„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.09.2021
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/75/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (10)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-05
ბიუროს ნომერი 86

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ მუხლი 1. მოქმედების სფერო 1. ეს კანონი აწესრიგებს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობასა და მიმოქცევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. 2. ეს კანონი ვრცელდება იმ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ფლობა ხორციელდება საქართველოში, კერძოდ: ა) „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სააქციო საზოგადოებათა მიერ გამოშვებულ აქციებსა და ექვივალენტურ ფასიან ქაღალდებზე; გ) სააქციო საზოგადოებათა ან სხვა ემიტენტთა მიერ საჯარო ან კერძო სამართლის საფუძველზე გამოშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებზე, მათ შორის უცხო ქვეყნის ემიტენტების მიერ საჯარო ან კერძო სამართლის საფუძველზე საქართველოში გამოშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებზე; დ) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოშვებულ საინვესტიციო ფონდის ერთეულებზე; ე) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოში გამოშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებზე; ვ) აქციებსა და ექვივალენტურ ფასიან ქაღალდებზე, სასესხო ფასიან ქაღალდებზე, საინვესტიციო ფონდის ერთეულებზე, რომლებიც საქართველოს ან უცხო ქვეყნის ემიტენტების მიერ საჯარო ან კერძო სამართლის საფუძველზე უცხო ქვეყანაში არის გამოშვებული; ზ) ამ პუნქტით განსაზღვრულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ დეპოზიტარულ ხელწერილებზე; თ) საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში - ეროვნული ბანკი) მიერ განსაზღვრულ ნებისმიერ სხვა ფასიან ქაღალდზე. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონის მიზნებისთვის, ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები - ფასიანი ქაღალდები, რომლებიც არსებობს მხოლოდ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე ჩანაწერის სახით; ბ) იდენტური დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი - ფასიანი ქაღალდების ერთი საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ფასიანი ქაღალდები. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს იდენტურ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებად მიჩნევის დამატებითი შემთხვევები; გ) ფასიანი ქაღალდების ანგარიში - ანგარიში, გარდა ემიტენტის ანგარიშისა, რომელსაც აწარმოებს ანგარიშის მწარმოებელი და რომელზეც ხდება ფასიანი ქაღალდების დაკრედიტება ან დადებეტება; დ) ანგარიშის მწარმოებელი - ის ფინანსური ინსტიტუტი, მათ შორის, ცენტრალური დეპოზიტარი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე უფლებამოსილია კლიენტებს გაუხსნას და აწარმოოს ფასიანი ქაღალდების ანგარიში; ე) ანგარიშის მფლობელი - პირი, რომლის სახელითაც ანგარიშის მწარმოებელი აწარმოებს ფასიანი ქაღალდების ანგარიშს, მიუხედავად იმისა ეს პირი მოქმედებს თავის თუ სხვის სასარგებლოდ (მათ შორის, როგორც ანგარიშის მწარმოებელი); ვ) ინვესტორი - ანგარიშის მფლობელი (რომელიც, მათ შორის, შესაძლოა იყოს ანგარიშის მწარმოებელი), რომელიც დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიმართ მოქმედებს მხოლოდ თავის სასარგებლოდ. ინვესტორს დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე აქვს საკუთრების უფლება ამ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად; ზ) ცენტრალური დეპოზიტარი - ეროვნული ბანკი ან/და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 50-ე პუნქტით განსაზღვრული ცენტრალური დეპოზიტარი; თ) ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებული ღონისძიება, რომლის მიზანია პირის საქართველოს კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და რომელიც მოიცავს ნებისმიერი იძულებითი აღსრულების საპროცესო ღონისძიებას (მათ შორის, სარჩელისა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს) და საქართველოს საგადასახადო და სამოქალაქო კოდექსებით გათვალისწინებულ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებს (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გირავნობას და იპოთეკას); ი) რეკონსილაცია – ანგარიშს მწარმოებლის შიდა ჩანაწერების დადარება სხვა ანგარიშის მწარმოებლის ან სხვა პირების ჩანაწერებთან მათში წარმოდგენილი მონაცემების სისწორის დადასტურებისა და სწორი მონაცემების დადგენის მიზნით; კ) ომნიბუს სეგრეგირებული ანგარიში - „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 69-ე პუნქტით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდების ანგარიში; ლ) ინდივიდუალური სეგრეგირებული ანგარიში - „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 70-ე პუნქტით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდების ანგარიში. 2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სამართლებრივი ბუნება 1. ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე განთავსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი გვაროვნულია. 2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მიბარების ხელშეკრულების მარეგულირებელი დებულებები ვრცელდება ანგარიშის მწარმოებელსა და ანგარიშის მფლობელს შორის ურთიერთობებზე ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა და დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების თავისებურებათა გათვალისწინებით. ანგარიშის მწარმოებელსა და ანგარიშის მფლობელს შორის შერეული ხელშეკრულების არსებობისას მასზე აგრეთვე ვრცელდება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან. მუხლი 4. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების გადაცემა 1. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიღება და გადაცემა წარმოებს ანგარიშის მფლობელის ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების დაკრედიტებით ან დადებეტებით. 2. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიღება, გადაცემა და ფლობა მესამე პირებისათვის ჩაითვლება ნამდვილად სხვა დამატებითი ქმედების ან პირობის გარეშე. 3. შესაბამისი ანგარიშის მწარმოებელი ვალდებულია შეასრულოს ანგარიშის მფლობელის ან მისი რწმუნებულის დავალება ანგარიშის მწარმოებელსა და ანგარიშის მფლობელს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. 4. დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე გირავნობის უფლების (გარდა ფინანსური გირავნობისა) წარმოშობა ხდება შესაბამის ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე ჩანაწერის გაკეთებით ან ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით. 5. ფინანსური გირავნობის წარმოშობა და ფინანსურ გირავნობასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 5. ფლობის რეჟიმი 1. ანგარიშის მწარმოებელი დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებს, მესამე პირის ან თავის სასარგებლოდ, ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილ ანგარიშებზე შესაძლოა ფლობდეს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ (სხვა ანგარიშის მწარმოებლ(ებ)ის მეშვეობით). 2. ანგარიშის მწარმოებლის მიერ ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან, მათ შორის უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან გახსნილ ანგარიშებზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და აღწერილობა უნდა შეესაბამებოდეს იმ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობასა და აღწერილობას, რომელიც დაკრედიტებულია ანგარიშის მწარმოებელთან ანგარიშის მფლობელთა მიერ გახსნილ ანგარიშებზე. 3. თუ ანგარიშის მწარმოებლის მიერ ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან, მათ შორის უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან გახსნილ ანგარიშებზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და აღწერილობა არ შეესაბამება იმ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობასა და აღწერილობას, რომელიც დაკრედიტებულია ანგარიშის მწარმოებელთან ანგარიშის მფლობელთა მიერ გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე, ანგარიშის მწარმოებელი ვალდებულია იმოქმედოს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ან თუ მის მიმართ დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად. 4. უცხოური ანგარიშის მწარმოებელი ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად უნდა ახორციელებდეს პრევენციულ ღონისძიებებს, ინახავდეს ინფორმაციას (დოკუმენტებს) და ექვემდებარებოდეს რეგულირებას/ზედამხედველობას. 5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს შეზღუდვები და მოთხოვნები დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების არაპირდაპირი ფლობის მიმართ. მუხლი 6. დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლება 1. ინვესტორისათვის გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების დაკრედიტება წარმოშობს ინვესტორის წილობრივ თანასაკუთრების უფლებას, ამ ანგარიშზე დაკრედიტებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის პროპორციულად, ცენტრალურ დეპოზიტართან ან ანგარიშის მწარმოებლებთან არსებულ იმ ომნიბუს სეგრეგირებულ ანგარიშებზე დაკრედიტებული იდენტური დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ერთობლიობაზე, რომელზეც დაკრედიტებულია შესაბამისი ინვესტორების დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები. ამ პუნქტით განსაზღვრულ თანასაკუთრების უფლებაზე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საერთო საკუთრებისა და საზიარო უფლებების მარეგულირებელი ნორმები. 2. ინვესტორისათვის გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების დაკრედიტება წარმოშობს ინვესტორის საკუთრების უფლებას ცენტრალურ დეპოზიტართან ან ანგარიშის მწარმოებელთან არსებულ შესაბამის ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტებულ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე. მუხლი 7. დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე უფლებების ცენტრალური დეპოზიტარისა და ანგარიშის მწარმოებლის მიმართ განხორციელება 1. ინვესტორს უფლება აქვს დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრებიდან გამომდინარე უფლებები განახორციელოს მხოლოდ იმ ანგარიშის მწარმოებლის მიმართ, რომელთანაც ფლობს დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებს ან ცენტრალური დეპოზიტარის მიმართ, თუ ინვესტორი დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებს პირდაპირ მასთან ფლობს. აღნიშნული წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს შემდეგი შემთხვევები: ა) ამ მუხლის შესაბამისად დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რესტიტუციასთან დაკავშირებული უფლებების განხორციელება ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდაციის ან, ამ მუხლის მე-10 პუნქტის გათვალისწინებით, მის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შემთხვევაში; ბ) დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე სახელშეკრულებო მოთხოვნების ან კორპორაციული უფლებების განხორციელება ემიტენტის მიმართ; გ) ემიტენტის მიმართ „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეჟიმის შემოღება, რა შემთხვევაშიც უფლებები ხორციელდება ემიტენტის მიმართ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები ანგარიშის მწარმოებელმა შესაძლებელია განახორციელოს ინვესტორის სახელით, მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. 3. ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდაციის შემთხვევაში, მოთხოვნა იდენტური ფასიანი ქაღალდების იმ ერთობლიობაზე, რომელიც ანგარიშის მწარმოებლის სახელით არის განთავსებული ცენტრალურ დეპოზიტართან ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან, მათ შორის უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან გახსნილ ომნიბუს სეგრეგირებულ ანგარიშზე, ხორციელდება კოლექტიურად, ლიკვიდატორის მიერ ყველა ანგარიშის მფლობელის სახელით. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშის მფლობელის სასარგებლოდ ანგარიშის მწარმოებლის მიერ ცენტრალურ დეპოზიტართან ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან, მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან გახსნილია ინდივიდუალური სეგრეგირებული ანგარიში, ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდატორი ანგარიშის მფლობელის სახელით მოთხოვნას ახორციელებს შესაბამის ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე არსებულ ფასიან ქაღალდებზე. 4. თუ, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ომნიბუს სეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტებული იდენტური ფასიანი ქაღალდების ერთობლიობა არ არის საკმარისი შესაბამის ანგარიშებზე დაკრედიტებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სრულად რესტიტუციისათვის, იგი განაწილდება ანგარიშის მფლობელთა შორის მათი უფლებების პროპორციულად. 5. როდესაც ომნიბუს ან/და ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე განთავსებული იდენტური ფასიანი ქაღალდების ერთობლიობა არ არის საკმარისი შესაბამის ანგარიშებზე დაკრედიტებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სრულად რესტიტუციისათვის, ანგარიშის მფლობელთა მოთხოვნის უფლება აგრეთვე ვრცელდება იდენტურ ფასიან ქაღალდებზე, რომელთაც ფლობს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ანგარიშის მწარმოებელი თავის სასარგებლოდ, ანგარიშის მფლობელთა უფლებების სრულად დაკმაყოფილებისათვის საჭირო პროპორციით. 6. ანგარიშის მფლობელებს ანგარიშის მწარმოებლის მიმართ აქვთ არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა იმ უფლებების პროპორციულად, რაც ვერ დაკმაყოფილდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად. 7. როდესაც არაკეთილსინდისიერი შემძენის მიმართ, რომელიც ვალდებულია მოახდინოს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რესტიტუცია, დაიწყება ლიკვიდაციის პროცესი, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ, არსებობის შემთხვევაში, სალიკვიდაციო მასიდან გამოიყოს იმავე რაოდენობის, იდენტური დასაბრუნებელი დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები. 8. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რესტიტუცია ხდება სხვა ანგარიშის მწარმოებელთან გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე გადატანით. სხვა ანგარიშის მწარმოებლის შერჩევა ხდება ლიკვიდატორის მიერ. 9. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ანგარიშის მწარმოებლის სალიკვიდაციო მასაში არ შედის ის ფასიანი ქაღალდები, რომელთა მიმართ ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტების შესაბამისად მოთხოვნის უფლება აქვთ ანგარიშის მფლობელებს. 10. თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი არის ანგარიშის მწარმოებელი, რეზოლუციის რეჟიმის შემოღებისას გამოიყენება ამ მუხლის მე-3-მე-9 პუნქტები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით. მუხლი 8. ემისიის მთლიანობის უზრუნველყოფა 1. ცენტრალურმა დეპოზიტარმა უნდა მიიღოს რეკონსილაციასთან დაკავშირებული შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ ცენტრალურ დეპოზიტარში არსებული ერთი ემისიის ფარგლებში გამოშვებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა ან ცენტრალურ დეპოზიტარში განთავსებული ემისიის ნაწილი უდრიდეს ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ჯამს. ამ პუნქტით გათვალისწინებული რეკონსილაცია უნდა განხორციელდეს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით. 2. საჭიროების შემთხვევაში, თუ გარკვეული კატეგორიის დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რეკონსილაციის პროცესში ჩართულნი არიან სხვა პირები, ემისიის მთლიანობის დაცვის მიზნით აღნიშნული პირები და ცენტრალური დეპოზიტარი უზრუნველყოფენ ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლასა და შესაბამის თანამშრომლობას. 3. დაუშვებელია ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე უარყოფითი ნაშთის არსებობა. მუხლი 9. პასუხისმგებლობა 1. თუ ანგარიშის მწარმოებლის მიერ ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან, მათ შორის უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან გახსნილ ანგარიშებზე განთავსებული იდენტური ფასიანი ქაღალდების რაოდენობა ნაკლებია იმ იდენტური დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობაზე, რომლებიც დაკრედიტებულია ანგარიშის მწარმოებელთან ანგარიშის მფლობელთა მიერ გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე, ანგარიშის მწარმოებელი ვალდებულია: ა) თუ შეუსაბამობა გამოწვეულია მისი ბრალით, შესაბამისი ოდენობით გაზარდოს ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან, მათ შორის უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან გახსნილ ანგარიშებზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა; ბ) თუ შეუსაბამობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის გამო: ბ.ა) უზრუნველყოს დაკარგული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების აღდგენა; ბ.ბ) თუ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სრულად აღდგენა შეუძლებელია, შეამციროს დაზარალებული ანგარიშის მფლობელების ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა. 2. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ ანგარიშის მწარმოებელს ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან, მათ შორის უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან გახსნილი აქვს როგორც ომნიბუს, ისე ინდივიდუალური სეგრეგირებული ანგარიშები, ანგარიშის მწარმოებელთან ანგარიშის მფლობელთა მიერ გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე დაკრედიტებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის შემცირების მიზნებისათვის გაითვალისწინება მხოლოდ შესაბამის ომნიბუს ან ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და აღწერილობა. ომნიბუს სეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტებული იდენტური ფასიანი ქაღალდები დაზარალებულ ანგარიშის მფლობელთა შორის განაწილდება მათი უფლებების პროპორციულად. მუხლი 10. დივიდენდის, პროცენტისა და ძირითადი თანხის გადახდა 1. დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდზე დივიდენდის, პროცენტისა და ძირითადი თანხის გადახდის მიზნით, ემიტენტი ვალდებულია შესაბამისი თანხა ხელმისაწვდომი გახადოს წინასწარ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე. მას შემდეგ, რაც მითითებული თანხა ხელმისაწვდომი გახდება, ემიტენტი თავისუფლდება შესაბამისი ვალდებულებისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ყადაღის ან ვალდებულების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიების გამო შეუძლებელი გახდება თანხის გამოყენება. 2. ცენტრალური დეპოზიტარი უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული თანხის გადარიცხვას ანგარიშის მწარმოებლების ანგარიშზე მათ სახელზე არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების პროპორციულად, ვადის დადგომისას. აღნიშნულით ცენტრალური დეპოზიტარი თავისუფლდება შესაბამისი ვალდებულებისაგან. მუხლი 11. ფლობის დადასტურება დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობა დასტურდება ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე არსებული საკრედიტო ნაშთით, რომლის დადასტურება ხდება ცენტრალური დეპოზიტარის ან ანგარიშის მწარმოებლის მიერ გაცემული ანგარიშის ამონაწერით. ცენტრალური დეპოზიტარი და ანგარიშის მწარმოებელი, მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამის ანგარიშის მფლობელზე გასცემენ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ამ პირის მიერ ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს. მუხლი 12. კეთილსინდისიერი შემძენი კეთილსინდისიერი შემძენის მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187ე მუხლის პირველი ნაწილი. კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მესაკუთრე, თუ მან დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები უსასყიდლოდ მიიღო. მუხლი 13. საერთაშორისო კერძო სამართალი: ამ მუხლით განსაზღვრულ საკითხებს აწესრიგებს იმ ქვეყნის სამართალი, სადაც შესაბამისი ფასიანი ქაღალდების ანგარიშია გახსნილი, კერძოდ ეს საკითხებია: ა) ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე განთავსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობიდან გამომდინარე ანგარიშის მწარმოებლისა და მესამე პირების მიმართ წარმოშობილი უფლებების სამართლებრივი ბუნება და შედეგები; ბ) ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე განთავსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების განკარგვიდან გამომდინარე ანგარიშის მწარმოებლისა და მესამე პირების მიმართ წარმოშობილი უფლებების სამართლებრივი ბუნება და შედეგები; გ) ანგარიშის მწარმოებელთან არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების განკარგვის ნამდვილობასთან დაკავშირებული მოთხოვნები; დ) ანგარიშის მწარმოებელთან არსებულ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე უფლების წარმოშობის და გაუქმების საკითხი ან მათი უპირატესობა მესამე პირის უფლებებთან მიმართებით; ე) ანგარიშის მწარმოებლის მოვალეობები სხვა პირებთან, გარდა ანგარიშის მფლობელებისა, რომლებიც მოთხოვნას აცხადებენ ანგარიშის მწარმოებელთან არსებულ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე; ვ) ანგარიშის მწარმოებელთან არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების განკარგვის შემთხვევაში, დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ დივიდენდზე ან სხვა გასაცემებზე ან გამოსყიდვით, დაფარვით, გაყიდვით მიღებულ/მისაღებ ან სხვა შემოსავალზე უფლების შემძენზე გადასვლის საკითხი. მუხლი 14. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებანი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებთან ერთად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს: ა) ფასიანი ქაღალდების ანგარიშის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გირავნობის უფლების წარმოშობის საკითხები; ბ) ანგარიშის მფლობელებისათვის გასაცემი დოკუმენტის ფორმა და მისი გაცემის წესი; გ) დივიდენდის, პროცენტისა და ძირითადი თანხის გადახდის წესი; დ) მოთხოვნები და შეზღუდვები არაპირდაპირი ფლობის მიმართ; დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ე) ცენტრალური დეპოზიტარის მიერ რეკონსილაციის განხორციელების პერიოდულობა. მუხლი 15. გარდამავალი დებულებები ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის ამოქმედებიდან 90 დღეში უზრუნველყოს ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების გამოცემა. მუხლი 16. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა გამოქვეყნებისთანავე. ამ კანონის პირველი-მე-14 მუხლებისა, ამოქმედდეს 2. ამ კანონის პირველი-მე-14 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა. ა. ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კაპიტალის ბაზრის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა ქვეყანაში ცხადი, განჭვრეტადი სამართლებრივი ჩარჩოს არსებობა. ფასიანი ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებული რეგულირება კი ამ სამართლებრივი გარემოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მისი სრულყოფილად მოწესრიგება არსებითი ელემენტია განვითარებული ფასიანი ქაღალდების ბაზრისათვის. ამის საპირისპიროდ, საქართველოში ფასიანი ქაღალდების ფლობის სამართლებრივი ჩარჩო მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება. „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის უმთავრესი მიზანი სწორედ ფასიანი ქაღალდების ფლობის გამართული სამართლებრივი მექანიზმის შემოღება, ხსენებული ხარვეზების აღმოფხვრა და სამართლებრივი სიცხადისა და განჭვრეტადობის უზრუნველყოფაა. ფასიანი ქაღალდები ფორმის მიხედვით შესაძლოა იყოს მატერიალური, რეგისტრირებული ან დემატერიალიზებული. მატერიალური ფორმით არსებობს საწარმდგენლო და საორდერო ფასიანი ქაღალდები. საწარმდგენლო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლება დასტურდება დოკუმენტის ფლობით, ხოლო საორდერო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში მესაკუთრის ვინაობა დოკუმენტზეა მითითებული. რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი რეგისტრირებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრში და მასზე საკუთრების უფლებაც დასტურდება რეესტრში ჩანაწერით ან „სერტიფიკატით“. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები არსებობს მხოლოდ ანგარიშზე ჩანაწერის სახით (book-entry) და მათზე საკუთრების უფლება დასტურდება სისტემის ამონაწერით. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების შედეგად გაჩნდა, რომლის წყალობითაც აღარაა საჭირო ფასიანი ქაღალდების მატერიალური ფორმით ფლობა ან მათი რეგისტრაცია. ეს საშუალებას იძლევა ყოველდღიურად ფასიან ქაღალდებზე მარტივად განხორციელდეს უამრავი ტრანზაქცია, რაც კაპიტალის ბაზრის სწრაფი განვითარებისა და საბოლოოდ, ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა. როგორც აღინიშნა, დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები არსებობს ელექტრონული ჩანაწერების სახით ანგარიშებზე, რომლებსაც აწარმოებს შუამავალი - ანგარიშის მწარმოებელი (კომერციული ბანკი ან საბროკერო კომპანია). თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კვალდაკვალ, აუცილებელია, რომ კანონმდებლობა სათანადოდ არეგულირებდეს დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების, მათი მიმოქცევისა და მათგან გამომდინარე უფლებების განხორციელების (მათ შორის, ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდაციისას) საკითხებს. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია „არამატერიალიზებული“ ფასიანი ქაღალდების ცნება, თუმცა მას არაფერი აქვს საერთო დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებთან. დეფინიცია დამაბნეველია და ინვესტორებისათვის არ ქმნის სამართლებრივ სიცხადეს. უფრო კონკრეტულად, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონი არამატერიალიზებულ ფასიან ქაღალდს განმარტავს, როგორც ფასიან ქაღალდს, რომელიც არ არსებობს ქაღალდის ფორმით, მაგრამ არსებობს ჩანაწერის სახით ფასიანი ქაღალდების რეესტრში ან ნომინალური მფლობელების ჩანაწერებში რეგისტრირებული მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის სახელზე. განმარტება ჩანაწერის არსებობას უკავშირებს რეესტრს, რაც რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდის მახასიათებელია. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ დეფინიცია დამაბნეველია, რეესტრის წარმოების მოთხოვნა ფაქტობრივად გამორიცხავს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების არსებობას და აფერხებს მათ თავისუფალ მიმოქცევას. შედეგად იქმნება სხვადასხვა ჩანაწერები ცენტრალურ დეპოზიტარსა და რეგისტრატორთა მიერ წარმოებულ რეესტრებში, რომლებიც ერთმანეთთან ავტომატურად არც არის დაკავშირებული. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები გამოშვებული უნდა იყოს ცენტრალურ დეპოზიტარში, მათთან დაკავშირებული ტრანზაქციები უნდა ხორციელდებოდეს ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე დაკრედიტებისა და დადებეტების გზით და მისი საბოლოობა არ უნდა იყოს დამოკიდებული რეგისტრატორთა მიერ წარმოებულ რეესტრში ჩანაწერების გაკეთებასთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ცნებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაურკვეველი რჩება ამ ფორმის ფასიანი ქაღალდების ბრუნვიდან წარმოშობილი ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების საკითხი, მათ შორის, ისიც, თუ რა საკანონმდებლო ნორმები უნდა იქნას გამოყენებული დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების დასადგენად, ან მათი განკარგვისას. მოქმედი კანონმდებლობით არ არის ცხადი ანგარიშზე ჩანაწერის სახით არსებული ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე მოთხოვნები შესაძლოა თუ არა აღსრულდეს ყველას მიმართ (რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდაციისას), თუ ინვესტორის მოთხოვნა შესაძლოა წარედგინოს მხოლოდ ანგარიშის მწარმოებელს, ანუ ინვესტორსა და ანგარიშის მწარმოებელს შორის ურთიერთობას მხოლოდ სახელშეკრულებო ხასიათი აქვს თუ იგი მოქმედებს ყველას მიმართ. კანონმდებლობა ნათლად არ ადგენს ინვესტორების უფლებებს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობისას, რაც მათი დაცვის სათანადო სამართლებრივ გარანტიებს ვერ ქმნის. სწორედ ამ ხარვეზებს ასწორებს წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული მოწესრიგება. უნდა ითქვას, რომ ფასიანი ქაღალდების დემატერიალიზაციას მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს, რაც გამოიხატება ხარჯების, საოპერაციო თუ სამართლებრივი რისკებისა (მათ შორის, მოპარვისა თუ გაყალბების) და დროის იმ რესურსის შემცირებაში, რაც დაკავშირებულია მისი რეგისტრირებული ან მატერიალური ფორმით გამოშვებასთან. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები არსებობს ელექტრონული ჩანაწერის სახით, რაც თავისთავად გულისხმობს ელექტრონული სისტემის არსებობას. ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის ოპერირებას, სადაც ხორციელდება დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება/ემისიის რეგისტრაცია ან/და ფასიანი ქაღალდების ანგარიშების გახსნა და წარმოება, ახორციელებს ცენტრალური დეპოზიტარი. იგი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირია. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეგისტრაციისა და ანგარიშსწორების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ძირითადი მფლობელების რეესტრის წარმოებას და სისტემის მონაწილეების მიერ მიწოდებული ტრანსფერორდერების შესაბამისად ანგარიშსწორების განხორციელებას, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერაა ადმინისტრირებული. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის ჯაჭვის მნიშვნელოვანია განიმარტოს, თუ ვინ არიან მისი მონაწილენი:     აღწერის მიზნით, ემიტენტი - პირი, რომელიც უშვებს ფასიან ქაღალდებს (მაგალითად, მთავრობა ობლიგაციების გამოშვებისას ან სააქციო საზოგადოება აქციებისა თუ ობლიგაციების გამოშვებისას) ცენტრალურ დეპოზიტარში მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე; ანგარიშის მწარმოებელი - ის შუამავალი ფინანსური ინსტიტუტი, მათ შორის, ცენტრალური დეპოზიტარი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე უფლებამოსილია კლიენტებს გაუხსნას და აწარმოოს ფასიანი ქაღალდების ანგარიში (კომერციული ბანკები და საბროკერო კომპანიები); ანგარიშის მფლობელი - პირი, რომლის სახელითაც ანგარიშის მწარმოებელი აწარმოებს ფასიანი ქაღალდების ანგარიშს, მიუხედავად იმისა ეს პირი მოქმედებს თავის თუ სხვის სასარგებლოდ (მათ შორის, როგორც ანგარიშის მწარმოებელი); ინვესტორები - დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის ჯაჭვში ბოლო სუბიექტი. ინვესტორები არიან პირები (მაგალითად, ფიზიკური პირები, კომპანიები, საპენსიო ფონდები, ა.შ.), რომლებიც დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიმართ მოქმედებენ მხოლოდ თავის სასარგებლოდ/წარმოადგენენ მათ მესაკუთრეებს. დემატერიალიზებული დიაგრამაზე: ფასიანი ქაღალდების ფლობის ჯაჭვი ნაჩვენებია შემდეგ ემიტენტი ცენტრალური დეპოზიტარი ანგარიშის მწარმოებელი (საბროკერო კომპანია A) ანგარიშის მწარმოებელი / მფლობელი (საბროკერო კომპანია B) ინვესტორი B ანგარიშის მწარმოებელი (კომერციული ბანკი B) ინვესტორი C ინვესტორი A აღსანიშნავია, რომ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის რეჟიმი სხვადასხვა იურისდიქციაში სხვადასხვაა. მაგალითად, UNIDROIT-ს საკანონმდებლო სახელმძღვანელო განახვავებს ხუთ მოდელს1. კანონპროექტით არჩეული მიდგომა ე.წ. თანასაკუთრების მოდელს ემყარება, ისევე როგორც ბელგიისა და ლუქსემბურგის კანონმდებლობა, სადაც Euroclear და Clearstream ოპერირებს. თანასაკუთრების მოდელი გულისხმობს, რომ ინვესტორებს იდენტურ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე გააჩნიათ თანასაკუთრების უფლება. მაგალითისათვის, თუ ზემოთ წარმოდგენილ დიაგრამაზე ემიტენტი გამოუშვებს 100 აქციას და მათგან 50-ს შეიძენს ინვესტორი A, ხოლო 50-ს ინვესტორი B, მაშინ მათი საკუთრება შეძენილ აქციებზე გამოიხატება, როგორც მთლიანად გამოშვებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ერთობლიობაში შესაბამისი წილი და ამდენად, თითოეული იქნება 50%-ის მესაკუთრე. ინვესტორებს თავიანთ აქციებზე წვდომა აქვთ ფასიანი ქაღალდების ანგარიშის საშუალებით, რომლებსაც შესაბამისი ანგარიშის მწარმოებლები აწარმოებენ. მოცემულ მაგალითში ინვესტორ A-სთვის ანგარიშის მწარმოებელი იქნება საბროკერო კომპანია B, ხოლო ინვესტორ B-სთვის - საბროკერო კომპანია A. ინვესტორის დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების შესახებ ცნობილია მხოლოდ მისი უშუალო ანგარიშის მწარმოებელისათვის და ეს ინფორმაცია არაა ხელმისაწვდომი მის ზემოთ ფასიანი ქაღალდების ფლობის ჯაჭვში. 1 დეტალებისათვის იხილეთ: Guide on Intermediated https://www.unidroit.org/instruments/capital-markets/legislative-guide Securities; ხელმისაწვდომია: თანასაკუთრების მოდელის უპირატესობა ისაა, რომ კარგად არის დაზღვეული ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული რისკები. კერძოდ, ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდაციისას, ინვესტორების ფასიანი ქაღალდები არ შედის ანგარიშის მწარმოებლის სალიკვიდაციო მასაში, ინვესტორების სახელით ლიკვიდატორი პირდაპირ ახორციელებს უფლებებს ცენტრალური დეპოზიტარის მიმართ (სადაც ანგარიშის მწარმოებლის ომნიბუს ანგარიშზე თავმოყრილია ანგარიშის მფლობელთა ფასიანი ქაღალდები) და მათ ანგარიშებზე არსებული ფასიანი ქაღალდებიც მხოლოდ გადაინაცვლებს სხვა ანგარიშის მწარმოებელთან გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე. წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია მოქნილი მიდგომა და თანასაკუთრების მოდელთან ერთად იგი დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების კონკრეტული ინვესტორისათვის გახსნილ ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს, რა შემთხვევაშიც ინვესტორს წარმოეშობა საკუთრების უფლება ცენტრალურ დეპოზიტართან ან ანგარიშის მწარმოებელთან არსებულ შესაბამის ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტებულ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე. და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის თანამედროვე სისტემების განვითარებას ფეხს უნდა უწყობდეს და განამყარებდეს ქვეყნის კანონმდებლობა. შესაბამისად, აუცილებელია ზემოთ აღწერილი პრობლემების გადაჭრა, რაც უკავშირდება კანონმდებლობის ბუნდოვანებას, მის ხარვეზებსა და რიგ შემთხვევებში შესაბამისი მოწესრიგების არარსებობას. ამ პრობლემებს საბოლოო ჯამში თან სდევს ინვესტორების ნდობის ნაკლებობა, რაც აფერხებს კაპიტალის ბაზრის განვითარებას. ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ზემოთ აღწერილი პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია კანონის მიღება, ვინაიდან ფასიანი ქაღალდების ფლობის გამართული საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობისათვის შესაბამისი გარანტიები, პირველ რიგში, სწორედ კანონის დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს.2 კანონით უნდა შეიქმნას სამართლებრივი სიცხადე და დადგინდეს ფასიანი ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრინციპები. მათი განხორციელების ტექნიკური დეტალები კი შესაძლოა გაიწეროს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში. კანონით უნდა იყოს განსაზღვრული დემატერიალიზებულ ფასიანი ქაღალდებზე საკუთრების უფლება. ასევე კანონით უნდა იყოს ცხადი, რომ ფასიანი ქაღალდების ფლობა არ წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ სახელშეკრულებო მოთხოვნას ანგარიშის მწარმოებლის მიმართ და მათგან გამომდინარე მოთხოვნები აღსრულებადია ყველას მიმართ, რაც, როგორც 2 დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის მნიშვნელობაზე იხილეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პუბლიკაცია: https://www.imf.org/en/Publications/WP/Issues/2020/11/20/Local-Currency-Bond-Markets-Law-Reform-AMethodology-for-Emerging-Markets-and-Developing-49905 (გვ. 28-30) ზემოთ აღინიშნა, ლიკვიდაციისას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანგარიშის მწარმოებლის უკვე ითქვა, რომ ფასიანი ქაღალდები ერთმანეთისაგან განსხვავდება ფორმის მიხედვით და შესაბამისად სხვადასხვაა მათ ფორმასთან დაკავშირებული რისკებიც. თუ მატერიალური ფორმის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული რისკი დოკუმენტის დაკარგვაა, დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული რისკი ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდაციას ან მის მიერ კანონმდებლობის დარღვევას (უკიდურეს შემთხვევაში, თაღლითობის შემთხვევებს) უკავშირდება. ამ რისკების მიტიგაციისათვის სხვადასხვა საშუალება არსებობს, თუმცა მათგან უმთავრესია შესაბამისი საკანონმდებლო მოწესრიგების არსებობა, რასაც სწორედ წარმოდგენილი კანონპროექტი უზრუნველყოფს. მოქმედი კანონმდებლობა არ ადგენს ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდაციის შემთხვევაში ანგარიშის მფლობელთა დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მოპყრობის საკითხს, მათ შორის, მოქმედი კანონმდებლობით არ არის ცხადი, თუ როგორ განაწილდება დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები ანგარიშის მფლობელთა შორის, თუ ცენტრალურ დეპოზიტარში არსებულ ანგარიშებზე არ არის საკმარისი დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები. კანონპროექტის მე-7 მუხლს სწორედ აღნიშნული მოწესრიგება შემოაქვს, რომელიც დაადგენს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების განაწილების პრინციპს. იმ პრინციპთაგან ერთ-ერთი, რომელიც დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ კანონით უნდა იყოს განსაზღვრული, დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე უფლებათა განხორციელების საკითხია, კერძოდ, კანონი უნდა განასხვავებდეს ინვესტორის კორპორაციულ/სახელშეკრულებო უფლებებს, რომლებსაც იგი ახორციელებს ემიტენტის მიმართ და სხვა ფინანსურ უფლებებს, რომლებსაც იგი ახორციელებს ანგარიშის მწარმოებლის მიმართ. ამ გამიჯვნას უზრუნველყოფს წარმოდგენილი კანონპროექტის მე-7 მუხლი. ასევე კანონით უნდა იყოს განსაზღვრული გამოსაყენებელი სამართალი, ვინაიდან მნიშვნელოვანია მასში აისახოს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის თანამედროვე სისტემებიდან გამომდინარე წარმოშობილი მოთხოვნები. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით ცხადი ხდება გამოსაყენებელი სამართალი ტრანსსასაზღვრო სიტუაციებში. კანონით გასათვალისწინებელი კიდევ ერთი პრინციპული საკითხია დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება. ვინაიდან ფინანსური გირავნობის საკითხებს აწესრიგებს „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ამიტომ წარმოდგენილი კანონპროექტით მისი რეგულირება არ ხდება დუბლირების გამოირიცხვის მიზნით. შესაბამისად, ფინანსურ გირავნობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს მოაწესრიგებს „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონი, ხოლო ფასიანი ქაღალდების დაგირავების სხვა შემთხვევებზე გავრცელდება წინამდებარე კანონპროექტი. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტში ასახული პრინციპები შეესაბამება ჟენევის UNIDROIT-ის კონვენციის დებულებებს.3 ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტი მიღებით უკეთ იქნება გარანტირებული ინვესტორების საკუთრების უფლების დაცვა, აგრეთვე უზრუნველყოფილი იქნება სამართლებრივი სიცხადე. ფასიანი ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩო შესაბამისი გახდება ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც ასევე ხელს შეუწყობს უცხოელ ინვესტორთა მოზიდვას და საბოლოოდ ქვეყანაში კაპიტალის ბაზრების განვითარებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პირველი მუხლით დადგენილია კანონის მოქმედების სფერო: იგი აწესრიგებს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობასა და მიმოქცევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. პირველივე მუხლით არის განსაზღვრული იმ ფასიანი ქაღალდების ჩამონათვალი, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონის მოქმედება.4 კანონპროექტის მე-2 მუხლი განმარტავს მასში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობებს. კანონპროექტის მე-3 მუხლით დადგენილია დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სამართლებრივი ბუნება, კერძოდ განმარტებულია, რომ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე განთავსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები გვაროვნულია. აღნიშნული ჩანაწერის მიზანია ის, რომ არ მოითხოვებოდეს თითოეული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდისათვის სერიული ნომრის მინიჭება ან რაიმე სხვა ფორმით მათი გამორჩევა. იდენტური დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები (ფასიანი ქაღალდების ერთი საიდენტიფიკაციო ნომრის (ISIN) მქონე ფასიანი ქაღალდები) უნდა იყოს თავისუფლად ჩანაცვლებადი. ეს მნიშვნელოვანია დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის ეფექტური სისტემის არსებობისათვის, რომელშიც მარტივად იქნება შესაძლებელი დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების „მოძრაობა“ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე. ამასთან, მე-3 მუხლი სიცხადისათვის აზუსტებს, რომ სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მიბარების ხელშეკრულების მარეგულირებელი დებულებები ვრცელდება ანგარიშის მწარმოებელსა და ანგარიშის მფლობელს შორის ურთიერთობებზე კანონპროექტით 3 4 კონვენციის ტექსტი იხ.: https://www.unidroit.org/instruments/capital-markets/geneva-convention ამასთანავე, კანონპროექტით არ დგინდება ფასიანი ქაღალდების დემატერიალიზაციის ვალდებულება. დაექვემდებარება თუ არა სავალდებულო წესით შესაბამისი ფასიანი ქაღალდები დემატერიალიზაციას, განისაზღვრება სექტორული (სპეციალური) კანონმდებლობით (მათ შორის, წინამდებარე კანონპროექტიდან გამომდინარე „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტით) და არა - წინამდებარე კანონპროექტით. შესაბამისად, „ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ კანონის პროექტი გავრცელდება დემატერიალიზებულ ფასიანი ქაღალდებზე იმის განურჩევლად, დემატერიალიზაცია განხორციელდება საკანონმდებლო მოთხოვნის თუ ემიტენტის სურვილის საფუძველზე. დადგენილ მოთხოვნათა და დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების თავისებურებათა გათვალისწინებით. ამ ჩანაწერით ცხადი ხდება კასტოდიანური ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება და ნათელი ხდება განსხვავება საბანკო დეპოზიტებისაგან, რა შემთხვევაშიც ფულადი თანხის შეტანით საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ანგარიშის მწარმოებელთან დადებული ხელშეკრულება, როგორც წესი, შერეულია და მოიცავს სხვა ტიპის ხელშეკრულებების (მაგალითად, დავალების ხელშეკრულების) ნორმებსაც, კანონპროექტის მე-3 მუხლი აზუსტებს, რომ ანგარიშის მწარმოებელსა და ანგარიშის მფლობელს შორის შერეული ხელშეკრულების არსებობისას მასზე აგრეთვე ვრცელდება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან. კანონპროექტის მე-4 მუხლი ეხება დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის საკითხებს. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიღება და გადაცემა წარმოებს ანგარიშის მფლობელის ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების დაკრედიტებით ან დადებეტებით. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ასეთი გადაცემა დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდებისათვის დაკრედიტება და დადებეტებაა. ფასიანი ქაღალდების ანგარიშების დაკრედიტებასა და დადებეტებას ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიმოქცევაში, ვინაიდან ასეთი ფასიანი ქაღალდები არსებობს მხოლოდ ანგარიშზე ჩანაწერის სახით. შესაბამისად, მათი მიმოქცევაც ანგარიშების დაკრედიტებასა და დადებეტებას უკავშირდება და ეს მეთოდი დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების გადაცემისათვის უნივერსალურია. ამასთან, დაკრედიტებისა და დადებეტების გარდა, სხვა დამატებითი ფორმალობების განხორციელება მხარეთა მიერ არ არის საჭირო. ამის უზრუნველსაყოფად, კანონპროექტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიღება, გადაცემა და ფლობა მესამე პირებისათვის ჩაითვლება ნამდვილად სხვა დამატებითი ქმედების ან პირობის გარეშე. ფასიანი ქაღალდების ანგარიშების დაკრედიტება და დადებეტება, რა თქმა უნდა, არ ხდება შესაბამისი ანგარიშის მფლობელის მიერ გაცემული დავალების გარეშე. აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს კანონპროექტის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად შესაბამისი ანგარიშის მწარმოებელი ვალდებულია შეასრულოს ანგარიშის მფლობელის ან მისი რწმუნებულის დავალება ანგარიშის მწარმოებელსა და ანგარიშის მფლობელს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები შესაძლოა იყოს ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების საგანი, თუმცა ამ შემთხვევაში გირავნობაზე გავრცელდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები. მითითებული კანონი ადგენს ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების შესაძლო მხარეების ამომწურავ ჩამონათვალს, კერძოდ მისი მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამგირავებელი ან მოგირავნე შეიძლება იყოს საჯარო დაწესებულება, საქართველოს ეროვნული ბანკი, უცხოური ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ადგილობრივი ან უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, საინვესტიციო ფონდი, ცენტრალური კონტრაჰენტი, ანგარიშსწორების აგენტი, საკლირინგო დაწესებულება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამგირავებელი ან მოგირავნე შეიძლება იყოს აგრეთვე პირი (გარდა ფიზიკური პირისა), მათ შორის, ამხანაგობა, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, თუ ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების მეორე მხარე არის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი. აქედან გამომდინარე, ცალკეულმა ინვესტორმა შესაძლოა ვერ გამოიყენოს თავისი ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე განთავსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები ფინანსური გირავნობის საგნად, თუ იგი არ ხვდება ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების მხარეთა ჩამონათვალში „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის მიდგომაა, რომ ასეთ ინვესტორებსაც მიეცეს საშუალება, დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები გამოიყენონ უზრუნველყოფის საგნად. შესაბამისად, კანონპროექტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე გირავნობის უფლების (გარდა ფინანსური გირავნობისა) წარმოშობა ხდება შესაბამის ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე ჩანაწერის გაკეთებით ან მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით (დაკრედიტებით ან დადებეტებით). თუმცა, ასეთ შემთხვევაში ადგილი ექნება სამოქალაქო გირავნობას და არა ფინანსურ გირავნობას. სიცხადისათვის, მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი აკონკრეტებს, რომ ფინანსური გირავნობის წარმოშობა და ფინანსურ გირავნობასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-5 მუხლი არეგულირებს ფასიანი ქაღალდების ფლობის რეჟიმს. ზოგადად დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის რეჟიმი შესაძლოა იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი. პირდაპირი ფლობის რეჟიმის შემთხვევაში ინვესტორების უფლებების დასტური პირდაპირ ცენტრალურ დეპოზიტარშია, სადაც გახსნილია „პირდაპირი ფასიანი ქაღალდების ანგარიში“ თითოეული ინვესტორისათვის. ასეთ სისტემაში ანგარიშის მწარმოებლები მხოლოდ „აგენტებს“ წარმოადგენენ ინვესტორებისათვის. არაპირდაპირი ფლობის რეჟიმი საფეხურებრივია, სადაც პირდაპირი ანგარიშები ცენტრალურ დეპოზიტარში აქვთ მხოლოდ ფინანსურ ინსტიტუტებს - ანგარიშის მწარმოებლებს, რომელთა ანგარიშები ორგვარია: ანგარიშები, სადაც ანგარიშის მწარმოებლის საკუთარი დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდებია განთავსებული და ანგარიშები, რომლებსაც იგი ინვესტორების სახელით აწარმოებს. პირდაპირი ფლობის რეჟიმის უპირატესობებია სიმარტივე და უსაფრთხოება, ვინაიდან საბოლოო ინვესტორების უფლებების დასტური ერთ სისტემაში ფიქსირდება, იგი, როგორც წესი, არის მკაცრი კონტროლის ქვეშ და არაა დამოკიდებული სხვა ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობასა და მათ მონაცემებზე. მეორე მხრივ, ამ სისტემას აქვს თავისი ნაკლოვანებები. როდესაც პირდაპირი ანგარიშების რაოდენობა გარკვეულ ზღვარს აღწევს, ყველა ოპერაციის რეკონსილიაცია რთული ხდება და ოპერაციულ დონეზე მისი შენარჩუნება სირთულეებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, პირდაპირი ანგარიშის გახსნა რთულია უცხოელი ინვესტორებისთვის. ამის გამო, სისტემები ფლობის ორივე რეჟიმის შესაძლებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულს უზრუნველყოფს წარმოდგენილი კანონპროექტიც, რომლის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ანგარიშის მწარმოებელი დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებს, მესამე პირის ან თავის სასარგებლოდ, ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილ ანგარიშებზე შესაძლოა ფლობდეს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ (სხვა ანგარიშის მწარმოებლ(ებ)ის მეშვეობით). კანონპროექტის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ანგარიშის მწარმოებლის მიერ ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან, მათ შორის უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან გახსნილ ანგარიშებზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და აღწერილობა უნდა შეესაბამებოდეს იმ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობასა და აღწერილობას, რომელიც დაკრედიტებულია ანგარიშის მწარმოებელთან ანგარიშის მფლობელთა მიერ გახსნილ ანგარიშებზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ თუ ანგარიშის მწარმოებლის მიერ ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან, მათ შორის უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან გახსნილ ანგარიშებზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და აღწერილობა არ შეესაბამება იმ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობასა და აღწერილობას, რომელიც დაკრედიტებულია ანგარიშის მწარმოებელთან ანგარიშის მფლობელთა მიერ გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე, ანგარიშის მწარმოებელი ვალდებულია იმოქმედოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ან თუ მის მიმართ დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი, მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია უცხოური ანგარიშის მწარმოებლის ვალდებულება ფინანსურ ქმედება სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებდეს პრევენციულ ღონისძიებებს, ინახავდეს ინფორმაციას (დოკუმენტებს) და ექვემდებარებოდეს რეგულირებას/ზედამხედველობას. აღნიშნული მნიშვნელოვანია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დასაცავად, რომლის თანახმადაც არარეზიდენტ მონაწილესთან (უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტთან) საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე და მასთან საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას, ცენტრალური დეპოზიტარი/ანგარიშის მწარმოებელი უნდა დარწმუნდეს, რომ უცხოური ფინანსური ინსტიტუტი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს მასთან ურთიერთობაში მყოფი პირის იდენტიფიკაციას და ვინაობის გადამოწმებას (ვერიფიკაციას) და მის მიმართ ხორციელდება ზედამხედველობა ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. მითითებული ინფორმაციის მოპოვება და შემოწმება მოითხოვს მნიშვნელოვან რესურსს და ხშირ შემთხვევაში, პრაქტიკაში არსებული სხვადასხვა შეფერხებისა და ხარვეზის გამო, რთული გადასამოწმებელია. შესაბამისად, კანონმდებლობა ადგენს სტანდარტს, რომლის თანახმადაც უცხოური ფინანსური ინსტიტუტის ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობა FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად, უნდა ექვემდებარებოდეს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით რეგულირებას/ზედამხედველობას. აღნიშნული კი უზრუნველყოფს უცხოური ანგარიშის მწარმოებლის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს შეზღუდვები და მოთხოვნები დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების არაპირდაპირი ფლობის მიმართ. როგორც ზემოთ აღინიშნა, არაპირდაპირი ფლობის შემთხვევაში, ადგილი აქვს საფეხურებრივ მფლობელობას - ფასიანი ქაღალდების ფლობის ჯაჭვს. შესაბამისად, კანონპროექტის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი, ეროვნულ ბანკს ანიჭებს შესაძლებლობას შეზღუდოს ფასიანი ქაღალდების ფლობის ჯაჭვი და მაგალითად, დაადგინოს სისტემაში მხოლოდ სამი საფეხურის არსებობა, თუ ბაზრის განვითარების დონიდან გამომდინარე საჭიროდ იქნება მიჩნეული მსგავსი შეზღუდვის შემოღება. როგორც ზემოთ იქნა აღწერილი, კანონპროექტს შემოაქვს ფასიანი ქაღალდების ფლობის ე.წ. თანასაკუთრების მოდელი. ეს მიდგომა ასახვას ჰპოვებს წარმოდგენილი კანონპროექტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში, რომლის თანახმად ინვესტორისათვის გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების დაკრედიტება წარმოშობს ინვესტორის წილობრივ თანასაკუთრების უფლებას, ამ ანგარიშზე დაკრედიტებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის პროპორციულად, ცენტრალურ დეპოზიტართან ან ანგარიშის მწარმოებლებთან არსებულ იმ ომნიბუს სეგრეგირებულ ანგარიშებზე დაკრედიტებული იდენტური დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ერთობლიობაზე, რომელზეც დაკრედიტებულია შესაბამისი ინვესტორების დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები. როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონპროექტი ითვალისწინებს ანგარიშის მფლობელსა და ანგარიშის მწარმოებელს შორის არსებული ურთიერთობის მიმართ მიბარების ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების გავრცელებას, რაც ასევე არის რელევანტური ინვესტორის მიერ შეძენილი უფლების, როგორც თანასაკუთრების, განხილვის თვალსაზრისითაც. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 786-ე მუხლი, ინვესტორსა და ანგარიშის მწარმოებელს შორის არსებული ურთიერთობის მსგავსად, ითვალისწინებს შემნახველის მიერ შერეულ ქონებაზე (საქონელზე) მიმბარებლების თანასაკუთრების წარმოშობას, მათ მიერ ჩაბარებული საქონლის ოდენობის პროპორციულად. აღნიშნული ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის მოდელი, რომელიც ომნიბუს ანგარიშებზე განთავსებულ ფასიან ქაღალდებს განიხილავს ინვესტორთა თანასაკუთრების ობიექტად, ორგანულ კავშირშია საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით განმტკიცებულ პრინციპებთან და ტრადიციებთან. კანონპროექტით განსაზღვრულ თანასაკუთრების უფლებაზე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საერთო საკუთრებისა და საზიარო უფლებების მარეგულირებელი ნორმები. ვინაიდან დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები არ არის ინდივიდუალურად იდენტიფიცირებადი, ინვესტორების უფლება არსებობს არა სპეციფიკურ ფასიან ქაღალდებზე, არამედ მათ აქვთ თანასაკუთრების უფლება იდენტური ფასიანი ქაღალდების ერთობლიობაზე. კანონპროექტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ეხება ინვესტორის ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტებულ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებს, კერძოდ კი ადგენს, რომ ინვესტორისათვის გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების დაკრედიტება წარმოშობს ინვესტორის საკუთრების უფლებას ცენტრალურ დეპოზიტართან ან ანგარიშის მწარმოებელთან არსებულ შესაბამის ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტებულ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე. ამ შემთხვევაში კონკრეტული ინვესტორის დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები სეგრეგირებულია სხვა დანარჩენი ინვესტორების ფასიანი ქაღალდებისაგან, ამიტომ მას წარმოეშობა საკუთრების უფლება და არ მოექცევა თანასაკუთრების უფლების ამავე მუხლის პირველი პუნქტით განმარტებულ შემთხვევაში. კანონი უნდა განასხვავებდეს ინვესტორის კორპორაციულ/სახელშეკრულებო უფლებებს, რომლებსაც იგი ახორციელებს ემიტენტის მიმართ და სხვა ფინანსურ უფლებებს, რომლებსაც იგი ახორციელებს ანგარიშის მწარმოებლის მიმართ. ზოგადად ინვესტორი თანასაკუთრებიდან გამომდინარე უფლებებს ახორციელებს მხოლოდ იმ ანგარიშის მწარმოებლის მიმართ, რომელთანაც ფლობს დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებს ან მისი უფლებები ხორციელდება პირდაპირ ცენტრალური დეპოზიტარის მიმართ, თუ იგი დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებს პირდაპირ ცენტრალურ დეპოზიტართან ფლობს. ამ პრინციპს საკანონმდებლო დონეზე ასახავს წარმოდგენილი კანონპროექტის მე-7 მუხლი. თუმცა ზოგადი პრინციპიდან არსებობს გამონაკლისები, რომლებიც ასევე დეტალიზებულია კანონპროექტის მე-7 მუხლში. აღნიშნული წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს შემდეგი შემთხვევები:  უფლებების განხორციელება ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდაციის შემთვევაში;  დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე სახელშეკრულებო მოთხოვნები ან კორპორაციული უფლებების განხორციელება, რომელიც ასევე ხორციელდება ემიტენტის და არა ანგარიშის მწარმოებლის მიმართ (თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს ინვესტორისა და ანგარიშის მწარმოებლის შეთანხმებას, რომ ამ უკანასკნელმა ინვესტორის სახელით განახორციელოს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე სახელშეკრულებო მოთხოვნები ან კორპორაციული უფლებები);  ემიტენტის მიმართ „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეჟიმის შემოღება, რა შემთხვევაშიც სახელშეკრულებო ან კორპორაციული უფლებები ხორციელდება ემიტენტის მიმართ. ზემოთ აღინიშნა, რომ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული რისკი ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდაციას უკავშირდება და ამ რისკის მიტიგაციის ერთ-ერთი საშუალება შესაბამისი საკანონმდებლო მოწესრიგების შემოღებაა. აღნიშნულს უზრუნველყოფს „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3-მე-9 პუნქტები, კერძოდ მე-3 პუნქტის თანახმად, ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდაციის შემთხვევაში, მოთხოვნა იდენტური ფასიანი ქაღალდების იმ ერთობლიობაზე, რომელიც ანგარიშის მწარმოებლის სახელით არის განთავსებული ცენტრალურ დეპოზიტართან ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან, მათ შორის უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან გახსნილ ომნიბუს სეგრეგირებულ ანგარიშზე, ხორციელდება კოლექტიურად, ლიკვიდატორის მიერ ყველა ანგარიშის მფლობელის სახელით. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშის მფლობელის სასარგებლოდ ანგარიშის მწარმოებლის მიერ ცენტრალურ დეპოზიტართან ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან, მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან გახსნილია ინდივიდუალური სეგრეგირებული ანგარიში, ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდატორი ანგარიშის მფლობელის სახელით მოთხოვნას ახორციელებს შესაბამის ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე არსებულ ფასიან ქაღალდებზე. წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული მოწესრიგების უკეთ აღქმისათვის ქვემოთ წარმოდგენილია კონკრეტული მაგალითები და შესაბამისი სქემები. წარმოდგენილ სქემაზე თუ ანგარიშის მწარმოებელ A-ს მიმართ შემოღებულ იქნა ლიკვიდაციის რეჟიმი, მის ომნიბუს ანგარიშზე არსებულ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე - ამ შემთხვევაში 100 აქციაზე - მოთხოვნა აქვთ ინვესტორებს და მათი მოთხოვნა ხორციელდება კოლექტიურად, ანუ ლიკვიდატორის მიერ. ლიკვიდატორი შეარჩევს სხვა ანგარიშის მწარმოებელს, მაგალითად, ანგარიშის მწარმოებელ B-ს და მასთან გადაიტანს ინვესტორების აქციებს. ამ მოთხოვნას ითვალისწინებს წარმოდგენილი კანონპროექტის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი: დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რესტიტუცია ხდება სხვა ანგარიშის მწარმოებელთან გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე გადატანით. სხვა ანგარიშის მწარმოებლის შერჩევა ხდება ლიკვიდატორის მიერ. ზემოთ წარმოდგენილ მაგალითში, ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი ანგარიშის მწარმოებლის ომნიბუს ანგარიშზე განთავსებული ფასიანი ქაღალდები საკმარისი იყო ინვესტორების სრულად რესტიტუციისათვის, თუმცა პრაქტიკაში შესაძლოა იყოს შემთხვევა (მაგალითად, ანგარიშის მწარმოებელ A-ს არამართლზომიერი ქმედების გამო), როდესაც იდენტური დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ერთობლიობა არ არის საკმარისი ანგარიშებზე დაკრედიტებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სრულად რესტიტუციისათვის: ასეთ შემთხვევაში აქციები განაწილდება ანგარიშის მფლობელთა შორის მათი უფლებების პროპორციულად. ამ პრინციპს ითვალისწინებს კანონპროექტის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი. შესაბამისად, ზემოთ წარმოდგენილ მაგალითში, იმის გამო, რომ ანგარიშის მწარმოებლის ომბინუს სეგრეგირებულ ანგარიშზე 100 აქციის ნაცვლად მხოლოდ 80 აქციაა, ინვესტორი X დაიბრუნებს 32 აქციას, ხოლო ინვესტორი Y – 48 აქციას. როგორც ამ მაგალითში იქნა განხილული, შესაძლოა იდენტური დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ერთობლიობა არ არის საკმარისი ანგარიშებზე დაკრედიტებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სრულად რესტიტუციისათვის. თუმცა, თუ ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი ანგარიშის მწარმოებელი თავის სასარგებლოდ ფლობს იდენტურ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებს, მაშინ წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული საკუთრების უფლება გავრცელდება ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი ანგარიშის მწარმოებლის საკუთარ ანგარიშზეც ანგარიშის მფლობელთა უფლებების სრულად დაკმაყოფილებისათვის საჭირო პროპორციით (კანონპროექტის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი). წარმოდგენილ სქემაზე, ომნიბუს ანგარიშზე არსებული 80 აქცია არ არის საკმარისი ინვესტორების ანგარიშებზე დაკრედიტებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სრულად რესტიტუციისათვის, ვინაიდან ინვესტორ X-ს ეკუთვნის დამატებით 8 აქცია, ხოლო ინვესტორ Y-ს - 12. ვინაიდან იდენტური აქციები არსებობს ანგარიშის მწარმოებლის საკუთარ ანგარიშზე, ინვესტორების უფლებები გავრცელდება მასზეც. ინვესტორი X ანგარიშის მწარმოებლის საკუთარი ანგარიშიდან მიიღებს დამატებით 4 აქციას, ხოლო ინვესტორი Y – 6-ს. (აღსანიშნავია, რომ იგივე რეჟიმში მოექცევიან ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე განთავსებული იდენტური ფასიანი ქაღალდების მფლობელებიც.) წარმოდგენილ მაგალითში სრულად მაინც ვერ დაკმაყოფილდა ინვესტორთა მოთხოვნები, კერძოდ ინვესტორ X-ს დამატებით აქვს მოთხოვნა 4 აქციაზე, ხოლო ინვესტორ Y-ს - 6 აქციაზე. ასეთ შემთხვევაში მათ რჩებათ არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა თავიანთი უფლებების პროპორციულად (კანონპროექტის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი) და შესაბამისად, მიიღებენ ანაზღაურებას სალიკვიდაციო მასიდან არაუზრუნველყოფილი მოთხოვნებისათვის დადგენილი რიგითობის შესაბამისად. ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი ანგარიშის მწარმოებლის სალიკვიდაციო მასაში არ შედის ის დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები, რომელთა მიმართ კანონპროექტის მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად (ზემოთ განხილულ სქემებში) მოთხოვნის უფლება აქვთ ანგარიშის მფლობელებს. კანონპროექტის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ითვალისწინებს სპეციალურ მოწესრიგებას, როდესაც არაკეთილსინდისიერი შემძენის მიმართ, რომელიც ვალდებულია მოახდინოს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რესტიტუცია, ამოქმედდება საქმიანობის შეზღუდული რეჟიმი. ასეთ შემთხვევაში პირს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ, არსებობის შემთხვევაში, სალიკვიდაციო მასიდან გამოიყოს იგივე რაოდენობის, იდენტური დასაბრუნებელი დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები. თუ ანგარიშის მწარმოებელი რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკია, კანონპროექტის თანახმად, მისი მე-7 მუხლის მე-3-მე-9 პუნქტები გამოიყენება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები იქმნება ცენტრალურ დეპოზიტარში მათი ემიტენტის ანგარიშზე გამოშვების გზით. შემდგომში ცენტრალური დეპოზიტარია ვალდებული უზრუნველყოს, რომ თავდაპირველად შექმნილი ფასიანი ქაღალდები უდრიდეს იმ იდენტური ფასიანი ქაღალდების ჯამს, რომელიც ცირკულაციაშია ცენტრალურ დეპოზიტარში, ანუ იგი ვალდებულია უზრუნველყოს „ემისიის მთლიანობა“. ემისიის მთლიანობის უზრუნველყოფას ეხება წარმოდგენილი კანონპროექტის მე-8 მუხლი, რომელიც შეესაბამება ევროკავშირში ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების გაუმჯობესებისა და ცენტრალური დეპოზიტარების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს No909/2014 რეგულაციის იგივე საკითხის მომწესრიგებელ დებულებას - 37-ე მუხლს. როგორც რეგულაციის პრეამბულაშია აღნიშნული, ანგარიშსწორების სისტემაში მისი გადამწყვეტი როლიდან გამომდინარე, ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემას, რომლის ადმინისტრირებასაც ცენტრალური დეპოზიტარი ახდენს, ფასიანი ქაღალდების ბაზრისათვის სისტემური მნიშვნელობა აქვს. ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემა, ფლობის სისტემების საშუალებით, რომლითაც სისტემის მონაწილეები აკეთებენ ინვესტორთა დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ ანგარიშგებას, ემისიის მთლიანობის კონტროლისათვის არის გადამწყვეტი ინსტრუმენტი. იგი უზრუნველყოფს, რომ არამართლზომიერად არ შემცირდეს გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, ან პირიქით არ შეიქმნას ახალი ფასიანი ქაღალდები. აქედან გამომდინარე, იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინვესტორთა ნდობის მოპოვებაში. ამ უმნიშვნელოვანესი პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისათვის „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-8 მუხლი ადგენს, რომ ცენტრალურმა დეპოზიტარმა უნდა მიიღოს რეკონსილაციასთან დაკავშირებული შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ ცენტრალურ დეპოზიტარში არსებული ერთი ემისიის ფარგლებში გამოშვებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა ან ცენტრალურ დეპოზიტარში განთავსებული ემისიის ნაწილი უდრიდეს ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილ ანგარიშის მწარმოებელთა ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ჯამს. რეკონსილაცია უნდა განხორციელდეს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით. საჭიროების შემთხვევაში, თუ გარკვეული კატეგორიის დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რეკონსილაციის პროცესში ჩართულნი არიან სხვა პირები, ემისიის მთლიანობის დაცვის მიზნით აღნიშნული პირები და ცენტრალური დეპოზიტარი უზრუნველყოფენ ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლასა და შესაბამის თანამშრომლობას. დაუშვებელია ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე უარყოფითი ნაშთის არსებობა. კანონპროექტის მე-9 მუხლი აწესრიგებს ანგარიშის მწარმოებლის პასუხისმგებლობის საკითხს, კერძოდ მის ვალდებულებებს, როდესაც მის მიერ ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან გახსნილ ანგარიშებზე განთავსებული იდენტური ფასიანი ქაღალდების რაოდენობა ნაკლებია იმ იდენტური დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობაზე, რომლებიც დაკრედიტებულია ანგარიშის მწარმოებელთან ანგარიშის მფლობელთა მიერ გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე. ასეთ დროს გაიმიჯნება ორი შესაძლო შემთხვევა - როდესაც შეუსაბამობა გამოწვეულია ანგარიშის მწარმოებლის ბრალით და როდესაც იგი დაუძლეველი ძალის შედეგია. თუ შეუსაბამობა გამოწვეულია ანგარიშის მწარმოებლის ბრალით, იგი ვალდებული იქნება შესაბამისი ოდენობით გაზარდოს ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან, მათ შორის უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან გახსნილ ანგარიშებზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა. მეორე მხრივ, თუ შეუსაბამობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის გამო იგი ვალდებულია, პირველ რიგში, უზრუნველყოს დაკარგული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების აღდგენა, ხოლო თუ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სრულად აღდგენა შეუძლებელია, შეამციროს დაზარალებული ანგარიშის მფლობელების ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა. კანონპროექტი აზუსტებს, რომ ზემოთ მოცემულ შემთხვევებში, თუკი ანგარიშის მწარმოებელს ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან, მათ შორის უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან გახსნილი აქვს როგორც ომნიბუს, ისე ინდივიდუალური სეგრეგირებული ანგარიშები, ანგარიშის მწარმოებელთან ანგარიშის მფლობელთა მიერ გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე დაკრედიტებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის შემცირების მიზნებისათვის გაითვალისწინება მხოლოდ შესაბამის ომნიბუს ან ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და აღწერილობა. ომნიბუს სეგრეგირებული ანგარიშზე დაკრედიტებული იდენტური ფასიანი ქაღალდები დაზარალებულ ანგარიშის მფლობელთა შორის განაწილდება მათი უფლებების პროპორციულად. „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი აწესრიგებს დივიდენდის, პროცენტისა და ძირითადი თანხის გადახდას. აღნიშნული საკითხის დადგენა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ცხადი იყოს როდის თავისუფლდება ემიტენტი და შემდგომ - ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულებებისაგან. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდზე დივიდენდის, პროცენტისა და ძირითადი თანხის გადახდის მიზნით, ემიტენტი ვალდებულია შესაბამისი თანხა ხელმისაწვდომი გახადოს წინასწარ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე. მას შემდეგ, რაც მითითებული თანხა ხელმისაწვდომი გახდება, ემიტენტი თავისუფლდება ვალდებულებისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ყადაღის ან ვალდებულების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიების გამო შეუძლებელი გახდება თანხის გამოყენება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბაბამისად კი ცენტრალური დეპოზიტარი უზრუნველყოფს თანხის გადარიცხვას ანგარიშის მწარმოებლების ანგარიშზე მათ სახელზე არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების პროპორციულად, ვადის დადგომისას. აღნიშნულით ცენტრალური დეპოზიტარი თავისუფლდება ვალდებულებისაგან. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფორმიდან გამომდინარე, მათი ფლობა დასტურდება ანგარიშის ამონაწერის საშუალებით. საკუთრების დადასტურებას აწესრიგებს „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი, რომლის თანახმად დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობა დასტურდება ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე არსებული საკრედიტო ნაშთით, რომლის დადასტურება ხდება ცენტრალური დეპოზიტარის ან ანგარიშის მწარმოებლის მიერ გაცემული ანგარიშის ამონაწერით. ცენტრალური დეპოზიტარი და ანგარიშის მწარმოებელი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამის ანგარიშის მფლობელზე გასცემენ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ამ პირის მიერ ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს. კანონპროექტის მე-12 მუხლით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი სიახლეა დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების კეთილსინდისიერი შეძენის რეგულირება. კეთილსინდისიერი შემძენის დაცვა UNIDROIT-ს კონვენციით გათვალისწინებული ერთერთი საკანონმდებლო პრინციპია. კეთილსინდისიერი შემძენი, რომელიც დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებს მიიღებს ანაზღაურების სანაცვლოდ, დაცული უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შეძენით სხვა პირების უფლებები შეიძლება ირღვეოდეს. კანონპროექტის თანახმად, კეთილსინდისიერი შემძენის მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი. კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მესაკუთრე, თუ მან დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები უსასყიდლოდ მიიღო. კანონით შესაძლებელი უნდა იყოს იმ ქვეყნის სამართლის იდენტიფიცირება, რომელიც გამოიყენება ფასიანი ქაღალდების ფლობასთან მიმართებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიტუაციებში, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ანგარიშის მწარმოებლები და ანგარიშის მფლობელები არიან ჩართულნი ფასიანი ქაღალდების ფლობის ჯაჭვში. საერთაშორისოდ მიღებული მიდგომაა, რომ გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, სადაც არსებობს შესაბამისი ფასიანი ქაღალდების ანგარიში, რომელზეც ხდება ფასიანი ქაღალდების დაკრედიტება. აღნიშნულ საკითხზე მიღებულია ჰააგის 2006 წლის კონვენციაც, რომელიც, მართალია, არ არის ამოქმედებული, მაგრამ საერთაშორისო კერძო სამართლის საკითხებზე ამომწურავ მოწესრიგებას მოიცავს და ასახავს იმ პრინციპებს, რაც უკვე წარმატებულად არის დანერგილი მრავალი ქვეყნის კანონმდებლობითაც. სწორედ ჰააგის კონვენციითა და ზოგადად, საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-13 მუხლი ფასიანი ქაღალდების ანგარიშს უკავშირებს გამოსაყენებელი სამართლის დადგენას. კანონპროექტის თანახმად, მე-13 მუხლით განსაზღვრულ საკითხებს აწესრიგებს იმ ქვეყნის სამართალი, სადაც ფასიანი ქაღალდების ანგარიშია გახსნილი, კერძოდ ეს საკითხებია: ა) ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე განთავსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობიდან გამომდინარე ანგარიშის მწარმოებლისა და მესამე პირების მიმართ წარმოშობილი უფლებების სამართლებრივი ბუნება და შედეგები; ბ) ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე განთავსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების განკარგვიდან გამომდინარე ანგარიშის მწარმოებლისა და მესამე პირების მიმართ წარმოშობილი უფლებების სამართლებრივი ბუნება და შედეგები; გ) ანგარიშის მწარმოებელთან არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების განკარგვის ნამდვილობასთან დაკავშირებული მოთხოვნები; დ) ანგარიშის მწარმოებელთან არსებულ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე უფლების წარმოშობის და გაუქმების საკითხი ან მათი უპირატესობა მესამე პირის უფლებებთან მიმართებით; ე) ანგარიშის მწარმოებლის მოვალეობები სხვა პირებთან, გარდა ანგარიშის მფლობელებისა, რომლებიც მოთხოვნას/პრეტენზიას/ აცხადებენ ანგარიშის მწარმოებელთან არსებულ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე; ვ) ანგარიშის მწარმოებელთან არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების განკარგვის შემთხვევაში, დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ დივიდენზე ან სხვა გასაცემებზე ან გამოსყიდვაზე, დაფარვაზე, გაყიდვაზე ან სხვა შემოსავალზე უფლების შემძენზე გადასვლის საკითხი. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მე-13 მუხლი, როგორც ეს გამომდინარეობს თავად ნორმის ტექსტიდან და აგრეთვე ჰააგის კონვენციიდან, არ ვრცელდება ინვესტორსა და ემიტენტს შორის არსებულ ურთიერთობაზე. თუ რომელი ქვეყნის სამართლით მოწესრიგდება აღნიშნული ურთიერთობა, გადაწყდება არა კანონპროექტის მე-13 მუხლის, არამედ მოქმედი საერთაშორისო კერძო სამართლის (მაგ., საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“) შესაბამისი დებულებების/პრინციპების საფუძველზე. კანონპროექტის მე-14 მუხლით განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება ამავე მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების გამოცემაზე. კანონპროექტის მე-15 და მე-16 მუხლები კი ადგენენ გარდამავალ და კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ დებულებებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი დაკავშირებულია 2018 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გაფორმებულ განზრახვის წერილთან (‘Letter of Intent’), რომლითაც საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება ფასიანი ქაღალდების ფლობის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებაზე. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: იმისათვის, რომ ეროვნულმა ბანკმა კანონპროექტის მე-14 მუხლით გათვალისწინებული საკითხების რეგულირების მიზნით უზრუნველყოს კანონქვემდებარე აქტების გამოცემა კანონპროექტის მე-15 მუხლი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ხოლო კანონპროექტის პირველი-მე-14 მუხლები ამოქმედდება კანონის გამოქვეყნებიდან 90-ე დღის იმისათვის, რომ ბაზრის მონაწილეებს და კანონპროექტით გათვალისწინებულ პირებს მიეცეთ სათანადო დრო კანონპროექტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. კანონპროექტით მისთვის უკუძალის მინიჭება გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთან, ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის მიერ კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელება იგეგმება არსებული რესურსების ფარგლებში, შესაბამისად აღნიშნული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით დამატებით აუცილებელი ხარჯების გამოყოფის საჭიროება არ დადგება. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული ბანკის მიერ კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელება არ მოითხოვს დამატებით რესურსების (ფინანსური და ადამიანური რესურსები) გამოყოფას კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე საშემოსავლო გადასახადის კუთხით. რაც შეეხება კანონპროექტით გათვალისწინებულ ფინანსური ინსტიტუტების, როგორც ანგარიშის მწარმოებლების გაზრდილ ფუნქციებს და ვალდებულებებს, აღნიშნული შესაძლოა დაკავშირებული იყოს მათთვის დამატებითი რესურსების (ფინანსური და ადამიანური რესურსები) საჭიროებასთან, შესაბამისად აღნიშნულ ფინანსურ ინსტიტუტებში ადამიანური რესურსების დამატებამ (რომლებიც ბიუჯეტის საშემოსავლო გადასახადის გადამხდელნი არიან) შესაძლოა მცირედი გავლენა მოახდინოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტით ინვესტორების საკუთრების უფლების დაცვის გარანტიები საგრძნობლად გაზრდილია, ამასთან წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით დანერგილი სამართლებრივი ჩარჩო შესაბამისი იქნება ფასიანი ქაღალდების ფლობის მიმართულებით დამკვიდრებულ საერთაშორისო სტანდარტებთან, მოლოდინია, რომ კანონპროექტის მიღება იქნება წინაპირობა მეტი უცხოელი ინვესტორის მოზიდვისა და საბოლოო ჯამში ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობისა. შესაბამისად, კანონპროექტს ექნება ზოგადი პოზიტიური ფინანსური გავლენა ფასიანი ქაღალდების ბაზრის ყველა მონაწილეზე და რაც მთავარია ეკონომიკაზე. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტს შემოაქვს სიცხადე მრავალ სამართლებრივ ასპექტში, მაგალითად, მოქმედი კანონმდებლობა არ ადგენს ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდაციის შემთხვევაში ანგარიშის მფლობელთა დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მოპყრობის საკითხს, მათ შორის, მოქმედი კანონმდებლობით არ არის ცხადი, თუ როგორ განაწილდება დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები ანგარიშის მფლობელთა შორის, თუ ცენტრალურ დეპოზიტარში არსებულ ანგარიშებზე არ არის საკმარისი დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები. კანონპროექტის მე-7 მუხლი ამ სამართლებრივ ხარვეზს აღმოფხვრის და ადგენს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების განაწილების პრინციპს, რაც ასევე პოზიტიურად აისახება ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებზე როგორც სამართლებრივი ხარჯების შემცირების კუთხით (შესაბამისი დავების არსებობის შემთხვევაში), ასევე იმ თვალსაზრისით, რომ თუ ანგარიშის მფლობელების ფასიანი ქაღალდები იქნება გაფლანგული/მითვისებული, მათ ექნებათ უფლება, მოთხოვნა დაიკმაყოფილონ ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი ანგარიშის მწარმოებლის საკუთარ ანგარიშზე არსებული იდენტური დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდებით. თუ მატერიალური ფორმის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ რისკს დოკუმენტის დაკარგვა წარმოადგენდა, დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული რისკი ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდაციას ან მის მიერ კანონმდებლობის დარღვევას (უკიდურეს შემთხვევაში თაღლითობის შემთხვევებს) უკავშირდება, რა დროსაც მოქმედებს ზემოაღნიშნული რისკების მიტიგაციისათვის ბევრად უფრო ეფექტური საშუალება, რომელსაც სწორედ წარმოდგენილი კანონპროექტი უზრუნველყოფს. სამართლებრივი სიცხადის შემოტანას და სამართლებრივი რისკების შემცირებას კი პოზიტიური გავლენა ექნება ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებზე და პირველ რიგში, ინვესტორებზე. რაც შეეხება უფრო კონკრეტულ მოსალოდნელ ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება და რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა, ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ იმ ემიტენტებს, რომლებსაც კანონის ამოქმედებამდე ჰქონდათ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები და ჰქონდათ ვალდებულება ეწარმოებინათ ფასიანი ქაღალდების რეესტრი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონპროექტის ამოქმედების შემდგომ აღნიშნული ვალდებულება აღარ ექნებათ. შესაბამისად, აღარ მოუწევთ გაიღონ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ხარჯები. მეორე მხრივ, ფასიან ქაღალდების რეგისტრატორები დაკარგავენ კლიენტებს და შეუმცირდებათ შემოსავლები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რეგისტრატორების მომსახურების საფასური მათსა და კლიენტებს შორის დადებული შეთანხმების საგანია და ხშირ შემთხვევაში განსხვავდება ერთმანეთისაგან. დღესდღეობით რეგისტრატორები დაახლოებით 1000-მდე ფასიანი ქაღალდების ემიტენტის რეესტრს აწარმოებენ, საიდანაც, არსებული მდგომარეობით, მხოლოდ 40-მდე ემიტენტს აქვს გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდები და კანონმდებლობით მხოლოდ მათ ექნებათ ვალდებულება, რომ საკუთარი საჯარო ფასიანი ქაღალდები გადაიტანონ ცენტრალურ დეპოზიტარში. რეგისტრატორების მომსახურების სფეროში დარჩება კერძო შეთავაზების გზით განთავსებული ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოება. რაც შეეხება უფრო კონკრეტულად ბაზარზე არსებულ ემიტენტებს და მათ მიერ განხორციელებულ საჯარო თუ კერძო შეთავაზებას, წინასწარ თუ რა გავლენას მოახდენს კანონპროექტის შედეგად განსახორციელებელი ცვლილებები რეგისტრატორებზე რთულია დადგინდეს ორი მთავარი მიზეზის გამო: 1) ბაზარი არ არის ლიკვიდური და ფასიანი ქაღალდებით გარიგებები (რაც რეგისტრატორების შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა) არ ხასიათდება კონკრეტული ტენდენციებით, რომელთა მიხედვითაც, არსებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა რეგისტრატორების შემოსავლების ცვლილების განსაზღვრა; ასევე, წინასწარ რთულია მოხდეს საჯარო ფასიანი ქაღალდების სამომავლო ემისიის პროგნოზირება, რაც რეგისტრატორების შემოსავლის კიდევ ერთი წყაროა და რომელიც საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედების შემდეგ ცენტრალურ დეპოზიტარში გადავა; 2) შემოთავაზებული საკანონმდებლო პაკეტი სავალდებულოდ ასახელებს საჯარო ფასიანი ქაღალდების დემატერიალიზაციას და ამასთან, იძლევა შესაძლებლობას კერძო ფასიანი ქაღალდებიც გადავიდეს ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში, შესაბამისად წინასწარ განსაზღვრა თუ რამდენი კლიენტი/ემიტენტი დარჩება რეგისტრატორთან და რამდენი გადაწყვეტს კანონპროექტის ფარგლებში ისარგებლოს ანგარიშის მწარმოებლისა თუ ცენტრალური დეპოზიტარის მომსახურებით (ამჯობინებენ ახალ ეფექტურ და დაცულ სისტემას თუ უკვე არსებულ ინფრასტრუქტურას), დამოკიდებულია მრავალ განსხვავებულ ფაქტორზე. კანონპროექტთან შესაბამისობაში მოსვლის მიზნით ემიტენტს, ცენტრალურ დეპოზიტარსა და ანგარიშის მწარმოებლებს მოუწევთ დადებული ხელშეკრულებების გადახედვა/ახალი ხელშეკრულებების დადება, რაც ასევე იქნება დაკავშირებული შესაბამისი ხარჯების გაწევასთან. თუმცა, ამ პირთა მიერ გასაწევი ხარჯები დაკავშირებული იქნება მათ სახელშეკრულებო მოლაპარაკებებთან. ამასთან, საბროკერო კომპანიებს, ცენტრალურ დეპოზიტარს და ფინანსურ ინსტიტუტებს გაეზრდებათ შემოსავალი, რადგანაც სავალდებულო ხდება საჯარო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის მეშვეობით გამოშვება და მათი ფლობა საბროკერო კომპანიის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მიერ გახსნილ ფასიანი ქაღალდის ანგარიშებზე. მართალია, ბაზარზე 8 საბროკერო კომპანია, 15 კომერციული ბანკი და 1 ცენტრალური დეპოზიტარი მოქმედებს, თუმცა აუცილებელია აღინიშნოს, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საბროკერო კომპანიები და ცენტრალური დეპოზიტარი წარმოადგენენ მთავარ სუბიექტებს და ისინი უწევენ მომსახურებას ემიტენტებსა და ინვესტორებს, შესაბამისად კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები მათ შემოსავალზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს; პოზიტიური ფინანსური გავლენა ფინანსურ ინსტიტუტებზე კიდევ უფრო თვალსაჩინოა იმ პირობებში, რომ, გარდა საჯარო ფასიანი ქაღალდებისა, კერძო ფასიანი ქაღალდებიც ნებაყოფლობით შესაძლოა დაექვემდებაროს დემატერიალიზაციას და შესაბამისად ცენტრალურ დეპოზიტარში აღრიცხვას. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია უცხოური ანგარიშის მწარმოებლის ვალდებულება. აღნიშნული მნიშვნელოვანია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დასაცავად, რომლის თანახმადაც არარეზიდენტ მონაწილესთან (უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტთან) საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე და მასთან საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას, ცენტრალური დეპოზიტარი/ანგარიშის მწარმოებელი უნდა დარწმუნდეს, რომ უცხოური ფინანსური ინსტიტუტი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს მასთან ურთიერთობაში მყოფი პირის იდენტიფიკაციას და ვინაობის გადამოწმებას (ვერიფიკაციას) და მის მიმართ ხორციელდება ზედამხედველობა ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. მითითებული ინფორმაციის მოპოვება და შემოწმება მოითხოვს მნიშვნელოვან რესურსს, ამიტომ კანონმდებლობა უცხოური ანგარიშის მწარმოებლებს აკისრებს ვალდებულებას იმოქმედოს ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად და დაექვემდებარებოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით რეგულირებას/ზედამხედველობას. ცხადია, აღნიშნული იქონიებს ფინანსურ გავლენას უცხოურ ანგარიშის მწარმოებლებზე, თუმცა თუ რა ფინანსურ შედეგებს გამოიწვევს მათთვის ყოველივე ზემოაღნიშნული დამოკიდებული იქნება მრავალ განსხვავებულ ფაქტორზე, როგორებიცაა - ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული გარიგებების ოდენობა, რა მოცულობის ფასიანი ქაღალდების ანგარიშს მართავს ის, განხორციელებული ტრანზაქციები და მათი რაოდენობა და სხვა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელება არ მოითხოვს დამატებითი რესურსების (ფინანსური და ადამიანური რესურსები) გამოყოფას, რადგან უკვე არსებული რესურსები საკმარისია კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად, მით უფრო რომ ეროვნული ბანკი ისედაც ერთვებოდა აღნიშნულ ურთიერთობებში და ახორციელებდა რიგ უფლებამოსილებებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)-ის ექსპერტებმა ტექნიკური დახმარების ფარგლებში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა ბელგიისა და ლუქსემბურგის გამოცდილება მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში. აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ფლობის კანონმდებლობა ეფუძნება თანასაკუთრების მოდელს. ბელგიის სამართლებრივი რეჟიმი დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით არის სამართლებრივი სიცხადის მნიშვნელობის მაჩვენებელი, რაც ქმნის წინაპირობას ფასიანი ქაღალდების ფლობისა და ანგარიშსწორების მიმართულებით ბიზნესის მოზიდვისათვის. Euroclear-ის ბელგიაში არსებობაც კრიტიკული იყო დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სამართლებრივი ჩარჩოს მუდმივად გაუმჯობესების კუთხით კანონმდებელთა ძალისხმევის მიმართვისათვის, რათა ინვესტორთა მაქსიმალურად დაცვა და ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების სისტემების გამართული ფუნქციონირება ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ლუქსემბურგმა 2013 წელს შემოიღო ახალი კანონი დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე, რომელიც ასევე ყოვლისმომცველ სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. და მდგრადი განვითარების სამინისტრო და