„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“
- „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი-„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ (07-2/75, 16.09.2021) და მისგან გამომდინარე კანონპროექტები : (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (07-2/75/10, 16.09.2021), გამომდინარე „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან (07-2/75/10, 16.09.2021). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-05
ბიუროს ნომერი 86
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის
უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ფასიანი
ქაღალდი
დემატერიალიზებული
ფორმით –
„პ) სახელმწიფო
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი ანგარიშზე ჩანაწერის სახით, რომლის გამოშვება და
შენახვა ხორციელდება ამ კანონისა და „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების
ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“;
ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „ტ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-14 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის
საფუძველზეა გამოშვებული და რომლებზეც ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა,
შესაძლოა არსებობდეს მხოლოდ დემატერიალიზებული ფორმით. სახელმწიფო ფასიანი
ქაღალდების ემისია შესაძლოა განხორციელდეს უცხო ქვეყნის კანონმდებლობის
საფუძველზე იმავე ქვეყნის კანონმდებლობის მიერ დაშვებული ფორმით.“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება, მიმოქცევა, დაგირავება, აღრიცხვა,
პროცენტის გადახდა და ძირითადი თანხის დაფარვა რეგულირდება ამ კანონის,
„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და
სხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“;
3. მე-18 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახდენს მატერიალიზებული ფორმით
გამოშვებული დაზიანებული და განადგურებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების
კომპენსაციას იმ პირობით, თუ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი მოქმედი ნორმატიული
აქტების
შესაბამისად
იდენტიფიცირებულია
თავისი რეკვიზიტების მიხედვით.
კომპენსაცია გაიცემა მას შემდეგ, როდესაც სამინისტრო დარწმუნდება, რომ ეს კომპენსაცია
არ გამოიწვევს ერთი და იმავე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის დუბლირებას.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა. ა. ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „დემატერიალიზებული ფასიანი
ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით, რომელიც
ქმნის ფასიანი ქაღალდების ფლობის გამართულ სამართლებრივ მექანიზმს და აღმოფხვრის
ფასიანი ქაღალდების ფლობის მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს ხარვეზებს.
ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
როგორც
აღინიშნა,
კანონპროექტის
შემუშავება
განპირობებულია
„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის მომზადებით. ფასიანი ქაღალდების ფლობის სამართლებრივი ჩარჩოს რეფორმა
მოითხოვს მრავალ მოქმედ კანონში ცვლილებათა შეტანას, მათ შორის „სახელმწიფო ვალის
შესახებ“ საქართველოს კანონში. აუცილებელია კანონში გასწორდეს ის ხარვეზები, რაც
დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებთან მიმართებით არასწორ რეგულირებასთანაა
დაკავშირებული.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონი
შესაბამისობაში მოვა „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან. ამასთან, უზრუნველყოფილი იქნება სამართლებრივი
სიცხადე და გამართული იქნება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ფლობასთან
დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩო.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი
კანონპროექტით
იცვლება „სახელმწიფო
ვალის
შესახებ“
საქართველოს კანონის დეფინიციები. მოქმედი კანონი სახელმწიფო ფასიან ქაღალდს
არამატერიალიზებული ფორმით, განმარტავს, როგორც სახელმწიფო ფასიან ქაღალდს
ანგარიშზე ჩანაწერის სახით, რომლის გამოშვება და შენახვა ხორციელდება ბუღალტრული ან
ელექტრონული ჩანაწერებით. პირველ რიგში, კანონპროექტის ცვლილებით ზუსტდება
ტერმინი და „არამატერიალიზებული ფორმის“ ნაცვლად დეფინიციაში მიეთითება
„დემატერიალიზებული ფორმა“. გარდა ამისა, ვინაიდან ბუღალტრულ და ელექტრონულ
ჩანაწერებზე მითითება გაუგებარია, დეფინიციაში ამის ნაცვლად მიეთითება, რომ ასეთი
ფასიანი ქაღალდების გამოშვება და შენახვა ხორციელდება „სახელმწიფო ვალის შესახებ“
საქართველოს კანონისა და „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად.
სახელმწიფო
ფასიანი
ქაღალდების
გამოშვება
პრაქტიკაში
ხდება
დემატერიალიზებული ფორმით. შესაბამისად, მატერიალური ფორმით არსებული
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დეფინიცია და ამ ფორმით არსებული სახელმწიფო
ფასიანი ქაღალდების რეგულირება აზრს მოკლებულია. წარმოდგენილი კანონპროექტით
აღნიშნული სწორდება. შესაბამისად, ამოღებულ იქნება კანონის პირველი მუხლის „ჟ“
ქვეპუნქტი.
კანონის პირველი მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი განმარტავს სისტემას ანგარიშზე ჩანაწერის
სახით. თუმცა, როგორც ითქვა, ჩანაწერის სახით არსებულ ფასიან ქაღალდებს, ისევე როგორც
სისტემასა და ზოგადად დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის საკითხებს
დეტალურად მოაწესრიგებს „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“
საქართველოს კანონი, ამიტომ პირველი მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის დეფინიცია ზედმეტია და
ამოღებულ იქნება.
კანონპროექტით ცვლილება შედის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში, რომლის თანახმად
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზეა
გამოშვებული და რომლებზეც საქართველოს კანონმდებლობა ვრცელდება, შესაძლოა
არსებობდეს მხოლოდ დემატერიალიზებული ფორმით. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების
ემისია შესაძლოა განხორციელდეს უცხო ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე იმავე
ქვეყნის კანონმდებლობის მიერ დაშვებული ფორმით. კანონპროექტის თანახმად, ამავე
მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნება. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედი
რედაქციით
თანახმად,
თუ
სახელმწიფო ფასიანი
ქაღალდები
გამოშვებულია
არამატერიალიზებული ფორმით, მათი რეგისტრაცია რეესტრში ჩანაწერის სისტემაში
ხორციელდება დადგენილი წესით. ამ პუნქტის ამოღება განპირობებულია იმ გარემოებით,
რომ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები არ საჭიროებს რეესტრში რეგისტრაციას.
რაც შეეხება მე-14 მუხლის მე-4 პუნქტს, იგი შინაარსობრივად მოექცევა ამავე მუხლის მე-5
პუნქტის რეგულირების ქვეშ. კანონპროექტით გათვალისწინებული მე-14 მუხლის მე-5
პუნქტის თანახმად, სახელმწიფო
ფასიანი
ქაღალდების
გამოშვება,
მიმოქცევა,
დაგირავება,
აღრიცხვა, პროცენტის გადახდა და
ძირითადი თანხის დაფარვა
რეგულირდება ამ კანონის, „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“
საქართველოს კანონისა და სხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს კანონის მე-18 მუხლის ამოღებას, რომელიც
ადგენს მატერიალიზებული ფორმით გამოშვებული დაზიანებული და განადგურებული
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების კომპენსაციის საკითხს. ვინაიდან, კანონპროექტით
წარმოდგენილი ცვლილების შედეგად, კანონით აღარ იქნება გათვალისწინებული
მატერიალიზებული
ფორმით
გამოშვებული
სახელმწიფო
ფასიანი
ქაღალდები,
კანონპროექტის ძირითად ტექსტში ამ ფორმის ფასიანი ქაღალდების დაზიანების და
განადგურების შემთხვევებში კომპენსაციის საკითხის რეგულირება არ იქნებოდა
მიზანშეწონილი. აქედან გამომდინარე, მე-18 მუხლის იდენტური მოწესრიგება აისახება
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტში გარდამავალი დებულების სახით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი დაკავშირებულია 2018 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან
გაფორმებულ განზრახვის წერილთან (‘Letter of Intent’), რომლითაც საქართველომ აიღო
ვალდებულება ფასიანი ქაღალდების ფლობის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებაზე.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. ამასთან, კანონპროექტით
უკუძალა გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
იქედან გამომდინარე, რომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება პრაქტიკაში
ხდება დემატერიალიზებული ფორმით, მატერიალური ფორმით არსებული სახელმწიფო
ფასიანი ქაღალდების რეგულირება აზრს მოკლებულია. კანონპროექტის მიღება არ იწვევს
აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან რეალურად არ
იცვლება არსებული პრაქტიკა სახელმწიფო ფასიან ქაღალდებთან მიმართებით.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
იქედან გამომდინარე, რომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება პრაქტიკაში
ხდება დემატერიალიზებული ფორმით, მატერიალური ფორმით არსებული სახელმწიფო
ფასიანი ქაღალდების რეგულირება აზრს მოკლებულია. კანონპროექტის მიღება გავლენას არ
მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
რამდენადაც არ იცვლება არსებული პრაქტიკა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ასეთი არ არსებობს, ვინაიდან კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს სამართლებრივი
სიცხადის შემოტანა. იქედან გამომდინარე, რომ კანონით აღარ იქნება გათვალისწინებული
მატერიალიზებული
ფორმით
გამოშვებული
სახელმწიფო
ფასიანი
ქაღალდები,
კანონპროექტის ძირითად ტექსტში ამ ფორმის ფასიანი ქაღალდების დაზიანების და
განადგურების შემთხვევებში კომპენსაციის საკითხის რეგულირება არ იქნებოდა
მიზანშეწონილი და ის გადავა გარდამავალ დებულებებში. აღნიშნული არ გამოიწვევს
სახელმწიფოს მიერ გასაცემი კომპენსაციის კუთხით ცვლილებებს, რადგან კანონის
არსებული რედაქცია ითვალისწინებს კომპენსაციის საკითხს. შესაბამისად, მიმდინარე
ცვლილებით კომპენსაციის ვალდებულება კვლავ დარჩება, თუმცა გარკვეული შეზღუდული
დროით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო
სავალუტო ფონდის (IMF)-ის ექსპერტებმა ტექნიკური დახმარების ფარგლებში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა
საქართველოს ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
და
მდგრადი
განვითარების
სამინისტრო
და