების ავთენტურობის შემოწმება და მათი დაცვა გაყალბებისა და არასანქცირებული გამოყენებისაგან. მონაცემთა შექმნა და ცვლილება დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ ავტორიზებული პირებისათვის; ე) ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, ჰქონდეს საკმარისი ფინანსურ-ტექნიკური რესურსი და ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალი; ვ) უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვა და ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების მართვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) ამ კანონით და ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების და შესაძლო ზიანის ანაზღაურების მიზნით გააჩნდეს, საჯარო სექტორის შემთხვევაში - საკმარისი ფინანსური რესურსები და გარანტიები, ხოლო კერძო სექტორის შემთხვევაში - სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა; თ) შეიმუშაოს მომსახურების უწყვეტობის გეგმა და წარუდგინოს საზედამხედველო ორგანოს; ი) შეასრულოს ნებისმიერი სხვა მოთხოვნა, რომელიც დადგენილია ამ კანონის საფუძველზე დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით. 3. თუ კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი წყვეტს მომსახურების გაწევას, მან ამის შესახებ მინიმუმ 30 კალენდარული დღით ადრე უნდა აცნობოს პირს, რომელიც სარგებლობს მისი კვალიფიციური სანდო მომსახურებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვალდებულია აანაზღაუროს შეუტყობინებლობის შედეგად მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პუნქტში მითითებული ვადის დაცვა შეუძლებელი იყო ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის გამო. 4. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელს ეკისრება ამ მუხლის მოთხოვნათა დაუცველობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. 5. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მომსახურების უწყვეტობა ამ კანონის საფუძველზე დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. 6. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ამ კანონით განსაზღვრულ საზედამხედველო ორგანოს შეატყობინოს საკუთარ სისტემებში უსაფრთხოების, მონაცემთა მთლიანობის დარღვევის ან სხვა მოვლენების შესახებ, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას ამ კანონითა და ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული საქმიანობის წარმართვას. 7. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, შეიმუშაოს დამატებითი დაცვის მექანიზმები მის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით. მუხლი 6. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატი 1. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატი, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს: ა) ელექტრონული დამუშავებისათვის გამოსადეგ აღნიშვნას იმის თაობაზე, რომ სერტიფიკატი გაცემულია, როგორც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატი; ბ) მონაცემების ერთობლიობას, რომელიც საკმარისია კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ცალსახად იდენტიფიკაციისათვის, - მინიმუმ კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებას და იმ ქვეყნის კოდს, რომელშიც იგი რეგისტრირებულია; გ) მონაცემების ერთობლიობას, რომელიც საკმარისია ხელმომწერის/შტამპის დამსმელის ცალსახად იდენტიფიკაციისათვის - მინიმუმ პირის სახელს ან/და ფსევდონიმს (იურიდიული პირის შემთხვევაში - მინიმუმ სრულ სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო კოდს); დ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის შემოწმების მონაცემებს; ე) სერტიფიკატის მოქმედების პერიოდის დაწყებისა და დასრულების თარიღებს; ვ) სერტიფიკატის საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელიც უნიკალური უნდა იყოს სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის; ზ) იმ ელექტრონული მომსახურების ელექტრონულ მისამართს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სერტიფიკატის მოქმედების სტატუსის გამოსათხოვად; თ) ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის დამუშავებისთვის შესაქმნელი გამოსადეგ მონაცემების აღნიშვნას ელექტრონული ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის შექმნის კვალიფიციურ საშუალებაში განთავსების თაობაზე, აღნიშნული მონაცემების ამგვარ საშუალებაში განთავსების შემთხვევაში. 2. სერტიფიკატს უნდა გააჩნდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა/შტამპი. 3. სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში, კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის შინაგანაწესით განსაზღვრულ ფარგლებში, შეიძლება, ასევე, მომსახურების შეიცავდეს სხვა მიმწოდებელს სერტიფიკატთან დამატებით უფლება დაკავშირებულ სხვა აქვს, სერტიფიკატი მონაცემებს. კვალიფიციური დამატებითი მონაცემები ელექტრონულ დოკუმენტში სანდო დაიტანოს (ატრიბუტების კვალიფიციურ სერტიფიკატში), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომლითაც შესაძლებელია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატის ცალსახად იდენტიფიცირება; ბ) უნდა გააჩნდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა/შტამპი. 4. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატში ინფორმაციის განთავსებისა და მართვის წესები ასევე ვრცელდება ატრიბუტების კვალიფიციურ სერტიფიკატზე. 5. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც ახორციელებს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატთან დაკავშირებულ მომსახურებას, ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ასევე ვალდებულია: ა) ამ კანონის საფუძველზე დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, მოახდინოს იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის იდენტიფიცირება, რომელზეც გაიცემა სერტიფიკატი; ბ) სერტიფიკატის გაცემისას უზრუნველყოს მასში ჩაწერილი მონაცემების უტყუარობა; გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოს სერტიფიკატის შემთხვევებში უზრუნველყოს სერტიფიკატის დაუყოვნებლივ გაუქმება; დ) კანონით გათვალისწინებულ მოქმედების შეჩერება და ხელახალი ამოქმედება, თუ ეს მომსახურება გათვალისწინებულია შინაგანაწესით; ე) აწარმოოს მის მიერ გაცემული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატების მონაცემთა ბაზა და უზრუნველყოს მისი განახლება; ვ) დაინტერესებული პირის მიმართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია სერტიფიკატის მოქმედების სტატუსის ან გაუქმების შესახებ ინტერნეტის საშუალებით, უწყვეტ რეჟიმში; ზ) უზრუნველყოს გაცემული სერტიფიკატების, ასევე მათთან დაკავშირებული ყველა იმ მონაცემის, ფაქტის აღრიცხვა და შენახვა, შესაბამისი ზუსტი დროის მითითებით, რაც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სამართალწარმოების დროს ან მომსახურების გასცეს ფსევდონიმით განგრძობადობის მიზნებისთვის; თ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, დარეგისტრირებული სერტიფიკატის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები. 6. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის შინაგანაწესში, დამატებით, მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის შექმნის საშუალებების აღწერილობა; ბ) სერტიფიკატის გაცემის წესი; გ) სერტიფიკატის მომსახურების ფარგლები, მათ შორის, ფსევდონიმების გამოყენებისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მონაცემებით სერტიფიკატის გაცემის საკითხი; დ) სერტიფიკატის მოქმედების ფარგლები; ე) გაცემული სერტიფიკატის აღრიცხვისა და შენახვის წესი; ვ) ხელმოწერის/შტამპის შექმნისა და შემოწმების მონაცემების შექმნისა და შენახვის წესი; ზ) სერტიფიკატის შეჩერების, ამოქმედების და გაუქმების წესები და ტექნიკური პროცედურები. მუხლი 7. დროის კვალიფიციური აღნიშვნა 1. დროის კვალიფიციური აღნიშვნა იძლევა დროისა და თარიღის სიზუსტის, ასევე ამ დროსა და თარიღთან დაკავშირებულ მონაცემთა ერთიანობის პრეზუმფციას. 2. დროის კვალიფიციური აღნიშვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) დროსა და თარიღს მონაცემებთან აკავშირებს იმგვარად, რომ იძლევა დროის, თარიღისა და მონაცემთა ნებისმიერი შემდგომი ცვლილების აღმოჩენის შესაძლებლობას; ბ) ეყრდნობა დროის ზუსტ წყაროს, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო კოორდინირებულ დროსთან (UTC). 3. დროის კვალიფიციურ აღნიშვნას უნდა გააჩნდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა/შტამპი. 4. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც ახორციელებს დროის კვალიფიციურ აღნიშვნასთან დაკავშირებულ მომსახურებას, ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ასევე ვალდებულია: ა) აწარმოოს მის მიერ გაცემული დროის კვალიფიციური აღნიშვნების მონაცემთა ბაზა უწყვეტ რეჟიმში და უზრუნველყოს მისი ხელმისაწვდომობა; ბ) არ გასცეს დროის კვალიფიციური აღნიშვნა, თუკი დაადგენს, რომ სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მითითებული დრო სცილდება შინაგანაწესში მოცემულ საერთაშორისო კოორდინირებული დროიდან (UTC) დასაშვებ მაქსიმალურ გადახრას. 5. შინაგანაწესში, რომელიც აღწერს დროის აღნიშვნის მომსახურების გაწევის წესს, დამატებით, მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მომსახურების გასაწევად გამოყენებული საერთაშორისო კოორდინირებული დროის (UTC) წყაროები; ბ) დროის კვალიფიციური აღნიშვნის გაცემისას საერთაშორისო კოორდინირებული დროიდან (UTC) დასაშვები მაქსიმალური გადახრა. მუხლი 8. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის ნამდვილობის კვალიფიციური დადგენა 1. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის ნამდვილობის დადგენა ხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) ხელმოწერის მომენტში ხელმოწერისათვის ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატი; გამოყენებულია კვალიფიციური ბ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატი გაცემულია კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ და ის ძალაშია ხელმოწერის/შტამპის გამოყენების მომენტში; გ) ხელმოწერის/შტამპის შემოწმების მონაცემები შეესაბამება იმ მონაცემებს, რომლებიც წარდგენილია მხარისათვის, რომელიც იყენებს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის ნამდვილობის დადგენის მომსახურებას (მიმღები მხარე); დ) მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც უნიკალურად განსაზღვრავს ხელმომწერს/შტამპის დამსმელს და მოცემულია სერტიფიკატში, ზუსტად შეესაბამება იმ მონაცემებს, რომლებიც წარდგენილია მიმღები მხარისათვის; ე) თუ ხელმოწერა ხორციელდება ფსევდონიმის გამოყენებით, აღნიშნულის შესახებ ცალსახად მიეთითება მიმღებ მხარეს; ვ) ელექტრონული ხელმოწერა/შტამპი შექმნილია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის შექმნის საშუალების გამოყენებით; ზ) ხელმოწერილი მონაცემების მთლიანობა დაცულია; თ) ხელმოწერისას/შტამპის გამოყენებისას დაცულია განვითარებული ელექტრონული ხელმოწერისათვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები. 2. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის ნამდვილობის დასადგენად გამოყენებული სისტემა მიმღებ მხარეს უნდა აწვდიდეს ინფორმაციას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შესახებ და იძლეოდეს მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გამოვლენის საშუალებას. 3. კვალიფიციური კვალიფიციური დადგენა ელექტრონული ხორციელდება ხელმოწერის/შტამპის კვალიფიციური სანდო ნამდვილობის მომსახურების მიმწოდებლის მიერ, რომელიც: ა) ახდენს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის ნამდვილობის დადგენას ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად; ბ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის ნამდვილობის დადგენის შესახებ მიმღებ მხარეს ავტომატურ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას, რომელიც არის სანდო და ატარებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის განვითარებულ ელექტრონულ ხელმოწერას/შტამპს. მუხლი 9. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის კვალიფიციური შენახვა კვალიფიციური კვალიფიციური სანდო მომსახურების ელექტრონული მიმწოდებელი ხელმოწერის/შტამპის უფლებამოსილია, კვალიფიციური გაწიოს შენახვის მომსახურება, რაც გულისხმობს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სანდოობის გახანგრძლივებას მისი ტექნოლოგიური მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგაც. მუხლი 10. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატის გაუქმება, შეჩერება და ხელახალი ამოქმედება 1. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში მისი ხელახალი ამოქმედება დაუშვებელია. ყველა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/შტამპი, რომელიც შესრულებულია სერტიფიკატის გაუქმების შემდეგ, ბათილია. 2. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატის გაუქმება, შეჩერება და ხელახალი ამოქმედება უნდა მოიცავდეს შესაბამისი დროისა და თარიღის მითითებას, რომელიც ეყრდნობა დროის ზუსტ წყაროს, დაკავშირებულს საერთაშორისო კოორდინირებულ დროსთან (UTC). დაუშვებელია ამ მოქმედებების ჩატარება წარსული დროით. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატის გაუქმება, შეჩერება და ხელახალი ამოქმედება, შესაბამისი დროის მითითებით, დაუყოვნებლივ უნდა აღირიცხოს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ. 3. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს, მომხმარებლებს შესთავაზოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატის შეჩერების მომსახურება, რაც გულისხმობს სერტიფიკატის მოქმედების დროებით შეჩერებას. კვალიფიციური ინფორმაცია შეჩერების სანდო მომსახურების კვალიფიციური შესახებ მიმწოდებელი ვალდებულია, გამოაქვეყნოს ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატის მომენტში უზრუნველყოს ინფორმაციის შეჩერების და ამ ხელმისაწვდომობა შეჩერების მთელი პერიოდის განმავლობაში. 4. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატის შეჩერება ხდება: ა) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე; ბ) საზედამხედველო ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე; გ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ, შინაგანაწესით განსაზღვრულ შემთხვევაში; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 5. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის შეჩერებული სერტიფიკატის ხელახალი ამოქმედების მოთხოვნა შეუძლია შეჩერების ინიციატორს ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილ პირს. 6. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატის გაუქმება ხდება: ა) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე; ბ) სერტიფიკატის შეჩერებიდან 10 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, თუ ამ პერიოდში არ მოხდა აღნიშნული სერტიფიკატის თავიდან ამოქმედება; გ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ შინაგანაწესით განსაზღვრულ შემთხვევაში; დ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების გაწევის შეწყვეტის შემთხვევაში, თუ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატის გაცემისა და მომსახურების უფლებამოსილება არ გადაეცა სხვა პირს; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 7. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელმა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატის მფლობელს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატის გაუქმების, შეჩერების და ხელახალი ამოქმედების შესახებ. მუხლი 11. ავტორიზაცია და ზედამხედველობა 1. პირი, რომელსაც სურს გახდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, მისი საქმიანობის ამ კანონთან და მის საფუძველზე დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ვალდებულია გაიაროს ავტორიზაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოში (შემდგომში - მონაცემთა გაცვლის სააგენტო). 2. მონაცემთა გაცვლის სააგენტო, კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით, ასრულებს შემდეგ ფუნქციებს: ა) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის ამ კანონთან და და მის საფუძველზე დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის შემოწმება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 (ორი) წელიწადში ერთხელ; ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობაში აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირება; გ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება; დ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლებისა და მათ მიერ შეთავაზებული მომსახურებათა სიის წარმოება და გამოქვეყნება. 3. პირმა, რომელსაც სურს გახდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, მონაცემთა გაცვლის სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) განაცხადი; ბ) ამ კანონთან და და მის საფუძველზე დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის შესახებ აუდიტის დასკვნა; გ) პასუხისმგებლობის დაზღვევა; დ) შინაგანაწესი. 4. მონაცემთა გაცვლის სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენა. 5. მონაცემთა გაცვლის სააგენტო უფლებამოსილია, უარი უთხრას პირს ავტორიზაციაზე შემდეგ შემთხვევებში: ა) ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილია არასრული ან/და არაზუსტი სახით; ბ) არსებობს ამ კანონსა და მის საფუძველზე დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამობა. 6. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილია არასრული ან/და არაზუსტი სახით, მონაცემთა გაცვლის სააგენტო ავტორიზაციის მსურველ პირს ხარვეზის შესავსებად განუსაზღვრავს შესაბამის ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, მონაცემთა გაცვლის სააგენტო უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ავტორიზაციაზე, რაც პირს არ ართმევს უფლებას, განმეორებით მიმართოს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ავტორიზაციის მოთხოვნით. 7. მონაცემთა გაცვლის სააგენტო უფლებამოსილია, კვალიფიციური სანდო მომსახურების მომწოდებელს შეუჩეროს ან შეუწყვიტოს ავტორიზაცია მის მიერ ამ კანონითა და მის საფუძველზე დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში. 8. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 12. საზღვარგარეთ მოქმედი კვალიფიციური სანდო მომსახურების აღიარება სხვა ქვეყნებში მოქმედ ან საერთაშორისო ორგანიზაციების კვალიფიციურ სანდო მომსახურებას აქვს ამ კანონის შესაბამისად საქართველოში მოქმედი კვალიფიციური სანდო მომსახურების თანაბარი იურიდიული ძალა, თუ საქართველოს დადებული აქვს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულება კვალიფიციური სანდო მომსახურების აღიარების შესახებ. მუხლი 13. გარდამავალი დებულებანი 1. ამ კანონის მე-11 მუხლი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან. 2. 2017 წლის 1 ივლისამდე ინფორმაციული სისტემიდან გამოთხოვილ ელექტრონულ დოკუმენტს აქვს იურიდიული ძალა, თუ სისტემა უზრუნველყოფს ელექტრონული დოკუმენტის დადასტურებას ავტომატურ რეჟიმში. ამავე პერიოდის განმავლობაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება. 3. 2018 წლის 1 იანვრამდე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის დაწესებულებების მიერ გამოყენებულ ელექტრონულ დოკუმენტსა და ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალური დოკუმენტისა და პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. 4. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს და ამტკიცებს ამ კანონის დებულებათა აღსრულების სამოქმედო გეგმას, რომელიც, სხვებს შორის, უნდა შეიცავდეს სახელმწიფო კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის დანერგვისა და გამოყენების უზრუნველყოფისაკენ მიმართულ ღონისძიებებს. 5. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 6 თვის ვადაში, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის სავალდებულო ტექნიკურ რეგლამენტს. 6. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 6 თვის ვადაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის წესს. მუხლი 14. დასკვნითი დებულებანი 1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 26.03.2008, მუხ. 46). 2. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 3. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ მოქმედი კანონი 2008 წელს არის მიღებული და უმეტესწილად ეყრდნობა ტექნიკურ ტერმინებს „ციფრული ხელმოწერა“, „კრიპტოგრაფია“, „ღია და დახურული გასაღები“ და სხვ. გარდა ამისა, ზოგიერთი ზოგადი გამოყენების ტექნიკური ტერმინი (მაგ. „ღია გასაღები“, „დახურული გასაღები“) აღნიშნულ კანონში გამოყენებული იყო ვიწრო შინაარსით, კონკრეტულად, ციფრული ხელმოწერის ჭრილში, რაც, თავის მხრივ, აღარ იძლეოდა კანონმდებლობაში მათი სწორი მნიშვნელობით გამოყენების შესაძლებლობას. ის ამ მხრივ არ შეესაბამება ევროკავშირში დამკვიდრებულ საკანონმდებლო პრაქტიკას, რომელიც გულისხმობს ტექნოლოგიურად შედარებით ნეიტრალური ტერმინოლოგიის გამოყენებას. ამასთან, 2008 წელს კანონის მიღების შემდეგ, საქართველოში არსებითად შეიცვალა ზოგიერთი ფაქტობრივი გარემოება. მაგალითად, ქვეყანაში დაინერგა პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული საშუალებები, გაჩნდა ციფრული ხელმოწერის განხორციელების შესაძლებლობა. ყოველივე ამან და ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველა უწყებაში შეძენილმა გამოცდილებამ უფრო ნათელი გახადა ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს რეგულირებული საკანონმდებლო დონეზე ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების საკითხები. გარდა ციფრული ხელმოწერისა, რომელიც ელექტრონული სანდო მომსახურების მხოლოდ ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, მოქმედი კანონი არ აწესრიგებს სხვა სანდო მომსახურების გამოყენებას, როგორიცაა კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპთან, ხელმოწერის/შტამპის ნამდვილობის კვალიფიციური კვალიფიციურ დადგენასთან, ელექტრონული დროის კვალიფიციურ ხელმოწერის/შტამპის აღნიშვნასა კვალიფიციურ და შენახვასთან დაკავშირებული მომსახურებები. შესაბამისად, საჭირო ხდება ახლებურად ჩამოყალიბებული სათაურის მქონე ახალი კანონის მიღება, რომელშიც ასახული იქნება არა მხოლოდ ელექტრონული ხელმოწერის, არამედ - ზოგადად, სანდო მომსახურების გამოყენების, სამართლებრივი საფუძვლები. შემოთავაზებული კანონპროექტით არ იზღუდება მოქალაქის ნების თავისუფლება თავად განსაზღვროს სახელმწიფოსთნ ერთიერთობის ფორმა, - იქნება ეს მატერიალური თუ ელექტრონული სახით. ასევე კერძო სამართლის სუბიექტებს უფლება აქვთ თავად გადაწყვიტონ გამოიყენონ მატერიალური თუ ელექტრონული დოკუმენტი. რამდენადაც მოქმედ კანონში შესატანი ცვლილებების რაოდენობა საკმაოდ დიდია, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შესაბამისი სათაურით - „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ - ახალი კანონის შემუშავებისა და მანამდე მოქმედი კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ელექტრონული ხელმოწერისა და სხვა სანდო მომსახურების გამოყენების სამართლებრივი ელექტრონული მმართველობის, მიმართულებების ხელშეწყობა, მექანიზმების განსაზღვრა ელექტრონული ასევე ბიზნესის საქართველოს და მათი საშუალებით განვითარებისა კანონმდებლობის და სხვა ევროკავშირის ფარგლებში არსებულ სამართლებრივ ჩარჩოსთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ საქართველო მუდმივად აუმჯობესებს საკუთარ პოზიციებს ელექტრონული მმართველობისა და ღია მმართველობის საკითხებში. კერძოდ: 1. გაერთიანებული ერების ელექტრონული მმართველობის ინდექსის მიხედვით, 2014 წელს საქართველო 56-ე ადგილზეა 196 ქვეყანას შორის. ამ მაჩვენებლით რეგიონში ვართ მოწინავე პოზიციებზე და ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა, სომხეთი და აზერბაიჯანი. შედარებისათვის, 2008 წელს საქართველო აღნიშნულ რეიტინგში მე-100 ადგილს იკავებდა. ინდექსი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ახლდება. 2. ღია მმართველობის ინდექსის მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს მთავრობების ღიაობას მსოფლიოში, საქართველო იკავებს პირველ ადგილს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყანას შორის და, ზოგადად, 102 ქვეყანას შორის - 29-ე ადგილს. 2014 წელს საქართველო არჩეულ იქნა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მმართველი კომიტეტის წევრად, ხოლო მიმდინარე წელს დაიკავა თავმჯდომარის მოადგილე ქვეყნის პოზიცია. საქართველო ღია მმართველობის ინიციატივაში სამაგალითოა საკანონმდებლო და სასამართლო შტოების აქტიური მონაწილებით და ამბიციური გეგმებით, დემოკრატიის, მთავრობისადმი ნდობის ამაღლებისა და საქმიანობის გამჭვირვალობისკენ მიმართული რეფორმებით. ყოველივე მიმართულებით ზემოაღნიშნულიდან განვითარების გამომდინარე, მომდევნო კანონპროექტის ლოგიკური ნაბიჯების მიზანია ამ გადასადგმელად სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ხდება ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების უფრო ფართო გავრცელება. მოქმედი კანონისგან განსხვავებით, რომელიც ელექტრონულ დოკუმენტზე უარის თქმის საშუალებას უზღუდავდა მხოლოდ სასამართლოს, წარმოდგენილი რედაქცია, პრაქტიკულად, ავალდებულებს საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ ორგანოებს, უარი არ თქვან ელექტრონულ დოკუმენტზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის წარდგენილი არ არის მატერიალური ფორმით (ქაღალდური სახით). ამასთან, ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მოითხოვება დოკუმენტის წერილობითი ფორმა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. შემოთავაზებული კანონპროექტით ასევე ხდება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა (იხ. „ელექტრონული იდენტიფიკაციის, შიდა ბაზარზე ელექტრონულ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სანდო სერვისებისა და 1999/93/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 23 ივლისის №910/2014 რეგულაცია („Regulation (EU) No 910/2014 of the European Parliament and of the Council of 23 July 2014 on electronic identification and trust services for electronic transactions in the internal market and repealing Directive 1999/93/EC“). კერძოდ, კანონპროექტით შემოთავაზებულია ისეთი ცნებების შემოღება, როგორიცაა „კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა“, „კვალიფიციური ელექტრონული შტამპი“, „ხელმოწერის შექმნის მონაცემები“, „ხელმოწერის შემოწმების მონაცემები“, „კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი“ და სხვ. შემოთავაზებული კანონპროექტით განისაზღვრა და რეგულირებას დაექვემდებარა კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდება, ასევე, არსებითად დაიხვეწა და გამკაცრდა მოთხოვნები კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიმართ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მაღალი სტანდარტების დაცვა ნებისმიერი ასეთი მომსახურების მიწოდებისას, მათ შორის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებისას, რომელსაც ენიჭება პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. მოქმედ კანონში, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ნაკლებად მკაცრად არის ჩამოყალიბებული ეს მოთხოვნები, რაც გარკვეული რისკის მატარებელია. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის მკაცრი რეგულირება საშუალებას მისცემს ქვეყანას, დაიწყოს პროცესი საქართველოში არსებული კვალიფიციური სანდო მომსახურების ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აღიარების მიზნით. ამ მიზნის მისაღწევად კანონპროექტი აწესებს ზედამხედველობის ვალდებულებას, განსხვავებით მოქმედი კანონისაგან, რომელიც მხოლოდ ნებაყოფლობით აკრედიტაციას ითვალისწინებს. კანონპროექტი ასევე აწესრიგებს საზღვარგარეთ მოქმედი კვალიფიციური სანდო მომსახურების აღიარების საკითხს. შემოთავაზებული კანონპროექტის შესაბამისად, თუ საქართველოს დადებული აქვს ხელშეკრულება საერთაშორისო სამართლის სუბიექტთან, რომელიც მოიცავს ელექტრონულ ხელმოწერასთან დაკავშირებულ საკითხებს, სხვა ქვეყნებში მოქმედ ან საერთაშორისო ორგანიზაციების კვალიფიციურ სანდო მომსახურებას ექნება საქართველოში მოქმედი კვალიფიციური სანდო მომსახურების თანაბარი იურიდიული ძალა. შემოთავაზებული კანონპროექტი ასევე მკაფიოდ აწესრიგებს იურიდიული პირების სახელით კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენების წესს, რაც ერთგვარ ბიძგს მისცემს ელექტრონული ხელმოწერის განვითარებას და ელექტრონული დოკუმენტის გავრცელებას. მაგალითად, შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული ფუნქციების განმახორციელებელი ორგანოების მიერ ოფიციალური დოკუმენტები გაიცეს ელექტრონული ფორმით ისე, რომ არ გახდეს საჭირო ამ დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების გამოქვეყნება მაღალი ხელმისაწვდომობის მქონე ვებპორტალებზე, განსხვავებით დღეს არსებული მდგომარეობისაგან. ნებისმიერ კერძო სამართლის იურიდიულ პირს შესაძლებლობა მიეცემა შექმნას ისეთი გარემო, სადაც დისტანციური ფორმით მომხმარებლის იდენტიფიცირების საფუძველზე მოხდება მომსახურების გაწევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბანკო, სადაზღვევო და ჯანდაცვის სექტორში არსებული სერვისებისათვის. შემოთავაზებული კანონპროექტით ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის დანერგვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბიზნესისა და კერძოდ კი, ქვეყანაში ელექტრონული კომერციის განვითარებას. დღეისათვის ადმინისტრაციული უფლებამოსილების განმახორციელებელი მრავალი ორგანო უკვე აწარმოებს დოკუმენტებს ელექტრონული სახით. ამ დოკუმენტების მოქალაქეებზე გაცემისას შესაბამის ასლებს იურიდიული ძალა აქვთ მხოლოდ იმიტომ, რომ ელექტრონული ორიგინალები დაცულია მონაცემთა ბაზებში და ინტერნეტის საშუალებით არის ხელმისაწვდომი. ეს ყოველივე, გარდა საოპერაციო ხარჯებისა (საჭიროა უფრო ძლიერი სერვერული და სხვა ინფრასტრუქტურა და კავშირი ინტერნეტთან), ასევე, შეიცავს ინფორმაციის დაზიანების ან დაკარგვის რისკებს. იურიდიული პირის სახელით კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენება უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირებზე სრულფასოვანი, ავტონომიური და უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული ელექტრონული დოკუმენტების გაცემას. აღნიშნული დოკუმენტების სისწორის შემოწმებისას აუცილებელი აღარ იქნება მათი ჩამოტვირთვა გამცემი ორგანოს ვებრესურსებიდან. შემოთავაზებული კანონპროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლეა დროის აღნიშვნის და, განსაკუთრებით, დროის კვალიფიციური აღნიშვნის, სამართლებრივი რეგულირება. დროის კვალიფიციური აღნიშვნა საშუალებას იძლევა უტყუარად დამოწმდეს დოკუმენტის ან მასზე განხორციელებული ელექტრონული ხელმოწერის არსებობა დროის კონკრეტულ მომენტში. ეს კი, თავის მხრივ, შესაძლებლობას იძლევა, დადგინდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის იურიდიული ძალა. კანონპროექტის საფუძველზე, შესაძლებელი ხდება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის შენახვა ხანგრძლივი დროით, რაც წარმოადგენს კვალიფიციურ სანდო მომსახურებას და გულისხმობს სანდოობის გახანგრძლივებას მათი ტექნოლოგიური მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგაც, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს ე.წ. „ელექტრონულად დაბადებული“ დოკუმენტების არქივაციის უმთავრეს წინაპირობას. ამ სამართლებრივი წინაპირობის შექმნა საქართველოში ელექტრონული დღეს უკვე ძლიერ დოკუმენტბრუნვის აქტუალურია, პროგრესთან რადგან ერთად, ე.წ. „ელექტრონულად დაბადებული“ დოკუმენტები არქივაციას რაც შეიძლება მალე უნდა დაექვემდებაროს, რათა ქვეყანაში არ მოხდეს წყვეტა დოკუმენტური მეხსიერების შენახვის პროცესში. კანონპროექტით ასევე შემოთავაზებულია, საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, სხვა ქვეყნებში არსებული კვალიფიციური სანდო მომსახურებისათვის საქართველოში მოქმედი კვალიფიციური სანდო მომსახურების თანაბარი იურიდიული ძალის მინიჭება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოების ბიუჯეტებიდან სახსრების გამოყოფას, მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ამასთან, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხრიდან შტამპის სერტიფიკატის ორგანიზაციისათვის გადაცემის საფასური შესაძლოა განისაზღვროს დაახლოებით 550 ლარით. აღნიშნული დამოკიდებულია კონკრეტული ორგანიზაციის მიერ დროის აღნიშვნის მომსახურების და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის ნამდვილობის დადგენის მომსახურების საჭიროებაზე, რაც, ამ ეტაპზე, განსაზღვრული არ არის. შტამპის სერტიფიკატის ორგანიზაციისათვის გადაცემის საფასური მიემართება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ანგარიშზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოების ბიუჯეტებიდან სახსრების გამოყოფას, რომელიც უკავშირდება საჯარო უწყებების ინფორმაციული სისტემების ელექტრონული ხელმოწერისა და დროის აღნიშვნის მოთხოვნებთან თავსებადობას და რომლის შესრულებაც ადმინისტრაციულ ორგანოებს ევალებათ ,,ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის გარდამავალი დებულების გაუქმების შედეგად. კანონპროექტის მიღებიდან 2018 წლის 1 იანვრამდე, მთავრობის მიერ კანონპროექტის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს სათანადო დაფინანსება, რათა სახელმწიფო დაწესებულებებმა უზრუნველყონ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება და ელექტრონულ დოკუმენტზე ხელმოწერისათვის საჭირო ტექნიკური საშუალების შეძენა. აღნიშნული დაფინანსების სრული მოცულობით კალკულაცია ამჟამად შეუძლებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (რომელიც ამჟამად აღნიშნული მომსახურების ერთადერთი განმახორციელებელია) ნორმატიული აქტის დონეზე არ აქვს განსაზღვრული საფასური, რადგან მხოლოდ წინამდებარე კანონის პროექტის ძალაში შესვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი კანონქვემდებარე აქტების გამოცემა, გარდა ზემოაღვნიშნულისა, 2018 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა დოკუმენტისა და და მუნიციპალიტეტის ელექტრონული დაწესებულებების სანდო მომსახურების მიერ „ელექტრონული შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, აუცილებელი იქნება დოკუმენტზე ხელმოსაწერი შესაბამისი ტექნიკური საშუალებით („ბარათის წამკითხველის“) მათი უზრუნველყოფა, რომლის საბაზრო ღირებულებაც, საშუალოდ, 10 ლარს შეადგენს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტით სახელმწიფოს არ ეკისრება ფინანსური ვალდებულებები.. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი, გამოიწვევს ამ განმარტებითი ბარათის „ბ.ა“-„ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გამოწვეული ფინანსური შედეგების გათვლა მთლიანად დამოკიდებულია კონკრეტული ორგანიზაციებზე, კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებული სისტემის „გაშვება“ დამოკიდებულია ორგანიზაციების ინფრასტრუქტურის არსებულ მდომარეობასა და მის მიერ აღნიშნული სერვისების გამოყენების მოცულობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს არსებული სამართლებრივი ბაზის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას. კერძოდ, კანონპროექტის წარმოდგენილ რედაქციაში ასახულია ყველა ის ნოვაცია, რაც „ელექტრონული იდენტიფიკაციის, შიდა ბაზარზე ელექტრონულ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სანდო სერვისებისა და 1999/93/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 23 ივლისის №910/2014 რეგულაციის ფარგლებში იქნა შემუშვებული. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: შემოთავაზებული კანონპროექტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ „სამეზობლო პოლიტიკის“ (ENPI) ფარგლებში დაფინანსებული „დაძმობილების“ (Twinning) პროექტის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამი სამუშაო შეხვედრა ავსტრიელი და ესტონელი ექსპერტების მონაწილეობით, სადაც საქართველოს სამთავრობო უწყებებების წარმომადგენლებმა განიხილეს და ჩამოაყალიბეს ელექტრონული მმართველობის საკანონმდებლო ჩარჩოს რეფორმის ძირითადი პრინციპები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. შემოთავაზებული კანონპროექტი ამ პრინციპების ცხოვრებაში გატარებას ისახავს მიზნად. გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტი შენიშვნებებისა და მოსაზრებებისათვის გაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ბანკს, რომელთა მოსაზრებებიც, ძირითადად, ასახულ იქნა კანონპროექტში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.