„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“
- „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-19
ბიუროს ნომერი 13
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,
პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა
რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის
გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28)
მე-14 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41
პირადობის
(ბინადრობის)
ელექტრონული
მოწმობა
შეიძლება
შეიცავდეს
კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, მის შესაბამის ელექტრონული
ხელმოწერის შექმნის მონაცემებს და ამ
ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემების
არასანქციონირებული გამოყენებისაგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს. იგი, ასევე, შეიძლება
შეიცავდეს
სერტიფიკატებს
ან/და
გასაღებებს,
რომლებიც
განკუთვნილია
პირადობის
(ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის ან/და მასზე დატანილი (ჩაწერილი) მონაცემების
ერთიანობის, ავთენტიკურობისა და კონფიდენციალურობის დაცვისათვის.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,
პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მომზადება
განპირობებულია
„ელექტრონული
დოკუმენტისა
და
ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით, რომლის
შესაბამისადაც იცვლება „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის
შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებული ტერმინები.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ
უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის
პასპორტის
გაცემის
წესის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
შესაბამისობაში
მოყვანა
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტით დადგენილ მოთხოვნებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ
უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის
პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 41 პუნქტში
გამოყენებული ტერმინები „ციფრული ხელმოწერა“ და „დახურული გასაღები“ ჩანაცვლდება
ტერმინებით - „კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა“ და „ხელმოწერის შექმნის
მონაცემები“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღებით
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები
არ
წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
საკანონმდებლო პაკეტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ „სამეზობლო პოლიტიკის“ (ENPI)
ფარგლებში დაფინანსებული „დაძმობილების“ (Twinning) პროექტის მხარდაჭერით. პროექტის
ფარგლებში ჩატარდა სამი სამუშაო შეხვედრა ავსტრიელი და ესტონელი ექსპერტების
მონაწილეობით, სადაც საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა განიხილეს და
ჩამოაყალიბეს ელექტრონული მმართველობის საკანონმდებლო ჩარჩოს რეფორმის ძირითადი
პრინციპები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. საკანონმდებლო პაკეტი ამ
პრინციპების განხორციელებას ისახავს მიზნად.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის
(ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
(რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი)
ამოღება
მუხლი 14
1. საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება
და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრთვე აფხაზურ
ენაზე.
2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით,
18 წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით, ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ
გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა
პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით
დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით.
3. პირადობის მოწმობის რეკვიზიტებია:
ა) სახელი;
ბ) გვარი;
გ) დაბადების თარიღი;
დ) დაბადების ადგილი;
ე) პირადი ნომერი;
ვ) ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის
გერბიანი ბეჭედი;
ზ) პირადი ხელმოწერა;
თ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;
ი) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
კ) რელიეფური ბეჭედი;
ლ) მოწმობის გაცემის თარიღი;
მ) მოწმობის მოქმედების ვადა;
ნ) მისამართი;
ო) რეგისტრაციის თარიღი.
31. ამოღებულია - 29.05.2014, №2480).
4. საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება შეიცავდეს
ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელზედაც ელექტრონული ფორმით დაიტანება
(ჩაიწერება) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები (პირადობის (ბინადრობის)
ელექტრონული მოწმობა).
41. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ციფრული
ხელმოწერის
სერტიფიკატს,
მის
შესაბამის
დახურულ
გასაღებს
და
ამ
გასაღების
არასანქციონირებული გამოყენებისაგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს. იგი ასევე შეიძლება
შეიცავდეს
სერტიფიკატებს
ან/და
გასაღებებს,
რომლებიც
განკუთვნილია
პირადობის
(ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის ან/და მასზე დატანილი (ჩაწერილი) მონაცემების
ერთიანობის, ავთენტიკურობისა და კონფიდენციალურობის დაცვისათვის.
5. ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს უნდა ჰქონდეს საკმარისი ტევადობა და
თვისებები,
რათა
გარანტირებული
იყოს
მონაცემთა
ერთიანობა,
ავთენტიკურობა
და
კონფიდენციალურობა.
6. ტექნიკური მახასიათებლები და სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს
პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, აგრეთვე ამ მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით
გათვალისწინებული მონაცემების პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანის
(ჩაწერის) წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
61. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა 2-გვერდიანია. იგი იბეჭდება და
ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
7. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ
მონაცემებს:
ა) სახელს;
ბ) გვარს;
გ) დაბადების თარიღს;
დ) დაბადების ადგილს;
დ1) მოქალაქეობას;
დ2) სქესს;
ე) პირად ნომერს;
ვ) ფოტოსურათს;
ზ) პირად ხელმოწერას;
თ) (ამოღებულია – 24.06.2011, №4937);
ი) (ამოღებულია – 24.06.2011, №4937);
კ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას;
ლ) მოწმობის გაცემის თარიღს;
მ) მოწმობის მოქმედების ვადას;
ნ) ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, მის შესაბამის დახურულ გასაღებს და ამ გასაღების
არასანქციონირებული გამოყენებისაგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს;
ო) (ამოღებულია – 24.06.2011, №4937).
8. ამოღებულია - 29.05.2014, №2480).
9. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე და შესაბამის ინფორმაციის
ელექტრონულ მატარებელზე პირის შესახებ ამ მუხლით გაუთვალისწინებელი ინფორმაციის
დატანა (ჩაწერა) შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის თანხმობით, საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანებით დადგენილი დამატებითი მონაცემების ფარგლებში.
10. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ
პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება,
თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული
მოწმობის გაცემა.
101. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო
დაწესებულებაში
შესაძლებელია
მიღებულ
იქნეს
განცხადება
მხოლოდ
პირადობის
ელექტრონული მოწმობის გაცემის თაობაზე. ასეთი განცხადების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ
დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში, რომელიც სააგენტოს
ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან არის დაკავშირებული.
11. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა გაიცემა 1 წლის ვადით. დროებითი
საიდენტიფიკაციო
ბრძანებით.
მოწმობის
ფორმა
მტკიცდება
საქართველოს
იუსტიციის
მინისტრის