„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.09.2021
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/75/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-05
ბიუროს ნომერი 86

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 52-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დაარეგულიროს ემიტენტების მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვებისას და მიმოქცევისას წარმოშობილი ურთიერთობები, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებული საკითხები „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და მიმოქცევის სფეროში დარღვევების გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა;“. 2. 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორებისა და დეპოზიტარის სისტემაში დაუშვას საქართველოში გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, ამ სისტემის მეშვეობით უზრუნველყოს შესაბამისი ანგარიშსწორება, ფასიანი ქაღალდების ფლობისა და ფასიანი ქაღალდებით განხორციელებულ ტრანზაქციათა ანგარიშსწორების მიზნით ანგარიშები გაუხსნას საქართველოს მთავრობას, უცხო ქვეყნის მთავრობას, ცენტრალურ ბანკს, ცენტრალურ დეპოზიტარს, ანგარიშის მწარმოებელს, კასტოდიანური მომსახურების გამწევ პირს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტს და ამ მიზნით განსაზღვროს შესაბამისი წესები და კრიტერიუმები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა. ა. ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით, რომელიც ქმნის ფასიანი ქაღალდების ფლობის გამართულ სამართლებრივ მექანიზმს და აღმოფხვრის ფასიანი ქაღალდების ფლობის მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს ხარვეზებს. ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია ცვლილება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, ვინაიდან „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებანი ასევე საჭიროა აისახოს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, რომელიც ეროვნული ბანკის კომპეტენციის განმსაზღვრელი მთავარი საკანონმდებლო დოკუმენტია. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერმინებსა და ფასიანი ქაღალდების ფლობის რეჟიმთან შესაბამისობაში მოვიდეს ორგანული კანონით დადგენილი ის ჩანაწერები, რომლებიც უკავშირდება ეროვნული ბანკის კლირინგის, ანგარიშსწორების, საგადახდო მომსახურებისა და საგადახდო სისტემების მექანიზმის რეგულირებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი შესაბამისობაში მოვა „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ასახული იქნება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის დადგენილი უფლებამოსილებანი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 52-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად ეროვნული ბანკი უფლებამოსილი გახდება, დაარეგულიროს ფასიანი ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებული საკითხები „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აგრეთვე კანონპროექტი ცვლილებას ითვალისწინებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტში, კერძოდ, მითითებული პუნქტის ახალი რედაქციის თანახმად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორებისა და დეპოზიტარის სისტემაში დაუშვას საქართველოში გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, ამ სისტემის მეშვეობით უზრუნველყოს შესაბამისი ანგარიშსწორება, ფასიანი ქაღალდების ფლობისა და ფასიანი ქაღალდებით განხორციელებულ ტრანზაქციათა ანგარიშსწორების მიზნით ანგარიშები გაუხსნას საქართველოს მთავრობას, უცხო ქვეყნის მთავრობას, ცენტრალურ ბანკს, ცენტრალურ დეპოზიტარს, ანგარიშის მწარმოებელს, კასტოდიანური მომსახურების გამწევ პირს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტს და ამ მიზნით განსაზღვროს შესაბამისი წესები და კრიტერიუმები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი დაკავშირებულია 2018 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გაფორმებულ განზრახვის წერილთან (‘Letter of Intent’), რომლითაც საქართველომ აიღო ვალდებულება ფასიანი ქაღალდების ფლობის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებაზე. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. კანონპროექტით მისთვის უკუძალის მინიჭება გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ეროვნული ბანკის მიერ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებით რიგი საკითხების დარეგულირებას, იქნება ეს თავად დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი სამართლებრივი აქტების გამოცემა, თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება, რომლებიც საბოლოო ჯამში მიმართულია „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ კანონპროექტის ეფექტურ იმპლემენტაციასთან. თუმცა, ვინაიდან კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები არ გულისხმობს ახალი სფეროს რეგულირებას და კანონპროექტით განსაზღვრული ყველა სუბიექტი ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროში ექცევა, მოსალოდნელია, რომ ეროვნული ბანკი შეძლებს კანონპროექტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებას არსებული რესურსების ფარგლებში და მას არ დასჭირდება დამატებით ხარჯების გამოყოფა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)-ის ექსპერტებმა ტექნიკური დახმარების ფარგლებში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. და მდგრადი განვითარების სამინისტრო და