„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“
- „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-19
ბიუროს ნომერი 13
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს
შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21,
03.08.2009, მუხ. 121) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ)
განახორციელოს
კვალიფიციური
სანდო
მომსახურების
მიმწოდებლის
ავტორიზაცია და ზედამხედველობა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული
სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „ელექტრონული დოკუმენტისა და
ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით, რომლის
შესაბამისადაც
ადმინისტრაციული
განხორციელებისას
ელექტრონული
ორგანოს
მიერ
დოკუმენტის
საჯარო
უფლებამოსილებების
გამოყენებისას,
ელექტრონული
საქმისწარმოების პროცესში დგინდება განსხვავებული რეგულაცია. აღნიშნული კანონი
ჩაანაცვლებს „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“
საქართველოს კანონს. კერძოდ, „ელექტრონული დოკუმენტისა“ და „ელექტრონული
ხელმოწერის“
განმარტებები
მოწესრიგებულია
„ელექტრონული
დოკუმენტისა
და
ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით და
ვინაიდან „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს
შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონი შემდგომში აღარ იყენებს ამ ტერმინებს და არც
სხვაგვარ ინტერპრეტაციას აძლევს მათ, აღარ არსებობს ტერმინთა განმარტებაში მათი
არსებობის აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა
გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით კანონის შესაბამის ნორმებში ზუსტდება კანონის სახელწოდება,
ხოლო სსიპ - „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ეძლევა სანდო მომსახურების მიმწოდებლის
ავტორიზაციისა და ზედამხედველობის უფლებამოსილება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან
სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო არსებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში
მოახდენს ზემოაღნიშნული ფუნქციის განხორციელებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
საკანონმდებლო პაკეტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ „სამეზობლო პოლიტიკის“ (ENPI)
ფარგლებში დაფინანსებული „დაძმობილების“ (Twinning) პროექტის მხარდაჭერით. პროექტის
ფარგლებში ჩატარდა სამი სამუშაო შეხვედრა ავსტრიელი და ესტონელი ექსპერტების
მონაწილეობით, სადაც საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა განიხილეს
და ჩამოაყალიბეს ელექტრონული მმართველობის საკანონმდებლო ჩარჩოს რეფორმის
ძირითადი პრინციპები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.
საკანონმდებლო პაკეტი ამ პრინციპების განხორციელებას ისახავს მიზნად.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
(რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი
(მათი) ამოღება
მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ინფორმაციული ტექნოლოგიები (სისტემები) – ინფორმაციული ტექნოლოგიების
(სისტემების) მართვა, უზრუნველყოფა ან შემუშავება, რაც ხორციელდება კომპიუტერული,
პროგრამული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ერთობლივად გამოყენებით;
ბ)
ელექტრონული
(ციფრული)
მმართველობა
–
საჯარო
მმართველობის
განხორციელება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
გ)
ინფორმაციული
უსაფრთხოება
–
ინფორმაციისა
და
ინფორმაციული
ტექნოლოგიების (სისტემების) არასანქცირებული გამოყენებისა და წვდომისაგან, აგრეთვე
განადგურებისა და ცვლილებისაგან დაცვა;
დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) უსაფრთხოება – კომპიუტერული,
პროგრამული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მდგრადობისა და მათი გამართული
ფუნქციონირების უზრუნველყოფა. უსაფრთხოება არ ვრცელდება იმ ინფორმაციაზე, რომლის
ოპერირებას ან გენერირებას ახდენს ეს ტექნოლოგიები;
ე) მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემა – სპეციალური ინფრასტრუქტურა, რომელიც
უზრუნველყოფს
დაცულ
პლატფორმაში
(ტექნოლოგიაში)
ინფორმაციულ ტექნოლოგიებს (სისტემებს)
შორის
მონაცემთა
დამოუკიდებელი
ბაზებსა
და
სტანდარტული
ინტერფეისის არსებობას. მისი ძირითადი ფუნქციაა მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული
ტექნოლოგიების (სისტემების) დაკავშირება საჯარო სექტორში, აგრეთვე ამ ინფორმაციულ
რესურსებთან სანქცირებული გარე (სამოქალაქო სექტორის) წვდომის უზრუნველყოფა;
ვ) ელექტრონული დოკუმენტი – „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული
დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული დოკუმენტი;
ზ) ელექტრონული ხელმოწერა – „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული
დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული ხელმოწერა;
თ)
ერთიანი
სამთავრობო
ქსელი
–
საქართველოს
მთავრობის
შესაბამისი
დადგენილებით განსაზღვრული ერთიანი სამთავრობო ქსელი;
ი) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) აუდიტი – ინფორმაციული
ტექნოლოგიების (სისტემების) ინფრასტრუქტურაში დანერგილი სისტემის უსაფრთხოებისა
და ეფექტიანობის შემოწმება.
მუხლი 6. სააგენტოს უფლებამოსილებები
სააგენტო უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს ინფორმაციული ტექნოლოგიები (სისტემები) და ელექტრონული
მმართველობის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა;
ბ) უზრუნველყოს ინფორმაციული უსაფრთხოება, მათ შორის, განახორციელოს
საგანმანათლებლო საქმიანობა როგორც საჯარო, ისე სამოქალაქო სექტორში;
გ) განახორციელოს ერთიანი სამთავრობო ქსელის ფუნქციონირების მონიტორინგი;
დ) შექმნას მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემა და უზრუნველყოს ინფორმაციული
რესურსების ხელმისაწვდომობა;
ე) ხელი შეუწყოს ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) განვითარებას;
ვ)
შეიმუშაოს
ინფორმაციული
ტექნოლოგიების
(სისტემების)
სფეროს
განვითარებისათვის აუცილებელი სტანდარტები;
ზ) განახორციელოს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის (მოწმობის) გამცემის
უსაფრთხოების საკითხების მონიტორინგი;
თ) ხელი შეუწყოს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას;
ი) ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების იდენტიფიკაციის მიზნით ჩაატაროს
ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) აუდიტი;
კ) დაამყაროს ურთიერთობა ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) სფეროში
მოქმედ ადგილობრივ, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებთან, სახელმწიფო
დაწესებულებებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან;
ლ) მონაწილეობა მიიღოს ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) სფეროში
ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო პროგრამებში;
მ)
შეიმუშაოს
ინფორმაციული
ტექნოლოგიების
(სისტემების)
სფეროს
მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტები;
ნ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) განვითარების ხელშეწყობის
მიზნით განახორციელოს საქართველოს
უფლებამოსილებები.
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა