„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“
- „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-19
ბიუროს ნომერი 13
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და
ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული
საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41. სააგენტოს მიერ მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის
გამოყენების უფლება
ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისას
სააგენტოს უფლება აქვს, მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას,
მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), შეიტანოს
მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და
ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს
ელექტრონული
დოკუმენტბრუნვის
სისტემა
და
მართვის
ერთიანი
ავტომატური
საშუალებები.“.
2. 43 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მომსახურების გაწევის თაობაზე ელექტრონული განცხადება დადასტურებულია
დაინტერესებული
პირის
კვალიფიციური
ელექტრონული
ხელმოწერით
კვალიფიციური ელექტრონული შტამპით;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ან/და
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და
ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „ელექტრონული დოკუმენტისა და
ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების პროექტის შემუშავებით.
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს
კანონი,
რომელიც
განსაზღვრავს
ელექტრონული
ხელმოწერის,
ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების
სამართლებრივ საფუძვლებს, ჩაანაცვლებს ამჟამად მოქმედ „ელექტრონული ხელმოწერისა
და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონს.
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებამ განაპირობა მოქმედი კანონის გარდამავალი
დებულების
გათვალისწინებით
საკანონმდებლო
ნორმების
(მე-19
მუხლის
გადახედვის
მე-4
საჭიროება,
პუნქტი)
შემუშავებული
რომლებიც
კონკრეტულ
ადმინისტრაციულ ორგანოებს ანიჭებდა ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული
ხელმოწერის გამოყენების შესაძლებლობას. სწორად ამ მიდგომამ განაპირობა, რომ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, საგადასახადო და სხვა ადმინისტრაციულ
ორგანოებს,
მათი
საქმიანობის
„ელექტრონული ხელმოწერისა და
მარეგულირებელი
ელექტრონული
სამართლებრივი
აქტებით,
დოკუმენტის შესახებ“ კანონის
პარალელურად, განესაზღვრათ ელექტრონულ სივრცეში სამოქმედო არეალი. აღნიშნული
მიდგომის შედეგად მივიღეთ ის ვითარება, რომ, ერთი მხრივ, აღნიშნული კანონი სრულად
არ იქნა ამოქმედებული ყველა სუბიექტის მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, ადმინისტრაციული
ორგანოები არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგანაც მხოლოდ მათ მცირე ნაწილს
ექსკლუზიურად მიენიჭა ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის
გამოყენების უფლებამოსილება.
ვინაიდან „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების
შესახებ“
შემოთავაზებული
კანონპროექტი
ყველა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის დაწესებულებისათვის თანაბარ საწყისებზე ადგენს
ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის გამოყენების საფუძვლებს,
მიზანშეწონილია, ზემოაღნიშნული საკითხების მხოლოდ ერთი სპეციალური კანონით (ამ
შემთხვევაში - „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების
შესახებ“ საქართველოს კანონი) მოწესრიგება და სხვა დარგობრივ საკანონმდებლო აქტებში
დუბლირებული დებულებების ამოღება.
„საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
–
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული
საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული დებულებები
ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებისა და ელექტრონული დოკუმენტისა და მისი
ამონაბეჭდის იურიდიული ძალის შესახებ უკვე დარეგულირებულია „ელექტრონული
დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტით. კერძოდ, ამ კანონპროექტის შესაბამისად:
ა) 2018 წლის 1 იანვრამდე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და
მუნიციპალიტეტის დაწესებულებების მიერ გამოყენებულ ელექტრონულ დოკუმენტსა და
ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალური დოკუმენტისა და პირადი ხელმოწერის
თანაბარი იურიდიული ძალა;
ბ) 2018 წლის 1 იანვრიდან უკვე ძალაში შედის კანონპროექტის მე-3 მუხლის მე-3 და მე4 პუნქტები, რომლის თანახმადაც საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას, ისევე
როგორც - ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვისას, სავალდებულო ხდება
კვალიფიციური
ელექტრონული
ხელმოწერისა
და
კვალიფიციური
ელექტრონული
ხელმოწერის გამოყენება;
გ) კანონპროექტის ამოქმედებისთანავე ძალაში შედის ელექტრონული დოკუმენტისა
და მისი ამონაბეჭდის იურიდიული ძალისა და სხვა სამართლებრივი რეგულირების
ნორმები (მე-4 მუხლი).
ვინაიდან „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული
საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-41 მუხლში მოცემული ყველა
საკითხი უკვე ასახულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში და აღნიშნული კანონპროექტი
არის ელექტრონულ დოკუმენტთან და ელექტრონულ ხელმოწერასთან დაკავშირებული
სამართალურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური კანონი, მიზანშეწონილი არ არის
ერთ
საკანონმდებლო
სივრცეში,
სხვადასხვა
დარგობრივი
სამართლებრივი
აქტი
პარალელურად და მსგავსად აწესრიგებდეს ერთსა და იმავე საკითხს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის
დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის
უზრუნველყოფა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ერთგვაროვანი
სამართლებრივი
პრაქტიკის
დანერგვის
უზრუნველსაყოფად,
წარმოდგენილი კანონპროექტით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის
დაწესებული
საფასურისა
და
ვადების
შესახებ“
საქართველოს
კანონიდან
ხდება
ელექტრონული ხელმოწერისა და დოკუმენტის, ასევე მისი ამონაბეჭდის იურიდიული
ძალის მარეგულირებელი ნორმების ამოღება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
საკანონმდებლო პაკეტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ „სამეზობლო პოლიტიკის“ (ENPI)
ფარგლებში დაფინანსებული „დაძმობილების“ (Twinning) პროექტის მხარდაჭერით. პროექტის
ფარგლებში ჩატარდა სამი სამუშაო შეხვედრა ავსტრიელი და ესტონელი ექსპერტების
მონაწილეობით, სადაც საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა განიხილეს
და ჩამოაყალიბეს ელექტრონული მმართველობის საკანონმდებლო ჩარჩოს რეფორმის
ძირითადი პრინციპები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.
საკანონმდებლო პაკეტი ამ პრინციპების განხორციელებას ისახავს მიზნად.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და
ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის,
ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 41. სააგენტოს მიერ მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის
გამოყენების უფლება
ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისას
სააგენტოს უფლება აქვს, მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას,
მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), შეიტანოს
მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და
ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს
ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები,
ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა;
ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც
მატერიალურ
დოკუმენტს.
დოკუმენტზე
ელექტრონული
ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა
ხელმოწერა,
ითვლება
აგრეთვე
მატერიალურ
დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.
მუხლი 43. დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევისათვის საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების ელექტრონული სახით წარდგენა
1.
თუ
საქართველოს
კანონმდებლობით
სხვა
რამ
არ
არის
დადგენილი,
დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული დოკუმენტების ელექტრონული სახით წარდგენა დასაშვებია ერთ-ერთ
შემდეგ შემთხვევაში:
ა) მომსახურების გაწევის თაობაზე ელექტრონული განცხადება დადასტურებულია
დაინტერესებული პირის ციფრული ხელმოწერით;
ბ) დოკუმენტები ელექტრონული სახით წარადგინა ავტორიზებულმა პირმა;
გ) ამ კანონის მე-6 მუხლის „ჩ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას
დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსთვის მიმართვისა
და
მომსახურების
გაწევისათვის
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
დოკუმენტები ელექტრონული სახით წარდგენილ იქნა ავტორიზებული იარაღით ვაჭრობაზე
ლიცენზირებული პირის მეშვეობით;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ელექტრონული სახით
დოკუმენტების წარდგენა ხდება სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთვით. სააგენტოს ვებგვერდზე
ელექტრონული სახით წარდგენილ (ატვირთულ) დოკუმენტებს აქვს იურიდიული ძალა და
საწინააღმდეგოს დადგენამდე ისინი უტყუარად ითვლებიან.
3.
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრულ
შემთხვევებში
სააგენტო
უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს:
ა) მომსახურების გაწევისათვის ელექტრონული სახით წარდგენილი (ატვირთული)
დოკუმენტების (ან მათი ნაწილის) მატერიალური სახით წარდგენა;
ბ) მომსახურების გაწევისათვის ელექტრონული სახით წარდგენილი (ატვირთული)
დოკუმენტების გარდა, სხვა დოკუმენტების მატერიალური სახით წარდგენა, თუ ეს
გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში მომსახურების გაწევისათვის
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყება დაინტერესებული
პირის მიერ დოკუმენტების სააგენტოსთვის როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური
სახით სრულყოფილად წარდგენის შემდეგ.
5. მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
დოკუმენტების ელექტრონული სახით წარდგენის წესს, აგრეთვე ელექტრონული სახით
წარდგენილი (ატვირთული) დოკუმენტების საფუძველზე მომსახურების გაწევის წესსა და
პირობებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
6. პირის ავტორიზაციისა და ავტორიზებული პირისათვის მომსახურების გაწევის
წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.