„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.02.2017
ავტორი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/41/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-06
ბიუროს ნომერი 26

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1 საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ;“. 2. 2116 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანებას გამოსცემს მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე, – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ან პენიტენციური დაწესებულების ადგილსამყოფლის მიხედვით.“. 3. 2117 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2117. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლისათვის ან სასამართლოსათვის მიმართვა 1. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანების გამოცემის თხოვნით მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს იმ ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ან პენიტენციური დაწესებულება, რომელშიც მოთავსებულია პაციენტი/მსჯავრდებული. 2. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ან პენიტენციური დაწესებულება მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ბრძანების გამოცემის თხოვნით მიმართავს პაციენტის/მსჯავრდებულის სტაციონარში მოთავსებიდან/უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულებიდან დადებითი დასკვნის მიღებიდან 48 საათის ვადაში. 3. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისად ექიმფსიქიატრთა კომისიის ან უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნას, რომელიც პაციენტის/მსჯავრდებულის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებთან (პასპორტი, პირადობის მოწმობა, ქორწინების მოწმობა და სხვა) ერთად, მათი არსებობის შემთხვევაში, უნდა დაერთოს ფსიქიატრიული დაწესებულების ან პენიტენციური დაწესებულების მიმართვას. თუ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოსათავსებელი პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა, საცხოვრებელი ადგილის მისამართი) დაუდგენელია, რადგან არ არსებობს მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, ფსიქიატრიული დაწესებულების მიმართვას უნდა დაერთოს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმი, თუ იგი შეადგინა პოლიციის თანამშრომელმა. 4. 2118 მუხლის: ა) მე-2 - მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე. სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ პაციენტის/მსჯავრდებულის მკურნალობის პროცესში ჩართულ პირებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთა მონაწილეობაც აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალწარმოების უზრუნველსაყოფად. საქმის განხილვაში უნდა მონაწილეობდნენ შესაბამისად ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელი, შესაბამისი ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის ერთი წევრი მაინც, პაციენტი/მსჯავრდებული და მისი ადვოკატი. თუ პაციენტს/მსჯავრდებულს არა აქვს ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, სასამართლო ვალდებულია დაუნიშნოს მას ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. საქმის განხილვაში აგრეთვე მონაწილეობს პაციენტის/მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელი ან ასეთის არარსებობისას – ნათესავი (ამ შემთხვევაში ტერმინი „პაციენტის ნათესავი“ გულისხმობს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა წრეს). განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის/მსჯავრდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საკითხის განსახილველად ატარებს გასვლით სასამართლო სხდომას იმ სტაციონარში, რომელშიც იმყოფება პაციენტი/მსჯავრდებული. 3. მოსამართლე სასამართლო სხდომის გახსნის შემდეგ აცხადებს, თუ რა მიმართვა განიხილება, ასახელებს სასამართლო პროცესის მონაწილეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. შესაბამისად ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელი ასაბუთებს თავის მიერ წარდგენილ მიმართვას, რის შემდეგაც უპასუხებს მოსამართლის, პაციენტის/მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის, კანონიერი წარმომადგენლის ან/და ნათესავის შეკითხვებს. პაციენტის/მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის ან ნათესავის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ არის მიმართვის განხილვის გადადების საფუძველი. 4. მოსამართლეს უფლება აქვს, გამოიძახოს და დაკითხოს ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის წევრები, რომელთა დასკვნის საფუძველზედაც მიმართა ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ ან პენიტენციურმა დაწესებულებამ სასამართლოს, აგრეთვე სხვა პირი, რომლის ჩვენებაც (ცნობები) ასაბუთებს მიმართვას. პაციენტი/მსჯავრდებული, მისი ადვოკატი, კანონიერი წარმომადგენელი ან/და ნათესავი უფლებამოსილია მოითხოვოს სხვა პირთა დაკითხვაც, რომელთა ჩვენებას საქმესთან დაკავშირებით შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. პაციენტს/მსჯავრდებულს, მის ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს ან/და ნათესავს უფლება აქვს, სასამართლოს მისცეს განმარტებები და ჩამოაყალიბოს საპირისპირო მოსაზრებები.“; ბ) მე-7 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ფსიქიატრიული დაწესებულება, რომლის ადმინისტრაციამაც ან პენიტენციური დაწესებულება, რომელმაც წარადგინა სასამართლოში მიმართვა;“; გ) მე-8 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ფსიქიატრიული დაწესებულება, რომლის ადმინისტრაციამაც ან პენიტენციური დაწესებულება, რომელმაც წარადგინა სასამართლოში მიმართვა;“. 5. 2120 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) შეიძლება გაასაჩივროს ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ ან პენიტენციურმა დაწესებულებამ, პაციენტმა/მსჯავრდებულმა, მისმა ადვოკატმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ან/და ნათესავმა სააპელაციო სასამართლოში ამ მუხლით დადგენილი წესით.“. 6. 271 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 271. პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული საკითხების განხილვის წესი 1. პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრების განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ძალაში დატოვოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულისათვის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახით სასჯელით შეცვლის თაობაზე უარის თქმის შესახებ; ბ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა; გ) ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დაავალოს მას პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო უფლებამოსილია მსჯავრდებულის შეფასება მოახდინოს პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების შესაბამისად პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში, ხოლო 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შემთხვევაში. 3. პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საკითხები განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს ადგილსამყოფელის მიხედვით, ხოლო პატიმრობის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 90-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხები - პენიტენციური დაწესებულების ადგილსამყოფელის მიხედვით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, შეუძლია დაადგინოს სასამართლო განხილვაში ამავე მხარის დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მონაწილეობა. 5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში მითითებული ვადის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს მიერ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზები და არაეფექტურობა, ასევე ტექნიკური ხასიათის ცვლილებები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს როლის შეცვლა იმგვარად, რომ გასაჩივრების მექანიზმი იყოს შედეგიანი და ეფექტური. ასევე კანონის შესაბამისობაში მოყვანა პატიმრობის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ადმინისტრაციული წესით. ადგილობრივი საბჭოს მიერ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ უარის გასაჩივრებისას, სასამართლო შეისწავლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ფორმალურ მხარეს და არკვევს, თუ რამდენად სათანადოდაა გამოკვლეული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც ეყრდნობა ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება. დადგენილი პრაქტიკის თანახმად, თუ ადგილობრივი საბჭოს მიერ გამოცემული აქტი ეყრდნობა არასათანადოდ გამოკვლეულ გარემოებებს ან გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით (პრაქტიკიდან გამომდინარე მოსამართლე გადაწყვეტილების გაუქმების აღნიშნულ საფუძველს იყენებს, როდესაც მსჯავრდებულს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე საბჭო უარს ეუბნება მხოლოდ ჩადენილი დანაშაულის ხასითიდან გამომდინარე) სასამართლო ბათილად ცნობს გასაჩივრებულ აქტს და ავალებს საბჭოს სათანადო შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე ახალი აქტის გამოცემას, თავად კი ვერ ცვლის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი არის არაეფექტური, ვინაიდან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა რჩება კვლავ ადგილობრივი საბჭოს უფლებამოსილებაში, რომელსაც შეუძლია მიიღოს იმავე შინაარსის გადაწყვეტილება. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი უფრო ეფექტური ხდება და სასამართლოს მიეცემა საშუალება სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება - ძალაში დატოვოს სამინისტროს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს და დაავალოს სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა; ან ბათილად ცნოს ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დაავალოს მას პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიეცემა შესაძლებლობა შეცვალოს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და გავლენა იქონიოს მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხზე, რითაც გასაჩივრების მექანიზმი დაიხვეწება, გახდება გაცილებით ქმედითი და ეფეტური. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოხდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში მითითებული ვადის შესაბამისად.“. 2015 წლის 1 სექტემბრის შემდეგ პენიტენციური დაწესებულებებში შეიქმნა სტრუქტურული ერთეული ადმინისტრაციული განყოფილება, რომლის ძირითად ფუნქციას პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა წარმოადგენს. შესაბამისად, ბუნდოვანებისა და ფუნქციების არამართლზომიერი გადანაწილების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია, ტერმინი „დაწესებულების ადმინისტრაცია“ დაკონკრეტდეს. შემოთავაზებული რედაქციის თანახმად საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის ის ჩანაწერები, სადაც პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილ სუბიექტად მითითებული იყო დაწესებულების ადმინისტრაცია, შეიცვალა ტერმინით - „პენიტენციური დაწესებულება“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს არ დაეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი ფინანსურ გავლენას არ იქონიებს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ არის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან მიმართებაში. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებს. ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის“ იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 6. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: ა) (ამოღებულია); ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით; ბ1) სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებ ის თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით; გ) სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხის თაობაზე; დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის თაობაზე; ე) საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავასთან დაკავშირებით; ვ) მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ბრძანების გამოცემის თაობაზე; ზ) შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ; [თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ერთეულის (შემდგომ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეული) მიმართვის საფუძველზე იმავე კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის თაობაზე. (ამოქმედდეს 201 7 წლის 1 იანვრიდან )] მუხლი 2116. მოსამართლის ბრძანება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ 1. შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანებას გამოსცემს მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე, – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე შესაბამისი დაწესებულების ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების ადგილსამყოფლის მიხედვით. 2. მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმეს განიხილავს და ბრძანებას გამოსცემს ამ თავით დადგენილი წესით. მუხლი 2117. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლისათვის ან სასამართლოსათვის მიმართვა 1. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანების გამოცემის თხოვნით მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს იმ ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია, რომელშიც მოთავსებულია პაციენტი/მსჯავრდებული. 2. ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ბრძანების გამოცემის თხოვნით მიმართავს პაციენტის/მსჯავრდებულის სტაციონარში მოთავსებიდან/უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულებიდან დადებითი დასკვნის მიღებიდან 48 საათის ვადაში. 3. ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისად ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის ან უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნას, რომელიც პაციენტის/მსჯავრდებულის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებთან (პასპორტი, პირადობის მოწმობა, ქორწინების მოწმობა და სხვა) ერთად, მათი არსებობის შემთხვევაში, უნდა დაერთოს ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვას. თუ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოსათავსებელი პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა, საცხოვრებელი ადგილის მისამართი) დაუდ-გენელია, რადგან არ არსებობს მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, ფსიქიატრიული დაწესებულების მიმართვას უნდა დაერთოს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმი, თუ იგი შეადგინა პოლიციის თანამშრომელმა. მუხლი 2118. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განხილვისა და ბრძანების გამოცემის წესი 1. მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მიმართვის წარდგენიდან 24 საათის ვადაში. 2. მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად, დახურულ აქვთ მხოლოდ სასამართლო სხდომაზე. სხდომაზე დასწრების უფლება პაციენტის/მსჯავრდებულის მკურნალობის პროცესში ჩართულ პირებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთა მონაწილეობაც აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალწარმოების უზრუნველსაყოფად. საქმის განხილვაში უნდა მონაწილეობდნენ შესაბამისად ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელი, შესაბამისი ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის ერთი წევრი მაინც, პაციენტი/მსჯავრდებული და მისი ადვოკატი. თუ პაციენტს/მსჯავრდებულს არა აქვს ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, სასამართლო ვალდებულია დაუნიშნოს მას ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. საქმის განხილვაში აგრეთვე მონაწილეობს პაციენტის/მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელი ან ასეთის არარსებობისას – ნათესავი (ამ შემთხვევაში ტერმინი „პაციენტის ნათესავი“ გულისხმობს„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა წრეს). განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის/მსჯავრდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საკითხის განსახილველად ატარებს გასვლით სასამართლო სხდომას იმ სტაციონარში, რომელშიც იმყოფება პაციენტი/მსჯავრდებული. 3. მოსამართლე სასამართლო სხდომის გახსნის შემდეგ აცხადებს, თუ რა მიმართვა განიხილება, ასახელებს სასამართლო პროცესის მონაწილეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. შესაბამისად ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელი ასაბუთებს თავის მიერ წარდგენილ მიმართვას, რის შემდეგაც უპასუხებს მოსამართლის, პაციენტის/მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის, კანონიერი წარმომადგენლის ან/და ნათესავის შეკითხვებს. პაციენტის/მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის ან ნათესავის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ არის მიმართვის განხილვის გადადების საფუძველი. 4. მოსამართლეს უფლება აქვს, გამოიძახოს და დაკითხოს ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის წევრები, რომელთა დასკვნის საფუძველზედაც მიმართა ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ სასამართლოს, აგრეთვე სხვა პირი, რომლის ჩვენებაც (ცნობები) ასაბუთებს მიმართვას. პაციენტი/მსჯავრდებული, მისი ადვოკატი, კანონიერი წარმომადგენელი ან/და ნათესავი უფლებამოსილია მოითხოვოს სხვა პირთა დაკითხვაც, რომელთა ჩვენებას საქმესთან დაკავშირებით შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. პაციენტს/მსჯავრდებულს, მის ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს ან/და ნათესავს უფლება აქვს, სასამართლოს მისცეს განმარტებები და ჩამოაყალიბოს საპირისპირო მოსაზრებები. 5. სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. მიმართვის დასაბუთებულობის შემოწმებისა და „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების შეფასების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით პაციენტის სტაციონარში მოთავსების შესახებ არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, მაგრამ არა უმეტეს 6 თვისა. 6. თუ არ არსებობს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების კანონით დადგენილი საფუძვლები, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებაზე უარის შესახებ. ამ შემთხვევაში არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გაეწეროს სტაციონარიდან. 7. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში მიეთითება: ა) ბრძანების გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის გვარი; გ) ფსიქიატრიული დაწესებულება ან სასჯელაღსრულების დაწესებულება, რომლის ადმინისტრაციამაც წარადგინა სასამართლოში მიმართვა; დ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები; ე) განკარგულება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით, და სტაციონარში მოსათავსებელი პირის ვინაობა (თუ პირის ვინაობა დაუდგენელია, რადგან არ არსებობს მისი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფაქტი ან მონაცემი, მაშინ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება – „არაიდენტიფიცირებული პაციენტი №......“ და განხილული ადმინისტრაციული საქმის სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით მას მიენიჭება პირობითი ნომერი); ვ) არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანების მოქმედების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. ბრძანებაში, როგორც წესი, მიეთითება, რომ იგი მოქმედებს პაციენტის არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, რასაც ადგენს შესაბამისი ექიმ-ფსიქიატრთა კომისია დასკვნის საფუძველზე; ზ) ფსიქიატრიული დაწესებულება (მისი ხელმძღვანელი), რომელმაც უნდა შეასრულოს ბრძანება; თ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 8. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებაზე უარის შესახებ მოსამართლის დადგენილებაში მიეთითება: ა) დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის გვარი; გ) ფსიქიატრიული დაწესებულება ან სასჯელაღსრულების დაწესებულება, რომლის ადმინისტრაციამაც წარადგინა სასამართლოში მიმართვა; დ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები; ე) განკარგულება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებაზე უარის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით, და იმ პირის ვინაობა, რომელიც უნდა მოთავსებულიყო სტაციონარში (თუ პირის ვინაობა დაუდგენელია, რადგან არ არსებობს მისი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფაქტი ან მონაცემი, მაშინ მოსამართლის დადგენილებაში აღინიშნება – „არაიდენტიფიცირებული პაციენტი №......“ და განხილული ადმინისტრაციული საქმის სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით მას მიენიჭება პირობითი ნომერი); ვ) ფსიქიატრიული დაწესებულება (მისი ხელმძღვანელი), რომელმაც უნდა შეასრულოს დადგენილება; ზ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 9. მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) დგება სამ ცალად, რომელთაგან ერთი ეგზავნება მიმართვის წარმდგენ ფსიქიატრიულ დაწესებულებას, მეორე – პაციენტს, მის კანონიერ წარმომადგენელს ან ნათესავს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში. 10. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება აქვს სასამართლოში მიმართვის განხილვისას მოსამართლის სათათბირო ოთახში გასვლამდე გამოითხოვოს თავისი მიმართვა. 11. მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) ძალაში შედის მხარეებისათვის ბრძანების (დადგენილების) გამოცხადებისთანავე. მუხლი 2120. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრება 1. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) შეიძლება გაასაჩივროს ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ, პაციენტმა/მსჯავრდებულმა, მისმა ადვოკატმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ან/და ნათესავმა სააპელაციო სასამართლოში ამ მუხლით დადგენილი წესით. 2. საჩივარი მოსამართლის დასაბუთებული ბრძანების (დადგენილების) გაუქმების შესახებ შეიტანება ბრძანების (დადგენილების) გამომცემ (გამომტან) სასამართლოში მხარისთვის ბრძანების (დადგენილების) ასლის გადაცემიდან 48 საათის ვადაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები გადაეგზავნება მეორე მხარესაც. 3. სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 4. საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება არსებითად, კოლეგიური წესით, საჩივრის შეტანიდან ერთი კვირის ვადაში, ამ კოდექსის 2118 მუხლით გათვალისწინებული წესით; ამასთანავე სააპელაციო საჩივრის განხილვისას სასამართლოს უფლება აქვს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით საკუთარი ინიციატივით ან მხარეთა მოთხოვნით დანიშნოს დამატებითი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. დამატებითი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამატებითი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს პროცესის მონაწილე ერთ-ერთი მხარე. 5. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ ბრძანებას აუქმებს ბრძანებით, ხოლო გასაჩივრებულ დადგენილებას – დადგენილებით. 6. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება (დადგენილება) საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მუხლი 271 . პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული საკითხების განხილვის წესი პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 43-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 44-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 86-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 90-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, შეუძლია დაადგინოს სასამართლო განხილვაში ამავე მხარის დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მონაწილეობა.