„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.02.2017
ავტორი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/41/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-06
ბიუროს ნომერი 26

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 473 მუხლის: ა) მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, გარდაცვლილად გამოაცხადებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;“; ბ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ან სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარეს 1 წლის განმავლობაში უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო და ამ ვადის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა. სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარეს ამ პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგო არ მიეცემა და უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა, თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ იგი დაიკავებს სააგენტოს საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ თანამდებობას, ან თანამდებობიდან გადადგება, თუ მისი არჩევიდან გასული არ არის 3 წელი მაინც.“. 2. 474 მუხლის: ა) მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, გარდაცვლილად გამოაცხადებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;“. ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან თანამდებობიდან ვადამდე განთავისუფლების შემთხვევაში სააგენტოს უფროსს 1 წლის განმავლობაში უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო და ამ ვადის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა. სააგენტოს უფროსს ამ პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგო არ მიეცემა და უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა, თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ იგი დაიკავებს სააგენტოს უფროსის სტატუსთან შეუთავსებელ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ თანამდებობას, ან თანამდებობიდან გადადგება, თუ მისი დამტკიცებიდან გასული არ არის 3 წელი მაინც, ან თუ მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზი არის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, კერძოდ, თავისუფლების შეზღუდვის გაუქმება და მის ნაცვლად არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახის, შინაპატიმრობის, დანერგვა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესაბამისად, ხორციელდება კანონში არსებული ჩანაწერის „თავისუფლების შეზღუდვა“ ჩანაწერით „შინაპატიმრობა“ ჩანაცვლება, კერძოდ ცვლილება შედის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 473 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში და ამავე მუხლის მე-19 პუნქტში, ასევე 474 მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში და ამავე მუხლის მე-15 პუნქტში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შეტანა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მიმდინარეობს თავისუფლების შეზღუდვის, როგორც სასჯელის ერთ-ერთი სახის არსებითი რეფორმა. კანონპროექტი ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვის, როგორც არასაპატიმრო სასჯელის სახის გაუქმებას, ვინაიდან თავისი არსით თავისუფლების შეზღუდვა, რომელიც აღსრულდება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში პირის მოთავსებით არ წარმოადგენს არასაპატიმრო სასჯელის სახეს, არამედ წარმოადგენს საპატიმრო სასჯელის ერთ-ერთ ნაირსახეობას. თავისუფლების შეზღუდვის თანამედროვე გაგებას მეტად შეესაბამება კანონპროექტის მიერ თავისუფლების შეზღუდვის ნაცვლად შემოთავაზებელი სასჯელის ისეთი სახე, როგორიც არის შინაპატიმრობა. შინაპატიმრობა სწორედ თავისუფლების შეზღუდვას გულისხმობს სახლის და არა რომელიმე სპეციალური ინსტიტუციის პირობებში. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებებით საქართველოს კანონმდებლობაში ინერგება არასაპატიმრო სასჯელის თანამედროვე, ხარჯეფექტური და ქმედითი სახე - შინაპატიმრობა. აღსანიშნავია, რომ შინაპატიმრობა უკვე გამოიყენება არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ, რისთვისაც მოქმედებს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებები აფართოებს აღნიშნული სასჯელის გამოყენების ფარგლებს და იძლევა მისი გამოყენების შესაძლებლობას სრულწლოვან მსჯავრდებულებთან მიმართებაშიც. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს არ დაეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ არის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან მიმართებაში. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 473. სააგენტოს საბჭო 1. სააგენტოს უმაღლესი ორგანოა სააგენტოს საბჭო, რომელიც შედგება 7 წევრისაგან. სააგენტოს საბჭოს ერთი წევრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტია, ერთი წევრი – ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ნიშნავს ეროვნული ბანკის საბჭო, ხოლო დანარჩენი წევრები არიან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არიან პატიოსანი, კვალიფიციური, პროფესიონალი, გამოცდილი, კომპეტენტური ეკონომიკის, ფინანსების ან საბანკო საქმის დარგში და რომლებსაც აქვთ საბანკო ან საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება. 2. სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 2 თვისა საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატს. საქართველოს პარლამენტი სააგენტოს საბჭოს ახალ წევრს ირჩევს სააგენტოს საბჭოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. სააგენტოს საბჭოს ახალი წევრის უფლებამოსილება იწყება სააგენტოს საბჭოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე. თუ სააგენტოს საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, სააგენტოს საბჭოში არსებული ვაკანსია წარმოშობიდან 3 თვეში უნდა შეივსოს. საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს სააგენტოს საბჭოში არსებული ვაკანსიის შესავსებად სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატს წარუდგენს ვაკანსიის წარმოშობიდან არაუგვიანეს 1 თვისა. საქართველოს პარლამენტი სააგენტოს საბჭოს წევრს ირჩევს საქართველოს მთავრობის მიერ სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენიდან 2 თვეში. 3. სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. 4. სააგენტოს საბჭოს 5 წევრს საქართველოს მთავრობის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ერთი და იგივე პირი სააგენტოს საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. სააგენტოს საბჭოს წევრის (გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ნაცვლად აირჩევა ახალი წევრი სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების სრული ვადით. 5. სააგენტოს საბჭოს წევრი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე; ბ) უნდა ჰქონდეს საბანკო ან საფინანსო სფეროში მუშაობის არანაკლებ 7 წლის სტაჟი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სტრუქტურული ერთეულის უფროსი ან უფროსის მოადგილე) მუშაობის 3 წლის სტაჟი. 6. პირი არ შეიძლება აირჩეს სააგენტოს საბჭოს წევრად, თუ: ა) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას – საკრედიტო კავშირს და შელახა კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის დეპოზიტორთა ან სხვა კრედიტორთა უფლებები, ანდა გამოიწვია კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება; ბ) იყო კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ადმინისტრატორი და კომერციული ბანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი გადახდისუუნარო გახდა; გ) გამოცხადებულია გაკოტრებულად, ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტი სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა დადასტურდეს. 8. სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ფინანსური ვალდებულებებისა და საფინანსო სექტორში სამართლებრივი და საქმიანი ურთიერთობების შესახებ. 9. სააგენტოს საბჭო თავისი შემადგენლობიდან, საკუთარი უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარეს. 10. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე ან სააგენტოს უფროსი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, როგორც სააგენტოს საბჭოს წევრის, საქმიანობა არ ანაზღაურდება. 11. სააგენტოს საბჭოს წევრს უფლება აქვს, მოითხოვოს ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობის შესახებ. 12. სააგენტოს საბჭოს წევრს (გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა) უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, გარდაცვლილად გამოაცხადებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან; ბ) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ შეასრულებს თავის მოვალეობას ან დაიკავებს სააგენტოს საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ თანამდებობას; გ) თანამდებობიდან გადადგება, თუ ამის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გადადგომამდე არაუგვიანეს 2 თვისა. სააგენტოს საბჭოს წევრი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამ განცხადებაში მითითებული თარიღიდან; დ) გარდაიცვლება – გარდაცვალების დღიდან. 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ცნობად იღებს. 14. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 15. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის დასმის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. 16. სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და შეწყვეტის საფუძველი საჯაროა. 17. სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ ეს ვადა სესიებს შორის პერიოდს დაემთხვა – მომდევნო სესიის დაწყებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. 18. ერთი და იმავე ფაქტის საფუძველზე სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით დასმა დაუშვებელია. 19. უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ან სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარეს 1 წლის განმავლობაში უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო და ამ ვადის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა. სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარეს ამ პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგო არ მიეცემა და უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა, თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ იგი დაიკავებს სააგენტოს საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ თანამდებობას, ან თანამდებობიდან გადადგება, თუ მისი არჩევიდან გასული არ არის 3 წელი მაინც. 20. სააგენტოს საბჭოს წევრს (გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა. 21. სააგენტოს საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: ა) საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების პოლიტიკის შემუშავება; ბ) სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; გ) სააგენტოს ბიუჯეტის დამტკიცება და ეროვნული ბანკის საბჭოსთვის წარდგენა; დ) სააგენტოს საქმიანობის კონტროლი; ე) საფინანსო ზედამხედველობის რეგულირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების განხილვა; ვ) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა შენიშვნების განხილვა; ზ) ამ კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება და უფლებამოსილებების განხორციელება.(შეჩერდეს „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის 2015 წლის 12 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერი №3/6/668 – ვებგვერდი, 23.10.2015წ. 22. სააგენტოს ფუნქციები, მის მართვასთან, სტრუქტურასთან და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და სააგენტოს დებულებით, რომელსაც სააგენტოს უფროსის წარდგინებით დადგენილებით ამტკიცებს სააგენტოს საბჭო. (შეჩერდეს 22-ე პუნქტის მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო მიღებამდე) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის 2015 წლის 12 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერი №3/6/668 – ვებგვერდი, 23.10.2015წ. ] გადაწყვეტილების 23. სააგენტოს საბჭოს წევრი (გარდა სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარისა) საჯარო მოსამსახურე არ არის. მუხლი 474. სააგენტოს უფროსი 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი. სააგენტოს უფროსს 7 წლის ვადით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. პარლამენტს სააგენტოს უფროსის კანდიდატურას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე ამ საბჭოსთან შეთანხმებით. სააგენტოს უფროსის კანდიდატურა სააგენტოს საბჭოსთან შეთანხმებულად ჩაითვლება, თუ ამაზე თანხმობას განაცხადებს სააგენტოს საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 2. საქართველოს პარლამენტი სააგენტოს უფროსის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. 3. სააგენტოს უფროსი საჯარო მოსამსახურეა. 4. სააგენტოს უფროსი უნდა იყოს პატიოსანი, კვალიფიციური, პროფესიონალი, გამოცდილი, კომპეტენტური და უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, აუდიტი. 5. სააგენტოს უფროსზე ვრცელდება ამ კანონის 473 მუხლის მე-5 პუნქტის (გარდა „ა“ ქვეპუნქტისა) და მე-6–მე-8 პუნქტების მოთხოვნები. 6. პირი სააგენტოს უფროსად არ შეიძლება დამტკიცდეს ზედიზედ ორჯერ. პირი, რომელიც დამტკიცებული იყო სააგენტოს უფროსად, უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 7 წლის განმავლობაში არ შეიძლება ხელახლა დამტკიცდეს სააგენტოს უფროსად. 7. სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე, თუ ამის შესახებ წერილობით მიმართავს სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარესა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობიდან გადადგომამდე არაუგვიანეს 2 თვისა. სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამ განცხადებაში მითითებული თარიღიდან; ბ) სააგენტოს უფროსის სტატუსთან შეუთავსებელი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანამდებობის დაკავებისას ან მასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელებისას; გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას; დ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, გარდაცვლილად გამოაცხადებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან; ე) გარდაცვალებისას; ვ) მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისას. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს უფროსს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. იმავე პუნქტის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ცნობად იღებს. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს უფროსს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აღნიშნული სააგენტოს საბჭოს არანაკლებ 4 წევრის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, რომელიც მიიღება პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საბჭოს წევრთა წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. 10. სააგენტოს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და შეწყვეტის საფუძველი საჯაროა. 11. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც (რომლებსაც) სააგენტოს საბჭოსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. სააგენტოს უფროსის მოადგილის კანდიდატურა სააგენტოს საბჭოსთან შეთანხმებულად ჩაითვლება, თუ ამაზე თანხმობას განაცხადებს სააგენტოს საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 12. სააგენტოს უფროსის ძირითადი უფლებამოსილებებია: ა) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად ნორმატიული აქტის – ბრძანების და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის – განკარგულების გამოცემა; ბ) სააგენტოს საბჭოსათვის სააგენტოს ბიუჯეტის დასამტკიცებლად წარდგენა; გ) პერიოდულად (6 თვეში ერთხელ) სააგენტოს საბჭოსათვის სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის ჩაბარება; დ) სააგენტოს საბჭოსათვის სააგენტოს საშტატო ნუსხის და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების დასამტკიცებლად წარდგენა; ე) სააგენტოს მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება; ვ) სააგენტოს უფროსის მოადგილის (მოადგილეების) და სააგენტოს მოხელეების ფუნქციების განსაზღვრა; ზ) საჭიროების შემთხვევაში სათათბირო და საკონსულტაციო ორგანოების (კომიტეტი, კომისია) შექმნა; თ) ამ კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება და უფლებამოსილებების განხორციელება.(შეჩერდეს მე-12 პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის 2015 წლის 12 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერი №3/6/668 – ვებგვერდი, 23.10.2015წ. 13. სააგენტოს ბიუჯეტს სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს სააგენტოს საბჭო და წარუდგენს ეროვნული ბანკის საბჭოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად. ეროვნული ბანკის საბჭო სააგენტოს საბჭოს მიერ წარდგენილ სააგენტოს ბიუჯეტს ავტომატურად ასახავს ეროვნული ბანკის ბიუჯეტში, გარდა ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 14. თუ სააგენტოს საბჭოს მიერ წარდგენილი სააგენტოს ბიუჯეტის მოცულობა აღემატება წინა წლის სააგენტოს ბიუჯეტს, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია სააგენტოს საბჭოს მოსთხოვოს ამ ცვლილების დასაბუთება. სათანადო დასაბუთების მიუღებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის ბიუჯეტში სააგენტოს ბიუჯეტი ასახოს წინა წლის მონაცემების ფარგლებში. სააგენტოს ბიუჯეტის გაზრდის ნაწილობრივ გაზიარების შემთხვევაში ეროვნული ბანკი სააგენტოს ბიუჯეტს თავის ბიუჯეტში ითვალისწინებს გაზიარებული მონაცემების ფარგლებში. 15. თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან თანამდებობიდან ვადამდე განთავისუფლების შემთხვევაში სააგენტოს უფროსს 1 წლის განმავლობაში უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო და ამ ვადის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა. სააგენტოს უფროსს ამ პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგო არ მიეცემა და უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა, თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ იგი დაიკავებს სააგენტოს უფროსის სტატუსთან შეუთავსებელ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ თანამდებობას, ან თანამდებობიდან გადადგება, თუ მისი დამტკიცებიდან გასული არ არის 3 წელი მაინც, ან თუ მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო. 16. თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან თანამდებობიდან ვადამდე განთავისუფლების შემთხვევაში სააგენტოს უფროსის მოადგილეს 1 წლის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა.