„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“
- „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი-„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ (07-2/75, 16.09.2021) და მისგან გამომდინარე კანონპროექტები : (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (07-2/75/10, 16.09.2021), გამომდინარე „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან (07-2/75/10, 16.09.2021). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-05
ბიუროს ნომერი 86
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 152-ე მუხლს დაემატოს შემდეგი
შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს
კანონით, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საინვესტიციო
ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიკვიდატორი ან
სპეციალური მმართველი უფლებამოსილია ყადაღადადებული ფასიანი ქაღალდების
ანგარიშები უცვლელად გადაიტანოს სხვა ანგარიშის მწარმოებელთან ან შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე ფინანსურ ინსტიტუტში .“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „დემატერიალიზებული ფასიანი
ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით, რომელიც
ქმნის
ფასიანი
ქაღალდების
ფლობის
გამართულ
სამართლებრივ
მექანიზმს
და
აღმოფხვრის ფასიანი ქაღალდების ფლობის მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს ხარვეზებს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
შესაბამისობაში მოვა „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 152-ე
მუხლის ემატება მე-3 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებული იქნება გარკვეულ
შემთხვევებში ლიკვიდატორის ან სპეციალური მმართველის უფლებამოსილება
ყადაღადადებული ფასიანი ქაღალდების ანგარიშები უცვლელად გადაიტანოს სხვა
ანგარიშის მწარმოებელთან.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი დაკავშირებულია 2018 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან
გაფორმებულ განზრახვის წერილთან (‘Letter of Intent’), რომლითაც საქართველომ აიღო
ვალდებულება ფასიანი ქაღალდების ფლობის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებაზე.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. ამასთან, კანონპროექტით
უკუძალა გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა)
კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
სახელმწიფო
ან/და
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
მოახდენს
სახელმწიფო
ან/და
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ვინაიდან წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით რეგულირდება ანგარიშის
მწარმოებლის ლიკვიდაციის ან რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობისას ფასიანი
ქაღალდების სხვა ანგარიშის მწარმოებელთან გადატანის საკითხი, აუცილებელი იყო
ყადაღადადებული ანგარიშების გადატანის საკითხის რეგულირებაც, თუმცა აღნიშნული
არ იწვევს რაიმე სახის დამატებით ფინანსურ გავლენას ანგარიშის მწარმოებლის
კლიენტებზე, რადგან ისინი ისედაც იხდიდნენ ანგარიშის მწარმოებლის მომსახურების
საფასურს, მით უფრო, რომ სხვა ანგარიშის მწარმოებელთან ფასიანი ქაღალდების
გადატანა მათი ინტერესების დაცვისკენაა მიმართული. შესაბამისად, მოსალოდნელი
ფინანსური გავლენა კანონპროექტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ არსებობს და ის
ემსახურება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან
შესაბამისობაში მოყვანას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო
სავალუტო ფონდის (IMF)-ის ექსპერტებმა ტექნიკური დახმარების ფარგლებში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა
ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა
საქართველოს ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
და
მდგრადი
განვითარების
სამინისტრო
და