„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.12.2016
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/24/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-19
ბიუროს ნომერი 13

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15/07/2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017864) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამსახურს უფლება აქვს, ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს და შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები. სამსახურს უფლება აქვს, ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას, მის მიერ დამუშავებულ მატერიალურ დოკუმენტზე საშუალების/მოწყობილობის პირადი ხელმოწერა შეასრულოს მექანიკური გამოყენებით. მატერიალურ დოკუმენტზე მექანიკური საშუალების/მოწყობილობის გამოყენებით შესრულებულ ხელმოწერას აქვს პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების პროექტის შემუშავებით. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს ელექტრონული ხელმოწერის, ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს, ჩაანაცვლებს ამჟამად მოქმედ „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონს. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებამ განაპირობა მოქმედი კანონის გარდამავალი დებულების გათვალისწინებით (მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი) შემუშავებული საკანონმდებლო ნორმების გადახედვის საჭიროება, რომლებიც კონკრეტულ ადმინისტრაციულ ორგანოებს ანიჭებდა ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების შესაძლებლობას. სწორად ამ მიდგომამ განაპირობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, საგადასახადო და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს, მათი საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით, „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ კანონის პარალელურად, განესაზღვრათ ელექტრონულ სივრცეში სამოქმედო არეალი. აღნიშნული მიდგომის შედეგად მივიღეთ ის ვითარება, რომ, ერთი მხრივ, აღნიშნული კანონი სრულად არ იქნა ამოქმედებული ყველა სუბიექტის მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოები არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგანაც მხოლოდ მათ მცირე ნაწილს ექსკლუზიურად მიენიჭა ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის გამოყენების უფლებამოსილება. ვინაიდან „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ შემოთავაზებული მუნიციპალიტეტის კანონპროექტი ყველა დაწესებულებისათვის სახელმწიფო, თანაბარ ავტონომიური საწყისებზე რესპუბლიკისა ადგენს და ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის გამოყენების საფუძვლებს, მიზანშეწონილია, ზემოაღნიშნული საკითხების მხოლოდ ერთი სპეციალური კანონით (ამ შემთხვევაში „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი) მოწესრიგება და სხვა დარგობრივ საკანონმდებლო აქტებში დუბლირებული დებულებების ამოღება. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული დებულებები ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებისა და ელექტრონული დოკუმენტისა და მისი ამონაბეჭდის იურიდიული ძალის შესახებ უკვე დარეგულირებულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით. კერძოდ, ამ კანონპროექტის შესაბამისად: ა) 2018 წლის 1 იანვრამდე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის დაწესებულებების მიერ გამოყენებულ ელექტრონულ დოკუმენტსა და ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალური დოკუმენტისა და პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა; ბ) 2018 წლის 1 იანვრიდან უკვე ძალაში შედის კანონპროექტის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, რომლის თანახმადაც საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას, ისევე როგორც ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვისას, სავალდებულო ხდება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება; გ) კანონპროექტის ამოქმედებისთანავე ძალაში შედის ელექტრონული დოკუმენტისა და მისი ამონაბეჭდის იურიდიული ძალისა და სხვა სამართლებრივი რეგულირების ნორმები (მე-4 მუხლი). ვინაიდან „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული ყველა საკითხი უკვე ასახულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში და აღნიშნული კანონპროექტი არის ელექტრონულ დოკუმენტთან და ელექტრონულ ხელმოწერასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური კანონი, მიზანშეწონილი არ არის ერთ საკანონმდებლო სივრცეში, სხვადასხვა დარგობრივი სამართლებრივი აქტი პარალელურად და მსგავსად აწესრიგებდეს ერთსა და იმავე საკითხს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ერთგვაროვანი სამართლებრივი პრაქტიკის დანერგვის უზრუნველსაყოფად, წარმოდგენილი კანონპროექტით, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, ხდება ელექტრონული ხელმოწერისა და დოკუმენტის, ასევე, მისი ამონაბეჭდის იურიდიული ძალის მარეგულირებელი ნორმების ამოღება. გარდა ზემოაღნიშნულისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კანონპროექტს ემატება დათქმა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლება აქვს, ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას, მის მიერ დამუშავებულ მატერიალურ დოკუმენტებზე პირადი ხელმოწერა შეასრულოს მექანიკური საშუალების/მოწყობილობის გამოყენებით. ამასთან, მატერიალურ დოკუმენტზე მექანიკური საშუალების/მოწყობილობის გამოყენებით შესრულებულ ხელმოწერას აქვს პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოიქმნება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საკანონმდებლო პაკეტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ „სამეზობლო პოლიტიკის“ (ENPI) ფარგლებში დაფინანსებული „დაძმობილების“ (Twinning) პროექტის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამი სამუშაო შეხვედრა ავსტრიელი და ესტონელი ექსპერტების მონაწილეობით, სადაც საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა განიხილეს და ჩამოაყალიბეს ელექტრონული მმართველობის საკანონმდებლო ჩარჩოს რეფორმის ძირითადი პრინციპები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. საკანონმდებლო პაკეტი ამ პრინციპების განხორციელებას ისახავს მიზნად. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისიმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებას. 2. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან. 3. სამსახურის დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 4. სამსახური და მისი თანამდებობის პირები უფლებამოსილი არიან, სამსახურის სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე სრული სახით გამოიყენონ საქართველოს სახელმწიფო გერბი. 5. სამსახურს უფლება აქვს, ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს და შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. დოკუმენტზე ელექტრონულ ხელმოწერას, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.