„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“
- „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-19
ბიუროს ნომერი 13
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
პროდუქტის
უსაფრთხოებისა
და
თავისუფალი
მიმოქცევის
კოდექსის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი:
240110000.05.001.016708) 96-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.
აკრედიტაციის
ცენტრი
ახორციელებს
სხვადასხვა
ტიპის
ლაბორატორიების,
სერტიფიკაციის ორგანოების (გარდა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური სანდო
მომსახურების მიმწოდებლისა), ინსპექტირების ორგანოების (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო
საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრების, დაკანონებული გაზომვის
საშუალებების დამამოწმებელი პირის) აკრედიტაციას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლების
გარეთ, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მომზადება
განპირობებულია
„ელექტრონული
დოკუმენტისა
და
ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებითა
და მასთან პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისობის
მოყვანის საჭიროებით. კერძოდ, აკრედიტაციის ცენტრის უფლებამოსილების სფეროდან ხდება
ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემი პირების აკრედიტაციის ფუნქციის ამოღება,
ვინაიდან „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი უკვე ითვალისწინებს სააგენტოს
უფლებამოსილებას, განახორციელოს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის (მოწმობის)
გამცემის უსაფრთხოების მონიტორინგი და კანონპროექტის მიხედვითაც, ხდება
სააგენტოს
ხსენებული უფლებამოსილების გაფართოება, უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, სანდო
მომსახურების
მიმწოდებლის
საქმიანობის
სხვა
ასპექტებზეც
(ზედამხედველობა
და
ავტორიზაცია).
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსის შესაბამისობაში მოყვანა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა ტიპის
ლაბორატორიების, სერტიფიკაციის ორგანოების (გარდა „ელექტრონული დოკუმენტისა და
ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისა), ინსპექტირების ორგანოების (მათ შორის,
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების
გზისთვის
ვარგისობაზე
ტესტირების
ცენტრების,
დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი პირის) აკრედიტაციას როგორც
საქართველოში, ისე მისი ფარგლების გარეთ, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში.
აკრედიტაციის
ცენტრის
უფლებამოსილებიდან
ხდება
ციფრული
ხელმოწერის
სერტიფიკატის გამცემი პირების აკრედიტაციის ფუნქციის ამოღება და კვალიფიციური სანდო
მოსმახურების გამცემის ზედამხედველობისა და ავტორიზაციის ფუნქციის გადაცემა სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოსათვის. აღნიშნული ცვლილების აუცილებობა განპირობებულია
რამოდენიმე ფაქტორით: კერძოდ, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის
სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი უკვე
ითვალისწინებს
სააგენტოს
უფლებამოსილებას,
განახორციელოს
ციფრული
ხელმოწერის
სერტიფიკატის (მოწმობის) გამცემის უსაფრთხოების მონიტორინგი, რაც თავისთავად გულისხმობს
ამ პირებზე სახელმწიფოს მხრიდან კონტროლისა და ზედამხედველობის არსებობას. შესაბამისად,
,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ კანონპროექტის
მიხედვით, სააგენტოს, უსაფრთხოების საკითხების მონიტორინგთან დაკავშირებულ არსებულ
ფუნქციასთან
ერთად,
ემატება
სანდო
მომსახურების
მიმწოდებლების
ავტორიზაციის
კომპეტენციაც, რაც საშუალებას მოგვცემს ერთი უწყების მიერ გაცილებით ეფექტიანად და ნაკლები
რესურსის დახარჯვით მოხდეს სახელმწიფოს მიერ ამ სფეროს ზედამხედველობა. აღნიშნულ
მიდგომას იზიარებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების (მაგალითად, ესტონეთი) პრაქტიკაც.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღებით
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები
არ
წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
საკანონმდებლო პაკეტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ „სამეზობლო პოლიტიკის“ (ENPI)
ფარგლებში დაფინანსებული „დაძმობილების“ (Twinning) პროექტის მხარდაჭერით. პროექტის
ფარგლებში
ჩატარდა
სამი
სამუშაო
შეხვედრა
ავსტრიელი
და
ესტონელი
ექსპერტების
მონაწილეობით, სადაც საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა განიხილეს და
ჩამოაყალიბეს ელექტრონული მმართველობის საკანონმდებლო ჩარჩოს რეფორმის ძირითადი
პრინციპები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. საკანონმდებლო პაკეტი ამ
პრინციპების განხორციელებას ისახავს მიზნად.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 96. აკრედიტაციის ეროვნული სისტემა
1. აკრედიტაცია არის ოფიციალური საექსპერტო შეფასება, რომლის საფუძველზედაც ს
აჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო −
აკრედიტაციის ცენტრი (შემდგომ − აკრედიტაციის ცენტრი) აკრედიტაციის მოწმობის გაცემით
ოფიციალურად აღიარებს შესაბამისობის შემფასებელი პირის კომპეტენტურობას შესაბამისობის
შეფასების
სფეროში
განსაზღვრული
(სპეციფიკური)
საქმიანობის
განხორციელებისათვის.
აკრედიტაციის ცენტრი არ არის შესაბამისობის შემფასებელი ორგანო.
2. აკრედიტაცია ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით პირდაპირ
არის განსაზღვრული აკრედიტაციის სავალდებულოობა.
3. აკრედიტაციის ეროვნული სისტემა ემყარება ერთიან წესებსა და პრინციპებს.
4.
აკრედიტაციის
ცენტრი
ახორციელებს
სერტიფიკაციის ორგანოების (მათ შორის,
სხვადასხვა
ტიპის
ლაბორატორიების,
ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემი
პირების), ინსპექტირების ორგანოების (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის
ვარგისობაზე ტესტირების ცენტრების, დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი
პირის) აკრედიტაციას როგორც საქართველოში, ისე მისი ფარგლების გარეთ, დაინტერესებული
მხარის მოთხოვნის შემთხვევაში.