„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“
- „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი-„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ (07-2/75, 16.09.2021) და მისგან გამომდინარე კანონპროექტები : (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (07-2/75/10, 16.09.2021), გამომდინარე „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან (07-2/75/10, 16.09.2021). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-05
ბიუროს ნომერი 86
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში
(პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-20 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ფასეულობათა შენახვა და აღრიცხვა ფასიანი ქაღალდების ჩათვლით, მათ შორის
ანგარიშის მწარმოებლის ფუნქციის განხორციელება;“;
ა.ბ) „ი1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი1) სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად;“;
ბ) მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი უფლებების განხორციელება
ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებზე რეგულირდება „ფასიანი ქაღალდების
ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების
ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მოქმედი კანონმდებლობით.“.
2. 3712 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ ლიკვიდაციის პროცესში მყოფი კომერციული ბანკი საგადახდო სისტემის
ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი იყო, კომერციული ბანკის ლიკვიდატორი
ვალდებულია დანიშვნისთანავე უზრუნველყოს მის მიერ ფუნქციების შესრულების
დაწყებამდე საგადახდო სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების შესრულება,
საგადახდო სისტემის მონაწილეთა ანგარიშსწორების პოზიციების დადგენა ან/და
ანგარიშსწორების განხორციელება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. თუ
ლიკვიდაციის პროცესში მყოფი კომერციული ბანკი
იყო
„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული ანგარიშის მწარმოებელი, ლიკვიდატორი ვალდებულია იმოქმედოს
„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7
მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.“.
3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 3714 მუხლი:
„მუხლი 3714 . რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კლიენტების ფასიანი
ქაღალდები
1. თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი წარმოადგენდა
„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ ანგარიშის მწარმოებელს, სპეციალური მმართველი ვალდებულია
იმოქმედოს იმავე კანონის მე-7 მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით და
დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედების განხორციელება:
ა) დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რესტიტუცია სხვა ანგარიშის
მწარმოებელთან გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე გადატანით;
ბ) ანგარიშის მფლობელთა დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების გადატანა
სხვა ანგარიშის მწარმოებელთან ამ კანონის 377 და 378 მუხლებით გათვალისწინებული
კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების
გასხვისების ან
დროებითი ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენების ფარგლებში;
გ) ანგარიშის მფლობელთა შეუფერხებელი წვდომა დემატერიალიზებულ ფასიან
ქაღალდებზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ
გამოყენებისას არ მოითხოვება ანგარიშის მფლობელთა თანხმობა.“.
უფლებამოსილებათა
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა. ა. ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „დემატერიალიზებული ფასიანი
ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით, რომელიც
ქმნის ფასიანი ქაღალდების ფლობის გამართულ სამართლებრივ მექანიზმს და აღმოფხვრის
ფასიანი ქაღალდების ფლობის მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს ხარვეზებს.
ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია ცვლილება
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ საჭიროა
კანონის იმ მუხლში, რომელიც არეგულირებს კომერციული ბანკის ლიკვიდაციის საკითხებს,
გათვალისწინებულ იქნეს შემთხვევა, როდესაც ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომერციული
ბანკი „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული ანგარიშის მწარმოებელია. ასეთ შემთხვევაში კანონი უნდა
ავალდებულებდეს ლიკვიდატორს, რომ იმოქმედოს „დემატერიალიზებული ფასიანი
ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, კანონი
უნდა არეგულირებდეს კლიენტების ფასიანი ქაღალდების მოპყრობის საკითხს კომერციული
ბანკის რეზოლუციის რეჟიმში.
გარდა ამისა, კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „დემატერიალიზებული
ფასიანი
ქაღალდების
ფლობის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტით
გათვალისწინებული მნიშვნელოვანი სიახლეებითა და ისეთი ცნებებისა და მასთან
დაკავშირებული სამართლებრივი მოწესრიგების საჭიროებით, როგორიცაა ანგარიშის
მწარმოებელი. აღნიშნული სიახლეები იწვევს შესაბამის ცვლილებებს კომერციული
ბანკისათვის ნებადართული საქმიანობების მომწესრიგებელ დებულებებში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების
ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის „კომერციული ბანკების
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლში, კერძოდ მისი პირველი პუნქტის
„თ“ ქვეპუნქტში დაზუსტდება, რომ კომერციული ბანკისათვის ნებადართული საქმიანობა ფასეულობათა შენახვა და აღრიცხვა ფასიანი ქაღალდების ჩათვლით, მოიცავს მათ შორის
ანგარიშის მწარმოებლის ფუნქციის განხორციელებასაც. ამავე პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტში კი
ნაცვლად ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობისა, კომერციული ბანკისათვის
ნებადართულ საქმიანობად განისაზღვრება სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობა
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის
მე-2 პუნქტის თანახმად კომერციული ბანკების საქმიანობა ფასიან ქაღალდებთან
დაკავშირებულ ოპერაციებზე რეგულირდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“
საქართველოს
კანონით.
წარმოდგენილი
კანონპროექტით
მას
დაემატება
„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და
მოქმედი კანონმდებლობა, ვინაიდან ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების
კონკრეტული საკითხების კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით რეგულირების
უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკსაც.
კანონპროექტით გათვალისწინებულია კანონის 3712 მუხლისათვის 21 პუნქტის
დამატება, რომლის თანახმად თუ ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი იყო
„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული ანგარიშის მწარმოებელი, ლიკვიდატორი ვალდებულია იმოქმედოს
„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7
მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. ამასთან კანონის 3712 მუხლის მე-2
პუნქტში სწორდება მოქმედი კანონის ხარვეზი, კერძოდ პუნქტი მიემართება არა
ლიკვიდირებულ, არამედ ლიკვიდაციის პროცესში მყოფ კომერციულ ბანკს.
გარდა ამისა, კანონპროექტით გათვალისწინებულია „კომერციული ბანკების
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისათვის 3714 მუხლის დამატება, რომელიც
აწესრიგებს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კლიენტების ფასიან
ქაღალდებთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ ფინანსური სტაბილურობის საბჭოს მიერ
გამოქვეყნებული პრინციპების - „ფინანსური ინსტიტუტების ეფექტური სარეზოლუციო
რეჟიმების საკვანძო ელემენტები“1 - გათვალისწინებით, რომელიც სფეროში საერთაშორისო
საუკეთესო პრაქტიკის ამსახველი დოკუმენტია, კანონპროექტი რეზოლუციის რეჟიმში
მყოფი კომერციული ბანკის სპეციალური მმართველს ანიჭებს რამდენიმე ალტერნატივას.
სპეციალური მმართველი შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, უფლებამოსილი იქნება
კლიენტების დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების გადაიტანოს სხვა ანგარიშის
მწარმოებელთან, მათი გადატანა უზრუნველყოს კომერციული ბანკის აქციების, აქტივების
1
იხ. დანართი 3 – „კლიენტის აქტივების დაცვა რეზოლუციის რეჟიმში“, ხელმისაწვდომია:
https://www.fsb.org/wp-content/uploads/r_141015.pdf
ან/და ვალდებულებების
გასხვისების ან დროებითი ბანკის სარეზოლუციო
ინსტრუმენტების გამოყენების ფარგლებში ან უზრუნველყოს ანგარიშის მფლობელთა
შეუფერხებელი წვდომა დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე. ამასთან, სპეციალური
მმართველი ვალდებული იქნება იმოქმედოს „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების
ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი მოთხოვნების
გათვალისწინებით. სპეციალურ მმართველს აღწერილი უფლებამოსილებების გამოყენებისას
არ მოითხოვება ანგარიშის მფლობელთა თანხმობა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი დაკავშირებულია 2018 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან
გაფორმებულ განზრახვის წერილთან (‘Letter of Intent’), რომლითაც საქართველომ აიღო
ვალდებულება ფასიანი ქაღალდების ფლობის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებაზე.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. ამასთან, კანონპროექტით
უკუძალა გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
იქედან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით, რომლის
ნაწილსაც წარმოადგენს ცვლილება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონში, დანერგილი სამართლებრივი ჩარჩო შესაბამისი იქნება ფასიანი
ქაღალდების ფლობის მიმართულებით დამკვიდრებულ საერთაშორისო სტანდარტებთან,
მოლოდინია, რომ კანონპროექტის მიღება იქნება წინაპირობა მეტი უცხოელი ინვესტორის
მოზიდვისა და საბოლოო ჯამში, ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობისა.
შესაბამისად, კანონპროექტს ექნება ზოგადი პოზიტიური ფინანსური გავლენა ფასიანი
ქაღალდების ბაზრის ყველა მონაწილეზე, მათ შორის კომერციულ ბანკებზე და რაც მთავარია
სახელმწიფოს ეკონომიკაზე.
მართალია, კომერციულ ბანკებს საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში ემატებათ ანგარიშის მწარმოებლის ფუნქცია, თუმცა კომერციული ბანკებისათვის ანგარიშის (მათ
შორის, ფასიანი ქაღალდების ანგარიშის) წარმოება და მასზე ტრანზაქციების განხორციელება
უცხო არ არის და შინაარსობრივად, ბანკებისათვის ეს ახალ ფუნქციას არ წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ფასიანი ქაღალდების შენახვისა და აღრიცხვის ფუნქცია კომერციულ
ბანკებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უკვე გააჩნდათ, ასევე მათ უფლება ჰქონდათ
განეხორციელებინათ ფასიანი ქაღალდებთან დაკავშირებული საშუამავლო მომსახურებაც.
ყოველივე აღნიშნული, თავის მხრივ, ანგარიშის მწარმოებლის ფუნქციების შესრულებასაც
გულისხმობს. შესაბამისად, ვინაიდან შინაარსით ანგარიშის მწარმოებლის ფუნქცია
კომერციული ბანკებისთვის უცხო არ არის, ნაკლებ სავარაუდოა, რომ აღნიშნული მათთვის
დამატებით ფინანსური თუ ადამიანური რესურსის საჭიროებას გამოწვევს. ამასთან, ასეთის
არსებობის შემთხვევაში, ხარჯებს დააბალანსებს ის საფასური, რასაც ისინი მიიღებენ
ემიტენტებისა
თუ
ინვესტორებისაგან
ანგარიშის
მწარმოებლის
ფუნქციების
შესრულებისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საქმიანობა სამომავლო
პერსპექტივაში მეტად მზარდია და მასზე მოთხოვნა აქტუალური იქნება. აღნიშნული
ხარჯები და შემოსავლები დარეგულირდება მხარეთა შორის სახელშეკრულებო
ურთიერთობების ფარგლებში.
კანონპროექტით
კომერციულ
ბანკებს
ფასიანი
ქაღალდების
ბაზრის
კანონმდებლობით განსაზღვრული ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობის ნაცვლად
ენიჭებათ სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის უფლებამოსილება, რაც ამჟამად
არსებული კანონმდებლობით ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობის ნაწილს
წარმოადგენს. აღნიშნული პრაქტიკულად გავლენას არ იქონიებს კომერციული ბანკების
შემოსავლებისა და ხარჯების ნაწილზე, რადგან კომერციული ბანკები ცენტრალური
დეპოზიტარისთვის დასაშვები საქმიანობებიდან ამჟამად მხოლოდ სპეციალიზებული
დეპოზიტარის საქმიანობას ახორციელებენ და აღნიშნულისათვის უკვე გამოყოფილი აქვთ
შესაბამისი ფინანსური თუ ადამიანური რესურსი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო
სავალუტო ფონდის (IMF)-ის ექსპერტებმა ტექნიკური დახმარების ფარგლებში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა
საქართველოს ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
და
მდგრადი
განვითარების
სამინისტრო
და