„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.09.2021
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/75/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-05
ბიუროს ნომერი 86

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.08.2021, 240000000.05.001.020373) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: კანონში (საქართველოს სარეგისტრაციო კოდი: 1. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის შემდეგ ყველა წილის/აქციის ერთი პარტნიორის საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში ეს საზოგადოება ხდება ერთი პირის სამეწარმეო საზოგადოება. ამის შესახებ ინფორმაცია და პარტნიორის საიდენტიფიკაციო მონაცემები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში უნდა აისახოს რეესტრში, ხოლო სააქციო საზოგადოების შემთხვევაში - ამ კანონის 162-ე მუხლით დადგენილი წესით და უნდა იყოს ხელმისაწვდომი საჯაროდ.“. 2. მე-5 თავის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი V. სამეწარმეო საზოგადოების განთავსებული კაპიტალი, წილი, დივიდენდი, ობლიგაცია“; ბ) 34-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 341 მუხლი: „მუხლი 341. სამეწარმეო საზოგადოებათა მიერ ობლიგაციების გამოშვება სამეწარმეო საზოგადოებამ შესაძლოა გამოუშვას ობლიგაციები ამ კანონის 1811 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.“. 3. 151-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 151. აქციის ცნება 1. აქცია არის რეგისტრირებული ან დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი, რომელიც განსაზღვრავს სააქციო საზოგადოების კაპიტალში პირის მონაწილეობას. 2. რეგისტრირებული აქცია წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 928ე მუხლით განსაზღვრულ რეგისტრირებულ ფასიან ქაღალდს. 3. თუ სააქციო საზოგადოების აქციები საჯარო ფასიანი ქაღალდებია, აქციები უნდა იყოს დემატერიალიზებული, გარდა სპეციალური კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.“. 4. 153-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. განთავსებულ აქციებად მიიჩნევა აქციები, რომლებიც გაცემულია სააქციო საზოგადოების მიერ სხვა პირისთვის გარკვეული თანხის ან სხვა საზღაურის გადახდის პირობით და რომლებსაც ფლობს აქციონერი ამ კანონის 162-ე მუხლით დადგენილი წესით.“. 5. 162-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 162. აქციათა რეესტრი, აქციების ფლობა, მათზე საკუთრების უფლების დასტური 1. თუ აქციონერთა რაოდენობა 50 ან 50-ზე ნაკლებია, საზოგადოებას შეუძლია აწარმოოს აქციათა რეესტრი თვითონ, ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით. თუ აქციონერთა რაოდენობა 50-ზე მეტია, საზოგადოებამ რეესტრი უნდა აწარმოოს დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით. სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრი იწარმოება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული შესაბამისი წესების მიხედვით. თუ სააქციო საზოგადოება აქციათა რეესტრს აწარმოებს თვითონ ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით, აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ხოლო, თუ აქციათა რეესტრში ჩანაწერის საფუძველზე აქცია ნომინალურ მფლობელობაშია გადაცემული - ნომინალური მფლობელის ჩანაწერით. აქციონერს უნდა მიეცეს ამონაწერი საზოგადოების აქციათა რეესტრიდან ან ნომინალური მფლობელის ამონაწერი. თუ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული აქციის ფლობა არ ხორციელდება საქართველოში, აქციის ფლობა დასტურდება იმ ფინანსური ინსტიტუტის ჩანაწერით, რომელიც აქციას ფლობს აქციონერის სასარგებლოდ. ეს პუნქტი არ ეხება იმ სააქციო საზოგადოებას, რომლის აქციები დემატერიალიზებულია. 2. დემატერიალიზებული აქციების ფლობა და მიმოქცევა, ისევე როგორც ასეთ აქციებზე საკუთრების უფლების დადასტურების წესი განისაზღვრება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თუ იმავე კანონის შესაბამისად, დემატერიალიზებული აქციის ფლობა არ ხორციელდება საქართველოში, აქციის ფლობა დასტურდება იმ ფინანსური ინსტიტუტის ჩანაწერით, რომელიც აქციას ფლობს აქციონერის სასარგებლოდ.“. 6. 166-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წესდებით ან საერთო კრების გადაწყვეტილებით სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს შეიძლება მიენიჭოს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება ახალი აქციების წესდებით დადგენილ მაქსიმალურ რაოდენობამდე გამოშვების შესახებ. ამ უფლებამოსილების მაქსიმალური ვადა დგინდება წესდებით და იგი არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს. გამოშვებული ახალი აქციების მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ნებადართული აქციების რაოდენობის 50 პროცენტს. თუ ახალი აქციების გამოშვების უფლებამოსილება მინიჭებულია არა წესდებით, არამედ საერთო კრების გადაწყვეტილებით, ეს გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს. 7. 169-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება და მისი შემცირების თაობაზე ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს. 8. 175-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სააქციო საზოგადოებას ან დამოუკიდებელ რეგისტრატორს/ნომინალურ მფლობელს/ანგარიშის მწარმოებელს მიაწოდოს ინფორმაცია მასთან დაკავშირებული ნებისმიერი იმ მონაცემის ცვლილების შესახებ, რომელიც რეგისტრირებულია აქციათა რეესტრში/ნომინალურ მფლობელთან/ანგარიშის მწარმოებელთან;“. 9. 184-ე მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი: „ტ) აქციების დემატერიალიზაციის შესახებ.“. ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წესდებით ან საერთო კრების გადაწყვეტილებით ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“−„ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება შეიძლება გადაეცეს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ან ხელმძღვანელ ორგანოს.“. 10. 192-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. აქციონერის სტატუსის დადასტურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ აქციონერის იდენტიფიცირებისთვის და მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებიც პროპორციულია ამ მიზნის მისაღწევად. სააქციო საზოგადოების წესდებით შესაძლოა გათვალისწინებულ იქნას აქციონერის ვალდებულება, რომ მოთხოვნის შემთხვევაში წარადგინოს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის უფლებას ფასიანი ქაღალდების ფლობის ჯაჭვში.“. 11. 193-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. თუ საერთო კრებაზე ხმას აძლევს მესამე პირი, გარდა აქციონერისა, შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს იმ აქციონერის იდენტიფიკაცია, რომელმაც გასცა ხმის მიცემის დავალება, თუ ეს წესდებით ან ემისიის პირობებითაა გათვალისწინებული. თუ მესამე პირი ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, მას შეიძლება არ მიეცეს ხმის მიცემის უფლება.“. 12. 196-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აქციონერის ხმის უფლება წარმოიშობა აქციის სანაცვლოდ შენატანის სრულად განხორციელების მომენტიდან, თუ წესდებით დადგენილი არ არის ხმის უფლების წარმოშობა შენატანის ნაწილობრივ განხორციელების შემთხვევისთვის.“. 13. 225-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. რეგისტრირებულ აქციათა რეესტრის მწარმოებელი პირი ან დემატერიალიზებული აქციების შემთხვევაში - „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცენტრალური დეპოზიტარი (ამ მუხლის მიზნებისათვის – „რეგისტრატორი“) სასამართლოს მიერ განსაზღვრულ გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღს ამ თარიღამდე არაუგვიანეს 5 დღისა აქციათა ყველა ნომინალურ მფლობელს/ანგარიშის მწარმოებელს ატყობინებს. გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღიდან აქციათა გამოსყიდვის პროცედურების დასრულებამდე წყდება ამ აქციებთან დაკავშირებული ოპერაციები, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისა. რეგისტრატორი გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღის მდგომარეობით ადგენს ყველა აქციონერის სიას (ამ სიაში მიეთითება მათი ვინაობა, მისამართები და მათ საკუთრებაში არსებულ აქციათა რაოდენობა) (გამოსყიდვის რეესტრი) და მყიდველის მიერ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად ქმედებათა განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტების (მათ შორის, აქციათა გამოსასყიდი თანხის სრულად დეპონირების დამადასტურებელი დოკუმენტის) წარდგენის საფუძველზე ყველა აქციას მყიდველის ან მყიდველის არჩევით შესაბამისი ნომინალური მფლობელის/ანგარიშის მწარმოებლის სახელზე გადააფორმებს. აქციების გამოსყიდვასთან დაკავშირებულ რეგისტრატორის ხარჯებს ანაზღაურებს მყიდველი. მყიდველი ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს დანარჩენ აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე კომერციულ ბანკში, ცენტრალურ დეპოზიტართან ან საბროკერო კომპანიასთან, რომელსაც მყიდველი გადასცემს გამოსყიდვის რეესტრს.“. 14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1811 მუხლი: „მუხლი 1811. სააქციო საზოგადოებათა მიერ ობლიგაციების გამოშვება 1. სააქციო საზოგადოება უფლებამოსილია გამოუშვას ობლიგაციები. ობლიგაციის მფლობელთა უფლებები და ვალდებულებები სააქციო საზოგადოების მიმართ განისაზღვრება ობლიგაციების გამოშვების პირობებით. 2. ობლიგაციების გამოშვების პირობებით ან წესდებით შესაძლებელია აგრეთვე დადგინდეს ცალკეული უფლებამოსილებანი, რომლებსაც განახორციელებს ობლიგაციის მფლობელთა კრება, ობლიგაციის მფლობელების სახელით. ეს უფლებამოსილებები შეიძლება უკავშირდებოდეს სესხის რესტრუქტურიზაციას, აგრეთვე ობლიგაციების გამოშვების პირობებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს. 3. ობლიგაცია გულისხმობს სააქციო საზოგადოების მიმართ ფულად მოთხოვნას. 4. ობლიგაცია შესაძლოა გამოშვებული იყოს პერიოდული პროცენტის (კუპონი) გადახდის პირობით ან მის გარეშე. 5. ობლიგაცია შესაძლოა მოიცავდეს სხვა უფლებებსაც, მათ შორის, აქციებში კონვერტაციის უფლებას ამ კანონის 158-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. 6. ობლიგაციების გამოშვების პირობები თან უნდა დაერთოს პროსპექტს ან იმ ეკვივალენტურ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც მოხდა ობლიგაციების გამოშვება. ობლიგაციის შეძენით, პირი თანხმდება ობლიგაციების გამოშვების პირობებს.”. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტები ვალდებულნი არიან იმოქმედონ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა. ა. ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით, რომელიც ქმნის ფასიანი ქაღალდების ფლობის გამართულ სამართლებრივ მექანიზმს და აღმოფხვრის ფასიანი ქაღალდების ფლობის მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს ხარვეზებს. ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია ცვლილება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ საჭიროა დარეგულირდეს აქციების ფორმის საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ კანონი განმარტავდეს სააქციო საზოგადოებათა რეგისტრირებულ და დემატერიალიზებულ აქციებს და აწესრიგებდეს რეგისტრირებული /დემატერიალიზებული აქციის მფლობელის მიერ კორპორაციული უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. გარდა ამისა, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით აუცილებელია დგინდებოდეს სამეწარმეო საზოგადოებათა მიერ ობლიგაციების გამოშვების საფუძვლები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ამასთან, უზრუნველყოფილი იქნება სამართლებრივი სიცხადე, გამართული იქნება სააქციო საზოგადოებათა აქციების ფლობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩო და დარეგულირებული იქნება სამეწარმეო საზოგადოებათა მიერ ობლიგაციების გამოშვების საკითხები, რაც წაახალისებს მითითებული ფასიანი ქაღალდების გამოყენებას ემიტენტების მიერ. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით გათვალისწინებული ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უკავშირდება კანონის 151-ე და 162-ე მუხლების ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას. სწორედ ამ ცვლილებით განისაზღვრება აქციის ფორმა და დადგინდება, რომ აქცია არის რეგისტრირებული ან დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი. ამასთან, განიმარტება, რომ რეგისტრირებული აქცია წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 928-ე მუხლით განსაზღვრულ რეგისტრირებულ ფასიან ქაღალდს. მითითებული ცვლილებით განისაზღვრება, რომ დემატერიალიზებული აქციების ფლობა და მიმოქცევა, ისევე როგორც ასეთ აქციებზე საკუთრების უფლების დადასტურების წესი დეტალურად დარეგულირდება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით. რაც შეეხება რეგისტრირებული აქციების ფლობას და მიმოქცევას, აღნიშნულს დეტალურად მოაწესრიგებს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონი (სააქციო საზოგადოების ფორმით ჩამოყალიბებული საინვესტიციო კომპანიის მიერ ემიტირებული ერთეულების (აქციების) ნაწილში) და მათ საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შესაბამისი წესები. კანონპროექტი აგრეთვე ადგენს იმ შემთხვევებს, როდესაც სავალდებულოა აქციების დემატერიალიზებული ფორმით არსებობა, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (სავალდებულო დემატერიალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს უფრო ამომწურავად დაარეგულირებს შესაბამისი სექტორული კანონმდებლობა, კერძოდ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონი, საინვესტიციო ფონდის მიერ ემიტირებული ერთეულების კუთხით აგრეთვე „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონი). შესაბამისად, კანონპროექტი ადგენს ზოგად წესს, რომლის თანახმადაც, თუ სააქციო საზოგადოების აქციები საჯარო ფასიანი ქაღალდებია, მაშინ აქციები უნდა იყოს დემატერიალიზებული, ხოლო თუ სააქციო საზოგადოების აქციები საჯარო არაა და ამავდროულად აქციონერთა რაოდენობა 50-ზე მეტია, მაშინ საზოგადოებამ რეესტრი უნდა აწარმოოს დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით. თუ სააქციო საზოგადოების აქციები საჯარო არაა და ამასთან აქციონერთა რაოდენობა 50 ან 50-ზე ნაკლებია, საზოგადოებას შეუძლია აწარმოოს აქციათა რეესტრი თვითონ ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ, მართალია, დემატერიალიზების ვალდებულება არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სააქციო საზოგადოების აქციები საჯაროა, თუმცა ეს არ უზღუდავს სააქციო საზოგადოებას უფლებას, საკუთარი სურვილით მოახდინოს აქციათა დემატერიალიზაცია. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი 184-ე მუხლის პირველი პუნქტის ცვლილებით, აქციების დემატერიალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება საერთო კრების კომპეტენციად განისაზღვრება. რაც შეეხება აქციის ფორმის მიხედვით აქციების ფლობის, მიმოქცევისა და საკუთრების უფლების დადასტურების საკითხებს, კანონპროექტი ამ მიმართულებითაც ითვალისწინებს შესაბამის რეგულირებას. როგორც აღინიშნა, დემატერიალიზებული აქციების ფლობა და მიმოქცევა, ისევე როგორც მათზე საკუთრების უფლების დადასტურების წესი განისაზღვრება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. კანონპროექტი აზუსტებს, რომ, თუ „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დემატერიალიზებული აქციის ფლობა არ ხორციელდება საქართველოში, აქციის ფლობა დასტურდება იმ ფინანსური ინსტიტუტის ჩანაწერით, რომელიც აქციას ფლობს აქციონერის სასარგებლოდ. მეორე მხრივ, რეგისტრირებულ აქციებთან მიმართებით, განისაზღვრება, რომ დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრი იწარმოება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული შესაბამისი წესების მიხედვით. თუ სააქციო საზოგადოება აქციათა რეესტრს აწარმოებს თვითონ ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით, აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით. აქციონერს უნდა მიეცეს ამონაწერი საზოგადოების აქციათა რეესტრიდან ან ნომინალური მფლობელის ამონაწერი. თუ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული აქციის ფლობა არ ხორციელდება საქართველოში, აქციის ფლობა დასტურდება იმ ფინანსური ინსტიტუტის ჩანაწერით, რომელიც აქციას ფლობს აქციონერის სასარგებლოდ. ვინაიდან, როგორც ზემოთ იქნა აღწერილი, კანონპროექტი ითვალისწინებს აქციის ფორმის და მათი ფლობის განსხვავებულ რეგულირებას (დემატერიალიზებული აქციების შემთხვევაში), აქციათა რეესტრიც ყველა შემთხვევაში ისეთი ფორმით აღარ იქნება წარმოებული, როგორც ამას „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს. ამან შესაბამისი ცვლილებები მოითხოვა რამდენიმე მუხლში, კერძოდ მე-19 მუხლის მე-2 პუნქტში, 153-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 175-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში, 196-ე მუხლის მე-2 პუნქტსა და 225ე მუხლის მე-4 პუნქტში. ამასთან, კანონის 166-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 169-ე მუხლის მე-3 პუნქტში ამჟამად მითითებულია აქციათა რეესტრზე, თუმცა შინაარსობრივად უნდა იგულისხმებოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი, რაც ასახულია წარმოდგენილ ცვლილებათა პროექტში. ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, დადგენილიყო, რომ სააქციო საზოგადოების წესდებით შესაძლოა გათვალისწინებულ იქნას აქციონერის ვალდებულება, რომ მოთხოვნის შემთხვევაში წარადგინოს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის უფლებას დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის ჯაჭვში. ვინაიდან „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის თანახმად, ფასიანი ქაღალდების ფლობა შესაძლებელია არაპირდაპირ ანგარიშის მწარმოებლების მეშვეობით და ამასთან, შესაძლებელია არსებობდეს ფლობის რამდენიმე საფეხური, კანონპროექტით განისაზღვრა აქციონერის ვალდებულება, რომ მოთხოვნის შემთხვევაში ამ ჯაჭვში მან დაადასტუროს საკუთარი უფლება. ასევე, თუ საერთო კრებაზე ხმას აძლევს მესამე პირი, გარდა აქციონერისა, შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს იმ აქციონერის იდენტიფიკაცია, რომელმაც გასცა ხმის მიცემის დავალება, თუ ეს წესდებით ან ემისიის პირობებითაა გათვალისწინებული. თუ მესამე პირი ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, მას შეიძლება არ მიეცეს ხმის მიცემის უფლება. მითითებული სიახლეები ასახულია კანონპროექტით წარმოდგენილ, კანონის 192-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 193-ე მუხლის პირველი პუნქტის ცვლილების სახით. კანონპროექტით შემოტანილი მნიშვნელოვანი სიცხადე უკავშირდება კანონში სამეწარმეო საზოგადოებათა მიერ ობლიგაციების გამოშვების საფუძვლების გაჩენას. ამ მიზნით, კანონს ემატება 1811 მუხლი, რომლის თანახმად სააქციო საზოგადოება უფლებამოსილია გამოუშვას ობლიგაციები (თუ ობლიგაციებს უშვებს სხვა ტიპის სამეწარმეო საზოგადოება, მაგალითად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კანონპროექტით შემოთავაზებული 341 მუხლის თანახმად, აგრეთვე გავრცელდება 1811 მუხლით დადგენილი წესები). ობლიგაციის მფლობელთა უფლებები და ვალდებულებები სააქციო საზოგადოების მიმართ განისაზღვრება მათი გამოშვების პირობებით. ობლიგაცია გულისხმობს სააქციო საზოგადოების მიმართ ფულად მოთხოვნას. ობლიგაციების გამოშვების პირობები თან უნდა დაერთოს პროსპექტს ან იმ ეკვივალენტურ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც მოხდა მათი გამოშვება. ობლიგაციის შეძენით, პირი თანხმდება მათი გამოშვების პირობებს. ამასთან, ობლიგაცია შესაძლოა გამოშვებული იყოს პერიოდული პროცენტის (კუპონი) გადახდის პირობით ან მის გარეშე. ობლიგაცია შესაძლოა მოიცავდეს სხვა უფლებებსაც, მათ შორის, აქციებში კონვერტაციის უფლებას. ობლიგაციების გამოშვების პირობებით ან წესდებით შესაძლებელია აგრეთვე დადგინდეს ცალკეული უფლებამოსილებანი, რომლებსაც განახორციელებს ობლიგაციის მფლობელთა კრება, ობლიგაციის მფლობელების სახელით. ეს უფლებამოსილებები შეიძლება უკავშირდებოდეს სესხის რესტრუქტურიზაციას, აგრეთვე ობლიგაციების გამოშვების პირობებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი დაკავშირებულია 2018 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გაფორმებულ განზრახვის წერილთან (‘Letter of Intent’), რომლითაც საქართველომ აიღო ვალდებულება ფასიანი ქაღალდების ფლობის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებაზე. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის. 90-ე დღეს. ამასთან, ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. სახელმწიფო ან/და ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. მოახდენს სახელმწიფო ან/და ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, სავალდებულო გახდება საჯარო ფასიანი ქაღალდების (ამ შემთხვევაში - საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების, კერძოდ აქციების) დემატერიალიზაცია, ე. ი. მოხდება მათი „პორტირება“ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორიდან ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში. გარდა ამისა, ახალ ემიტენტებს შეეძლებათ საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდები გამოუშვან მხოლოდ ცენტრალურ დეპოზიტარში, ნაცვლად ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა. თუმცა ამ ეტაპისათვის რთულია იმის განსაზღვრა დაზუსტებით, გამოიწვევს თუ არა აღნიშნული ცვლილება ემიტენტებისათვის ხარჯების გაზრდას, ვინაიდან ცენტრალური დეპოზიტარისათვის მომსახურების საფასურის ანაზღაურებით გამოწვეულ ხარჯებს დააბალანსებს ის დაზოგილი ხარჯები, რომელთა გაწევაც დაეკისრებოდა ემიტენტს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მომსახურების ასანაზღაურებლად (რაც შეეხება კერძო (არასაჯარო) აქციების გამოშვებასა და ფლობას, ემიტენტებს და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სხვა მონაწილეებს კანონპროექტის საფუძველზე არ დაეკისრებათ რაიმე სახის ფინანსური ტვირთი). გარკვეულ (თუმცა არა მნიშვნელოვან) ფინანსურ გავლენას მოახდენს კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებზე, რომლებიც დღეს 4 კომპანიის სახით არიან წარმოდგენილი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. კერძოდ, რეგისტრატორების მომსახურების სფეროში დარჩება მხოლოდ კერძო შეთავაზების გზით განთავსებული აქციების რეესტრის წარმოება. აქედან გამომდინარე, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორები ვეღარ მიიღებენ საჯარო აქციათა რეესტრის წარმოებიდან შემოსავალს1, აღნიშნული კი გამომდინარეობს საჯარო ფასიანი ქაღალდების მიმოქცევისა და მათგან გამომდინარე უფლებების განხორციელების სათანადო მოწესრიგების საჭიროებიდან. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორები დაკარგავენ გარკვეული რაოდენობის კლიენტებს და შეუმცირდებათ შემოსავლები, თუმცა გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება მომსახურების საფასურზე, რომელიც 1 2020 წლის 29 ივნისს მიღებული კანონით „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხორციელებული ცვლილებებით ცალკეული კატეგორიის პრივატიზებულ საწარმოებს მოეხსნა ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსი, რის შედეგადაც მხოლოდ 40-მდე ემიტენტი დარჩა, რომლებსაც გააჩნიათ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსი და მათგან უშუალოდ 21 არის ისეთი საწარმო, რომელსაც გამოშვებული აქვს საჯარო აქციები. რეგისტრატორებსა და კლიენტებს შორის დადებული შეთანხმების საგანია და ხშირ შემთხვევაში განსხვავდება ერთმანეთისაგან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით რეგისტრატორები დაახლოებით 1000-მდე ფასიანი ქაღალდების ემიტენტის რეესტრს აწარმოებენ, საიდანაც, არსებული მდგომარეობით, მხოლოდ 40-მდე ემიტენტს აქვს გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდები, ხოლო აღნიშნული ემიტენტების მხოლოდ ნახევარს აქვს გამოშვებული საჯარო აქციები. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი შეეხება სწორედ აღნიშნულ საწარმოებს, რომლებსაც გაუჩნდებათ ვალდებულება, რომ საკუთარი საჯარო ფასიანი ქაღალდები (კერძოდ აქციები) გადაიტანონ ცენტრალურ დეპოზიტარში (ე. ი. განახორციელონ აქციათა დემატერიალიზაცია). რეგისტრატორების მომსახურების სფეროში კი დარჩება კერძო შეთავაზების გზით განთავსებული აქციების რეესტრის წარმოება. რაც შეეხება უფრო კონკრეტულად ბაზარზე არსებულ ემიტენტებს და მათ მიერ განხორციელებულ საჯარო თუ კერძო შეთავაზებას, წინასწარ თუ რა გავლენას მოახდენს კანონპროექტის შედეგად განსახორციელებელი ცვლილებები რეგისტრატორებზე, რთულია დადგინდეს ორი მთავარი მიზეზის გამო: 1) ბაზარი არ არის ლიკვიდური და ფასიანი ქაღალდებით გარიგებები (რაც რეგისტრატორების შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა) არ ხასიათდება კონკრეტული ტენდენციებით, რომელთა მიხედვითაც, არსებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა რეგისტრატორების შემოსავლების ცვლილების განსაზღვრა; ასევე, წინასწარ შეუძლებელია მოხდეს საჯარო ფასიანი ქაღალდების სამომავლო ემისიის პროგნოზირება, რაც რეგისტრატორების შემოსავლის კიდევ ერთი წყაროა და რომელთან დაკავშირებული მომსახურებაც კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ აღარ იქნება რეგისტრატორის საქმიანობის ნაწილი; 2) კანონპროექტი სავალდებულოდ ასახელებს საჯარო აქციების დემატერიალიზაციას და, ამასთან, იძლევა შესაძლებლობას კერძო აქციებიც გახდეს დემატერიალიზებული და შესაბამისად გადავიდეს ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში. შესაბამისად, წინასწარ განსაზღვრა, თუ რამდენი კლიენტი/ემიტენტი დარჩება რეგისტრატორთან და რამდენი გადაწყვეტს კანონპროექტის ფარგლებში ისარგებლოს ანგარიშის მწარმოებლისა თუ ცენტრალური დეპოზიტარის მომსახურებით (ამჯობინებენ ახალ ეფექტურ და დაცულ სისტემას თუ უკვე არსებულ ინფრასტრუქტურას), რთულია და დამოკიდებულია მრავალ განსხვავებულ ფაქტორზე. ამასთან, აღნიშნულის საპირისპიროდ, საბროკერო კომპანიებს, ცენტრალურ დეპოზიტარს და ფინანსურ ინსტიტუტებს გაეზრდებათ შემოსავალი, რადგანაც კანონპროექტის შესაბამისად სავალდებულო ხდება საჯარო აქციების დემატერიალიზაცია (ე. ი. მათი ცენტრალური დეპოზიტარის მეშვეობით გამოშვება და ფლობა საბროკერო კომპანიის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მიერ გახსნილ ფასიანი ქაღალდის ანგარიშებზე). მართალია, ბაზარზე 8 საბროკერო კომპანია, 15 კომერციული ბანკი და 1 ცენტრალური დეპოზიტარი მოქმედებს, თუმცა აუცილებელია აღინიშნოს, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საბროკერო კომპანიები და ცენტრალური დეპოზიტარი წარმოადგენენ მთავარ სუბიექტებს და ისინი უწევენ მომსახურებას ემიტენტებსა და ინვესტორებს, შესაბამისად კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები მათ შემოსავალზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს; ამასთან, შემოსავლების ოდენობა დამოკიდებული იქნება მომსახურების ხარჯებზე, რაც ანგარიშის მწარმოებლებსა და მათ კლიენტებს შორის დასადები ხელშეკრულების საგანი იქნება და სამომავლოდ დადგინდება ბაზრის განვითარების კვალდაკვალ. პოზიტიური ფინანსური გავლენა ფინანსურ ინსტიტუტებზე კიდევ უფრო თვალსაჩინოა იმ პირობებში, რომ, გარდა საჯარო ფასიანი ქაღალდებისა, კერძო ფასიანი ქაღალდებიც ნებაყოფლობით შესაძლოა დაექვემდებაროს დემატერიალიზაციას და შესაბამისად ცენტრალურ დეპოზიტარში აღრიცხვას. რაც შეეხება საჯარო ფასიანი ქაღალდების (საჯარო აქციების) მფლობელებს, სავარაუდოდ, მათზე მნიშვნელოვან ფინანსურ გავლენას არ იქონიებს კანონპროექტი, ვინაიდან ანგარიშის მწარმოებლის მიერ მათთვის გაწეული მომსახურების (ანგარიშის გახსნა, წარმოება) საფასურის ასანაზღაურებელ ხარჯებს დააბალანსებს ის დაზოგილი ხარჯები, რომელთა გაწევაც დაეკისრებოდა საჯარო ფასიანი ქაღალდის მფლობელს რეგისტრატორის მომსახურების ასანაზღაურებლად. ასევე, აღსანიშნავია, რომ არსებული კანონმდებლობით საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგების დადება (თუ გარიგება არ იდებოდა გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორების მონაწილეობით) არ შეიძლება საბროკერო კომპანიის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობის გარეშე, რასაც, თავის მხრივ, შესაძლოა დაემატოს რეგისტრატორის მომსახურების ხარჯიც, თუ შესაბამისი ფასიანი ქაღალდი ნომინალურ მფლობელობაში არ არის გადაცემული. კანონპროექტის ამოქმედების შემდგომ რეგისტრატორთან დამატებითი რეგისტრაციის ხარჯის გაწევა საჯარო ფასიანი ქაღალდების მფლობელებს აღარ მოუწევთ და ყველა ოპერაცია თავისთავად ანგარიშის მწარმოებლის (საბროკერო კომპანიის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტის) საშუალებით/მონაწილეობით განხორციელდება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლებელია იდენტიფიცირდეს რამდენიმე ფაქტორი, რომლებმაც შეიძლება შეამციროს კანონპროექტის ფინანსური გავლენა საჯარო ფასიანი ქაღალდის (კერძოდ, საჯარო აქციების) მფლობელებზე: 1) ფასიანი ქაღალდის მფლობელებს უფლება ექნებათ თავად განსაზღვრონ ის ანგარიშის მწარმოებელი, რომელიც მათ გაუწევთ კასტოდიანურ მომსახურებას. ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, აღნიშნული დადებით გავლენას მოახდენს მათ მიერ კლიენტებისათვის შეთავაზებულ კომერციულ პირობებზე; 2) თუ ფასიანი ქაღალდის მფლობელი ფასიან ქაღალდს ამჟამად ფლობს ნომინალური მფლობელის მეშვეობით, მას, როგორც წესი, ექნება შესაძლებლობა შეუფერხებლად გააგრძელოს ფასიანი ქაღალდის ფლობა აღნიშნული ნომინალური მფლობელის საშუალებით; 3) საჯარო ფასიანი ქაღალდის მფლობელებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით ფლობას ახორციელებენ უშუალოდ რეგისტრატორში გახსნილ ანგარიშზე (ნომინალური მფლობელის გარეშე), არსებული კანონმდებლობით ეკისრებათ ვალდებულება საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგება დადონ მხოლოდ საბროკერო კომპანიის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით (გარდა გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორების მონაწილეობით დადებული გარიგებისა)2. ხარჯი, რომელიც საჯარო ფასიანი ქაღალდების მფლობელის მიერ 2 აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო პაკეტი, კერძოდ მასში შემავალი კანონპროექტი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ითვალისწინებს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების გაუქმებას საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგების დადებისას საბროკერო კომპანიის ან სხვა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის მონაწილეობის ზემოხსენებული ვალდებულების შესრულებას უკავშირდება, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ იქნება ანგარიშის მწარმოებლისათვის ასანაზღაურებელი მომსახურების საფასურის ნაწილი. რაც შეეხება საჯარო ფასიანი ქაღალდების მფლობელთა მიერ გასაწევი/დაზოგილი ხარჯების რაოდენობრივ განსაზღვრას, აღნიშნული მახასიათებლების იდენტიფიცირება, მათი კომპლექსურობიდან გამომდინარე, რთულია. რაც შეეხება სამეწარმეო საზოგადოების მიერ ობლიგაციების გამოშვებას, აღნიშნული ცვლილება ემსახურება მხოლოდ სამართლებრივი სიცხადის შემოტანას აღნიშნული ფასიანი ქაღალდების მიმართ, რაც შესაძლო სამართლებრივ რისკებს დააზღვევს, არ წარმოშობს დამატებით ხარჯებს და არ ადგენს ახალ ვალდებულებებს. მეტიც, სამართლებრივი სიცხადე უზრუნველყოფს ასეთი ფასიანი ქაღალდების გამოშვების წახალისებას და შესაბამისად მეტი ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობას გაუჩენს სამეწარმეო საზოგადოებებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: შესახებ, ვინაიდან „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის“ შესახებ კანონის პროექტიდან გამომდინარე ყველა საჯარო ფასიანი ქაღალდის ფლობა განხორციელდება უშუალოდ ცენტრალური დეპოზიტარის (თუკი ინვესტორი ამავდროულად არის სისტემის მონაწილე) ან არაპირდაპირ სხვა ანგარიშის მწარმოებლის მეშვეობით, რაც თავისთავად გამორიცხავს საბროკერო კომპანიის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობის გარეშე ფასიან ქაღალდზე გარიგების დადებას. კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)-ის ექსპერტებმა ტექნიკური დახმარების ფარგლებში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. და მდგრადი განვითარების სამინისტრო და