„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.02.2017
ავტორი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/41/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-06
ბიუროს ნომერი 26

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების და სასჯელის დანიშვნისას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებას უზრუნველყოფს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – პრობაციის ეროვნული სააგენტო) თავისი ტერიტორიული ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომ – პრობაციის ბიუროები) მეშვეობით.“. 3. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:. „3. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებას უზრუნველყოფს პრობაციის ოფიცერი.“. 5. 71 მუხლი ამოღებულ იქნეს. 6. 92 მუხლი ამოღებულ იქნეს. 7. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი IV. დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის მსჯავრდებულის დაჯარიმების წესი, საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა და პრობაციის ბიუროში გამოცხადების საშეღავათო პირობები“. 8. მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მსჯავრდებული უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ ოქმის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გაასაჩივროს იგი პრობაციის ბიუროს უფროსთან, რომელიც საკითხს განიხილავს და წყვეტს 15 სამუშაო დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ ოქმის გასაჩივრება, ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე, აჩერებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ვადის დინებას.“ 9. მე-13 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი, დარღვევის გამოვლენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პრობაციის ბიუროს უფროსი, საჯარიმო ქვითრის საფუძველზე, ჯარიმის გადახდის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 7 დღის განმავლობაში, შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის გამოცემის გზით, ახორციელებს ჯარიმის გადახდის იძულებით აღსასრულებლად მიქცევას.“. 10. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა 1. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვას, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით, გასცემს და აუქმებს პრობაციის ბიუროს უფროსი. 2. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემის, ვადის გაგრძელებისა და გაუქმების წესი, კრიტერიუმები და პროცედურული საკითხები განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით. 3. მსჯავრდებულს საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში ეკისრება საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურის გადახდა შემდეგი ოდენობით: ა) ერთ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 600 ლარი; ბ) ერთიდან სამ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 1200 ლარი; გ) სამიდან ექვს თვემდე ვადით გამგზავრებისას – 2000 ლარი; დ) ექვსიდან ცხრა თვემდე ვადით გამგზავრებისას – 2700 ლარი; ე) ცხრიდან თორმეტ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 3400 ლარი. 4. განცხადების დაჩქარებული წესით - 2 სამუშაო დღის ვადაში განხილვისათვის დადგენილია მომსახურების საფასური 200 ლარის ოდენობით, რომელიც ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე. საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე მსჯავრდებულისათვის უარის თქმის შემთხვევაში დაჩქარებული მომსახურების საფასური არ ბრუნდება. 5. ნებართვის გაუქმების შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი საფასური არ ბრუნდება. 6. ნებართვის მოქმედების პერიოდში, თუ მსჯავრდებული იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, მას ეკისრება დადგენილი რეჟიმის მიხედვით პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულება.“. 11. მე-15 მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მსჯავრდებულის მიერ საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ან გადაკვეთის მცდელობა გამოიწვევს მსჯავრდებულის დაჯარიმებას: ა) პირველ შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით; ბ) პირველი შემთხვევიდან ერთი წლის განმავლობაში განმეორებით და მეტჯერ - 1000 ლარის ოდენობით.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა, ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი წარდგინებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველია.“. 12. მე-161 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლის 161. პრობაციის ოფიცრის თვითაცილება და აცილება“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პრობაციის ოფიცერმა მსჯავრდებულის მიმართ არ შეიძლება აწარმოოს სააღსრულებო საქმე, თუ ის: ა) მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობდა დაზარალებულის სტატუსით; ბ) მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, მოწმედ, ექსპერტად, თარჯიმნად, კანონიერ წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; გ) მსჯავრდებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის, ანდა დაზარალებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ნათესავია; დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია სააღსრულებო საქმის წარმოების შედეგით, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც მის მიუკერძოებლობას საეჭვოს ხდის.“; გ) მე-3 - მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის გამოვლენისთანავე პრობაციის ოფიცერი ვალდებულია თვითაცილების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს პრობაციის ბიუროს უფროსს, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში იხილავს აღნიშნულ მოთხოვნას და იღებს გადაწყვეტილებას თვითაცილების მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 4. სააღსრულებო საქმის წარმოების მიმდინარეობისას მსჯავრდებულს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას პრობაციის ოფიცრის აცილების მოთხოვნით მიმართოს პრობაციის ბიუროს უფროსს, რომელიც აღნიშნულ მოთხოვნას განიხილავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით. 5. პრობაციის ოფიცრის თვითაცილების/აცილების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება არ საჩივრდება. 6. პრობაციის ოფიცრის თვითაცილების/აცილების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება საჩივრდება პრობაციის ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირისთვის გაცნობიდან 5 დღის ვადაში.“. 13. მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი: „მუხლი 171. სამართლებრივი აქტის აღსრულების პროცესში დოკუმენტების გაგზავნისა და ჩაბარების წესი 1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს მიერ, ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინებები, გაფრთხილებები, საჯარიმო ქვითრები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები ადრესატებს ჩაბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე და 76-ე მუხლებით დადგენილი წესით. 2. გაგზავნილი დოკუმენტის ჩაბარების მიმღების ხელმოწერით დადასტურების შემთხვევაში, ასეთი ხელმოწერა ჩაითვლება ნამდვილად, მაშინაც, თუ იგი შესრულებულია ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებით.“. 14. მე-18 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პრობაციის ბიუროს უფროსი მიღებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყებისა და დამთავრების შესახებ წერილობით, 5 სამუშაო დღის ვადაში, აცნობებს აქტის მიმღებ ორგანოს.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. პრობაციის ბიუროს მიერ მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების ვალდებულება არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი) საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ის მსჯავრდებული, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, სამართლებრივი აქტის მიმღებმა (გამომცემმა) ორგანომ წინასწარ უნდა გააფრთხილოს შესაბამის პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ამ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შესახებ. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული იმ მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმა და წესი, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს მსჯავრდებულის ძებნის გამოსაცხადებლად უგზავნის ამ აქტის მიმღებ სასამართლოს.“. 15. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. პრობაციის ოფიცრის მოხსენებითი ბარათი წარდგინების მოთხოვნის შესახებ თუ პრობაციის ოფიცერი მიიჩნევს, რომ არსებობს სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძველი, იგი პრობაციის ბიუროს უფროსის სახელზე წერს მოხსენებით ბარათს. მოხსენებით ბარათში უნდა მიეთითოს: ა) სააღსრულებო საქმის ნომერი; ბ) აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი; გ) მოკლე ცნობები სააღსრულებო მოქმედებათა შესახებ; დ) ცნობები მსჯავრდებულის (იურიდიული პირის) მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ; ე) პრობაციის ოფიცრის პირადი მოსაზრება წარდგინების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით; ვ) პრობაციის ოფიცრის ხელმოწერა და მოხსენებითი ბარათის წარდგენის თარიღი.“. 16. 21-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინების სახეები“; ბ) მე-5 და 51 პუნქტები ამოღებულ იქნეს; დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პრობაციის ბიუროს უფროსი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით მიმართავს სასამართლოს.”. 17. 211 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულისათვის (მათ შორის, პირობით მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურისათვის, რომლის ყოფაქცევის კონტროლი ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით) გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესაბამისად, გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც, მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუდმივმოქმედი კომისია.“; ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე;“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენელს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურესა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის 2 თანამშრომელს ამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელს ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.“; დ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 18. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. წარდგინება 1. სასამართლოსადმი პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინებაში უნდა აღინიშნოს: ა) სამართლებრივი აქტის დასახელება, რომლის აღსრულების პროცესშიც წარმოიშვა სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის აუცილებლობა; ბ) მონაცემები მსჯავრდებულის შესახებ და სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობები; გ) ცნობები მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ და სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი; დ) ცნობები იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ და სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი; ე) წარდგინების შინაარსი. 2. წარდგინებას ხელს აწერს და პრობაციის ბიუროს ბეჭდით ამოწმებს პრობაციის ბიუროს უფროსი. 3. წარდგინებას უნდა დაერთოს წარდგინებაში მოყვანილი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები. 4. წარდგინებას უნდა ახლდეს მსჯავრდებულის (იურიდიული პირის) მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების პრობაციის ბიუროს მიერ დამოწმებული ასლი.“. 19. 23-ე მუხლის 71 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 20. კანონის თავი X1 ამოღებულ იქნეს. 19. 448 მუხლის: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მსჯავრდებულის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაკარგვის ან მსჯავრდებულის ბრალეული ქმედებით ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მას, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში მის კანონიერ წარმომადგენელს.“; ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 - მე-12 პუნქტები: „10. ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით შინაპატიმრობის აღსრულების შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს საფასური, რომელიც ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე და ხმარდება მისი მიზნების განხორციელებასა და ფუნქციების შესრულებას. 11. ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით შინაპატიმრობის აღსრულებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება. 12. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება შინაპატიმრობის: ა) აღსრულების წესი, პირობები და საფასური; ბ) საფასურის გადახდის წესი და პირობები; გ) დეპოზიტზე თანხის განთავსების წესი და პირობები.“. 21. 453 მუხლი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2 1. 2017 წლის 1 მაისს ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება. 2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება. 3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ არაუგვიანეს 2017 წლის 1 აპრილისა შექმნას სალიკვიდაციო კომისია, რომლის წევრთა შორის უნდა იყვნენ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. 4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტები და განახორციელოს აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებები. 5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, ამ კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში, უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა და ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა. ამასთანავე, არსებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მინისტრის მიერ გამოცემული ახალი აქტების ძალაში შესვლამდე. 6. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ გაუქმებამდე, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ეს აქტები ამ კანონის ნორმებს. 7. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების უფლებამონაცვლე. 8. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების უფროსმა წარდგინებით მიმართოს სასამართლოს, ხოლო სასამართლო თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს ათავისუფლებს პირობით ვადამდე ან შეუცვლის სასჯელის მოუხდელ ნაწილს შინაპატიმრობით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. 9. თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულმა მსჯავრდებულმა სასჯელის მოუხდელ ვადაში: ა) ჯიუტად თავი აარიდა პირობით ვადამდე გათავისუფლებისას/შინაპატიმრობით/საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლისას მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, სასამართლო უფლებამოსილია, პრობაციის ბიუროს წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობით ვადამდე გათავისუფლება/შინაპატიმრობა/საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთის სახით; ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, პირობით ვადამდე გათავისუფლების/შინაპატიმრობის/საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო; გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო დაუნიშნავს მას სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს პირობით ვადამდე გათავისუფლებას/შინაპატიმრობას/საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას. 10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყოს 2017 წლის 1 მაისიდან. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3, მე-8 და მე-10 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან. 2. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3, მე-8 და მე-10 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიზეზია არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების მიერ სამართლებრივი აქტების აღსრულებისას ზოგიერთი პრაქტიკული ხასიათის საკითხის კონკრეტული და ზუსტი საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობა. კანონპროექტის მიღების მიზეზია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის თანახმადაც თავისუფლების შეზღუდვა, როგორც სასჯელის სახე უქმდება და მის ნაცვლად ინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა. კანონპროექტის მიღების მიზეზია ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირობით მსჯავრდებულთათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების საჭიროება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, პროცესუალური ხასიათის საკითხების უფრო სრულყოფილად მოწესრიგება და ზოგიერთი კონკრეტული რეგულაციის შემოღება, ასევე კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან და სხვადასხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილებების განხორციელება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით შემოთავაზებულია კანონის IV თავის სათაურის ახალი რედაქცია, რომელიც უფრო ზუსტად ასახავს ამ თავის შინაარსს და პირდაპირ ეხება მსჯავრდებულის მიმართ პრობაციის ბიუროში გამოცხადების დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის დაჯარიმების წესს, საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვას და პრობაციის ბიუროში გამოცხადების საშეღავათო პირობებს. კანონპროექტი აწესრიგებს მსჯავრდებულის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში, ადმინისტრაციული ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდისათვის დადგენილი ვადის დინების შეჩერების საკითხებს. კანონპროექტის შესაბამისად, წესდება მსჯავრდებულის მიერ პრობაციის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესადგენად ზღვრული ვადა, კერძოდ - დარღვევის გამოვლენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღე. განისაზღვრა ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდის ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, მისი იძულებით აღსასრულებლად მიქცევის ზღვრული ვადაც - არაუმეტეს 7 დღე. საერთო სასამართლოებთან ერთად სავალდებულო ხდება სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყებისა და თუ დასრულების შესახებ ამ სამართლებრივი აქტის გამომცემი სხვა ორგანოს ინფორმირებაც. აღნიშნული სასამართლოების გარდა ეხება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოებს, რომელთა გადაწყვეტილებები (პირობით ვადამდე გათავისუფლება; საპატიმრო სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა) ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლო აქტების მსგავსად ექვემდებარება პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ აღსრულებას. კანონპროექტით შემოთავაზებულია მსჯავრდებულის მიერ პრობაციის ბიუროს მიერ გაცემული ნებართვის გარეშე სახელმწიფო საზღვრის კვეთის ან გადაკვეთის მცდელობისათვის არსებული ადმინისტრაციული ჯარიმების ახლებური რეგულაცია. კერძოდ, მოქმედი რედაქციით ამგვარი ქმედებისათვის არსებული ხუთასიდან ათას ლარამდე ჯარიმის ნაცვლად, შემოთავაზებულია პირველ შემთხვევაში მსჯავრდებულის დაჯარიმება 500 ლარით, ხოლო განმეორებით და მეტჯერ 1000 ლარით, რაც გაცილებით სამართლიანია და უფრო მეტად გამორიცხავს ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას სუბიექტურ მიდგომას. ამასთან, კანონპროექტით შემოთავაზებულია მსგავსი შემთხვევისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების გაუქმება. სანაცვლოდ, დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე, შემოთავაზებულია ამგვარი დარღვევის განმეორებით ჩადენისას სასამართლოსადმი სათანადო წარდგინებით მიმართვის საფუძვლად გამოცხადება. კანონპროექტით მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემის, ვადის გაგრძელებისა და გაუქმების წესი, კრიტერიუმები და პროცედურული საკითხები განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით. კანონპროექტი ითვალისწინებს სამართლებრივი აქტების აღსრულებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადრესატისათვის მიწოდების რეგულაციას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მსგავსად. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად ხდება თავისუფლების შეზღუდვის, როგორც სასჯელის ერთ-ერთი სახის არსებითი რეფორმა. კანონპროექტი ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვის, როგორც არასაპატიმრო სასჯელის სახის გაუქმებას, ვინაიდან თავისი არსით თავისუფლების შეზღუდვა, რომელიც აღსრულდება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში პირის მოთავსებით, არ წარმოადგენს არასაპატიმრო სასჯელის სახეს, არამედ წარმოადგენს საპატიმრო სასჯელის ერთ-ერთ ნაირსახეობას. თავისუფლების შეზღუდვის თანამედროვე გაგებას მეტად შესაბამება კანონპროექტის მიერ თავისუფლების შეზღუდვის ნაცვლად შემოთავაზებელი სასჯელის ისეთი სახე, როგორიც არის შინაპატიმრობა. შინაპატიმრობა სწორედ თავისუფლების შეზღუდვას გულისხმობს სახლის და არა რომელიმე სპეციალური ინსტიტუციის პირობებში. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებებით საქართველოს კანონმდებლობაში ინერგება არასაპატიმრო სასჯელის თანამედროვე, ხარჯეფექტური და ქმედითი სახე - შინაპატიმრობა. აღსანიშნავია, რომ შინაპატიმრობა უკვე გამოიყენება არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ, რისთვისაც მოქმედებს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებები აფართოებს აღნიშნული სასჯელის გამოყენების ფარგლებს და იძლევა მისი გამოყენების შესაძლებლობას სრულწლოვან მსჯავრდებულებთან მიმართებაშიც. არასრულწლოვან მსჯავრდებულებისგან განსხვავებით, სრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით შინაპატირობის აღსრულების შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს საფასური. შინაპატიმრობის აღსრულებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან გათავისუფლდებიან მსჯავრდებულები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება. შინაპატიმრობის აღსრულების წესი, პირობები და საფასური, ასევე საფასურის გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით. გარდა ამისა, მინისტრის ბრძანებით ასევე განისაზღვრება შინაპატიმრობის აღსრულებისათვის დეპოზიტზე თანხის შეტანის წესი და მისი გამოყენების პირობები, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მსჯავრდებულის მხრიდან შესაბამისი აპარატურის განზრახ დაზიანების შემთხვევაში მისი შეკეთებისა და ჩანაცვლების საჭირო ხარჯები. კანონპროექტის ამოქმედება განაპირობებს სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ლიკვიდაციას. შესაბამისად, კანონპროექტი ითვალისწინებს სასჯელის შეცვლას იმ პირთათვის, ვინც კანონპროექტის ამოქმედების მომენტისათვის იმყოფება სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში. ამასთან, გარდამავალი პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის კანონპროექტი ითვალისწინებს სასჯელის გადახედვის მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის ვალდებულებას, კანონპროექტის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელის შეცვლის შესახებ აღსრულდება დაწესებულების ლიკვიდაციის დღიდან (2017 წლის 1 მაისი). აქვე გასათვალისწინებელია, რომ სასჯელის ერთ-ერთი სახე, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება იყოს გამოყენებული შინაპატიმრობა, ამოქმედდება 2017 წლის 1 მაისიდან. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის 211 მუხლის პირველ პუნქტში, რომლის თანახმად ამოღებული იქნება მითითება იმის თაობაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირობით მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია, ვინაიდან, აღნიშნულ კომისიაში არ შედიან სამედიცინო მუშაკები და შესაბამისად მათ არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია შეაფასონ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასევე, ამოღებული იქნება 211 მუხლის მე-9 პუნქტი, სადაც მითითებული იყო, რომ პირობით მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირობით მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის ასევე კანონის 211 მუხლში, რომელშიც პატიმრობის კოდექსის შესაბამისად განისაზღვრება მუდმივმოქმედი კომისიის წევრის სტატუსი. კერძოდ, 211 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში და მე-5 პუნქტში არსებული ჩანაწერი „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატი“, იცვლება ჩანაწერით „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფი“. პროექტის თანახმად ცვლილება შედის კანონის 448 მუხლში, რომლის მე-7 პუნქტის თანახმად მსჯავრდებულის მიერ ბრალეული ქმედებით ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შეიძლება დაეკისროს ასევე მსჯავრდებულსაც. ამავე მუხლს ემატება მე-10 - მე-12 პუნქტები, რომლის თანახმადაც ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით შინაპატიმრობის აღსრულების შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს საფასური, რომელიც ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე და ხმარდება მისი მიზნების განხორციელებასა და ფუნქციების შესრულებას, ხოლო შინაპატიმრობის აღსრულებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან გათავისუფლდება მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება. შინაპატიმრობის აღსრულების წესი, პირობები და საფასური, ასევე საფასურის გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზემოთ მითითებულ საკითხებთან დაკავშირებული ცვლილებები შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და შესაბამისად, ხორციელდება აღნიშნული საკანონმდებლო აქტებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ჰარმონიზაცია. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემისათვის გამოყოფილი ასიგნებები, როგორც 2017 წლის, ასევე საშუალოვადიან პერიოდში, მათ შორის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსულობები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღების შედეგად გარკვეულწილად გაიზრდება სააგენტოს ბიუჯეტის შემოსულობები, რადგან კანონპროექტის თანახმად ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით შინაპატიმრობის აღსრულების შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ დადგენილი საფასური. შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით გამოყენების შემთხვევაში გადასახდელი საფასურის სავარაუდო ოდენობა იქნება შინაპატიმრობაში მყოფ ერთ მსჯავრდებულზე 100 ლარი ყოველთვიურად. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან თავისუფლების შეზღუდვის, როგორც დამოუკიდებელი სასჯელის დატოვების შემთხვევაში, სახელმწიფოს უნდა უზრუნველეყო მინიმუმ სამი ახალი თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების მშენებლობა ქალთათვის, არასრულწლოვანთათვის და სრულწლოვანთათვის დასავლეთ საქართველოში. ამასთან, გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები: სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების დასაფინანსებლად, 2016-2019 წლებისათვის სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებით გათვალისწინებული იყო ყოველწლიურად შემდეგი შესაბამისი პროგრამების დაფინანსება:        დაწესებულების 46 თანამშრომლის ხელფასი - 693 000,0 ლარი; კვების ხარჯი - 104 000,0 ლარი; სამედიცინო ხარჯები - 5 000,0 ლარი; სამეურნეო ხარჯები - 20 000,0 ლარი; ჰიგიენისა და რბილი ინვენტარის ხარჯები - 10 000,0 ლარი; დასუფთავება - 20 000,0 ლარი; ბუნებრივი აირი - 25 000,0 ლარი;  ელექტრო ენერგია - 30 000,0 ლარი;  წყალი - 20 000,0 ლარი;  სატრანსპორტო ხარჯი - 21 000,0 ლარი; სულ ჯამში - 948 000,0 ლარი. 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების 6 თვის კომუნალური ხარჯები და წლის ბოლომდე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები. სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ერთი მსჯავრდებულის შენახვის პირდაპირი ხარჯი წლიურად შეადგენს 1280 ლარს, ამჟამად დაწესებულებაში იმყოფება 38 პირი და წელიწადში მათზე გასაწევი ხარჯი შეადგენს 45 600 ლარს. კანონპროექტის თანახმად იგეგმება ახალი დაწესებულების (გათავისუფლებისათვის მომზადების) შექმნა, რომელიც განთავსდება იმავე თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების შენობაში, შესაბამისად საჭირო გახდება ამ თანხების გამოყენება დაწესებულების ფუნქციონირებისათვის და გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი მსჯავრდებულების შენახვისათვის. რაც შეეხება თანამშრომლებს, კანონპროექტით განსაზღვრულია დაწესებულების ლიკვიდაცია და ამ დაწესებულების ადგილზე ახალი დაწესებულების შექმნა, რის შემდეგაც დაწესებულების ფუნქციებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე თანამშრომელთა კვალიფიკაციის მიხედვით მოხდება მათი გადანაწილება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს არ დაეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: პროექტის შესაბამისად, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით შინაპატიმრობის მსჯავრდებული გადაიხდის საქართველოს აღსრულებისას სრულწლოვანი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ დადგენილი ოდენობის საფასურს, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 100 ლარს თვეში. 2017 წლის ბოლომდე, კანონის ამოქმედებიდან დარჩენილ პერიოდში, დაახლოებით ივარაუდება შინაპატიმრობის აღსრულება 250-დან 300-მდე პირის მიმართ, შესაბამისად, წლის ბოლომდე, ამ მიმართულებიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 175 000 ლარიდან 210 000 ლარს. ამასთან, აღნიშნული გაანგარიშება პირობითია და დამოკიდებულია სასამართლო პრაქტიკაზე, ვინაიდან არასრულწლოვანთა მიმართ 2015 წლიდან მოქმედებს ეს სასჯელი და სულ ჯამში გამოყენებულია მხოლოდ 9 პირის მიმართ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით გათვალისწინებულია ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით შინაპატიმრობის აღსრულების საფასური, რომლის პირობებს, საფასურს და საფასურის გადახდის წესს განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. რაც შეეხება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო − სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში დასაქმებულ თანამშრომლებს, კანონპროექტით განსაზღვრულია დაწესებულების ლიკვიდაცია და ამ დაწესებულების ადგილზე ახალი დაწესებულების შექმნა, რის შემდეგაც დაწესებულების ფუნქციებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე თანამშრომელთა კვალიფიკაციის მიხედვით მოხდება მათი გადანაწილება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში. ლიკვიდაციისას სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში თითოეულ თანამშრომელზე გასაცემი კომპენსაცია შეადგენს 2 თვის თანამდებობრივ სარგოს. აღნიშნული ხარჯი გათვალისწინებულია 2017 წლის ბიუჯეტში. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ არის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან მიმართებაში. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 2. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ქვემდებარე სამართლებრივი აქტები 1. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება არასაპატიმრო სასჯელთა სახის შემდეგი სამართლებრივი აქტები: ა) სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; ბ) სასჯელის სახით იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; გ) სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ; დ) სასჯელის სახით გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ; ე) სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის შესახებ; ვ) სასჯელის სახით შინაპატიმრობის დანიშვნის შესახებ. 2. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება პრობაციის სახის შემდეგი სამართლებრივი აქტები: ა) პირობითი მსჯავრის დანიშვნის შესახებ; ბ) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; გ) სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ (ორსული ქალისათვის − მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე ). 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები სასჯელის სახის განსაზღვრასთან ერთად შესაძლოა შეიცავდეს აღმზრდელობითი ზემოქმედების ან/და სამედიცინო ხასიათის მოთხოვნებს. მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. 4. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება აგრეთვე განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულება. მუხლი 3. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო 1. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული არასაპატიმრო სასჯელთა სახის, პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების და განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს აღსრულებას უზრუნველყოფს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – პრობაციის ეროვნული სააგენტო), რომელიც ამ აქტების და განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს აღსრულებას ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომ – პრობაციის ბიუროები) და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებების მეშვეობით. [ 1. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების და სასჯელის დანიშვნისას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებას უზრუნველყოფს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – პრობაციის ეროვნული სააგენტო) თავისი ტერიტორიული ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომ – პრობაციის ბიუროები) და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებების მეშვეობით. (ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან)] 2. პრობაციის ეროვნული სააგენტო თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების გარეთ პატიმრობის კოდექსის 171 მუხლით გათვალისწინებული ვიდეოპაემნის ორგანიზებას უზრუნველყოფს პრობაციის ბიუროების მეშვეობით. 3. ამ კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების არასრულწლოვნის მიმართ აღსრულების პროცესში პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოები ხელმძღვანელობენ ამ კანონითა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული პრინციპებითა და სპეციალური წესებით, რომლებიც გამოიყენება, როგორც უპირატესი ძალის მქონე ნორმები. მუხლი 4. პრობაციის ეროვნული სააგენტო 1. პრობაციის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (შემდგომ – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი). 2. პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. 3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან შეთანხმებით. 4. პრობაციის ეროვნული სააგენტოს საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან შეთანხმებით . 5. პრობაციის ეროვნული სააგენტო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან. 6. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი. 7. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების შინაგანაწესსა და სარეაბილიტაციო პროგრამებს ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი. მუხლი 5. პრობაციის ბიურო 1. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (მსჯავრდებულის მიერ მითითებული ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის) მიხედვით. 11. თუ მსჯავრდებულს საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი), სამართლებრივი აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო ვალდებულია აღსასრულებელ სამართლებრივ აქტში მიუთითოს შესაბამისი პრობაციის ბიურო, სადაც მსჯავრდებული გამოცხადდება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას სამართლებრივი აქტის მიმღებმა (გამომცემმა) ორგანომ უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა. 2. პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს პრობაციის ბიუროს უფროსი. 3. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტისა, აღსრულებას უზრუნველყოფს პრობაციის ოფიცერი. 4. პრობაციის ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, პრობაციის ბიუროს დებულებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. 5. პრობაციის ბიუროს ტიპურ დებულებას პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. მუხლი 71. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად პრობაციის ეროვნულ სააგენტოს აქვს ტერიტორიული ორგანოები − თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება (შემდგომ − დაწესებულება), რომელსაც ხელმძღვანელობს დაწესებულების უფროსი. 1 1. დაწესებულებაში ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის აღსრულებას უზრუნველყოფს თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი. 2. დაწესებულება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, დაწესებულების დებულებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. 3. დაწესებულებაში შექმნილი პირობები არ უნდა ლახავდეს მსჯავრდებულის პატივსა და ღირსებას. 4. დაწესებულებაში შექმნილი პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. 5. დაწესებულებებია: ა) სრულწლოვან მსჯავრდებულთა დაწესებულება; ბ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა დაწესებულება; გ) ქალ მსჯავრდებულთა დაწესებულება. 6. დაწესებულებაში სასჯელს იხდის: ა) მსჯავრდებული, რომელსაც შეფარდებული აქვს სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვა; ბ) მსჯავრდებული, რომელსაც თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა თავისუფლების შეზღუდვით. 7. დაწესებულების ფუნქციონირების სრულ უზრუნველყოფას, მათ შორის, მსჯავრდებულთა სათანადო დაზღვევით, კვებით, სამუშაო, სასწავლო, ჯანმრთელობის დაცვისა და საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფას, ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტო. 8. დაწესებულების საქმიანობის წესი, სტრუქტურა, მისაღებ მსჯავრდებულთა ზღვრული რაოდენობა, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობები, მსჯავრდებულთა წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა განისაზღვრება დაწესებულების ტიპური დებულებით, რომელსაც პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. 9. დაწესებულებაში მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მუხლი 92. თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი 1. თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აქვს უმაღლესი განათლება. 2. თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში გადის სპეციალურ სასწავლო კურსს, რომლის დასრულებისას აბარებს შესაბამის გამოცდას. 3. პრობაციის ეროვნული სააგენტო თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერს დანიშვნისთანავე უზრუნველყოფს სამსახურებრივი ბეჭდით. 4. თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერს სახელმწიფოს ხარჯზე შეიძლება მიეცეს დადგენილი ნიმუშის ფორმის სამსახურებრივი ტანსაცმელი. 5. დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის მიზნით თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერს შეიძლება ჰქონდეს სპეციალური საშუალებები − ხელკეტი და ხელბორკილი, რომელთა გაცემისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. თავი IV. პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ პრობაციის ბიუროში გამოცხადების დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის მათი დაჯარიმების წესი მუხლი 12. დადგენილი რეჟიმის დარღვევა მსჯავრდებულის მიერ 1. პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმი მოიცავს პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას, ასევე შესაძლოა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობების შესრულებას. 11. პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია პირობით მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს , მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე , დააკისროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ დადგენილი შესაბამისი სავალდებულო სარეაბილიტაციო კურსის გავლის ვალდებულება . 12. პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია ნარკოტიკული დანაშაულისათვის პირობით მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს პერიოდულად ან გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში მოსთხოვოს შესაბამისი ნარკოლოგიური შემოწმების 5 სამუშაო დღის განმავლობაში გავლა და სათანადო დასკვნის წარმოდგენა. თუ მსჯავრდებულს ამ პუნქტით გათვალისწინებული ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, გარდა მსჯავრდებულის მიერ ამ ნივთიერების სამკურნალო მიზნით მოხმარებისა, პრობაციის ბიურო ვალდებულია ეს ფაქტი აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 13. თუ მსჯავრდებული პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას გამოცხადდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, არ ემორჩილება პრობაციის ოფიცრის კანონიერ მოთხოვნას ან არაკორექტულად იქცევა, პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია, პრობაციის ბიუროს უფროსთან შეთანხმებით, მსჯავრდებული გადაიყვანოს განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც გულისხმობს პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას მსჯავრდებულის არა უმეტეს 3 თვის განმავლობაში კვირაში არა უმეტეს სამჯერ გამოცხადების ვალდებულებას. 14. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის 11 და 12 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობა ან მათი შესრულებისათვის განზრახ თავის არიდება არის ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი წარდგინებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი. 2. თუ მსჯავრდებულის გამოცხადების დრო ემთხვევა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეს, იგი თავისუფლდება ამ დღეს გამოცხადების ვალდებულებისაგან. 3. თუ პირობითი მსჯავრის ვადის დასრულება ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს, რის თაობაზედაც ეძლევა ცნობა გათავისუფლების შესახებ. 4. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით მსჯავრდებულს შესაძლებელია შეუმსუბუქდეს დადგენილი რეჟიმი, რაც გულისხმობს პრობაციის ბიუროში ორ კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას, ხოლო ამ კანონით დადგენილი წესით – თვეში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას. 41. თუ მსჯავრდებული არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში), ან ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალი − 65 წლიდან, მამაკაცი − 70 წლიდან), პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით, მსჯავრდებულს შესაძლებელია შეუმსუბუქდეს დადგენილი რეჟიმი 3 თვეში ერთხელ პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებით, ხოლო თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებულს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, პრობაციის ოფიცერი მსჯავრდებულზე ზედამხედველობას განახორციელებს მის საცხოვრებელ ადგილას არანაკლებ 3 თვეში ერთხელ გამოცხადებით. 5. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი). 51. იმ მსჯავრდებულის მიერ, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე ნაკლებია, დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს გაფრთხილების შესახებ ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი). 6. მსჯავრდებული უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ ოქმის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გაასაჩივროს იგი პრობაციის ბიუროს უფროსთან, რომელიც საკითხს განიხილავს და წყვეტს 15 სამუშაო დღის ვადაში. 7. მსჯავრდებული ვალდებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცნობიდან 30 დღის ვადაში გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ჯარიმა. 8. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის პირველი, 13, მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებული დადგენილი რეჟიმის დარღვევა – გამოიწვევს მის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დარღვევა − მის გაფრთხილებას. 81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, პირველი დარღვევიდან ერთი წლის განმავლობაში, − გამოიწვევს მის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დარღვევა − მის განმეორებით გაფრთხილებას. 82. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის მესამედ და მეტჯერ დარღვევა ბოლო დარღვევიდან ერთი წლის განმავლობაში − გამოიწვევს მის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დარღვევა − მის მორიგ გაფრთხილებას. 9. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის მესამედ და მეტჯერ დარღვევა ასევე შეიძლება გახდეს პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი. ჯარიმის გადახდის ვალდებულებასთან/გაფრთხილებასთან ერთად ან დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისთვის მსჯავრდებულს შესაძლებელია შეეცვალოს და დაუმძიმდეს დადგენილი რეჟიმი. 10. თუ მსჯავრდებული საპრობაციო ვადის განმავლობაში აღარ ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე მეტია, დადგენილი რეჟიმის მორიგი დარღვევისას მსჯავრდებული დაჯარიმდება დარღვევის რიგითობის მიხედვით, ამ მუხლის მე-8, 81 და 82 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმის შესაბამისი ოდენობით. მუხლი 13. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება და დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესი 1. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იმავდროულად არის საჯარიმო ქვითარი, რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები ადმინისტრაციული ჩამდენის პიროვნების შესახებ; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ამ კანონის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ახსნა-განმარტება; ოქმის გასაჩივრების წესი და ვადა; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. 4. ჯარიმის გადახდის იძულებით აღსრულება ხდება ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ჯარიმის გადახდის იძულებით აღსასრულებლად მიქცევას საჯარიმო ქვითრის საფუძველზე ახორციელებს შესაბამისი პრობაციის ბიუროს უფროსი. 5. ჯარიმის გადახდის იძულებით აღსრულებას ახორციელებს აღმასრულებელი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 6. ამ კანონის მე-12 მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრულ გაფრთხილების შესახებ ოქმში აღინიშნება: შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მსჯავრდებულის პირადი მონაცემები; დადგენილი რეჟიმის დარღვევის ადგილი, დრო, არსი და რიგითობა; გაფრთხილების სამართლებრივი საფუძველი, ამ კანონის შესაბამისი მუხლების მითითებით; მოსალოდნელი შედეგები; გაფრთხილების გასაჩივრების წესი და ვადა; დადგენილი რეჟიმის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით არსებული სხვა ინფორმაცია. გაფრთხილება მოწმდება პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის ბეჭდით და ხელმოწერით. მუხლი 14. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების დღეებთან მიმართებით შეღავათების დაწესების პირობები 1. აზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე მსჯავრდებულის წერილობით განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით. 2. პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება მსჯავრდებულს ეცნობება წერილობით, პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. 21 . ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წერილობით განცხადებას პრობაციის ბიუროს უფროსი განიხილავს დაჩქარებული წესით 2 სამუშაო დღის ვადაში, მსჯავრდებულის მიერ დაჩქარებული მომსახურების საფასურის – 200 ლარის პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხვის საფუძველზე. საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე მსჯავრდებულისათვის უარის თქმის შემთხვევაში დაჩქარებული მომსახურების საფასური არ ბრუნდება. 3. მსჯავრდებულს საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში ეკისრება საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურის გადახდა შემდეგი ოდენობით: ა) ერთ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 600 ლარი; ბ) ერთიდან სამ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 1200 ლარი; გ) სამიდან ექვს თვემდე ვადით გამგზავრებისას – 2000 ლარი; დ) ექვსიდან ცხრა თვემდე ვადით გამგზავრებისას – 2700 ლარი; ე) ცხრიდან თორმეტ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 3400 ლარი. 4. მსჯავრდებულის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მის მიერ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე საფასურის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენისთანავე, პრობაციის ბიუროს უფროსი გასცემს საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვას. 41 . ამ მუხლით დადგენილი წესით მსჯავრდებულის საზღვარგარეთ ყოფნისას შესაძლებელია გაგრძელდეს საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის ვადა, თუ პრობაციის ბიუროში წარდგენილი იქნება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფა-სურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მსჯავრდებულის პირადი ნომრისა და დანიშნულების მითითებით. 5. (ამოღებულია). 6. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან და მთავრდება მომსახურების ვადის ბოლო სამუშაო დღის დასრულებისთანავე. თუ მომსახურების ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, აღნიშნული ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. მუხლი 15. საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურისა და ჯარიმის გადახდის წესი და პირობები 1. მსჯავრდებული საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურსა და ჯარიმას იხდის კანონით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში. 2. ის მსჯავრდებულები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე ნაკლებია, გათავისუფლებული არიან ამ კანონის მე-14 მუხლითა და 14 1 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. 3. საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასური ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე. 4. საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ან გადაკვეთის მცდელობის შემთხვევაში სასაზღვრო გამტარ პუნქტში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვის საზედამხედველოდ გამოყოფილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია დააკავოს მსჯავრდებული და ეს დაუყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს. 5. პრობაციის ეროვნული სააგენტო ვალდებულია შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში დაუყოვნებლივ მიავლინოს უახლოესი პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომელი და მიაწოდოს მას სათანადო ინფორმაცია. პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში, შეადგინოს და მსჯავრდებულს გადასცეს სათანადო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზედაც მსჯავრდებულს ეკისრება ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულება. 6. მსჯავრდებულის მიერ საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ან გადაკვეთის მცდელობა გამოიწვევს მსჯავრდებულის დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე ოდენობით ან/და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. მუხლი 161. პრობაციის ოფიცრის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის თვითაცილება და აცილება 1. პრობაციის ოფიცერმა/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერმა მსჯავრდებულის მიმართ არ შეიძლება აწარმოოს სააღსრულებო საქმე, თუ ის: ა) მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობდა დაზარალებულის სტატუსით; ბ) მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, მოწმედ, ექსპერტად, თარჯიმნად, კანონიერ წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; გ) მსჯავრდებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის, ანდა დაზარალებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ნათესავია; დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია სააღსრულებო საქმის წარმოების შედეგით, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც მის მიუკერძოებლობას საეჭვოს ხდის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნათესავად ითვლება: ა) მეუღლე; ბ) შვილი; გ) და, ძმა; დ) დისშვილი, ძმისშვილი; ე) მშობელი, მშობლის და, მშობლის ძმა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის გამოვლენისთანავე პრობაციის ოფიცერი/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი ვალდებულია თვითაცილების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს პრობაციის ბიუროს უფროსს/დაწესებულების უფროსს, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში იხილავს აღნიშნულ მოთხოვნას და იღებს გადაწყვეტილებას თვითაცილების მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 4. სააღსრულებო საქმის წარმოების მიმდინარეობისას მსჯავრდებულს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას პრობაციის ოფიცრის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის აცილების მოთხოვნით მიმართოს პრობაციის ბიუროს უფროსს/დაწესებულების უფროსს, რომელიც აღნიშნულ მოთხოვნას განიხილავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით. 5. პრობაციის ოფიცრის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის თვითაცილების/აცილების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ პრობაციის ბიუროს უფროსის/დაწესებულების უფროსის გადაწყვეტილება არ საჩივრდება. 6. პრობაციის ოფიცრის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის თვითაცილების/აცილების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ პრობაციის ბიუროს უფროსის/დაწესებულების უფროსის გადაწყვეტილება საჩივრდება პრობაციის ბიუროს/დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირისთვის გაცნობიდან 5 დღის ვადაში. მუხლი 18. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის განმარტება და მსჯავრდებულის გამოცხადება 1. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ეგზავნება დაუყოვნებლივ, ამ აქტის ძალაში შესვლისთანავე. 2. თუ აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი ბუნდოვანია ან რაიმე უზუსტობას შეიცავს, პრობაციის ბიუროს უფროსი ამ აქტის გაუგებარი ან არაზუსტი ნაწილის განმარტების თხოვნით მიმართავს აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს. 3. პრობაციის ბიუროს უფროსი სასამართლოს მიერ მიღებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყებისა და დამთავრების შესახებ წერილობით, 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს აქტის მიმღებ სასამართლოს. 4. თუ მსჯავრდებული არ ცხოვრობს სასამართლოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტში მითითებულ მისამართზე ან ცხოვრობს ამ მისამართზე, მაგრამ თავს არიდებს პრობაციის ბიუროში გამოცხადებას, პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად მსჯავრდებულის ძებნის გამოსაცხადებლად უგზავნის აქტის მიმღებ სასამართლოს. 5. მსჯავრდებულის ძებნის პროცესში საპრობაციო ვადის ათვლა ჩერდება. 6. მსჯავრდებული ვალდებულია აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 15 დღისა გამოცხადდეს ამ სამართლებრივ აქტში მითითებულ პრობაციის ბიუროში სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყების, აღსასრულებელ სამართლებრივ აქტთან მიმართებით თავის უფლება-მოვალეობათა გაცნობისა და პრობაციის ბიუროს მიერ მის მიმართ შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით. პრობაციის ოფიცერი პრობაციის ბიუროში გამოცხადებულ მსჯავრდებულს აცნობს მის უფლებამოვალეობებს და მათი შეუსრულებლობის შესაძლო შედეგებს, რის შესახებაც ადგენს სათანადო ოქმს. 7. თუ მსჯავრდებული ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ გამოცხადდა, პრობაციის ბიურო გააფრთხილებს მას. იგი ვალდებულია, გაფრთხილების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში. გამოუცხადებლობა არის პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წარდგინებებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პრობაციის ბიუროს მიერ მსჯავრდებულის გაფრთხილების ვალდებულება არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი) საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ის მსჯავრდებული, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, სამართლებრივი აქტის მიმღებმა (გამომცემმა) ორგანომ წინასწარ უნდა გააფრთხილოს შესაბამის პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ამ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შესახებ. პენიტენციურ ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული იმ მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმა და წესი, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს მსჯავრდებულის ძებნის გამოსაცხადებლად უგზავნის ამ აქტის მიმღებ სასამართლოს. მუხლი 20. პრობაციის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის მოხსენებითი ბარათი წარდგინების მოთხოვნის შესახებ თუ პრობაციის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი მიიჩნევს, რომ არსებობს სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძველი, იგი პრობაციის ბიუროს/დაწესებულების უფროსის სახელზე წერს მოხსენებით ბარათს. მოხსენებით ბარათში უნდა მიეთითოს: ა) სააღსრულებო საქმის ნომერი; ბ) აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი; გ) მოკლე ცნობები სააღსრულებო მოქმედებათა შესახებ; დ) ცნობები მსჯავრდებულის (იურიდიული პირის) მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ; ე) პრობაციის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის პირადი მოსაზრება წარდგინების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით; ვ) პრობაციის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის ხელმოწერა, ბეჭედი და მოხსენებითი ბარათის წარდგენის თარიღი. მუხლი 21. პრობაციის ბიუროს/დაწესებულების უფროსის წარდგინების სახეები 1. პრობაციის ბიუროს უფროსი სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს ერთ-ერთი შემდეგი წარდგინებით: ა) მსჯავრდებულისათვის დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ; ა1) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; ბ) მსჯავრდებულისათვის დანიშნული გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ; გ) სასამართლოს მიერ პირობით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების ან მისთვის ახალი მოვალეობის დაკისრების შესახებ; დ) (ამოღებულია – 11.11.2011, №5266); ე) პირობით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ან ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გამო გამოსაცდელი ვადის არა უმეტეს ერთი წლით გაგრძელების შესახებ; ვ) პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შესახებ; ზ) პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულების შესახებ; თ) სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნულ ადგილას მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნის შესახებ; ი) იურიდიული პირისათვის დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ; კ) მსჯავრდებულისათვის დანიშნული შინაპატიმრობის სხვა სახის სასჯელით შეცვლის შესახებ. 2. წარდგინება შეიტანება სასამართლოში მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის) მიხედვით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – შესაბამისი პრობაციის ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით. 3. წარდგინების დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება სასამართლოს გამოაქვს წარდგინების შეტანიდან ერთი თვის ვადაში. 4. პრობაციის ბიუროს უფროსი მსჯავრდებულის შესაბამისი განცხადებისა და სათანადო საფუძვლის (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე მუხლებით მსჯავრდებული პირებისათვის − ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის) არსებობის შემთხვევაში მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობით მიმართავს პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას (შემდგომ − მუდმივმოქმედი კომისია). 5. დაწესებულების უფროსი სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს ერთ-ერთი შემდეგი წარდგინებით: ა) თავისუფლების შეზღუდვის სახით დანიშნული სასჯელის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის თაობაზე; ბ) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის შემთხვევაში − თავისუფლების შეზღუდვის მოუხდელი ნაწილის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის თაობაზე; გ) თავისუფლების შეზღუდვის სახით დანიშნული/შეცვლილი სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. 6. ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პრობაციის ბიუროს უფროსი/დაწესებულების უფროსი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით მიმართავს სასამართლოს. მუხლი 211. მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლობის მოხსნა 1. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულისათვის (მათ შორის, პირობით მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურისათვის, რომლის ყოფაქცევის კონტროლი ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით) გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესაბამისად, გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც, მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუდმივმოქმედი კომისია. 11. მუდმივმოქმედი კომისია, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საკითხებისა, პირის მომართვისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე განიხილავს და წყვეტს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირების საკითხს, რისთვისაც აუცილებელია მათი ჩამორთმევის ვადის ერთი მესამედის გასვლა. 2. გადაწყვეტილების მიღებისას მუდმივმოქმედი კომისია ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესრულებას, ასევე იმას, მიღწეულია თუ არა ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნები, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებაზე. 3. მუდმივმოქმედი კომისია შედგება 5 წევრისაგან. მის შემადგენლობაში შედიან: ა ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის 1 თანამშრომელი ; ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის 2 თანამშრომელი; გ) როტაციის წესით − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენელი. 4. მუდმივმოქმედ კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენლის კანდიდატურას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო. 5. მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენელს , საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის 1 თანამშრომელსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის 2 თანამშრომელს ამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი , ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელს ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი . 6. მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ექვემდებარებიან როტაციას ყოველი 1 წლის შემდეგ. 7. მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს მისი შემადგენლობიდან ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით ირჩევს მუდმივმოქმედი კომისია. 8. მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. 9. პირობით მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 10. მუდმივმოქმედი კომისია საკითხებს განიხილავს ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე მუდმივმოქმედი კომისია იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის, აგრეთვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენაზე ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ. 11. თუ მუდმივმოქმედი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის, აგრეთვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენაზე ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ, ამავე საკითხებზე შუამდგომლობის ხელახალი განხილვა დასაშვებია გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ. 12. მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში. მუხლი 22. წარდგინება 1. სასამართლოსადმი პრობაციის ბიუროს/დაწესებულების უფროსის წარდგინებაში უნდა აღინიშნოს: ა) სამართლებრივი აქტის დასახელება, რომლის აღსრულების პროცესშიც წარმოიშვა სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის აუცილებლობა; ბ) მონაცემები მსჯავრდებულის შესახებ და სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობები; გ) ცნობები მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ და სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი; დ) ცნობები იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ და სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი; ე) წარდგინების შინაარსი. 2. წარდგინებას ხელს აწერს და პრობაციის ბიუროს/დაწესებულების ბეჭდით ამოწმებს პრობაციის ბიუროს/დაწესებულების უფროსი. 3. წარდგინებას უნდა დაერთოს წარდგინებაში მოყვანილი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებანი. 4. წარდგინებას უნდა ახლდეს პრობაციის ბიუროს/დაწესებულების მიერ დამოწმებული მსჯავრდებულის (იურიდიული პირის) პირადი საქმის ასლი. მუხლი 23. სააღსრულებო საქმის წარმოების დასრულება 1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ვადის გასვლისას, რომლის განმავლობაშიც პირს ჩამორთმეული ჰქონდა გარკვეული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას. 2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას; ბ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სასჯელის სხვა სახით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას. 3. გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას; ბ) გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა სახით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას. 4. მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის დაკისრების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსაცდელი ვადის გასვლისას; ბ) პირობითი მსჯავრის გაუქმებისას და მსჯავრდებულისათვის ნასამართლობის მოხსნისას; გ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება პირობითი მსჯავრი და უნდა აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი. 5. მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადის გასვლისას; ბ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება პირობით ვადამდე გათავისუფლება და უნდა აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი. 6. სასჯელის მოხდის გადავადების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) იმ ვადის გასვლისას, რომლის განმავლობაშიც სასამართლომ გადაავადა სასჯელის აღსრულება; ბ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად იგზავნება განაჩენით დანიშნულ ადგილას; გ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული თავისუფლდება დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან. 7. იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) იმ იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში, რომლის მიმართაც სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით; ბ) სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადის გასვლისას; გ) პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინების საფუძველზე სასამართლოს მიერ იურიდიული პირისათვის დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შემთხვევაში. 71. თავისუფლების შეზღუდვის სახით დანიშნული/შეცვლილი სასჯელის აღსრულების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას; ბ) თავისუფლების შეზღუდვის სხვა სახის სასჯელით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებისას; გ) მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას. 72. შინაპატიმრობის დანიშვნის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას; ბ) შინაპატიმრობის სხვა სახის სასჯელით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრობაციის ოფიცერი სასამართლოს ატყობინებს იმ ვადის გასვლის შესახებ, რომლის განმავლობაშიც გადავადებული იყო სასჯელის აღსრულება. 81. თუ მსჯავრდებულს, რომელსაც შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, ან პირობით მსჯავრდებულს სასჯელის აღსრულების ან გამოსაცდელი ვადის პერიოდში სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსი გადაწყვეტილებით აჩერებს სააღსრულებო წარმოებას. 82. სასამართლო ვალდებულია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის სხვა ღონისძიებით შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება გრძელდება. 9. კანონიერ ძალაში შესული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება წყდება. თავი X1. სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის აღსრულება მუხლი 441. სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის აღსრულების წესი 1. თავისუფლების შეზღუდვის აღსრულება ხორციელდება დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულის ინდივიდუალური გეგმის (პროგრესული გეგმის) მიხედვით, რომლის პირობებსაც განსაზღვრავს დაწესებულების უფროსი. 2. სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად მიღების შემდეგ მსჯავრდებულს, საჭიროებიდან გამომდინარე, განესაზღვრება დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობის ვალდებულება, ასევე მისი თანხმობით, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, შესაბამისი მომზადების გავლის შემდეგ განესაზღვრება შრომითი საქმიანობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიულ პირში. 3. თავისუფლებაშეზღუდული პირის შრომითი საქმიანობა ანაზღაურებადია. 4. სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულებაზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამავე კანონის V თავით დადგენილი წესი. მუხლი 442. სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის მოხდის პირობები 1. თავისუფლების შეზღუდვის მოხდის პირობები გულისხმობს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის დაწესებულებაში მუდმივად ყოფნას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი არასამუშაო და უქმე დღეებისა, თუ დაწესებულების ტიპური დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თავისუფლების შეზღუდვის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ეკრძალება დაწესებულების ტერიტორიიდან გასვლა დაწესებულების უფროსის წერილობითი ნებართვის გარეშე. ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ ტერიტორიის დატოვების მიზეზის დასაბუთების შემდეგ. 3. დაწესებულებაში ყოფნისას მსჯავრდებული სარგებლობს ინტერნეტით, სატელეფონო და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით, აგრეთვე ხანმოკლე პაემნის უფლებით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხანმოკლე პაემნის უფლება მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს მშობელთან, მშვილებელთან, შვილთან, ნაშვილებთან, მეუღლესთან, დასთან, ძმასთან. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხანმოკლე პაემნის უფლების განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება დაწესებულების ტიპური დებულებით. მუხლი 443. სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამები 1. დაწესებულებაში მსჯავრდებულთან ტარდება სარეაბილიტაციო მუშაობა. 2. სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზებას უზრუნველყოფს დაწესებულება. 3. პრობაციის ეროვნული სააგენტო მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიზნით თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან და სხვა ორგანიზაციებთან. 4. მსჯავრდებულთან სარეაბილიტაციო მუშაობა ტარდება მისი პიროვნული თვისებებისა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით. 5. ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირის რეაბილიტაციის მიზნით პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ტარდება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსები. აღნიშნული კურსების ორგანიზებას პრობაციის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებებთან და სხვა დაინტერესებულ და შესაბამის სფეროში ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. საქმიანობის გამოცდილების მქონე მუხლი 444. მსჯავრდებულის შრომითი საქმიანობის ზოგადი პრინციპები 1. მსჯავრდებულის შრომითი საქმიანობა ხორციელდება ამ კოდექსითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. მსჯავრდებულმა შესაძლებელია იმუშაოს დაწესებულების ტერიტორიაზე, თუ დაწესებულებას აქვს მისი დასაქმების შესაძლებლობა. მუხლი 445. დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების ორგანიზება დაწესებულებაში განთავსებულია პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი. მუხლი 446. მსჯავრდებულის სამუშაო პირობები დაწესებულება და დამსაქმებელი ვალდებული არიან მსჯავრდებულს შეუქმნან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სამუშაო პირობები. მუხლი 447. თავისუფლების შეზღუდვის ვადის ათვლა თავისუფლების შეზღუდვის ვადა აითვლება მსჯავრდებულის განთავსების დღიდან. დაწესებულებაში მუხლი 448. შინაპატიმრობის აღსრულების წესი 1. სასჯელის სახით დანიშნული შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტების წარმოებაში მიღებასა და აღსრულებაზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის V თავით დადგენილი წესი. 2. შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტი ექვემდებარება წარმოებაში მიღებას და აღსრულების დაწყებას დაუყოვნებლივ, თუ ამ სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 3. შინაპატიმრობით მსჯავრდებულის მიმართ არ ვრცელდება ამ კანონის IV თავის მოქმედება, გარდა 121 მუხლისა. 4. შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულების პროცესში მსჯავრდებულზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები. 5. მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის რეჟიმის (სასამართლოს მიერ დადგენილი შინაპატიმრობის დრო და პირობები, აგრეთვე მსჯავრდებულის სხვა მოვალეობები) არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფროსი შესაბამისი წარდგინებით მიმართავს განაჩენის გამომტან სასამართლოს. ელექტრონული ზედამხედველობის 6. შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება საშუალების გამოყენებით. ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ეროვნული სააგენტო. 7. მსჯავრდებულის ბრალეული ქმედებით ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მის კანონიერ წარმომადგენელს ეკისრება. 8. იქ, სადაც შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით კონტროლი ტექნიკურად შეუძლებელია, კონტროლი ხორციელდება მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილზე პრობაციის ოფიცრის გაუფრთხილებელი ვიზიტით, თვეში არანაკლებ ექვსჯერ, რის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი. 9. შინაპატიმრობის აღსრულებისას ამ კანონის 121 მუხლით გათვალისწინებული საპატიო პირობების არსებობის შემთხვევაში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით, მსჯავრდებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული თხოვნით, პრობაციის ბიუროს უფროსის წერილობითი ნებართვით მსჯავრდებულს შესაძლებელია მიეცეს საცხოვრებლიდან დროებით გასვლის უფლება. მუხლი 453. სასჯელის სახით შეფარდებული თავისუფლების შეზღუდვის აღსრულების ამოქმედების ვადა ამ კანონის 71 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2018 წლის 1 იანვრამდე.