„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.02.2017
ავტორი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/41/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-06
ბიუროს ნომერი 26

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილება, სტრუქტურა და მართვის წესი, აგრეთვე ამ კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საკითხები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 4. პენიტენციურ დაწესებულებას ხელმძღვანელობს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. პენიტენციური დაწესებულების დირექტორს დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“. 2. მე-10 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია: ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბ) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ე) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ვ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება; ზ) ქალთა სპეციალური დაწესებულება.“. 3. 101 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 101. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება 1. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. 2. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებულნი არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად. 3. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად, დადგენილი წესით, გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე. 4. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირობებითა და ვადით, უფლება აქვს დატოვოს დაწესებულების ტერიტორია.“. 4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 მუხლი: „მუხლი 102. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება 1. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. 2. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებულნი არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად. 3. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად, დადგენილი წესით, გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე.“. 5. მე-14 მუხლის: ა) პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება.“. ბ) მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.“. 6. მე-15 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ერთ მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 4 კვ. მეტრზე ნაკლები.“. 7. მე-16 მუხლის: ა) პირველი - მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის მიმოწერა აკრძალულია. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით ეგზავნება. 3. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, ბრალდებული/მსჯავრდებული, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს საწერი საშუალებითა და ქაღალდით. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია, გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს.“; ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პენიტენციურ დაწესებულებას ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი და სამინისტროს ადგილობრივი საბჭო.“. 8. მე-17 მუხლის მე-5 - მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ინფორმაცია წარედგინება წერილობით. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირი პენიტენციური დაწესებულების დირექტორს წარუდგენს ახლო ნათესაობის დამადასტურებელ დოკუმენტს. 6. პენიტენციური დაწესებულება ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზეც განმცხადებელი იმავე დღეს უნდა იქნეს ინფორმირებული. 7. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 9. 171 მუხლის: ა) პირველი - მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული და ამ კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულებისა, უფლება აქვს, ისარგებლოს ვიდეოპაემნით (პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით) ნებისმიერ პირთან. 2. ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება მსჯავრდებულს ეზღუდება დისციპლინური სახდელის მოქმედების, დისციპლინური პატიმრობის ან პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებისა და კრიზისული ვითარების პერიოდში. 3. მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის ორგანიზებას, მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება, ხოლო პენიტენციური დაწესებულების გარეთ – სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო).“; ბ) მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პენიტენციური დაწესებულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ახორციელებენ მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის ვიზუალურ ან/და ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობას, რის შესახებაც მსჯავრდებულის და მასთან ვიდეოპაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა. 7. პენიტენციურ დაწესებულებებს, სადაც შესაძლებელია მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის განხორციელება, ასევე მსჯავრდებულის მიერ ვიდეოპაემნის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“. 10. 172 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ხანგრძლივი პაემანი არის მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებთან ერთად ცხოვრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, მსჯავრდებულის ან ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირის ხარჯით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების წარმომადგენლის დაუსწრებლად. ხანგრძლივი პაემნის საფასური ძირითადად ხმარდება მისი მიზნების განხორციელებასა და ფუნქციების შესრულებას.“; ბ) მე-3 -მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის თაობაზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული არანაკლებ ორი კვირით ადრე. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ორი კვირისა უზრუნველყოფს ხანგრძლივი პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზეც განმცხადებელი ათი დღის ვადაში უნდა იქნეს ინფორმირებული. 5. ხანგრძლივი პაემანი გრძელდება არაუმეტეს 23 საათისა. მსჯავრდებულს, წერილობითი თხოვნის საფუძველზე, კუთვნილი ხანგრძლივი პაემანი, დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, წელიწადში ერთხელ, შეიძლება გაუგრძელდეს არაუმეტეს 47 საათამდე.“; გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევა: ა) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს; ბ) საკარანტინო რეჟიმში მყოფ მსჯავრდებულს; გ) დისციპლინურსახდელდადებულ მსჯავრდებულს; დ) მსჯავრდებულს, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა.“. 11. 173 მუხლის: ა) მე-2 - მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქალ მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის წარდგინებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან საოჯახო პაემნის უფლება. 21. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, წახალისების ფორმით, ქალ მსჯავრდებულს დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ პირთან საოჯახო პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 ნაწილით. 3. საოჯახო პაემნის მოთხოვნის თაობაზე მსჯავრდებული წერილობით მიმართავს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს, საოჯახო პაემნის განხორციელებამდე ათი დღით ადრე. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“; გ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 ნაწილები: „31. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული მიმართვის მიღებიდან ხუთი დღის ვადაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი შუამდგომლობით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს საოჯახო პაემნის გამართვის თაობაზე ან წერილობით აცნობებს მსჯავრდებულს მოტივირებულ უარს საოჯახო პაემნის განხორციელების შესახებ. 32. ამ მუხლის 31 ნაწილით განსაზღვრული შუამდგომლობის მიღებიდან სამი დღის ვადაში დეპარტამენტის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას საოჯახო პაემნის წარდგინებაზე თანხმობის ან თანხმობაზე უარის თქმის შესახებ.“; დ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება საოჯახო პაემნის მოთხოვნაზე დეპარტამენტის დირექტორის თანხმობის მიღებიდან არა უგვიანეს ორი დღისა უზრუნველყოფს საოჯახო პაემნის ორგანიზებას, რის თაობაზეც აცნობებს განმცხადებელს.“; ე) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საოჯახო პაემნის უფლების მიცემაზე დეპარტამენტის დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი მსჯავრდებულს უნდა ეცნობოს წერილობით.“. 12. მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სატელეფონო საუბარი ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯითა და პენიტენციური დაწესებულების კონტროლით. 3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მიიღოს ან გაუგზავნოს ამანათი და ფულადი გზავნილი უნაღდო ანგარიშსწორებით ახლო ნათესავს, ხოლო პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვით – სხვა პირს. მიღებული ფულადი გზავნილი ბრალდებულს/მსჯავრდებულს ნაღდი ფულის სახით არ გადაეცემა და უბრუნდება გამომგზავნს.“. 13. მე-20 მუხლის: ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობის უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორც წესი, ხდება რადიო და ტელეტრანსლაცია. პენიტენციურ დაწესებულებაში, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისა, აგრეთვე, შესაძლებელია ელექტრონული სარეაბილიტაციო საგანმანათლებლო პროგრამით სარგებლობა. 2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, გარდა იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულსა, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან/და მოთავსებულია სამარტოო საკანში, შეიძლება მიეცეს სამუშაოსაგან თავისუფალ დროს, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით რადიოტრანსლაციის მოსმენისა და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება.“; ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ნაწილები: „21. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს, რომლებიც განთავსებული არიან პატიმრობის დაწესებულებაში, დახურული ტიპის ან განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დაწესებულების დირექტორის თანხმობით, შეიძლება მიეცეს პირადი რადიომიმღების და ტელევიზორის შეძენის უფლება, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ამ დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე. მან აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს თავისი ხარჯით, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. 22. მსჯავრდებულს ან მსჯავრდებულთა ჯგუფს, რომლებიც განთავსებული არიან გათავისუფლებისათვის მომზადების, დაბალი რისკისა ან ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უფლება აქვთ დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინონ პირადი რადიომიმღები ან/და ტელევიზორი, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ამ დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა მსჯავრდებულთა სიმშვიდე.“. 14. 21-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შხაპის კვირაში ორჯერ მიღების შესაძლებლობით, ასევე საპარიკმახერო მომსახურებით არანაკლებ თვეში ერთხელ. პენიტენციურ დაწესებულებას უფლება აქვს მოსთხოვოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენის დაცვის აუცილებლობა.“. 15. 22-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან ჰიგიენის უზრუნველსაყოფად აუცილებელი სხვა პირადი ნივთი, პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით/ფეხსაცმლითა და ჰიგიენის უზრუნველსაყოფად აუცილებელი სხვა პირადი ნივთით, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.“; ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული, რომელიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი. პენიტენციურმა დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს თეთრეულის სისუფთავე. 4. პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისცეს სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის სპეციალური ტანსაცმლის/ფეხსაცმლის ტარება სავალდებულოა.“. 16. 23-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს ყოველდღიურად უზუნველყოფს სამჯერადი კვებით.“. 17. 26-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეპარტამენტის დირექტორმა მსჯავრდებულს შეიძლება მისცეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება: ა) თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა მსჯავრდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე; ბ) სოციალური აქტივობის განსახორციელებლად; გ) სხვა განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით. 11. საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მსჯავრდებულის მონაწილეობის აუცილებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, დეპარტამენტი უზრუნველყოფს საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებაში მსჯავრდებულის მონაწილეობას.“. 18. 27-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დაბალი რისკის ან ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და რომლის მიმართაც არ მოქმედებს დისციპლინური სახდელი ან არ აქვს შეფარდებული დისციპლინური პატიმრობა, უფლება აქვს, წელიწადში ორჯერ ისარგებლოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. ორსულ ქალს და 3 წლამდე ბავშვის დედას უფლება აქვს, წელიწადში სამჯერ ისარგებლოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც.“; ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. მსჯავრდებულს, რომელიც სარგებლობს ამ კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებით და რომლის მიმართაც არ მოქმედებს დისციპლინური სახდელი ან არ აქვს შეფარდებული დისციპლინური პატიმრობა, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დამატებით წელიწადში ორჯერ, მიეცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება, უმაღლესი განათლების უფლებით სარგებლობის ხელშეწყობის მიზნით. ამ ნაწილით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობისას არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები.“; გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვადების მიუხედავად, შესაძლებელია მსჯავრდებულს მიეცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება.“. 19. 28-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დეპარტამენტის დირექტორის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გირაო 3 დღის ვადაში შეიტანება სამინისტროს ანგარიშზე.“. 20. 30-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია, დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესებსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და სამინისტროს მოსამსახურეთა კანონიერი მოთხოვნები. ბ) მე-2 ნაწილის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დაიცვას პენიტენციური დაწესებულების დებულება და შეასრულოს სამინისტროს მოსამსახურეთა კანონიერი მოთხოვნები;“; ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სურვილის შემთხვევაში, იმუშაოს მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ გამოყოფილ სამუშაო ადგილზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.“. 21. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 34. შეტყობინება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ 1. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ბრალდებულის პატიმრობის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოსა და, თუ ბრალდებული წინააღმდეგი არ არის, მის ახლო ნათესავს ან ბრალდებულის თხოვნით – სხვა პირს ან ბრალდებულის ადვოკატს. 2. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს განაჩენის გამომტან სასამართლოსა და, თუ მსჯავრდებული წინააღმდეგი არ არის, მის ახლო ნათესავს ან მსჯავრდებულის თხოვნით – სხვა პირს ან მსჯავრდებულის ადვოკატს.“. 22. 36-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე დგება მისი პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებიდან მის გათავისუფლებამდე. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლების შემდეგ მისი პირადი საქმე ინახება სამინისტროს არქივში. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის წარმოების წესს, ამ საქმისთვის დასართავი დოკუმენტების ჩამონათვალსა და არქივში საქმის შენახვის ვადას განსაზღვრავს მინისტრი.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის შევსების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.“. 23. 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომელიც მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველია, ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.“. 24. 38-ე მუხლის: ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომელიც ინახებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში. 3. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს არ აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან იგი არ შეეფერება სეზონს, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, გადასცეს მას სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი უსასყიდლოდ.“. 25. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 39. ავადმყოფობის გამო გათავისუფლება 1. ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისგან გასათავისუფლებლად მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან პენიტენციური დაწესებულების დირექტორი, კანონით დადგენილი წესით, საექიმო დასკვნის საფუძველზე, გათავისუფლების შესახებ მიმართავს სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას ან სასამართლოს. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. 3. სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, ექიმთა კონსილიუმის შეფასების საფუძველზე. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საკითხის განხილვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, კრიმინალური წარსული, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. 5. სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის წესი, უფლებამოსილება და საქმიანობის პირობები, ასევე ექიმთა კონსილიუმის შექმნის წესი და უფლებამოსილება, განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“. 26. მე-40 მუხლის: ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე. ბ) მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს.“. 27. 42-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 42. საბჭოს გადაწყვეტილება სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ მსჯავრდებულმა, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა, ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს.“; გ) მე-5 - მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ატარებს ზეპირ მოსმენას. ზეპირი მოსმენით საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. 6. საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს, ადმინისტრაციული წესით, სასამართლოში. 7. თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შესაძლებელია მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა შესაძლებელია ყოველ 6 თვეში. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს, საბჭო პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე.“; ე) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი: „8. საბჭო უფლებამოსილია, მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, რეკომენდაციით მიმართოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულისათვის დამატებითი პირობების განსაზღვრის თაობაზე.“. 28. 43-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა, უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით, საბჭოს წარუდგინოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა.“; ბ) მე-4 - მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. 5. საბჭო, მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ, გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენით. გადაწყვეტილებაში აღინიშნება მსჯავრდებულის მონაცემები და საქმის ძირითადი გარემოებები. 6. საბჭო, მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ, გადაწყვეტილებას იღებს მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში. 7. საბჭოს, მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ადმინისტრაციული წესით, სასამართლოში.“. 29. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 45. პენიტენციური დაწესებულების მოვალეობები მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისას 1. თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 თვისა პენიტენციური დაწესებულება, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აცნობებს მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, მისი საცხოვრებელი ადგილის, შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ. 2. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.“. 30. 451 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 451. პენიტენციური დაწესებულების მოვალეობა ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისას პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, ამ კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით, პენიტენციური დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ, აგრეთვე ამ კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით საუბნო პოლიციას.“. 31. 46-ე მუხლის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შემდეგ შემთხვევებში: ა) მსჯავრდებულის საშიშროების რისკის (შემდგომ - რისკი) გათვალისწინებით ან გათავისუფლებისთვის მომზადების მიზნით; ბ) დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევისას; გ) მსჯავრდებულისა და სხვა პირთა უსაფრთხოების, ან დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით; დ) მსჯავრდებულის ავადმყოფობისას; ე) პენიტენციური დაწესებულების რეორგანიზაციისას; ვ) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციისას; ზ) პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობისას; თ) ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას; ი) მსჯავრდებულის თანხმობისას; კ) სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას.“; ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 ნაწილები: „41. მსჯავრდებულის რისკის შეფასებასა და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკის შეფასების გუნდი (შემდგომ - გუნდი). მსჯავრდებულის რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის სხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე, გუნდის საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. გუნდის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას 42. ახორციელებს დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელსაც უფლება აქვს, რისკის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის, მონაცემები.“; გ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მასზე ვრცელდება წესები, რომლებიც დადგენილია ამ რისკის მსჯავრდებულისათვის და რომელთა დაცვაც შესაძლებელია სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ - „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანილი მსჯავრდებული, შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრისთანავე, შესაძლებელია დაბრუნდეს იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლიდანაც გადაიყვანეს.“. 32. 47-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პენიტენციური დეპარტამენტი უზრუნველყოფს მსჯავრდებულს სასჯელის მოსახდელად გადაგზავნას დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან არაუგვიანეს 20 დღისა.“; ბ) მე-2 ნაწილი შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ნაწილები: „21. ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად მიღებიდან 60 დღის ვადაში, შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია გუნდს მსჯავრდებულისთვის რისკის განსაზღვრის მიზნით, წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 22. მსჯავრდებული, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა ქცევა, დამოკიდებულება ან/და თუ მისი იმავე პენიტენციურ დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია, დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია დროებით, მაგრამ არაუმეტეს 20 სამუშაო დღისა, გადაიყვანოს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, რისკების გადაფასების მიზნით. ამ ვადაში გუნდი უზრუნველყოფს მსჯავრდებულის რისკების გადაფასებას საქართველოს კანონმდებლობით დადგნილი წესით. ამ შემთხვევაში, მსჯავრდებულზე ვრცელდება დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულისთვის დადგენილი უფლებები და მოვალეობები.“. 33. 49-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მიღებას უზრუნველყოფს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე/მოსამსახურეები დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით.“. 34. VIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი VIII. პენიტენციური დაწესებულება“ 35. 52-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი: „რ) პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განაწილების წესი.“; ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია შეამოწმოს იმ პირთა ნივთები, ტანსაცმელი და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შედიან პენიტენციურ დაწესებულებაში ან გადიან პენიტენციური დაწესებულებიდან. 4. ფული ან სხვა ფასეულობა, რომელიც ჩამოერთმევა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მის გათავისუფლებამდე, შესანახად გადაეცემა პენიტენციურ დაწესებულებას, პენიტენციურ დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით.“. 36. 54-ე მუხლის: ა) პირველი - მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირთა უსაფრთხოებისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, მის ან სხვა პირთა მიმართ ძალადობის, ქონების დაზიანების, აგრეთვე სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. ელექტრონული მეთვალყურეობა ხორციელდება აუდიო-ვიდეო საშუალებებით ან/და კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებებით. სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის, კონტროლის და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერა. 2. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია გააფრთხილოს ბრალდებული/მსჯავრდებული ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის ან/და აუდიო-ვიდეო ჩაწერის განხორციელების თაობაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება, თუ რა სახის ელექტრონული საშუალებითა და რა მიზნით ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ მეთვალყურეობა. ოქმს ხელს აწერენ პენიტენციური დაწესებულების არანაკლებ ორი წარმომადგენელი და ბრალდებული/მსჯავრდებული, რომლის მიმართაც ხორციელდება ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.“; ბ) მე-7 და მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელების შემთხვევაში, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. 8. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრისთანავე, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის შეწყვეტის შესახებ. დაუშვებელია ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით.“. 37. 551 მუხლის მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულზე, ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ვრცელდება ის უფლებები და პირობები, რომლებიც დადგენილია შესაბამისი მსჯავრდებულისთვის. პროკურორს/გამომძიებლს, მოტივირებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შეუძლია მსჯავრდებულს შეუზღუდოს პაემნების, სატელეფონო საუბრისა და მიმოწერის უფლება. 38. 572 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გაქცევად ჩაითვლება: ა) პენიტენციური დაწესებულების დამცავი ზღუდის გადაკვეთა; ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გაყვანა/გადაყვანისას, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით, დადგენილი დაცვის ხაზის გადაკვეთა.“. 39. 572 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 573 მუხლი: „მუხლი 573. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლი 1. გარე აკრძალული ზოლი არის პენიტენციური დაწესებულების გარე დამცავი ზღუდის გარე პერიმეტრი. 2. გარე აკრძალული ზოლის რადიუსი, კონკრეტული პენიტენციური დაწესებულების გარე ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ინდივიდუალურად განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. პენიტენციური დაწესებულებისათვის შესაძლებელია დადგინდეს გარე აკრძალული ზოლის რამდენიმე რადიუსი. 3. გარე აკრძალული ზოლის რადიუსი უნდა იყოს შემოღობილი ან/და გარე აკრძალული ზოლის საზღვართან უნდა განთავსდეს შესაბამისი ამკრძალავი ნიშნები. 4. გარე აკრძალულ ზოლში დაუშვებელია არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა და სატრანსპორტო საშუალების შეყვანა, გარდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევისა. აგრეთვე, აკრძალულია ნივთის/ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისთვის გადაცემა, გადაძახილი, პიროტექნიკის ნაწარმის, ფეიერვერკის, მომწამლავი, ადვილად აალებადი ან/და სხვა ნივთის/ნივთიერების შეტანა ან/და გამოყენება. ამასთან, გადაძახილი აკრძალულია გარე აკრძალული ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან, თუ ის მიმართულია პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისადმი. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის მიერ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან/და მისი იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, სამართალდარღვევის აღკვეთის ან სამართალდამრღვევის გამოვლენის მიზნით, მიმართოს პოლიციას. პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს დარღვევის ადგილზე და განახორციელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედებები. 7. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში და მის მიმდებარედ ოცი მეტრის რადიუსში. 8. გარე აკრძალული ზოლის მომიჯნავედ, 100 მეტრის რადიუსში, ნებისმიერი სახის მშენებლობა უნდა შეთანხმდეს სამინისტროსთან. ამასთან, სამინისტროს თანხმობით, გარე აკრძალული ზოლის ფარგლებში, შესაძლებელია განხორციელდეს პენიტენციური დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული აქტივობები.“. 40. მე-60 მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიო-ვიდეო ტექნიკისა და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. სპეციალურ ნებართვას გასცემს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან წინასწარ შეთანხმებით.“; ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. დაწესებულების გამართული ფუნქციონორების მიზნით ან/და სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, მინისტრი/დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია, გასცეს სპეციალური წერილობითი ნებართვა პენიტენციურ დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების შეტანის თაობაზე, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და სარგებლობა ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.“; გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები, აგრეთვე, არ ვრცელდება სამინისტროს მიერ განხორციელებულ გადაღებაზე. გადაღების თაობაზე ბრალდებული/მსჯავრდებული წინასწარ უნდა იქნეს გაფრთხილებული.“. 41. 602 მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 42. 603 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 603. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმები დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; გ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; დ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა; ე) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ვ) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ზ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა; თ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით.“. 43. 62-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს შეუზღუდავი ოდენობით სატელეფონო საუბარი - დღე-ღამეში არა უმეტეს 30 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არა უმეტეს 15 წუთისა;“; ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ამოღებულ იქნეს. 44. 63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 63. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმები სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; გ) დამატებითი ხანმოკლე პაემანი; დ) დაწესებულის გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლა; ე) დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; ვ) დამატებითი სატელეფონო საუბარი; ზ) დამატებითი ვიდეოპაემანი; თ) დამატებითი საოჯახო პაემანი (ქალი მსჯავრდებულისათვის); ი) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა; კ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით.“. 45. 65-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 46. 66-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 66. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმები სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; გ) დამატებითი სატელეფონო საუბარი; დ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობა; ე) დამატებითი ხანმოკლე პაემანი; ვ) დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; ზ) პერსონალური კომპიუტერით სარგებლობა; თ) დამატებითი ვიდეოპაემანი; ი) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა; კ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით.“. 47. 663 მუხლის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, სამინისტროს უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფს უფლება აქვს მოისმინოს და ჩაიწეროს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები, რის შესახებაც მსჯავრდებულს წინასწარ ეცნობება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; ბ) მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 48. 664 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 664. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმები განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; გ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა; დ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ე) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობა; ვ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა; ზ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით.“. 49. 665 მუხლი ამოღებულ იქნეს. 50. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XI1 თავი: „თავი XI1. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება მუხლი 714. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძველი 1. ეს თავი ადგენს გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების თავისებურებებს. 2. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთა აღსრულდება ამ კოდექსის შესაბამისად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის მოთავსების წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი. მუხლი 715. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების თავისებურებანი 1. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეიძლება მოთავსდეს დაბალი ან საშუალო რისკის მქონე მსჯავრდებული, გარდა არასრულწლოვანი მსჯავრდებულისა, რომლის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის დარჩენილი ვადა არ აღემატება 6 თვეს. 2. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული თავსდება დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით და მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება, რომ იგი თანახმაა, შეასრულოს გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის დადგენილი ვალდებულებები, ასევე ისწავლოს ან/და იმუშაოს, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში. 3. დეპარტამენტის დირექტორი, ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ თვისებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილ ქცევას, გაქცევის რისკს, აგრეთვე, იმ საფრთხეს, რომელიც მან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას. მუხლი 716. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობები 1. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, თავსდება სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ საცხოვრებელში. 2. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულზე ვრცელდება ის უფლებები და მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია შესაბამისი რისკის მსჯავრდებულისთვის, გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით. 3. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, შეიძლება მიეცეს უფლება დატოვოს გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება შემდეგი პირობებითა და ვადით: ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში, სამუშაო ან/და სასწავლო გრაფიკის შესაბამისად; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ არასამუშაო და უქმე დღეებში; გ) დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, კვირის განმავლობაში არუმეტეს სამი დღე-ღამისა. 4. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოუცხადებლობა ან დაგვიანებით გამოცხადება იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაგვიანება ან გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო შემდეგი გარემოებებით: ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის დადგენილი მოვალეობის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა; ბ) მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობისას, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის, ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, ან/და სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოცხადების შესაძლებლობას, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი. მუხლი 717. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმები გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; გ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა; დ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა; ე) ამანათით ან ფოსტით ისეთი ნივთების, ნივთიერებების ან/და ნაკეთობების მიღების უფლების მიცემა, რომელთა ქონის უფლებაც მსჯავრდებულს დაწესებულებაში, ჩვეულებრივ, არ აქვს, მაგრამ აკრძალული არ არის. მუხლი 718. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის დისციპლინური სახდელის სახეები 1. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევისათვის გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს ერთი თვის ვადით; დ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს ერთი თვის ვადით; ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არაუმეტეს ერთი თვის ვადით; ვ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით; ზ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს ერთი თვის ვადით; თ) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს ერთი თვის ვადით; ი) პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს ერთი თვის ვადით; კ) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს ერთი თვის ვადით; ლ) ამ კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა არაუმეტეს ორი თვის ვადით; 2. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, არღვევს დაწესებულების დებულებით დადგენილ მოთხოვნას ან/და მისი ქცევა მკვეთრად შეიცვალა, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი შუამდგომლობით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე.“. 51. 72-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქალი მსჯავრდებული სასჯელს იხდის ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში, რომელიც, როგორც წესი, გათანაბრებულია ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასთან. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ქალი მსჯავრდებულები შეიძლება განთავსდნენ რისკების შესაბამისად, ქალთა სპეციალური დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საჭიროების შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ეწყობა სპეციალური განყოფილება ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვებისათვის. დედის შუამდგომლობით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების ნებართვითა და ქალთა სპეციალური დაწესებულების დირექტორის თანხმობით, შეიძლება დედისა და 3 წლამდე ბავშვისათვის ერთად ცხოვრება და ქალთა სპეციალური დაწესებულება ვალდებულია შექმნას შესაბამისი პირობები.“; გ) 32 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 – 35 ნაწილები: „33. ქალ მსჯავრდებულს, რომლის 3 წლის ასაკს მიღწეულმა შვილმა დატოვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, შვილთან ურთიერთობის მიზნით, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, უფლება აქვს, ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე და დასვენების დღეებში დატოვოს დაწესებულება. ქალი მსჯავრდებულის მიერ უქმე და დასვენების დღეებში ქალთა სპეციალური დაწესებულების დატოვების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 34. ამ მუხლის 33 ნაწილით გათვალისწინებული საკითხის განხილვისას მხედველობაში მიიღება მსჯავრდებულისაგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება, მისი პიროვნული თვისებები, კრიმინალური წარსული, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებაზე. 35. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის მე-33 ნაწილით გათვალისწინებულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოუცხადებლობა ან დაგვიანებით გამოცხადება იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაგვიანება ან გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო შემდეგი გარემოებებით: ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის დადგენილი მოვალეობის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა; ბ) მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობისას, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის, ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, ან/და სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოცხადების შესაძლებლობას, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი.“; დ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და ბოროტად იყენებს მშობლის უფლებებს, არაჯეროვნად ასრულებს მშობლის ვალდებულებებს, ქალთა სპეციალური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ, შემდგომი რეაგირებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.“; ე) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ქალ მსჯავრდებულს, ამ კოდექსის 173 მუხლით გათვალისწინებული წესით, უფლება აქვს, ერთი თვის განმავლობაში ჰქონდეს ერთი საოჯახო პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში ერთი დამატებითი საოჯახო პაემანი.“; ვ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 ნაწილები: „10. 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი. 11. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი ბავშვის სამი წლის ასაკის მიღწევის გამო დაწესებულების დატოვების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“. 52. 74-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ცალ-ცალკე ათავსებენ. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მიიღოს ზომები მათი ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის უზრუნველსაყოფად. ეს წესი შეიძლება გავრცელდეს სხვა ბრალდებულებზეც გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გადაწყვეტილებით.“. 53. 75-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბრალდებულის დაქტილოსკოპიურ ბარათს პენიტენციური დაწესებულება უგზავნის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცენტრალურ ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან განყოფილებას დაქტილოსკოპირების ჩატარებიდან შვიდი დღის ვადაში.“; ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რომელსაც ახორციელებს პატიმრობის დაწესებულების ექიმი. შემოწმების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა. ბრალდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში, პატიმრობის დაწესებულების ექიმი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს და პროკურატურას.“. 54. 76-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბრალდებულის გადაყვანის შესახებ მისი მიმღები პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოსა და თუ ბრალდებული წინააღმდეგი არ არის მის ახლო ნათესავს ან ბრალდებულის თხოვნით – სხვა პირს ან ბრალდებულის ადვოკატს.“. 55. 79-ე მუხლის პირველი ნაწილის: ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ატაროს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, ხოლო თუ ასეთი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი არ გააჩნია პენიტენციური დაწესებულების მიერ გაცემული, სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი; გ) პენიტენციური დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და ერთი თვის განმავლობაში სამჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 56. მე-80 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) დაწესებულების ტერიტორიაზე სარგებლის მიღების მიზნით საქმიანობა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე; თ) დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულ მოწყობილობათა/სისტემების ფუნქციონირებაში პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობების დიზაინსა და ფუნქციებში ცვლილებების თვითნებურად შეტანა;“. 57. 82-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს ექვსი თვის ვადით.“; ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი და სამინისტროს ადგილობრივი საბჭო.“. 58. 84-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს.“. 59. 85-ე მუხლის მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი: „9. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პენიტენციური დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულება გრძელდება საერთო წესით.“. 60. 87-ე მუხლის მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი: „6. პენიტენციური დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც იმყოფება მის დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში, ვადამდე მოუხსნას სხვა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დაკისრებული დისციპლინური სახდელი.“. 61. 88-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა, აგრეთვე მსჯავრდებულს დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში ეზღუდება სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება. მას უფლება აქვს ისარგებლოს გასეირნების უფლებით ყოველდღიურად არანაკლებ ერთი საათისა.“; ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია სამედიცინო პერსონალს აცნობოს სამარტოო საკანში პირის მოთავსების შესახებ. სამარტოო საკანში პირი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. აუცილებლობის შემთხვევაში, სამარტოო საკანში ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს ექიმის დასკვნის საფუძველზე.“. 62. 89-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პენიტენციურმა დაწესებულებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები დისციპლინური დარღვევის პრევენციის მიზნით და მათ თავიდან ასაცილებლად.“. 63. XV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი XV. მსჯავრდებულის დისციპლინური პატიმრობა“. 64. 90-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 90. დისციპლინური პატიმრობის შეფარდება“; ბ) პირველი - მე-11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ მსჯავრდებულმა დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა ამ კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შესაძლებელია შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა არაუმეტეს 30 დღე-ღამის ვადით. აღნიშნული წესი არ ვრცელდება ამ მუხლის 11 ნაწილზე. 11. თუ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა ჩაიდინა ამ კოდექსის მე-80 მუხლის „გ“, „დ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შესაძლებელია შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა არაუმეტეს 60 დღე-ღამის ვადით. 2. 1 წლის განმავლობაში შეფარდებული დისციპლინური პატიმრობების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 60 დღე-ღამეს, ხოლო ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - 150 დღე-ღამეს. 3. დისციპლინური პატიმრობა არ შეეფარდება ქალ მსჯავრდებულს, რომელიც არის ორსულად ან ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ჰყავს 3 წლამდე ბავშვი, ასევე 65 წელს გადაცილებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს. 4. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ამ ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება უნდა შეიცავდეს: ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარსა და სახელს; ბ) შედგენის თარიღს, დროსა და ადგილს; გ) სარეგისტრაციო ნომერს; დ) მითითებას იმ ნორმატიულ აქტსა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტზე, რომელთა საფუძველზედაც თანამდებობის პირი ახორციელებს აღნიშნულ უფლებამოსილებას; ე) დარღვევის ჩამდენი პირის მონაცემებს (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და სხვა); ვ) დარღვევის ჩადენის ადგილს, დროსა (წლის, თვის, რიცხვის, საათისა და წუთის მითითებით) და დარღვევის არსს. თუ შეუძლებელია დროის განსაზღვრა, დარღვევის ჩადენის დროდ ჩაითვლება მისი გამოვლენის დრო; ზ) მონაცემებს მოწმის, დაზარალებულის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში; თ) მითითებას საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე, მათი არსებობის შემთხვევაში; ი) შუამდგომლობას სახდელის სახით დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ, სახდელის ვადის მითითების გარეშე. 6. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემისას მსჯავრდებულს განემარტება უფლება – გაეცნოს განკარგულებას, მისცეს ახსნაგანმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მომსახურებით, გაასაჩივროს განკარგულება დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ. აღნიშნული განმარტების თაობაზე აღინიშნება დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებაში. 7. თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მოწვევის შესახებ უნდა აღინიშნოს დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებაში. 8. დისციპლინური დარღვევის ჩამდენ პირს, მოწმეს ან დაზარალებულს უფლება აქვს წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, რომლებიც დაერთვის განკარგულებას დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ. 9. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ერთი ასლი გამოცემისთანავე გადაეცემა მსჯავრდებულს. 10. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში წარედგინება უფლებამოსილ სასამართლოს დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. მტკიცების ტვირთი ეკისრება განკარგულების გამომცემ თანამდებობის პირს. 11. მოსამართლე დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებას განიხილავს ერთპიროვნულად, ღია სასამართლო სხდომაზე, მისი წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. საქმის განხილვის შემდეგ დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოტანილი. დაუშვებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის სხვა დროისათვის გადადება.“; გ) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. დისციპლინური პატიმრობის ვადაში ჩაითვლება პირის სასამართლოში წარსადგენად გამოყენებული დრო და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოსატანად გამოყენებული დრო.“. 65. 91-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 91. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ“; ბ) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასამართლოს გადაწყვეტილებას (განჩინებას) დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი მიიღება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა პირის მიერ შესაბამისი დარღვევის ჩადენა სასამართლოს მიერ გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. 2. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.“; გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სამართლიანია, თუ შეფარდებული დისციპლინური პატიმრობა შეესაბამება დამრღვევის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის სიმძიმეს.“. 66. 92-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 92. დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისას სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისას სასამართლო თანმიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს: ა) ჩაიდინა თუ არა პირმა ამ კოდექსით გათვალისწინებული ქმედება; ბ) არის თუ არა პირის ქმედება მართლსაწინააღმდეგო; გ) შეერაცხება თუ არა პირს ბრალად ჩადენილი ქმედება; დ) უნდა შეეფარდოს თუ არა პირს დისციპლინური პატიმრობა და რა ზომით; ე) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი.“; გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სასამართლო უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევის ჩადენაში მხილებული რამდენიმე პირისათვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების საკითხი განიხილოს ერთობლივად, დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამომცემის შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.“. 67. 94-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 94. აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და კონტროლი 1. დისციპლინურ პატიმრობასთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილებას (განჩინებას) აღსასრულებლად მიაქცევს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტანი სასამართლო. აღსრულების ორგანიზება და კონტროლი ეკისრება დეპარტამენტს. 2. მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური პატიმრობის მოხდის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 3. დისციპლინური პატიმრობის ვადა არ ჩაითვლება მსჯავრდებულის სასჯელის ვადაში.“. 68. 95-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოთხოვნის შეტანით ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია, მოითხოვოს იმგვარი უფლებები რომელთა მინიჭებაც პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილებას განეკუთვნება.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მოთხოვნა რეგისტრირდება პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო რეგისტრაციის ნომერი გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს.“; გ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 69. მე-100 მუხლის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დაწესებულების სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ხსნის, კეტავს და ლუქავს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ან დირექტორის მოადგილის თანდასწრებით.“; ბ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს. გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პენიტენციურ დაწესებულებაში საჩივრების რეგისტრაციასა და აღრიცხვას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი.“. 70. 102-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია შემოსული საჩივარი მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა გადაუგზავნოს ადრესატს. 2. დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, მისთვის განკუთვნილი საჩივარი მიეწოდება შეუფერხებლად პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით.“. 71. 104-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვას. თუ კონფიდენციალურ საჩივარზე არ არის მითითებული ადრესატი ან მითითებული ადრესატი არაიდენტიფიცირებადია, პენიტენციური დაწესებულება საჩივრის კონვერტის ნომერს და გაგზავნაზე უარის თქმის მიზეზს გამოაკრავს საჩივრის ყუთთან, თვალსაჩინო ადგილზე. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ორი კვირის ვადაში დაიბრუნოს კონფიდენციალური საჩივარი. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია შეინახოს საჩივარი არაუგვიანეს ათი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ამ ვადის ამოწურვისთანავე გაანადგუროს იგი.“. 72. 108-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პენიტენციურმა დაწესებულებამ, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული უნდა უზრუნველყოს საჩივრის შესატანად საჭირო საშუალებათა აუცილებელი რაოდენობით, მათ შორის, ქაღალდით, კონვერტით კონფიდენციალური საჩივრებისათვის, საწერი საშუალებით და სხვა.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პენიტენციურმა დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პრობლემების ადგილზე გადაჭრა. არაკონფიდენციალური საჩივარი, რომელიც დაწესებულებამ შესაძლოა ადგილზე გადაწყვიტოს, გადაწყდება იმ ორგანოს და პირის მიერ მისი განხილვის შედეგების დალოდების გარეშე, რომელთაც ის გაეგზავნა.“. 73. 1121 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მსჯავრდებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.“. 74. 113 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 113. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განათლება 1. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია შექმნას პირობები, რათა ბრალდებულებმა/მსჯავრდებულებმა მიიღონ ზოგადი და პროფესიული განათლება. 2. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია დაწესებულებაში მოაწყოს ბიბლიოთეკა, რომელშიც უნდა იყოს როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა, ისე ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის გასაგებ ენაზე თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობა.“. 75. 115-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 76. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1151 მუხლი: „მუხლი 1151. მსჯავრდებულთა უმაღლესი განათლება 1. გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, ასევე დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უფლება აქვს ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით. აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების წესი, პირობები და სპეციალობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 2. მსჯავრდებულის უმაღლესი განათლების დაფინანსება ხორცილედება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 3. ამ კოდექსის 47-ე მუხლის 22 ნაწილით ან 718 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მსჯავრდებულს შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე ეზღუდება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება. 4. მსჯავრდებულს, დისციპლინური პატიმრობის მოხდის პერიოდში, ეზღუდება სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება.“. 77. 116-ე მუხლის მე-2 ნაწლის „ე“ ქვეპუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღება;“. 78. 118-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზებას უზრუნველყოფს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი.“; ბ) 51 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. პენიტენციურ დაწესებულებებში ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“. 79. 121-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.“. 80. 1211 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1211. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ყოფნის პირობები“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანის შემთხვევაში მის მიმღებ საავადმყოფოში ეწყობა დროებითი საგუშაგო.“; გ) მე-3 - მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ყოფნისას: ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავებს (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, ნაშვილები, გერი და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის, მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, მონახულების უფლება; ბ) მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მონახულების უფლება შეიძლება მიეცეს იმ პირსაც, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; გ) თუ საავადმყოფო ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვერ უზრუნველყოფს მომვლელის მომსახურებით, ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს საავადმყოფოს ხელმძღვანელის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, შეიძლება მიეცეთ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მომვლელად ყოფნის უფლება; დ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მკურნალობის აუცილებლობიდან გამომდინარე, მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, შეიძლება მიეცეს დამატებითი კვების პროდუქტების მიღების უფლება; ე) ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, შეიძლება მიეცეს პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთების/საშუალებების, ტანსაცმლის, თეთრეულისა და სხვა საგნების ამანათის სახით მიღების უფლება. 4. იმ ქალი მსჯავრდებულის, რომელსაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ჰყავს 3 წლამდე ბავშვი, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანისას, დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, შესაძლებელია დედასთან ერთად ბავშვიც იქნეს გაყვანილი. 5. სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში 3 წლამდე ბავშვის გაყვანის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, როგორც წესი, ქალი მსჯავრდებული გაყვანილ უნდა იქნეს შვილთან ერთად. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს დეპარტამენტის დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. 6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მასზე არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-17–173 მუხლებით გათვალისწინებული პაემნების უფლებები. 7. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანისა და საავადმყოფოში ყოფნის საერთო პირობები და წესი, ამ მუხლის საფუძველზე, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“. 81. 122-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები და სამინისტროს ფსიქიატრიული კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი, სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე, მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით. 2. პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის აუცილებლობა, 48 საათში მიმართოს სასამართლოს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის შესახებ.“. 82. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1242 მუხლი: „მუხლი 1242. პატიმრობის კოდექსის 2015 წლის 12 ივნისის მდგომარეობით არსებული რედაქციის 44-ე მუხლით გათვალისწინებული მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამონაცვლე არის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით.“. მუხლი 2. 1. ამ კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა და შესაბამისი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყონ: ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის წესის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის პირობების, ასევე ექიმთა კონსილიუმის შექმნის წესისა და უფლებამოსილების თაობაზე ერთობლივი ბრძანების გამოცემა; ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი ბავშვის სამი წლის ასაკის მიღწევის გამო დაწესებულების დატოვების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე ერთობლივი ბრძანების გამოცემა. 3. ამ კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უზრუნველყონ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების წესის, პირობებისა და სპეციალობათა ჩამონათვალის გასაზღვრის თაობაზე ერთობლივი ბრძანების გამოცემა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს პენიტენციური სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების აუცილებლობით. კერძოდ, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობისათვის დამატებითი მექანიზმების დანერგვის, მსჯავრდებულების უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობის შექმნის, მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების პენიტენციური დაწესებულების შექმნის, მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდისგან ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის დახვეწის, პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთისა და პენიტენციური დაწესებულებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს პენიტენციური სისტემის მარეგულირებელი კანონმდებლობის საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, ევროპული სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება, პენიტენციურ დაწესებულებებში კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაცია, მათი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა, უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა. ასევე, არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს როგორც არსებითი ხასიათის ცვლილებებს, ისე გარკვეული პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე პრობლემების გადაწყვეტას. არსებითი ხასიათის ცვლილებებს განეკუთვნება: ა) გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულება პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე რამდენიმე წელია (10-15 წელი) თავისუფლების აღკვეთის პირობებში იმყოფება. ასეთი პატიმრებისთვის, ძალიან რთულია გათავისუფლების შემდეგ გარე სამყაროსთან ადაპტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია. ხშირად, მათთვის სერიოზული გამოწვევაა თანამედროვე სერვისებით სარგებლობაც კი, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, საბანკო გადარიცხვები და სხვა. გათავისუფლებულ მსჯავრდებულთა უმეტესობა მოწყვეტილია საკუთარ ოჯახს, არ აქვს საცხოვრებელი სახლი და სამსახური. აღნიშნული ფაქტორები ხშირ შემთხვევაში ახალი დანაშაულის მაპროვოცირებელ გარემოებებს და პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს. პრაქტიკაში ისეთ შემთხვევასაც ჰქონია ადგილი, როცა გათავისუფლებულმა მსჯავრდებულმა სპეციალურად ჩაიდინა დანაშაული, ვინაიდან არ ჰქონდა საცხოვრებელი და დამოუკიდებლად თავის რჩენის შესაძლებლობა. არსებული ვითარების ანალიზმა ცხადყო, რომ აუცილებელია შეიქმნას გარდამავალი პენიტენციური დაწესებულება, რომელიც ასეთ მსჯავრდებულებს მოამზადებს გათავისუფლებისთვის, საშუალებას მისცემს სრულ გათავისუფლებამდე გადაჭრან ელემენტარული ყოფითი პირობები, განივითარონ პროფესიული უნარები, მოძებნონ სამსახური და მოაწესრიგონ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები. შემოთავაზებული ცვლილებების ფარგლებში პენიტენციურ სისტემაში იქმნება ახალი – გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელიც გათავისუფლებისთვის მოამზადებს დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავრდებულებს, რომელთა მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ აღემატება 6 თვეს. აღსანიშნავია, რომ ამ ახალი ტიპის დაწესებულების შექმნა არ მოითხოვს დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ვინაიდან შესაბამისი პირობები შესაძლოა მოეწყოს არსებული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ბაზაზე, ცალკე ფლიგელის, ან ნაწილის სახით, სადაც გავრცელდება გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სარეჟიმო პირობები. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, შესაძლებელია მიეცეს უფლება დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, გარკვეული პირობებით. გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების დროებით დატოვება მსჯავრდებულს შეეძლება, თუკი იგი მუშაობს, სწავლობს ან სურს არასამუშაო დღეების დაწესებულების გარეთ გატარება. კანონპროექტი ითვალისწინებს სამუშაო დღეებში მსჯავრდებულის მიერ გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად დაწესებულების დროებით დატოვების შესაძლებლობასაც, თუმცა ეს ვადა ერთი კვირის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3 დღე–ღამეს. გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებზე, დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, გავრცელდება ის უფლებები და მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია, შესაბამისი საშიშროების რისკის მქონე მსჯავრდებულისთვის. წარმოდგენილი კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია შესაბამისი მექანიზმები იმ შემთხვევისთვის, როდესაც მსჯავრდებული არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, არღვევს დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით დადგენილ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია, მიმართოს დეპარტამენტის დირექტორს მსჯავრდებულის შესაბამისი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე. ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებულია მსჯავრდებულის მიერ გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი. თუ მსჯავრდებული დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით დატოვებს გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებას და არ გამოცხადდება მისთვის განსაზღვრული დროს, მას ეს ჩაეთვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 380-ე მუხლით გათვალისწინებულ აკრძალულ ქმედებად – თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთვის თავის არიდებად, გარდა კანონით განსაზღვრული საპატიო საფუძვლის არსებობისა. გათავისუფლებისთვის მომზადების განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. დაწესებულებაში მოთავსების წესი და პრობაციის მინისტრის შესაბამისი ბ) დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით შეცვლა წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით, არსებით ცვლილებას განიცდის თავისუფლების შეზღუდვა, როგორც სასჯელის დამოუკიდებელი სახე და მის ნაცვლად ინერგება თანამედროვე და უფრო ქმედითი სასჯელის სახე - შინაპატიმრობა. არასაპატიმრო სასჯელის სახედ შინაპატიმრობის დანერგვა იწვევს ცვლილებებს სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან მიმართებით. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, მსჯავრდებულის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში და კანონით განსაზღვრული საშეღავათო პერიოდის მოხდის შემდეგ, დარჩენილი სასჯელი შეუცვალოს უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით. გ) საოჯახო პაემანი 2015 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდა პატიმრობის კოდექსის 1241 მუხლი, რომლის თანახმად პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ყველა მსჯავრდებული, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა, სარგებლობს ხანგრძლივი პაემნის უფლებით. აღნიშნული უფლებით ასევე სარგებლობენ ქალი მსჯავრდებულები. ზემოაღნიშნული მუხლის ამოქმედებამდე, ქალი მსჯავრდებულები, ხანგძლივი პაემნის საკომპენსაციოდ, სარგებლობდნენ საოჯახო პაემნის უფლებით. საოჯახო პაემანი არის ქალი მსჯავრდებულის კანონით განსაზღვრულ პირებთან შეხვედრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში არაუმეტეს სამი საათის ხანგრძლივობით. ზემოაღნიშნული ნორმის ამოქმედების შემდეგ, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით აუცილებელი გახდა საოჯახო პაემანთან დაკავშირებული რეგულაციების გადახედვა. შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, საოჯახო პაემნით, ქალი მსჯავრდებული ისარგებლებს მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის წარდგინებითა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ნებართვის შემთხვევაში. საოჯახო პაემნის რაოდენობა რჩება უცვლელი. საოჯახო პაემნის მოთხოვნის თაობაზე მსჯავრდებულმა წერილობით უნდა მიმართოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს, საოჯახო პაემნის განხორციელებამდე ათი დღით ადრე. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი, მიმართვის მიღებიდან ხუთი დღის ვადაში, წარდგინებით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს საოჯახო პაემნის გამართვის თაობაზე ან წერილობით აცნობებს მსჯავრდებულს მოტივირებულ უარს საოჯახო პაემნის განხორციელებაზე, ხოლო დეპარტამენტის დირექტორი, წარდგინების მიღებიდან სამი დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას საოჯახო პაემნის წარდგინებაზე თანხმობის ან თანხმობაზე უარის თქმის შესახებ. დ) ტელევიზორით სარგებლობის უფლება პატიმრობის კოდექსი არსებული რეგულაციის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს, გარდა სამარტოო საკანში მოთავსებული ბრალდებულისა/მსჯავრდებულისა, შეიძლება მიეცეს სამუშაოსაგან თავისუფალ დროს, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით რადიოტრანსლაციის მოსმენისა და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს ადმინისტრაციის თანხმობით, ამ ტიპის პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისათვის გათვალისწინებული შეზღუდვების შესაბამისად, შეიძლება ჰქონდეს პირადი რადიომიმღები და ტელევიზორი, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ამ დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე. მან აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს თავისი ხარჯით ან მიიღოს ამანათის სახით. შესაბამისად, მოქმედი რედაქციით ტელევიზორით სარგებლობის უფლება მსჯავრდებულებს ეძლევათ წახალისების შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორის დისკრეციით, ამავე დროს პრობლემური იყო ტელევიზორისა და რადიომიმღების სრულფასოვნად შემოწმება იმგვარად, რომ ერთის მხრივ, არ დაზიანებულიყო ტექნიკა და მეორეს მხრივ, აღკვეთილი ყოფილიყო დაწესებულებაში კანონით აკრძალული/არანებადართული ნივთის მოხვედრა. არსებული პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ტელევიზორი და რადიომიმღები გამოყენებული ყოფილა აკრძალული/არანებადართული ნივთების დაწესებულებაში მოხვედრის საშუალებად. შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, განსხვავებულად რეგულირდება ტელევიზორით სარგებლობის საკითხი, კერძოდ გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, ასევე დაბალი რისკის დაწესებულებასა და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, ენიჭებათ უფლება ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეიძინონ პირადი ტელევიზორი და რადიომიმღები, თუ ამით არ ირღვევა დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე. პატიმრობის დაწესებულებაში, ასევე განსაკუთრებული რისკისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, დაწესებულების დირექტორის ნებართვით შეიძლება მიეცეს შეიძინოს პირადი ტელევიზორი და რადიომიმღები, თუ ამით არ ირღვევა დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე. ბრალდებულს/მსჯავრდებულს რადიო მიმღებითა და ტელევიზორით სარგებლობის უფლება ეზღუდება თუ შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან/და მოთავსებულია სამარტოო საკანში. ამასთან, რადიო მიმღებითა და ტელევიზორით სარგებლობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს დისციპლინური სახდელის სახით დაწესებულების დირექტორის განკარგულების საფუძველზე. აღნიშნული დისციპლინური ღონისძიება შეიძლება გამოყენებული იქნეს არაუმეტეს 6 თვის ვადით. პენიტენციურ დაწესებულებაში დადგენილი რეჟიმის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კანონპროექტით რადიომიმღების და ტელევიზორის შეძენა საკუთარი ხარჯით, ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეეძლება მხოლოდ დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში, ამ შემთხვევაში, მაღაზია პასუხისმგებელია მიმწოდებლისგან ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის აღნიშნული ტექნიკის შეფუთულ მდგომარეობაში მიწოდება, ამასთან მაღაზიასთან დადებული ხელშეკრულებით უზრუნველყოფილია, რომ მაღაზიაში პროდუქციის გასაყიდი ფასი შესაბამისობაში იყოს საბაზრო ღირებულებასთან. ე) ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსების შესახებ ინფორმაცია პატიმრობის კოდექსის არსებული რედაქციის თანახმად, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია ბრალდებულის პატიმრობის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოსა და ბრალდებულის ახლო ნათესავს, ან ბრალდებულის თხოვნით – სხვა პირს ან ბრალდებულის ადვოკატს, ხოლო მსჯავრდებულის შემთხვევაში განაჩენის გამომტან სასამართლოსა და მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან მსჯავრდებულის თხოვნით – სხვა პირს ან მსჯავრდებულის ადვოკატს. პრაქტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ არსებული რედაქცია იწვევს გარკვეულ პრობლემებს, კერძოდ არ არის დაკონკრეტებული ახლო ნათესავთა წრე, ასევე ზოგიერთი ბრალდებული/მსჯავრდებული გამოთქვამს უკმაყოფილებას მისი განსაკუთრებით კატეგორიის პერსონალური მონაცემის (ნასამართლობა, აღკვეთი ღონისძიების გამოყენება) მისი ნებართვის გარეშე განუსაზღვრელ პირთა წრისთვის გამჟღავნების თაობაზე. შემოთავაზებული რედაქციის თანახმად, პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსებიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში ვალდებული იქნება, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს, ხოლო ახლო ნათესავს კი დაწესებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეატყობინებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსების შესახებ ინფორმაციას, თუ თავად ბრალდებული/მსჯავრდებული არ არის წინააღმდეგი აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებისა. ვ) მსჯავრდებულის ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება არსებული რედაქციის თანახმად, თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდების შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას შეუძლია სასჯელისაგან გაათავისუფლოს ის, ვინც დანაშაულის ჩადენამდე ან ჩადენის შემდეგ დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. ასევე, აღნიშნული კომისია უფლებამოსილია თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდების შემთხვევაში სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს სასჯელის მოხდის პერიოდში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალი – 65 წლიდან, მამაკაცი – 70 წლიდან), თუ მას მისჯილი არ აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი. არსებული რეგულაციებისა და პრაქტიკის ანალიზმა ცალსახად ცხადყო, რომ აღნიშნული მექანიზმი გაუმართავია და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საზოგადოების უსაფრთხოებას. კანონში არ არის გაწერილი, რომ კომისია გადაწყვეტილებას იღებს არა მხოლოდ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის, არამედ სასჯელის მოხდის გაგრძელების მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. ამასთან, აუცილებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებასთან ერთად მსჯავრდებულისგან მომდინარე სხვა საფრთხეების შეფასებაც, რაც გათვალისიწნებულია შესაბამისი საკითხის მარეგულირებელ კანონქვემდებარე აქტში. პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებული მძიმე ავადმყოფობის გამო გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან და მან განმეორებით ჩაიდინა დანაშაული. სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ კვლავ დადგა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გათავისუფლების საკითხი, ვინაიდან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა - როგორც ძირითადი კრიტერიუმი ისევ სახეზე იყო. კანონპროექტის მიხედვით, ავადმყოფობის გამო გათავისუფლების უფლება ექნება მხოლოდ სასამართლოს, რომელიც სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლებს მსჯავრდებულს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება არ არის მოსალოდნელი. გარდა ამისა, საკითხის განხილვისას სასამართლოს მიერ, გათვალისწინებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, კრიმინალური წარსული, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. რაც შეეხება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას, მას შეეძლება სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული, როდესაც სახეზეა დაავადება ან დაავადებათა ერთობლიობა და მკურნალობის ფონზე პაციენტის ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება ვერ ხერხდება. ამასთან, ექიმთა კონსილიუმის მიერ, კონსენსუსის საფუძველზე განსაზღვრული ლეტალობის პროგნოზი მაღალია. აღნიშნული ცვლილება ემსახურება ჰუმანურობის პრინციპს, კერძოდ, ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია წარმოადგენს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების სწრაფ და მოქნილ მექანიზმს, რომელიც შანს მისცემს მსჯავრდებულს თავის ოჯახის წევრებთან და ახლო ნათესავებთან ერთად გაატაროს დარჩენილი დღეები. ამავე პროექტის თანახმად, ხანდაზმულობის ასაკის გამო (ქალი – 65 წლიდან, მამაკაცი – 70 წლიდან თუ მას მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი) შესაძლებელი იქნება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება სასამართლოს მიერ. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა გაითვალისწინოს არა მარტო მსჯავრდებულის ასაკი და მოხდილი სასჯელის ოდენობა, არამედ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, კრიმინალური წარსული, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ზ) პენიტენციურ დაწესებულებაში ჩადენილი დანაშაულისათვის ბრალდებული პირის უფლებები პატიმრობის კოდექსის 551 მუხლის თანახმად, მე-2 ნაწილით: თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულად ცნობილი პირი გადაჰყავთ პატიმრობის დაწესებულებაში, თუმცა, აღსანიშნავია, ის, რომ კანონით დარეგულირებული არ არის თუ რა უფლებრივი მდგომარეობა ვრცელდება დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულისთვის ბრალდებულ/მსჯავრდებულზე, რომელიც პატიმრობის დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი. გამომდინარე იქედან, რომ მსჯავრდებულის უფლებები არ იქნეს შეზღუდული, რადგან მას აქვს უფლება ისარგებლოს უფრო მეტი უფლებებით, ვიდრე ბრალდებულის, მიზანშეწონილია, რომ ასეთ პირებზე გავრცელდეს მსჯავრდებულის უფლებები, თუმცა გამომძიებელს, პროკურორს მიეცეს უფლება, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტული საფრთხის (მოწმეებზე ზეწოლა, მტკიცებულებების განადგურება და სხვა) პრევენციის მიზნით, მოტივირებული გადაწყვეტილებით შეზღუდოს მიმოწერის, პაემნებისა და სატელეფონო საუბრის უფლება. ამ შემთხვევაში პირს, რომელსაც შეეზღუდება უფლებები და თვლის, რომ მისი უფლებები შეზღუდულია დაუსაბუთებლად, შეუძლია პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს დადგენილი წესით. სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით თ) უმაღლესი განათლება მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების მიხედვით კლასიფიცირებამ და შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილებამ აუცილებელი გახადა, რომ მსჯავრდებულები, რომელთა საშიშროების რისკი დაბალია, პენიტენციურმა დაწესებულებამ უზრუნველყოს მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამებით. პატიმრობის კოდექსის არსებული რედაქციით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მიიღოს მხოლოდ ზოგადი და პროფესიული განათლება. არსებული პრაქტიკის ანალიზმა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების საჭიროებების კვლევამ აჩვენა, რომ აუცილებელია პირველ ეტაპზე დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებულებს ჰქონდეთ საშუალება პენიტენციური დაწესებულების პირობებში მიიღონ უმაღლესი განათლება. ამჟამად, პენიტენციურ დაწესებულებაში ათამდე მსჯავრდებული იხდის სასჯელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები, ჩარიცხულნი არიან შესაბამის უმაღლეს სასწავლებელში, თუმცა არსებული აკრძალვის გათვალისწინებით, ეს მსჯავრდებულები ვერ ახერხებენ სწავლის გაგრძელებას. შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულს, რომელიც განთავსებულია გათავისუფლებისათვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უფლება ექნება ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით. ცვლილებების შესაბამისად, გათვალისწინებულია განათლების მიღების პროცესში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქტიური როლი. კანონპროექტის თანახმად, მსჯავრდებულს, რომელიც სარგებლობს უმაღლესი განათლების (ბაკალავრიატი) მიღების უფლებით, სწავლის უფლება უჩერდება დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში ან დისციპლინური პატიმრობის მოქმედების დროს. ი) დისციპლინური პატიმრობა წარმოდგენილი პროექტით იცვლება ადმინისტრაციული პატიმრობის რეგულაციები, კერძოდ ტერმინოლოგიური თვალსაზრისით ადმინისტრაციული პატიმრობა იცვლება ტერმინით - დისციპლინური პატიმრობა. ამასთან, მკვეთრად მცირდება პატიმრობის გამოყენების ვადები, კერძოდ, თუკი დღეს არსებული რედაქციით მსჯავრდებულმა დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა დისციპლინური დარღვევა, მას შესაძლებელია შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა არაუმეტეს 60 დღე-ღამის ვადით, ხოლო კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული ვადა მცირდება 30 დღე-ღამემდე. ცვლილება ეხება წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალურ ვადასაც, კერძოდ მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადა 90 დღე-ღამე, მცირდება 60 დღე-ღამემდე. ასევე, მცირდება ვადები განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. კერძოდ, თუ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე80 მუხლის „გ“, „დ“, „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, შესაძლებელია მას შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა არაუმეტეს 90 დღეღამის ვადით, აღნიშნული პატიმრობის ვადაც მცირდება 60 დღე-ღამემდე. არსებული რედაქციით, ზემოაღნიშნული საფუძვლით ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება შესაძლებელია განუსაზღვრელი ვადით, კანონპროექტის თანახმად კი განისაზღვრა ზემოაღნიშნული საფუძვლით 1 წლის განმავლობაში შეფარდებული დისციპლინური პატიმრობის ვადები, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 150 დღეღამეს. ცვლილებების თანახმად, დისციპლინური პატიმრობა არ შეეფარდება ქალ მსჯავრდებულს, რომელიც არის ორსულად ან ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ჰყავს 3 წლამდე ბავშვი, ასევე 65 წელს გადაცილებულ მსჯავრდებულს. კ) პირობით ვადამდე გათავისუფლება პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, ადმინისტრაცია უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს.“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პირობით ვადამდე გათავისუფლების არსებული მექანიზმის კვლევა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხშირ შემოხვევაში, შაბლონურია და არ არის სათანადოდ დასაბუთებული, რის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად საქმეთა დიდი მოცულობა დასახელდა. ცვლილებების თანახმად, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებზე პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლება არ გავრცელდება. პატიმრობის კოდექსის თანახმად, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად თავსდება საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან გარშემომყოფთ, აგრეთვე საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებას. ცალსახაა, რომ ასეთი მსჯავრდებულები იმთავითვე ვერ აკმაყოფილებენ პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის საჭირო კრიტერიუმებს. შესაბამისად, მათი საკითხის განხილვა საშიშროების რისკის შემცირებამდე სრულად ფორმალურ ხასიათს ატარებს და ადმინისტრაციული რესურსის ფუჭი ფლანგვაა. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულს პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის უფლება მთელი სასჯელის მოხდის პერიოდში შეეზღუდება, რადგან საქართველოს კანონმდებლობით მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის გადაფასება ხდება მისი შეფასებიდან არაუგვიანეს 12 თვისა. გარდა ამისა არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული რიგი შემთხვევები, როდესაც 12 თვიანი ვადის დაცვა არ არის აუცილებელი და დაუყოვნებლივ შეიძლება გადაუფასდეს რისკი, მაგალითად თუ მსჯავრდებულმა მკვეთრად შეიცვალა ქცევა და ა.შ. აღნიშნული ცვლილება მიმართულია იმისკენ, რომ მსჯავრდებულს რისკის შეცვლის (შემცირების) მოტივაცია აუმაღლდეს, რაც მსჯავრდებულის გამოსწორებას უწყობს ხელს. წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, განსხვავებულად რეგულირდება იმ მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების წესი, რომელთა სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს. კერძოდ, თუკი აქამდე ადგილობრივი საბჭოები ასეთი პირების საქმეებს ავტომატურ რეჟიმში ყოველთვიურად განიხილავდნენ, წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით მათი საკითხის განხილვა მოხდება მსჯავრდებულთა სურვილის მიხედვით. ცვლილების მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი საბჭოების განტვირთვა, ვინაიდან განსახილველი საქმეების საერთო რაოდენობის დიდ ნაწილს სწორედ ასეთი პირების საქმეები წარმოადგენს, ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ერთი თვის განმავლობაში არსებითი განსხვავება წინა თვის ვითარებასთან შედარებით უმეტეს შემთხვევაში არ იკვეთება. შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, ადგილობრივ საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება დამატებითი პირობები განუსაზღვროს მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება. აღნიშნული მექანიზმის დანერგვა განპირობებულია პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის საფუძველზე დაწყებული სარეაბილიტაციო პროგრამების პირობით ვადამდე გათავისუფლების შემდეგ ეფექტურად გაგრძელების აუცილებლობით. ლ) მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასება და გადაფასება 2015 წლის 9 ივლისიდან დაიწყო მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასება და მათი შესაბამის დაწესებულებებში გადანაწილება. ამ ეტაპზე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 3000-მდე მსჯავრდებულს უკვე შეუფასდა საშიშროების რისკი და მოთავსებულია შესაბამის დაწესებულებაში. არსებული მექანიზმი ასევე ითვალისწინებს რისკების პერიოდული გადაფასების შესაძლებლობას გარკვეული ინტენსივობით, თუმცა პრაქტიკაში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებულების ქცევა საშიშროების რისკის შეფასების შემდეგ მკვეთრად იცვლება და საჭიროა მყისიერი რეაგირება. შემოთავაზებული რედაქციის თანახმად მსჯავრდებული, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში მკვეთრად, უარყოფითად შეიცვალა ქცევა, დამოკიდებულება ან/და თუ მისი იმავე პენიტენციურ დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია, დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია დროებით, მაგრამ არაუმეტეს 20 სამუშაო დღისა, გადაიყვანოს დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში, რისკების გადაფასების მიზნით. ამ ვადაში, გუნდი უზრუნველყოფს მსჯავრდებულის რისკების გადაფასებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში, მსჯავრდებულზე ვრცელდება დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულისთვის დადგენილი უფლებები და მოვალეობები. გარდა ამისა, რისკების შეფასების პროცესის მიმდინარეობამ საჭირო გახადა სტრუქტურული ერთეულის შექმნა, რომელიც რისკების შეფასების პროცესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფას განახორციელებს. შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს განესაზღვრება უფლებამოსილება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების მიზნით. ამასთან, შემოთავაზებული ცვლილებებით რეგულირდება მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნის შემდეგ რისკების შეფასების გუნდისთვის ამ მსჯავრდებულთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება, მოქმედი რედაქციით, მსჯავრდებულისათვის ტიპის განსაზღვრის შემდეგ არ არის მითითებული კონკრეტული ვადა, რისკების განსაზღვრისათვის. შემოთავაზებული ცვლილებით, მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნიდან 60 დღის ვადაში, შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია გუნდს წარუდგინოს ინფორმაცია მსჯავრდებულისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რისკის განსაზღვრის მიზნით. მ) პენიტენციური დაწესებულების გარე პერიმეტრი პენიტენციური დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. მსჯავრდებულების კომუნიკაცია გარე სამყაროსთან მკვეთრად ლიმიტირებულია და განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება. ასეთ პირობებში, ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიიდან მუდმივად ცდილობენ კომუნიკაცია დაამყარონ დაწესებულებაში მყოფ პირებთან გადაძახილის, სხვადასხვა ნივთების გადაგდების მეშვეობით და ა.შ. აღნიშნული ქმედება განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოებას. გარდა ამისა, ადგილი აქვს პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე პენიტენციური დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის ხელშემშლელი მშენებლობების მცდელობას. ყოველივე ზემოაღნიშნული გამოწვეულია სამართლებრივი რეგულაციების არ არსებობით. შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, კოდექსს ემატება 573 მუხლი, რომელშიც ასახულია პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლთან დაკავშირებული წესები, მათ შორის, ჩანაწერი, რომ გარე აკრძალული ზოლის რადიუსი, კონკრეტული პენიტენციური დაწესებულების გარე ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ინდივიდუალურად განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით (აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილი). ამასთან, მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულებისათვის, გარე ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შესაძლებელია დადგინდეს გარე აკრძალული ზოლის რამოდენიმე რადიუსი. ზემოაღნიშნული ფორმულირება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შეუძლებელია პენიტენციური დაწესებულებების გარე აკრძალული ზოლის საერთო რადიუსის განსაზღვრა. არსებული რეალობა, კერძოდ, პენიტენციური დაწესებულებების სიახლოვეს განთავსებული შენობა-ნაგებობები, საავტომობილო გზები და ა.შ. ამ ეტაპზე, არ იძლევა საერთო რადიუსის დადგენის შესაძლებლობას. ამ ობიექტების გარე აკრძალული ზოლის ფარგლებში მოქცევით, ერთის მხრივ, ხელი შეეშლება საზოგადოებრივი ობიექტების ფუნქციონირებას, ხოლო მეორეს მხრივ, შეიზღუდება უკვე არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტებით სარგებლობის უფლება, რისთვისაც სახელმწიფოს ფულადი კომპენსაციების გადახდა მოუწევდა. კანონპროექტის მიხედვით, გარე აკრძალულ ზოლში დაუშვებელია არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა და სატრანსპორტო საშუალების შეყვანა, გარდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევისა. აგრეთვე, აკრძალულია ნივთის/ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისთვის გადაცემა, გადაძახილი, პიროტექნიკის ნაწარმის, ფეიერვერკის, მომწამლავი, ადვილად აალებადი ან/და სხვა ნივთის/ნივთიერების შეტანა ან/და გამოყენება. ამასთან, გადაძახილი აკრძალულია გარე აკრძალული ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან, თუ ის მიმართულია პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისადმი. აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. აქვე აღსანიშნავია, რომ პარალელურად, ცვლილება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლითაც ზემოთ მითითებული წესების დარღვევისათვის პირს დაეკისრება ადმინისტრაციულსამართლებრივი პასუხისმგებლობა (თუ არ არსებობს სისხლის სამართალდარღვევის ნიშნები). გარე აკრძალული ზოლი უნდა იყოს შემოღობილი ან/და მის საზღვრებთან განთავსებულ იქნას ამკრძალავი ნიშნები. რაც შეეხება სამართალდამრღვევი პირის დაკავებას, პროექტის მიხედვით, გადაძახილის შემთხვევაში, სამართალდამრღვევი პირის დაკავებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების განხორციელების მიზნით, დადევნება ხორციელდება გარე აკრძალული ზოლის ფარგლებში, ხოლო სხვა შემთხვევებში, გარე აკრძალული ზოლიდან 5 კილომეტრის რადიუსში. მნიშვნელოვანი ჩანაწერი კეთდება ზემოთ მითითებულ ახალ 573 მუხლში მშენებლობასთან დაკავშირებითაც, კერძოდ, გარე აკრძალული ზოლის მომიჯნავედ, 100 მეტრის რადიუსში, ნებისმიერი სახის მშენებლობა უნდა შეთანხმდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან. ამასთან, სამინისტროს თანხმობით, გარე აკრძალული ზოლის ფარგლებში, შესაძლებელია განხორციელდეს პენიტენციური დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული აქტივობები. ნ) ქალი მსჯავრდებულის უფლება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვების შესახებ სამი წლის ასაკის მიღწევის გამო, ბავშვის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვებისას, რომ მოხდეს მისი გარესამყაროსთან შეგუება და დედასთან განშორების დროს მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ბავშვის ტრავმირება, ცვლილებები შედის პატიმრობის კოდექსის 72-ე მუხლში. კერძოდ, ქალ მსჯავრდებულს, რომელსაც დაწესებულებაში ჰყავდა 3 წლამდე ბავშვი და 3 წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვმა დატოვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, მიეცემა უფლება, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, ბავშვის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში, უქმე დღეებში (შაბათ-კვირა) დატოვოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება მისგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება, მისი პიროვნული თვისებები, კრიმინალური წარსული, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომელიც მხედველობაში მიიღება დეპარტამენტის დირექტორის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს. ამასთან, ქალი მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოუცხადებლობა ან დაგვიანებით გამოცხადება გამოიწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაგვიანება ან გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო შემდეგი გარემოებებით: ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის დადგენილი მოვალეობის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა; ბ) მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობისას, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის, ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, ან/და სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოცხადების შესაძლებლობას, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი. ტექნიკური ხასიათის ცვლილებები ა) დაწესებულების ადმინისტრაცია 2015 წლის 1 სექტემბრის შემდეგ პენიტენციური დაწესებულებებში შეიქმნა სტრუქტურული ერთეული ადმინისტრაციული განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქცია პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა წარმოადგენს. შესაბამისად, ბუნდოვანებისა და ფუნქციების არამართლზომიერი გადანაწილების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია ტერმინი „დაწესებულების ადმინისტრაცია“ დაკონკრეტდეს. შემოთავაზებული რედაქციის თანახმად პატიმრობის კოდექსის ის ჩანაწერები, სადაც პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილ სუბიექტად მითითებული იყო დაწესებულების შეიცვალა ტერმინებით: „დაწესებულების დირექტორი“, ადმინისტრაცია, „პენიტენციური დაწესებულება“, „შესაბამისი უფლებამოსილი პირი“. ბ) დაწესებულების დებულების დამტკიცება და დაწესებულების დირექტორის მოადგილის დანიშვნის წესი წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცებისას სავალდებულო არ იქნება პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის წარდგინება და მინისტრი ერთპიროვნულად დაამტკიცებს თითოეული დაწესებულების დებულებას. რაც შეეხება პენიტენციური დაწესებულების დირექტორისა და მისი მოადგილეების დამტკიცების საკითხს, პატიმრობის კოდექსით განისაზღვრება მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის დამტკიცების წესი, ხოლო დაწესებულების დირექტორის მოადგილეების დამტკიცების წესი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით. გ) სამინისტროს ადგილობრივი საბჭოსათვის კორესპონდენციის გაგზავნა წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, პენიტენციური დაწესებულებას ასევე აეკრძალება ისეთი კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა, შეჩერება, ან/და შემოწმება, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო. დ) ამანათის მიღების წესი შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, იცვლება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ფულადი გზავნილის მიღებასთან/გაგზავნასთან დაკავშირებული რეგულაციები, კერძოდ: ფულადი გზავნილის მიღება/გაცემა მოხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. ნაღდი ფულის სახით მიღებული ფულადი გზავნილი უკან დაუბრუნდება გამომგზავნს იმავე წესით. ე) მსჯავრდებულთა ფეხსაცმლით უზრუნველყოფა პატიმრობის კოდექსის არსებული რედაქციით თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. პრაქტიკის ანალიზმა აჩვენა, რომ პატიმრებს არამარტო ტანსაცმლით უზრუნველყოფა ესაჭიროებათ, არამედ ფეხსაცმლითა და პირველადი მოხმარების სხვა საგნებით. შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად პენიტენციური დაწესებულება ვალდებული იქნება უზრუნველყოს ბრალდებული/მსჯავრდებული სეზონის შესაფერისი არა მხოლოდ ტანსაცმლით, არამედ ფეხსაცმლითაც და პირველადი მოხმარებისათვის საჭირო ინვენტარით. ვ) დაწესებულებაში კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების შეტანის უფლება პენიტენციურ დაწესებულებებში ხშირია შემთხვევები, როდესაც დაწესებულებაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას საჭიროა სხვადასხვა ნივთების დაწესებულებაში შეტანის უფლების ნებართვის გაცემა. აღნიშნულის საკითხის მოწესრიგების მიზნით, ცვლილება შედის კოდექსის მე-60 მუხლში, რომლის თანახმადაც დაწესებულების გამართული ფუნქციონორების მიზნით ან/და სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, მინისტრი ან დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია გასცეს სპეციალური წერილობითი ნებართვა, რომლის თანახმადაც კონკრეტულ პირს მიეცემა უფლება დაწესებულებაში შეიტანოს ისეთი კვების პროდუქტები, ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები და დოკუმენტები, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და სარგებლობა ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ზ) ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კოდექსის მოქმედი რედაქციის 43-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ კოდექსში მითითებულია გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრების საკითხი, ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში საჩივრდება სამივე ინსტაციაში. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება 43-ე მუხლის მე-7 ნაწილი, კერძოდ ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, ადმინისტრაციული წესით, შეიძლება გასაჩივრდეს, სასამართლოში (ანალოგიური წესია გათვალისწინებული მოქმედი რედაქციით პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შემთხვევაშიც). თ) ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლება მოქმედი რედაქციით პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, აგრეთვე დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით საუბნო პოლიციას. ვინაიდან წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ახალი ტიპის დაწესებულებას, საიდანაც ასევე შესაძლებელი იქნება მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დატოვება, შესაბამისად აუცილებელია პატიმრობის კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებული წესი ასევე გავრცელდეს გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებზეც. ი) მსჯავრდებულები, რომელთაც თავისუფლების შეზღუდვით თავისუფლების აღკვეთა შეეცვალათ - თავისუფლების შეზღუდვის, როგორც სასჯელის გაუქმების გამო, გარდამავალი დებულებებით საჭიროა დარეგულირდეს იმ მსჯავრდებულთა საკითხი, რომლებსაც სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების მიერ დარჩენილი სასჯელი შეეცვალათ უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - თავისუფლების შეზღუდვით. ცვლილების თანახმად, ასეთი მსჯავრდებულებს სასამართლოს გადაწყვეტილებით დარჩენილი სასჯელი შეიძლება შეეცვალოთ საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით, პირობითი მსჯავრით ან/და შინაპატიმრობით. ი) ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანის საკითხი ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის პატიმრობის კოდექსის 121-ე და 1211 მუხლებში, კერძოდ ტერმინი „საერთო პროფილის საავადმყოფო“ ჩანაცვლდა ტერმინით „სამოქალაქო სექტორის საავადმყოფო“, ვინაიდან პატიმრობის კოდექსის 121-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შეუძლებელია მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო პროფილის საავადმყოფოში გაყვანით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან სამკურნალოდ გაყვანა ხშირ შემთხვევებში საჭიროა განხორციელდეს ისეთ მონოპროფილურ საავადმყოფოებშიც, როგორიცაა ჰემატოლოგიური, ონკოლოგიური, კარდიოლოგიური, ოფთალმოლოგიური და სხვა. შესაძლებელია ზოგიერთ საერთო პროფილის საავადმყოფოს ჰქონდეს ჩამოთვლილი პროფილები, თუმცა მომსახურების მთელ (საჭირო) სპექტრს ვერ ფარავდეს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების და ფინანსების წყარო: პროექტის განხორციელება არ გამოიწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან, ვინაიდან ახალი ტიპის დაწესებულების შექმნა არ მოითხოვს დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ვინაიდან შესაბამისი პირობები შესაძლოა მოეწყოს არსებული თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ბაზაზე, ცალკე ფლიგელის, ან ნაწილის სახით, სადაც გავრცელდება გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სარეჟიმო პირობები. კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სამინისტროს სისტემის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან თავისუფლების შეზღუდვის, როგორც დამოუკიდებელი სასჯელის დატოვების შემთხვევაში, სახელმწიფოს უნდა უზრუნველეყო მინიმუმ სამი ახალი თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების მშენებლობა - ქალთათვის, არასრულწლოვანთათვის და სრულწლოვანთათვის დასავლეთ საქართველოში. ამასთან, გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები: სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების დასაფინანსებლად, 2016-2019 წლებისათვის სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებით გათვალისწინებული იყო ყოველწლიურად შემდეგი შესაბამისი პროგრამების დაფინანსება:           დაწესებულების 46 თანამშრომლის ხელფასი - 693 000,0 ლარი; კვების ხარჯი - 104 000,0 ლარი; სამედიცინო ხარჯები - 5 000,0 ლარი; სამეურნეო ხარჯები - 20 000,0 ლარი; ჰიგიენისა და რბილი ინვენტარის ხარჯები - 10 000,0 ლარი; დასუფთავება - 20 000,0 ლარი; ბუნებრივი აირი - 25 000,0 ლარი; ელექტრო ენერგია - 30 000,0 ლარი; წყალი - 20 000,0 ლარი; სატრანსპორტო ხარჯი - 21 000,0 ლარი; სულ ჯამში - 948 000,0 ლარი. 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების 6 თვის კომუნალური ხარჯები და წლის ბოლომდე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები. სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ერთი მსჯავრდებულის შენახვის პირდაპირი ხარჯი წლიურად შეადგენს 1280 ლარს, ამჟამად დაწესებულებაში იმყოფება 38 პირი და წელიწადში მათზე გასაწევი ხარჯი შეადგენს 45 600 ლარს. კანონპროექტის თანახმად იგეგმება ახალი დაწესებულების (გათავისუფლებისათვის მომზადების) შექმნა, რომელიც განთავსდება იმავე თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების შენობაში, შესაბამისად საჭირო გახდება ამ თანხების გამოყენება დაწესებულების ფუნქციონირებისათვის და გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი მსჯავრდებულების შენახვისათვის. რაც შეეხება თანამშრომლებს, კანონპროექტით განსაზღვრულია დაწესებულების ლიკვიდაცია და ამ დაწესებულების ადგილზე ახალი დაწესებულების შექმნა, რის შემდეგაც დაწესებულების ფუნქციებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე თანამშრომელთა კვალიფიკაციის მიხედვით მოხდება მათი გადანაწილება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს შეესაბამება მათ. და გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებს. მრავალმხრივ მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფოან/დასაერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტისინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 8. პენიტენციური დაწესებულება და მისი მართვა. პენიტენციური დაწესებულების სახეები 1. პენიტენციური დაწესებულება არის მინისტრის სამართლებრივი აქტით შექმნილი დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში. პენიტენციური დაწესებულება მისთვის ამ კოდექსით მინიჭებული ცალკეული ფუნქციების შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო. 2. პენიტენციურ დაწესებულებას ქმნის და აუქმებს მინისტრი. 3. პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილება, სტრუქტურა და მართვის წესი, აგრეთვე ამ კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საკითხები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი. 4. პენიტენციურ დაწესებულებას ხელმძღვანელობს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. პენიტენციური დაწესებულების დირექტორს დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის დირექტორი. ამასთანავე, სოციალურ დარგში პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისათვის და თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის საჭიროა მინისტრის წინასწარი წერილობითი თანხმობა. 5. პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცრები და რიგითები, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულების ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ამ პენიტენციურ დაწესებულებაში უშუალოდ ასრულებენ ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ და სამართლებრივ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. აღნიშნულ საჯარო მოსამსახურეებს არ ენიჭებათ სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებები. პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფენ სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მოსამსახურეები. 6. პენიტენციური დაწესებულების სახეებია: ა) პატიმრობის დაწესებულება; ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება. 7. საჭიროების შემთხვევაში მინისტრი ქმნის და აუქმებს შერეული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას. მუხლი 10. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება 1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელის აღსრულების დაწესებულება. 2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია: ა) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დ) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ე) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება; ვ) ქალთა სპეციალური დაწესებულება. მუხლი 101. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება 1. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. 2. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად. 3. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად, დადგენილი წესით გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე. მუხლი 14. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: ა.ა) საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით; ა.გ) ახლო ნათესავებთან შეხვედრით (პაემნით), დამცველთან , დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის) შეხვედრით; ა.დ) სატელეფონო საუბრებით და მიმოწერით; ა.ე) ამანათებისა და ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნით; ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციებით; ბ) მიიღოს ზოგადი და პროფესიული განათლება; გ) მონაწილეობა მიიღოს სპორტულ, კულტურულ, აღმზრდელობით და რელიგიურ ღონისძიებებში; დ) მიიღოს ინფორმაცია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით; ე) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და პენიტენციური დაწესებულების ხელშეწყობით მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია; ვ) შეიტანოს მოთხოვნა, საჩივარი; ზ) ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე (ისარგებლოს გასეირნების უფლებით); თ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. 2. მსჯავრდებული დამატებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობს: ა) სარეაბილიტაციო პროგრამებით სარგებლობის უფლებით; ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. 3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და ისარგებლოს რელიგიური ლიტერატურითა და საკულტო საგნებით. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის და სასულიერო პირებთან შეხვედრის წესს განსაზღვრავს მინისტრი. 5. ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის გაწევის წესს ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 15. საცხოვრებელი პირობები 1. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილ სანიტარიულჰიგიენურ ნორმებს და უნდა უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. 2. 1 მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა ყველა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 4 კვ. მეტრზე ნაკლები. 3. 1 ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა პატიმრობის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 3 კვ. მეტრზე ნაკლები. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. ბრალდებული/მსჯავრდებული აგრეთვე უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით. 5. ორსულ ქალს, მეძუძურ დედას, ავადმყოფს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ხანდაზმულს (ქალს – 60 წლიდან, მამაკაცს – 65 წლიდან) უნდა ჰქონდეთ სხვა ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან შედარებით გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობები. მუხლი 16. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმოწერა 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები ამ კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია (შემდგომ – ადმინისტრაცია). პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით ეგზავნება. 3. ადმინისტრაცია ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს საწერი საშუალებებითა და ქაღალდით. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, ადმინისტრაცია უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს. 5. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე. 6. ადმინისტრაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი. მუხლი 17. პაემნის უფლება 1. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული იზოლაცია. 2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს თავის ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. აღნიშნულ პირებთან შეხვედრაზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანხმობა/მოტივირებული უარი ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება. 21. პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, წახალისების ფორმით ბრალდებულს/მსჯავრდებულს დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 ნაწილით. 3. ამ მუხლის მე-2 და 21 ნაწილებით გათვალისწინებულ პირებთან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ურთიერთობის კონტროლი ხორციელდება მისი პატივისა და ღირსების შეულახავად. 4. ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრა ხორციელდება მისი თანხმობის შემთხვევაში. 5. ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე ინფორმაცია ადმინისტრაციას წერილობით მიეწოდება. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირი ადმინისტრაციას წარუდგენს ახლო ნათესაობის დამადასტურებელ დოკუმენტს. 6. ადმინისტრაცია ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი იმავე დღეს უნდა იქნეს ინფორმირებული. 7. ხანმოკლე პაემანი ეწყობა 1-დან 2 საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხოლოდ ვიზუალური კონტროლით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 71. ქალ მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს საოჯახო პაემნის უფლება ამ კოდექსის 173 მუხლის შესაბამისად. 8. მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს ხანგრძლივი პაემნის უფლება ამ კოდექსის 172 მუხლის შესაბამისად. 9. (ამოღებულია). 10. ბრალდებული სარგებლობს მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. 11. ბრალდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება ხანმოკლე პაემანი შეეცვალოს სატელეფონო საუბრით. ხანმოკლე პაემნის შეცვლის წესი განისაზღვრება პატიმრობის დაწესებულების დებულებით. 12. მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება შეეცვალოს ხანმოკლე პაემნით, ხოლო ხანმოკლე პაემანი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება – სატელეფონო საუბრით. პაემნების შეცვლის წესი განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით. 13. ბრალდებულს / მსჯავრდებულს , რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა , უფლება აქვს , შეუზღუდავად შეხვდეს თავისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენელს ან იმ ქვეყნის უფლებამოსილ დიპლომატიურ წარმომადგენელს , რომელიც საქართველოში ითავსებს მისი ქვეყნის ინტერესების დაცვას . უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულებს / მსჯავრდებულებს უფლება აქვთ , ჰქონდეთ ურთიერთობები თავიანთი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან . იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებს , რომლებსაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები არ აქვთ , უფლება აქვთ , ჰქონდეთ ურთიერთობები იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს მათი ინტერესების დაცვა, ან სახელმწიფოთაშორის ორგანოებთან, რომლებიც ამ პირთა ინტერესებს იცავენ. 14. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ამ კოდექსით განსაზღვრული რაოდენობის პაემნების გარდა, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება აგრეთვე მიეცეს იმ პირთან საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 ნაწილით. 15. ხანმოკლე პაემნის უფლებით სარგებლობის წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი. მუხლი 171. ვიდეოპაემანი 1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული და ამ კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულებისა, უფლება აქვს, ისარგებლოს ვიდეოპაემნით (პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით) ნებისმიერ პირთან. 2. ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება მსჯავრდებულს ეზღუდება დისციპლინური სახდელის მოქმედების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღების პერიოდში. 3. მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის ორგანიზებას, მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, უზრუნველყოფს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია, ხოლო თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ – სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო). 4. მსჯავრდებული ვიდეოპაემნით სარგებლობს საფასურის გადაუხდელად. 4 1 . (ამოღებულია - 27.04.2016, №5015). 5. (ამოღებულია - 27.04.2016, №5015). 6. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ახორციელებენ მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის მხოლოდ ვიზუალურ კონტროლს, რის შესახებაც მსჯავრდებულის და მასთან ვიდეოპაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა. 7. თავისუფლების აღკვეთის იმ დაწესებულებებს, სადაც შესაძლებელია მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის განხორციელება, მსჯავრდებულის მიერ ვიდეოპაემნით სარგებლობის რაოდენობას, ვიდეოპაემნის ხანგრძლივობას და ვიდეოპაემნის განხორციელების პროცედურას განსაზღვრავს მინისტრი. მუხლი 172. ხანგრძლივი პაემნის უფლება 1. ხანგრძლივი პაემანი არის მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებთან ერთად ცხოვრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, მსჯავრდებულის ან ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირების ხარჯით, ადმინისტრაციის წარმომადგენლის დაუსწრებლად. ხანგრძლივი პაემნის საფასური ძირითადად ხმარდება მისი მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას. 11. ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობა შეიძლება განხორციელდეს საფასურის გადაუხდელად, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. 2. მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან ხანგრძლივი პაემნის უფლება. 3. ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის თაობაზე ადმინისტრაცია წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული 2 კვირით ადრე. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. ადმინისტრაცია ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა უზრუნველყოფს ხანგრძლივი პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი 10 დღის ვადაში უნდა იქნეს ინფორმირებული. 5. ხანგრძლივი პაემანი გრძელდება არაუმეტეს 23 საათისა. 6. ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევათ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, აგრეთვე იმ მსჯავრდებულს, რომელიც არის საკარანტინო რეჟიმში, დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი ან/და შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა. 7. ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემის საკითხს წყვეტს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი. 8. ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემაზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება. 9. ხანგრძლივი პაემნის შეცვლა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით, ხანმოკლე პაემნით ან სატელეფონო საუბრით დაუშვებელია. 10. ხანგრძლივი პაემნისათვის სპეციალურად გამოყოფილი ოთახის პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. 11. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელების პირობებსა და წესს განსაზღვრავს მინისტრი. მუხლი 173. საოჯახო პაემანი 1. საოჯახო პაემანი არის ქალი მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებთან შეხვედრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. 2. ქალ მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან საოჯახო პაემნის უფლება. 21. პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, წახალისების ფორმით ქალ მსჯავრდებულს დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ პირთან საოჯახო პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 ნაწილით. 3. საოჯახო პაემნის მოთხოვნის შესახებ ადმინისტრაციას წერილობით უნდა ეცნობოს 5 დღით ადრე. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4 . ადმინისტრაცია საოჯახო პაემნის მოთხოვნის შესახებ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს საოჯახო პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რომლის თაობაზედაც განმცხადებელს იმავე დღეს უნდა ეცნობოს. 5 . საოჯახო პაემანი გრძელდება არა უმეტეს 3 საათისა. 6. საოჯახო პაემნის უფლების მიცემაზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით უნდა ეცნობოს. 7. საოჯახო პაემნისათვის სპეციალურად გამოყოფილი ოთახის პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. 8. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში საოჯახო პაემნის უფლების განხორციელების პირობებსა და წესს განსაზღვრავს მინისტრი. მუხლი 19. სატელეფონო საუბარი, ამანათისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნა 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით სატელეფონო საუბრის უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის სატელეფონო საუბარი აკრძალულია. 2. სატელეფონო საუბარი ხორციელდება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ხარჯით და ადმინისტრაციის კონტროლით. 3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ამანათი და ფულადი გზავნილი ახლო ნათესავებს, ხოლო ადმინისტრაციის ნებართვით – სხვა პირებს. მიღებული ფულადი გზავნილი ბრალდებულს/მსჯავრდებულს ნაღდი ფულის სახით არ გადაეცემა და იგი ირიცხება მის ან, მისივე თანხმობით, ახლო ნათესავის პირად ანგარიშზე. მუხლი 20. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა გამოყენების შესაძლებლობა. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, ხდება რადიო- და ტელეტრანსლაცია. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისა, აგრეთვე შესაძლებელია ინტრანეტით სარგებლობა. 2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, გარდა სამარტოო საკანში მოთავსებული ბრალდებულისა/მსჯავრდებულისა, შეიძლება მიეცეს სამუშაოსაგან თავისუფალ დროს, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით რადიოტრანსლაციის მოსმენისა და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს ადმინისტრაციის თანხმობით, ამ ტიპის პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისათვის გათვალისწინებული შეზღუდვების შესაბამისად, შეიძლება ჰქონდეს პირადი რადიომიმღები და ტელევიზორი, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ამ დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე. მან აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს თავისი ხარჯით ან მიიღოს ამანათის სახით. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკის გამოყენების პირობები განისაზღვრება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით. დებულების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილია ჩამოართვას ბრალდებულს/ მსჯავრდებულს ტექნიკა და გადასცეს მის ახლო ნათესავს. 4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია საკუთარი სახსრებით, გონივრული ოდენობით გამოიწეროს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები, მიიღოს საწერი საშუალებები, გარდა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული აკრძალული ნივთებისა. მუხლი 21. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი ჰიგიენა 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად. 2. როგორც წესი, ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს შხაპის კვირაში ორჯერ მიღების შესაძლებლობით, ასევე საპარიკმახერო მომსახურებით არანაკლებ თვეში ერთხელ. ადმინისტრაციას ეკრძალება მოსთხოვოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა. მუხლი 22. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ტანსაცმელი და თეთრეული 1. თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადა-მიანის ღირსებას. 2. აუცილებლობის შემთხვევაში მსჯავრდებულს ეძლევა სამუშაო ტანსაცმელი. 3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული, რომელიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი. ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს თეთრეულის სისუფთავე. 4. ადმინისტრაციას შეუძლია მსჯავრდებულს მისცეს სპეციალური ტანსაცმელი, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის სპეციალური ტანსაცმლის ტარება სავალდებულოა. მუხლი 23. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვება 1. პენიტენციურ დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვების ნორმები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 3. ბრალდებული/მსჯავრდებული ადმინისტრაციამ ყოველდღიურად უნდა უზრუნველყოს სამჯერადი კვებით. 4. ქალს, ორსულ ქალს, მეძუძურ დედას, ავადმყოფს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ხანდაზმულს (ქალს – 60 წლიდან, მამაკაცს – 65 წლიდან) უნდა შეექმნათ მათი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები. 5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობისას ან მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი სახსრების გამოყენება დაიშვება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. 6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის სახით. 7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი. მუხლი 26. მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვება განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით 1. ადმინისტრაციამ მსჯავრდებულს შეიძლება მისცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება, თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა მსჯავრდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე, ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით, ან სოციალური აქტივობის განსახორციელებლად. 11. საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მსჯავრდებულის მონაწილეობის აუცილებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფს საპროცესო მოქმედებაში მსჯავრდებულის მონაწილეობას. 2. განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლების მისაღებად მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი შუამდგომლობით მიმართავს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების მოტივი და ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ყოფნისათვის განკუთვნილი დრო (დანიშნულების ადგილი). 3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც. 4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში. 5. დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება მსჯავრდებულს ეძლევა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის წარდგინებით და მისი პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით. ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორი ადგენს მსჯავრდებულის გამცილებელ თანამშრომელთა რაოდენობას. მსჯავრდებულის გაცილება ხდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან დანიშნულების ადგილამდე და უკან. 6. მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ხარჯები გადაიხდება მისი ან მისი ოჯახის სახსრებით, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია მსჯავრ-დებულის გაყვანასთან საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად. 7. მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების წესსა და პირობებს ადგენს მინისტრი. მუხლი 27. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა 1. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის და რომლის მიმართაც არ მოქმედებს დისციპლინური სახდელი ან ადმინისტრაციული პატიმრობა, უფლება აქვს, წელიწადში ორჯერ ისარგებლოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. ორსულ ქალს და 3 წლამდე ბავშვის დედას უფლება აქვთ, წელიწადში სამჯერ ისარგებლონ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც. 2. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა ფორმდება დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით. მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მას შემდეგ, რაც მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი. 3. (ამოღებულია - 12.06.2015, №3711). 4. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის, დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებას აძლევს დეპარტამენტის დირექტორი, თუ დაკმაყოფილებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული პირობები, ამასთანავე, მსჯავრდებული დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულია: ა) სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად ჩარიცხვის გამო; ბ) პირადი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე; გ) გადამდები ინფექციური დაავადების გამო. 5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ვადების მიუხედავად, შესაძლებელია მსჯავრდებულს მიეცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება. 6. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლების მისაღებად მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი შუამდგომლობით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს. ამ შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის მოტივი და ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ფარგლების გარეთ ყოფნის დრო (შემდგომ – დანიშნულების ადგილი). 7. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შუამდგომლობის განხილვისას მხედველობაში მიიღება: ა) მსჯავრდებულის პიროვნება; ბ) ოჯახური მდგომარეობა; გ) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე; დ) დანიშნულების ადგილი; ე) სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც დადებითად ან უარყოფითად ახასიათებს მსჯავრდებულს. 8. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის განხილვისას დეპარტამენტის დირექტორს შეუძლია გამოიყენოს შემდეგი უზრუნველყოფის ღონისძიებები: ა) გირაო – არანაკლებ 2000 ლარისა; ბ) პირადი თავდებობა; გ) ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) საშუალება. 9. შესაძლებელია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიებათა ერთად გამოყენება. 10. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში. 11. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შემთხვევაში მსჯავრდებული პირველივე დღეს უნდა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში, სადაც დააფიქსირებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის დაწყების დროს. თუ ობიექტური მიზეზებით მსჯავრდებული განსაზღვრულ ვადაში ვერ ახერხებს დაწესებულებაში დაბრუნებას, პრობაციის ბიურო უფლებამოსილია გაუგრძელოს მას ვადა არა უმეტეს 2 დღისა. 12. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ხარჯები, გარდა ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) მექანიზმის გამოყენების ხარჯებისა, გადაიხდება მსჯავრდებულის ან მისი ახლო ნათესავის სახსრებით. 13. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ მსჯავრდებულის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორის მოტივირებული უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 14. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წესს, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესს განსაზღვრავს მინისტრი. მუხლი 28. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიებები – გირაო და პირადი თავდებობა 1. გირაო არის ფულადი თანხა. ფულადი თანხა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხან-მოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დეპოზიტზე შეაქვს მსჯავრდებულის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს, მსჯავრდებულის ოჯახის წევრს ან მისი სახელით სხვა პირს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით მსჯავრდებულის სათანადო ქცევისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს. 2. დეპარტამენტის დირექტორი ითვალისწინებს გირაოს შემტანის პიროვნებას და მის ფინანსურ მდგომარეობას. 3. დეპარტამენტის დირექტორის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გირაო 3 დღის ვადაში შეიტანება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დეპოზიტზე. 4. გირაოს შეტანის წინ მის შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შესაძლო შედეგების შესახებ. 5. თუ მსჯავრდებულმა, რომელიც იმყოფება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის რეჟიმში, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა ვადის გასვლის შემდეგ დაწესებულებაში დაბრუნებას ან ჩაიდინა ახალი დანაშაული, მის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 6. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადის დაცვის, ნაკისრი ვალდებულების ზუსტად და კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2 კვირის ვადაში დაუბრუნდება მის შემტანს. 7. პირადი თავდებობისას მსჯავრდებულის დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი, ახლო ნათესავი ან მისი სახელით სხვა პირი იღებს წერილობით ვალდებულებას, რომ ის უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სათანადო ქცევას და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადებას. 8. თავდებთა რაოდენობას განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი. გამონაკლის შემთხვევაში თავდები შეიძლება იყოს ერთი, განსაკუთრებით სანდო პირი. 9. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამავლობით ან თანხმობით, აგრეთვე მსჯავრდებულის თანხმობით. თითოეული თავდები იძლევა ხელწერილს თავდებობის შესახებ, რომელიც დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს. 10. თავდებს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს, თავი იმართ-ლოს იმით, რომ მსჯავრდებულის ქცევის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას. 11. თუ მსჯავრდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებული იქნა თავდებობა, თითოეულ თავდებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაეკისრება ფულადი ჯარიმა არანაკლებ 10 000 ლარისა. მუხლი 30. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოვალეობები 1. ბრალდებული/მსჯავრდებული, თავისი სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესებსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობანი და ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნები. 2. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია: ა) დაიცვას პენიტენციური დაწესებულების დებულება და შეასრულოს ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნები; ბ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საცხოვრებელი; გ) სურვილის შემთხვევაში იმუშაოს მხოლოდ ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილ სამუშაო ადგილზე, ამ კოდექსითა და პენიტენციური დაწესებულების დებულებით დადგენილი პირობებით. მუხლი 34. შეტყობინება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ 1. ადმინისტრაცია ვალდებულია ბრალდებულის პატიმრობის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოსა და ბრალდებულის ახლო ნათესავს ან ბრალდებულის თხოვნით – სხვა პირს ან ბრალდებულის ადვოკატს, მის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. 2. ადმინისტრაცია ვალდებულია მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს განაჩენის გამომტან სასამართლოსა და მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან მსჯავრდებულის თხოვნით – სხვა პირს ან მსჯავრდებულის ადვოკატს, მის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. მუხლი 36. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე 1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე დგება მისი დაპატიმრებიდან მის გათავისუფლებამდე. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლების შემდეგ მისი პირადი საქმე ინახება პენიტენციური დაწესებულების არქივში. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის წარმოების წესს, ამ საქმისთვის დასართავი დოკუმენტების ჩამონათვალს და არქივში საქმის შენახვის ვადას განსაზღვრავს მინისტრი. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში უნდა იყოს მონაცემები მისი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ. 3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის შევსების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს ადმინისტრაცია. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მისი პირადი საქმე გადაიგზავნება შესაბამის დაწესებულებაში. 5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, გაეცნოს თავის პირად საქმეს. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის უფლება აქვს აგრეთვე სპეციალურად უფლებამოსილ პირს. ასეთ პირთა ნუსხას ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 37. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების საფუძვლები 1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან მსჯავრდებული თავისუფლდება: ა) სასჯელის მოხდის შემდეგ; ბ) სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისას; გ) სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისას; დ) განაჩენის კანონით დადგენილი წესით შეცვლის ან გაუქმების გამო; ე) ამნისტიით ან შეწყალებით; ვ) ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ზ) სასამართლოს მიერ განაჩენის აღსრულების გადავადების შემთხვევაში. 2. იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომლებიც სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველია, ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. მუხლი 38. გათავისუფლების საერთო წესი 1. გათავისუფლებული მსჯავრდებული ამ კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დამთავრების დღის წინა დღეს. თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. გათავისუფლებისას მას მიეცემა სათანადო ცნობა. 2. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი, რომლებიც ინახებოდა ადმინისტრაციაში. 3. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი ან იგი არ შეეფერება სეზონს, მას შესაფერის ტანსაცმელს უსასყიდლოდ გადასცემს ადმინისტრაცია. 4. მსჯავრდებულს მის პირად ანგარიშზე დაგროვილი თანხის სრული განკარგვის უფლება ეძლევა გათავისუფლებისას. 5. (ამოღებულია – 19.06.2012, №6504). მუხლი 39. ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო გათავისუფლება 1. ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო მსჯავრდებულის გასათავისუფლებლად მსჯავრდებული, მისი კანონიერი წარმომადგენელი ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი კანონით დადგენილი წესით, მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ საექიმო დასკვნის საფუძველზე მიმართავს სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას. 2. სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე უფლებამოსილება განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მუხლი 40. სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება 1. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე. 2. (ამოღებულია - 12.06.2015, №3711). 3. მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები. 4. სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებული მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი პრობაციის ბიურო, ხოლო მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურის ყოფაქცევისა – სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა. 5. თუ მსჯავრდებულმა სასჯელის მოუხდელ ვადაში: ა) სისტემატურად ან/და უხეშად თავი აარიდა პირობით ვადამდე გათავისუფლებისას მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობით ვადამდე გათავისუფლება და აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი; ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო; გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო დაუნიშნავს მას სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს პირობით ვადამდე გათავისუფლებას. 6. მსჯავრდებული უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან შეიძლება გათავისუფლდეს, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის 20 წელი. 7. მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე განთავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე. მუხლი 42. საბჭოს გადაწყვეტილება სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ 1. თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, ადმინისტრაცია უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს. 2. მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს უფლება აქვთ, საბჭოს წარუდგინონ დამატებითი ინფორმაცია. 3. საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. 4. შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. 5. თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, იგი ატარებს ზეპირ მოსმენას. ზეპირი მოსმენით საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. 6. საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. 7. თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 6 თვეში. მუხლი 43. საბჭოს გადაწყვეტილება სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ 1. მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად აუცილებელი დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა. 2. მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს უფლება აქვთ, საბჭოს წარუდგინონ დამატებითი ინფორმაცია. 3. საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ. 4. შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. 5. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. 6. საბჭო გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის შესახებ იღებს მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში. 7. საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში. 8. თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე მსჯავრდებულის შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და თუ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება. მუხლი 45. ადმინისტრაციის მოვალეობები მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისას 1. თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 თვისა ადმინისტრაცია მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აცნობებს მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, მისი საცხოვრებელი ადგილის, შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ. 2. ადმინისტრაცია ვალდებულია მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. მუხლი 451. ადმინისტრაციის მოვალეობა ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისას ადმინისტრაცია ვალდებულია ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, აგრეთვე ამ კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით საუბნო პოლიციას. მუხლი 46. თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილი 1. მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი. 3. მსჯავრდებული, როგორც წესი, სასჯელს იხდის მისი ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელი ადგილიდან ყველაზე ახლოს მდებარე, შესაბამისი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მის მიერ დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევის გამო, მისი ავადმყოფობის გამო ან/და რისკის ფაქტორის გათვალისწინებით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, ლიკვიდაციისას ან გადატვირთულობისას, ან ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, ან სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას ან/და მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში. მსჯავრდებულის რისკების შეფასებას და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკების შეფასების გუნდი. მსჯავრდებულის რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით/საფუძვლებით მსჯავრდებულის სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანისას მასზე ვრცელდება წესები, რომლებიც დადგენილია ამ რისკის მსჯავრდებულისათვის და რომელთა დაცვაც შესაძლებელია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით (გარდა მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევის გამო ან/და რისკის ფაქტორის გათვალისწინებით და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაყვანისა) სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანილი მსჯავრდებული ამ საფუძვლის აღმოფხვრისთანავე დაბრუნებული უნდა იქნეს იმ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, საიდანაც გადაყვანილ იქნა. მუხლი 47. მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნა 1. სასამართლოს მიერ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებიდან არაუგვიანეს 20 დღისა დეპარტამენტის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა მოიხადოს მსჯავრდებულმა სასჯელი. 2. პატიმრობის დაწესებულების ადმინისტრაცია მსჯავრდებულს სასჯელის მოსახდელად გზავნის დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან არაუგვიანეს 20 დღისა. 3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი. 4. (ამოღებულია - 16.04.2014, №2241). მუხლი 49. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მიღების წესი 1. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მიღებას ახორციელებს ადმინისტრაცია დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 2. მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით, მისთვის გასაგებ ენაზე უნდა გააცნონ მისი უფლებები და მის მიმართ მოსამსახურეთა მოპყრობის წესები, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესები, დისციპლინური და სხვა სახის მოთხოვნები. თავი VIII. პენიტენციური დაწესებულების დებულება მუხლი 52. პენიტენციური დაწესებულების დებულება 1. პენიტენციური დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა იზოლაცია და დაცვა; ბ) ბრალდებულების/მსჯავრდებულების მუდმივი ზედამხედველობა; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება; დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა; ე) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და დაწესებულების თანამშრომლების პირადი უსაფრთხოების დაცვა; ვ) სხვადასხვა კატეგორიის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსება ამ კოდექსით დადგენილი წესით; ზ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღების წესი; თ) მუშაობისა და დასვენების დროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქცევის წესი; ი) იმ სამუშაოებისა და თანამდებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც დაუშვებელია მსჯავრდებულის დასაქმება; კ) იმ საგნებისა და ნივთების ჩამონათვალი და რაოდენობა, რომლებიც შეიძლება იქონიოს ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა; ლ) იმ საგნების ამოღების წესი, რომელთა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გამოყენებაც დაუშვებელია; მ) ჩხრეკის, შემოწმების ჩატარების, პაემნების მოწყობის, კორესპონდენციისა და გზავნილების მიღება-ჩაბარების წესები; ნ) კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებებისა და სხვა საგნების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება შეიძინოს ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში; ო) იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობა ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას; პ) დაწესებულებაში შესვლის წესი და პირობები; ჟ) იმ ინდივიდუალური საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებსაც შეიძლება ეწეოდეს მსჯავრდებული. 2. პენიტენციურ დაწესებულებაში მისი დებულების დაცვის მიზნით დასაშვებია ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი მოთავსების ადგილის ჩხრეკა, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად ჩხრეკას ახორციელებს იმავე სქესის პირი. 3. ადმინისტრაცია ვალდებულია შეამოწმოს იმ პირთა ნივთები, ტანსაცმელი და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შედიან პენიტენციურ დაწესებულებაში ან გადიან პენიტენციური დაწესებულებიდან. 4. ფული ან სხვა ფასეულობა, რომელიც ჩამოერთმევა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მის გათავისუფლებამდე შესანახად პენიტენციური დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით გადაეცემა ადმინისტრაციას. მუხლი 54. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი 1. დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას ადმინისტრაციას უფლება აქვს, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირთა უსაფრთხოებისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე – თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, მის ან სხვა პირთა მიმართ ძალადობის, ქონების დაზიანების, აგრეთვე სხვა დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად განახორციელოს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. ელექტრონული მეთვალყურეობა ხორციელდება აუდიოვიდეოსაშუალებებით ან/და კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებებით. ადმინისტრაცია უფლებამოსილია განახორციელოს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის, კონტროლის და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერა. 2. ადმინისტრაცია ვალდებულია გააფრთხილოს ბრალდებული/ მსჯავრდებული ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის ან/და აუდიოვიდეოჩაწერის განხორციელების თაობაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება, თუ რა სახის ელექტრონული საშუალებით და რა მიზნით ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ მეთვალყურეობა. ოქმს ხელს აწერენ ადმინისტრაციის არანაკლებ ორი წარმომადგენელი და ბრალდებული/მსჯავრდებული, რომლის მიმართაც ხორციელდება ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. 4. ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია. მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული და მიზნის პროპორციული უნდა იყოს. 5. დაუშვებელია ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება ხანგრძლივი პაემნებისათვის განკუთვნილ ოთახებში, გარდა მეთვალყურეობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში განხორციელებისა. 6. ადმინისტრაცია უფლებამოსილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ამ კოდექსის მე60 მუხლის პირველი ნაწილითა და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა პირებთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე. 7. პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელების შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 8. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრისთანავე ადმინისტრაცია წყვეტს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობას. დაუშვებელია ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის ბრალდებულის/ მსჯავრდებულის დასჯის მიზნით განხორციელება. 9. ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესს განსაზღვრავს მინისტრი. მუხლი 551. პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება 1. პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება ხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულად ცნობილი პირი გადაჰყავთ პატიმრობის დაწესებულებაში. მუხლი 572. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი 1. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული თავს ესხმის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეს ან სხვა პირს, ან სჩადის სხვა განზრახ მოქმედებას, რომელიც პირდაპირ, უშუალო და იმწუთიერ საფრთხეს უქმნის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან სხვა პირის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, დასაშვებია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, თუ აღნიშნული მოქმედების სხვა საშუალებით აღკვეთა შეუძლებელია. გამოყენებული ძალა კანონიერი მიზნისა და იმ საფრთხის პროპორციული უნდა იყოს, რომელსაც ბრალდებული/მსჯავრდებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეს ან სხვა პირს უქმნის. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან ან გაყვანისას/გადაყვანისას გაქცევის ან სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის შემთხვევაში, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, თუ აღნიშნული მოქმედების სხვა საშუალებით აღკვეთა შეუძლებელია. გამოყენებული ძალა კანონიერი მიზნისა და შექმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს. გამოყენებული უნდა იქნეს მინიმალური ძალა – რამდენიც აუცილებელია გაქცეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესაჩერებლად. ქალის გაქცევისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაუშვებელია. 3. გაქცევად ჩაითვლება აკრძალული ზოლის გადაკვეთა. აკრძალული ზოლის განსაზღვრის წესს ადგენს მინისტრი. 4. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შესაბამისი პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, აგრეთვე მოახდინოს გამაფრთხილებელი გასროლა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ქონების დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია. 5. დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ან/და შენახვა, რომელსაც უშუალო შეხება აქვს ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან. 6. დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის და ამ კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაცვის განხორციელების შემთხვევებისა. მუხლი 60. პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება 1. პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ: ა) საქართველოს პრეზიდენტი; ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრები; გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი; დ) პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები; ე) საქართველოს სახალხო დამცველი; ვ) მინისტრი და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები; ზ) სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები. 2. პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვით შესვლის წესს განსაზღვრავს მინისტრი. 3. დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიოვიდეოტექნიკისა და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. სპეციალურ ნებართვას გასცემს მინისტრი ან დეპარტამენტის დირექტორი. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეიძლება მხოლოდ ბრალდებულის/ მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კოდექსით გათვალისწინებულ ვიზუალურ და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობაზე. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები აგრეთვე არ ვრცელდება ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ გადაღებაზე. გადაღების თაობაზე ბრალდებული/მსჯავრდებული წინასწარ უნდა იქნეს გაფრთხილებული. [7. საქართველოს სახალხო დამცველი, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის წინასწარი წერილობითი თანხმობით სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესისა და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანხმობით განახორციელოს მათი ან/და მათი უშუალო განთავსების პირობების, გასეირნების ადგილების, საექიმო-სამედიცინო პუნქტის, კვების ობიექტის, საერთო სარგებლობის საშხაპეების, საერთო სარგებლობის საპირფარეშოების და შეხვედრის ოთახების ფოტოგადაღება. 8. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრულ პირს ფოტოგადაღების რეჟიმის შემოწმება ვიდეოგადაღების თავიდან აცილების მიზნით, ხოლო ვიდეოგადაღების რეჟიმის აღმოჩენისას დაუყოვნებლივ აღკვეთოს იგი. (ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან)] მუხლი 602. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობები 1. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის, თავსდება სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ საცხოვრებელში. 2. მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარებისა და სხვა საგნების შესაძენად თავის პირად ანგარიშზე არსებული თანხა ყოველთვიურად დახარჯოს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში; ბ) 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 2 დამატებითი ხანმოკლე პაემანი; გ) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი; დ) დამოუკიდებლად, დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით გადაადგილდეს დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე; ე) 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 6 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 3 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი. 3. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების დირექტორის ნებართვით, დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით იქონიოს და ისარგებლოს ტელევიზორითა და რადიომიმღებით. 4. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულისათვის სწავლა ან/და მუშაობა, აგრეთვე დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობა სავალდებულოა. მუხლი 603. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმები დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; გ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; დ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა; ე) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ვ) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ზ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა; თ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით. მუხლი 62. სასჯელის მოხდის პირობები ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის, თავსდება სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ საერთო საცხოვრებელში. 2. მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარებისა და სხვა საგნების შესაძენად თავის პირად ანგარიშზე არსებული თანხა ყოველთვიურად დახარჯოს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში; ბ) 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი; გ) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 4 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არა უმეტეს 15 წუთისა; დ) დამოუკიდებლად გადაადგილდეს ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე მისი დებულებით დადგენილი წესით; ე) 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი. 3. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების დირექტორის ნებართვით იქონიოს და ისარგებლოს პირადი ტელევიზორითა და რადიომიმღებით, გარდა ღამის საათებისა. 4. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შეიძლება შემოწმდეს ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის კორესპონდენცია, გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 63. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმები სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; გ) დამატებითი ხანმოკლე პაემანი; დ) დაწესებულის გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლა; ე) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობა; ვ) დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; ზ) დამატებითი სატელეფონო საუბარი; თ) დამატებითი ვიდეოპაემანი; ი) დამატებითი საოჯახო პაემანი (ქალი მსჯავრდებულისათვის); კ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა; ლ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით. მუხლი 65. სასჯელის მოხდის პირობები დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, თავსდება საკანში. მას უფლება აქვს: ა) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარებისა და სხვა საგნების შესაძენად თავის პირად ანგარიშზე არსებული თანხა ყოველთვიურად დახარჯოს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში; ბ) 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი; გ) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არა უმეტეს 15 წუთისა; დ) 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი. 2. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის კორესპონდენციას ამოწმებს ადმინისტრაცია, გარდა ამ კოდექსის მე16 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. (ამოღებულია - 16.04.2014, №2241). მუხლი 66. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმები სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) (ამოღებულია - 16.04.2014, №2241); გ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; დ) დამატებითი სატელეფონო საუბარი; ე) ( ამოღებულია - 01.05.2015, №3523); ვ) პირადი ტელევიზორით, კომპიუტერით ან რადიომიმღებით სარგებლობა; ზ) დამატებითი ხანმოკლე პაემანი; თ) დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; ი) დამატებითი ვიდეოპაემანი; კ) დამატებითი საოჯახო პაემანი (ქალი მსჯავრდებულისათვის); ლ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა; მ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით. მუხლი 663. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობები 1. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის, თავსდება საკანში. მსჯავრდებულის საკანში მოთავსების წესი და პირობები განისაზღვრება დაწესებულების დებულებით. 2. მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად თავის პირად ანგარიშზე არსებული თანხა ყოველთვიურად დახარჯოს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში; ბ) 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი; გ) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 1 სატელეფონო საუბარი არაუმეტეს 10 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − 1 სატელეფონო საუბარი − არაუმეტეს 10 წუთისა. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ გარკვეული რაოდენობის სატელეფონო ნომერზე. სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება დაწესებულების დებულებით. 4. დასაბუთებული ეჭვის არსებობისას ადმინისტრაციას უფლება აქვს, მოისმინოს და ჩაიწეროს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები, რის შესახებაც მსჯავრდებულს წინასწარ ეცნობება. მსჯავრდებულის გაფრთხილების ვალდებულება არ წარმოიშობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას. 5. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული არ სარგებლობს: ა) შრომითი უზრუნველყოფის უფლებით; ბ) ამ კოდექსის მე-14 მუხლის: ბ.ა) პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (გარდა ახლო ნათესავის გარდაცვალების შემთხვევისა); ბ.ბ) მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით. 6. დასაბუთებული ეჭვის არსებობისას ადმინისტრაციას უფლება აქვს, შეამოწმოს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის კორესპონდენცია და გაეცნოს მის შინაარსს მსჯავრდებულის წერილობითი გაფრთხილების შემდეგ. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევასა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე. 7. ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირების მიერ მსჯავრდებულის სახელზე გამოგზავნილი კორესპონდენცია მოწმდება იმავე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით. 8. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით მიიღოს გზავნილი. 9. იმ პირველადი მოხმარების საგნების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება შეიძინოს მსჯავრდებულმა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 664. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმები განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; გ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა; დ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ე) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების მიცემა; ვ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა; ზ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით. მუხლი 665. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის დისციპლინური სახდელის სახეები 1. ადმინისტრაცია უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევისათვის განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები: ა) გაფრთხილების მიცემა; ბ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არაუმეტეს წელიწადში 6-ჯერ, მაგრამ არაუმეტეს ზედიზედ 2-ჯერ; გ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; დ) პირადი კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 3. დისციპლინური დარღვევისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ კორესპონდენციაზე. მუხლი 72. ქალი მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის მოხდის თავისებურებანი 1. ქალი მსჯავრდებული სასჯელს იხდის ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში, რომელიც გათანაბრებულია ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასთან. 2. (ამოღებულია - 16.04.2014, №2241). 3. საჭიროების შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ეწყობა სპეციალური განყოფილება ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვებისათვის. დედის შუამდგომლობით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების ნებართვითა და ადმინისტრაციის თანხმობით, შეიძლება დედისა და 3 წლამდე ბავშვისათვის ერთად ცხოვრების პირობების შექმნა. 31. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვებას, სამედიცინო მომსახურებასა და სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებს უზრუნველყოფს სამინისტრო. 32. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვების ნორმები და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 4. ადმინისტრაციას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია დედას აუკრძალოს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობა. 5. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი. 6. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არა უმეტეს 15 წუთისა. 7. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, დამოუკიდებლად გადაადგილდეს ქალთა დაწესებულების ტერიტორიაზე დებულებით დადგენილი წესით. 8. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 საოჯახო პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 1 დამატებითი საოჯახო პაემანი . 9. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 10 კალენდარული დღის განმავლობაში ჰქონდეს 1 ვიდეოპაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 1 დამატებითი ვიდეოპაემანი. მუხლი 74. პატიმრობაში ყოფნის პირობები 1. პატიმრობის დაწესებულების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. 2. პატიმრობის დაწესებულებაში მყოფი პირი თავსდება საკანში. 3. (ამოღებულია - 16.04.2014, №2241). 4. ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ცალ-ცალკე ათავსებენ. ადმინისტრაცია ვალდებულია მიიღოს ზომები მათი ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის უზრუნველსაყოფად. გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს წესი შეიძლება გავრცელდეს სხვა ბრალდებულებზედაც. 5. (ამოღებულია). მუხლი 75. პატიმრობაში მიღება 1. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მოსათავსებლად აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილება პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ, ბრალდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით და დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა. 2. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას აუცილებელია მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური ბარათი, სიტყვიერი პორტრეტი ბარათის მიხედვით ინახება ბრალდებულის პირად საქმეში. 3. ბრალდებულის დაქტილოსკოპიურ ბარათს ადმინისტრაცია უგზავნის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცენტრალურ ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან განყოფილებას დაქტილოსკოპირების ჩატარებიდან 7 დღის ვადაში. 4. პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული და მისი პირადი ნივთები საგულდაგულოდ მოწმდება, რის შესახებაც დგება შესაბამისი აქტი. ბრალდებულის შემოწმებას ახორციელებს პატიმრობის დაწესებულების იმავე სქესის თანამშრომელი. 5. პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რომელსაც ახორციელებს პატიმრობის დაწესებულების ექიმი. შემოწმების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა. ბრალდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს პროკურორს. 6. პატიმრობის დაწესებულების უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ აცნობს ბრალდებულს მის უფლებებსა და მოვალეობებს მისთვის გასაგებ ენაზე. 7. პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულის მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა ინფორმაცია ბრალდებულის შესახებ იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბიუროში. მუხლი 76. პატიმრობის დაწესებულებიდან ბრალდებულის გაყვანა და გადაყვანა 1. პატიმრობის დაწესებულებიდან ბრალდებულის გაყვანისა და გადაყვანის წესს ამტკიცებს მინისტრი. 2. ბრალდებულის გადაყვანის შესახებ მისი მიმღები პატიმრობის დაწესებულების ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ აცნობებს გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს, ასევე მის ახლო ნათესავს. 3. ბრალდებულის გაყვანის ან გადაყვანის შემთხვევაში პატიმრობის დაწესებულების ექიმი ახორციელებს ბრალდებულის სამედიცინო შემოწმებას, რის თაობაზედაც დგება შესაბამისი სამედიცინო ცნობა. მუხლი 79. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნის პირობები 1. ბრალდებულს პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნისას უფლება აქვს: ა) პატიმრობის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს კვების პროდუქტები იმ თანხით, რომელიც მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა. კვების პროდუქტების შესაძენად პირადი თანხის გამოყენება დაიშვება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით; ბ) ატაროს პირადი ტანსაცმელი, ხოლო თუ ასეთი ტანსაცმელი არ გააჩნია – ადმინისტრაციის მიერ გაცემული, სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი; გ) ადმინისტრაციის კონტროლით, საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და 1 თვის განმავლობაში 3-ჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა; დ) ისარგებლოს ბიბლიოთეკის წიგნებით და პრესით; ე) ადმინისტრაციის ნებართვით იქონიოს საკუთარი რადიომიმღები ან ტელევიზორი. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი უფლება ბრალდებულს შეიძლება შეეზ-ღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით. 3. ბრალდებულის გათავისუფლება ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. მუხლი 80. დისციპლინური დარღვევა დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ: ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა; ბ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა; გ) დაწესებულების მოსამსახურისა და სხვა უფლებამოსილი პირისადმი მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაუმორჩილებლობა ან მათთვის სხვაგვარი წინააღმდეგობის გაწევა; დ) განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა; ე) დაწესებულების ან სხვა პირის ქონების დაზიანება/განადგურება, მათ შორის, მისი ვიზუალური მხარის ცვლილებით; ვ) დაწესებულების მიერ დადგენილი გადაადგილების შეზღუდვების/ საზღვრების უნებართვოდ გადაკვეთა; ზ) დაწესებულების ტერიტორიაზე სარგებლის მიღების მიზნით საქმიანობა ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე; თ) დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულ მოწყობილობათა/სისტემების ფუნქციონირებაში ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობების დიზაინსა და ფუნქციებში ცვლილებების თვითნებურად შეტანა; ი) დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის დამზადება, ფლობა ან სარგებლობა; ი1) (ამოღებულია - 01.05.2015, №3523); კ) ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; ლ) ნებისმიერი სახის ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება საკნიდან საკანში ან დაწესებულების გარეთ; მ) დაწესებულების დებულების, დაწესებულებაში დადგენილი დღის განრიგისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დარღვევა. მუხლი 82. დისციპლინური სახდელის სახეები 1. დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით; გ 1) ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; დ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით; ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით; ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 6 თვემდე ვადით; ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით; თ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით; ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით; კ) პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; ლ) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით; მ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში 6-ჯერ. 2. ორსული ქალების, მცირეწლოვანი ბავშვების დედებისა და 65 წელს გადაცილებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები. 3. (ამოღებულია - 16.04.2014, №2241). 4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 5. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა. შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი. მუხლი 84. დისციპლინური სამართალწარმოება 1. დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს. 11. დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰყავდეს ადვოკატი. 2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება უფლება – მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ. 3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში ადმინისტრაცია ადგენს ოქმს. 4. დისციპლინური დარღვევის ჩამდენ პირს, მოწმეს ან დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, რომლებიც დაერთვის განკარგულებას დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ. 5. ზეპირი მოსმენის დროს ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების საშუალება. 6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენებისას გაითვალისწინება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის პიროვნება და მისი ქცევა, აგრეთვე გარემოებები, რომლებშიც იქნა ჩადენილი დისციპლინური დარღვევა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განმარტება დარღვევასთან დაკავშირებით. საქმის განხილვის შემდეგ, მტკიცებულების შეფასების საფუძველზე დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, რომელიც ტარდება ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება, ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ ბრალდებული/ მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული. 8. ზეპირი სხდომა დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ შეიძლება გაგრძელდეს ზეპირი მოსმენის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული თავისი ქმედებით არღვევს წესრიგს, არ ცხადდება სხდომაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას. მუხლი 85. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ 1. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. დაწესებულების დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლებამოსილების სხვა პირისათვის მინიჭების თაობაზე ცალკე არ საჩივრდება. 2. დისციპლინური სახდელის დაკისრება უნდა მოხდეს დისციპლინური დარღვევის გამოვლენის დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა. 3. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება უნდა შეიცავდეს: ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარსა და სახელს; ბ) შედგენის თარიღს, დროს და ადგილს; გ) სარეგისტრაციო ნომერს; დ) მონაცემებს დარღვევის ჩამდენი პირის შესახებ (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და სხვა); ე) დარღვევის ჩადენის ადგილს, დროს და დარღვევის არსს, ასევე მისი გამოვლენის დროს. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროის განსაზღვრა, დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროდ ჩაითვლება მისი გამოვლენის დრო; ვ) მონაცემებს მოწმის, დაზარალებულის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში; ზ) მითითებას საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე, მათი არსებობის შემთხვევაში. 4. თარჯიმნის მოწვევის შესახებ უნდა აღინიშნოს განკარგულებაში დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ. 5. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა. 6. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების 1 ასლი გამოცემისთანავე გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან მის ადვოკატს. 7. დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმის მასალები უნდა დაერთოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს. 8. დისციპლინური სახდელის აღსრულება უნდა დაიწყოს მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში. მუხლი 87. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარანტიები დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებისას 1. დაუშვებელია ერთი დისციპლინური დარღვევისათვის 2 ან მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება. 2. დისციპლინური სახდელი არ უნდა იყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამამცირებელი და მისი პატივისა და ღირსების შემლახველი. 3. დაუშვებელია დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ დისციპლინური დარღვევის ჩადენიდან გასულია 1 წელი. 4. დისციპლინურსახდელდაუდებლად ითვლება პირი, რომელიც დისციპლინური სახდელის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაეკისრება ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები, იგი დისციპლინურსახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ დისციპლინური სახდელის მოხდიდან 1 წლის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას. 5. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა შეუძლია დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, თუ სახდელის მიზანი მიღწეულია. მუხლი 88. სამარტოო საკანში მოთავსება 1. სამარტოო საკანში მოთავსება, როგორც დისციპლინური სახდელი, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში. 2. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა. მას აქვს ყოველდღიურად 1-საათიანი გასეირნების უფლება. 3. სამარტოო საკანში მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლებით. 4. სამარტოო საკანი უნდა იყოს განათებული და ვენტილაციით უზრუნველყოფილი; ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სკამი და საწოლი. მას უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს საკითხავი მასალა. 5. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსება სრული სენსორული იზოლაციის პირობებში. 6. ადმინისტრაცია ვალდებულია სამედიცინო პერსონალს აცნობოს სამარტოო საკანში პირის მოთავსების შესახებ. სამარტოო საკანში პირი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. აუცილებლობის შემთხვევაში სამარტოო საკანში ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს ექიმის დასკვნის საფუძველზე. მუხლი 89. დისციპლინური დარღვევების პრევენცია 1. ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები დისციპლინური დარღვევების პრევენციის მიზნით და მათ თავიდან ასაცილებლად. 2. დაწესებულების დებულება, დისციპლინური დარღვევებისა და შესაბამისი სახდელების დეტალური ჩამონათვალით, ყველა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. თავი XV. მსჯავრდებულის ადმინისტრაციული პატიმრობა მუხლი 90. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება 1. თუ მსჯავრდებულმა დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა ამ კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შესაძლებელია შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა არაუმეტეს 60 დღე-ღამის ვადით. აღნიშნული წესი არ ვრცელდება ამ მუხლის 11 ნაწილზე. 11. თუ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა ჩაიდინა ამ კოდექსის მე-80 მუხლის „გ“, „დ“, „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, შესაძლებელია მას შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა არაუმეტეს 90 დღე-ღამის ვადით. აღნიშნული ვადა არ შედის ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული პატიმრობების საერთო ვადაში. 2. 1 წლის განმავლობაში შეფარდებული ადმინისტრაციული პატიმრობების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღე-ღამეს. 3. ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდებათ ორსულ ქალებსა და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს. 4. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ამ ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება უნდა შეიცავდეს: ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარსა და სახელს; ბ) შედგენის თარიღს, დროს და ადგილს; გ) სარეგისტრაციო ნომერს; დ) მითითებას იმ ნორმატიულ აქტსა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტზე, რომელთა საფუძველზედაც თანამდებობის პირი ახორციელებს აღნიშნულ უფლებამოსილებას; ე) მონაცემებს დარღვევის ჩამდენი პირის შესახებ (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და სხვა); ვ) დარღვევის ჩადენის ადგილს, დროს (წლის, თვის, რიცხვის, საათისა და წუთის მითითებით) და დარღვევის არსს. თუ შეუძლებელია დროის განსაზღვრა, დარღვევის ჩადენის დროდ ჩაითვლება მისი გამოვლენის დრო; ზ) მონაცემებს მოწმის, დაზარალებულის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში; თ) მითითებას საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე, მათი არსებობის შემთხვევაში; ი) შუამდგომლობას სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ, სახდელის ვადის მითითების გარეშე. 6. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემისას მსჯავრდებულს განემარტება უფლება – გაეცნოს განკარგულებას, მისცეს ახსნაგანმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მომსახურებით, გაასაჩივროს განკარგულება ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ. აღნიშნული განმარტების თაობაზე აღინიშნება ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებაში. 7. თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მოწვევის შესახებ უნდა აღინიშნოს ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებაში. 8. დისციპლინური დარღვევის ჩამდენ პირს, მოწმეს ან დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, რომლებიც დაერთვის განკარგულებას ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ. 9. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების 1 ასლი გამოცემისთანავე გადაეცემა მსჯავრდებულს. 10. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება გამოცემიდან 24 საათის განმავ-ლობაში წარედგინება უფლებამოსილ სასამართლოს დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. მტკიცების ტვირთი ეკისრება განკარგულების გამომცემ თანამდებობის პირს. 11. მოსამართლე ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებას განიხილავს ერთპიროვნულად, ღია სასამართლო სხდომაზე, მისი წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. საქმის განხილვის შემდეგ დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოტანილი. დაუშვებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის სხვა დროისათვის გადადება. 12. სასამართლოში საქმე განიხილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით. საქმის განხილვისას არ გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლი. 13. სასამართლოში საქმე განიხილება თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მსჯავრდებული სარგებლობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გარანტირებული ყველა უფლებით. მას სრული თანასწორობის საფუძველზე უფლება აქვს, წარადგინოს მტკიცებულებები, მონაწილეობა მიიღოს მათ გამოკვლევაში, მოიწვიოს მოწმეები, მისცეს ახსნა-განმარტება, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, გამოთქვას საკუთარი აზრი საქმესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულს უფლება აქვს, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მომსახურებით. თუ მსჯავრდებულს არა აქვს ადვოკატის (დამცველის) აყვანის შესაძლებლობა, სასამართლო ვალდებულია დაუნიშნოს მას ადვოკატი (დამცველი) სახელმწიფოს ხარჯზე. 14. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაში ჩაითვლება პირის სასამართლოში წარსადგენად გამოყენებული დრო და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოსატანად გამოყენებული დრო. მუხლი 91. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ 1. სასამართლოს გადაწყვეტილებას (განჩინებას) ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი მიიღება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა პირის მიერ შესაბამისი დარღვევის ჩადენა სასამართლოს მიერ გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. 2. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. 3. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი-ტუციისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით. 4. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. 5. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სამართლიანია, თუ შეფარდებული ადმინისტრაციული პატიმრობა შეესაბამება დამრღვევის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის სიმძიმეს. მუხლი 92. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები 1. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს: ა) ჩაიდინა თუ არა პირმა ამ კოდექსით გათვალისწინებული ქმედება; ბ) არის თუ არა პირის ქმედება მართლსაწინააღმდეგო; გ) შეერაცხება თუ არა პირს ბრალად ჩადენილი ქმედება; დ) უნდა შეეფარდოს თუ არა პირს ადმინისტრაციული პატიმრობა და რა ზომით; ე) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი. 2. რამდენიმე დისციპლინური დარღვევის ჩადენაში მხილებული პირის საქმის განხილვისას სასამართლო თითოეული დისციპლინური დარღვევის მიხედვით ცალცალკე და მთლიანად წყვეტს ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საკითხებს. 3. სასამართლო უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევის ჩადენაში მხილებული რამდენიმე პირისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების საკითხი განიხილოს ერთობლივად, ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამომცემის შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკითხები თითოეული პირის მიმართ ცალ-ცალკე უნდა გადაწყდეს. მუხლი 94. აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და კონტროლი 1. ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილებას (განჩინებას) აღსასრულებლად მიაქცევს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტანი სასამართლო. აღსრულების ორგანიზება და კონტროლი ეკისრება დეპარტამენტს. 2. მსჯავრდებულის მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 3. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა არ ჩაითვლება მსჯავრდებულის სასჯელის ვადაში. მუხლი 95. მოთხოვნა და მისი შეტანის წესი 1. მოთხოვნის შეტანით ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს იმგვარი უფლებები, რომელთა მინიჭებაც ადმინისტრაციის უფლებამოსილებას განეკუთვნება. 2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნა შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, წერილობითი ფორმით. მოთხოვნა შეიძლება კონფიდენციალური იყოს. 3. მოთხოვნა რეგისტრირდება დაწესებულების კანცელარიაში, ხოლო რეგისტრაციის ნომერი გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს. 4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნით მიმართოს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია წერილობით უპასუხოს მას 5 დღის ვადაში. 5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნებს სასჯელის მოხდისგან ვადაზე ადრე გათავისუფლებისა და სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე ადმინისტრაცია ურთავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დახასიათებას. 6. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს. მუხლი 100. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჩივრების ყუთი 1. საჩივრების ყუთი უნდა განთავსდეს დაწესებულების ტერიტორიაზე ყველა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომ ადგილას. დაწესებულების ტერიტორიაზე შეიძლება განთავსდეს საჩივრების რამდენიმე ყუთი. 2. საჩივრების ყუთს უნდა გაუკეთდეს აბრა წარწერით „საჩივრების ყუთი“. 3. საჩივრების ყუთი დალუქული უნდა იყოს. 4. დაწესებულების სოციალური განყოფილების მუშაკი საჩივრების ყუთს კეტავს და ლუქავს დაწესებულების დირექტორის ან მისი მოადგილის თანდასწრებით. 5. დაწესებულების სოციალური განყოფილების მუშაკი საჩივრების ყუთს ხსნის ყოველი დღის ბოლოს დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. 6. საჩივრების ყუთის გახსნისთანავე ხდება კონვერტების ვიზუალური დათვალიერება და კონვერტის ნომრის რეგისტრაცია. 7. ადმინისტრაციის სოციალური განყოფილება უზრუნველყოფს საჩივრების რეგისტრაციას. საჩივრებს აღრიცხავს დაწესებულების სოციალური განყოფილების მუშაკი. 8. საჩივრების ყუთის დაზიანების შემთხვევაში დაზიანებიდან უმოკლეს ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღისა, უნდა შეკეთდეს იგი ან უნდა განთავსდეს ახალი ყუთი. მუხლი 102. საჩივრის გადაგზავნის წესი 1. ადმინისტრაცია ვალდებულია შემოსული საჩივარი მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა გადაუგზავნოს ადრესატს. 2. დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს მისთვის განკუთვნილი საჩივარი მიეწოდება შეუფერხებლად. აღნიშნული მოვალეობის შესრულება ეკისრება ადმინისტრაციას. 3. საჩივრის გადაგზავნიდან არა უგვიანეს მეორე დღისა საჩივრების ყუთთან გამოიკვრება გადაგზავნილი საჩივრის რეგისტრაციის ნომერი და შესაბამისი კონვერტის კოდი. 4. არაკონფიდენციალური საჩივარი განსახილველად არ ეგზავნება იმ პირს ან მისდამი უშუალოდ დაქვემდებარებულ პირს, რომლის ქმედებასაც ეხება საჩივარი. მუხლი 104. კონფიდენციალური საჩივარი 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეიტანოს კონფიდენციალური საჩივარი. 2. კონფიდენციალურია საჩივარი, რომელიც მოთავსებულია დალუქულ კონვერტში და რომელზედაც მითითებულია ადრესატი. 3. ადმინისტრაცია არ უზრუნველყოფს იმ საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვას, რომელზედაც არ არის მითითებული ადრესატი. მუხლი 108. საჩივრის შეტანის ხელშეწყობა 1. ადმინისტრაციამ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებული/მსჯავრდებული უნდა უზრუნველყოს საჩივრის შესატანად საჭირო საშუალებათა აუცილებელი რაოდენობით, მათ შორის, ქაღალდით, კონვერტებით კონფიდენციალური საჩივრებისათვის, საწერი საშუალებებით და სხვა. 2. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯა საჩივრის შეტანის გამო. 3. ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს ბრალდებულის/ მსჯავრდებულის პრობლემების ადგილზე გადაჭრა. არაკონფიდენციალური საჩივარი, რომელიც ადმინისტრაციამ შესაძლოა ადგილზე გადაწყვიტოს, გადაწყდება იმ ორგანოს და პირის მიერ მისი განხილვის შედეგების დალოდების გარეშე, რომელთაც ის გაეგზავნა. მუხლი 1121. სამეურნეო სამუშაოები 1. პენიტენციურ დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის ჩარიცხვა ფორმდება ამ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. 2. სამეურნეო სამუშაოების შესრულებისათვის მსჯავრდებულს მიეცემა ანაზღაურება. 3. სამეურნეო სამუშაოების შემსრულებელი მსჯავრდებული არ არის საჯარო მოსამსახურე და მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. 4. სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის ჩარიცხვის/ამორიცხვის, მის მიერ ამ სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესი და ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 5. ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს მსჯავრდებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა. მუხლი 113. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განათლება 1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია შექმნას პირობები, რათა ბრალდებულებმა/მსჯავრდებულებმა მიიღონ ზოგადი და პროფესიული განათლება. 2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია დაწესებულებაში მოაწყოს ბიბლიოთეკა, რომელშიც უნდა იყოს როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა, ისე ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის გასაგებ ენაზე თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობა. მუხლი 115. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პროფესიული განათლება 1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ბრალდებულთათვის/ მსჯავრდებულთათვის უნდა შეიქმნას პროფესიული განათლების მიღების პირობები. 2. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პროფესიული განათლების დროს უპირატესობა ეძლევა იმ პროფესიებს, რომელთა შესწავლაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პირობებშია შესაძლებელი. 3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში პროფესიული განათლების შედეგად მიღებულ კვალიფიკაციას ადასტურებს საატესტაციო ორგანო „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 116. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია 1. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულში საზოგადოების, სხვა ადამიანების, ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისადმი პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება. 2. მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ძირითადი საშუალებებია: ა) სასჯელის მოხდა დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება; გ) აღმზრდელობითი მუშაობა არასრულწლოვანთა მიმართ; დ) მსჯავრდებულთა დასაქმება; ე) ზოგადი და პროფესიული განათლების მიღება; ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობა. 3. მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საშუალებები გამოიყენება დანიშნული სასჯელის სახის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ქცევის გათვალისწინებით. 4. მსჯავრდებულის რესოციალიზაციას დეპარტამენტი და პენიტენციური დაწესებულებები უზრუნველყოფენ სოციალური მუშაკებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირების მეშვეობით. მუხლი 118. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზება 1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზებას უზრუნველყოფს ადმინისტრაცია. 2. სამინისტრო მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიზნით თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან და სხვა ორგანიზაციებთან. 3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დღის განრიგი უნდა ითვალისწინებდეს სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულთა მონაწილეობის დროს. 4. სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა ხდება მსჯავრდებულის თანხმობით. 5. მსჯავრდებულთან სარეაბილიტაციო მუშაობა ტარდება მისი პიროვნული თვისებებისა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით. 51. პენიტენციურ დაწესებულებაში ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 6. სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზებისათვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვევა სპეციალისტები. 7. ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირის რეაბილიტაციის მიზნით სამინისტროს ორგანიზებით ტარდება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსები. აღნიშნული კურსების ორგანიზებას სამინისტრო უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებებთან და სხვა დაინტერესებულ და შესაბამის სფეროში საქმიანობის გამოცდილების მქონე ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. მუხლი 121. მკურნალობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1. ყველა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა შეიქმნას საექიმო-სამედიცინო პუნქტი. 2. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პატიმრობის/თავი-სუფლების პუნქტში, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან საერთო პროფილის საავადმყოფოში. მუხლი 1211. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო პროფილის საავადმყოფოში ყოფნის პირობები 1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო პროფილის საავადმყოფოში გაყვანის შემთხვევაში მის მიმღებ საავადმყოფოში ეწყობა დროებითი საგუშაგო. 2. დროებითი საგუშაგო შედგება საბადრაგო ჯგუფის წევრებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ დაცვასა და მეთვალყურეობას. საჭიროების შემთხვევაში დროებითი საგუშაგო შესაძლებელია გაძლიერდეს სხვა მოსამსახურეებით. 3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო პროფილის საავადმყოფოში ყოფნისას: ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავებს (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, ნაშვილები, გერი და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით მონახულების უფლება; ბ) მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მონახულების უფლება შეიძლება მიეცეს იმ პირსაც, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; გ) თუ საავადმყოფო ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვერ უზრუნველყოფს მომვლელის მომსახურებით, ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს საავადმყოფოს ხელმძღვანელის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეთ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მომვლელად ყოფნის უფლება; დ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მკურნალობის აუცილებლობიდან გამომდინარე, მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს დამატებითი კვების პროდუქტების მიღების უფლება; ე) ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთების/საშუალებების, ტანსაცმლის, თეთრეულისა და სხვა საგნების ამანათის სახით მიღების უფლება. 4. იმ ქალი მსჯავრდებულის, რომელსაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ჰყავს 3 წლამდე ბავშვი, საერთო პროფილის საავადმყოფოში გაყვანისას დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შესაძლებელია დედასთან ერთად ბავშვიც იქნეს გაყვანილი. 5. საერთო პროფილის საავადმყოფოში 3 წლამდე ბავშვის გაყვანის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, როგორც წესი, ქალი მსჯავრდებული გაყვანილი უნდა იქნეს შვილთან ერთად. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს დეპარტამენტის დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. 6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო პროფილის საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მასზე არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-17–173 მუხლებით გათვალისწინებული პაემნების უფლებები. 7. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო პროფილის საავადმყოფოში გაყვანის და საავადმყოფოში ყოფნის საერთო პირობები და წესი ამ მუხლის საფუძველზე განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 122. მსჯავრდებულისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა 1. თუ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები და სამინისტროს ფსიქიატრიული კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, ადმინისტრაცია სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით. 2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე, თუ დადასტურდება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის აუცილებლობა, 48 საათში მიმართოს სასამართლოს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის შესახებ. 3. სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.