„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“
- „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-19
ბიუროს ნომერი 13
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47,
28.12.2009, მუხ. 361) 184 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საბიუჯეტო ორგანიზაცია უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს ან/და
ამობეჭდოს სახელმწიფო ხაზინაში ელექტრონულად წარდგენილი და სახელმწიფო ხაზინის
ელექტრონული მომსახურების სისტემის მიერ დადასტურებული ნებისმიერი დოკუმენტი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მომზადება
განპირობებულია
„ელექტრონული
დოკუმენტისა
და
ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და საქართველოს
ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების პროექტის შემუშავებით. „ელექტრონული
დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც
განსაზღვრავს ელექტრონული ხელმოწერის, ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული
სანდო მომსახურების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს, ჩაანაცვლებს ამჟამად მოქმედ
„ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონს.
„ელექტრონული
დოკუმენტისა
და
ელექტრონული
სანდო
მომსახურების
შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებამ განაპირობა მოქმედი კანონის გარდამავალი
დებულების გათვალისწინებით (მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი) შემუშავებული საკანონმდებლო
ნორმების გადახედვის საჭიროება, რომლებიც კონკრეტულ ადმინისტრაციულ ორგანოების მიერ
გაცემული ელექტრონული დოკუმენტის ასლსა და მის ამონაბეჭდს ანიჭებდა იურიდიულ ძალას.
სწორად ამ მიდგომამ განაპირობა, რომ სხვადასხვა სამართლებრივი აქტით, „ელექტრონული
ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ კანონის პარალელურად, განისაზღვრა
ელექტრონულ სივრცეში ადმინისტრაციული ორგანოების სამოქმედო არეალი.
ვინაიდან „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“
შემოთავაზებული
მუნიციპალიტეტის
დოკუმენტის
კანონპროექტი
ყველა
დაწესებულებისათვის
ამონაბეჭდის
იურიდიული
სახელმწიფო,
თანაბარ
ძალის
ავტონომიური
საწყისებზე
საკითხსა
და
რესპუბლიკისა
ადგენს
მისი
და
ელექტრონული
დამოწმების
წესს,
მიზანშეწონილია, ზემოაღნიშნული საკითხების მხოლოდ ერთი სპეციალური კანონით (ამ
შემთხვევაში - „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონი) მოწესრიგება და სხვა დარგობრივ საკანონმდებლო აქტებში დუბლირებული
დებულებების ამოღება.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში არსებული დებულებები ელექტრონული დოკუმენტისა
და მისი ამონაბეჭდის იურიდიული ძალის შესახებ უკვე დარეგულირებულია „ელექტრონული
დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტით. კერძოდ, კანონპროექტის მე-4 მუხლის თანახმად:
ა) ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც
მოითხოვება დოკუმენტის წერილობითი ფორმა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ბ) ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი წარმოადგენს ელექტრონული დოკუმენტის
ასლს და აქვს მისი თანაბარი იურიდიული ძალა, თუ ის დამოწმებული ან/და დადასტურებულია
ხელმოწერაზე
პასუხისმგებელი
პირის
ან,
კანონმდებლობის
შესაბამისად,
საამისოდ
უფლებამოსილი პირის მიერ.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ამ კანონპროექტის შესაბამისად, 2017 წლის 1 ივლისამდე
ინფორმაციული სისტემიდან გამოთხოვილ ელექტრონულ დოკუმენტს აქვს იურიდიული ძალა, თუ
სისტემა უზრუნველყოფს ელექტრონული დოკუმენტის დადასტურებას ავტომატურ რეჟიმში.
აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ კი, იმოქმედებს კანონპროექტით გათვალისწინებული
ზოგადი წესი - ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი წარმოადგენს ელექტრონული
დოკუმენტის ასლს და აქვს მისი თანაბარი იურიდიული ძალა, თუ ის დამოწმებული ან/და
დადასტურებულია ხელმოწერაზე პასუხისმგებელი პირის ან, კანონმდებლობის შესაბამისად,
საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
საქართველოს
საბიუჯეტო
კოდექსის
შესაბამისობის
უზრუნველყოფა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ერთგვაროვანი სამართლებრივი პრაქტიკის დანერგვის უზრუნველსაყოფად, წარმოდგენილი
კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსიდან დებულების ამოღებას,
რომელიც ეხება ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მიერ დადასტურებული
ელექტრონული ასლისა და მისი ამონაბეჭდის იურიდიული ძალის საკითხს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
საკანონმდებლო პაკეტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ „სამეზობლო პოლიტიკის“ (ENPI)
ფარგლებში დაფინანსებული „დაძმობილების“ (Twinning) პროექტის მხარდაჭერით. პროექტის
ფარგლებში ჩატარდა სამი სამუშაო შეხვედრა ავსტრიელი და ესტონელი ექსპერტების მონაწილეობით,
სადაც საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა განიხილეს და ჩამოაყალიბეს
ელექტრონული მმართველობის საკანონმდებლო ჩარჩოს რეფორმის ძირითადი პრინციპები
ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. საკანონმდებლო პაკეტი ამ პრინციპების
განხორციელებას ისახავს მიზნად.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი
(მათი) ამოღება
მუხლი 184. სახელმწიფო ხაზინა
1.
სახელმწიფო
ხაზინა
პასუხისმგებელია
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკების
რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების, აგრეთვე ამ
კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირების
შემოსულობების,
გადასახდელებისა
და
ნაშთის
ცვლილების სრულად და სწორად აღრიცხვისათვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშგებისათვის.
2. სახელმწიფო ხაზინას საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი აქვს ერთიანი ანგარიში.
სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გახსნას დამატებითი ანგარიშები სხვა ბანკებში.
3. სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშისა და სხვა ანგარიშების მართვისა და ოპერირების
კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშებიდან ფულადი სახსრების ჩამოწერაზე ნებართვის გაცემის
უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა,
აქვს მხოლოდ სახელმწიფო ხაზინას.
4. სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრები ინახება სახელმწიფო
ხაზინის ერთიან ანგარიშზე, აგრეთვე სახელმწიფო ხაზინის სხვა ანგარიშებზე.
5. სახელმწიფო ხაზინა ყოველი თვის ბოლოს ამზადებს ანგარიშგებას ფულადი სახსრების მოძრაობის
შესახებ.
6. სახელმწიფო ხაზინის თანხმობის გარეშე დაუშვებელია საბიუჯეტო ორგანიზაციის საბანკო
ანგარიშის გახსნა, გარდა ამ კოდექსის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გააუქმოს საბანკო ანგარიშის გახსნის ნებართვა და დახუროს
ანგარიში. საბიუჯეტო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მის მიერ მიღებული ყველა შემოსულობის
სრულად და დაუყოვნებლივ აღრიცხვას სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, თუ ამ კოდექსით
სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
7. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს ელექტრონული
დოკუმენტები.
8. საბიუჯეტო ორგანიზაცია უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს ან/და
ამობეჭდოს სახელმწიფო ხაზინაში ელექტრონულად წარდგენილი და სახელმწიფო ხაზინის
ელექტრონული მომსახურების სისტემის მიერ დადასტურებული ნებისმიერი დოკუმენტი.
ამასთანავე, ელექტრონული ასლის სახით შენახულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე
იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.
9. სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის უსაფრთხოების ნორმები, წესები
და მომსახურების პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
10. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია დამატებითი საბიუჯეტო შემოსულობების მიღების
მიზნით თავის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრები განათავსოს საქართველოს
მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
11. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია შეთანხმების საფუძველზე მომსახურება გაუწიოს
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოს.