„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-06
ბიუროს ნომერი 26
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) მე-17
მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ოჯახში
ძალადობის მსხვერპლისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინება მის მიმართ ძალადობის
ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის,
პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 716
მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, გათავისუფლებისათვის მომზადების
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება
პატიმრობის კოდექსში, რომლის თანახმად ტერმინი დაწესებულების ადმინისტრაცია
ჩანაცვლდა შესაბამისი ტერმინით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია კანონის შესაბამისობაში მოყვანა პატიმრობის კოდექსში დაგეგმილ
ცვლილებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად ცვლილება შედის მე-17 მუხლში, კერძოდ მოქმედი რედაქციით
პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული
პირის
პენიტენციური
დაწესებულებიდან
გათავისუფლების,
გაქცევის,
აგრეთვე
დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს
დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით საუბნო პოლიციას.
ვინაიდან წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ახალი ტიპის
დაწესებულებას, საიდანაც ასევე შესაძლებელი იქნება მსჯავრდებულთა მიერ
დაწესებულების დატოვება, შესაბამისად აუცილებელია ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი
პუნქტის
„თ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
წესი
ასევე
გავრცელდეს
გათავისუფლებისათვის
მომზადების
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში
განთავსებულ მსჯავრდებულებზეც.
გარდა ამისა, ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის კანონის მე-17 მუხლის პირველი
პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ 2015 წლის 1 სექტემბრის
შემდეგ
პენიტენციური
დაწესებულებებში
შეიქმნა
სტრუქტურული
ერთეული
ადმინისტრაციული განყოფილება, რომლის ძირითად ფუნქციას პენიტენციური
დაწესებულების ადმინისტრაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა წარმოადგენს. შესაბამისად,
ბუნდოვანებისა და ფუნქციების არამართლზომიერი გადანაწილების თავიდან აცილების
მიზნით, აუცილებელია, ტერმინი „დაწესებულების ადმინისტრაცია“ დაკონკრეტდეს.
შემოთავაზებული რედაქციის თანახმად „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17
მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის ჩანაწერი, სადაც პენიტენციური დაწესებულების
უფლებამოსილ სუბიექტად მითითებული იყო დაწესებულების ადმინისტრაცია, შეიცვალა
ტერმინით - „პენიტენციური დაწესებულება“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან აუცილებელი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს არ დაეკისრება ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ არის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან
მიმართებაში.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
მრავალმხრივ
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 17. პოლიციის უფლებამოსილებანი
1. პოლიცია პრევენციული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი
კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
ა)
სამართალდარღვევათა
თავიდან
ასაცილებლად
საპოლიციო
ღონისძიებების
განხორციელება;
ბ) პირისთვის სათანადო სამართლებრივი და პირველადი გადაუდებელი სამედიცინო
დახმარების აღმოჩენა; გადაუდებელი ზომების მიღება პირის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის დასაცავად, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ
თავს ან გარშემომყოფთ;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული
დანიშნულების ობიექტების, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი
თანამდებობის პირების უსაფრთხოების დასაცავად; მინისტრის მიერ დამტკიცებული წესისა
და ნუსხის შესაბამისად სახელმწიფო ობიექტების დაცვის ფიზიკურად უზრუნველყოფა;
დ)
შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა
უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ე) სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ბავშვთა
მაწანწალობის, უმეთვალყურეობის თავიდან აცილების, არასრულწლოვანთა დამნაშავეობის
აღკვეთის პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა და თავის საქმიანობაში
არასრულწლოვანთა განსაკუთრებული თავისებურებებისა და საუკეთესო ინტერესების
გათვალისწინება;
ვ) სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგება, მოძრაობის წესების, ნორმატივებისა და
სტანდარტების დაცვის ზედამხედველობა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის
სპეციალური ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა „სისხლის სამართლის
პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური პროგრამის“ შესაბამისად;
თ) პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის
საფუძველზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინება მის
მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან
გათავისუფლების, გაქცევის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი
წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ.
2. პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის
ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ:
ა) ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და
მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი
ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს და მეთვალყურეობს დამცავი და
შემაკავებელი ორდერების აღსრულებას;
[ა) ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და
მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად:
ა.ა) დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს; ზედამხედველობს გამოცემული
დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით
გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას;
ა.ბ) არასრულწლოვანზე ძალადობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღასრულებს სოციალური
მუშაკის მიერ მიღებულ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილებას;
ა.გ) ასრულებს კანონით პოლიციისთვის დაკისრებულ სხვა მოვალეობებს; ( ამოქმედდეს
2016 წლის 10 აგვისტოდან)]
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში
უზრუნველყოფს საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო
მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლებას/გამოყვანას სასამართლო
გადაწყვეტილების გარეშე, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;
გ) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშორებს პირს, რომელსაც არა აქვს ან
ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება, ან თუ არსებობს საკმარისი საფუძველი
ვარაუდისთვის, რომ იგი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის
მდგომარეობაშია, და გამოკვლევის მიზნით წარადგენს საამისოდ უფლებამოსილ პირთან;
დ) თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ნარკოტიკული
ნივთიერება მოიხმარა, მას გამოკვლევის მიზნით წარადგენს საამისოდ უფლებამოსილ
პირთან;
ე) იღებს და რეგისტრაციაში ატარებს შემოსულ ინფორმაციას დანაშაულისა და სხვა
სამართალდარღვევათა შესახებ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ, დაუყოვნებლივ
რეაგირებს მათზე, აღრიცხავს სამართალდარღვევებსა და მათ ჩამდენ პირებს;
ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს:
ვ.ა) სასაზღვრო-პოლიციურ და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს;
ვ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ფარულ
საგამოძიებო
მოქმედებებს
(ელექტრონული
თვალყურის
დევნება
ტექნიკური
საშუალებებით, აგრეთვე ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება,
რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს);
ვ.გ) ტექნიკურ-კრიმინალისტიკურ გამოკვლევებს ოპერატიულ-სამძებრო, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა და სხვა საქმეებზე;
ზ) ეხმარება შესაბამის უწყებებს დაკარგული და გატაცებული იარაღის, საბრძოლო მასალისა
და ტექნიკის, სამხედრო ქონების მოძებნაში, აგრეთვე იმ პირთა ძებნაში, რომლებიც თავს
არიდებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო
კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;
ი)
საქართველოს
საკანონმდებლო
აქტებით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში
უზრუნველყოფს შეკრებისა და მანიფესტაციის შეწყვეტასა და მათ მონაწილეთა დაშლას;
კ) მოსთხოვს პირს, დაიცვას კანონის მოთხოვნა და შეწყვიტოს სამართალდარღვევა, ხოლო
მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.
3. პოლიცია საგანგებო სიტუაციის, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგანგებო სიტუაციის შედეგების
ლიკვიდაციაში, საძიებო-სამაშველო სამუშაოებში; იცავს პირთა უსაფრთხოებას,
მართლწესრიგს, აგრეთვე ხელყოფისაგან იცავს ქონებას, დაზარალებულ და უმწეო
მდგომარეობაში მყოფ პირებს აღმოუჩენს გადაუდებელ დახმარებას; თავისი კომპეტენციის
ფარგლებში მონაწილეობს საგანგებო ან საომარი მდგომარეობისათვის დადგენილი რეჟიმის
დაცვაში, ხოლო ეპიდემიისა და ეპიზოოტიის დროს – საკარანტინო ღონისძიებების
განხორციელებაში;
ბ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში
უზრუნველყოფს სახელმწიფოს სამობილიზაციო-გამწვევი პუნქტებისა და ოპერატიულმმართველობითი შტაბების უსაფრთხოებასა და მზადყოფნას, აგრეთვე პირადი
(სამინისტროს) შემადგენლობის სრულ სამობილიზაციო მზადყოფნას;
გ) იღებს, ამუშავებს და შემდგომი რეაგირებისათვის უფლებამოსილ სუბიექტებს აწვდის
შეტყობინებებს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების, სასწრაფო
სამედიცინო დახმარების, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და
წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის), აგრეთვე სასმელი წყლით
მომარაგების შეწყვეტის ან/და წნევის ცვალებადობისა და გადაუდებელი დახმარების
აუცილებლობის სხვა შემთხვევების შესახებ.
4. პოლიცია, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ფუნქციიდან გამომდინარე,
უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონაში,
საქართველოს საზღვაო სივრცეში და საქართველოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ
გემებზე კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას, აგრეთვე
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სხვა
ღონისძიებების
განხორციელებას;
ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირთა ინსპექტირებას, არალეგალურ
მიგრაციასთან დაკავშირებული პროცესების მართვას, არალეგალური მიგრაციის პრევენციას,
აღკვეთას, მიგრაციისა და სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა
მოთხოვნების შესრულებას;
გ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის საზღვაო სამართლის კონვენციით
გათვალისწინებული „ცხელ კვალზე დევნის უფლების“ განხორციელებას.
5. პოლიცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამის უწყებებთან ერთად იღებს ზომებს საქართველოს
ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობათა
პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.