„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.09.2021
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/75/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-05
ბიუროს ნომერი 86

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240080000.05.001.019981) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ27“ ქვეპუნქტი: „ჰ27. ნომინალური მფლობელი - ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი, რომელსაც ერთეულის მფლობელი (ან სხვა ნომინალური მფლობელი) წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს უფლებას, ერთეული (ერთეულები) ამ ნომინალური მფლობელის სახელზე შეიტანოს ერთეულის მფლობელთა რეესტრში ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში და ერთეულის მფლობელის ან სხვა ნომინალური მფლობელის სასარგებლოდ ჩაებას ამ ერთეულებთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებში.“. 2. მე-12 მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ავტორიზებული/რეგისტრირებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრს აწარმოებს საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირთან დადებულია შეთანხმება ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების ფუნქციის დელეგირების შესახებ მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად. ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანიის ერთეულის მფლობელთა რეესტრს აწარმოებს საინვესტიციო კომპანიის აქტივების მმართველი კომპანია ან თავად საინვესტიციო კომპანია, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირთან დადებულია შეთანხმება ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების ფუნქციის დელეგირების შესახებ მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად. ეს პუნქტი არ გამოიყენება, თუ ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულები დემატერიალიზებულია. 3. ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულზე საკუთრება ან სხვა სანივთო უფლება დასტურდება საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით, თუ ერთეულის მფლობელთა რეესტრში არსებული ჩანაწერის შესაბამისად ერთეული გადაცემულია ნომინალურ მფლობელობაში. თუ ერთეულის ფლობა არ ხორციელდება საქართველოში, მასზე უფლება დასტურდება იმ ფინანსური ინსტიტუტის ჩანაწერით, რომელიც ერთეულს ფლობს ერთეულის მფლობელის სასარგებლოდ. ეს პუნქტი არ გამოიყენება, თუ ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულები დემატერიალიზებულია.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-33 პუნქტები: „31. თუ საინვესტიციო ფონდის ერთეულები დაშვებულია სავაჭროდ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე, ერთეულები უნდა იქნეს დემატერიალიზებული და აღირიცხოს ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში. 32. დემატერიალიზებული ერთეულების ფლობა და მიმოქცევა, ისევე როგორც ასეთ ერთეულებზე საკუთრების უფლების დადასტურების წესი განისაზღვრება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თუ, იმავე კანონის შესაბამისად, დემატერიალიზებული ერთეულის ფლობა არ ხორციელდება საქართველოში, მასზე უფლება დასტურდება იმ ფინანსური ინსტიტუტის ჩანაწერით, რომელიც ერთეულს ფლობს ერთეულის მფლობელის სასარგებლოდ. 33. „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშის მწარმოებლის მიერ ერთეულის მფლობელებისათვის ანგარიშის წარმოება ხორციელდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. “; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. საინვესტიციო ფონდების ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოება ხორციელდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.“; დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელის მიერ ერთეულის გასხვისება ან დაგირავება დასაშვებია მხოლოდ საინვესტიციო ფონდის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის წინასწარი თანხმობის საფუძველზე. საინვესტიციო ფონდს ან/და მისი სახელით მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიას უფლება არა აქვს, დაუსაბუთებლად განაცხადოს უარი თანხმობის გაცემაზე. თანხმობაზე უარი დასაბუთებულად ჩაითვლება, თუ ერთეულის გასხვისების/დაგირავების შედეგად რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის გაუთვითცნობიერებელ ინვესტორთა რაოდენობა 20-ს გადააჭარბებს (ან შესაძლოა გადააჭარბოს) ან ერთეულის გასხვისებისთვის/დაგირავებისთვის თანხმობის გაცემას ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი, აგრეთვე, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამ პუნქტით დადგენილი წესის დარღვევით საინვესტიციო ფონდის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის წინასწარი თანხმობის გარეშე განხორციელებულ ერთეულის გასხვისებას ან დაგირავებას იურიდიული ძალა არა აქვს.“; ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისად დაადგინოს საინვესტიციო ფონდის (გარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების ფორმის მქონე საინვესტიციო კომპანიისა) ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოებისა და ერთეულების ფლობის მარეგულირებელი წესები.“. 3. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უცხო სახელმწიფო, სადაც უცხოური საინვესტიციო ფონდი არის დაფუძნებული, არ შედის ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხაში;“. 4. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის შემთხვევაში − უცხო ქვეყანა, სადაც უცხოური აქტივების მმართველი კომპანია არის დაფუძნებული, შედის ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხაში;“. 5. 26-ე მუხლის პირველ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) დაცულია აგენტთან და აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელთან დაკავშირებით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები;“. 6. 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმატითა და დადგენილ ვადაში საზედამხედველო ორგანოსა და ინვესტორებს პერიოდულად წარუდგინოს საინვესტიციო ფონდის საქმიანობის შესახებ ანგარიშები, ასევე, საზედამხედველო ორგანოს წარუდგინოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისათვის შესაბამისი ანგარიშგება;“. 7. 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. საზედამხედველო ორგანოს უფლება აქვს, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მათ შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში: ა) ნებისმიერ პირს მოსთხოვოს და მიიღოს დოკუმენტები/ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური); ბ) შეამოწმოს (მათ შორის, ადგილზე) საინვესტიციო ფონდი და აქტივების მმართველი კომპანია; გ) მოითხოვოს ცალკეულ ქმედებათა განხორციელების შეწყვეტა, თუ ეს ქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; დ) აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან გათავისუფლება; ე) დანიშნოს დროებითი ადმინისტრატორი საინვესტიციო ფონდში ან აქტივების მმართველ კომპანიაში ამ კანონის 79-ე მუხლის შესაბამისად; ვ) პირს დააკისროს სანქციები; ზ) გამოაქვეყნოს დამრღვევი პირისა და მის მიერ ჩადენილი დარღვევის შესახებ ინფორმაცია; თ) განახორციელოს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება და გააუქმოს მისი ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება; ი) განახორციელოს აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირება, რეგისტრაცია ან აღიარება და გააუქმოს მისი ლიცენზია, რეგისტრაცია ან აღიარება; კ) გასცეს სავალდებულო წერილობითი მითითებები; ლ) გამოსცეს სამართლებრივი აქტები; მ) განახორციელოს საქართველოს უფლებამოსილებები.“. კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა 8. 82-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მათ შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის ან საზედამხედველო ორგანოს წერილობითი მითითების დარღვევის გამო პირს (მათ შორის, ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს) დააკისროს სანქცია (ფულადი ჯარიმა) თავის მიერ სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ოდენობით.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება სანქციის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის გამოყენების შემთხვევებზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის მარეგულირებელი ჩარჩოს იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით. გარდა ამისა, „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2020 წლის 14 ივლისს განხორციელებული ცვლილება და „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევი ცვლილების პროექტი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საინვესტიციო ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებს განსაზღვრავს როგორც ანგარიშვალდებულ პირებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის (შემდგომ - AML/CFT) მიზნებისთვის. შესაბამისად, ითვალისწინებს მათ მიმართ AML/CFT მოთხოვნების გავრცელებას. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი განსაზღვრულია როგორც ამ პირების საზედამხედველო ორგანო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ნორმების გათვალისწინება, რომელთა საფუძველზე შესაძლებელი იქნება საინვესტიციო ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებზე ეფექტური AML/CFT ზედამხედველობის განხორციელება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება აუცილებელია „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად იმპლემენტაციისათვის. აგრეთვე, AML/CFT რისკების მართვისა და ამ მიზნით ანგარიშვალდებულ პირებზე ეფექტური ზედამხედველობის განხორციელებისთვის, აუცილებელია, კანონში დაკონკრეტდეს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები და საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების ვალდებულებები AML/CFT მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან, აგრეთვე დაკონკრეტდება AML/CFT კუთხით საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების ვალდებულებები, მათ მიმართ განსახორციელებელი საზედამხედველო ღონისძიებები და საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრისა და დემატერიალიზებული ერთეულების ანგარიშის წარმოებისას AML/CFT მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოთხოვნები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ავტორიზებული ან რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდების ერთეულების დემატერიალიზაცია მიიღწევა მათი (ერთეულების) ცენტრალურ დეპოზიტარში აღრიცხვით, რის შედეგადაც ერთეულის მფლობელთა მიერ ერთეულების ფლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ცენტრალური დეპოზიტარის მეშვეობით, პირდაპირ (ცენტრალური დეპოზიტარის სისტემის მონაწილის მიერ ერთეულების თავის სასარგებლოდ ფლობის შემთხვევაში) ან არაპირდაპირ (ცენტრალური დეპოზიტარის სისტემის მონაწილის მიერ თავის კლიენტთა სასარგებლოდ ერთეულების ფლობის შემთხვევაში). ერთეულების დემატერიალიზაციისა და ცენტრალურ დეპოზიტარში მათი აღრიცხვის პირობებში, რელევანტური აღარ იქნება ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების მარეგულირებელი დებულებები და ერთეულებზე საკუთრების უფლების დადასტურების წესი განისაზღვრება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდების ერთეულების დემატერიალიზაციას სავალდებულო წესით, თუ ისინი სავაჭროდ არის დაშვებული საფონდო ბირჟაზე. სხვა შემთხვევაში, ერთეულების დემატერიალიზაცია არის ნებაყოფლობითი და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საინვესტიციო ფონდი / აქტივების მმართველი კომპანია. გარდა ამისა, კანონპროექტი აკონკრეტებს AML/CFT კუთხით ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციებს და ანგარიშვალდებული პირების შესაბამის უფლებებსა და ვალდებულებებს, კერძოდ: ა) საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრისა და დემატერიალიზებული ერთეულების ანგარიშის წარმოების ვალდებულებას AML/CFT კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით; ბ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისათვის განსაზღვრული შესაბამისი ანგარიშგების წარდგენის ვალდებულებას, რაც უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის მიერ დისტანციური ზედამხედველობის განხორციელებას და შედეგად, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების იდენტიფიცირებას; გ) ფუნქციების დელეგირებისას აგენტთან და აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელთან დაკავშირებით AML/CFT კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვალდებულებას; დ) AML/CFT მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულის გასხვისებისას ან დაგირავებისას, საინვესტიციო ფონდის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის მიერ თანხმობის გაცემაზე უარის უფლებას. ამასთან, კანონპროექტში მიეთითება ეროვნული ბანკის უფლებამოსილება, შემოწმება განახორციელოს AML/CFT მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს მოთხოვნების დაცვის კუთხით და დარღვევების შემთხვევაში გამოიყენოს შესაბამისი სანქციები ან გაატაროს სხვა საზედამხედველო ზომები. გამომდინარე იქედან, რომ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკი ამტკიცებს მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხას, უცხოური აქტივების მმართველი კომპანიისა და საინვესტიციო ფონდის აღიარების პირობად მიეთითება, რომ შესაბამისი ქვეყანა არ უნდა შედიოდეს მოცემულ ნუსხაში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი დაკავშირებულია 2018 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გაფორმებულ განზრახვის წერილთან (‘Letter of Intent’), რომლითაც საქართველომ აიღო ვალდებულება ფასიანი ქაღალდების ფლობის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებაზე. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. ამასთან, კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წინამდებარე კანონპროექტის თანახმად, ერთეულების დემატერიალიზაციისა და ცენტრალურ დეპოზიტარში მათი აღრიცხვის შემთხვევაში, რელევანტური აღარ იქნება ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების მარეგულირებელი დებულებები და ერთეულებზე საკუთრების უფლების დადასტურების წესი განისაზღვრება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად, კანონპროექტს ფინანსური შედეგები ექნება საინვესტიციო ფონდებზე/აქტივების მმართველ კომპანიებზე, რომლებიც განახორციელებენ ერთეულების აღრიცხვას ცენტრალურ დეპოზიტარში, რადგან მათ მოუწევთ ისარგებლონ ცენტრალური დეპოზიტარის მომსახურებით, თუმცა აღნიშნულს გარკვეულწილად დააბალანსებს ის ფაქტორი, რომ საინვესტიციო ფონდის/აქტივების მმართველი კომპანიის მიერ განსახორციელებელ ფუნქციებს მოაკლდება ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების ფუნქცია.1 რაც შეეხება ერთეულის მფლობელზე (ინვესტორზე) კანონპროექტის ფინანსურ გავლენას, კანონპროექტის თანახმად, ერთეულების დემატერიალიზაციის შემთხვევაში ინვესტორის საკუთრებაში არსებული ერთეულების აღრიცხვა, ნაცვლად ერთეულის მფლობელთა რეესტრისა, განხორციელდება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად - ე. ი. ანგარიშის მწარმოებლის საშუალებით. ანგარიშის მწარმოებელი შეიძლება იყოს თავად ცენტრალური დეპოზიტარი (ცენტრალური დეპოზიტარის სისტემის მონაწილის მიერ ერთეულების თავის სასარგებლოდ ფლობის 1 ასევე გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტით ერთეულების დემატერიალიზაციის ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ ისინი სავაჭროდ არის დაშვებული / უნდა იქნეს დაშვებული საფონდო ბირჟაზე. ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში, თავად საინვესტიციო ფონდის ან მისი აქტივების მმართველი კომპანიის გადასაწყვეტია, მოახდენს თუ არა ერთეულების დემატერიალიზაციას. შემთხვევაში) ან ცენტრალური დეპოზიტარის სისტემის მონაწილე (ცენტრალური დეპოზიტარის სისტემის მონაწილის მიერ თავის კლიენტთა სასარგებლოდ ერთეულების ფლობის შემთხვევაში). შესაბამისად, რეესტრის წარმოების ფუნქციას ამ თვალსაზრისით ჩაანაცვლებს ანგარიშების წარმოების ფუნქცია, რის გამოც ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღნიშნული ცვლილება ინვესტორებისათვის გამოიწვევს არსებით შედეგებს (ცვლილებებს) ფინანსური თვალსაზრისით. აქვე ხაზგასასმელია, რომ საინვესტიციო ფონდების ბაზარი საქართველოში მხოლოდ ახლა იწყებს განვითარებას, შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო ძალაში შევიდა 2020 წელს, რაც ზოგადად ართულებს პროგნოზის გაკეთებას მოსალოდნელ ფინანსურ შედეგებთან დაკავშირებით. შესაბამისობასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდის თვალსაზრისით ყურადღება უნდა გამახვილდეს კანონპროექტით გათვალისწინებულ აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებაზე, საზედამხედველო ორგანოს წარუდგინოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისათვის შესაბამისი ანგარიშგება. თუმცა ფინანსური გავლენა განისაზღვრება თითოეული აქტივების მმართველი კომპანიისა და მისი მართვის ქვეშ მყოფი საინვესტიციო ფონდების სიდიდის, საქმიანობის და აქტივების მოცულობის შესაბამისად და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებული იქნება. აქტივების მმართველ კომპანიასა და საინვესტიციო ფონდზე ფინანსურ გავლენას იქონიებს კანონპროექტით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილება, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის სუბიექტისათვის ფინანსური სანქციის დაკისრების შემთხვევაში არ გაითვალისწინოს საინვესტიციო ფონდის აქტივებისთვის მიყენებული ზარალის მოცულობა ან შექმნილი საფრთხის ინტენსივობა. ასეთი მიდგომა შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას და მიზნად ისახავს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მაქსიმალურ პრევენციას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების / შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან “ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ)კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. და მდგრადი განვითარების სამინისტრო და