„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“
- „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-19
ბიუროს ნომერი 13
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24/06/2016, სარეგისტრაციო კოდი:
260000000.05.001.018170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის:
ა) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. ეკონომიკური მოვლენების დამადასტურებელ ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტებს
როგორც წერილობით, ისე ელექტრონულად ხელს აწერს (აწერენ) სუბიექტის ხელმძღვანელობისთვის
პასუხისმგებელი პირი, ბუღალტერი ან სუბიექტის შიდა პოლიტიკით განსაზღვრული შესაბამისი
უფლებამოსილების
მქონე
სხვა
პირები.
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკებისა
და
მუნიციპალიტეტის დაწესებულებები ელექტრონული ხელმოწერის პროცესში იცავენ „ელექტრონული
დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე4 პუნქტის მოთხოვნებს.“.
2. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამსახური უფლებამოსილია ელექტრონული ან წერილობითი მიმართვის საფუძველზე
ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით გასცეს სამსახურის მიერ შექმნილი ან/და სამსახურში
დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული
სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით. „ელექტრონული
დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც
განსაზღვრავს ელექტრონული ხელმოწერის, ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო
მომსახურების
გამოყენების
სამართლებრივ
საფუძვლებს,
ჩაანაცვლებს
ამჟამად
მოქმედ
„ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონს.
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის შემუშავებამ განაპირობა „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული
დოკუმენტის შესახებ“ მოქმედი კანონის გარდამავალი დებულების გათვალისწინებით (მე-19 მუხლის
მე-4 პუნქტი) შემუშავებული საკანონმდებლო ნორმების გადახედვის საჭიროება, რომლებიც
კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მართვის ავტომატური საშუალებით გაცემულ
დოკუმენტებს ანიჭებდა მატერიალური დოკუმენტის თანაბარ იურიდიულ ძალას.
ვინაიდან „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“
შემოთავაზებული
კანონპროექტი
ყველა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკისა
და
მუნიციპალიტეტის დაწესებულებისათვის თანაბარ საწყისებზე ადგენს ელექტრონული დოკუმენტის
ამონაბეჭდის
იურიდიული
ძალის
საკითხსა
და
მისი
დამოწმების
წესს,
მიზანშეწონილია,
ზემოაღნიშნული საკითხების მხოლოდ ერთი სპეციალური კანონით (ამ შემთხვევაში - „ელექტრონული
დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი) მოწესრიგება
და სხვა დარგობრივ საკანონმდებლო აქტებში დუბლირებული დებულებების ამოღება.
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში
არსებული დებულებები ელექტრონული დოკუმენტისა და მისი ამონაბეჭდის იურიდიული ძალის
შესახებ უკვე დარეგულირებულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით. კერძოდ, კანონპროექტის მე-4 მუხლის
თანახმად:
ა) ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც
მოითხოვება დოკუმენტის წერილობითი ფორმა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ბ) ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი წარმოადგენს ელექტრონული დოკუმენტის ასლს
და აქვს მისი თანაბარი იურიდიული ძალა, თუ ის დამოწმებული ან/და დადასტურებულია
ხელმოწერაზე პასუხისმგებელი პირის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, საამისოდ უფლებამოსილი
პირის მიერ.
გარდა ზემოაღნიშნულისა, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო
მომსახურების შესახებ“ კანონპროექტის შესაბამისად, 2017 წლის 1 ივლისამდე ინფორმაციული
სისტემიდან გამოთხოვილ ელექტრონულ დოკუმენტს აქვს იურიდიული ძალა, თუ სისტემა
უზრუნველყოფს ელექტრონული დოკუმენტის დადასტურებას ავტომატურ რეჟიმში. აღნიშნული
ვადის გასვლის შემდგომ კი, იმოქმედებს კანონპროექტით გათვალისწინებული ზოგადი წესი ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი წარმოადგენს ელექტრონული დოკუმენტის ასლს და აქვს
მისი თანაბარი იურიდიული ძალა, თუ ის დამოწმებული ან/და დადასტურებულია ხელმოწერაზე
პასუხისმგებელი პირის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“
საქართველოს
კანონის
შესაბამისობის
უზრუნველყოფა
„ელექტრონული
დოკუმენტისა
და
ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ერთგვაროვანი სამართლებრივი პრაქტიკის დანერგვის უზრუნველსაყოფად, წარმოდგენილი
კანონპროექტი ითვალისწინებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის ამოღებასა (ელექტრონული დოკუმენტის
იურიდიული ძალა) და მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის ბოლო წინადადების ამოღებას, რომელიც შეეხება
მართვის ავტომატური საშუალებით გაცემული დოკუმენტის იურიდიული ძალის საკითხს. ასევე,
წარმოდგენილი კანონპროექტით, მე-4 მუხლის მე-15 პუნქტში ხდება სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის დაწესებულებების მიერ ელექტრონული ხელმოწერის
გამოყენების საკითხის დაზუსტება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
საკანონმდებლო პაკეტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ „სამეზობლო პოლიტიკის“ (ENPI)
ფარგლებში დაფინანსებული „დაძმობილების“ (Twinning) პროექტის მხარდაჭერით. პროექტის
ფარგლებში ჩატარდა სამი სამუშაო შეხვედრა ავსტრიელი და ესტონელი ექსპერტების მონაწილეობით,
სადაც საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა განიხილეს და ჩამოაყალიბეს
ელექტრონული მმართველობის საკანონმდებლო ჩარჩოს რეფორმის ძირითადი პრინციპები
ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. საკანონმდებლო პაკეტი ამ პრინციპების
განხორციელებას ისახავს მიზნად.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 4. ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება
1. სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ამ კანონის შესაბამისად, თუ შესაბამისი სფეროს
მარეგულირებელი ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ნატურალურ საზომ ერთეულებზე დაყრდნობით,
განზოგადებულად, ფულად გამოსახულებაში, მათი ქრონოლოგიური, განუწყვეტელი და დოკუმენტური
ასახვით.
3. სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს დასაქმებული ბუღალტრის მეშვეობით ან სხვა
კვალიფიციური ფიზიკური პირის/იურიდიული პირის მიერ მომსახურების გაწევით.
4. სუბიექტი უზრუნველყოფს მის მიერ განხორციელებული ყველა ეკონომიკური მოვლენის
ბუღალტრულ ანგარიშებზე ასახვის სისრულეს და შიდა კონტროლს.
5. სუბიექტი ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად, მისი საქმიანობისა და
ორგანიზაციული სტრუქტურის სირთულის გათვალისწინებით:
ა) განსაზღვრავს სააღრიცხვო პოლიტიკას;
ბ) შეიმუშავებს ანგარიშთა გეგმას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების ფარგლებში;
გ) შეიმუშავებს ეკონომიკური მოვლენების ამსახველი დოკუმენტების წარმოებისა და კონტროლის
მექანიზმსა და პროცედურებს;
დ) განსაზღვრავს სააღრიცხვო ინფორმაციის დამუშავების ვადებსა და ტექნოლოგიას;
ე) ფინანსური ანგარიშგების შესაბამისი სტანდარტების საფუძველზე შეიმუშავებს ფინანსური
ანგარიშგების ფორმებს და განსაზღვრავს ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის
პროცედურებს;
ვ) შეიმუშავებს ბიზნესპროცესებისა და ბიზნესწესების ერთობლიობას (შიდა კონტროლის სისტემას),
რომელიც უზრუნველყოფს მისი საქმიანობის ეფექტიანობას, ფინანსური ანგარიშგების უტყუარობას და
საქართველოს კანონმდებლობასთან მათ შესაბამისობას.
6. სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს და ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს მატერიალური
ფორმით ან ელექტრონული საინფორმაციო სისტემების მეშვეობით, ფინანსური ანგარიშგების შესაბამისი
სტანდარტების საფუძველზე.
7. სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების
საფუძველზე. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები შეიძლება შედგენილ იქნეს როგორც ერთ, ისე
რამდენიმე ეგზემპლარად. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტებია:
ა) პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები, მათ შორის, შიდა პირველადი აღრიცხვის დოკუმენტი –
სუბიექტის შიდა ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე გარე პირველადი აღრიცხვის
დოკუმენტი – მეორე მხარისგან მიღებული დოკუმენტი ან სუბიექტის მიერ მეორე მხარისთვის
წარდგენილი დოკუმენტის ორიგინალი;
ბ) მაგროვებელი დოკუმენტები (სააღრიცხვო რეგისტრი, ჟურნალი და სხვა დოკუმენტი).
8. ეკონომიკური მოვლენები ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების საფუძველზე ბუღალტრულ
აღრიცხვაში აისახება ორმაგი ჩაწერის პრინციპის შესაბამისად. ეკონომიკური მოვლენა ბუღალტრულ
აღრიცხვაში მოხდენისთანავე აისახება. იგი ასევე აისახება იმ პერიოდის შესაბამის მაგროვებელ
დოკუმენტებსა და ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელსაც მიეკუთვნება აღნიშნული მოვლენა.
9. ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერს (ბუღალტრულ გატარებას) აქვს შემდეგი რეკვიზიტები:
ა) ოპერაციის თარიღი;
ბ) სადებეტო და საკრედიტო ანგარიშები, შესაბამისი თანხების მითითებით;
გ) ოპერაციის მოკლე აღწერა;
დ) პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის/მაგროვებელი დოკუმენტის დასახელება და ნომერი (ასეთის
არსებობის შემთხვევაში);
ე) ოპერაციის თანხობრივი მონაცემი.
10. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ელექტრონულ ბუღალტრული აღრიცხვის
დოკუმენტებს აქვს მატერიალური ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების თანაბარი იურიდიული
ძალა.
11. პირველადი აღრიცხვის დოკუმენტი არის ეკონომიკური მოვლენის დამადასტურებელი დოკუმენტი,
რომელიც, საჭიროებისამებრ, ერთ ან რამდენიმე იდენტურ ეგზემპლარად დგება და რომელსაც, თუ
საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, აქვს შემდეგი რეკვიზიტები:
ა) დოკუმენტის დასახელება და ნომერი;
ბ) დოკუმენტის შედგენის თარიღი;
გ) ოპერაციის ეკონომიკური შინაარსი;
დ) ოპერაციაში მონაწილე პირის/პირების დასახელება/დასახელებები;
ე) ოპერაციაში მონაწილე პირის/პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები და მისამართი/მისამართები
(საქონლის/მომსახურების მიწოდების ან სხვა აუცილებელ შემთხვევაში);
ვ) ოპერაციის განხორციელების დამადასტურებელი ხელმოწერები;
ზ) ოპერაციის თანხობრივი და რაოდენობრივი მონაცემები.
12. სუბიექტი უზრუნველყოფს ეკონომიკური მოვლენის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის
დოკუმენტის როგორც ფორმის (დოკუმენტის სისრულე, გაფორმების სისწორე, რეკვიზიტების არსებობა
და სხვა), ისე შინაარსის (ეკონომიკური მოვლენის კანონიერება, ცალკეული მაჩვენებლების ლოგიკური
და არითმეტიკული სიზუსტე და სხვა) მიხედვით სწორად შედგენის კონტროლს. ფორმის ან შინაარსის
მიხედვით არასწორად შედგენილი დოკუმენტი დოკუმენტის შედგენისათვის პასუხისმგებელ პირს
უბრუნდება.
13. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების შედგენა, მათში შესწორებებისა და დამატებების შეტანა
დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობისა და სუბიექტის მიერ შემუშავებული შესაბამისი
პროცედურებისა და უსაფრთხოების ზომების დაცვით, რის შედეგადაც შეუძლებელი იქნება ამ
დოკუმენტების სანდოობაში ეჭვის შეტანა.
14. პირველადი აღრიცხვის დოკუმენტებში მოცემული ინფორმაცია ქრონოლოგიურად და
სისტემატიზებულად, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების ზოგადი პრინციპების დაცვით აისახება
მაგროვებელ დოკუმენტებში.
15. ეკონომიკური მოვლენების დამადასტურებელ ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტებს როგორც
წერილობით, ისე ელექტრონულად ხელს აწერს (აწერენ) სუბიექტის ხელმძღვანელობისთვის
პასუხისმგებელი პირი, ბუღალტერი ან სუბიექტის შიდა პოლიტიკით განსაზღვრული შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე სხვა პირები.
16. შიდა კონტროლის სისტემაზე და სამართლიანი ფინანსური ანგარიშგების მომზადებისათვის და
წარდგენისათვის პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სუბიექტს
ეკისრება.
17. დოკუმენტებში ასახული მონაცემების უტყუარობისათვის, აგრეთვე ბუღალტრული აღრიცხვის
დოკუმენტების დროული და ხარისხიანი შედგენისათვის პასუხს აგებენ ამ დოკუმენტების შემდგენი და
მათზე ხელის მომწერი პირები.
18. როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით არსებული ფინანსური ანგარიშგებები და
ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები სუბიექტთან ინახება შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის
დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
შემთხვევისა.
მუხლი 12. რეესტრის წარმოება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. რეესტრის წარმოებას, აგრეთვე მასში ასახული ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას
უზრუნველყოფს სამსახური.
2. რეესტრის წარმოების მიზნით სამსახური იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის
ავტომატურ საშუალებებს. რეესტრი საჯაროა.
3. ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების წესს, მის სტრუქტურას, ფორმას,
მასში ასახული ინფორმაციის ნუსხას და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესს განსაზღვრავს
სამსახური.
4. სამსახური უფლებამოსილია ელექტრონული ან წერილობითი მიმართვის საფუძველზე
ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით გასცეს სამსახურის მიერ შექმნილი ან/და სამსახურში
დაცული ნებისმიერი დოკუმენტი. მართვის ავტომატური საშუალებით გაცემულ დოკუმენტს აქვს
ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალური ფორმით გაცემულს.
5. დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტების გაცნობის, მათი დედნებისა და ასლების გამოთხოვის წესი
და პირობები განისაზღვრება სამსახურის მიერ დადგენილი წესით.
6. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის იდენტიფიკაცია უზრუნველყოფილია პირის ინდივიდუალური
სარეგისტრაციო ნომრით.
7. რეესტრში აუდიტორის შესახებ უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) სახელი, გვარი, იურიდიული მისამართი, საქმიანობის ადგილი და სარეგისტრაციო ნომერი;
ბ) იმ აუდიტორული ფირმის დასახელება, მისამართი, ვებგვერდის მისამართი და სარეგისტრაციო
ნომერი, რომელშიც დასაქმებულია აუდიტორი ან რომელშიც ის არის პარტნიორი/აქციონერი ან
რომელთანაც სხვაგვარად არის დაკავშირებული;
გ) ინფორმაცია მისი სხვა ქვეყანაში აუდიტორად რეგისტრაციის შესახებ, მარეგისტრირებელი ორგანოს
დასახელებისა და სარეგისტრაციო ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებით;
დ) ის პროფესიული ორგანიზაცია, რომლის წევრიც არის აუდიტორი;
ე) ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგები;
ვ) ბოლო 3 წლის განმავლობაში აუდიტორული (არადაქირავებული) საქმიანობიდან მიღებული
შემოსავლები;
ზ) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, თანხისა და სადაზღვევო კომპანიის მითითებით.
8. რეესტრში აუდიტორული ფირმის შესახებ უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) სამართლებრივი ფორმა, დასახელება, მისამართი, ვებგვერდის მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია
და სარეგისტრაციო ნომერი;
ბ) იმ აუდიტორის/სერტიფიცირებული ბუღალტრის სახელი, გვარი და სარეგისტრაციო ნომერი,
რომელიც აუდიტორულ ფირმაშია დასაქმებული ან მასში არის პარტნიორი/აქციონერი ან
მმართველობითი ორგანოს წევრი ან სხვაგვარად არის მასთან დაკავშირებული, აგრეთვე აუდიტორულ
ფირმაში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა;
გ) ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგები;
დ) არსებობის შემთხვევაში, იმ სდპ-ის დასახელება და საანგარიშგებო პერიოდი, რომელსაც ის უწევდა
ან/და უწევს აუდიტორულ მომსახურებას;
ე) პარტნიორთა/აქციონერთა წილობრივი მონაწილეობა;
ვ) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, თანხისა და სადაზღვევო კომპანიის მითითებით;
ზ) ბოლო 3 წლის განმავლობაში აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას სამსახური იღებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირისგან – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან.
10. სამსახური ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას სანქციას აკისრებს,
ძალაში შესვლისა და იმ სუბიექტის ინფორმირების შემდეგ, რომელსაც სანქცია დაეკისრა,
დაუყოვნებლივ, არანაკლებ 5 წლის ვადით აქვეყნებს ვებგვერდზე, მხარეების მიერ ამ გადაწყვეტილების
გასაჩივრების შესახებ ინფორმაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებით.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია საჯარო არ
გახადოს ინფორმაცია, თუ ამით საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ან/და მესამე პირის ინტერესებს. სამსახური
უზრუნველყოფს ინფორმაციის შეფასებასა და ანალიზს და იღებს გადაწყვეტილებას მისი გამოქვეყნების
მიზანშეწონილობის შესახებ.
12. რეესტრიდან ამონაწერი ქართულ ენაზე მზადდება.