„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-06
ბიუროს ნომერი 26
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების
კოდექსში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
24.06.2015,
სარეგისტრაციო
კოდი:
080060000.05.001.017792) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. არასრულწლოვნის დაკავება და დაპატიმრება, მისთვის თავისუფლების აღკვეთა
დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად
მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული.“.
2. 34-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ძალისა და სპეციალური
საშუალების სახით დასაშვებია მხოლოდ ფიზიკური ძალის და ხელბორკილისა და
შებორკვის სხვა საშუალების გამოყენება, ხოლო ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და
მასობრივი არეულობის აღსაკვეთად, თავდასხმის მოსაგერიებლად და შეიარაღებული პირის
დასაკავებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე ხელკეტი, შესაბოჭი ბადე,
ცრემლსადენი გაზი ან/და წყალსატყორცნი.“.
3. 66-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. 67-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ
ძირითად სასჯელად.“.
5. 72-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. 77-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. განაჩენით დანიშნული სასჯელის სხვა სასჯელით შეცვლის შემთხვევაში
არასრულწლოვნის მიერ მოსახდელი სასჯელის ზომის დადგენისას, მოხდილი სასჯელის
გათვალისწინებით, ერთმანეთის შესაბამისად ითვლება შინაპატიმრობის 1 დღე,
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი, ჯარიმის 50 ლარი, ვადიანი
თავისუფლების აღკვეთის 1 დღე.“.
7. 85-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებამ ხელი უნდა შეუწყოს
არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებას.
დასაშვებია, არასრულწლოვანმა მსჯავრდებულმა არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო
დაწესებულების გარეთ იმუშაოს.“.
8. 87-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. არასრულწლოვან ბრალდებულს უფლება აქვს, თვეში ჰქონდეს არაუმეტეს 4 ხანმოკლე
პაემნისა. მას აგრეთვე აქვს უფლება, დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით
ჰქონდეს 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა, და შეუზღუდავად
მიიღოს წერილები და ამანათები. აღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს
გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების ან სასამართლოს განჩინების საფუძველზე,
არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.“.
9. 91-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის
სანიმუშო ყოფაქცევის, საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულობის ან/და სამუშაოსადმი
კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში დაწესებულების დირექტორი
უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) გამოყენებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
გ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
დ) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
ე) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
ვ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა;
ზ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა;
თ) ამანათით ან ფოსტით ისეთი ნივთების, ნივთიერებების ან/და ნაკეთობების მიღების
უფლების მიცემა, რომელთა ქონის უფლებაც არასრულწლოვან მსჯავრდებულს
დაწესებულებაში, ჩვეულებრივ, არ აქვს, მაგრამ რომლებიც აკრძალული არ არის;
ი) კომპიუტერული თამაშების თამაშის უფლების მიცემა;
კ) აუდიოვიდეოსაშუალებებით სარგებლობის უფლების მიცემა;
ლ) დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, პენიტენციური დეპარტამენტის
დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა.“.
10. 92-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის
მიერ
დისციპლინური
დარღვევის
ჩადენის
შემთხვევაში
არასრულწლოვანთა
სარეაბილიტაციო დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს
დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები:
ა) გაფრთხილების მიცემა;
ბ) საყვედურის გამოცხადება;
გ) ნებადართული ნივთებით (გარდა ექიმის მიერ დანიშნული კვების აუცილებელი
პროდუქტებისა და მედიკამენტებისა) სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;
დ) დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა
1 თვის ვადით;
ე) ამანათებისა და გზავნილების მიღების უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;
ვ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით, იმ პირობით, რომ ორი
კვირის თავზე, სანიმუშო ყოფაქცევის შემთხვევაში, არასრულწლოვან მსჯავრდებულს
შეუძლია არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დირექტორს მიმართოს
შეზღუდვის გაუქმების შესახებ განცხადებით;
ზ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 1 წლის განმავლობაში 6 თვემდე ვადით.“;
ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაუშვებელია არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამარტოო საკანში
მოთავსება.“;
გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით
დისციპლინური პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია.“.
11. 94-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პატიმრობის დაწესებულებაში/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ
არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაწესებულების უფლებამოსილმა პირმა
დაუყოვნებლივ უნდა მისცეს საშუალება, წერილობით გაეცნოს ინფორმაციას თავისი
უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, მათ შორის, საჩივრის შეტანის უფლებისა და
გასაჩივრების კანონით დადგენილი წესის თაობაზე.“.
12. 95-ე მუხლის:
ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. არასრულწლოვან მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება
ნაწილით
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
73-ე
მუხლის
31
გათვალისწინებული შინაპატიმრობის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან,
შინაპატიმრობის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: შინაპატიმრობის 1
დღე – თავისუფლების აღკვეთის 1 დღე.“;
ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საკითხზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას
არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მის პირობით
ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ. ეს გადაწყვეტილება შეიცავს
რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის
თვალსაზრისით
მიღწეული
პროგრესის
და
არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მზადყოფნის სრულ შეფასებას,
აგრეთვე საკითხის განხილვისას არასრულწლოვანი მსჯავრდებულის და თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.“;
გ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი:
„9. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე
გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 3 თვეში ერთხელ.“.
13. 96-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 96. არასრულწლოვნისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის
სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლა“;
ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვან მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი
ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეიძლება
შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი
მეოთხედი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ
ნახევარი.“;
გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისთვის
სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის განხილვა სავალდებულოა
ყოველ 3 თვეში ერთხელ.“.
14. 102-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ “
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის თანახმად თავისუფლების
შეზღუდვა, როგორც სასჯელის სახე უქმდება და მის ნაცვლად ინერგება არასაპატიმრო
სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა. ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
კოდექსში ხორციელდება სხვადასხვა ტექნიკური ხასიათს შესწორება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან და სხვადასხვა ტექნიკური ხასიათის
ცვლილებების განხორციელება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, უქმდება სასჯელის ერთ-ერთი სახე - თავისუფლების შეზღუდვა და
მის აღსრულებასთან დაკავშირებული რეგულაციები. თავისუფლების შეზღუდვის გაუქმება
იწვევს შესაბამის ცვლილებებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსშიც.
თავისუფლების შეზღუდვის გაუქმების კომპენსაცია მოხდება არასაპატიმრო სასჯელის
უფრო ქმედითი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით, რომლის აღსრულებაც სრულწლოვანი
მსჯავრდებულის
მიმართ
იქნება
ფასიანი,
ხოლო
არასრულწლოვნის
მიმართ
განხორციელდება საფასურის გადაუხდელად.
მოქმედი რედაქციის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სპეციალურ საშუალებათა
ჩამონათვალში, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას არასრულწლოვნის მიმართ,
მითითებულია „რეზინის ხელკეტი“. შემოთავაზებული ცვლილების თანახმად აღნიშნული
ტერმინის სწორდება პატიმრობის კოდექსის შესაბამისად და სიტყვები „რეზინის ხელკეტი“
იცვლება ტერმინით „ხელკეტი“.
ცვლილებები შედის დისციპლინური სახით სამარტოო საკანში მოთავსებასთან
დაკავშირებით, კერძოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 92-ე მუხლის მე2 ნაწილით დაუშვებელია არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სამარტოო საკანში
მოთავსება. წარმოდგენილი ცვლილებებით აღნიშნული
აკრძალვა გავრცელდება
ბრალდებულთან მიმართებაშიც.
ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის კოდექსის 92-ე მუხლის მე-4 ნაწილში, კერძოდ
პატიმრობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესაბამისად, კოდექსის 92-ე მუხლის მე-4
ნაწილში არსებული ჩანაწერი „ადმინისტრაციული პატიმრობა“, იცვლება ჩანაწერით
„დისციპლინური პარიმრობა“.
ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის კოდექსის 95-ე და 96-ე მუხლებში. კერძოდ,
კოდექსის 96-ე მუხლში (არასრულწლოვნისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეცვლა)
შეცდომით იყო მითითება პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის სავალდებულო
განხილვაზე. აღნიშნული ჩანაწერი გადადის კოდექსის 95-ე მუხლში (არასრულწლოვნის
სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება) მე-9 ნაწილის სახით. ხოლო,
კოდექსის 96-ე მუხლის მე-3 ნაწილში მიეთითება, რომ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის
სასჯელის
მოუხდელი
ნაწილის
საზოგადოებისთის
სასარგებლო
შრომით
ან
შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 3 თვეში ერთხელ.
ტექნიკური ხასიათის ცვლილებები შედის ასევე კოდექსის 85-ე, 87-ე, 91-ე, 92-ე, 94-ე და 95-ე
მუხლებში, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ 2015 წლის 1 სექტემბრის შემდეგ
პენიტენციური დაწესებულებებში შეიქმნა სტრუქტურული ერთეული ადმინისტრაციული
განყოფილება,
რომლის
ძირითად
ფუნქციას
პენიტენციური
დაწესებულების
ადმინისტრაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა წარმოადგენს. შესაბამისად, ბუნდოვანებისა
და ფუნქციების არამართლზომიერი გადანაწილების თავიდან აცილების მიზნით,
აუცილებელია,
ტერმინი
„დაწესებულების
ადმინისტრაცია“
დაკონკრეტდეს.
შემოთავაზებული რედაქციის თანახმად კოდექსის ის ჩანაწერები, სადაც პენიტენციური
დაწესებულების უფლებამოსილ სუბიექტად მითითებული იყო დაწესებულების
ადმინისტრაცია, შეიცვალა ტერმინებით: „დაწესებულების დირექტორი“, „პენიტენციური
დაწესებულება“, „უფლებამოსილი პირი“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან აუცილებელი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან
თავისუფლების შეზღუდვის, როგორც დამოუკიდებელი სასჯელის დატოვების შემთხვევაში,
სახელმწიფოს უნდა უზრუნველყო თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების
მშენებლობა არასრულწლოვანთათვის.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს არ დაეკისრება ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ არის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან
მიმართებაში.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 9. პატიმრობა, როგორც უკიდურესი ღონისძიება
1. დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ კანონით
განსაზღვრული მიზნის მიღწევა უფრო მსუბუქი ზომის გამოყენებით არის შესაძლებელი.
2. არასრულწლოვნის დაკავება და დაპატიმრება, მისთვის თავისუფლების შეზღუდვა და
თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც
შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს
გამოყენებული.
მუხლი 34. არასრულწლოვნის წინააღმდეგ ძალის, სპეციალური საშუალებისა და
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შეზღუდვა
1. აკრძალულია ძალისა და სპეციალური საშუალების გამოყენება არასრულწლოვნის
დაკავებისას, სასამართლოში წარდგენისას, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ან სასჯელის
აღსრულებისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არასრულწლოვნის დასაკავებლად, მის
მიერ თვითდაზიანების ან/და სხვებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად ყველა
სხვა საშუალება გამოყენებულია, მაგრამ უშედეგოდ, და კანონით განსაზღვრული
ლეგიტიმური მიზანი სხვა, ნაკლები ზიანის გამომწვევი საშუალებით ვერ მიიღწევა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ძალისა და სპეციალური
საშუალების სახით დასაშვებია მხოლოდ ფიზიკური ძალის და ხელბორკილისა და
შებორკვის სხვა საშუალების გამოყენება, ხოლო ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და
მასობრივი არეულობის აღსაკვეთად, თავდასხმის მოსაგერიებლად და შეიარაღებული პირის
დასაკავებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე რეზინის ხელკეტი, შესაბოჭი ბადე,
ცრემლსადენი გაზი ან/და წყალსატყორცნი.
3. არასრულწლოვნის წინააღმდეგ ძალა და სპეციალური საშუალება:
ა) გამოყენებული უნდა იქნეს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით;
ბ) გამოყენებული უნდა იქნეს კანონით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად
და, შესაბამისად, გარემოებების თანაზომიერი უნდა იყოს;
გ) გამოყენებული არ უნდა იქნეს დამამცირებელი ან ღირსების შემლახავი ფორმით.
4. აკრძალულია არასრულწლოვნის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, გარდა
იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიარაღებულია და პირდაპირ, უშუალო და იმწუთიერ
საფრთხეს უქმნის მესამე პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და სხვა საშუალებებით ამ
საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია. პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებიდან არასრულწლოვნის გაქცევისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება
დაუშვებელია.
5. პირი, რომელმაც ამ მუხლის საფუძველზე ძალა ან/და სპეციალური საშუალება გამოიყენა,
ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს თავის უშუალო უფროსს და, საჭიროების
შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს. ამ პირის უშუალო უფროსი
დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის სამედიცინო შემოწმებას.
6. პირი, რომელმაც ძალა ან/და სპეციალური საშუალება გამოიყენა, ამის შესახებ
დაუყოვნებლივ ადგენს ოქმს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ ოქმში
აღინიშნება გამოყენებული ძალა ან/და სპეციალური საშუალება, მისი გამოყენების
დასაბუთება და სხვა მონაცემები.
7. ძალისა და სპეციალური საშუალების გამოყენების თითოეული შემთხვევა აღირიცხება
შესაბამისი დაწესებულების ოფიციალურ სააღრიცხვო ჟურნალში და ხელმისაწვდომია
არასრულწლოვნისათვის, მისი კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატისათვის, აგრეთვე
სასამართლოსათვის და იმ ორგანოსათვის, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. სპეციალური საშუალების გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ სპეციალურად
უფლებამოსილ პირს, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი მომზადება.
მუხლი 66. არასრულწლოვნის სასჯელის სახეები
არასრულწლოვნის სასჯელის სახეებია:
ა) ჯარიმა;
ბ) შინაპატიმრობა;
გ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;
დ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
ე) თავისუფლების შეზღუდვა;
ვ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.
მუხლი 67. არასრულწლოვნის ძირითადი და დამატებითი სასჯელები
1. არასრულწლოვანს თავისუფლების შეზღუდვა და ვადიანი თავისუფლების აღკვეთა
შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად.
2. არასრულწლოვანს ჯარიმა, შინაპატიმრობა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება დაენიშნოს როგორც ძირითად, ისე
დამატებით სასჯელად.
3. ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება მხოლოდ 1 დამატებითი სასჯელის დანიშვნა.
4. არასრულწლოვანს სასჯელთან ერთად შეიძლება დაენიშნოს ამ კოდექსის 42-ე მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული 1 ან რამდენიმე ღონისძიება.
მუხლი 72. თავისუფლების შეზღუდვა
არასრულწლოვნისთვის თავისუფლების შეზღუდვის მაქსიმალური ვადა 3 წელია.
მუხლი 77. არასაპატიმრო სასჯელის აღსრულება
1. ამ კოდექსის 66-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის აღსრულებას
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით
უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო,
ხოლო იმავე მუხლის „ბ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელის აღსრულებას
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს პრობაციის ეროვნული სააგენტო.
2. არასრულწლოვნისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნისას მისი
მოხდის დაწყებამდე, ამ და სხვა არასაპატიმრო სასჯელების მოხდის და პირობითი მსჯავრის
მოხდის პროცესში სრულწლოვანების მიღწევის შემთხვევაში მსჯავრდებული აგრძელებს
განაჩენით არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მოხდას. ასეთ შემთხვევაში
გამოიყენება ამ კოდექსის შესაბამისი დებულებები.
3. არასრულწლოვნის მიერ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი
ადგენს გაფრთხილების შესახებ ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან
ფოსტით ეგზავნება (ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი).
4. არასრულწლოვანი თავისუფლდება „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და
პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი საფასურის გადახდის
ვალდებულებისაგან.
5. არასრულწლოვნის მიერ არასაპატიმრო სასჯელის, პირობითი მსჯავრის ან დაკისრებული
მოვალეობის შესრულებისთვის თავის არიდების შემთხვევაში მოსამართლე პრობაციის
ეროვნული სააგენტოს წარდგინებისა და შესაბამისი მასალების განხილვის საფუძველზე,
წარდგინების შეტანიდან 2 კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას არასაპატიმრო
სასჯელის, პირობითი მსჯავრის ან დაკისრებული მოვალეობის უცვლელად დატოვების ან
შეცვლის შესახებ. მოსამართლე წარდგინებას პრობაციის ოფიცრისა და არასრულწლოვნის
კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით განიხილავს. მოსამართლეს უფლება აქვს,
მხარის ინიციატივით მოიწვიოს და დაკითხოს მოწმეები.
6. არასრულწლოვნის მიერ ჯარიმის გადახდისთვის თავის არიდების შემთხვევაში
მოსამართლე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს
წარდგინებისა და შესაბამისი მასალების განხილვის საფუძველზე, წარდგინების შეტანიდან 2
კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ჯარიმის უცვლელად დატოვების ან შეცვლის
შესახებ. მოსამართლე წარდგინებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების
ეროვნული ბიუროს წარმომადგენლისა და არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის
მონაწილეობით განიხილავს. მოსამართლეს უფლება აქვს, მხარის ინიციატივით მოიწვიოს
და დაკითხოს მოწმეები.
7. თუ არასაპატიმრო სასჯელის ან/და პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში
არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობითი მძიმე დანაშაული ჩაიდინა,
სასამართლო წყვეტს არასაპატიმრო სასჯელის ან/და პირობითი მსჯავრის ძალაში
დატოვების საკითხს, ხოლო არასრულწლოვნის მიერ განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით
მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს გადაწყვეტილება
სასჯელად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ.
8. განაჩენით დანიშნული სასჯელის სხვა სასჯელით შეცვლის შემთხვევაში
არასრულწლოვნის მიერ მოსახდელი სასჯელის ზომის დადგენისას, მოხდილი სასჯელის
გათვალისწინებით, ერთმანეთის შესაბამისად ითვლება შინაპატიმრობის 1 დღე,
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი, ჯარიმის 50 ლარი, თავისუფლების
შეზღუდვის 1 დღე და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის 1 დღე.
9. არასრულწლოვნისათვის არასაპატიმრო სასჯელის ან/და პირობითი მსჯავრის შეცვლის
შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსით.
10. არასაპატიმროსასჯელშეფარდებული არასრულწლოვნის/პირობით მსჯავრდებული
არასრულწლოვნის დასრულებული სააღსრულებო საქმე არაუმეტეს 10 წლის ვადით ინახება
პრობაციის ეროვნული სააგენტოს არქივში და ამ ვადის გასვლისთანავე ნადგურდება.
მუხლი 85. არასრულწლოვნის მუშაობის შესაძლებლობა
1. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს ანაზღაურებადი სამუშაოს
შესრულების უფლება.
2. არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული მუშაობს სწავლისაგან თავისუფალ
დროს. ამასთანავე, სწავლისა და მუშაობის დრო არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 საათს.
3. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ადმინისტრაციამ ხელი უნდა
შეუწყოს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებას.
დასაშვებია, არასრულწლოვანმა მსჯავრდებულმა არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო
დაწესებულების გარეთ იმუშაოს.
4. არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება ასრულებდეს მხოლოდ ისეთ
სამუშაოს, რომელიც ხელს შეუწყობს გათავისუფლების შემდეგ მის პროფესიულ მომზადებას
და დასაქმებას, აგრეთვე ხელს არ შეუშლის მის მიერ განათლების მიღებას.
5. დაუშვებელია არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული
არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმება.
მუხლი 87. არასრულწლოვნის ოჯახთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობა
1. არასრულწლოვან მსჯავრდებულს აქვს ოჯახთან და გარე სამყაროსთან ხშირი და
რეგულარული კონტაქტის უფლება. კერძოდ, მას უფლება აქვს:
ა) ჰქონდეს თვეში 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 2 დამატებითი
ხანმოკლე პაემანი;
ბ) ჰქონდეს წელიწადში 4 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 6
დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;
გ) თვეში ჰქონდეს საკუთარი ხარჯით 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15
წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო
საუბარი;
დ) ჰქონდეს თვეში 4 ვიდეოპაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 2 დამატებითი
ვიდეოპაემანი;
ე) შეუზღუდავად მიიღოს წერილები, ამანათები და გზავნილები. ამასთანავე, ამანათებისა და
გზავნილების მიღების უფლება შეიძლება შეიზღუდოს ამ კოდექსის 92-ე მუხლის პირველი
ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ვ) ისარგებლოს პირადი ტელევიზორითა და რადიომიმღებით;
ზ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ
მაღაზიაში კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარებისა და სხვა საგნების შესაძენად
თავის პირად ანგარიშზე არსებული თანხა ყოველთვიურად დახარჯოს საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ლიმიტის
ფარგლებში.
2. არასრულწლოვან ბრალდებულს უფლება აქვს, თვეში ჰქონდეს არაუმეტეს 4 ხანმოკლე
პაემნისა. მას აგრეთვე აქვს უფლება, დაწესებულების ადმინისტრაციის კონტროლით,
საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა,
და შეუზღუდავად მიიღოს წერილები და ამანათები. აღნიშნული უფლებები შეიძლება
შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების ან სასამართლოს განჩინების
საფუძველზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიზნებისათვის არასრულწლოვანს
უფლება აქვს, პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
პირების გარდა, მისი კანონიერი წარმომადგენლის და პენიტენციური დეპარტამენტის
დირექტორის ნებართვით შეხვდეს აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს.
4. არასრულწლოვნის მიერ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული
უფლებებით სარგებლობისას პატიმრობის დაწესებულება და არასრულწლოვანთა
სარეაბილიტაციო დაწესებულება უზრუნველყოფენ არასრულწლოვნის შეუფერხებელ
კონტაქტს და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
მუხლი 91. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო
მსჯავრდებულის წახალისების ფორმები
დაწესებულებაში
მოთავსებული
1. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის
სანიმუშო ყოფაქცევის, საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულობის ან/და სამუშაოსადმი
კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში დაწესებულების ადმინისტრაცია
უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) გამოყენებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
გ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
დ) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
ე) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
ვ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა;
ზ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა;
თ) ამანათით ან ფოსტით ისეთი ნივთების, ნივთიერებების ან/და ნაკეთობების მიღების
უფლების მიცემა, რომელთა ქონის უფლებაც არასრულწლოვან მსჯავრდებულს
დაწესებულებაში, ჩვეულებრივ, არ აქვს, მაგრამ რომლებიც აკრძალული არ არის;
ი) კომპიუტერული თამაშების თამაშის უფლების მიცემა;
კ) აუდიოვიდეოსაშუალებებით სარგებლობის უფლების მიცემა;
ლ) დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, პენიტენციური დეპარტამენტის
დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნივთების,
ნივთიერებების ან/და ნაკეთობების სახეობებსა და რაოდენობებს განსაზღვრავს
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.
მუხლი 92. არასრულწლოვნის დისციპლინური სახდელის სახეები
1. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის
მიერ
დისციპლინური
დარღვევის
ჩადენის
შემთხვევაში
არასრულწლოვანთა
სარეაბილიტაციო დაწესებულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია მის მიმართ
გამოიყენოს დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები:
ა) გაფრთხილების მიცემა;
ბ) საყვედურის გამოცხადება;
გ) ნებადართული ნივთებით (გარდა ექიმის მიერ დანიშნული კვების აუცილებელი
პროდუქტებისა და მედიკამენტებისა) სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;
დ) დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა
1 თვის ვადით;
ე) ამანათებისა და გზავნილების მიღების უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;
ვ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით, იმ პირობით, რომ ორი
კვირის თავზე, სანიმუშო ყოფაქცევის შემთხვევაში, არასრულწლოვან მსჯავრდებულს
შეუძლია არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ადმინისტრაციას
მიმართოს შეზღუდვის გაუქმების შესახებ განცხადებით;
ზ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 1 წლის განმავლობაში 6 თვემდე ვადით.
2. დაუშვებელია არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსება.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული
უფლების შეზღუდვის საერთო ვადა 1 წლის განმავლობაში 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
4. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური სახდელის
სახით
ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია.
მუხლი 94. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ინფორმირება საჩივრის
შეტანის უფლების თაობაზე
1. პატიმრობის დაწესებულებაში/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ
არასრულწლოვან
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
დაწესებულების
ადმინისტრაციამ
დაუყოვნებლივ უნდა მისცეს საშუალება, წერილობით გაეცნოს ინფორმაციას თავისი
უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, მათ შორის, საჩივრის შეტანის უფლებისა და
გასაჩივრების კანონით დადგენილი წესის თაობაზე.
2. წერა-კითხვის უცოდინარ არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს ინფორმაცია
ზეპირი ფორმით უნდა მიეწოდოს. მისი მიწოდების შესახებ უფლებამოსილი პირი ადგენს
ოქმს,
რომელსაც
არასრულწლოვანი
ბრალდებული/მსჯავრდებული
ხელმოწერით
ადასტურებს.
3. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს ინფორმაცია მისთვის გასაგები ფორმით
უნდა მიეწოდოს.
მუხლი 95. არასრულწლოვნის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება
1. არასრულწლოვანი მსჯავრდებული სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე შეიძლება
გათავისუფლდეს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის
ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის
არანაკლებ ნახევარი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების
აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასრულწლოვანი
მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა
იყოს 3 თვეზე ნაკლები.
3. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თარიღამდე
არაუგვიანეს 3 თვისა პენიტენციური დეპარტამენტი აცნობებს პრობაციის ეროვნულ
სააგენტოს მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ. პრობაციის ეროვნული სააგენტო
შეისწავლის არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობას და საცხოვრებელ
პირობებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაზე. შესწავლის
შედეგებს პრობაციის ეროვნული სააგენტო პენიტენციურ დეპარტამენტს უგზავნის.
4. პენიტენციური
დეპარტამენტი ამზადებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის
სოციალური ჩართულობის საქმეს, რომელშიც აღნიშნულია სასჯელის მოხდის პერიოდში
არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ქცევა, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის
ფაქტები, არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის
ხასიათი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროს
ადგილობრივი
საბჭოს
გადაწყვეტილებაზე. პენიტენციური დეპარტამენტი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის
სოციალური ჩართულობის საქმეს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაგზავნილ
შესწავლის
შედეგებთან
ერთად,
გადაწყვეტილების
მისაღებად
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს უგზავნის.
შესწავლის შედეგები და მსჯავრდებულის სოციალური ჩართულობის საქმე ამ კოდექსის 27-ე
მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტადიაზე ინდივიდუალური
შეფასების ანგარიშის ნაწილია.
5. არასრულწლოვან მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით
გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული
სასჯელის მოხდისაგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით ფაქტობრივად
მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ
ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი –
თავისუფლების აღკვეთის 1 დღე.
6. არასრულწლოვან მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული
თავისუფლების შეზღუდვის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, თავისუფლების
შეზღუდვის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: თავისუფლების
შეზღუდვის 1 დღე – თავისუფლების აღკვეთის 1 დღე.
7. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საკითხზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას
არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მის პირობით
ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ. ეს გადაწყვეტილება შეიცავს
რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის
თვალსაზრისით
მიღწეული
პროგრესის
და
არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მზადყოფნის სრულ შეფასებას,
აგრეთვე საკითხის განხილვისას არასრულწლოვანი მსჯავრდებულის და თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.
8. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის
შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს ადგილობრივი საბჭო გადაწყვეტილებაში მიუთითებს აგრეთვე პირობით
ვადამდე გათავისუფლებისათვის არასრულწლოვანი მსჯავრდებულის და თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულების მიერ მისაღებ ზომებს
მუხლი 96. არასრულწლოვნისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის
სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეცვლა
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვან მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი
ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით
შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი
მეოთხედი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ
ნახევარი.
2. არასრულწლოვან მსჯავრდებულზე არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სამთვიანი ვადა.
3. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე
გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 3 თვეში ერთხელ.
მუხლი 102. კოდექსის ამოქმედება
1. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის
გამოქვეყნებისთანავე.
პირველი−მე-100
მუხლებისა,
ამოქმედდეს
2. ამ კოდექსის პირველი−26-ე მუხლები, 27-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილები, მე-4 ნაწილის
„ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები და მე-5−მე-10 ნაწილები, 28-ე−65-ე მუხლები, 66-ე მუხლის
„ა“, „გ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები, 67-ე, 68-ე, 70-ე, 71-ე და 73-ე−მე-100 მუხლები ამოქმედდეს
2016 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ კოდექსის 66-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და 69-ე მუხლი ამოქმედდეს 2015 წლის 1
სექტემბრიდან.
4. ამ კოდექსის 27-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1
მარტიდან.
5. ამ კოდექსის 66-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი და 72-ე მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1
იანვრიდან.