„ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.02.2017
ავტორი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/41/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 95 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-06
ბიუროს ნომერი 26

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 171) 171 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება საუბნო პოლიციას დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით. 4. პოლიცია ვალდებულია პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლს დაუყოვნებლივ შეატყობინოს მის მიმართ პენიტენციური დაწესებულებიდან ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ, აგრეთვე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, პატიმრობის კოდექსის 716 გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება პატიმრობის კოდექსში, რომლის თანახმად ტერმინი დაწესებულების ადმინისტრაცია ჩანაცვლდა შესაბამისი ტერმინით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია კანონის შესაბამისობაში მოყვანა პატიმრობის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად ცვლილება შედის 171 მუხლში, კერძოდ მოქმედი რედაქციით პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, აგრეთვე დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით საუბნო პოლიციას. ვინაიდან წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ახალი ტიპის დაწესებულებას, საიდანაც ასევე შესაძლებელი იქნება მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დატოვება, შესაბამისად აუცილებელია ამ კანონის 171 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესი ასევე გავრცელდეს გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებზეც. გარდა ამისა, ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის კანონის 171 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ 2015 წლის 1 სექტემბრის შემდეგ პენიტენციური დაწესებულებებში შეიქმნა სტრუქტურული ერთეული ადმინისტრაციული განყოფილება, რომლის ძირითად ფუნქციას პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა წარმოადგენს. შესაბამისად, ბუნდოვანებისა და ფუნქციების არამართლზომიერი გადანაწილების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია, ტერმინი „დაწესებულების ადმინისტრაცია“ დაკონკრეტდეს. შემოთავაზებული რედაქციის თანახმად „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების ჩანაწერები, სადაც პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილ სუბიექტად მითითებული იყო დაწესებულების ადმინისტრაცია, შეიცვალა ტერმინით „პენიტენციური დაწესებულება“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს არ დაეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ არის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან მიმართებაში. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. მრავალმხრივ გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 171. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ინფორმირება 1. დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამომცემი ორგანო, მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურე დაწესებულებები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს მისთვის გასაგებ ენაზე და გასაგები ფორმით გააცნონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი და სოციალური დაცვისა და დახმარების მექანიზმების და შესაბამისი მომსახურების სახეების შესახებ. 2. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურე დაწესებულებები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოები ოჯახში ძალადობის მსხვერპლს საჭიროების შემთხვევაში აწვდიან ინფორმაციას და უწევენ სათანადო დახმარებას ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული განცხადების (სარჩელის) და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელების შედგენაში და შესაბამის სამართალწარმოებაში. 3. პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება საუბნო პოლიციას დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით. 4. პოლიცია ვალდებულია პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლს დაუყოვნებლივ შეატყობინოს მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ.