„დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“
- „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-19
ბიუროს ნომერი 13
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18/08/2014, სარეგისტრაციო კოდი:
450090050.05.001.017494) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ელექტრონული დოკუმენტი – „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული
სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული
დოკუმენტი;“;
ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ელექტრონული გამოცემა – ელექტრონული დოკუმენტი, რომელმაც გაიარა
სარედაქციო-საგამომცემლო დამუშავება, ახლავს გამოსასვლელი ცნობები და რომელთა
ტირაჟირება და გავრცელება ხორციელდება ელექტრონული საშუალებებით;“.
3. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. ელექტრონული დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემა
1. ელექტრონული დოკუმენტი გადაეცემა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ
ბიბლიოთეკას 2 ეგზემპლარის ოდენობით, თუ გამოცემულია მისი არანაკლებ 20 ეგზემპლარი.
2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ელექტრონულ დოკუმენტზე, რომლის
ელექტრონული საშუალების გარეშე გამოყენება შეუძლებელია, გარდა კომპიუტერული
პროგრამისა და კომპიუტერული თამაშისა.
3.
დოკუმენტის
მწარმოებელმა
ელექტრონული
დოკუმენტის
სავალდებულო
ეგზემპლარი დოკუმენტის მიმღებს უნდა გადასცეს ისეთი სახით, როგორითაც ის
საზოგადოებრივი გამოყენებისათვის ვრცელდება.“.
4. მე-20 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) დაიცვან ელექტრონული დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარი მომავალი
თაობებისათვის გამოსაყენებელ მდგომარეობაში; უზრუნველყონ ფასიანი ელექტრონული
დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის ხელმისაწვდომობა თავიანთ სამკითხველო
დარბაზებში დოკუმენტის ეროვნული მიმღების რეგისტრირებული მკითხველებისთვის
საავტორო უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „ელექტრონული დოკუმენტისა და
ელექტრონული სანდო
მომსახურების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტით.
აღნიშნული კანონი ჩაანაცვლებს „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული
დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონს. კერძოდ, „ელექტრონული დოკუმენტის“
განმარტება მოწესრიგებულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო
მომსახურების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტით,
როგორც
სფეროს
მარეგულირებელი სპეციალური კანონით და ვინაიდან „დოკუმენტის სავალდებულო
ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონი სხვაგვარ ინტერპრეტაციას აძლევს აღნიშნულ
ტერმინს, წარმოიშვა მისი ცვლილების აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა „ელექტრონული დოკუმენტისა და
ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით
კანონის
შესაბამის
ნორმებში
ზუსტდება
ტერმინების
-
„ელექტრონული დოკუმენტისა“ და „ელექტრონული გამოცემის“ - განმარტება და ამ გზით
კანონი შესაბამისობაში მოდის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
საკანონმდებლო პაკეტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ „სამეზობლო პოლიტიკის“ (ENPI)
ფარგლებში დაფინანსებული „დაძმობილების“ (Twinning) პროექტის მხარდაჭერით. პროექტის
ფარგლებში ჩატარდა სამი სამუშაო შეხვედრა ავსტრიელი და ესტონელი ექსპერტების
მონაწილეობით, სადაც საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა განიხილეს
და ჩამოაყალიბეს ელექტრონული მმართველობის საკანონმდებლო ჩარჩოს რეფორმის
ძირითადი პრინციპები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.
საკანონმდებლო პაკეტი ამ პრინციპების განხორციელებას ისახავს მიზნად.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების)
მოქმედი
სრული
რედაქცია,
რომელშიც
(რომლებშიც)
წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ეროვნული ბიბლიოგრაფია – ბიბლიოგრაფია, რომელიც აღწერს, არეგისტრირებს და
აღრიცხავს შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოცემულ ყველა სახეობის დოკუმენტს,
აგრეთვე ამ ქვეყნის შესახებ უცხოურ პუბლიკაციებს და ქვეყნის ფარგლების გარეთ
გამოცემულ თანამემამულეთა ნაშრომებს;
ბ) დოკუმენტი – მატერიალური ობიექტი მასზე მოცემული ნებისმიერი ფორმის
ინფორმაციით, რომელიც წარმოდგენილია ტექსტის, ხმოვანი ჩანაწერის, გამოსახულების ან
მათი კომბინაციის სახით, რომლის რეკვიზიტებით ხორციელდება მისი იდენტიფიცირება და
რომელიც განკუთვნილია დროსა და სივრცეში საზოგადოებრივი გამოყენების მიზნით
გადასაცემად და შესანახად;
გ) ელექტრონული დოკუმენტი – დოკუმენტი, რომლის დაცვა, გადაცემა, ნახვა, წაკითხვა ან
მოსმენა შესაძლებელია მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონულ (მაგნიტურ, ოპტიკურ და სხვ.)
მატარებელზე, ელექტრონული საშუალების გამოყენებით. ელექტრონული დოკუმენტი
შეიძლება იყოს 2 სახის: ავტონომიური და ქსელური;
დ) ავტონომიური ელექტრონული დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც გამოცემულია
ინფორმაციის ელექტრონულ (მაგნიტურ, ოპტიკურ და სხვ.) მატარებელზე (CD, DVD და სხვ.)
და რომლით სარგებლობა შესაძლებელია ავტონომიურად, ელექტრონული საშუალების
გამოყენებით;
ე) ქსელური ელექტრონული დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნებულია
ინტერნეტში, იმის მიუხედავად, შეზღუდულია თუ არა მისი ხელმისაწვდომობა, და რომელიც
შესაძლებელია შეიცავდეს მთლიან ვებგვერდს ან მის ნაწილს ან ელექტრონული დოკუმენტის
გავრცელების ნებისმიერი ფორმატის (HTML, PDF და სხვ.) ფაილს;
ვ)
ეგზემპლარი
–
ტირაჟირებული
დოკუმენტის
ნიმუში,
რომელიც
ორიგინალის
იდენტურია;
ზ) დოკუმენტის მწარმოებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს
დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის მომზადებასა და პუბლიკაციას (გამოშვებას).
დოკუმენტების მწარმოებლები არიან გამომცემლები, საგამომცემლო-პოლიგრაფიული და
პოლიგრაფიული
საწარმოები,
მასობრივი
ინფორმაციის
საშუალებათა
რედაქციები,
მუსიკალურ გამოცემათა მწარმოებელი ორგანიზაციები, ტელე- და რადიოკომიტეტები,
კინოსტუდიები, ვიდეო- და კინემატოგრაფიული საწარმოები, სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულებები, სახელმწიფო სტრუქტურები, უმაღლესი სასწავლებლები, საპროექტო,
საკონსტრუქტორო და სხვა დაწესებულებები და ორგანიზაციები, აგრეთვე კერძო პირები,
რომლებიც ამზადებენ და გამოსცემენ სხვადასხვა სახეობის დოკუმენტებს;
თ) დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარი (შემდგომ – სავალდებულო ეგზემპლარი) –
სხვადასხვა სახეობის, არანაკლებ 100 ერთეულის ოდენობით ტირაჟირებული დოკუმენტის
ნიმუში, რომელიც დოკუმენტის მწარმოებელმა შესაბამის ბიბლიოთეკას ამ კანონით
დადგენილი წესითა და რაოდენობით უსასყიდლოდ უნდა გადასცეს;
ი)
ეროვნული
სავალდებულო
ეგზემპლარი
–
სხვადასხვა
სახეობის
დოკუმენტის
ეგზემპლარი, რომელიც დამზადებულია საქართველოს ტერიტორიაზე ან მისი ფარგლების
გარეთ, საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაციების ან პირების შეკვეთით, აგრეთვე
დოკუმენტი,
რომელიც
იმპორტირებულია
საქართველოში
საზოგადოებრივი
გავრცელებისათვის და რომელიც შესაბამის ორგანიზაციებს ამ კანონით დადგენილი წესით
უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს. ეროვნული სავალდებულო ეგზემპლარებით კომპლექტდება
დოკუმენტების ეროვნული მიმღებები;
კ) ავტონომიური სავალდებულო ეგზემპლარი – სხვადასხვა სახეობის დოკუმენტის
ეგზემპლარი,
რომელიც
დამზადებულია
აფხაზეთისა
და
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკების ტერიტორიებზე ან მათი ფარგლების გარეთ, ამ ავტონომიურ რესპუბლიკებში
რეგისტრირებული ორგანიზაციების ან პირების შეკვეთით და რომელიც შესაბამისი
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ბიბლიოთეკას ამ კანონით დადგენილი
წესით უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს;
ლ) ადგილობრივი სავალდებულო ეგზემპლარი – სხვადასხვა სახეობის დოკუმენტის
ეგზემპლარი, რომელიც დამზადებულია საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
ერთეულის ტერიტორიაზე ან მისი ფარგლების გარეთ, ამ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ
ერთეულში რეგისტრირებული ორგანიზაციების ან პირების შეკვეთით და რომელიც
დოკუმენტის მწარმოებელმა აღნიშნული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის
შესაბამის ბიბლიოთეკებს ამ კანონით დადგენილი წესით უსასყიდლოდ უნდა გადასცეს;
მ) დოკუმენტის მიმღები – ამ კანონით განსაზღვრული ეროვნული ბიბლიოგრაფიის
მწარმოებელი;
ნ) სავალდებულო ეგზემპლარის სისტემა – სავალდებულო ეგზემპლარების სახეობების
ერთობლიობა, აგრეთვე მათი შეგროვების, დანაწილებისა და გამოყენების დადგენილი წესი;
ო) საქართველოს ეროვნული საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდი – ყველა სახეობის
დოკუმენტების
ფონდი,
რომელიც
დაკომპლექტებულია
ეროვნული
სავალდებულო
ეგზემპლარებით, დანაწილებულია ამ კანონის შესაბამისად და განკუთვნილია მუდმივი
შენახვისა და საზოგადოებრივი გამოყენებისათვის. ეს ფონდი საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის ნაწილია;
პ) ადგილობრივი საბიბლიოთეკო ფონდი – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების
ან
საქართველოს
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
ერთეულის
ტერიტორიაზე ორგანიზებული საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდი, რომელსაც ქმნის
დოკუმენტის ადგილობრივი მწარმოებელი ამ კანონით განსაზღვრული დოკუმენტების
ადგილობრივი
მიმღებებისათვის
გადაცემის,
დაცვისა
და
საყოველთაო
ხელმისაწვდომობისათვის.
ადგილობრივი
საბიბლიოთეკო
ფონდი
კომპლექტდება
ავტონომიური და ადგილობრივი სავალდებულო ეგზემპლარებით.
მუხლი 5. დოკუმენტების სახეობები, რომლებიც სავალდებულო ეგზემპლარებს
განეკუთვნება
სავალდებულო ეგზემპლარებს განეკუთვნება დოკუმენტების შემდეგი სახეობები:
ა) ბეჭდური დოკუმენტები (ტექსტური – წიგნები, ბროშურები, ჟურნალები,
გაზეთები, სანოტო გამოცემები, გეოგრაფიული რუკები, ატლასები და სხვ.; გაგრძელებადი
გამოცემები – შრომები, ალმანახები, წელიწდეულები; ფურცლოვანი გამოცემები – აფიშები,
ბუკლეტები,
პროგრამები
რეპროდუქციების
და
სხვ.;
კომპლექტები,
სახვითი
გამოცემები
კალენდრები,
–
პლაკატები,
ესტამპები,
ეტიკეტები,
საფოსტო
ბარათები,
ფილატელიური კატალოგები და სხვ.), რომლებმაც გაიარა სარედაქციო-საგამომცემლო
დამუშავება, პოლიგრაფიულად დამოუკიდებლადაა გაფორმებული და ახლავს სარედაქციო
გამოსასვლელი ცნობები;
ბ) უსინათლოთათვის და სუსტი მხედველობის მქონეთათვის განკუთვნილი
გამოცემები – გამოცემები, დამზადებული რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტით, ბრაილის
სისტემის
მიხედვით,
მსხვილშრიფტიანი
რელიეფურ-გრაფიკული
გამოცემები
სუსტი
გამოცემები,
მხედველობის
ხმოვანი
მქონეთათვის,
წიგნები,
ელექტრონული
გამოცემები უსინათლოთათვის (ადაპტირებული გამოცემები ბრაილის დისპლეისა და
მეტყველების სინთეზატორის გამოყენებით);
გ) აუდიოვიზუალური ნაწარმოებები – კინო-, ვიდეო-, ფონო-, ფოტოპროდუქცია და
მათი
კომბინაციები,
შექმნილი
და
რეპროდუცირებული
ინფორმაციის
ნებისმიერ
მატარებელზე;
დ) ელექტრონული დოკუმენტები – დოკუმენტები, რომლებშიც ინფორმაცია
მოცემულია ელექტრონულ-ციფრული ფორმით და რომლებმაც გაიარა სარედაქციოსაგამომცემლო დამუშავება, ახლავს გამოსასვლელი ცნობები და რომელთა ტირაჟირება და
გავრცელება ხორციელდება ელექტრონული საშუალებებით;
ე) გამოუცემელი დოკუმენტები – დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს სამეცნიეროკვლევით, საცდელ-საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიურ ნაშრომებს (დისერტაციები,
ავტორეფერატები, დეპონირებული სამეცნიერო შრომები);
ვ) კომბინირებული დოკუმენტები – მულტიმედია – დოკუმენტების ერთობლიობა,
შესრულებული ინფორმაციის სხვადასხვა მატარებელზე (ბეჭდური, აუდიოვიზუალური,
ელექტრონული);
ზ) საფოსტო მარკები.
მუხლი 14. ავტონომიური ელექტრონული დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის
გადაცემა
1.
ავტონომიური
ელექტრონული
დოკუმენტი
გადაეცემა
საქართველოს
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას 2 ეგზემპლარის ოდენობით, თუ გამოცემულია მისი
არანაკლებ 20 ეგზემპლარი.
2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ავტონომიურ ელექტრონულ დოკუმენტზე,
რომლის
ელექტრონული
საშუალების
გარეშე
გამოყენება
შეუძლებელია,
გარდა
კომპიუტერული პროგრამისა და კომპიუტერული თამაშისა.
3.
დოკუმენტის
სავალდებულო
მწარმოებელმა
ეგზემპლარი
ავტონომიური
ელექტრონული
მიმღებს
გადასცეს
დოკუმენტის
უნდა
დოკუმენტის
ისეთი
სახით,
როგორითაც ის საზოგადოებრივი გამოყენებისათვის ვრცელდება.
მუხლი 20. სავალდებულო ეგზემპლარის მიმღების მოვალეობები
სავალდებულო ეგზემპლარის მიმღები დაწესებულება და ორგანიზაცია თავიანთი
კომპეტენციის ფარგლებში ვალდებული არიან:
ა) აწარმოონ სავალდებულო ეგზემპლარის ბიბლიოგრაფიული და სტატისტიკური
რეგისტრაცია;
ბ) გამოსცენ მიმდინარე სარეგისტრაციო ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლები ამ
კანონით დადგენილი დოკუმენტების სახეობების მიხედვით;
გ) გააკონტროლონ სავალდებულო ეგზემპლარის მიღება და დაცვა მოქმედი
სტანდარტების შესაბამისად;
დ) უზრუნველყონ სავალდებულო ეგზემპლარის საყოველთაო ხელმისაწვდომობა
მის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით;
ე)
მიღებული
სავალდებულო
ეგზემპლარების
ბაზაზე
შექმნან
მონაცემთა
ინტეგრალური ბიბლიოგრაფიული ბაზები და ამ მიმართულებით კოორდინირებულად
იმუშაონ საქართველოს სხვა ბიბლიოთეკებთან;
ვ) დაიცვან ავტონომიური ელექტრონული დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარი
მომავალი
თაობებისათვის
ავტონომიური
გამოსაყენებელ
ელექტრონული
მდგომარეობაში;
დოკუმენტის
უზრუნველყონ
სავალდებულო
ფასიანი
ეგზემპლარის
ხელმისაწვდომობა თავიანთ სამკითხველო დარბაზებში დოკუმენტის ეროვნული მიმღების
რეგისტრირებული მკითხველებისთვის საავტორო უფლებების შესახებ საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.