„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.12.2016
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/24/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-19
ბიუროს ნომერი 13

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) 51 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სამინისტროს ან ქონების სააგენტოს დოკუმენტი ელექტრონული ფორმით შეიძლება გაიცეს ოფიციალური ვებგვერდის შესაბამისი ბმულების მეშვეობით. სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად ჩაითვლება მისი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.economy.gov.ge) გამოქვეყნება, ხოლო ქონების სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად – მისი ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nasp.gov.ge) გამოქვეყნება. გამოქვეყნებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტთან დაკავშირებული ვადები აითვლება დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის მომენტიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების პროექტის შემუშავებით. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს ელექტრონული ხელმოწერის, ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს, ჩაანაცვლებს ამჟამად მოქმედ „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონს. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებამ განაპირობა მოქმედი კანონის გარდამავალი დებულების გათვალისწინებით (მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი) შემუშავებული საკანონმდებლო ნორმების გადახედვის საჭიროება, რომლებიც კონკრეტულ ადმინისტრაციულ ორგანოების მიერ გაცემული ელექტრონული დოკუმენტის ასლსა და მის ამონაბეჭდს ანიჭებდა იურიდიულ ძალას. სწორად ამ მიდგომამ განაპირობა, რომ სხვადასხვა სამართლებრივი აქტით, „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ კანონის პარალელურად, განისაზღვრა ელექტრონულ სივრცეში ადმინისტრაციული ორგანოების სამოქმედო არეალი. ვინაიდან „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ შემოთავაზებული კანონპროექტი ყველა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის დაწესებულებისათვის თანაბარ საწყისებზე ადგენს ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის იურიდიული ძალის საკითხსა და მისი დამოწმების წესს, მიზანშეწონილია, ზემოაღნიშნული საკითხების მხოლოდ ერთი სპეციალური კანონით (ამ შემთხვევაში - „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი) მოწესრიგება და სხვა დარგობრივ საკანონმდებლო აქტებში დუბლირებული დებულებების ამოღება. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული დებულებები ელექტრონული დოკუმენტისა და მისი ამონაბეჭდის იურიდიული ძალის შესახებ უკვე დარეგულირებულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით. კერძოდ, კანონპროექტის მე-4 მუხლის თანახმად: ა) ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მოითხოვება დოკუმენტის წერილობითი ფორმა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; ბ) ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი წარმოადგენს ელექტრონული დოკუმენტის ასლს და აქვს მისი თანაბარი იურიდიული ძალა, თუ ის დამოწმებული ან/და დადასტურებულია ხელმოწერაზე პასუხისმგებელი პირის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. გარდა ზემოაღნიშნულისა, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ კანონპროექტის შესაბამისად, 2017 წლის 1 ივლისამდე ინფორმაციული სისტემიდან გამოთხოვილ ელექტრონულ დოკუმენტს აქვს იურიდიული ძალა, თუ სისტემა უზრუნველყოფს ელექტრონული დოკუმენტის დადასტურებას ავტომატურ რეჟიმში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ კი, იმოქმედებს კანონპორექტით გათვალისწინებული ზოგადი წესი ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი წარმოადგენს ელექტრონული დოკუმენტის ასლს და აქვს მისი თანაბარი იურიდიული ძალა, თუ ის დამოწმებული ან/და დადასტურებულია ხელმოწერაზე პასუხისმგებელი პირის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ერთგვაროვანი სამართლებრივი პრაქტიკის დანერგვის უზრუნველსაყოფად, წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონიდან იმ დებულებების ამოღებას, რომლებიც ეხება მართვის ავტომატური საშუალებით გაცემული დოკუმენტის და მისი ამონაბეჭდის იურიდიული ძალის საკითხს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოიქმნება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საკანონმდებლო პაკეტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ „სამეზობლო პოლიტიკის“ (ENPI) ფარგლებში დაფინანსებული „დაძმობილების“ (Twinning) პროექტის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამი სამუშაო შეხვედრა ავსტრიელი და ესტონელი ექსპერტების მონაწილეობით, სადაც საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა განიხილეს და ჩამოაყალიბეს ელექტრონული მმართველობის საკანონმდებლო ჩარჩოს რეფორმის ძირითადი პრინციპები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. საკანონმდებლო პაკეტი ამ პრინციპების განხორციელებას ისახავს მიზნად. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 51. მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები 1. სამინისტრო, ქონების სააგენტო და სააგენტო საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით იყენებენ პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ერთიან ავტომატურ საშუალებებს. 2. სამინისტროს, ქონების სააგენტოს და სააგენტოს უფლება აქვთ, ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი, აგრეთვე ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიიღონ, გამოსცენ ან გასცენ მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების მეშვეობით. ამ პუნქტით დადგენილი წესით გამოცემული/გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება არ შეიცავდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს. 3. სამინისტრო, ქონების სააგენტო და სააგენტო უფლებამოსილი არიან, ელექტრონული ასლის სახით შეინახონ და გასცენ მათ მიერ შექმნილი ან მათთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ელექტრონულ ასლსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ დოკუმენტს. 5. სამინისტროს, ქონების სააგენტოს და სააგენტოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით. 6. სამინისტრო და ქონების სააგენტო მათთან დაცული დოკუმენტის ქაღალდის ფორმით გაცემული ასლის დამოწმებისას ადასტურებენ ასლის დედანთან იგივეობას. 7. სამინისტროს ან ქონების სააგენტოს დოკუმენტი ელექტრონული ფორმით შეიძლება გაიცეს ოფიციალური ვებგვერდის შესაბამისი ბმულების მეშვეობით. სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად ჩაითვლება მისი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.economy.gov.ge) გამოქვეყნება, ხოლო ქონების სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად – მისი ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nasp.gov.ge) გამოქვეყნება. გამოქვეყნებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტთან დაკავშირებული ვადები აითვლება დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის მომენტიდან. ელექტრონული ფორმით გამოცემული დოკუმენტის და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამონაბეჭდის მიმართ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმებისათვის დადგენილი წესები არ გამოიყენება. ამ ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც თავად ელექტრონული ფორმით გამოცემულ დოკუმენტს.