„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 95 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-06
ბიუროს ნომერი 26
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ჰ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ5) საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) – უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის
მისაღებად აუცილებელი სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობა, რომელშიც
მოცემულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, სასწავლო კურსები/მოდულები
შესაბამისი კრედიტებით, სტუდენტთა შეფასების სისტემა და სასწავლო პროცესის
ორგანიზების თავისებურებები, მათ შორის ელექტრონული სწავლების გამოყენების
შესაძლებლობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);”;
ბ) „ჰ23“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ23) სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) – დოკუმენტი, რომელიც იძლევა ინფორმაციას
სასწავლო კურსის/მოდულის მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტების, შინაარსის,
სწავლებისა და სწავლის მეთოდების, შეფასების კრიტერიუმებისა და ელექტრონული
სწავლების გამოყენების შესაძლებლობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ;“.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღია ხასიათს, მათ შორის
მსჯავრდებულისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში; სწავლის,
სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას, მათ შორის
მსჯავრდებულისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;“.
3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ10“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის
„პ11“ ქვეპუნქტი:
„პ11) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ერთად
განსაზღვრავს მსჯავრდებულთა მიერ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე
განათლების მიღების წესსა და პირობებს.“.
4. 43-ე მუხლის 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
„12. მსჯავრდებულ სტუდენტს არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები. მსჯავრდებულ სტუდენტს, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, შეიძლება შეეზღუდოს ამ მუხლის პირველი
პუნქტის „გ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები.“.
5. 474 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ელექტრონული სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის სწავლის მართვის
სისტემის გამოყენებით წარმართვას. სწავლის მართვის სისტემა არის ინტერნეტზე
დამყარებული კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აუცილებელია საინფორმაციოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და
წარმართვისათვის, კერძოდ, სასწავლო მასალების მიწოდებისათვის, სტუდენტის (გარდა
პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული სტუდენტისა) სტუდენტთან ან/და
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალთან კომუნიკაციისათვის,
ტესტირებისათვის, კონსულტირებისათვის, სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგისათვის
და სხვა მიზნებისათვის.“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ელექტრონული სწავლებით ან ნაწილობრივ
ელექტრონული სწავლებით დაძლევის შემდეგ პირს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და
გაიცემა ამ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. ელექტრონული სწავლება დასაშვებია მხოლოდ აკადემიური უმაღლესი განათლების
პირველ და მეორე საფეხურებზე.“.
6. 52-ე მუხლის 52 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 პუნქტი:
„53. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მსჯავრდებული
სტუდენტის მიღებას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტების
რაოდენობისა და ერთიანი ეროვნული გამოცდებით მისაღები სტუდენტების საერთო
რაოდენობის ფარგლებში მსჯავრდებული სტუდენტების ჩარიცხვისათვის აცხადებს
ადგილებს.“.
მუხლი 2.
ამ კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრებმა უზრუნველყონ ამ
კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა და
შესაბამისი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის
მიღების
ძირითადი
მიზეზია
სასჯელაღსრულებით
დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულების მიერ უმაღლესი განათლების მიღების
ხელშეწყობის მიზნით ელექტრონულ სწავლებასთან დაკავშირებული რეგულაციების
დახვეწა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის
მიზანია
რეგულაციების დახვეწა.
ელექტრონულ
სწავლებასთან
დაკავშირებული
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
პატიმართა რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებათა
პაკეტი ითვალისწინებს ცვლილების შეტანას პატიმრობის კოდექსში, რომლის შესაბამისადაც
გათავისუფლებისათვის მომზადებისა და დაბალი რისკის
თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს მიეცემა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო
პროგრამაზე სწავლისა და აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა.
მსჯავრდებულებმა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება დაძლიონ
ელექტრონული ან ნაწილობრივ ელექტრონული სწავლების ფორმით. რადგან „უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს
ელექტრონული სწავლების ფორმას, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ელექტრონულ
სწავლებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწა, რათა სწავლების ამ ფორმით
შესაძლებელი გახდეს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება
სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში.
კანონპროექტის შესაბამისად, იცვლება „უმაღლესი
განათლების შესახებ“
5
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
საქართველოს
კანონის
მე-2
მუხლის
„ჰ “
საგანმანათლებლო პროგრამის (კურიკულუმის)
ცნება და განისაზღვრება, რომ
საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
შემუშავებისას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს სასწავლო
პროცესის ორგანიზების თავისებურებებს, მათ შორის ელექტრონული სწავლების
გამოყენების შესაძლებლობას. ელექტრონული სწავლების გამოყენების შესაძლებლობაზე
მითითება
ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს სასწავლო კურსის პროგრამაში
(სილაბუსში), შესაბამისად, იცვლება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-2 მუხლის „ჰ23“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასწავლო კურსის პროგრამის
(სილაბუსის) ცნება.
კანონპროექტის შესაბამისად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფოს უფლებამოსილებებს
ემატება
მსჯავრდებულთათვის
უმაღლესი
განათლების
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფის უფლებამოსილება.
კანონპროექტით წარმოდგენილი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,პ10“ ქვეპუნქტით განისაზღვრება საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილება - საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროსთან
ერთად
განსაზღვროს
მსჯავრდებულთა მიერ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე განათლების
მიღების წესი და პირობები. აღნიშნული სამართლებრივი აქტის გამოცემის
უფლებამოსილებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანიჭებს პატიმრობის
კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტიც. შესაბამისად, კანონპროექტების
ერთმანეთთან თანხვედრის მიზნით, აუცილებელია წარმოდგენილი ცვლილების
განხორციელება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონშიც.
კანონპროექტის მიხედვით, უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
43-ე მუხლს ემატება 12 პუნქტი, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულ სტუდენტს არ ექნება
43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ (საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების
საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს
სტუდენტურ თვითმმართველობაში, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა
და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებში უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად;) და ,,ვ“ (თავისუფლად
დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების
შესაბამისად) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები. ამასთან, მსჯავრდებულ
სტუდენტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში შეიძლება შეეზღუდოს
43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში
ისარგებლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური,
საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;), ,,კ“ (აირჩიოს საგანმანათლებლო
პროგრამა) და „მ“ (პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება)
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები. სტუდენტისათვის ზემოაღნიშნულ
უფლებათა ჩამორთმევა/შეზღუდვა განპირობებულია იმით, რომ ამ უფლებათა რეალიზება
ფიზიკურად შეუძლებელია სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. რაც შეეხება
საგანმანათლებლო პროგრამის თავისუფალი არჩევის შესაძლებლობას, საყურადღებოა, რომ
პატიმრობის კოდექსის მიხედვით კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრება კონკრეტულ
პროფესიათა და საგანმანათლებლო პროგრამათა ჩამონათვალი რომელიც შესაძლებელია რომ
ზოგიერთი
ბაკალავრიატის
ისწავლებოდეს
მსჯავრდებულთათვის.
ამასთან,
საგანმანათლებლო პროგრამა შესაძლოა ითვალისწინებდეს პრაქტიკულ კომპონენტსაც,
რომლის განხორციელებაც ასევე შეუძლებელი იყოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში.
სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს ეზღუდება უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის თავისუფალი არჩევის შესაძლებლობა და აირჩევს იმ
საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის სწავლებაც არის დასაშვები და შესაძლებელი
სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში.
კანონპროექტის თანახმად იცვლება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 474 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც ელექტრონული სწავლება
ითვალისწინებს სასწავლო პროცესის სწავლის მართვის სისტემის გამოყენებით წარმართვას.
სწავლის მართვის სისტემა არის ინტერნეტზე დამყარებული კომპიუტერული პროგრამა,
რომელიც აუცილებელია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული
სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვისათვის, კერძოდ, სასწავლო მასალების
მიწოდებისათვის, სტუდენტის (გარდა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული
სტუდენტისა)
სტუდენტთან
ან/და
მასწავლებელთან
კომუნიკაციისათვის,
ტესტირებისათვის, კონსულტირებისათვის, სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგისათვის
და სხვა. იქიდან გამომდინარე, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში
არსებობს აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობები, კანონპროექტის შესაბამისად
მასწავლებლების ტერმინი ნაცვლდება სწორედ აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის
ტერმინით.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 474 მუხლის მე-3 პუნქტის
მოქმედი რედაქციის შესაბამისად, ელექტრონული სწავლების პროგრამა აგებულია
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების
შესაბამისად. მისი დაძლევის შემდეგ პირს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და გაიცემა ამ
კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმა თითქოსდა
ელექტრონული სწავლების პროგრამას მოიხსენიებს როგორც ცალკე უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამას, რაც არასწორია. აქედან გამომდინარე, ასევე იმ გარემოების
გათვალისწინებით, რომ როგორც ზემოთაც აღინიშნა ელექტრონული სწავლება არის
სწავლების ფორმა, სწორდება აღნიშნული ხარვეზი და განისაზღვრება, რომ უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის ელექტრონული სწავლებით ან ნაწილობრივ ელექტრონული
სწავლებით დაძლევის შემდეგ პირს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და გაიცემა ამ
კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 474 მუხლის მე-4 პუნქტის
მოქმედი რედაქციის შესაბამისად, ელექტრონული სწავლების პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება
მხოლოდ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე, ამ კანონის
VIII თავით დადგენილი წესით. როგორც აღინიშნა ელექტრონული სწავლების პროგრამა არ
არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, არამედ სწავლების ფორმა, შესაბამისად
იცვლება 474 მუხლის მე-4 პუნქტი და განისაზღვრება, რომ ელექტრონული სწავლება
დასაშვებია მხოლოდ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე,
ხოლო იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, რომელზეც დასაშვები იქნება
ელექტრონული სწავლების ფორმა, განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის ყველა
მოთხოვნის დაცვით (ერთიანი ეროვნული გამოცდები, სრული ზოგადი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ).
კანონპროექტის შესაბამისად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 52-ე მუხლს ემატება 53 პუნქტი და დგინდება, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მსჯავრდებული სტუდენტების მიღებას,
განათლების
ხარისხის
განვითარების
ეროვნული
ცენტრის
მიერ
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობისა და
ერთიანი ეროვნული გამოცდებით მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობის ფარგლებში
მსჯავრდებული სტუდენტების ჩარიცხვისათვის გამოაცხადებს ადგილებს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტით არ დგინდება ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/
დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არის.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არის.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აბიტურიენტი – სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს საქართველოში
გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი საშუალო განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი და სწავლის გაგრძელებას აპირებს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) ავტონომია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს და
განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა;
ბ1) ავტორიზაცია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების
პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის
აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;
გ) აკადემიური თავისუფლება – აკადემიური პერსონალის , სამეცნიერო პერსონალისა და
სტუდენტთა უფლება , დამოუკიდებლად განახორციელონ სწავლება , სამეცნიერო კვლევა და
სწავლა ;
გ1) ატესტაცია – პროფესორის , მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პროფესიული უნარების ,
აკადემიური საქმიანობისა და სამეცნიერო საქმიანობის დაკავებული თანამდებობისათვის
წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ;
დ) მობილობა – სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილება
სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობისათვის როგორც
საქართველოში, ისე უცხოეთში, რასაც თან სდევს
სწავლის პერიოდში მიღებული
განათლების, კრედიტების ან კვალიფიკაციის აღიარება ;
ე) აკადემიური საბჭო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო;
ე 1 ) აკადემიური უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლების კურსი , რომელიც მოიცავს
ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო
- სამაგისტრო და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს ;
ე 2 ) უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო – ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს
შემადგენელი დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია საქართველოში არსებული
უმაღლესი განათლების ყველა კვალიფიკაცია ;
ვ) აკადემიური ხარისხი – კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი
განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება;
ვ1) ერთობლივი აკადემიური ხარისხი – საქართველოს ან / და უცხო ქვეყნის
კანონმდებლობის
შესაბამისად
აღიარებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
მიერ
ერთობლივი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამის
განხორციელების შედეგად მათ მიერ პირისთვის აკადემიური უმაღლესი განათლების
შესაბამისი საფეხურის დამთავრების შედეგად ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაცია ;
ზ) აკადემიური წოდება – წოდება (საპატიო დოქტორი, ემერიტუსი), რომელიც საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს
განსაკუთრებული დამსახურებისთვის;
თ) აკრედიტაცია – აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა,
რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების
დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და
რომელთანაც დაკავშირებულია სახელმწიფო დაფინანსების მიღება, ასევე ამ კანონით
გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება;
ი) ასისტენტ-პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური
თანამდებობის მქონე პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობს
სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში;
ი1) ასისტენტი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის
მქონე პირი, რომელიც ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო
პროცესის ფარგლებში ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს პროფესორის,
ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით;
კ) ასოცირებული პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური
თანამდებობა. ასოცირებული პროფესორი მონაწილეობს სასწავლო პროცესში და
ხელმძღვანელობს სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;
ლ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) – ფინანსური, მატერიალური და
ადმინისტრაციული რესურსების მართვის სფეროში უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
მ) ბაკალავრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამის
პირველი
საფეხურისათვის
–
ბაკალავრიატისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;
ნ) ბაკალავრიატი – აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობის
საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია პირის მიღებული კვალიფიკაციით
მუშაობისათვის და მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის;
ნ1 ) დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეული – საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − უნივერსიტეტის ან უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული ( სამეცნიერო - კვლევითი
ინსტიტუტი , ცენტრი , ლაბორატორია და სხვა ), რომელიც ახორციელებს სამეცნიერო კვლევით საქმიანობას და რომელსაც ჰყავს მართვის ორგანოები . დამოუკიდებელ
სამეცნიერო - კვლევით ერთეულს უფლება აქვს , მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში .
დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეული უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და შექმნილი
უნდა იყოს ამ წესდებით დადგენილი წესით . დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი
ერთეულის ავტონომიურობის ფარგლები , მართვისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება
საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის
დებულებით ;
ნ2) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულება – დაწესებულება ,
რომელსაც აფუძნებს საქართველოს მთავრობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან –
უნივერსიტეტთან ამ უნივერსიტეტის თანხმობით . საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან
– უნივერსიტეტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება ახორციელებს სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას და უფლება
აქვს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების
საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში ;
ო) დიპლომი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
მინიჭებული
კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი , აგრეთვე საქართველოს ან / და უცხო
ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი
დოკუმენტი ;
ო1) დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა,
რომელიც პირს სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
დასრულებისა და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება. პროგრამა
ითვალისწინებს
მედიკოსის/სტომატოლოგის
მომზადებას
პრაქტიკული
ხასიათის
პროფესიული საქმიანობისათვის;
ო2) განათლების მაგისტრი – იმ აკადემიური ხარისხის მფლობელი, რომელიც პირს
მასწავლებლის
მომზადების
ინტეგრირებული
საბაკალავრო
სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის
დასრულების და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება. განათლების
მაგისტრის აკადემიურმა ხარისხმა შეიძლება პირს მიანიჭოს მასწავლებლობის უფლება ;
პ) ( ამოღებულია);
პ1) (ამოღებულია);
ჟ) დიპლომის დანართი – დოკუმენტი , რომელსაც დიპლომთან ერთად გასცემს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტის მიერ მიღებული განათლების შინაარსის და
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მისთვის მინიჭებული კვალიფიკაციის
დასადასტურებლად, აგრეთვე დოკუმენტი, რომელიც გაიცემა სტუდენტის მიერ
ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად მიღებული
განათლების შინაარსის და საქართველოს ან / და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის
შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მისთვის
ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დასადასტურებლად;
რ) დისერტაცია – სამეცნიერო ნაშრომი, რომელსაც დოქტორანტი იცავს დოქტორის
აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად;
ს) დოქტორანტი – პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში;
ტ) დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამა, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტების
ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება
დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით;
უ)
დოქტორი
–
მფლობელი
იმ
აკადემიური
ხარისხისა,
რომელიც
პირს
დოქტორანტურისათვის
გათვალისწინებული
კომპონენტების
შესრულებისა
და
დისერტაციის დაცვის შედეგად ენიჭება;
უ1) ელექტრონული სწავლება − საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოში აკრედიტებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული,
თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო
პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე
სტუდენტისა და მასწავლებლის ერთდროულად ყოფნას. ელექტრონული სწავლების
განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის
ორგანიზებისა და ადმინისტრირების შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება;
ფ) ერთიანი ეროვნული გამოცდა – პროცედურა, რომელიც ადგენს აბიტურიენტის მზაობას
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად;
ფ1) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში
არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, უმაღლესი განათლების კვალიფიკაციებს;
ფ2) ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელი – სამაგისტრო გამოცდებში მონაწილე უმაღლეს
საგან-მანათლებლო დაწესებულებათა ერთობლიობა, რომლებშიც მაგისტრანტობის
კანდიდატები ირიცხებიან ამ კანონით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განსაზღვრული
გამოცდის/გამოცდების შედეგად;
ქ) ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა – სტუდენტის ინტერესებისა და
აკადემიური მომზადების დონის შესაბამისად შედგენილი პროგრამა;
ღ) (ამოღებულია);
ღ1) კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს
აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის საგანმანათლებლო
პროგრამას;
ღ 2 ) კვალიფიკაცია – სწავლის შედეგი , რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით , აგრეთვე სწავლის შედეგი , რომელიც მიიღწევა
ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება
საქართველოს ან / და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად გაცემული დიპლომით /
დიპლომებით ან სერტიფიკატით ;
ყ) კოეფიციენტი (კოეფიციენტები) – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრული ერთეული (ერთეულები), რომლის (რომელთა)
შესაბამისადაც ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების რანჟირება კონკრეტულ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე
ჩასარიცხად;
შ) კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო
დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ;
ჩ) (ამოღებულია);
ც) (ამოღებულია);
ძ) მაგისტრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური
უმაღლესი განათლების მეორე საფეხურისათვის – მაგისტრატურისათვის დადგენილი
კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;
ძ1) მაგისტრანტი – სტუდენტი, რომელიც სწავლობს მაგისტრატურაში;
წ) მაგისტრატურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და
მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან მკვლევრის მომზადებას,
აგრეთვე პირს ამზადებს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის;
წ1) მაგისტრანტობის კანდიდატი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ბაკალავრის , დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის, მაგისტრის ან განათლების
მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული პირი, რომელიც აპირებს
სწავლის მაგისტრატურაში გაგრძელებას. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის
შემთხვევაში სწავლის მაგისტრატურაში გასაგრძელებლად მაგისტრანტობის კანდიდატს
უნდა ჰქონდეს შესაბამისი ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის ან
მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ;
წ2) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – ბაკალავრიატისა და
მასწავლებლის
მომზადების
ინტეგრირებული
საბაკალავრო
სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამებისაგან დამოუკიდებელი , შესაბამის სტანდარტზე
დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ;
წ3) მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც გაიცემა
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად;
მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო
წ4) მასწავლებლის
საგანმანათლებლო პროგრამა – შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა , რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამისი საგნების /
საგნობრივი ჯგუფების მოდულს , მასწავლებლის მომზადების მოდულს , თავისუფალი
კომპონენტების მოდულს , სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს ;
წ5) მეცნიერი – დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის სამეცნიერო
თანამდებობის მქონე პირი , რომელიც ახორციელებს სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას და
რომელსაც უფლება აქვს , მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში და უხელმძღვანელოს
სტუდენტების სამეცნიერო - კვლევით მუშაობას ;
წ 6 ) პოსტდოქტორანტი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე
პირი , რომელიც კონკრეტული სამეცნიერო - კვლევითი პროექტის განსახორციელებლად
ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე საქმდება ძირითად საგანმანათლებლო
ერთეულში ან დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ
განსაზღვრული წესით ;
ჭ) მოდული – სწავლების დამოუკიდებელი თანმიმდევრული ბლოკი, რომელიც აერთიანებს
მონათესავე საგნებს. მოდულში განსაზღვრულია საგანთა ურთიერთკავშირები და
თანმიმდევრობა. რამდენიმე მოდული შეადგენს სასწავლო გეგმას;
ხ) პროფესიული ასოციაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი,
წევრობაზე
დაფუძნებული,
დამოუკიდებელი
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული პირი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე პროფესიის
წარმომადგენლებისაგან და რომლის მიზანია პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, წევრთა
ერთობლივი ინტერესების დაცვა, პროფესიული ეთიკის დაცვაზე ზრუნვა;
ჯ) პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის
მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების
სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;
ჰ) რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით – საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული,
აბიტურიენტის/სტუდენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული
აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა,
რომელმა აბიტურიენტმა/სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ჰ1) რანჟირება კოეფიციენტებით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის მიერ
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულის/ქულების გადათვლის
შედეგად დადგენილი ჩამონათვალი წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით. ამ
გადათვლის
შედეგად
აბიტურიენტები
ნაწილდებიან
კონკრეტული
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ჰ 2 ) რეგულირებადი პროფესია – საქმიანობა , რომლის განხორციელების წინაპირობა ,
შესაბამისი კვალიფიკაციის არსებობის გარდა , არის სახელმწიფო სასერტიფიკაციო
გამოცდის ჩაბარება ან რომლის განსახორციელებლად მოთხოვნილი კვალიფიკაციის
მინიჭებისათვის აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
შესაბამისი გამოცდის ჩაბარება ;
ჰ 3 ) რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა – პროგრამა, რომლისთვისაც სახელმწიფო
ადგენს სპეციალურ სააკრედიტაციო მოთხოვნებს ან/და რომლითაც მაგისტრისა და
დოქტორის მომზადებას სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალური კვლევითი
პროგრამების მეშვეობით;
ჰ4) რექტორი − სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ხელმძღვანელი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში − აგრეთვე აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში − აგრეთვე ერთ-ერთი კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარე;
ჰ 5 ) საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) – უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის
მისაღებად აუცილებელი სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობა, რომელშიც
მოცემულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, სასწავლო კურსები/მოდულები
შესაბამისი კრედიტებით, სტუდენტთა შეფასების სისტემა და სასწავლო პროცესის
ორგანიზების თავისებურებები;
ჰ6) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება – კომპეტენტური ორგანოს მიერ უცხოეთში
მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარება (ცნობა);
ჰ7 ) სადისერტაციო საბჭო – დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო. საჯარო
სამართლის იურიდიულ პირში სადისერტაციო საბჭო შეიძლება არსებობდეს ძირითად
საგანმანათლებლო ერთეულში ან უნივერსიტეტში;
ჰ 8 ) (ამოღებულია);
ჰ9) სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამა –
საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია ხელოვნების ან სპორტის ერთ-ერთ ან
რამდენიმე სპეციალობაში სპეციალისტების (მათ შორის, მხატვრის, მუსიკოსის, მსახიობის,
სპორტის სფეროს სპეციალისტის და სხვა) მომზადება და მათთვის შესაბამისი სპეციალობით
კვალიფიკაციის მინიჭება;
ჰ10 ) სახელმწიფო სასწავლო გრანტი – სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით სტუდენტისათვის ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია
ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო,
დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო
პროგრამის ან / და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის
დასაფინანსებლად ;
ჰ11) სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომლის
მიზანია ხელოვნების ერთ ან რამდენიმე დარგში სპეციალისტების მომზადება;
ჰ12) სასპორტო უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომლის მიზანია სპორტის
ერთ ან რამდენიმე სახეობაში შემსრულებელი სპეციალისტების მომზადება;
ჰ 13 ) (ამოღებულია);
ჰ14) სტუდენტი – პირი, რომელიც ამ კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის
მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის /
სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, აგრეთვე
პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელიც ერთობლივი უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ასრულებს სასწავლო კომპონენტის ან / და
კვლევითი
კომპონენტის
ნაწილს
საქართველოს
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ან / და დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში / საჯარო
სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის
იურიდიულ პირში – სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებაში / საჯარო სამართლის
იურიდიულ პირში – სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებაში;
ჰ 15 ) უმაღლესი განათლება – სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც
უზრუნველყოფს საგანმანათლებლო საფეხურის შესაბამისი კომპეტენციის გამომუშავებას და
დასტურდება კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით;
ჰ16) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება,
რომლის ძირითადი ფუნქციაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო
კვლევების ან უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე
შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
შედგება ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან და
ანიჭებს შესაბამის კვალიფიკაციებს;
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ფილიალი
–
უმაღლესი
ჰ17)
საგანმანათლებლო დაწესებულების ნაწილი, რომელსაც აქვს გარკვეული დამოუკიდებლობა,
ტერიტორიულად განცალკევებულია ამ დაწესებულების მართვის ორგანოებისაგან და
ახორციელებს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (პროგრამებს), რასაც შესაბამისი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
ჰ18) უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება , რომელიც
ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე და მესამე საფეხურების ან სამივე
საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს ;
ჰ19) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული,
რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და
მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას;
ჰ20) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო – საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო;
ჰ21) წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი ორგანო;
ჰ22) ხარისხის უზრუნველყოფა – შიდა და გარე შეფასების პროცედურები, რომელთა
განხორციელება ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების
ხარისხის გაუმჯობესებას;
ჰ 23 ) სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) – დოკუმენტი, რომელიც იძლევა ინფორმაციას
სასწავლო კურსის/მოდულის მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტების, შინაარსის,
სწავლებისა და სწავლის მეთოდების, შეფასების კრიტერიუმების შესახებ;
ჰ24) საერთო სამაგისტრო გამოცდა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,
საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და საგანმანათლებლო პროგრამების
შესაბამისად დადგენილი პროცედურა, რომელიც ადგენს პირის მზაობას მაგისტრატურის
საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად;
ჰ25) საერთო სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტი – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთო
სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის განსაზღვრული ერთეული;
ჰ26) საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – საერთო
სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის განსაზღვრულ ქულათა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ოდენობა, რომლის დაგროვება
აუცილებელია მაგისტრანტობის კანდიდატისთვის ტესტირების წარმატებით დასაძლევად
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
ჩასატარებელ
გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად;
ჰ27) ( ამოღებულია – 22.03.2013, №388);
ჰ28) საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით თითოეული
საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო
პროგრამული მიმართულების მიხედვით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით, სამაგისტრო გამოცდის დასრულების შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრის მიერ დამტკიცებული, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო
გამოცდის გავლის შედეგად მოპოვებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით
დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, რომელმა მაგისტრანტობის კანდიდატმა
მოიპოვა
კონკრეტული
საგანმანათლებლო
პროგრამული
მიმართულების
ან/და
პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით სახელმწიფო
სასწავლო სამაგისტრო გრანტი აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე საგანმანათლებლო პროგრამული
მიმართულებებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული
მიმართულებებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის
დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში;
ჰ29) სამაგისტრო გამოცდა – სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის
გაგრძელების უფლების მოპოვებისთვის განსაზღვრული პროცედურა, რომელიც მოიცავს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ საგანმანათლებლო
პროგრამული მიმართულების შესაბამის საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ გამოცდას/გამოცდებს;
ჰ30) სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტების ჯამი – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის
ან/და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განსაზღვრული
გამოცდის/გამოცდების კოეფიციენტების ჯამი;
ჰ31) სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირება – საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, სამაგისტრო გამოცდების შედეგების
საფუძველზე, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წინასწარ
განსაზღვრული კოეფიციენტების მიხედვით რანჟირებული, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ დამტკიცებული მაგისტრანტობის კანდიდატების ნუსხა, რომლებმაც
მოიპოვეს უფლება, ჩაირიცხონ კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
მაგისტრატურის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე;
ჰ32) სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი – საქართველოს მთავრობის მიერ
დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, მათ შორის,
პრიორიტეტული
საგანმანათლებლო
პროგრამული
მიმართულებებისთვის,
სტუდენტისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია მაგისტრატურის
აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, გარდა სახელოვნებოშემოქმედებითი, სასპორტო, საზღვაო, მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ან
სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული
საგანმანათლებლო პროგრამისა, თუ ამ პროგრამაზე მიღება არ ხდება საერთო სამაგისტრო
გამოცდის მეშვეობით;
ჰ33 ) სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც
ახორციელებს
უმაღლეს
საგანმანათლებლო
პროგრამას/პროგრამებს
(გარდა
დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს მეორე
საფეხურის – მაგისტრატურის – საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს;
ჰ34 ) სწავლის შედეგები – საგანმანათლებლო პროგრამის, მოდულის, სასწავლო კურსის
დასრულების შედეგად სტუდენტის მიერ მიღებული ცოდნა და შეძენილი უნარები;
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – სპეციალური
ჰ35)
საგანმანათლებლო პროგრამა, რომლითაც ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების
მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი , აფხაზურენოვანი , ოსურენოვანი და
სომხურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეების მიერ ქართულ ენაში უნარ ჩვევებისა და ცოდნის ( წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი ) იმ დონეზე შეძენა, რომელიც
აუცილებელია ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის საგანმანათლებლო
პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად . აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის
უფლება აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე
ჩაირიცხებიან
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ;
ჰ36) შუალედური კვალიფიკაცია – კვალიფიკაცია, რომელიც სტუდენტს ენიჭება პირველი
საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში არსებული მოკლე ციკლისთვის
გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად;
ჰ37) რეგენტთა საბჭო – საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კოლეგიური ორგანო,
რომელიც
ახორციელებს
ამ
კანონით
გათვალისწინებულ
ზედამხედველობით
უფლებამოსილებებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობასთან
დაკავშირებით;
ჰ38) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი – სახელმწიფოს
მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი, რომელსაც სამართავად გადაეცემა უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ქონებისა და ფინანსების ნაწილი;
ჰ39 ) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება, რომლის მიმართ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ან ამ კანონით
გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
ჰ40 ) საზღვაო უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს
საზღვაოსნო მეცნიერებებში სათანადო კომპეტენციის გამომუშავებას და დასტურდება
კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით;
ჰ41) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლება − მართლმადიდებლურ
სწავლა-მოძღვრებასა და კულტურაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების კურსი,
რომელიც
შეიცავს
ბაკალავრიატის,
მაგისტრატურისა
და
დოქტორანტურის
საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებს;
ჰ42) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
− მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება,
რომლის ძირითადი ფუნქციაა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი
საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე
შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა;
საპოლიციო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულება
−
უმაღლესი
ჰ43)
საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ან ამ
კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო;
ჰ44) გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამა − საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც
ხორციელდება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და უცხო
ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებას შორის დადებული სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულების
საფუძველზე და მიზნად ისახავს გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე
სტუდენტის მიერ კრედიტების განსაზღვრული რაოდენობის დაგროვებას პარტნიორ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ჰ45) გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი − საქართველოს
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის
შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი,
რომელიც გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აგროვებს კრედიტების
განსაზღვრულ რაოდენობას პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ჰ 46) საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო
საქმიანობისა და საზღვაო სამეცნიერო კვლევების განხორციელება;
ჰ47) ტექნოლოგიური ინსტიტუტი – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონით დაფუძნებული
უმაღლესი საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულება;
ჰ48 ) ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა ,
რომელიც ხორციელდება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას /
დაწესებულებებს ან / და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებას
შორის,
აგრეთვე
საქართველოს
უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებასა და დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულს /
საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს – სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებას / საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს – სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებას შორის ერთობლივი უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ შეთანხმების საფუძველზე და
რომლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით
დადგენილი წესით და ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
განხორციელების შესახებ შეთანხმების საფუძველზე გაიცემა უმაღლესი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი / დოკუმენტები .
მუხლი 3. უმაღლესი განათლების მიზნები
1. საქართველოში უმაღლესი განათლების ძირითადი მიზნებია:
ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა,
დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია, რომლებიც აუცილებელია
სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის;
ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების
მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება,
თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და
საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის
უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი
ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის;
დ) სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის
სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება
და გადამზადება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, უზრუნველყოფა და განვითარება;
ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა და აკადემიური
პერსონალის მობილობის წახალისება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო
უზრუნველყოფს:
ა) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღია ხასიათს; სწავლის, სწავლებისა და
სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას;
ბ) უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში;
გ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას;
დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების განვითარებას, რაც გულისხმობს ავტორიზაციის
სისტემის, აკრედიტაციის სისტემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ხარისხის მართვის (უზრუნველყოფის) მექანიზმების ფუნქციონირებას;
ე) სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და
კვლევით სივრცეში, აგრეთვე თანამშრომლობის სხვა საერთაშორისო სისტემებში
სრულუფლებიან მონაწილეობას;
ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიას;
ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის , სამეცნიერო
პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მისი
შესრულების კონტროლის პროცესში ;
თ) უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის
აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის,
სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით;
ი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვისა და ამ დაწესებულებაში
კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას;
კ) სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება:
ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს
სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას;
ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;
გ) ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;
დ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების
შესაქმნელად;
ე) ხელს უწყობს თავის ფარგლებში სპორტის განვითარებას;
ვ) თანამშრომლობს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიეროკვლევით დაწესებულებებთან;
ზ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის
საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლას;
თ) სწავლის, სწავლებისა და პროფესიული განვითარების მეშვეობით ემსახურება
მეცნიერების განვითარებას თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალური სამართლიანობის
გარემოში;
ი) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას;
კ) უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღიაობას , აკადემიურ
თავისუფლებას , უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის
განმავლობაში , აკადემიური პერსონალის , სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა
მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მისი შესრულების კონტროლის პროცესში ,
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის და ამ დაწესებულებაში
კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას , უმაღლესი განათლების სფეროში
ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას , მათ შორის , აკადემიური , ეთნიკური ,
სოციალური ან რელიგიური კუთვნილების ან / და შეხედულების , სქესისა და სხვა ნიშნით ;
ლ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.
4. აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
ა) სამეცნიერო კვლევის თავისუფლებისათვის – საორგანიზაციო საკითხებსა და
პრიორიტეტების განსაზღვრაში;
ბ) სწავლების თავისუფლებისათვის – სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების
გადაწყვეტაში, ლექციების ცხრილისა და სასწავლო კურსის პროგრამების დამტკიცების
საკითხებში;
გ) სწავლის თავისუფლებისათვის – სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და მაღალი ხარისხის
სწავლების უზრუნველყოფაში;
დ ) იმ შემთხვევაში , როდესაც სამეცნიერო კვლევის განხორციელება და ამ კვლევის
შედეგების გამოქვეყნება შეზღუდულია შრომითი ხელშეკრულებით ან ისინი შეიცავენ
სახელმწიფო საიდუმლოებას .
5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური და
რელიგიური ორგანიზაციების სტრუქტურული ერთეულები.
მუხლი 7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილება
უმაღლესი განათლების სფეროში
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო:
ა) ატარებს ერთიან პოლიტიკას უმაღლესი განათლების სფეროში;
ბ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
გ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
გ1) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
გ2) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
გ 3 ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
დ) (ამოღებულია);
დ1) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის
დირექტორს;
ე) (ამოღებულია);
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის (შემდგომში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრი) წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის
დებულებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების
აკრედიტაციის დებულებას;
ვ1) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და
საფასურს;
ზ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულებას;
თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამტკიცებს
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს ან კოლეგიური
ორგანოს წარდგინებით, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო,
საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების წესდებების პროექტებზე გასცემს დასკვნას შესაბამისი სამინისტროს
წარდგინებით;
თ1 ) ( ამოღებულ ია – 06.09.2013, №1081);
ი) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი
ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის
გაცემისა და განაწილების წესს, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებასა და
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს;
ი1) ამტკიცებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების
მიღების ხელშეწყობის ღონისძიებებს;
კ)
თანამშრომლობს
საერთაშორისო
ორგანიზაციებთან,
სხვა
ქვეყნებთან,
მათ
საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უმაღლესი განათლების ხარისხის შემოწმებისა და
უზრუნველყოფის სფეროში;
ლ) (ამოღებულია) ;
მ) პასუხისმგებელია უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების
შესრულებისთვის;
მ 1) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების (გარდა ტექნოლოგიური ინსტიტუტისა) მართვის ორგანოების პირველი
არჩევნების ჩატარების წესს;
ნ) ამტკიცებს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა და
მისი დანართის ფორმებს;
ნ1) ამტკიცებს პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების
წესს , მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისთვის
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესს და
მასწავლებლის მომზადების
სერტიფიკატის გაცემის წესს ;
ნ2) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობასა და
ოდენობას;
ნ3) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და
საფასურს;
ო) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა ტექნოლოგიური
ინსტიტუტისა) ავტორიზაციისა და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის
საფასურებს;
ო1 ) ამტკიცებს ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, პირობებსა და
საფასურს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია
ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული
ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
პ) განსაზღვრავს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო
გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო
სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესსა და პირობებს;
პ1) განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების
წესს.
პ2 ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით განსაზღვრავს
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში გადასვლის წესსა და საფასურს, უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო
პროგრამაზე გადასვლის წესს და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის
ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და
საფასურს;
პ3) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს
საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესს, რომელიც შეიცავს
მონაცემებს
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
საგანმანათლებლო
პროგრამების, მათ შორის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი
პერსონალისა და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა შესახებ;
პ 4 ) ამტკიცებს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს ;
პ5) ამტკიცებს იმ საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალს, რომლებშიც შესაბამისი ზღვრის
გადალახვის შემთხვევაში პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ერთიან სამაგისტრო
საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
საგანმანათლებლო
პროგრამულ
მიმართულებაზე,
მათ
შორის,
პრიორიტეტულ
საგანმანათლებლო
პროგრამულ
მიმართულებაზე,
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/ გამოცდებში;
ამტკიცებს
სახელმწიფოს
მიერ
დაფუძნებული უმაღლესი
პ 6) ყოველწლიურად
საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის , მასწავლებლის მომზადების
ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო ან / და დიპლომირებული მედიკოსის /
სტომატოლოგის აკრედიტებული
საგანმანათლებლო
პროგრამის იმ პროგრამულ
მიმართულებას / მიმართულებებს , რომელშიც / რომლებშიც
სტუდენტის სწავლის
საფასურს სრულად ან / და ნაწილობრივ აფინანსებს სახელმწიფო ;
პ7) ამტკიცებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესსა და
პირობებს;
პ8) ამტკიცებს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები
გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი
ჩარიცხვისა და დაფინანსების წესებს;
პ 9 ) უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული
აქტებით გათვალისწინებულ გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს ადმინისტრაციული
საჩივრის წარდგენისა და განხილვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით
განსაზღვრულისაგან განსხვავებული ვადები და წესი ;
პ10 ) უფლებამოსილია დაადგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული
მომსახურების საფასური / საქმიანობის საფასური ( გარდა უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში სწავლის საფასურისა );
ჟ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და სამინისტროს დებულებით
გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით შეჰყავს სახელმწიფოს
მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი და
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი.
მუხლი 43. სტუდენტის უფლებები
1. სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, შინაგანაწესითა და
დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მატერიალურ-ტექნიკური,
საბიბლიოთეკო,
საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
დ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით
აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, ასევე
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის მართვის ორგანოებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების
შესაბამისად;
ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი
ინტერესების შესაბამისად;
ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა
გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს
სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო სახელმწიფო დაფინანსების
გადატანის წესს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
თ1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით
გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის
საგანმანათლებლო პროგრამაზე; საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ
შორის,
პრიორიტეტული
საგანმანათლებლო
პროგრამული
მიმართულებისთვის,
გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური
მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის
ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს
მაგისტრატურის სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ
სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან
პრიორიტეტულ
საგანმანათლებლო
პროგრამულ
მიმართულებაზე
იმ
უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით
გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში;
ი) საქართველოს კანონმდებლობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან
ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა
სახის შეღავათები;
კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;
ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;
მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;
ნ) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული
სხვა უფლებამოსილება.
თუ
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულება
ლიკვიდირებულ
იქნა
11.
უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ
დაკარგა ავტორიზაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება, სტუდენტს
მობილობის უფლება წარმოეშობა ამ დაწესებულებაში სწავლის პერიოდის ხანგრძლივობის
მიუხედავად.
2. (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის
აუცილებელი
პირობების
შესაქმნელად,
რაც
განისაზღვრება
საქართველოს
კანონმდებლობით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
4. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი
ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური
მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისთვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის
მიმდინარეობისას, აგრეთვე ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების
გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის
ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და
კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის
მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს
განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია
ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით
დადგენილი წესით.
5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკრძალება საკუთარი უფლებამოსილებისა
და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას
ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, გარდა ამავე
მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის
ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.
7. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის
პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და
გათვალისწინებული წესით, ამ კანონის გათვალისწინებით და სამართლიანი პროცედურის
გზით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შეიმუშაოს სტუდენტის
ეთიკის კოდექსი, რომელიც შესაძლებელია აწესებდეს შეზღუდვას სტუდენტის ქცევაზე, თუ
ეს
დაკავშირებულია
საგანმანათლებლო
პროცესის
წარმართვასთან.
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დეტალურად განსაზღვროს ქცევის წესი,
რომელიც იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
8. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს
სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული
შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის,
საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის
მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხს წყვეტს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება, რომლის წესდებით განისაზღვრება გადაწყვეტილების მიღებაზე
უფლებამოსილი ორგანო. სტუდენტს უფლება აქვს, დაესწროს თავისი საქმის განხილვას.
9. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:
ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ
დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის
უფლებით;
გ) მიაწოდოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ორგანოს თავის ხელთ
არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;
დ) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი
ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;
ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო
სხდომაზე.
10. დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს
ბრალდების მხარეს. დისციპლინური წარმოების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება
უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
წესდებითა
და
შინაგანაწესით
გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება,
რომლებიც დისციპლინური წარმოების საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისმა ორგანომ.
11. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
12. სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას
ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა
შემთხვევებში.
13. მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების სტუდენტი არ სარგებლობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ე “ და „ მ “
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით , სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლებებით . მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
სტუდენტი
უფლებამოსილია საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის მიერ დადგენილი წესის
შესაბამისად
და
მიმღები
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით გადავიდეს სხვა
მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ,
აგრეთვე საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და
მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდებით განსაზღვრული წესით გადავიდეს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.
14. დაუშვებელია მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების სტუდენტის მობილობა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში,
გარდა ამ მუხლის მე -13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მუხლი 474. ელექტრონული სწავლება
1. ელექტრონული სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის სწავლის მართვის
სისტემის გამოყენებით წარმართვას. სწავლის მართვის სისტემა არის ინტერნეტზე
დამყარებული კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აუცილებელია საინფორმაციოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და
წარმართვისათვის, კერძოდ, სასწავლო მასალების მიწოდებისათვის, სტუდენტის
სტუდენტთან ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალთან
კომუნიკაციისათვის, ტესტირებისათვის, კონსულტირებისათვის, სტუდენტთა პროგრესის
მონიტორინგისათვის და სხვა მიზნებისათვის.
2. ელექტრონული სწავლება ხორციელდება ასინქრონული ან/და სინქრონული
კომუნიკაციის ფორმით. ასინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას,
როდესაც ინფორმაციის გამგზავნი და მიმღები ერთსა და იმავე დროს არ ახდენენ
კომუნიკაციას, ხოლო სინქრონული − როდესაც მათი კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს
ხორციელდება.
3. ელექტრონული სწავლების პროგრამა აგებულია უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამისთვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. მისი დაძლევის შემდეგ
პირს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და გაიცემა ამ კვალიფიკაციის დამადასტურებელი
დოკუმენტი.
4. ელექტრონული სწავლების პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება მხოლოდ აკადემიური უმაღლესი
განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე, ამ კანონის VIII თავით დადგენილი წესით.
5. (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
მუხლი 52. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის,
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო - სამაგისტრო, დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების
საფუძველი
1.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მასწავლებლის
მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის /
სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ
აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
11. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვა
ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ წარდგენილი
წინადადების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ
დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნის შედეგის
საფუძველზე.
2. აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდამდე გადის შესაბამის კონკურსს:
ა)
სახელოვნებო-შემოქმედებითი
ან
სასპორტო
საგანმანათლებლო
პროგრამის
განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი
წესით სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი განათლების მისაღებად;
ბ) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ამ
დაწესებულებაში
ჩარიცხვისათვის
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
პროცედურების გავლის უფლების მოსაპოვებლად.
3. აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის
გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით
და დადგენილ ვადებში დასაშვებია:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც
უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი
ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი
ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის
მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ
კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად
აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
დ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის
მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს
მიერ
განსაზღვრული
ვადით
ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ,
სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ
ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში.
4. (ამოღებულია - 06.08.2013, №917).
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება , რომელსაც სურს ბაკალავრიატის ,
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო - სამაგისტრო , დიპლომირებული
მედიკოსის / სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების მიღება ,
აცხადებს საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამების მიერ თითოეულ საგამოცდო საგანში
აბიტურიენტის შედეგისათვის მინიჭებულ კოეფიციენტს . ერთიანი ეროვნული გამოცდების
საფუძველზე აბიტურიენტები საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან საგამოცდო
საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების მიხედვით .
51. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ერთიანი
ეროვნული
გამოცდების
მხოლოდ
ზოგადი
უნარების
აზერბაიჯანულენოვანი,
სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე
სტუდენტების მიღებას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტების
რაოდენობის ფარგლებში, ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების
აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების
შედეგების საფუძველზე სტუდენტების ჩარიცხვისათვის აცხადებს ადგილებს – ერთიანი
ეროვნული გამოცდებით მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობის:
ა) 5%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების
საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის;
ბ) 5%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე
მისაღები სტუდენტებისათვის;
გ) 1%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე
მისაღები სტუდენტებისათვის;
დ) 1%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე
მისაღები სტუდენტებისათვის.
52. შესაბამის წელს დარეგისტრირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ
ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი , სომხურენოვანი , აფხაზურენოვანი და
ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩასარიცხი აბიტურიენტების რაოდენობის
გათვალისწინებით , უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოტივირებული
გადაწყვეტილებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
თანხმობის საფუძველზე , შესაძლებელია ამ მუხლის 5 1 პუნქტით გათვალისწინებული
პროცენტული გადანაწილებების შეცვლა მათი ჯამის ფარგლებში .
6. ავტორიზაციის შედეგად დადგენილი სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში უმაღლესმა
საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება განსაზღვროს ადგილები ამ მუხლის მე-3
პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის.
7. (ამოღებულია).
8. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ჩარიცხული სტუდენტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო
გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები სახელმწიფო სასწავლო გრანტების
დაფინანსების წლიური მოცულობის არანაკლებ 6 და არაუმეტეს 20%-ისა.
9. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს იმ აბიტურიენტთა სიებს ,
რომლებმაც გაიარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და უფლება მოიპოვეს , ისწავლონ
ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ბაკალავრიატის , მასწავლებლის მომზადების
ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო , დიპლომირებული მედიკოსის /
სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით , და მათ უგზავნის შესაბამის ძირითად
საგანმანათლებლო ერთეულს .
91. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულგამოცდებგავლილ
მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და
ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩასარიცხ იმ აბიტურიენტთა სიებს,
რომლებმაც უნდა გაიარონ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და
მოიპოვეს უფლება, ისწავლონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, და სიებს
უგზავნის შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეული ვალდებული არიან აბიტურიენტები მიიღონ მხოლოდ ამ მუხლის მე-9 და
91 პუნქტებით განსაზღვრული სიების მიხედვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული პირებისა.
11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალში ჩარიცხვას ახორციელებს
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ეს მუხლი არ ეხება ამ კანონის მე-14 მუხლის
მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ფილიალებს.