„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.09.2021
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/75/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-05
ბიუროს ნომერი 86

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.10.2019, სარეგისტრაციო კოდი: 080090020.05.001.019627) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ანგარიში − კომერციულ ბანკში, საბროკერო კომპანიასთან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ცენტრალურ დეპოზიტართან კლიენტის ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან ელექტრონული ფულის აღრიცხვის უნიკალური საშუალება;“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა.ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ნ) საინვესტიციო კომპანია, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია;“; ბ) „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ო“ და „ა.პ“ ქვეპუნქტები: „ა.ო) აქტივების მმართველი კომპანია; ა.პ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი;“ 3. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს ეროვნული ბანკი – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.დ“ „ა.თ“ და „ა.ლ“ - „ა.პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის;“. მუხლი 2. ცენტრალურმა დეპოზიტარმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის III და IV თავებით გათვალისწინებული მოთხოვნების ისეთ კლიენტებზე გავრცელება, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა ამ კანონის ამოქმედებამდე დაამყარა ან რომელთა გადასვლა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისგან განხორციელდა. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ტექნიკურ ანგარიშზე განთავსებული ფასიანი ქაღალდების მფლობელებზე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით, აქტივების მმართველი კომპანია და ცენტრალური დეპოზიტარი არ წარმოადგენენ ანგარიშვალდებულ პირებს, შესაბამისად, არ ექვემდებარებიან ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან (შემდგომ - AML/CFT) დაკავშირებულ სამართლებრივ მოთხოვნებს. აღნიშნული აფერხებს ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული AML/CFT რისკების ეფექტურ მართვას, ამასთან, შეუსაბამობაშია ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (შემდგომ - FATF) რეკომენდაციებთან. FATF-ის რეკომენდაციები წარმოადგენს AML/CFT სფეროში საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, რომელიც განსაზღვრავს იმ საქმიანობებს, რომელთა განმახორციელებელი პირები, AML/CFT მიზნებისთვის, FATF-ის მიერ განიხილება ფინანსურ ინსტიტუტებად და მათზე ვრცელდება ანგარიშვალდებული პირის მიმართ არსებული მოთხოვნები. ამ საქმიანობებს შორისაა: ინდივიდუალური და კოლექტიური პორტფელის მართვა, სხვა პირის სახელით ლიკვიდური ფინანსური ინსტრუმენტების შენახვა და ადმინისტრირება, ფულადი სახსრების ინვესტირება, ადმინისტრირება და მართვა. ასევე, ფასიანი ქაღალდების ემისიაში მონაწილეობა და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ფინანსური მომსახურების გაწევა, ნაღდი ფულის ან ლიკვიდური ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა და ადმინისტრირება სხვა პირის სახელით. იგივე მიდგომა გათვალისწინებულია FATF-ის მიერ გამოშვებულ ანგარიშსა1 და სახელმძღვანელოში2. FATF-ის რეკომენდაციებთან საქართველოს შესაბამისობის შეფასებას ახორციელებს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელი რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი - Moneyval. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეხუთე რაუნდის შეფასება, რომლის ფარგლებში Moneyval-მა საქართველოში 1 იხ. „ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება ფინანსური ინსტრუმენტების სექტორში“, ფინანსურ ქმედებათა ჯგუფის (FATF) ანგარიში, 2009 წლის ოქტომბერი, შემდეგ მისამართზე: http://www.fatfgafi.org/media/fatf/documents/reports/ML%20and%20TF%20in%20the%20Securities%20Sector.pdf სპეციალური 2 იხ. „ფინანსურ ინსტრუმენტების სექტორისთვის რისკზე დამყარებული მიდგომის სახელმძღვანელო“, ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) სახელმძღვანელო, 2018 წლის ოქტომბერი, შემდეგ gafi.org/media/fatf/documents/recommendations/pdfs/RBA-Securities-Sector.pdf მისამართზე: http://www.fatf- არსებული რეჟიმის ერთ-ერთ ნაკლოვანებად გამოავლინა AML/CFT რეგულირებისა და ზედამხედველობის არარსებობა საინვესტიციო ფონდებსა და ფონდების მმართველებზე. FATF-ის რეკომენდაციებით განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტის განმარტებები და ფუნქციები თანხვედრაშია „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტითა და 25-ე მუხლით გათვალისწინებული პირის განმარტებასა და საქმიანობასთან. გასათვალისწინებელია, რომ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აქტივების მმართველ კომპანიას ეკისრება ისეთი ფუნქციების შესრულება, როგორებიცაა, საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება, საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოება, შიდა კონტროლის მექანიზმების შემუშავება საინვესტიციო ფონდის აქტივების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, რისკების მართვის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, საინვესტიციო ფონდის პორტფელისა და რისკების მართვა, პორტფელთან დაკავშირებული ტრანზაქციების, შესყიდვებისა და გამოსყიდვების აღრიცხვა, საზედამხედველო ორგანოსთან ანგარიშგება და სხვ. აქედან გამომდინარე, მოცემული ცვლილების გარეშე ვერ განხორციელდება სათანადო AML/CFT ზედამხედველობა იმ საინვესტიციო ფონდებზე, რომლებსაც დანიშნული ჰყავთ აქტივების მმართველი კომპანია. რაც შეეხება ცენტრალურ დეპოზიტარს, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ინიცირებული ცვლილებების გათვალისწინებით, კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ცენტრალური დეპოზიტარის ძირითად ფუნქციებად განსაზღვრულია შემდეგი საქმიანობები: ფასიანი ქაღალდების ემისიის რეგისტრაცია; ცენტრალური დეპოზიტარის მონაწილეებისათვის „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდების ანგარიშების გახსნა და წარმოება და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის ოპერირება. ხსენებული საქმიანობები თანხვედრაშია FATF-ის სტანდარტების მიხედვით რეგულირებას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალთან. ამასთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით ცენტრალური დეპოზიტარი განსაზღვრულია საფინანსო სექტორის წარმომადგენლად. შესაბამისად, ცენტრალური დეპოზიტარისათვის მინიჭებული ახალი უფლებამოსილებები საჭიროებს AML/CFT ზედამხედველობას, რისთვისაც აუცილებელია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული ცვლილებების შეტანა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: AML/CFT რისკების ეფექტური მართვის მიზნით, აუცილებელია, აქტივების მმართველი კომპანიები და ცენტრალური დეპოზიტარი განისაზღვრონ ანგარიშვალდებულ პირებად და დაექვემდებარონ შესაბამის რეგულირებასა და ზედამხედველობას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტის მიღების გარეშე, საქართველო ვერ შეძლებს შესაბამისობაში მოვიდეს FATF რეკომენდაციებთან. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ მოცემული ცვლილების გარეშე ვერ განხორციელდება Moneyval-ის მიერ იდენტიფიცირებული ნაკლოვანების გამოსწორება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ცვლილებების განხორციელება მოხდეს „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის მიღების კვალდაკვალ, რადგან აღნიშნული კანონპროექტის მიღების თანამდევია, ერთი მხრივ, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებები, რომლის ფარგლებშიც განსხვავებულად რეგულირდება საინვესტიციო ფონდის ერთეულების ფლობა და რეესტრის წარმოება იმის მიხედვით, არის თუ არა საინვესტიციო ფონდის ერთეულები დემატერიალიზებული, და მეორე მხრივ, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილება, რომლითაც იზრდება ცენტრალური დეპოზიტარის როლი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ორივე ფინანსური ინსტიტუტის მიმართ გათვალისწინებულ იქნას AML/CFT მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოთხოვნები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, აქტივების მმართველ კომპანიასა და ცენტრალურ დეპოზიტარზე გავრცელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული პირის მიმართ არსებული მოთხოვნები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული AML/CFT რისკების მართვას და ინვესტორების ნდობის ზრდას. ამასთან, კანონპროექტის მიღებით აღმოიფხვრება Moneyval-ის მიერ დადგენილი ხარვეზი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიღებით აქტივების მმართველ კომპანიასა და ცენტრალურ დეპოზიტარზე გავრცელდება ანგარიშვალდებული პირის მიმართ არსებული AML/CFT მოთხოვნები, რისთვისაც ცვლილება შედის კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში. გამომდინარე იქედან, რომ აქტივების მმართველი კომპანია განახორციელებს საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებულ AML/CFT ფუნქციებს, AML/CFT რეგულირებას და ზედამხედველობას დაექვემდებარება მხოლოდ ის საინვესტიციო კომპანია, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია. ამასთან, ზემოაღნიშნული პირების, მათ შორის ცენტრალური დეპოზიტარის მიერ AML/CFT ვალდებულებების სათანადოდ შესრულებაზე ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. მოცემული ცვლილება ხელს შეუწყობს საინვესტიციო ფონდების ბაზარზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული რისკების პრევენციასა და ეფექტურ მართვას. წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დეფინიციაში, კერძოდ „ანგარიშის“ ტერმინს ემატება ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილ ანგარიშებზე მითითება. კანონპროექტის გარდამავალი რეგულირებით განისაზღვრება, რომ ცენტრალურმა დეპოზიტარმა კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის III და IV თავებით გათვალისწინებული მოთხოვნების ისეთ კლიენტებზე გავრცელება, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა კანონის ამოქმედებამდე დაამყარა ან რომელთა გადასვლა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისგან განხორციელდა. ეს მოთხოვნა არ გავრცელდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ტექნიკურ ანგარიშზე განთავსებული ფასიანი ქაღალდების მფლობელებზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი დაკავშირებულია 2018 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გაფორმებულ განზრახვის წერილთან (‘Letter of Intent’), რომლითაც საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება ფასიანი ქაღალდების ფლობის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებაზე. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. ამასთან, კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი, ფინანსური შედეგის თვალსაზრისით, გავლენას მოახდენს აქტივების მმართველ კომპანიებზე და ცენტრალურ დეპოზიტარებზე, რომლებსაც, AML/CFT კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, მოუწევთ გარკვეული ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენება. კერძოდ, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მათ დაეკისრებათ ვალდებულება: დანერგონ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასებისა და მართვის ეფექტიანი სისტემა; შეაფასონ კლიენტთან დაკავშირებული AML/CFT რისკები და გამოვლენილი რისკების შესაბამისად განახორციელონ პრევენციული ღონისძიებები: კლიენტის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია; ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია და სანდო წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია; საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის დადგენა; საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი. ამასთან, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მოახდინოს კლიენტებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირების პოლიტიკურად აქტიურ და სანქციადაკისრებულ პირთა სიებში გადამოწმება. მოცემული ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება ზემოხსენებულ პირებს დაეკისრებათ შემდეგ შემთხვევებში: კლიენტთან (ინვესტორთან) საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას; ერთჯერადი გარიგების დადებისას, თუ ერთჯერადი გარიგების თანხა ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა 15 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 15 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება; ფულადი სახსრების ერთჯერადი გადარიცხვისას, თუ ერთჯერადი გარიგების თანხა ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა 3 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 3 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება; პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით ეჭვის შეტანისას.. აღსანიშნავია, რომ კანონი ავალდებულებს ანგარიშვალდებულ პირს, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, დანერგოს შიდა კონტროლის პოლიტიკა, წესები, სისტემები და მექანიზმები. ამ მიზნით, კანონი ანგარიშვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას, დაამტკიცოს შიდა ინსტრუქცია, რომლითაც, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები; თანამშრომელთა შერჩევის წესები; თანამშრომელთა განგრძობითი სწავლების პროგრამა და დამოუკიდებელი აუდიტის ფუნქცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ AML/CFT კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა აქტივების მმართველ კომპანიებსა და ცენტრალურ დეპოზიტარებზე იქონიებს ფინანსურ ეფექტს, რაც ძირითადად დაკავშირებული იქნება შესაბამისობის უზრუნველყოფით დაკავებული თანამშრომლ(ებ)ის შრომის ანაზღაურებასთან, აგრეთვე, შესაბამისი ელექტრონული სისტემების დანერგვასთან. თუ რა ფინანსურ შედეგებს გამოიწვევს აქტივების მმართველ კომპანიებისათვის ყოველივე ზემოაღნიშნული დამოკიდებული იქნება მრავალ განსხვავებულ ფაქტორზე - რამდენ საინვესტიციო ფონდს მართავს აქტივების მმართველი კომპანია, რა მოცულობის აქტივების მართვა უწევს, რა სახის საინვესტიციო საქმიანობას/საქმიანობებს ახორციელებს და სხვ. ხოლო ცენტრალური დეპოზიტარის შემთხვევაში ფინანსური შედეგები დაკავშირებული იქნება ისეთ საკითხებთან, როგორებიცაა - ემისიების რაოდენობა, ცენტრალური დეპოზიტარის მონაწილეთა რაოდენობა, რა რაოდენობისა და მოცულობის ფასიანი ქაღალდების ანგარიშის გახსნა/მართვა უწევს ცენტრალურ დეპოზიტარს, ფასიანი ქაღალდების ანგარიშწორების სისტემის ოპერირებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების / შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. და მდგრადი განვითარების სამინისტრო და