„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.12.2016
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/24/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-19
ბიუროს ნომერი 13

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 44-ე მუხლის მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ამ კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, წერილობითი ან/და ელექტრონული დოკუმენტის (მათ შორის, საარქივო მასალის) სახით შექმნას, მიიღოს, გაგზავნოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა.“. 2. 238-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ შემოსავლების სამსახურსა და მარეგისტრირებელ ორგანოს ან/და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, დასაშვებია ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდეს ელექტრონულ-ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით.“. 3. 299-ე მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. საჩივარი დავის განმხილველ ორგანოს წარედგინება წერილობით ელექტრონულად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ან
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით, რომლის შესაბამისადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილებების განხორციელებისას ელექტრონული დოკუმენტის გამოყენებისას დგინდება განსხვავებული რეგულაცია. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებისას დღის წესრიგში დადგა მოქმედი კანონის გარდამავალი დებულების გათვალისწინებით (მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი) შემუშავებული სამართლებრივი აქტების გადახედვა, რომლებიც კონკრეტულ ადმინისტრაციულ ორგანოებს ანიჭებდა ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების შესაძლებლობას. სწორად ამ მიდგომამ განაპირობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სსიპ შსს - მომსახურების სააგენტოს, საგადასახადო უწყებასა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს, მათი საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით, „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ კანონის პარალელურად, განესაზღვრათ ელექტრონულ სივრცეში სამოქმედო არეალი. აღნიშნული მიდგომით, შედეგად მივიღეთ ის ვითარება, რომ, ერთი მხრივ, აღნიშნული კანონი სრულად არ იქნა ამოქმედებული ყველა სუბიექტის მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოები არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგანაც მხოლოდ მათ მცირე ნაწილს ექსკლუზიურად მიენიჭა ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის გამოყენების უფლებამოსილება. ვინაიდან „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ შემოთავაზებული კანონპროექტი ყველა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის დაწესებულებისათვის თანაბარ საწყისებზე ადგენს ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის გამოყენების საფუძვლებს, მიზანშეწონილია, ზემოაღნიშნული საკითხების მხოლოდ ერთი სპეციალური კანონით (ამ შემთხვევაში - „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი) მოწესრიგება და სხვა დარგობრივ საკანონმდებლო აქტებში დუბლირებული დებულებების ამოღება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში არსებული დებულებები ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებისა და ელექტრონული დოკუმენტის იურიდიული ძალის შესახებ დარეგულირებული იქნება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით. კერძოდ: ა) კანონპროექტის შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრამდე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა ელექტრონულ და მუნიციპალიტეტის დოკუმენტსა და დაწესებულებების ელექტრონულ მიერ გამოყენებულ ხელმოწერას ექნება მატერიალური დოკუმენტისა და პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა; ბ) 2018 წლის 1 იანვრიდან უკვე ძალაში შედის კანონპროექტის მე-3 მუხლის მე-3 და მე4 პუნქტები, რომლის თანახმადაც საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას, ისევე როგორც - ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვისას, სავალდებულო ხდება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება; შესაბამისად, უზრუნველსაყოფად, ერთგვაროვანი ყველა სამართლებრივი საკანონმდებლო აქტიდან, პრაქტიკის მათ დანერგვის შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსიდან, უნდა იქნეს ამოღებული ელექტრონული ხელმოწერისა და დოკუმენტის იურიდიული ძალის მარეგულირებელი ნორმები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისობის უზრუნველყოფა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შემოთავაზებული რედაქციით ამოღებულია საგადასახადო კოდექსის დანაწესები, რომლის თანახმად: ა) კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული დოკუმენტის (მათ შორის, საარქივო მასალის) სახით ნებისმიერი დოკუმენტის შექმნის, მიღების, გაგზავნის, შეინახვის და გაცემის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები, აგრეთვე ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების შემთხვევაში. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს (კოდექსის 44-ე მუხლის მე-12 ნაწილი); ბ) ნებისმიერ ელექტრონულ ხელმოწერას შემოსავლების სამსახურს, მარეგისტრირებელ ორგანოსა ან/და საბანკო დაწესებულებას შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა (კოდექსის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილი; გ) საჩივრის დავის განმხილველ ორგანოში ელექტრონულად წარდგინის შემთხვევაში მომჩივნის მიერ დავის განმხილველ ორგანოში ელექტრონული ფორმით წარდგენილ ინფორმაციას აქვს ისეთივე ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილს. როგორ აღვნიშნეთ, კოდექსიდან ამოღებული დანაწესები (კორექტირებული ნორმები) არ ნიშნავს იმას, რომ იურიდიული ძალა არ ექნება ელექტრონულ ხელმოწერას, ელექტრონული დოკუმენტსა და მის ამონაბეჭდს, ასევე საჩივრის ელექტრონული ფორმით წარდგენილ რედაქციას, რადგან აღნიშნული დოკუმენტების იურიდიულ ძალას, მისი მიღების შემდეგ, განსაზღვრავს მხოლოდ საამისო, სპეციალური საკანონმდებლო აქტი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი და თავიდან იქნება აცილებული დუბლირებული ნორმები სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოიქმნება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საკანონმდებლო პაკეტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ „სამეზობლო პოლიტიკის“ (ENPI) ფარგლებში დაფინანსებული „დაძმობილების“ (Twinning) პროექტის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამი სამუშაო შეხვედრა ავსტრიელი და ესტონელი ექსპერტების მონაწილეობით, სადაც საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა განიხილეს და ჩამოაყალიბეს ელექტრონული მმართველობის საკანონმდებლო ჩარჩოს რეფორმის ძირითადი პრინციპები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. საკანონმდებლო პაკეტი ამ პრინციპების განხორციელებას ისახავს მიზნად. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 44. მიმოწერა გადასახადის გადამხდელთან 1. საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. 2. საგადასახადო ორგანოს მიერ წერილობითი ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს უფლებამოსილი პირი. ადრესატს უნდა გადაეცეს დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ასლი. 21. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული პირის ან სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე კანცელარიის ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეულის მიერ, წერილობითი დოკუმენტის წარდგენისას, მის ჩაბარებაზე უარის ფაქტის დაფიქსირების მიზნით ტექნიკური საშუალებები გამოიყენოს. 3. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. 4. პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი. 5. წერილობითი დოკუმენტის წარდგენისას პირის მიერ მის მიღებაზე უარის განცხადების შემთხვევაში დოკუმენტის წარმდგენი პირი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას. 51. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ წერილობითი დოკუმენტის წარდგენის ფაქტი ტექნიკური საშუალებებით არის დაფიქსირებული, დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება. 6. წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა: ა) ადრესატს პირადად; ბ) ამ პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს; გ) მის საცხოვრებელ ადგილზე ამ პირთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს; დ) მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობის ადგილზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს; ე) სამართალდარღვევის ოქმის, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ან/და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შესახებ უფლებამოსილი პირის ბრძანების შემთხვევაში − ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობის უშუალოდ განმახორციელებელ დაქირავებულ პირს. 7. წერილობითი დოკუმენტი გადასახადის გადამხდელისათვის (გარდა ფიზიკური პირისა) ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა: ა) უფლებამოსილ პირს; ბ) პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს; დ) სამართალდარღვევის ოქმის, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ან/და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შესახებ უფლებამოსილი პირის ბრძანების შემთხვევაში − გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის უშუალოდ განმახორციელებელ დაქირავებულ პირს; ე) სარეგისტრაციო დოკუმენტებით იურიდიულ მისამართად განსაზღვრულ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან პირს. 8. დოკუმენტის ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე ან ფოსტის შესაბამის დოკუმენტზე მიმღების ხელმოწერით. იქვე აღინიშნება მიმღების სახელი და გვარი და ადრესატთან მისი დამოკიდებულება, აგრეთვე დოკუმენტის ჩაბარების თარიღი. 9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია. 10. შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია. 11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს. 12. ამ კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, წერილობითი ან/და ელექტრონული დოკუმენტის (მათ შორის, საარქივო მასალის) სახით შექმნას, მიიღოს, გაგზავნოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს. 13. გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს დოკუმენტი შეიძლება წარუდგინოს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. 14. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ წერილობით დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს უფლებამოსილი პირი. ადრესატს უნდა გადაეცეს დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ასლი. 15. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის დოკუმენტის ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის გაგზავნის თარიღი. ამასთანავე, დოკუმენტზე რეაგირებისათვის ვადა აითვლება საფოსტო გზავნილის საგადასახადო ორგანოსათვის ფაქტობრივად ჩაბარების დღის მომდევნო დღიდან. 16. გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს შორის ელექტრონული მიმოწერისა და დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. მუხლი 238. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა საგადასახადო ორგანოს მიერ 1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება; ზ) (ამოღებულია). 2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 4. თუ შემოსავლების სამსახურსა და მარეგისტრირებელ ორგანოს ან/და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, დასაშვებია ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდეს ელექტრონულ-ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით. ასეთ შემთხვევაში ელექტრონულ დოკუმენტზე ნებისმიერ ელექტრონულ ხელმოწერას ამ პირებისათვის აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. 5. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქმის წარმოებისას ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები საწარმოთა მიმართ გამოიყენება მხოლოდ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით. 6. საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 7. ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება გაუქმდეს: ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით; ბ) ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით. ამასთანავე, ამ კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება არ შეიძლება გააუქმოს საგადასახადო ორგანოს უფროსმა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების მიზნით პირის ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით. 8. საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 3 წლით, თუ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას. აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებით საურავის დარიცხვა არ ჩერდება. 81 . საგადასახადო გათვალისწინებული ორგანოს გადაწყვეტილებით, უზრუნველყოფის საშუალების ამ მუხლის წარდგენის მე-8 გარეშე ნაწილით აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 1 წლით, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა 5000 ლარს არ აღემატება. 9. გადასახადის გადამხდელთან ფორმდება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც აისახება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადები და პირობები. 10. თუ გადასახადის გადამხდელმა არ შეასრულა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, უქმდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ. 11. აღიარებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 12. ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, ბანკის, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, საბროკერო კომპანიის, პროვაიდერის, როგორც ნოტარიუსის ან გადამხდელის, საგადახდო მომსახურების მიმართ მუხლით ამ მნიშვნელოვანი გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია აღნიშნულ ღონისძიებათა მიმართვა იმ აქტივებზე, რომლებიც განთავსებულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ან/და რომლებიც არ არის მისი საკუთრება და მიეკუთვნება მისი კლიენტის აქტივებს (კერძოდ, ნომინალურ მფლობელობაში არსებულ ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე, აგრეთვე ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე დეპონირებულ ფულსა და ფასიან ქაღალდებზე, საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის ანგარიშზე განთავსებულ მომხმარებლის ფულად სახსრებზე). კლიენტის ასეთი აქტივები უნდა ირიცხებოდეს საკუთარი აქტივებისაგან განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 121. ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირაოზე (ფინანსური გირაოს საგანზე). 122. ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, გარდა ამ კოდექსის 243-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებისა, არ ვრცელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე. 13. (ამოღებულია). მუხლი 299. საგადასახადო დავის დაწყება 1. საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. 2. საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. 3. (ამოღებულია - 13.05.2016, №5092). 31. ამ კოდექსის 273-ე და 281-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის საჩივარზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში . 4. პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 3 0 დღის ვადაში. 5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ან/და დავის განმხილველი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადის დარღვევა მიიჩნიოს მისი მიმართვის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად და გაასაჩივროს იგი ამ თავით დადგენილი წესით. ვადის დარღვევით გამოცემული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა აითვლება პირისთვის მისი ჩაბარებიდან. 6. 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით. 7. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. 8. დავის დაწყება ასევე დასაშვებია, თუ დადგინდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ გაგზავნია მომჩივანს. ასეთ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა აითვლება იმ დღიდან, როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ცნობილი გახდა მომჩივნისათვის. 9. საჩივარი დავის განმხილველ ორგანოს წარედგინება წერილობით ან ელექტრონულად. მომჩივნის მიერ დავის განმხილველ ორგანოში ელექტრონული ფორმით წარდგენილ ინფორმაციას აქვს ისეთივე ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილს. 10. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. 11. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.