„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-06
ბიუროს ნომერი 26
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 165-ე მუხლის შემდეგ დაემატოს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1651 მუხლი:
პენიტენციური
დაწესებულებიდან,
მოთავსების
სხვა
ადგილიდან,
„1651.
გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას გაქცეულ ბრალდებულის/მსჯავრდებულის
ძებნა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური
დეპარტამენტის დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე პროკურორი გამოსცემს
დადგენილებას პენიტენციური დაწესებულებიდან, მოთავსების სხვა ადგილიდან,
გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას გაქცეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის
პოლიციის ორგანოების მეშვეობით ძებნის შესახებ.
2. 281-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 281. შეტყობინება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შესახებ
იმ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისა და აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ, რომლითაც
მსჯავრდებულს
სასჯელად
დაენიშნა
თავისუფლების
აღკვეთა,
პენიტენციური
დაწესებულება ვალდებულია, მსჯავრდებულის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო
დღისა, აცნობოს განაჩენის გამომტან სასამართლოს, ხოლო თუ მსჯავრდებული წინააღმდეგი
არ არის მის ახლო ნათესავს, აგრეთვე მსჯავრდებულის თხოვნით - სხვა პირს, ან/და
მსჯავრდებულის ადვოკატს, პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნული წესი
ვრცელდება ასევე მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ადგილის შეცვლის
შემთხვევაშიც.“.
3. 283-ე მუხლის:
ა) 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
სასამართლო უფლებამოსილია განაჩენის აღსრულება გადაავადოს ზეპირი მოსმენის
გარეშე.“;
ბ) 11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 ნაწილი:
„12. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,
განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხის განხილვისას, სასამართლომ უნდა
გაითვალისწინოს პენიტენციური დაწესებულების პირობებში ჩატარებული/შესაძლებელი
მკურნალობა, დაავადების მიმდინარეობა, ასევე, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებამდე ან
ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე თავისუფლების აღკვეთის
სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის
პიროვნული თვისებები, კრიმინალური წარსული, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი,
დამდგარი შედეგი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები,
რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.“.
4. 284-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 284. ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან
გათავისუფლება
1. სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს
მსჯავრდებული, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან
და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან/და
ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება არ არის მოსალოდნელი.
2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ
კომისია უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს პენიტენციურ
დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული, როდესაც სახეზეა დაავადება ან
დაავადებათა ერთობლიობა და მკურნალობის ფონზე პაციენტის ძირითადი სასიცოცხლო
მაჩვენებლების შენარჩუნება გართულებულია. ამასთან, ექიმთა კონსილიუმის მიერ,
კონსენსუსის საფუძველზე განსაზღვრული ლეტალობის პროგნოზი მაღალია.
3. სასამართლოს შეუძლია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს სასჯელის
მოხდის პერიოდში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალი – 65 წლიდან, მამაკაცი –
70 წლიდან), თუ მას მისჯილი არ აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი აქვს
სასჯელის არანაკლებ ნახევარი.
4. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით განსაზღვრული საკითხის განხილვისას
გათვალისწინებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის
აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, კრიმინალური
წარსული, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, სასჯელის მოხდისას
გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს
სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით,
პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს, შესაბამისი შუამდგომლობის
საფუძველზე, სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ განჩინება
გამოიტანოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
6. ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან
მსჯავრდებულის გათავისუფლებისას შესაძლებელია იგი დამატებითი სასჯელის
მოხდისგანაც გათავისუფლდეს.“.
5. 285-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ის, ვისაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა,
გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ან შინაპატიმრობა,
შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ სასამართლო
მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის
მთლიანად მოხდა, ხოლო თუ პირს სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი
თავისუფლების აღკვეთა, გარდა პატიმრობის კოდექსის 663 მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული მსჯავრდებულისა, იგი შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს
სასჯელის მოხდისაგან, თუ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ
არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან
ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან.”;
ბ) მე-4 და 41 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს
შეუძლია თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, გარდა განსაკუთრებული რისკის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულისა, სასჯელის
მოხდის დროს, მისივე თანხმობით, შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის (გარდა პირველი და მე-2 ნაწილებისა)
მოთხოვნები. ამასთანავე, მსჯავრდებული შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ
გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა).
41. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს
შეუძლია თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, გარდა განსაკუთრებული რისკის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულისა, მისივე
თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით. ამ შემთხვევაში არ
გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 471-ე მუხლის მე-2 ნაწილის
მოთხოვნები. ამასთანავე, მსჯავრდებული შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ
გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა).“.
6. 285-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2851 მუხლი:
„მუხლი 2851. უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის გადასინჯვა
1. მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახედ დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების
აღკვეთა და მოიხადა თავისუფლების აღკვეთის 20 წელი, მისი ან მისი კანონიერი
წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სასამართლოს მიერ შეიძლება
დანიშნული სასჯელი შეეცვალოს სხვა სახის სასჯელით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში, სასჯელის მოხდის ადგილის
მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლო მსჯავრდებულს უცვლის უვადო
თავისუფლების აღკვეთას სხვა სახის სასჯელით.
3. თუ სასამართლო უარს იტყვის ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის
დაკმაყოფილებაზე, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება
მხოლოდ ერთი წლის შემდეგ.
4. უვადო თავისუფლების აღკვეთის სხვა სახის სასჯელით შეცვლისას, სასამართლო სასჯელს
ნიშნავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის X თავით გათვალისწინებული წესით.
7. 286-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 286. განაჩენის აღსრულება სხვა აღუსრულებელი განაჩენის არსებობის დროს
თუ მსჯავრდებულის მიმართ არსებობს რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი, საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის
დირექტორის/არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს
უფროსის შუამდგომლობით სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის
სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულისათვის
სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ.“.
8. 291-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 282-ე, 283-ე, 284-ე, 285-ე, 2851, 286-ე, 287-ე, 288-ე, 289-ე მუხლების
შესაბამისად სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება შეიძლება ერთჯერადად, 10 დღის
ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში,
რომელიც 1 თვის ვადაში იხილავს საჩივარს ზეპირი მოსმენის გარეშე.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული
მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებული, აგრეთვე, უვადო მსჯავრდებულთა და
ხანდაზმულობის
ასაკს
მიღწეული
მსჯავრდებულების
გათავისუფლებასთან
დაკავშირებული საკითხების დარეგულირების საჭიროება, ასევე მსჯავრდებულების
რესოციალიზაციის ხელშეწყობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და კანონმდებლობის
მოთხოვნების დაცვა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გამწვავების თავიდან
აცილება, დანაშაულთან ბრძოლა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების
უზრუნველყოფა, ჰუმანურობის დაცვა, ადამიანის უფლებების რეალიზაცია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს, როგორც არსებითი ხასიათის პრობლემების
გადაწყვეტას, ასევე გარკვეული პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე ცვლილებებს.
ა) სასჯელის აღსრულების გადავადება
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლში. კერძოდ, მოქმედი რედაქციის 283-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად განაჩენის აღსრულების გადავადება
შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე
ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან
ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე, ხოლო წარმოდგენილი
ცვლილების თანახმად კი მსჯავრდებულს სასჯელი შეიძლება გადაუვადდეს თუ
მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას,
–
მის
გამოჯანმრთელებამდე
ან
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
არსებითად
გაუმჯობესებამდე. განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხის განხილვისას,
სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს პენიტენციური დაწესებულების პირობებში
ჩატარებული/შესაძლებელი
მკურნალობა,
დაავადების
მიმდინარეობა,
ასევე,
მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად
გაუმჯობესებამდე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების
მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, კრიმინალური წარსული,
დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი,
სასჯელის მოხდისას
გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს
სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. აღნიშნული ცვლილების მიღება განპირობებულია იმ
გარემოებით, რომ მოქმედი რედაქციის თანახმად, სასამართლოს მსჯელობდა მხოლოდ ერთ
კრიტერიუმზე
ჯანმრთელობის
მდგომარეობაზე,
უგულებელყოფილი
იყო
მსჯავრდებულისაგან მომდინარე საფრთხეები და რისკები, რაც პრაქტიკაში არაერთ
მნიშვნელოვან პრობლემას ქმნიდა. გარდა ამისა, სასამართლო ჯანმრთელობის
მდგომარეობის შეფასების დროს არ იკვლევდა ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესაბამისობას სასჯელის მოხდის პირობებთან და მხოლოდ დიაგნოზზე დაყრდნობით
იღებდა სასჯელის გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას, რაც მოქმედი რედაქციის
ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს.
ბ) ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან
გათავისუფლება
არსებული რედაქციის თანახმად, თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდების
შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ
მუდმივმოქმედ კომისიას შეუძლია სასჯელისაგან გაათავისუფლოს ის, ვინც დანაშაულის
ჩადენამდე ან ჩადენის შემდეგ დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის
მოხდას. ასევე, აღნიშნული კომისია უფლებამოსილია თავისუფლების აღკვეთით
მსჯავრდების შემთხვევაში სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს სასჯელის
მოხდის პერიოდში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალი – 65 წლიდან, მამაკაცი –
70 წლიდან), თუ მას მისჯილი არ აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი აქვს
სასჯელის არანაკლებ ნახევარი.
არსებული რეგულაციებისა და პრაქტიკის ანალიზმა ცალსახად ცხადყო, რომ
აღნიშნული მექანიზმი გაუმართავია და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საზოგადოების
უსაფრთხოებას. კანონში არ არის გაწერილი, რომ კომისია გადაწყვეტილებას იღებს არა
მხოლოდ
პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის, არამედ სასჯელის მოხდის
გაგრძელების
მიზანშეწონილობის
გათვალისწინებით.
ამასთან,
აუცილებელია
ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებასთან ერთად
მსჯავრდებულისგან
მომდინარე სხვა საფრთხეების შეფასებაც, რაც გათვალისიწნებულია შესაბამისი საკითხის
მარეგულირებელ კანონქვემდებარე აქტში. პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც
მსჯავრდებული მძიმე ავადმყოფობის გამო გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან და მან
განმეორებით ჩაიდინა დანაშაული. სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ კვლავ
დადგა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გათავისუფლების საკითხი,
ვინაიდან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა - როგორც ძირითადი კრიტერიუმი ისევ
სახეზე იყო.
კანონპროექტის მიხედვით, ავადმყოფობის გამო გათავისუფლების უფლება ექნება
მხოლოდ სასამართლოს, რომელიც სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლებს
მსჯავრდებულს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან
და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან/და
ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება არ არის მოსალოდნელი. გარდა
ამისა, საკითხის განხილვისას სასამართლოს მიერ, გათვალისწინებულ უნდა იქნეს
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობა,
მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, კრიმინალური წარსული, დანაშაულის ხასიათი,
მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა
გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
რაც შეეხება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ
მუდმივმოქმედ კომისიას, მას შეეძლება სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს
პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული, როდესაც სახეზეა
დაავადება ან დაავადებათა ერთობლიობა და მკურნალობის ფონზე პაციენტის ძირითადი
სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება ვერ ხერხდება. ამასთან, ექიმთა კონსილიუმის
მიერ, კონსენსუსის საფუძველზე განსაზღვრული ლეტალობის პროგნოზი მაღალია.
აღნიშნული ცვლილება ემსახურება ჰუმანურობის პრინციპს, კერძოდ, ერთობლივი
მუდმივმოქმედი კომისია წარმოადგენს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების
სწრაფ და მოქნილ მექანიზმს, რომელიც შანს მისცემს მსჯავრდებულს თავის ოჯახის
წევრებთან და ახლო ნათესავებთან ერთად გაატაროს დარჩენილი დღეები.
ამავე პროექტის თანახმად, ხანდაზმულობის ასაკის გამო (ქალი – 65 წლიდან, მამაკაცი
– 70 წლიდან თუ მას მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი) შესაძლებელი იქნება
მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება სასამართლოს მიერ. სასამართლომ
გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა გაითვალისწინოს არა მარტო მსჯავრდებულის ასაკი
და მოხდილი სასჯელის ოდენობა, არამედ მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის
სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის
პიროვნული თვისებები, კრიმინალური წარსული, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი,
დამდგარი შედეგი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები,
რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
გ) უვადო თავისუფლებააღკვეთილის სასჯელის შეცვლა სხვა სახის სასჯელით
უვადო
თავისუფლებააღკვეთილ
მსჯავრდებულთა
სასჯელის
მოხდისგან
გათავისუფლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შეიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს,
რაც პრაქტიკაში არაერთგზის გამოვლინდა. კერძოდ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს
კანონის მოქმედება გავრცელდა 2013 წლის მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებებში
მყოფ უვადო თავისუფლებაღკვეთილ მსჯავრდებულებზე, თუმცა ამ ღონისძიებას ჰქონდა
ფორმალური ხასიათი, ვინაიდან მათ მიერ მოსახდელ სასჯელს ცვლილება არ განუცდია.
უვადო თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში, სასჯელისგან გათავისუფლების ან შეცვლის
დღეს მოქმედი ნორმები გაუმართავია და ვერ გამოიყენება პრაქტიკაში, კერძოდ, უვადო
თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი სამინისტროს
საბჭოს მიერ განიხილება თავისუფლების აღკვეთის თხუთმეტი წლის მოხდის შემდეგ,
თუმცა ეს ნორმა არცერთხელ არ ყოფილა გამოყენებული, ვინაიდან ნორმა გულისხმობს
სასჯელის სახის შეცვლას და არა სასჯელის ვადის შეცვლას (პირს მოუწევს უვადოდ
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა). რაც შეეხება უვადო თავისუფლების აღკვეთისგან
გათავისუფლებას 20 წლის შემდეგ, დღეს მოქმედი მექანიზმი ამ მხრივაც გაუმართავია,
სამინისტროს საბჭო უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულს პირობით ვადამდე
ათავისუფლებს განუსაზღვრელი ვადით. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ არც ეს
ნორმა გამოიყენება პრაქტიკაში.
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, კოდექსს ემატება 2851 მუხლი, რომლის
თანახმად, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის საკითხის განხილვა
მთლიანად გახდა სასამართლოს პრეროგატივა, ამასთან, 20 წლის მოხდის შემდეგ რეალურად
შესაძლებელი გახდა, როგორც გათავისუფლება (ვადიანი თავისუფლების აღკვეთის შეცვლის
გზით), ისე სხვა უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნა საქმის ინდივიდუაური
შესწავლის საფუძველზე. განახლებული რედაქციით, მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის
სახედ დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა სასამართლოს მიერ შეიძლება
დანიშნული სასჯელი შეეცვალოს სხვა სახის სასჯელით, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა
თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი და სასამართლო, დანაშაულის ხასიათის,
მსჯავრდებულის ქცევის, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის
ფაქტის/ნასამართლობის,
ოჯახური
პირობების,
მსჯავრდებულის
პიროვნების
გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ
სასჯელის მოხდა. სასჯელის დანიშვნისას კი სასამართლო იხელმძღვანელებს საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის X თავით გათვალისწინებული წესით. თუ სასამართლო უარს
იტყვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა
განხილვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ. გარდა ამისა,
შემოთავაზებული
რედაქცია
ითვალისწინებს
სასამართლოს
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილების გასაჩივრების საკიხსაც, რომელიც დარეგულირდება სსსკ-ის 291-ე
მუხლის მოთხოვნის შესაბამისად.
დ)
პენიტენციური
დაწესებულებიდან,
მოთავსების
სხვა
ადგილიდან,
გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას გაქცეულ ბრალდებულის/მსჯავრდებულის
ძებნა პოლიციის ორგანოების მეშვეობით
ცვლილების
თანახმად
იქმნება
მოქნილი
მექანიზმი
პენიტენციური
დაწესებულებიდან გაქცეულ ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ძებნის გამოცხადების
შესახებ. კერძოდ გადაწყვეტილებას ძებნის გამოცხადების თაობაზე მიიღებს პროკურორი
პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე.
ე) ტექნიკური სახის ცვლილებები
წარმოდგენილი კანონპროექტით, ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის კოდექსის
281-ე მუხლში, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ 2015 წლის 1 სექტემბრის შემდეგ
პენიტენციური დაწესებულებებში შეიქმნა სტრუქტურული ერთეული ადმინისტრაციული
განყოფილება,
რომლის
ძირითად
ფუნქციას
პენიტენციური
დაწესებულების
ადმინისტრაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა წარმოადგენს. შესაბამისად, ბუნდოვანებისა
და ფუნქციების არამართლზომიერი გადანაწილების თავიდან აცილების მიზნით,
აუცილებელია, ტერმინი „ადმინისტრაცია“ დაკონკრეტდეს. შემოთავაზებული რედაქციის
თანახმად კოდექსის 281-ე მუხლის ჩანაწერი, სადაც პენიტენციური დაწესებულების
უფლებამოსილ სუბიექტად მითითებული იყო ადმინისტრაცია, შეიცვალა ტერმინით „პენიტენციური დაწესებულება“.
არსებული საკანონმდებლო რეგულაციით, თუ მსჯავრდებულის მიმართ არსებობს
რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის შუამდგომლობით სასჯელის
მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე
გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულისათვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის
მიხედვით განსაზღვრის შესახებ. ცვლილებების თანახმად, სასჯელის აღსრულების
ხელშეწყობის მიზნით, სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის უფლება ასევე
მიენიჭება არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს
უფროსსაც.
ამასთან ერთად, საკანონმდებლო პაკეტით წარდგენილი სისხლის სამართლის
კოდექსის ცვლილებებიდან გამომდინარე, სასჯელის სახით გათვალისწინებული
თავისუფლების
შეზღუდვა
ჩანაცვლდება
ახალი
არასაპატიმრო
სასჯელით
შინაპატიმრობით.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზემოთ მითითებული მუხლებით გათვალისწინებულ
საკითხებთან დაკავშირებით ცვლილებები შედის საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსსა და პატიმრობის კოდექსში და შესაბამისად, ხორციელდება საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის აღნიშნულ საკანონმდებლო აქტებთან ჰარმონიზაცია.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან აუცილებელი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს არ დაეკისრება ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი ფინანსურ გავლენას არ იქონიებს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ არის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან
მიმართებაში.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 281. შეტყობინება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შესახებ
იმ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისა და აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ, რომლითაც
მსჯავრდებულს სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, საპატიმრო ადგილის
ადმინისტრაცია ვალდებულია მსჯავრდებულის ოჯახს შეატყობინოს, სად გაიგზავნა იგი
სასჯელის მოსახდელად, ასევე აცნობოს მას სასჯელის მოხდის ადგილის შეცვლა.
მუხლი 283. განაჩენის აღსრულების გადავადება
1. იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა,
განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო
მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით, შემდეგი საფუძვლების არსებობისას:
ა) მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის
მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად
გაუმჯობესებამდე;
ბ) მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა – მშობიარობის
შემდეგ 1 წლამდე.
11 . ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო
უფლებამოსილია განაჩენის გამოტანის შემდეგ მისი აღსრულება გადაავადოს ზეპირი
მოსმენის გარეშე.
2. განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხს სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის,
მისი ადვოკატის, კანონიერი წარმომადგენლის ან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის შუამდგომლობით.
3. მძიმე ავადმყოფობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადებისას გადაწყვეტილების
გამომტანმა სასამართლომ იმავე განაჩენით (განჩინებით) უნდა დაადგინოს მსჯავრდებულის
ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით ექსპერტიზის მსჯავრდებულის ხარჯით,
წელიწადში სულ მცირე ერთხელ ჩატარებისა და მსჯავრდებულის მიერ ექსპერტიზის
დასკვნის წარდგენის პერიოდულობა. თუ მსჯავრდებული გადაწყვეტილების გამომტან
სასამართლოს შესაბამისი პერიოდულობით არ წარუდგენს ექპერტიზის დასკვნას,
სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის
მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში
დაბრუნების შესახებ.
4. მსჯავრდებულის მიერ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შემთხვევაში განაჩენის
აღსრულების გადავადების გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ზეპირი მოსმენის
გარეშე, განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას განაჩენის აღსრულების გადავადების თაობაზე
სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ან გადაწყვეტილებას
სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში
დაბრუნების შესახებ.
5. თუ მსჯავრდებული უარს იტყვის შვილზე ან თავს აარიდებს შვილის აღზრდას მას
შემდეგ, რაც იგი გააფრთხილა პრობაციის ბიურომ, განაჩენის აღსრულების გადავადების
გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით,
პრობაციის ბიუროს წარდგინებით გააუქმოს სასჯელის მოხდის გადავადება და
მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად გაგზავნოს განაჩენით დანიშნულ ადგილას.
6. როდესაც მსჯავრდებულის შვილი 1 წლის ასაკს მიაღწევს, განაჩენის აღსრულების
გადავადების გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე,
განჩინებით ათავისუფლებს მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდისაგან ან
სასჯელის მოუხდელ ნაწილს შეუცვლის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, ანდა მიიღებს
გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის
დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.
7. განაჩენის აღსრულების გადავადებასთან დაკავშირებით არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო მოქმედებს „არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა
შესაბამისად.
მუხლი 284. ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან
გათავისუფლება
1. სასამართლოს, ხოლო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდების შემთხვევაში –
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ
კომისიას შეუძლია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს ის, ვინც დანაშაულის
ჩადენამდე ან ჩადენის შემდეგ დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის
მოხდას.
2. სასამართლოს, ხოლო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდების შემთხვევაში –
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ
კომისიას შეუძლია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს სასჯელის მოხდის
პერიოდში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალი – 65 წლიდან, მამაკაცი – 70
წლიდან), თუ მას მისჯილი არ აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი აქვს
სასჯელის არანაკლებ ნახევარი.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირის,
აგრეთვე საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე მძიმე ან უკურნებელი სენით
დაავადებული მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი
ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს, მსჯავრდებულის შუამდგომლობის საფუძველზე
სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ განჩინება გამოიტანოს ზეპირი
მოსმენის გარეშე.
4. ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან
მსჯავრდებულის გათავისუფლებისას შესაძლებელია იგი დამატებითი სასჯელის
მოხდისგანაც გათავისუფლდეს.
მუხლი 285. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება და სასჯელის
მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა
1. ის, ვისაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა,
გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ან თავისუფლების
შეზღუდვა, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ
სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული
სასჯელის მთლიანად მოხდა, ხოლო თუ პირს სასჯელის სახით დანიშნული აქვს
თავისუფლების აღკვეთა, იგი შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის
მოხდისაგან, თუ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის
დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან
ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან.
2. სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლო
მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის
მოხდისაგან პირობით ვადამდე ათავისუფლებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინებით.
3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს
შეუძლია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს
მსჯავრდებულად ყოფნის პერიოდში მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით შეუცვალოს
სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. ამასთანავე, იგი შეიძლება
მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა
ქონების ჩამორთმევისა).
4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს
შეუძლია თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის დროს მისივე
თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო
შრომით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე
მუხლის (გარდა პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოთხოვნები. ამასთანავე, მსჯავრდებული
შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან
(გარდა ქონების ჩამორთმევისა).
41. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს
შეუძლია თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს მისივე თანხმობით შეუცვალოს
სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების შეზღუდვით, რომელსაც მსჯავრდებული
მოიხდის თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 47-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების
მოთხოვნები. ამასთანავე, მსჯავრდებული შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ
გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა).
5. გადაწყვეტილების მიმღებ პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს,
მსჯავრდებულის შუამდგომლობის საფუძველზე რაიმე თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან
მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ განჩინება გამოიტანოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
6. თუ სასამართლო უარს იტყვის ამ მუხლით გათვალისწინებული წარდგინების ან
შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, იმავე საკითხზე წარდგინების ან შუამდგომლობის
ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული
გარემოება.
7. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისას შეიძლება მსჯავრდებულს
დაეკისროს
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
65-ე
მუხლით
გათვალისწინებული მოვალეობა.
მუხლი 286. განაჩენის აღსრულება სხვა აღუსრულებელი განაჩენის არსებობის დროს
თუ მსჯავრდებულის მიმართ არსებობს რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი, საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის
დირექტორის შუამდგომლობით სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი
ინსტანციის
სასამართლოს
ზეპირი
მოსმენის
გარეშე
გამოაქვს
განჩინება
მსჯავრდებულისათვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის
შესახებ.
მუხლი 291. განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოს
მიერ გამოტანილი განჩინების გასაჩივრება
1. ამ კოდექსის 282-ე, 283-ე, 284-ე, 285-ე, 286-ე, 287-ე, 288-ე, 289-ე მუხლების შესაბამისად
სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება შეიძლება ერთჯერადად, 10 დღის ვადაში
გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც
1 თვის ვადაში იხილავს საჩივარს ზეპირი მოსმენის გარეშე.
2. როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული საკითხების
განხილვისას პროკურორი არ მონაწილეობს.