„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“
- „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი-„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ (07-2/75, 16.09.2021) და მისგან გამომდინარე კანონპროექტები : (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (07-2/75/10, 16.09.2021), გამომდინარე „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან (07-2/75/10, 16.09.2021). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-05
ბიუროს ნომერი 86
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51. რეგისტრირებული მესაკუთრე – პირი, რომელიც რეგისტრირებულ ფასიან ქაღალდს
ფლობს მხოლოდ თავის სასარგებლოდ.“
ბ) მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 პუნქტი:
„161. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი - ემიტენტი, რომელსაც გამოშვებული აქვს
საჯარო ფასიანი ქაღალდები.“;
გ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობა – ეს კანონი, „დემატერიალიზებული
ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ფასიანი ქაღალდების
ბაზრის მარეგულირებელი სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები, რომელთა
შესრულებას ზედამხედველობს საქართველოს ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის
ფარგლებში.“;
დ) 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„23. პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე შესაბამისი კანონმდებლობით
გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იურიდიული პირი არ
არის.“;
ე) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„24. რეგისტრირებული მფლობელი – პირი, რომელიც რეგისტრირებულ ფასიან ქაღალდს
ფლობს თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ (მათ შორის, როგორც ნომინალური
მფლობელი).“;
ვ) 33-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„33. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები – „დემატერიალიზებული ფასიანი
ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული
დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები.“;
ზ) 33-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 ქვეპუნქტი:
„331. რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები - ფასიანი ქაღალდები, რომლებიც არ
არსებობს ქაღალდის ფორმით, მაგრამ არსებობს ჩანაწერის სახით ფასიანი ქაღალდების
რეესტრში ან თუ ფასიანი ქაღალდების რეესტრში არსებული ჩანაწერის შესაბამისად
ფასიანი
ქაღალდები
გადაცემულია
ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში.“;
ნომინალურ
მფლობელობაში
-
თ) 43-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„43. ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი – ფასიანი ქაღალდების ბაზრის
შუამავალი, რომელსაც რეგისტრირებული მფლობელი წერილობითი ხელშეკრულებით
ანიჭებს უფლებას, რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები ამ ნომინალური მფლობელის
სახელზე შეიტანოს რეესტრში ან სხვა ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში და
რეგისტრირებული მფლობელის სასარგებლოდ ჩაებას ამ ფასიან ქაღალდებთან
დაკავშირებულ სხვა ოპერაციებში.“;
ი) 43-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 431 ქვეპუნქტი:
„431. ანგარიშის მწარმოებელი - „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშის მწარმოებელი.“;
კ) 44-ე და 45-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„44. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს რეგისტრირებული ფასიანი
ქაღალდების რეესტრს და ასრულებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც განსაზღვრულია
ემიტენტსა
და
ფასიანი
ქაღალდების
რეგისტრატორს
შორის
დადებული
ხელშეკრულებით.
45. ფასიანი ქაღალდების რეესტრი – რეესტრი, რომელსაც აწარმოებს ემიტენტი ან ფასიანი
ქაღალდების რეგისტრატორი და რომელშიც აღნიშნულია რეესტრში რეგისტრირებული
მფლობელებისა და მათ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა,
კლასი და მათთან დაკავშირებული, კანონმდებლობით განსაზღვრული
სხვა
ინფორმაცია.“;
ლ) 50-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„50. ცენტრალური დეპოზიტარი
– საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონის 38-ე მუხლის
„გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის
ოპერირების ფუნქციას და ასრულებს იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“
ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციებიდან ერთ-ერთს მაინც, აგრეთვე შეუძლია
განახორციელოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით
განსაზღვრული სხვა მომსახურება. საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალური
დეპოზიტარის ფუნქციებს ახორციელებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონისა და „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების
ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
მ) 501 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„501. წევრი – საფონდო ბირჟის წევრი ან ცენტრალური დეპოზიტარის სისტემის მონაწილე,
საფონდო ბირჟის / ცენტრალური დეპოზიტარის წესის შესაბამისად.“.
ნ) 501 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 502 პუნქტი:
„502. სისტემის მონაწილე (მონაწილე) - „საგადახდო სისტემისა და საგადახდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სისტემის მონაწილე.“.
ო) 51-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51. წერილობითი ფორმა - ქაღალდის (მატერიალური დოკუმენტის) ან სხვა ხანგრძლივი
მატარებლის მეშვეობით წერილობითი კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმა.
პ) 51-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 511 პუნქტი:
„511. ხანგრძლივი მატარებელი - ნებისმიერი ინსტრუმენტი (მათ შორის, ელექტრონული),
რომელიც პირს საშუალებას აძლევს, პირადად მისთვის მიწოდებული ინფორმაცია ამ
ინფორმაციის გამოყენებისთვის საჭირო დროის განმავლობაში შეინახოს იმგვარად, რომ
უზრუნველყოფილი იყოს მისი ხელმისაწვდომობა და უცვლელად რეპროდუცირების
შესაძლებლობა;
ჟ) 68-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 69-ე და 70-ე პუნქტები:
„69. ომნიბუს სეგრეგირებული ანგარიში - ფასიანი ქაღალდების ანგარიში, რომელიც
გამიჯნულია ანგარიშის მწარმოებლის საკუთარი ფასიანი ქაღალდების ანგარიშისაგან და
გამოიყენება ამ ანგარიშის მწარმოებლის კლიენტთა მფლობელობაში არსებული ფასიანი
ქაღალდების ერთობლივად აღრიცხვისათვის.
70. ინდივიდუალური სეგრეგირებული ანგარიში - ფასიანი ქაღალდების ანგარიში,
რომელიც გამიჯნულია ანგარიშის მწარმოებლის საკუთარი ფასიანი ქაღალდების
ანგარიშისაგან და გამოიყენება ამ ანგარიშის მწარმოებლის კლიენტის მფლობელობაში
არსებული ფასიანი ქაღალდების სხვა კლიენტების მფლობელობაში არსებული ფასიანი
ქაღალდებისგან განცალკევებულად აღრიცხვისათვის.“.
2. მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ .ა ) ემიტენტის შესახებ ინფორმაციას, კერძოდ, მის სახელწოდებას (დასახელებას),
მისამართსა და დაარსების თარიღს, განთავსებული ფასიანი ქაღალდების (ასეთის
არსებობის შემთხვევაში) რაოდენობასა და კლასს; ყოველი მფლობელის სახელს, რომელიც
აკონტროლებს ემიტენტს; თუ ემიტენტი საწარმოა – მისი მმართველი ორგანოს წევრთა
სახელებს, საქართველოში ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური
დეპოზიტარის სახელს, რომლის სისტემაშიც განხორციელდება ფასიანი ქაღალდების
ემისია, ინფორმაციას ზემოაღნიშნული პირების შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის
შესახებ.“;
ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. საბოლოო პროსპექტის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკი რეგისტრაციაში
ატარებს ფასიან ქაღალდებს და თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული
პროცედურის მიხედვით ანიჭებს მათ საიდენტიფიკაციო ნომერს.“.
3. კანონის II თავის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II
ფასიანი ქაღალდების შეთავაზება“
ბ) მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:
„მუხლი 81. კერძო შეთავაზების საფუძველზე გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისათვის
საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება
საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს
კერძო
შეთავაზების
საფუძველზე
გამოშვებული
ფასიანი
ქაღალდებისათვის
საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესი და ამ მიზნით დაადგინოს შესაბამისი
ვალდებულებები.“;
4. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III
ემიტენტები“
5. მე-9 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ანგარიშვალდებულ საწარმოდ მიიჩნევა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი,
რომელიც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისადაა დაფუძნებული.“
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„3. საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს წესს, რომლითაც გარკვეული კატეგორიის
ემიტენტები ან/და სხვა პირები თავისუფლდებიან ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი და
მე-2 პუნქტების, მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-14 და მე-15 მუხლების
მოთხოვნათა შესრულებისგან, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტის მიერ
შესაბამისი ანგარიშის მოსამზადებლად გასაწევი ხარჯები, ემიტენტის საკუთარი
კაპიტალისა და ფასიანი ქაღალდების მფლობელთა რაოდენობის გათვალისწინებით,
აღნიშნული მუხლებითა და პუნქტებით დაცული საჯარო ინტერესის შეუსაბამო
აღმოჩნდება.“.
6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. საჯარო ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა ცენტრალურ დეპოზიტარში.
დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები
1. საჯარო ფასიანი ქაღალდი საქართველოში გამოშვებული
დემატერიალიზებული ფორმით ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში.
უნდა
იქნეს
2. ემიტენტი ვალდებულია საჯარო ფასიანი ქაღალდები აღრიცხოს ცენტრალური
დეპოზიტარის სისტემაში.
3. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობასა და მიმოქცევასთან
დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების
ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს
დამატებითი მარეგულირებელი წესი დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების
ემისიასა და ანგარიშების წარმოებასთან დაკავშირებით. ფასიანი ქაღალდების ანგარიშის
მწარმოებლები და ფასიანი ქაღალდების ემიტენტები ვალდებულნი არიან იმოქმედონ ამ
წესის მიხედვით.
5. ეს მუხლი არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა
რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით.“;
საქმიანობა
7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:
„მუხლი 101. რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები. ფასიანი ქაღალდების რეესტრის
წარმოება
1. ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დადგენილი შეზღუდვების
გათვალისწინებით, ერთი და იმავე კლასის ფასიანი ქაღალდები შესაძლებელია
საქართველოში გამოშვებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი ფორმით:
ა) რეგისტრირებული ფორმით (ფასიანი ქაღალდების რეესტრის მეშვეობით);
ბ) დემატერიალიზებული ფორმით ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში;
გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფორმით.
2. ერთი და იმავე კლასის რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები შესაძლებელია გახდეს
დემატერიალიზებული ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში მათი აღრიცხვით.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს
ფასიანი
ქაღალდების
რეესტრის
წარმოების
წესი,
აგრეთვე
განსაზღვროს
რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ
შორის შეზღუდვები და მოთხოვნები რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების
ნომინალური ფლობის მიმართ. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, ნომინალური
მფლობელი და ის ემიტენტი, რომელიც უფლებამოსილია თავისი ფასიანი ქაღალდების
რეესტრი თვითონ აწარმოოს, ვალდებული არიან, ამ წესების მიხედვით იმოქმედონ.
4. თუ ემიტენტი, რომელიც ვალდებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრი ფასიანი
ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით აწარმოოს, გარკვეული მიზეზით მოშლის
მასთან ხელშეკრულებას, მან უნდა უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების ახალ
რეგისტრატორთან ან ცენტრალურ დეპოზიტართან ხელშეკრულების ამოქმედება
არაუგვიანეს წინა ხელშეკრულების მოშლის დღისა. ემიტენტს ხელშეკრულების მოშლის
თარიღისთვის შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა
ვალდებულება.
5. თუ ემიტენტი, რომელიც ფასიანი ქაღალდების რეესტრს აწარმოებს ფასიანი
ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით, გარკვეული მიზეზით მოშლის მასთან
ხელშეკრულებას, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა ფასიანი ქაღალდების რეესტრი
და სათანადო დოკუმენტაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით
უნდა გადასცეს ემიტენტს ან ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ემიტენტის მიერ შერჩეულ ახალ რეგისტრატორს/ცენტრალურ დეპოზიტარს.
6. ერთ ემიტენტს
რეგისტრატორი.
შეიძლება
ჰყავდეს
ფასიანი
ქაღალდების
მხოლოდ
ერთი
7. ეს მუხლი არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა
რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით.“;
საქმიანობა
8. მე-11 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების
ემიტენტის ნახევარი წლის ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმდინარე წლის 30
აგვისტომდე წარედგინება და ქვეყნდება. ემიტენტი, რომელიც საჯარო ფასიანი
ქაღალდების ემიტენტი გახდა სამეურნეო წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ასევე
ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ პუნქტში აღნიშნულ ვადაში წარუდგინოს
და გამოაქვეყნოს ნახევარი წლის (სამეურნეო წლის პირველი 6 თვის) ანგარიში. თუ
საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ფინანსური წელი სამეურნეო წლისგან
განსხვავდება, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს ნახევარი
წლის ანგარიშის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენისა და გამოქვეყნების
განსხვავებული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი პერიოდის დამთავრებიდან 2
თვისა.“;
9. მე-14 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება წილობრივი ფასიანი ქაღალდების
მფლობელზე, რომელიც აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს მხოლოდ კლირინგის ან
ანგარიშსწორების მიზნებისთვის ფლობს, ან/და წილობრივი ფასიანი ქაღალდების
ანგარიშის მწარმოებელზე/ნომინალურ მფლობელზე, თუ მას ამ წილობრივ ფასიან
ქაღალდებთან დაკავშირებით ხმის უფლება შეუძლია განახორციელოს მხოლოდ
წერილობით ან ელექტრონული საშუალებით გაცემული მითითებების საფუძველზე.“;
10. მე-15 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შემთავაზებელს ეკრძალება ნებისმიერი კლასის საჯარო ფასიანი ქაღალდების
სატენდერო შეთავაზება, თუ ამის შემდეგ იგი გახდება ამ კლასის ფასიანი ქაღალდების
10%-ზე მეტის მესაკუთრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
ა) შეთავაზების ასლების ან თხოვნის პირველად გამოქვეყნებამდე ან ფასიანი ქაღალდების
მფლობელთათვის გაგზავნამდე შემთავაზებელი საქართველოს ეროვნულ ბანკს
წარუდგენს განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით
მოთხოვნილი ფორმითა და ინფორმაციით;
ბ) შემთავაზებელი სატენდერო შეთავაზების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“.
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით შეიძლება განისაზღვროს
აგრეთვე სხვა მოთხოვნები სატენდერო შეთავაზების მომზადების, განხორციელების,
შემთავაზებლის ქმედების, აგრეთვე სამიზნე საწარმოს ფასიანი ქაღალდების
მფლობელთათვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ.“;
11. მე-18 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგება
საფონდო ბირჟის გარეთ იდება და გარიგების თანხა 100 ლარს აღემატება, საბროკერო
კომპანია ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია
საფონდო ბირჟაზე დააფიქსიროს ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და ფასი საფონდო
ბირჟის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“;
12.მე-4 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IV
ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა“
13. მე-19 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. გარიგებანი ფასიანი ქაღალდებით“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდებით გარიგებისას მათზე საკუთრების უფლება
წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება ამ ფაქტის ფასიანი ქაღალდების
რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო თუ ისინი ნომინალურ მფლობელთანაა, –
ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში აღრიცხვის მომენტიდან.“;
გ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
„12. დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების წარმოშობა, შეცვლა
ან შეწყვეტა განისაზღვრება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;
14. 23-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) განახორციელოს კლიენტების საინვესტიციო სახსრების ან/და ფასიანი ქაღალდების
შენახვა და აღრიცხვა, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელის ან/და
ანგარიშის მწარმოებლის მომსახურება; ამ მიზნით გაუხსნას კლიენტებს ფულადი და
ფასიანი ქაღალდების ანგარიშები და აწარმოოს მათზე ოპერაციები, აგრეთვე ჩაებას
კლიენტის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებში;”;
15. 28-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) იმის შესახებ, რომ მისი ტექნიკური საშუალებები და ორგანიზაციული სტრუქტურა,
მათ შორის მართვის და კონტროლის სისტემები შეესაბამება ამ კანონის 38-ე მუხლის მე-6
პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და საქართველოს ეროვნული ბანკის
სამართლებრივი აქტით დადგენილ წესს (ასეთის დადგენის შემთხვევაში);“;
ბ.ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:
„ნ) იმის შესახებ, ამ კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით
გათვალისწინებული
რომელი
ძირითადი
და
დამატებითი
საქმიანობების
განხორციელებას გეგმავს ლიცენზიის მაძიებელი;
ო) ყველა სხვა ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებს, რომ
ლიცენზიის გაცემის მომენტში, ლიცენზიის მაძიებელი შეძლებს უზრუნველყოს ამ
კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრულ
მოთხოვნებთან შესაბამისობა.“;
გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია უნდა შეიცავდეს იმ ძირითადი და
დამატებითი
საქმიანობების
ჩამონათვალს,
რომელთა
განხორციელების
უფლებამოსილებაც ცენტრალურ დეპოზიტარს ლიცენზიის საფუძველზე აქვს
მინიჭებული.“;
დ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
16. 31-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) თუ ლიცენზიის მფლობელი გახდა გადახდისუუნარო (საბროკერო კომპანიის ან
ცენტრალური დეპოზიტარის შემთხვევაში).“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტში დანიშნოს დროებითი
ადმინისტრატორი. დროებით ადმინისტრატორზე შესაძლოა სრულად ან ნაწილობრივ
გადავიდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის მმართველი
ორგანოს უფლებამოსილება. დროებითი ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს
კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს და ამასთან, სახეზე არ
უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტი. დროებით ადმინისტრატორად შესაძლოა დაინიშნოს
საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი. დროებითი ადმინისტრატორის
დანიშვნის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს დროებითი
ადმინისტრატორის დანიშვნის ვადას, ვალდებულებებსა და უფლებამოსილებებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გაათავისუფლოს დროებითი
ადმინისტრატორი ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი საფუძვლით.“;
გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ცენტრალური დეპოზიტარი და საბროკერო კომპანია, მხოლოდ საქართველოს
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით და მის მიერ დადგენილი წესით, შეიძლება
გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადდეს.“;
დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით დანიშნული დროებითი ადმინისტრატორი
მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მართვას და ყველა
საჭირო ქმედებას ინვესტორთა ინტერესების დასაცავად.“;
17. კანონის V თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 311 და 312 მუხლები:
„მუხლი 311. საბროკერო კომპანიისა და ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაცია
1. საბროკერო კომპანიისა და ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის გაუქმებისას
იწყება სუბიექტის ლიკვიდაციის პროცესი. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი, რომელზეც გადადის სუბიექტის
ყველა ორგანოს (მათ შორის აქციონერთა/პარტნიორთა საერთო კრებისა და მმართველი
ორგანოს) სრული უფლებამოსილება. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება
საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის მიმართ მიმდინარე იძულებითი
აღსრულება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის ლიკვიდაცია ხორციელდება ამ
კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე.
3. საბროკერო კომპანიის ან ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის გაუქმების,
ლიკვიდაციის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ საქართველოს
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით, რომელიც დაუყოვნებლივ ქვეყნდება საქართველოს ეროვნული
ბანკის ვებგვერდზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. ლიკვიდაციის დაწყების
თაობაზე გადაწყვეტილება იმავე დღეს წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) რეგისტრაციის მიზნით.
4. ლიკვიდატორი ვალდებულია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს განცხადება სუბიექტის
ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, ამ გადაწყვეტილების
ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში. ეს განცხადება განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს
პირველი გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში. კრედიტორებმა ლიკვიდატორს განცხადების
მეორედ გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ დასაბუთებული
წერილობითი მოთხოვნა თავიანთი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და
საფუძვლების მითითებით.
5. ლიკვიდატორს უფლება აქვს, შეწყვიტოს:
ა) გარიგება საბროკერო
დაქირავების შესახებ;
კომპანიის/ცენტრალური
დეპოზიტარის
თანამშრომლის
ბ) ხელშეკრულება იმ მომსახურების შესახებ, რომლის განხორციელებაშიც საბროკერო
კომპანია/ცენტრალური დეპოზიტარი მონაწილეობდა;
გ) საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის,როგორც უძრავი ქონების
მოიჯარის, ნებისმიერი ვალდებულება, თუ მეიჯარეს (რომელიც 60 დღით ადრე უნდა
იქნეს გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ საბროკერო კომპანია/ცენტრალური
დეპოზიტარი აპირებს გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება) საიჯარო
გადასახდელზე მოთხოვნა არა აქვს, გარდა იმ თანხისა, რომელიც შეთანხმების გაუქმების
თარიღისათვის დაირიცხა და იგი არ მოითხოვს მისი გაუქმების შედეგად წარმოშობილი
ზარალის ანაზღაურებას.
6. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პირის აქტივები
(გარდა ამ კანონის 312 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა) საჯარო
აუქციონზე გაყიდოს ან საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით აირჩიოს მათი
რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე ამ აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს
კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, ამ აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს
საფინანსო სექტორის წარმომადგენელს ან სხვა პირს და ორგანიზება გაუწიოს
ვალდებულებათა გადაცემას. თუ აქტივის/ვალდებულების გადაცემისას საჭიროა
კრედიტორის/მოვალის თანხმობა, კრედიტორი/მოვალე ვალდებულია ლიკვიდატორის
მიერ დადგენილ ვადაში განაცხადოს თანხმობა ან უარი აქტივის/ვალდებულების სხვა
პირისათვის გადაცემაზე. ლიკვიდატორის მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ,
ასეთი თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება. თანხმობა საჭირო არ არის, თუ
აქტივის/ვალდებულების
სხვა
პირისთვის
გადაცემისას
არ
იცვლება
ამ
აქტივის/ვალდებულების მიმართ არსებული პირობები.
7. შემძენის, მათ შორის, ამ მუხლით დადგენილი წესით აქტივების ნატურით მიმღების,
საკუთრებაში ქონების გადასვლის შედეგად უქმდება მასზე არსებული ყველა სანივთო და
ვალდებულებითი უფლება.
8. ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს
ლიკვიდატორის დანიშვნამდე 1 წლის განმავლობაში სუბიექტის სახელით
განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამის
შედეგად დაკავშირებულმა პირებმა საბროკერო კომპანიის ან ცენტრალური
დეპოზიტარის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე
უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია სუბიექტისათვის ან/და
მისი კრედიტორებისათვის ზიანის მიყენება.
მუხლი 312. საბროკერო კომპანიისა და ცენტრალური დეპოზიტარის აქტივების განაწილება
კრედიტორებზე და ლიკვიდაციის დასრულება
1. საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის სალიკვიდაციო მასა შედგება
ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების
ძალაში შესვლის მომენტისათვის საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის
კუთვნილი აქტივებისა და ლიკვიდაციის პროცესში შეძენილი აქტივებისაგან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სალიკვიდაციო მასაში არ
გაითვალისწინება
აქტივები,
რომლებიც
საბროკერო
კომპანიის/ცენტრალური
დეპოზიტარის საკუთრება არ არის და მიეკუთვნება მისი კლიენტის აქტივებს (მათ შორის,
აქტივები, რომლებსაც საბროკერო კომპანია/ცენტრალური დეპოზიტარი ფლობს როგორც
ანგარიშის მწარმოებელი ან ნომინალური მფლობელი), აგრეთვე ამ მუხლის მე-3
პუნქტითა და „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული აქტივები.
3. თუ იმ ანგარიშებზე, რომლებიც საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის
მიერ კლიენტთა ფასიანი ქაღალდების საკუთარი ფასიანი ქაღალდებისგან განცალკევებით
აღსარიცხად გამოიყენება, განთავსებული შესაბამისი კლასის ფასიანი ქაღალდების
ერთობლიობა არ არის საკმარისი საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის
კლიენტთა ანგარიშებზე დარიცხული იმავე კლასის ფასიანი ქაღალდების სრულად
რესტიტუციისათვის, კლიენტთა მოთხოვნები რესტიტუციაზე (აღნიშნული მოთხოვნების
სრულად დაკმაყოფილებისათვის საჭირო პროპორციით) აგრეთვე ვრცელდება იდენტური
კლასის ფასიან ქაღალდებზე, რომელთაც ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საბროკერო
კომპანია/ცენტრალური დეპოზიტარი ფლობს თავის სასარგებლოდ.
4. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული აქტივების რესტიტუციას
ლიკვიდატორი ახორციელებს ამ აქტივების ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალში ან
ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილ ანგარიშზე გადატანით. ამ მიზნით, შესაბამის
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალს ან ცენტრალურ დეპოზიტარს შეარჩევს
ლიკვიდატორი.
5. თუ იმ ანგარიშებზე, რომლებიც კლიენტების აქტივების ერთობლივად აღსარიცხად
გამოიყენება, არსებული აქტივების ერთობლიობა სრული რესტიტუციისთვის საკმარისი
არ არის, აღნიშნული აქტივები შესაბამის კლიენტებს შორის განაწილდება მათი
უფლებების პროპორციულად. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რესტიტუცია
მოხდება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს
კანონის
შესაბამისად.6.
საბროკერო
კომპანიის/ცენტრალური
დეპოზიტარის
ლიკვიდაციისას ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობიდან
უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. საბროკერო
კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციის დროს კრედიტორთა სხვა
მოთხოვნები
სალიკვიდაციო
მასიდან
უნდა
დაკმაყოფილდეს
შემდეგი
თანამიმდევრობით:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნები, ლიკვიდატორის დანიშვნასა და
ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და
ანაზღაურება, აგრეთვე ვალდებულებები, რომლებიც საბროკერო კომპანიას/ცენტრალურ
დეპოზიტარს წარმოეშვა საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;
ბ) მოთხოვნები, რომლებიც წარმოშობილია ამ
მუხლის მეორე პუნქტით
გათვალისწინებული აქტივების საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის მიერ
დაკარგვის გამო ან არამართლზომიერი განკარგვის შედეგად (გარდა ამ პუნქტის „გ“ და
„ე“-„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა);
გ) უზრუნველყოფილი მოთხოვნები (გარდა ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი
მოთხოვნებისა და ამ პუნქტის „დ“-„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
მოთხოვნებისა);
დ)
საბიუჯეტო
დავალიანებები,
უზრუნველყოფილი მოთხოვნები;
მათ
შორის,
საგადასახადო
გირავნობით
ე) სხვა მოთხოვნები საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის მიმართ (გარდა
ამ პუნქტის „ვ“-„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა).
ვ) საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის სასესხო ვალდებულებები მისი
პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ (გარდა ამ პუნქტის „თ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა);
ზ) საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის სხვა ვალდებულებები მისი
პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ (გარდა ამ პუნქტის „თ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა);
თ) დაგვიანებით წარდგენილი მოთხოვნები.
7. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა
სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. ლიკვიდატორი უფლებამოსილია დაიწყოს მომდევნო
რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუ წინა რიგის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად
არსებობს საკმარისი ფულადი სახსრები და წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას
ზიანი არ ადგება. კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი
აქტივები (სახსრები), მათი არსებობის შემთხვევაში, განაწილდება საბროკერო
კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის პარტნიორებზე/აქციონერებზე, მათი კუთვნილი
წილის პროპორციულად.
8. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული
მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად, ყველა შესაბამისი მოთხოვნა უნდა
დაკმაყოფილდეს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის
პროპორციულად.
9. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პირზე ლიკვიდაციის დასრულებამდე ვრცელდება
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა
და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
მოთხოვნები.
10. საქართველოს ეროვნული ბანკი სუბიექტის ლიკვიდაციის დასრულების შესახებ
გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელსაც იგი
სუბიექტის ლიკვიდაციის დასრულების რეგისტრაციისა და შესაბამისი რეესტრიდან მისი
ამოღების მიზნით იმავე დღეს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, გარდა
ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად სუბიექტის გარდაქმნისა, რა შემთხვევაშიც
ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი
შესაბამის
მარეგისტრირებელ ორგანოს იმავე დღეს წარედგინება გარდაქმნის რეგისტრაციის
მიზნით.
11. გამონაკლის შემთხვევებში ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა საბროკერო კომპანიამ ან
ცენტრალურმა დეპოზიტარმა შეიძლება შეიცვალოს საქმიანობის საგანი და გარდაიქმნას
განსხვავებული საქმიანობის საზოგადოებად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი წესით.”;
18. 32-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში),
ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული
ნაშთის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ შესაბამისი ანგარიშის მფლობელს და მის
წარმომადგენელს, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის
ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში –
ფინანსურ
ინსტუტუტს,
კლიენტთან
მიმართებაში
კანონმდებლობით
გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ემიტენტს
ან/და ემიტენტის მიერ განსაზღვრულ პირს – ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში და ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკს – მისი უფლებამოსილების
ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში −
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, „სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების
განხორციელებისას − სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ხოლო ამ მუხლის მე-3
პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საგადასახადო ორგანოს. სხვა პირებს ეს
ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე
მიეცემათ.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ ჩაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ემიტენტს უფლება აქვს, უშუალოდ ან თავის მიერ განსაზღვრული სხვა პირის
საშუალებით, მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს „ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის
დაფინანსების
აღკვეთის
ხელშეწყობის
შესახებ“
საქართველოს
კანონმდებლობით მოთხოვნილი ან საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი
აქტით გათვალისწინებული, კორპორაციული ქმედებების განსახორციელებლად საჭირო
ინფორმაცია ინვესტორის/რეგისტრირებული მესაკუთრის/ ერთეულის მფლობელის და
მის მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ, რომლებიც ემიტენტის
მიერ არის გამოშვებული.
ემიტენტის ან მის მიერ განსაზღვრული სხვა პირის
მოთხოვნით, ემიტენტს აგრეთვე დაუყოვნებლივ მიეწოდება ფასიანი ქაღალდების
ფლობის ჯაჭვში მომდევნო საფეხურის ანგარიშის მწარმოებლის/ნომინალური
მფლობელის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.“.
19. 341 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
„11. საფონდო ბირჟის წესები ძალაში შესულად ითვლება საქართველოს ეროვნულ ბანკთან
შეთანხმების შემდგომ. ახალი წესების მიღება, არსებულ წესებში ცვლილებების შეტანა ან
მათი გაუქმება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი
თანხმობის საფუძველზე;“;
"12 ამ მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ახალი წესების მიღების, არსებულ
წესებში ცვლილების შეტანის ან მათი გაუქმების თაობაზე წარდგენილ შეტყობინებას
საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს 10 სამუშაო დღის ვადაში და საფონდო
ბირჟას აცნობებს წერილობით თანხმობას ან დასაბუთებულ უარს. აუცილებლობის
შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 20 სამუშაო დღისა, თუ
ეროვნული ბანკი წინასწარ აცნობებს განმცხადებელს აღნიშნულის თაობაზე. თანხმობა
გაცემულად ჩაითვლება, თუ ეროვნული ბანკი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ამ
პუნქტით განსაზღვრულ ვადაში განმცხადებელს არ აცნობებს ცვლილების
განხორციელებაზე უარს.
20. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 38. ცენტრალური დეპოზიტარი
1. ცენტრალური დეპოზიტარის ძირითადი მომსახურებებია:
ა) ფასიანი ქაღალდების ემისიის რეგისტრაცია;
ბ) ცენტრალური დეპოზიტარის მონაწილეებისათვის „დემატერიალიზებული ფასიანი
ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფასიანი
ქაღალდების ანგარიშების გახსნა და წარმოება;
გ) ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის ოპერირება (მათ შორის, ფასიანი
ქაღალდების ცენტრალური კლირინგი).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ძირითადი მომსახურებების
შესასრულებლად, ცენტრალურ დეპოზიტარს შეუძლია განახორციელოს საქართველოს
ეროვნული ბანკის წესებით განსაზღვრული დამატებითი მომსახურება, რომელიც ხელს
შეუწყობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის უსაფრთხო, ეფექტიან და გამჭვირვალე
ფუნქციონირებას და არ იქნება დაკავშირებული დამატებით საკრედიტო ან ლიკვიდობის
რისკებთან.
ცენტრალური
დეპოზიტარის
სხვა
მომსახურებები/საქმიანობები
განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.
3. ცენტრალურმა დეპოზიტარმა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით
გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე მომსახურების ან საქმიანობის განხორციელების
მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკისგან უნდა მოიპოვოს წინასწარი თანხმობა, გარდა
იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მომსახურება ან საქმიანობა უკვე
გათვალისწინებულია ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიით. ცენტრალური
დეპოზიტარის მიერ ძირითადი მომსახურების განსახორციელებლად საქართველოს
ეროვნული ბანკისგან თანხმობის მიღება წარმოებს ლიცენზიის გაცემისათვის დადგენილი
წესის შესაბამისად. სხვა მომსახურების ან საქმიანობის განსახორციელებლად თანხმობის
გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.
4. ცენტრალურ დეპოზიტარს უნდა გააჩნდეს წესები და პროცედურები, რითაც
უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდების აღრიცხვის სისტემის მთლიანობასა და
უსაფრთხოებას, მათ შორის ფასიანი ქაღალდების ემისიის მთლიანობის დაცვასა და
გარიგებათა დროულ და ზუსტ კლირინგსა და ანგარიშსწორებას, აგრეთვე, ფასიანი
ქაღალდების აღრიცხვასთან, შენახვასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული
რისკების შემცირებას.
5. ცენტრალურ დეპოზიტარს უნდა გააჩნდეს სისტემაში მონაწილეობის საჯაროდ
გამჟღავნებული, გამჭვირვალე, ობიექტური და არადისკრიმინაციული კრიტერიუმები.
აღნიშნული კრიტერიუმები უნდა უზრუნველყოფდეს ღია და სამართლიან წვდომას
ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაზე იმ იურიდიული პირებისათვის, რომელთაც
სურთ ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში მონაწილეობა. სისტემაში მონაწილედ
დაშვებაზე
ცენტრალური
დეპოზიტარის
უართან
დაკავშირებით
სისტემაში
მონაწილეობის მსურველს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს. თუ
უარი დაუსაბუთებელია, საქართველოს ეროვნული ბანკი ავალებს ცენტრალურ
დეპოზიტარს, დაუშვას მონაწილეობის მსურველი თავის სისტემაში.
6. ცენტრალურ დეპოზიტარს უნდა გააჩნდეს შესაბამისი მართვისა და კონტროლის
სისტემები და ტექნიკური ინფრასტრუქტურა, რითაც უზრუნველყოფს მის საქმიანობასა
და ოპერაციებთან დაკავშირებული როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორებით გამოწვეული
რისკების მონიტორინგს, იდენტიფიკაციას, მართვასა და ამ რისკებით გამოწვეული
ზიანის მინიმუმამდე დაყვანას.
7. ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია, საქმიანობის ყოველ ეტაპზე, გააჩნდეს მის
საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების პროპორციული კაპიტალი, რომელიც
განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სამართლებრივი
აქტის შესაბამისად.
8. ცენტრალურ დეპოზიტარს თავისი წესების შესაბამისად შეუძლია დაუყოვნებლივ
შეაჩეროს ან დახუროს იმ მონაწილის ანგარიში:
ა) რომლის საქმიანობაც შეჩერებულია საფონდო ბირჟის ან ცენტრალური დეპოზიტარის
მიერ;
ბ) რომელმაც არ შეასრულა აღებული ვალდებულება ფასიანი ქაღალდების ან ფინანსური
სახსრების მიწოდების შესახებ;
გ) რომელიც ისეთ ფინანსურ ან/და საოპერაციო სიძნელეებს განიცდის, რომ ცენტრალური
დეპოზიტარი იღებს გადაწყვეტილებას მისი ანგარიშის შეჩერების ან დახურვის შესახებ
და საქართველოს ეროვნულ ბანკს აცნობებს, რომ ანგარიშის შეჩერება ან დახურვა
აუცილებელია ცენტრალური დეპოზიტარის, მისი მონაწილეების, კრედიტორების ან
ინვესტორების დასაცავად.
9. ცენტრალური დეპოზიტარის
უზრუნველყოფდეს:
წესები
უნდა
იყოს
გამჭვირვალე
და
უნდა
ა) მონაწილეთა უფლება-მოვალეობების დადგენას;
ბ) ცენტრალური დეპოზიტარის პასუხისმგებლობას ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა
დროული და ზუსტი კლირინგისა და ანგარიშსწორებისათვის;
გ) ცენტრალური დეპოზიტარის წესების დარღვევისათვის მონაწილეთა გარიცხვის,
საქმიანობისა და ფუნქციების შეჩერებისა და შეზღუდვის, საყვედურის გამოცხადების,
დაჯარიმებისა და სხვა სათანადო სანქციების გამოყენების საშუალებას;
დ) მონაწილეებისა და თანამშრომლების მიერ ეთიკის კოდექსის ნორმების დაცვას;
ე)
ფასიანი
ქაღალდების
ემიტენტებისა
და
ცენტრალური
მონაწილეებისათვის ანგარიშების გახსნისა და წარმოების პროცედურას.
დეპოზიტარის
10. ცენტრალურმა დეპოზიტარმა, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით
განსაზღვრული ძირითადი და დამატებითი მომსახურებისთვის, ცალ-ცალკე უნდა
განსაზღვროს და გაასაჯაროოს მომსახურების ფასები, რომლებიც უნდა იყოს
სამართლიანი და არადისკრიმინაციული.
11. ცენტრალურმა დეპოზიტარმა უნდა აწარმოოს ჩანაწერები და ანგარიშები იმგვარად,
რომ სისტემის მონაწილეებს მიეცეთ შესაძლებლობა კლიენტთა სასარგებლოდ ფასიან
ქაღალდებს ფლობდნენ ომნიბუს სეგრეგირებულ ანგარიშებზე ან ინდივიდუალურ
სეგრეგირებულ ანგარიშებზე. ცენტრალური დეპოზიტარის მონაწილე ვალდებულია
შესთავაზოს თავის კლიენტებს ომნიბუს და ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშებს
შორის არჩევანი და აცნობოს მათ თითოეულ არჩევანთან დაკავშირებული ხარჯებისა და
რისკების შესახებ.
12.
ცენტრალური დეპოზიტარის მონაწილის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე
ცენტრალურმა დეპოზიტარმა მას უნდა მიაწოდოს:
ა) მისი ფასიანი ქაღალდების ანგარიშიდან ამონაწერი კონკრეტული თარიღისათვის;
ბ) ინფორმაცია მის ანგარიშზე განხორციელებული ფასიანი ქაღალდების ბრუნვის შესახებ
კონკრეტული პერიოდისათვის.
13.
საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი
მოთხოვნები ცენტრალური დეპოზიტარის მიერ ამონაწერის გაცემასთან, მის ფორმასა და
შინაარსთან დაკავშირებით.
14. ცენტრალური დეპოზიტარის წესები ძალაში შესულად ითვლება საქართველოს
ეროვნულ ბანკთან მათი შეთანხმების შემდგომ. ახალი წესების მიღება, არსებულ წესებში
ცვლილებების შეტანა ან მათი გაუქმება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნული
ბანკის წინასწარი თანხმობის საფუძველზე.
15. ცენტრალური დეპოზიტარის ახალი წესების მიღების, არსებულ წესებში ცვლილების
შეტანის ან მათი გაუქმების შესახებ შეტყობინებას საქართველოს ეროვნული ბანკი
განიხილავს ამ კანონის 341 მუხლის 12 პუნქტით დადგენილი წესით.
16. ცენტრალური დეპოზიტარის სახელწოდება უნდა შეიცავდეს სიტყვებს „ფასიანი
ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი“, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
17. ცენტრალურ დეპოზიტარს ეკრძალება, განახორციელოს ყოველგვარი საქმიანობა,
გარდა ამ კანონის მიხედვით ცენტრალური დეპოზიტარის ან საქართველოს ეროვნული
ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული სხვა საქმიანობებისა.
18. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირებისა და რეგულირების დამატებითი წესები
და შესაბამისი პროცედურა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის
სამართლებრივი აქტით.“.
21. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 381 მუხლი:
„მუხლი 381. ცენტრალური დეპოზიტარის მოვალეობანი ემიტენტების მიმართ
1.
ემიტენტს უფლება აქვს გამოუშვას ფასიანი ქაღალდები ცენტრალური
დეპოზიტარის სისტემის მეშვეობით, თუ შესაბამისი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის
განსაზღვრული.
ცენტრალურმა
დეპოზიტარმა
შეიძლება
განაცხადოს
უარი
ემიტენტისათვის მომსახურების გაწევაზე მხოლოდ რისკების ყოველმხრივი შეფასების
საფუძველზე ან/და თუ ცენტრალურ დეპოზიტარს არ შეუძლია შეასრულოს ამ კანონის
38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია შესაბამის
ფასიან ქაღალდებთან მიმართებით.
2.
ცენტრალურ დეპოზიტარს უფლება არ აქვს უარი განაცხადოს ემიტენტის
მომსახურებაზე, თუ ამ ემიტენტის მიერ შესრულებულია ცენტრალურ დეპოზიტართან
სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობები, წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება
ემიტენტის წესდებასა და შინაგანაწესს, ამ კანონს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი წესებისა და ცენტრალური დეპოზიტარის წესების მოთხოვნებს.
3.
ცენტრალური დეპოზიტარის მიერ მომსახურების გაწევაზე ამ მუხლის პირველი და
მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ უართან დაკავშირებით ემიტენტს უფლება აქვს
მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს. თუ უარი დაუსაბუთებელია, საქართველოს
ეროვნული ბანკი ავალებს ცენტრალურ დეპოზიტარს, გაუწიოს ემიტენტს შესაბამისი
მომსახურება.
4.
ცენტრალურ დეპოზიტარს ემიტენტთან უნდა ჰქონდეს სახელშეკრულებო
ურთიერთობა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით
განსაზღვრულ პირობებს ემყარება.
5.
ცენტრალური დეპოზიტარი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მომზადებულ,
ემიტენტსა და ცენტრალურ დეპოზიტარს შორის დადებული ხელშეკრულების ნიმუშის
ასლს.
6.
ემიტენტის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისას
ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია ემიტენტს შეუჩეროს მომსახურება მის მიერ
ვალდებულებების შესრულებამდე. ცენტრალურმა დეპოზიტარმა აღნიშნული ფაქტის
შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, ცენტრალური
დეპოზიტარის მონაწილეებსა და იმ საფონდო ბირჟებს, სადაც სავაჭროდ არის
დაშვებული ემიტენტის ფასიანი ქაღალდები.
7.
თუ ცენტრალურ დეპოზიტარსა და ემიტენტს შორის შეჩერდა ან შეწყდა
სახელშეკრულებო ურთიერთობა, ცენტრალური დეპოზიტარის მონაწილეებს არ აქვთ
უფლება განახორციელონ ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილი იმ ანგარიშების
დადებეტება ან დაკრედიტება, რომლებზეც განთავსებულია აღნიშნული ემიტენტის
ფასიანი ქაღალდები, თუ ცენტრალური დეპოზიტარის წესებით სხვა რამ არ არის
განსაზღვრული.
8.
თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის საკუთრებაში პირდაპირ ან
არაპირდაპირ აღმოჩნდა ცენტრალური დეპოზიტარის წილის 10%-ზე მეტი, იგი
ვალდებულია ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკს აცნობოს.
9.
ცენტრალურ დეპოზიტარს და მისი მმართველი ორგანოს წევრებს არ აქვთ
უფლება, იყვნენ იმ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მნიშვნელოვანი წილის
მფლობელები, რომლის ფასიანი ქაღალდები ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაშია
აღრიცხული. ემიტენტის მნიშვნელოვან წილზე ნაკლები წილის მფლობელობის
შემთხვევაში ამის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო.“;
22. მე-40 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 40. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და ნომინალური მფლობელის
მოვალეობანი“
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ემიტენტთან უნდა ჰქონდეს სახელშეკრულებო
ურთიერთობა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის
შესაბამისად შედგენილ წერილობით შეთანხმებაში არსებულ პირობებს ემყარება. ასეთი
შეთანხმება, სულ მცირე, უნდა ითვალისწინებდეს, რომ, თუ ემიტენტის მიერ
შესრულებულია
ფასიანი
ქაღალდების
რეგისტრატორთან
სახელშეკრულებო
ურთიერთობის პირობები, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა დროულად
უზრუნველყოს ემიტენტი ყოველი ემისიის ფასიანი ქაღალდების რეესტრში
რეგისტრირებულ მფლობელთა მიმდინარე სიით, რომელიც გამიზნულია ყოველწლიური
და რიგგარეშე კრებებისათვის, დივიდენდების განაწილებისათვის, პროცენტების
გადახდისა და სესხის ძირითადი ნაწილის დაბრუნებისათვის, აგრეთვე ამ კანონის მე-15
მუხლის მიზნების მიღწევისა და სხვა ნებადართული კორპორაციული ქმედებებისათვის.
ემიტენტის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისას ფასიანი
ქაღალდების რეგისტრატორი უფლებამოსილია ემიტენტს შეუჩეროს მომსახურება მის
მიერ ვალდებულებების შესრულებამდე.“
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31, 32 და 33 პუნქტები:
„31. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა უნდა მიიღოს რეკონსილაციასთან
დაკავშირებული შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მასთან არსებული ერთი
ემისიის ფარგლებში გამოშვებული რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა
უდრიდეს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან გახსნილ ფასიანი ქაღალდების
ანგარიშებზე არსებული რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების ჯამს. ამ პუნქტით
გათვალისწინებული რეკონსილაცია უნდა განხორციელდეს ეროვნული ბანკის მიერ
განსაზღვრული პერიოდულობით.
32. თუ რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები გადაცემულია ნომინალურ
მფლობელობაში,
ნომინალური
მფლობელის
მიერ
ფასიანი
ქაღალდების
რეგისტრატორთან ან სხვა ნომინალურ მფლობელთან გახსნილ ანგარიშებზე არსებული
ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და აღწერილობა უნდა შეესაბამებოდეს იმ
რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობასა და აღწერილობას, რომლებიც
აღრიცხულია ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში.
33. თუ რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები გადაცემულია ნომინალურ
მფლობელობაში და ნომინალური მფლობელის მიერ ფასიანი ქაღალდების
რეგისტრატორთან ან სხვა ნომინალურ მფლობელთან გახსნილ ანგარიშებზე არსებული
ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და აღწერილობა არ შეესაბამება იმ რეგისტრირებული
ფასიანი ქაღალდების რაოდენობას და აღწერილობას, რომლებიც აღრიცხულია
ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში, ნომინალური მფლობელი ვალდებულია:
ა) თუ შეუსაბამობა გამოწვეულია მისი ბრალით, შესაბამისი ოდენობით გაზარდოს
რეგისტრატორთან ან სხვა ნომინალურ მფლობელთან გახსნილ ანგარიშებზე არსებული
ფასიანი ქაღალდების რაოდენობა;
ბ) თუ შეუსაბამობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის გამო:
ბ.ა) უზრუნველყოს დაკარგული რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების აღდგენა;
ბ.ბ) თუ რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების სრულად აღდგენა შეუძლებელია,
დაზარალებული რეგისტრირებული მფლობელების უფლებების პროპორციულად
შეამციროს მათი ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე არსებული რეგისტრირებული
ფასიანი ქაღალდების რაოდენობა.
დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ფასიანი ქაღალდების რეესტრში რეგისტრირებული მფლობელის შესაბამისი
მოთხოვნისას ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა ასეთ რეგისტრირებულ მფლობელს
უნდა მიაწოდოს:
ა) მისი ფასიანი ქაღალდების ანგარიშიდან ამონაწერი კონკრეტული თარიღისათვის;
ბ) ინფორმაცია მის ანგარიშზე განხორციელებული ფასიანი ქაღალდების ბრუნვის შესახებ
კონკრეტული პერიოდისათვის.“;
ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ეკრძალება ყოველგვარი საქმიანობა, გარდა
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორობისა ან/და ადმინისტრაციული ხელშეკრულების
საფუძველზე მისთვის დელეგირებული საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების
განხორციელებისა.“.
ვ) მე-10 და მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
23. 41-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საფონდო ბირჟას არ აქვს უფლება, რომ მას საკლირინგო-საანგარიშსწორებო
მომსახურებას უწევდეს ერთზე მეტი ცენტრალური დეპოზიტარი.“;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
24. 551 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) დაარღვია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის
ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები (ფასიანი ქაღალდების
რეგისტრატორის/საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის ან მისი მმართველი
ორგანოს წევრის შემთხვევაში);”.
25. IX1 თავის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IX1. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსის დაკარგვა“
ბ) 552 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 553 მუხლი:
„მუხლი 553. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსის დაკარგვის საფუძვლები
და პროცედურა
1. გარდა ამ კანონის 552 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა, ემიტენტი აგრეთვე
დაკარგავს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსს:
ა) თუ, კანონმდებლობის შესაბამისად, სრულად გაუქმდა ან/და აღარ არსებობს მის მიერ
გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდები (მათ შორის, სასესხო ფასიანი ქაღალდების
შემთხვევაში, მათი სრულად დაფარვის შედეგად);
ბ) საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული
ბანკის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე, მისი ძალაში შესვლისთანავე. ამ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის
მომენტიდან ემიტენტის მიერ გამოშვებული საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდები
აღარ მიიჩნევა საჯარო ფასიან ქაღალდებად;
2. საქართველოს ეროვნული ბანკი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს
საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსის დაკარგვის თაობაზე, თუ
დაკმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა:
ა) ემიტენტი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს კრებაზე დამსწრე ხმის უფლების
მქონე წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელის/მფლობელების ხმათა არანაკლებ
75%-ის თანხმობით მიღებულ გადაწყვეტილებას საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის
სტატუსზე უარის თქმის შესახებ;
ბ) წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელი/მფლობელები, რომელმაც/რომლებმაც
მხარი დაუჭირა/დაუჭირეს გადაწყვეტილებას საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის
სტატუსზე უარის თქმის შესახებ, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 45 დღისა
განახორციელებს/განახორციელებენ
სატენდერო
შეთავაზებას
ემიტენტის
მიერ
გამოშვებული ყველა საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდის გამოსყიდვის თაობაზე;
გ) შემთავაზებელი/შემთავაზებლები სატენდერო შეთავაზების ვადის დასრულებისთანავე
საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს/წარუდგენენ წერილობით დასტურს იმის
თაობაზე, რომ შეთავაზებისას დაცული იქნა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები და
შეთავაზების ადრესატებს მიეცათ დადგენილი წესით საკუთარი უფლებების
განხორციელების შესაძლებლობა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სატენდერო შეთავაზება, ამავე მუხლის
თავისებურებების გათვალისწინებით, განხორციელდება ამ კანონის მე-15 მუხლითა და
151 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად, იმის გათვალისწინებით,
რომ გამოსასყიდ ფასს ადგენს აუდიტორი.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ გამოიყენება, თუ ემიტენტის მიერ გამოშვებული საჯარო
წილობრივი ფასიანი ქაღალდები დაშვებული არის სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე ან
მიმოქცევაშია ემიტენტის მიერ გამოშვებული სხვა საჯარო ფასიანი ქაღალდები, გარდა
იმავე პუნქტით გათვალისწინებულისა.
5. ემიტენტმა, რომელმაც დაკარგა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსი ამ
მუხლის შესაბამისად, აღნიშნული სტატუსი ხელახლა შეიძლება შეიძინოს საერთო
წესების საფუძველზე.
6. ეს მუხლი არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდების მიერ გამოშვებულ ერთეულებთან
მიმართებით.“
მუხლი 2.
1. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტები ვალდებული არიან 90 დღის განმავლობაში
უზრუნველყონ ცენტრალურ დეპოზიტართან ხელშეკრულების გაფორმება, ცენტრალური
დეპოზიტარის სისტემაში შესაბამისი ანგარიშის გახსნა და ფასიანი ქაღალდების
რეესტრების ცენტრალური დეპოზიტარისთვის გადაცემა.
2. ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია, ემიტენტთან დადებული ხელშეკრულების
საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე
დააკრედიტოს ემიტენტის საჯარო ფასიანი ქაღალდები იმ მონაწილის (ანგარიშის
მწარმოებლის) ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე, რომელსაც აღნიშნული ფასიანი
ქაღალდები ჰქონდა ნომინალურ მფლობელობაში; იმ საჯარო ფასიან ქაღალდებს,
რომლებიც არ იყო არც ერთი მონაწილის (ანგარიშის მწარმოებლის) ნომინალურ
მფლობელობაში,
ცენტრალური
დეპოზიტარი
დააკრედიტებს
ანგარიშის
მფლობელთათვის ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში გახსნილ საერთო ტექნიკურ
ანგარიშზე, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ვალდებულია გადასცეს ემიტენტსა და
ცენტრალურ დეპოზიტარს მათ მიერ თავიანთი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო
ყველა ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც დაცულია ფასიანი ქაღალდების რეესტრში.
4. რეგისტრირებულმა მესაკუთრემ ან სხვა უფლებამოსილმა პირმა, რომელიც აცხადებს
პრეტენზიას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ტექნიკურ ანგარიშზე
დაკრედიტებულ ფასიან ქაღალდებზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილი
წესით უნდა უზრუნველყოს მონაწილესთან (ანგარიშის მწარმოებელთან) ფასიანი
ქაღალდების ანგარიშის გახსნა. რეგისტრირებული მესაკუთრის ან სხვა უფლებამოსილი
პირის მიერ აღნიშნული ანგარიშის გახსნამდე ჩერდება შესაბამისი ფასიანი ქაღალდის
(ფასიანი ქაღალდების) ფლობიდან გამომდინარე უფლებები.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული მესაკუთრის ან სხვა
უფლებამოსილი პირის მიერ მონაწილესთან (ანგარიშის მწარმოებელთან) ფასიანი
ქაღალდების ანგარიშის გახსნის შემდეგ ცენტრალური დეპოზიტარი შესაბამისი
რაოდენობის საჯარო ფასიან ქაღალდებს დააკრედიტებს მონაწილის (ანგარიშის
მწარმოებლის) ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე, რაც არის მონაწილის (ანგარიშის
მწარმოებლის) მიერ ამ ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მესაკუთრის ან სხვა
უფლებამოსილი პირის ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე დაკრედიტების საფუძველი.
6. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს
საჯარო ფასიანი ქაღალდების დემატერიალიზაციის დამატებითი წესები და მოთხოვნები,
აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს დაუდგინოს
შესაბამისი ვალდებულებები.
7. ამ კანონის ამოქმედებამდე გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდების ამ მუხლით
დადგენილი წესით ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში გადატანამდე ემიტენტი,
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და ნომინალური მფლობელი მოქმედებენ ამ
კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით.
მუხლი 3.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი
ვალდებულია 90 დღის განმავლობაში მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს და
უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებულ სალიცენზიო მოთხოვნებთან
შესაბამისობა. ამ შემთხვევაში, ცენტრალურ დეპოზიტარს უფლება აქვს საქართველოს
ეროვნული ბანკისათვის მიმართვის შემდეგ განახორციელოს საქმიანობა საქართველოს
ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის ამოქმედებამდე.
მუხლი 4.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში
უზრუნველყოს შემდეგი სამართლებრივი აქტების გამოცემა ან/და გამოცემული
სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა:
ა) ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული, „ფასიანი ქაღალდების
ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული
სამართლებრივი აქტები;
ბ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული, „ფასიანი ქაღალდების
ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული
სამართლებრივი აქტი;
გ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრული, „ფასიანი ქაღალდების
ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 311 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
სამართლებრივი აქტი;
დ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტით განსაზღვრული, „ფასიანი ქაღალდების
ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-17 პუნქტითა და ამ კანონის
პირველი მუხლის 21-ე პუნქტით განსაზღვრული, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“
საქართველოს კანონის 381 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი
აქტი.
მუხლი 5.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-7, მე-9-მე-17 და მე-19-25-ე
პუნქტებისა და მე-2 და მე-3 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-7, მე-9-მე-17 და მე-19-25-ე პუნქტები და მე-2
და მე-3 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა. ა. ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის
მნიშვნელობა რამდენიმე
ფაქტორს ენიჭება, მათ შორის ერთ-ერთი გამართული სამართლებრივი ჩარჩოს არსებობაა,
რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის მეტ გამჭვირვალობას, მის მიმართ ინვესტორთა
ნდობის ამაღლებას და ქვეყანაში ადგილობრივი თუ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის
ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაც არის.
ფასიანი ქაღალდების სამართლებრივი ჩარჩოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი
ფასიანი ქაღალდების ფლობასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული საკითხების
რეგულირებაა. აღნიშნულიდან გამომდინარე მომზადდა „დემატერიალიზებული ფასიანი
ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის ძირითად
მიზანს სწორედ ფასიანი ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებული გამართული
სამართლებრივი მექანიზმის შემოღება და ბაზარზე საკმარისი სამართლებრივი სიცხადისა
და განჭვრეტადობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი
კანონი მხოლოდ ნაწილობრივ არეგულირებს ფასიანი ქაღალდების ფლობასთან
დაკავშირებულ საკითხებს და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ხარვეზებით
ხასიათდება, რაც უკავშირდება ინვესტორის მიერ ფასიანი ქაღალდების არაპირდაპირ,
ფინანსური ინსტიტუტის საშუალებით ფლობისას ინვესტორის უფლებების სათანადოდ
დაცვას, ცენტრალური დეპოზიტარის როლს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემისიისა და
ფლობის პროცესში და სხვ.
კანონი განმარტავს ე.წ. არამატერიალიზებულ ფასიან ქაღალდს როგორც ფასიან ქაღალდს,
რომელიც არსებობს ფასიანი ქაღალდების რეესტრში ან ნომინალურ მფლობელთან
ჩანაწერის სახით. „მეწარმეთა შესახებ“ და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“
საქართველოს კანონების მიხედვით, „არამატერიალიზებული“ ფასიანი ქაღალდების
აღრიცხვა და მათზე საკუთრების უფლების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა
ხორციელდება ფასიანი ქაღალდების რეესტრში შესაბამისი ჩანაწერის რეგისტრაციით,
ხოლო თუ ინვესტორს ფასიანი ქაღალდი ნომინალურ მფლობელობაში აქვს გადაცემული
შესაბამისი
ლიცენზიის
მქონე
ფინანსური
ინტიტუტისათვის
(ნომინალური
მფლობელისათვის) - ამ შემთხვევაში ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში
რეგისტრაციით. ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების უფლება აქვთ
ლიცენზირებულ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებს და აგრეთვე თავად ემიტენტს,
კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში1. აღსანიშნავია, რომ ბირჟაზე საჯარო ფასიანი
1
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 162-ე მუხლის პირველი პუნქტის, აგრეთვე „ფასიანი
ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 45-ე პუნქტისა და მე-10 მუხლის
ქაღალდებით დადებული გარიგებების ანგარიშსწორებისათვის, არსებული ჩარჩოს
მიხედვით, აუცილებელი ხდება ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან კლიენტის კუთვნილი
ფასიანი
ქაღალდების
გადატანა
ცენტრალური
დეპოზიტარის
ნომინალურ
მფლობელობაში, რაც იწვევს ფასიანი ქაღალდების ფლობის მრავალსაფეხუროვან ჯაჭვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იქმნება სხვადასხვა ჩანაწერები
ემიტენტებთან/რეგისტრატორებთან, ცენტრალურ დეპოზიტარსა და ნომინალურ
მფლობელებთან, რაც იწვევს ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ ინფორმაციის
დანაწევრებას და ართულებს ფასიანი ქაღალდების მიმოქცევასთან დაკავშირებულ
ურთიერთობებს. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ რეგისტრატორებს საკმაოდ
შეზღუდული ფუნქციები აქვთ და ისინი არ არიან პასუხისმგებელნი ისეთ მნიშვნელოვან
კორპორაციულ ქმედებებზე, როგორიცაა დივიდენდის ან პროცენტის დარიცხვა,
რისთვისაც ბაზარზე დამატებითი რგოლი ჩნდება ე.წ. „გადახდის აგენტის“ სახით.
საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, როლი,
რომელსაც ამჟამად საჯარო ფასიან ქაღალდებთან მიმართებით საქათველოში ფასიანი
ქაღალდების რეგისტრატორები ასრულებენ, ცენტრალურ დეპოზიტარს უნდა
ეკისრებოდეს. ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში უნდა ხორციელდებოდეს
დემატერიალიზებული (ანგარიშზე ჩანაწერის სახით არსებული) ფასიანი ქაღალდების
ემისია, აღნიშნული ფასიანი ქაღალდების ანგარიშების გახსნა/წარმოება ცენტრალური
დეპოზიტარის წევრებისათვის (სისტემის მონაწილეებისათვის) და მათზე დადებული
გარიგებების ანგარიშსწორება. არსებული პრაქტიკით, საფონდო ბირჟაზე საჯარო ფასიანი
ქაღალდებით დადებული გარიგებების ანგარიშსწორებას ახორციელებს ცენტრალური
დეპოზიტარი ე.წ. DvP (Delivery versus Payment) მექანიზმით. საფონდო ბირჟის გარეთ
დადებული გარიგებების შემთხვევაში კი რეგისტრატორთან მხოლოდ ფასიანი
ქაღალდების გადაცემის რეგისტრაცია ხორციელდება და იგი არ არის პასუხისმგებელი
ფულადი
სახსრების
ანგარიშსწორებაზე.
შესაბამისად,
მნიშვნელოვანია,
რომ
დემატერიალიზებული საჯარო ფასიანი ქაღალდებით დადებული ყველა გარიგების
ცენტრალური ანგარიშსწორება განხორციელდეს ერთიან სისტემაში და ეს ფუნქცია არ
იყოს დანაწევრებული სხვადასხვა სუბიექტს შორის.
კანონპროექტით, ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელიც აპირებს ცენტრალური
დეპოზიტარის
საქმიანობის
განხორციელებას,
უნდა
იყოს
ლიცენზირებული
საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში - ეროვნული ბანკი) მიერ. ამასთან,
ცენტრალური
დეპოზიტარის
სისტემური
მნიშვნელობიდან
გამომდინარე,
მნიშვნელოვანია, კანონი ნათლად განმარტავდეს მისი ძირითადი საქმიანობების
ჩამონათვალს და იმ აუცილებელ საქმიანობებს, რომელთა განხორციელებაც
სავალდებულოა, რათა ცენტრალური დეპოზიტარი აკმაყოფილებდეს სალიცენზიო
პირობებს. ასევე, საყურადღებოა, რომ კანონი ადგენდეს ცენტრალური დეპოზიტარის
საქმიანობის განხორციელების პირობებსა და მის ვალდებულებებს ემიტენტებთან
მიმართებით.
მე-3 პუნქტის თანახმად, ემიტენტს შეუძლია მის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების
რეესტრი თავად აწარმოოს. აღნიშნულიდან გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ემიტენტი არის
ანგარიშვალდებული საწარმო ან, სააქციო საზოგადოების შემთხვევაში, როდესაც ემიტენტს ჰყავს
50-ზე მეტი აქციონერი. ასეთ შემთხვევაში, ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრი უნდა
აწარმოოს ლიცენზირებულმა რეგისტრატორმა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ბაზარზე 4
ლიცენზირებული რეგისტრატორი ფუნქციონირებს, ნომინალური მფლობელის ფუნქციას კი
საბროკერო კომპანიები და კომერციული ბანკები ასრულებენ.
მათზე დაკისრებული როლისა და რისკების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ
კანონი ნათლად ასახავდეს ისეთი ფინანსური ინსტიტუტების ლიკვიდაციის საკითხებს,
როგორიც არის ცენტრალური დეპოზიტარი და საბროკერო კომპანია. დასახელებული
ფინანსური ინსტიტუტები განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ფასიანი
ქაღალდების ბაზარზე, რადგან სწორედ მათთან გახსნილ ანგარიშებზე ჩანაწერების
მეშვეობით ხორციელდება დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობა.
შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუკი სალიცენზიო პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო
მოხდება მათთვის ლიცენზიის გაუქმება ან/და გადახდისუუნარობის საფუძვლით
დაიწყება მათი ლიკვიდაცია, უნდა არსებობდეს მოქნილი და ინვესტორებზე მორგებული
მექანიზმი, რომელიც დაიცავს ფასიანი ქაღალდების მფლობელთა (ინვესტორების)
საკუთრების უფლებას და უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ფინანსური
მომსახურების მიწოდების უწყვეტობას. შესაბამისად, კანონში შემოთავაზებული
ცვლილებები არეგულირებს ცენტრალური დეპოზიტარისა და საბროკერო კომპანიის
ლიკვიდაციის საკითხებსაც.
ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ზემოხსენებული საკითხების გადასაჭრელად და კანონის „დემატერიალიზებული
ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, აუცილებელია კანონით დაზუსტდეს გარკვეული
საკითხები. მიუხედავად იმისა, რომ კანონი გარკვეულწილად აწესრიგებს ცენტრალური
დეპოზიტარის ლიცენზირებისა და მის მიერ საქმიანობის განხორციელების, საჯარო
ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და საჯარო და კერძო ფასიანი ქაღალდების აღრიცხვის
საკითხებს, აღნიშნული საჭიროებს მნიშვნელოვან დახვეწას და „დემატერიალიზებული
ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ კანონპროექტის გათვალისწინებით მოწესრიგებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს
კანონი შესაბამისობაში მოვა „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის
შესახებ“ კანონის პროექტთან, დარეგულირდება საჯარო და კერძო ფასიანი ქაღალდების
გამოშვებისა და აღრიცხვის საკითხები, ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირებისა და
საქმიანობის პირობები, საბროკერო კომპანიისა და ცენტრალური დეპოზიტარის
ლიკვიდაციის საკითხები და დაზუსტდება ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის
საქმიანობის პირობები. კანონპროექტის მიღებით შეიქმნება ფასიანი ქაღალდების ბაზრის
ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის საჭირო მექანიზმები, რაც, თავის მხრივ, ხელს
შეუწყობს ბაზარზე გამჭვირვალობის დონის ზრდას, უზრუნველყოფს ინვესტორთა
ნდობის ამაღლებასა და მათ დაცულობას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონში განსახორციელებელი ცვლილებები შეეხება „დემატერიალიზებული
ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე
საკითხებს. წინამდებარე კანონპროექტით ერთმანეთისგან იმიჯნება საჯარო და კერძო
შეთავაზების გზით ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და ამ ფასიანი ქაღალდების
ფლობის რეჟიმები. კანონპროექტით დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, საჯარო
ფასიანი ქაღალდები უნდა იყოს დემატერიალიზებული და მათი ემისია უნდა
განხორციელდეს ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში. საჯარო ფასიანი ქაღალდები,
რომლებიც იქნება დემატერიალიზებული, წარმოდგენილი იქნება ცენტრალურ
დეპოზიტარში და მათი ფლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ცენტრალური
დეპოზიტარის მეშვეობით, პირდაპირ (სისტემის მონაწილის მიერ თავის სასარგებლოდ
ცენტრალურ დეპოზიტარში ფასიანი ქაღალდის ანგარიშის გახსნის საფუძველზე) ან
არაპირდაპირ (სისტემის მონაწილის მიერ თავის კლიენტთა სასარგებლოდ ცენტრალურ
დეპოზიტარში ფასიანი ქაღალდის ანგარიშის გახსნის საფუძველზე). სხვა ფასიანი
ქაღალდების ემისიისა და ფლობის პირობები დარჩება უცვლელი - მათი გამოშვება და
ფლობა კვლავინდებურად იქნება შესაძლებელი რეგისტრირებული სახით, ფასიანი
ქაღალდების რეესტრის მეშვეობით ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული
სხვა ფორმით (საწარმდგენლო და საორდერო ფასიანი ქაღალდები). ამასთანავე, ფასიანი
ქაღალდის ემიტენტს ექნება უფლება, სურვილის შემთხვევაში, კერძო შეთავაზების
ფარგლებში ფასიანი ქაღალდები გამოუშვას დემატერიალიზებული ფორმით,
ცენტრალური დეპოზიტარის სისტემის მეშვეობით ან უკვე გამოშვებული კერძო ფასიანი
ქაღალდები აღრიცხოს ცენტრალურ დეპოზიტარში (ე. ი. განახორციელოს მათი
დემატერიალიზაცია).
კანონპროექტით, „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე იცვლება და დამატებით
განისაზღვრება კანონში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა, კერძოდ: იცვლება
რეგისტრირებული მესაკუთრის, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის,
რეგისტრირებული მფლობელის მნიშვნელობა; ასევე, იცვლება არამატერიალიზებული
ფასიანი ქაღალდის სახელწოდება და შინაარსი „დემატერიალიზებული ფასიანი
ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული
დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის ცნების შესაბამისად და ჩნდება ახალი,
რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდის ტერმინი. კანონში აგრეთვე ზუსტდება ფასიანი
ქაღალდების ნომინალური მფლობელის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და
ფასიანი ქაღალდების რეესტრის განმარტებები. საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად
ზუსტდება ცენტრალური დეპოზიტარის განმარტება და კანონს ემატება სისტემის
მონაწილის, ომნიბუს სეგრეგირებული და ინდივიდუალური სეგრეგირებული
ანგარიშების ახალი განმარტებები. საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, აგრეთვე
ზუსტდება, თუ რა ჩაითვლება კანონის მიზნებისათვის წერილობით ფორმად და
აღნიშნულთან დაკავშირებით კანონს ემატება „ხანგრძლივი მატარებლის“ (durable
medium) განმარტება.
კანონში, საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ცვლილებიდან
გამომდინარე, ზუსტდება ემისიის პროსპექტისადმი წაყენებული მოთხოვნა, კერძოდ მე-4
მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით ემიტენტის მიერ წარმოსადგენ
ინფორმაციაში, ნაცვლად რეგისტრატორისა, მან უნდა წარმოადგინოს იმ ცენტრალური
დეპოზიტარის დასახელება, რომლის სისტემაშიც განხორციელდება ფასიანი ქაღალდების
ემისია.
კერძო შეთავაზების ფარგლებში გამოშვებულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით,
კანონს დაემატა ახალი 81 მუხლი, რომელიც ეროვნულ ბანკს მიანიჭებს
უფლებამოსილებას განსაზღვროს კერძო შეთავაზების ფარგლებში გამოშვებული ფასიანი
ქაღალდებისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესი და ამ მიზნით დაადგინოს
შესაბამისი ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტერმინოლოგიური
ცვლილება განხორციელდა კანონის მე-4 მუხლის მე-15 პუნქტშიც.
„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან კანონის შესაბამისობაში მოსაყვანად
მთლიანად იცვლება კანონის მე-10 მუხლი. ცვლილების შესაბამისად, საჯარო ფასიანი
ქაღალდები უნდა იქნეს დემატერიალიზებული და აღირიცხოს ნაცვლად ფასიანი
ქაღალდების რეგისტრატორისა ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში. დღევანდელი
მდგომარეობით, საჯარო ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებისა და ანგარიშის
წარმოების საკითხებს არეგულირებს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც არ
შეესაბამება წინამდებარე კანონპროექტით და „ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტით განსახორციელებელ ცვლილებებს. სწორედ ამიტომ,
აღნიშნული სამართლებრივი აქტების ჩანაცვლების მიზნით, ეროვნულ ბანკს ენიჭება
უფლებამოსილება დაადგინოს მარეგულირებელი წესი დემატერიალიზებული ფასიანი
ქაღალდების ემისიასა და ანგარიშების წარმოებასთან დაკავშირებით. ფასიანი
ქაღალდების ანგარიშის მწარმოებლები და ფასიანი ქაღალდების ემიტენტები
ვალდებული იქნებიან იმოქმედონ ამ წესის მიხედვით. აქედან გამომდინარე, კანონიდან
ამოღებულია მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც ეროვნულ ბანკს ჩანაწერით
მფლობელთა განსაზღვრის წესის მიღების უფლებამოსილებას ანიჭებდა, რამდენადაც
აღნიშნული ჩანაწერის აუცილებლობა აღარ არსებობს.
კანონს ემატება ახალი 101 მუხლი, რომელიც ძირითადად კერძო შეთავაზების გზით
განთავსებულ ფასიან ქაღალდებს ეხება. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ფასიანი
ქაღალდები, რომლებიც არ მოექცევა კანონის მე-10 მუხლის ფარგლებში, შესაძლებელია,
რომ გამოშვებული იქნეს რეგისტრირებული სახით (ფასიანი ქაღალდების რეესტრის
მეშვეობით), დემატერიალიზებული ფორმით ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში ან
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფორმით. ასევე, ერთი და იმავე
კლასის
რეგისტრირებული
ფასიანი
ქაღალდები
შესაძლებელია
გახდეს
დემატერიალიზებული ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში მათი აღრიცხვით. გარდა
ამისა, კანონპროექტით (ისევე როგორც ამას ითვალისწინებს კანონის მოქმედი რედაქცია)
ეროვნული ბანკს ენიჭება უფლებამოსილება, დაადგინოს ფასიანი ქაღალდების რეესტრის
წარმოების წესები და განსაზღვროს ფასიანი ქაღალდების რეესტრში რეგისტრაციას
დაქვემდებარებული ფასიან ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებული საკითხები.
ცვლილება შედის კანონის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტში, რის საფუძველზეც 15 დღით
იზრდება საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების მიერ ნახევარწლიური ანგარიშების
ეროვნულ ბანკში წარდგენისა და გამოქვეყნების ვადა. აღნიშნული ცვლილება
ევროკავშირში მოქმედი შესაბამისი დირექტივით დადგენილი ზღვრული ვადის (სამი
თვე) ფარგლებშია და იგი უფრო მოქნილს გახდის ემიტენტების მიერ ანგარიშგების
განხორციელების პროცესს.
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის გაუქმებას, რომლის
მიხედვითაც საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგება აუცილებლად უნდა დადებულიყო
საბროკერო კომპანიის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტის
მონაწილეობით. აღნიშნულის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ „დემატერიალიზებული
ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე
ყველა საჯარო ფასიანი ქაღალდის ფლობა განხორციელდება შესაბამისად ცენტრალური
დეპოზიტარის მეშვეობით, პირდაპირ (სისტემის მონაწილის მიერ თავის სასარგებლოდ
ცენტრალურ დეპოზიტარში ფასიანი ქაღალდის ანგარიშის გახსნის გზით) ან
არაპირდაპირ (სისტემის მონაწილის მიერ თავის კლიენტთა სასარგებლოდ ცენტრალურ
დეპოზიტარში ფასიანი ქაღალდის ანგარიშის გახსნის გზით), რაც თავისთავად
გამორიცხავს საბროკერო კომპანიის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური
ინსტიტუტის მონაწილეობის გარეშე ფასიან ქაღალდზე გარიგების დადებას.
კანონპროექტის შესაბამისად იცვლება ასევე ხსენებული მუხლის მე-6 პუნქტი, კერძოდ
თუ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგება
საფონდო ბირჟის გარეთ იდება და გარიგების თანხა 100 ლარს აღემატება, საბროკერო
კომპანია ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია
საფონდო ბირჟაზე დააფიქსიროს ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და ფასი საფონდო
ბირჟის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
კანონის მე-19 მუხლის შემოთავაზებული რედაქციის თანახმად, ერთმანეთისგან იმიჯნება
რეგისტრირებულ და დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრების
წარმოშობის პირობები. დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების
წარმოშობის პირობები დადგინდება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების
ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო რეგისტრირებული ფასიანი
ქაღალდებით გარიგებისას მათზე საკუთრების უფლების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა
განისაზღვრება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონით. კერძოდ, დღეს
არსებული რეგულირების მსგავსად, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი იქნება
რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების ფასიანი ქაღალდების რეესტრში რეგისტრაციის
მომენტი ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში აღრიცხვის მომენტი (თუ
რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები, ფასიანი ქაღალდის რეესტრში არსებული
ჩანაწერის შესაბამისად, ნომინალურ მფლობელობაშია გადაცემული).
კანონპროექტის შესაბამისად, ტექნიკური ცვლილება შედის კანონის 23-ე მუხლის „ზ“
ქვეპუნქტში, რომელიც ერთ-ერთ საბროკერო საქმიანობად ასახელებს კლიენტების
საინვესტიციო სახსრების ან/და ფასიანი ქაღალდების შენახვას და აღრიცხვას, აგრეთვე
ფასიანი
ქაღალდების
ნომინალური
მფლობელის
მომსახურებას.
ვინაიდან
„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტი კლიენტების სასარგებლოდ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების
მფლობელს უწოდებს ანგარიშის მწარმოებელს და არა ნომინალურ მფლობელს, საჭირო
გახდა საბროკერო კომპანიის საქმიანობების ჩამონათვალს დამატებოდა ანგარიშის
მწარმოებლის საქმიანობაც.
გარდა ამისა, კანონპროექტით უქმდება კანონის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის
მიხედვით ცენტრალურ დეპოზიტარს შეუძლია ფლობდეს ფასიანი ქაღალდების
რეგისტრატორის ლიცენზიას. „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე აღნიშნული აღარ
წარმოადგენს საჭიროებას, ვინაიდან საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ზუსტდება
ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობის სახეები და მისი სალიცენზიო პირობები.
„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტით, ცენტრალური დეპოზიტარის მიერ ფასიან ქაღალდებთან მიმართებით
განსახორციელებელი ფუნქციები შინაარსობრივად მოიცავს ფასიანი ქაღალდების
რეგისტრატორის ფუნქციებსაც. ამასთან, ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის
მაძიებელს ევალება ყველა სახის ინფორმაციისა და დოკუმენტების წარმოდგენის
ვალდებულება, რომლებიც დაადასტურებს, რომ ლიცენზიის გაცემის მომენტში, იგი
შეძლებს უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრულ
მოთხოვნებთან შესაბამისობას. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, ცვლილება შედის
კანონის მე-40 მუხლის მე-9 პუნქტშიც, რომლიდანაც ამოღებული იქნება მითითება
ფასიანი ქაღალდის რეგისტრატორის მიერ ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის
ფლობაზე.
რისკების შემცირებისა და ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნებიდან
გამომდინარე, შემოთავაზებული ცვლილებით გათვალისწინებულია საბროკერო
კომპანიისა და ცენტრალური დეპოზიტარის გადახდისუუნარობის პროცესის წარმოების
სპეციალური ჩარჩო. კერძოდ, წინამდებარე კანონპროექტის თანახმად, საბროკერო
კომპანიისა და ცენტრალური დეპოზიტარის გადახდისუუნარობა წარმოადგენს მათთვის
ლიცენზიის გაუქმების საფუძველს, რასაც მოჰყვება ეროვნული ბანკის მიერ აღნიშნული
სუბიექტების ლიკვიდაციის პროცესის დაწყება. შესაბამისად, ცვლილება შედის კანონის
31-ე მუხლის პირველ პუნქტში, რომელიც ადგენს საბროკერო კომპანიის/ცენტრალური
დეპოზიტარის ლიცენზიის გაუქმების საფუძვლებს. ამავე დროს, მეტი სამართლებრივი
სიცხადის მიზნებისათვის, ზუსტდება კანონის 31-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები,
რომლებიც დღეს მოქმედი რედაქციით ითვალისწინებს ეროვნული ბანკის ლიცენზირებას
დაქვემდებარებულ სუბიექტში ადმინისტრატორის დანიშვნას. კერძოდ, კანონპროექტით
დგინდება, რომ დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილება შემოიფარგლება
სუბიექტის მხოლოდ მმართველი ორგანოს უფლებამოსილებით.
როგორც ზემოთ აღინიშნა, რისკების შემცირებისა და ბიზნეს უწყვეტობის
შესანარჩუნებლად და იმ კრიტიკული როლიდან გამომდინარე, რომელიც ეკისრებათ
ცენტრალურ დეპოზიტარსა და საბროკერო კომპანიას როგორც ანგარიშის მწარმოებლებს
„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის მიხედვით, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს აღნიშნული
სუბიექტების ლიკვიდაციის სპეციალურ ჩარჩოს. სპეციალური ჩარჩოს არსებობა
უზრუნველყოფს ანგარიშის მწარმოებლის მფლობელობაში არსებული კლიენტების
აქტივების სხვა ანგარიშის მწარმოებლისათვის დროულად გადაცემას. ცვლილებების
შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმებისთანავე იწყება სუბიექტის ლიკვიდაციის პროცესი,
რაც იწვევს, კრედიტორთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპიდან გამომდინარე,
საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის მიმართ მიმდინარე იძულებითი
აღსრულების შეწყვეტას. ამავდროულად, ეროვნული ბანკის ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ლიკვიდაციაში მყოფ სუბიექტს ენიშნება
ლიკვიდატორი (სპეციალური ექსპერტიზით აღჭურვილი პირი), რომელიც ეროვნული
ბანკის წინაშე არის პასუხისმგებელი და რომელზეც გადადის სუბიექტის ყველა ორგანოს
სრული უფლებამოსილება. ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება
საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა და ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
კანონპროექტით განისაზღვრება საბროკერო კომპანიისა და ცენტრალური დეპოზიტარის
აქტივების კრედიტორებზე განაწილების საკითხები, კერძოდ თუ რომელი აქტივები
შედის სალიკვიდაციო მასაში და როგორ და რა მიმდევრობით ხდება კრედიტორთა
მოთხოვნების დაკმაყოფილება. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიხედვით,
სალიკვიდაციო მასაში არ გაითვალისწინება აქტივები, რომლებიც არ არის საბროკერო
კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის საკუთრება და მიეკუთვნება მისი კლიენტის
აქტივებს (მათ შორის, აქტივები, რომლებსაც საბროკერო კომპანია/ცენტრალური
დეპოზიტარი ფლობს როგორც ანგარიშის მწარმოებელი ან ნომინალური მფლობელი).
ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ სუბიექტი წყვეტს არსებობას, თუმცა გამონაკლის
შემთხვევებში სუბიექტმა შეიძლება შეიცვალოს საქმიანობის საგანი და გარდაიქმნას
განსხვავებული საქმიანობის საზოგადოებად ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.
ლიკვიდაციის
დასრულება
ფორმდება
ეროვნული
ბანკის
ინდივიდუალურსამართლებრივი აქტით, რომელიც წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს შესაბამისი
სუბიექტის რეესტრიდან ამოღების ან მისი გარდაქმნის რეგისტრაციის მიზნით.
ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებების უკეთ განხორციელებისა და
ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჯანსაღი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით,
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია
საზედამხედველო
სუბიექტების
აქტიური
მონიტორინგი მათ მიერ შემუშავებული წესების კონტროლის გზით. კანონის 41-ე მუხლის
მე-3 პუნქტი ითვალისწინებს ცენტრალური დეპოზიტარისა და საფონდო ბირჟის
ვალდებულებას, შეატყობინონ ეროვნულ ბანკს ახალი წესების მიღების, არსებულ წესებში
ცვლილებების შეტანის ან მათი გაუქმების თაობაზე. კანონპროექტის თანახმად,
კანონიდან ამოღებული იქნება 41-ე მუხლის მე-3 პუნქტი და მის ნაცვლად კანონის 341
მუხლს ემატება 11 პუნქტი, ხოლო 38-ე მუხლს მე-14 პუნქტი, რომელთა შესაბამისადაც
საფონდო ბირჟისა და ცენტრალური დეპოზიტარის მიერ ახალი წესების მიღება, არსებულ
წესებში ცვლილებების შეტანა ან მათი გაუქმება დასაშვები იქნება მხოლოდ ეროვნული
ბანკის წინასწარი თანხმობის საფუძველზე. გამომდინარე იქიდან, რომ საფონდო ბირჟა და
ცენტრალური დეპოზიტარი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურის
კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილია, მათი წესების მარეგულირებელთან წინასწარ
შეთანხმება წარმოადგენს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ამასთან, აღნიშნული მეტ
მოქნილობას და სიცხადეს შესძენს ბაზარს, გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული ბანკის
მიერ კანონის 43-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე საფონდო
ბირჟის/ცენტრალური დეპოზიტარის უკვე არსებული წესის გაუქმება ბაზარზე
დაბნეულობის გამომწვევი შეიძლება გახდეს.
როგორც უკვე აღინიშნა, „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის და წინამდებარე კანონპროექტის შესაბამისად,
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცენტრალურ დეპოზიტარს, რაც, თავის მხრივ,
გულისხმობს მისი სალიცენზიო და საქმიანობის პირობების გამკაცრებასა და დახვეწას
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით. ამ კუთხით კანონპროექტით
იცვლება კანონის 38-ე მუხლი, რომელიც აყალიბებს ცენტრალური დეპოზიტარის
ძირითად მომსახურებებს (ემისიის რეგისტრაცია - ე. წ. notary service, სისტემის
მონაწილეთათვის ანგარიშების გახსნა და წარმოება - ე. წ. central maintenance service,
ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორება - ე. წ. settlement service) და ანიჭებს ეროვნულ
ბანკს უფლებამოსილებას, დაადგინოს წესი, რომლითაც განისაზღვრება ცენტრალური
დეპოზიტარის დამხმარე/დამატებითი საქმიანობები და მათი განხორციელების პირობები.
აღნიშნული მუხლის შესაბამისად ცენტრალურ დეპოზიტარს მოეთხოვება წესებისა და
პროცედურების შემუშავება, განისაზღვრება თუ როგორი უნდა იყოს სისტემაში
მონაწილეობის კრიტერიუმები, სისტემაში მონაწილეობაზე უარის თქმისა და მისი
გასაჩივრების საკითხები, ასევე, დგინდება გარკვეული მოთხოვნები ცენტრალური
დეპოზიტარისადმი, როგორიცაა: მართვისა და კონტროლის სისტემებისა და ტექნიკური
ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, კაპიტალთან, ცენტრალური დეპოზიტარის
წევრების ანგარიშის დახურვასთან ან შეჩერებასთან, ძირითადი და დამხმარე
საქმიანობების ფასებთან, ჩანაწერებისა და ანგარიშგების წარმოებასთან დაკავშირებული
საკითხები. ასევე, განისაზღვრება ის საკითხები, რომლებსაც უნდა უზრუნველყოფდეს
ცენტრალური დეპოზიტარის წესები, რომლებიც ძალაში შესულად ჩაითვლება ეროვნულ
ბანკთან მათი შეთანხმების შემდგომ.
კანონპროექტს ემატება 381 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ცენტრალური დეპოზიტარის
მოვალეობებს ემიტენტების მიმართ. აღნიშნული მუხლით განისაზღვრება ემიტენტის
უფლება ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ დეპოზიტარში გამოშვებასთან დაკავშირებით,
ცენტრალური დეპოზიტარის მოვალეობები და უფლებები ემიტენტებისთვის
მომსახურების გაწევის თაობაზე, ემიტენტის გასაჩივრების უფლება ცენტრალური
დეპოზიტარის მიერ მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შემთხვევაში, ცენტრალურ
დეპოზიტარსა და ემიტენტს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ნიმუშის
ეროვნული ბანკისათვის წარდგენის საკითხები, ცენტრალური დეპოზიტარის მიერ
ემიტენტისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია. ამავე მუხლის მიხედვით, ემიტენტს
ეკისრება ვალდებულება, შეატყობინოს ეროვნულ ბანკს ინფორმაცია, თუ მის
საკუთრებაში პირდაპირ ან არაპირდაპირ აღმოჩნდება ცენტრალური დეპოზიტარის
წილის 10%-ზე მეტი, ხოლო ცენტრალურ დეპოზიტარს და მისი მმართველი ორგანოს
წევრებს არ აქვთ უფლება, იყვნენ იმ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის
მნიშვნელოვანი წილის მფლობელები, რომლის ფასიანი ქაღალდები ცენტრალური
დეპოზიტარის სისტემაშია აღრიცხული (მსგავს ვალდებულებასა და აკრძალვას კანონის
მე-40 მუხლის მე-11 პუნქტის დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს ფასიანი
ქაღალდების რეგისტრატორთან და მისი მმართველი ორგანოს წევრებთან მიმართებით).
ემიტენტის მნიშვნელოვან წილზე ნაკლები წილის მფლობელობის შემთხვევაში
ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო.
გამომდინარე იქიდან, რომ იცვლება „რეგისტრირებული მფლობელის“ დეფინიცია და,
შემოთავაზებული კანონპროექტით, იგი მოიცავს რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდის
ნებისმიერ მფლობელს (მიუხედავად იმისა, ფლობა ხორციელდება ფასიანი ქაღალდების
რეესტრში თუ ნომინალურ მფლობელთან), ტექნიკური ცვლილება შედის კანონის მე-40
მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში. ასევე, მე-40 მუხლს ემატება 31, 32 და 33 პუნქტები,
რომლებიც
„დემატერიალიზებული
ფასიანი
ქაღალდების
ფლობის
შესახებ“
კანონპროექტით ცენტრალური დეპოზიტარისა და ანგარიშის მწარმოებლისათვის
დადგენილი წესების მსგავსად განსაზღვრავს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და
ნომინალური მფლობელის ვალდებულებებს ემისიის მთლიანობის დაცვასთან და
პერიოდულ
რეკონსილაციებთან
დაკავშირებით,
რათა
გამორიცხული
იქნეს
შეუსაბამობები სხვადასხვა ჩანაწერებს შორის ერთ და იმავე ფასიან ქაღალდებზე. გარდა
ამისა, მე-40 მუხლიდან ამოღებულ იქნა მე-10 და მე-11 პუნქტები, რომლებიც ეხებოდა
საჯარო ფასიან ქაღალდებს და რომლებიც ცვლილებების შედეგად რეგისტრატორისთვის
აღარ არის რელევანტური.
კანონს ემატება ახალი 553 მუხლი, რომელიც არეგულირებს საჯარო ფასიანი ქაღალდის
ემიტენტის სტატუსის დაკარგვის საფუძვლებს. კერძოდ, ხსენებული მუხლით
განისაზღვრება, რომ, გარდა მოქმედი კანონის 552 მუხლით გათვალისწინებული
შემთხვევისა, ემიტენტის მიერ საჯარო ფასიანი ქაღალდის ემიტენტის სტატუსის
დაკარგვის დამატებითი საფუძველია მის მიერ გამოშვებული საჯარო ფასიანი
ქაღალდების სრულად გაუქმება/დაფარვა ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების
ემიტენტის პარტნიორთა კვალიფიციური უმრავლესობით მიღებული შესაბამისი
გადაწყვეტილება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ემიტენტის ხმის უფლების მქონე
პარტნიორებს 75%-იანი უმრავლესობით შეუძლიათ მიიღონ სტატუსის ნებაყოფლობით
მოხსნის გადაწყვეტილება, იმ პირობით, რომ ისინი განახორციელებენ სატენდერო
შეთავაზებას ემიტენტის მიერ გამოშვებული ყველა საჯარო წილობრივი ფასიანი
ქაღალდის გამოსყიდვის თაობაზე, რომლებიც არ იმყოფება მათ (გადაწყვეტილების
მიმღები პარტნიორების) მფლობელობაში. სატენდერო შეთავაზების განხორციელების
საფუძველზე, ემიტენტი მიმართავს ეროვნულ ბანკს შესაბამისი სტატუსის გაუქმების
თხოვნით, რომლის დაკმაყოფილების შემდეგაც ემიტენტი ოფიციალურად დაკარგავს
საჯარო სტატუსს.
კანონპროექტით გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი, რათა ბაზრის
მონაწილეებმა უზრუნველყონ კანონმდებლობასთან შესაბამისობა კანონპროექტის
სრულად ამოქმედებამდე. პირველ რიგში, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებს
ეკისრებათ ვალდებულება, 90 დღის განმავლობაში გააფორმონ ხელშეკრულება
ცენტრალურ დეპოზიტართან და ცენტრალურ დეპოზიტარს გადასცენ საკუთარი ფასიანი
ქაღალდების რეესტრები. თავის მხრივ, ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია, რომ,
თუ ფასიანი ქაღალდები იმყოფება მისი სისტემის მონაწილე რომელიმე ფინანსური
ინსტიტუტის ნომინალურ მფლობელობაში, ისინი დააკრედიტოს ცენტრალურ
დეპოზიტარში გახსნილი აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტის შესაბამის ანგარიშზე; იმ
საჯარო ფასიან ქაღალდებს, რომლებიც არ არის ცენტრალური დეპოზიტარის არც ერთი
მონაწილის ნომინალურ მფლობელობაში, ცენტრალური დეპოზიტარი დროებით
დააკრედიტებს ანგარიშის მფლობელთათვის ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში
გახსნილ საერთო ტექნიკურ ანგარიშზე. აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს შესაბამისი
სისტემის მონაწილის (ანგარიშის მწარმოებლის) ანგარიშზე ცენტრალური დეპოზიტარი
დააკრედიტებს ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მესაკუთრის ან სხვა
უფლებამოსილი პირის მიერ მის მიერ შერჩეულ სისტემის მონაწილესთან (ანგარიშის
მწარმოებელთან) ფასიანი ქაღალდების ანგარიშის გახსნის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ,
ვიდრე უფლებამოსილი პირი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს დეპოზიტარში ტექნიკურ
ანგარიშზე დაკრედიტებულ ფასიან ქაღალდებზე, ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული
სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით არ უზრუნველყოფს ანგარიშის
მწარმოებელთან ფასიანი ქაღალდების ანგარიშის გახსნას, კანონპროექტის საფუძველზე
ჩერდება ფასიანი ქაღალდის ფლობიდან გამომდინარე უფლებები.
კანონპროექტის თანახმად, ცენტრალურ დეპოზიტარში ფასიანი ქაღალდების გადატანის
პროცესის გაადვილების მიზნით, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ეკისრება
ვალდებულება, გადასცეს ცენტრალურ დეპოზიტარსა და ემიტენტს მათ მიერ თავიანთი
ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ყველა ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც
დაცულია ფასიანი ქაღალდების რეესტრში. პროცესის კონკრეტული დეტალები, თუ
როგორ უნდა მოხდეს დეპოზიტარისა და ანგარიშის მწარმოებლების მიერ ფასიანი
ქაღალდების მფლობელებისათვის ანგარიშების გახსნა, ასევე ბაზრის მონაწილეების
დამატებითი ვალდებულებები და შესაბამისი ვადები დადგინდება ეროვნული ბანკის
სამართლებრივი აქტით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი დაკავშირებულია 2018 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან
გაფორმებულ განზრახვის წერილთან (‘Letter of Intent’), რომლითაც საქართველო
მთავრობამ აიღო ვალდებულება ფასიანი ქაღალდების ფლობის სამართლებრივი ჩარჩოს
გაუმჯობესებაზე.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
იმისათვის, რომ ეროვნულ ბანკმა რიგი საკითხების რეგულირებისა და
დაზუსტების მიზნით უზრუნველყოს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების
ბაზრის შესახებ საქართველოს კანონპროექტიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტების
გამოცემა კანონპროექტის მე-4 და მე-5 მუხლები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე,
ამასთან ემიტენტის უფლებებისა და პროცესის გაადვილების მიზნით კანონპროექტის მე8 და მე-18 პუნქტები ასევე ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. ხოლო კანონპროექტის
პირველი-მე-7, მე-9-მე-17 და მე-19-25-ე პუნქტები და მე-2 და მე-3 მუხლები ამოქმედდება
კანონის გამოქვეყნებიდან 90-ე
დღეს იმისათვის, რომ ბაზრის მონაწილეებს და
კანონპროექტით გათვალისწინებულ პირებს მიეცეთ სათანადო დრო კანონპროექტით
გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. კანონპროექტით
მისთვის უკუძალის მინიჭება გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის
ფინანსური გავლენის
შეფასება
პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
საშუალოვადიან
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული ბანკის მიერ კანონპროექტით
გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელება არ
მოითხოვს დამატებითი რესურსების (ფინანსური და ადამიანური რესურსები) გამოყოფას,
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, საშემოსავლო გადასახადის კუთხით. რაც შეეხება
კანონპროექტით გათვალისწინებულ ცენტრალური დეპოზიტარის გაზრდილ ფუნქციებს
და ვალდებულებებს, აღნიშნული შესაძლოა დაკავშირებული იყოს ცენტრალური
დეპოზიტარისათვის დამატებითი რესურსების (ფინანსური და ადამიანური რესურსები)
საჭიროებასთან, შესაბამისად ცენტრალურ დეპოზიტარში ადამიანური რესურსების
დამატება (რომლებიც ბიუჯეტის საშემოსავლო გადასახადის გადამხდელნი არიან)
გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ
კანონპროექტით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესასრულებლად გასაწევ
შესაძლო ხარჯებს, აღნიშნული არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გაწევას
სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის სახსრებიდან, ვინაიდან ეროვნული ბანკი
საკუთარი (არასაბიუჯეტო) სახსრების მეშვეობით ახორციელებს საქმიანობას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ძირითადი სუბიექტები არიან
საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი, ცენტრალური დეპოზიტარი, ფასიანი
ქაღალდების რეგისტრატორი და საბროკერო კომპანია.
ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, ემიტენტებს შეეძლებათ საჯარო ფასიანი ქაღალდები
გამოუშვან მხოლოდ ცენტრალურ დეპოზიტარში, ნაცვლად ფასიანი ქაღალდების
რეგისტრატორისა. თუმცა ამ ეტაპისათვის რთულია იმის განსაზღვრა დაზუსტებით,
გამოიწვევს თუ არა აღნიშნული ცვლილება ემიტენტებისათვის ხარჯების გაზრდას,
ვინაიდან ცენტრალური დეპოზიტარისათვის მომსახურების საფასურის ანაზღაურებით
გამოწვეულ ხარჯებს დააბალანსებს ის დაზოგილი ხარჯები, რომელთა გაწევაც
დაეკისრებოდა ემიტენტს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მომსახურების
ასანაზღაურებლად (რაც შეეხება კერძო ფასიან ქაღალდების გამოშვებასა და ფლობას,
ემიტენტებს და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სხვა მონაწილეებს კანონპროექტის
საფუძველზე არსებითად არ დაეკისრებათ რაიმე ახალი ვალდებულება და, შესაბამისად,
არც ფინანსური ტვირთი). ამასთან, კანონპროექტით განსაზღვრულია ცენტრალური
დეპოზიტარის ვალდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ემიტენტებისთვის
შეთავაზებული მომსახურების ფასები იყოს სამართლიანი და არადისკრიმინაციული.
გარკვეულ (თუმცა არა მნიშვნელოვან) ფინანსურ გავლენას მოახდენს კანონპროექტით
გათვალისწინებული ცვლილებები ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებზე, რომლებიც
დღეს 4 კომპანიის სახით არიან წარმოდგენილი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. კერძოდ,
რეგისტრატორების მომსახურების სფეროში დარჩება მხოლოდ კერძო შეთავაზების გზით
განთავსებული ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოება. აქედან გამომდინარე, ფასიანი
ქაღალდების რეგისტრატორები ვეღარ მიიღებენ საჯარო ფასიანი ქაღალდების რეესტრის
წარმოებიდან შემოსავალს2, აღნიშნული კი გამომდინარეობს საჯარო ფასიანი ქაღალდების
მიმოქცევისა და მათგან გამომდინარე უფლებების განხორციელების სათანადო
მოწესრიგების საჭიროებიდან.
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორები დაკარგავენ
გარკვეული რაოდენობის კლიენტებს და შეუმცირდებათ შემოსავლები. ამასთან, უნდა
2
2020 წლის 29 ივნისს მიღებული კანონით „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხორციელებული ცვლილებებით ცალკეული
კატეგორიის პრივატიზებულ საწარმოებს მოეხსნა ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსი, რის
შედეგადაც მხოლოდ 40-მდე ემიტენტს დარჩება ვალდებულება, რომ საკუთარი საჯარო ფასიანი
ქაღალდები რეგისტრატორიდან ცენტრალურ დეპოზიტარში გადაიტანოს.
აღინიშნოს, რომ რეგისტრატორების მომსახურების საფასური მათსა და კლიენტებს
შორის დადებული შეთანხმების საგანია და ხშირ შემთხვევაში განსხვავდება
ერთმანეთისაგან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით რეგისტრატორები
დაახლოებით 1000-მდე ფასიანი ქაღალდების ემიტენტის რეესტრს აწარმოებენ, საიდანაც,
არსებული მდგომარეობით, მხოლოდ 40-მდე ემიტენტს აქვს გამოშვებული საჯარო
ფასიანი ქაღალდები და, შესაბამისად, კანონმდებლობით მხოლოდ მათ ექნებათ
ვალდებულება, რომ საკუთარი საჯარო ფასიანი ქაღალდები გადაიტანონ ცენტრალურ
დეპოზიტარში. რეგისტრატორების მომსახურების სფეროში დარჩება კერძო შეთავაზების
გზით განთავსებული ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოება.
რაც შეეხება უფრო კონკრეტულად ბაზარზე არსებულ ემიტენტებს და მათ მიერ
განხორციელებულ საჯარო თუ კერძო შეთავაზებას, წინასწარ თუ რა გავლენას მოახდენს
კანონპროექტის შედეგად განსახორციელებელი ცვლილებები რეგისტრატორებზე
რთულია დადგინდეს ორი მთავარი მიზეზის გამო: 1) ბაზარი არ არის ლიკვიდური და
ფასიანი ქაღალდებით გარიგებები (რაც რეგისტრატორების შემოსავლის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი წყაროა) არ ხასიათდება კონკრეტული ტენდენციებით, რომელთა
მიხედვითაც,
არსებული
მონაცემების
საფუძველზე
შესაძლებელი
იქნებოდა
რეგისტრატორების
შემოსავლების
ცვლილების
განსაზღვრა;
ასევე,
წინასწარ
შეუძლებელია მოხდეს საჯარო ფასიანი ქაღალდების სამომავლო ემისიის პროგნოზირება,
რაც რეგისტრატორების შემოსავლის კიდევ ერთი წყაროა და რომელიც კანონპროექტის
ამოქმედების შემდეგ ცენტრალურ დეპოზიტარში გადავა; 2) კანონპროექტი
სავალდებულოდ ასახელებს საჯარო ფასიანი ქაღალდების დემატერიალიზაციას და
ამასთან, იძლევა შესაძლებლობას კერძო ფასიანი ქაღალდებიც გადავიდეს ცენტრალური
დეპოზიტარის სისტემაში, შესაბამისად წინასწარ განსაზღვრა თუ რამდენი
კლიენტი/ემიტენტი დარჩება რეგისტრატორთან და რამდენი გადაწყვეტს კანონპროექტის
ფარგლებში ისარგებლოს ანგარიშის მწარმოებლისა თუ ცენტრალური დეპოზიტარის
მომსახურებით (ამჯობინებენ ახალ ეფექტურ და დაცულ სისტემას თუ უკვე არსებულ
ინფრასტრუქტურას), რთულია და დამოკიდებულია მრავალ განსხვავებულ ფაქტორზე.
ამასთან, აღნიშნულის საპირისპიროდ, საბროკერო კომპანიებს, ცენტრალურ დეპოზიტარს
და ფინანსურ ინსტიტუტებს
გაეზრდებათ შემოსავალი, რადგანაც კანონპროექტის
შესაბამისად სავალდებულო ხდება საჯარო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური
დეპოზიტარის მეშვეობით გამოშვება და მათი ფლობა საბროკერო კომპანიის ან შესაბამისი
ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მიერ გახსნილ ფასიანი ქაღალდის
ანგარიშებზე. მართალია, ბაზარზე 8 საბროკერო კომპანია, 15 კომერციული ბანკი და 1
ცენტრალური დეპოზიტარი მოქმედებს, თუმცა აუცილებელია აღინიშნოს, რომ ფასიანი
ქაღალდების ბაზარზე საბროკერო კომპანიები და ცენტრალური დეპოზიტარი
წარმოადგენენ მთავარ სუბიექტებს და ისინი უწევენ მომსახურებას ემიტენტებსა და
ინვესტორებს, შესაბამისად კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები მათ
შემოსავალზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს; ამასთან, შემოსავლების ოდენობა
დამოკიდებულია მომსახურების ხარჯებზე, რაც ანგარიშის მწარმოებლებსა და მათ
კლიენტებს შორის დასადები ხელშეკრულების საგანი იქნება და სამომავლოდ
დადგინდება ბაზრის განვითარების კვალდაკვალ. პოზიტიური ფინანსური გავლენა
ფინანსურ ინსტიტუტებზე კიდევ უფრო თვალსაჩინოა იმ პირობებში, რომ, გარდა საჯარო
ფასიანი ქაღალდებისა, კერძო ფასიანი ქაღალდებიც ნებაყოფლობით შესაძლოა
დაექვემდებაროს დემატერიალიზაციას და შესაბამისად ცენტრალურ დეპოზიტარში
აღრიცხვას.
რაც შეეხება საჯარო ფასიანი ქაღალდების მფლობელებს, სავარაუდოდ, მათზე
მნიშვნელოვან ფინანსურ გავლენას არ იქონიებს კანონპროექტი, ვინაიდან ანგარიშის
მწარმოებლის მიერ მათთვის გაწეული მომსახურების (ანგარიშის გახსნა, წარმოება)
საფასურის ასანაზღაურებელ ხარჯებს დააბალანსებს ის დაზოგილი ხარჯები, რომელთა
გაწევაც დაეკისრებოდა საჯარო ფასიანი ქაღალდის მფლობელს რეგისტრატორის
მომსახურების ასანაზღაურებლად. ასევე, აღსანიშნავია, რომ არსებული კანონმდებლობით
საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგების დადება (თუ გარიგება არ იდებოდა
გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორების მონაწილეობით) არ შეიძლება
საბროკერო კომპანიის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტის
მონაწილეობის გარეშე, რასაც, თავის მხრივ, შესაძლოა დაემატოს რეგისტრატორის
მომსახურების ხარჯიც, თუ შესაბამისი ფასიანი ქაღალდი ნომინალურ მფლობელობაში არ
არის გადაცემული. კანონპროექტის ამოქმედების შემდგომ რეგისტრატორთან
დამატებითი რეგისტრაციის ხარჯის გაწევა საჯარო ფასიანი ქაღალდების მფლობელებს
აღარ მოუწევთ და ყველა ოპერაცია თავისთავად ანგარიშის მწარმოებლის (საბროკერო
კომპანიის
ან
შესაბამისი
ლიცენზიის
მქონე
ფინანსური
ინსტიტუტის)
საშუალებით/მონაწილეობით განხორციელდება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლებელია იდენტიფიცირდეს რამდენიმე
ფაქტორი, რომლებმაც შეიძლება შეამციროს კანონპროექტის ფინანსური გავლენა საჯარო
ფასიანი ქაღალდის მფლობელებზე: 1) ფასიანი ქაღალდის მფლობელებს უფლება ექნებათ
თავად განსაზღვრონ ის ანგარიშის მწარმოებელი, რომელიც მათ გაუწევთ კასტოდიანურ
მომსახურებას. ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პირობებში,
აღნიშნული დადებით გავლენას მოახდენს მათ მიერ კლიენტებისათვის შეთავაზებულ
კომერციულ პირობებზე; 2) თუ ფასიანი ქაღალდის მფლობელი ფასიან ქაღალდს ამჟამად
ფლობს ნომინალური მფლობელის მეშვეობით, მას, როგორც წესი, ექნება შესაძლებლობა
შეუფერხებლად გააგრძელოს ფასიანი ქაღალდის ფლობა აღნიშნული ნომინალური
მფლობელის საშუალებით; 3) საჯარო ფასიანი ქაღალდის მფლობელებს, რომლებიც
დღეის მდგომარეობით ფლობას ახორციელებენ უშუალოდ რეგისტრატორში გახსნილ
ანგარიშზე (ნომინალური მფლობელის გარეშე), არსებული კანონმდებლობით ეკისრებათ
ვალდებულება საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგება დადონ მხოლოდ საბროკერო
კომპანიის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით
(გარდა გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორების მონაწილეობით დადებული
გარიგებისა)3. ხარჯი, რომელიც საჯარო ფასიანი ქაღალდების მფლობელის მიერ
ზემოხსენებული ვალდებულების შესრულებას უკავშირდება, კანონპროექტის ძალაში
შესვლის შემდეგ იქნება ანგარიშის მწარმოებლისათვის ასანაზღაურებელი მომსახურების
საფასურის ნაწილი. რაც შეეხება საჯარო ფასიანი ქაღალდების მფლობელთა რაოდენობას
და მათ მიერ გასაწევი/დაზოგილი ხარჯების რაოდენობრივ განსაზღვრას, აღნიშნული
მახასიათებლების იდენტიფიცირება, მათი კომპლექსურობიდან გამომდინარე, რთულია.
3
როგორც უკვე აღინიშნა, კანონპროექტის საფუძველზე უქმდება მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული ვალდებულება საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგების დადებისას
საბროკერო კომპანიის ან სხვა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის მონაწილეობის შესახებ,
ვინაიდან „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის“ შესახებ კანონის პროექტიდან
გამომდინარე ყველა საჯარო ფასიანი ქაღალდის ფლობა განხორციელდება უშუალოდ
ცენტრალური დეპოზიტარის (თუკი ინვესტორი ამავდროულად არის სისტემის მონაწილე) ან
არაპირდაპირ სხვა ანგარიშის მწარმოებლის მეშვეობით, რაც თავისთავად გამორიცხავს საბროკერო
კომპანიის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობის გარეშე ფასიან
ქაღალდზე გარიგების დადებას.
კანონპროექტის თანახმად, ახლებურად ყალიბდება კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი,
რომელიც შეეხება ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილისათვის
დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნას. თუმცა აღნიშნული არ გამოიწვევს
სუბიექტისათვის დამატებითი ვალდებულების ან ფინანსური ტვირთის დაკისრებას
(აგრეთვე, არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს დროებითი ადმინისტრატორის
დანიშვნასთან დაკავშირებით არც ეროვნული ბანკისთვის), ვინაიდან ცვლილების
მიზანია დღეს მოქმედი საკანონმდებლო ჩანაწერის დაზუსტება და ადმინისტრატორის
უფლებამოსილების შემოფარგვლა (კერძოდ, კანონპროექტით დგინდება, რომ დროებითი
ადმინისტრატორის უფლებამოსილება შემოიფარგლება სუბიექტის მხოლოდ მმართველი
ორგანოს
უფლებამოსილებით).
შესაბამისად
დროებით
ადმინისტრატორთან
დაკავშირებული ხარჯები უცვლელია და დარჩება იგივე, რაც კანონპროექტის მიღებამდე
იყო.
სიახლეს წარმოადგენს კანონპროექტით საბროკერო კომპანიისა და ცენტრალური
დეპოზიტარის ლიკვიდაციის სპეციალური ჩარჩოს შემოღება, აგრეთვე საბროკერო
კომპანიისა და ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის გაუქმების დამატებით
საფუძვლად მათი გადახდისუუნარობის განსაზღვრა. ყოველივე ზემოხსენებულის
შედეგად, მითითებული სუბიექტები არ მოექცევიან „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა
კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების ფარგლებში
და მათი გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, ისევე როგორც საფინანსო სექტორის
წარმომადგენელი სხვა სუბიექტებისა (აქტივების მმართველი კომპანია, საინვესტიციო
ფონდი, კომერციული ბანკი), დარეგულირდება სპეციალური კანონით.
ხაზი
უნდა
გაესვას
იმ
გარემოებას,
რომ,
არაპირდაპირ,
ლიცენზირებას
დაქვემდებარებული
სუბიექტის
(კონკრეტულად,
საბროკერო
კომპანიისა
და
ცენტრალური დეპოზიტარის) გადახდისუუნარობა მოქმედი კანონმდებლობითაც არის
მისთვის ლიცენზიის ჩამორთმევის საფუძველი. კერძოდ, კანონის 31-ე მუხლის პირველი
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ლიცენზიის ჩამორთმევის საფუძველია შემთხვევა,
როდესაც ლიცენზიის მფლობელი აღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელთა
საფუძველზედაც გაიცა ლიცენზია. თავის მხრივ, საბროკერო კომპანიისა და ცენტრალური
დეპოზიტარის მიმართ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სალიცენზიო
პირობად მინიმალურ კაპიტალის არსებობას, რომელსაც ეს სუბიექტები ლიცენზიის
მიღების
შემდეგაც
უნდა
აკმაყოფილებდნენ.
შესაბამისად,
პრაქტიკულად
წარმოუდგენელია სუბიექტს დაუდგეს გადახდისუუნარობის მომენტი და ამავდროულად
იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მინიმალური კაპიტალის
ოდენობას. სწორედ ამიტომაც, საბროკერო კომპანიისა და ცენტრალურის ლიცენზიის
გაუქმების დამატებით საფუძვლად მათი გადახდისუუნარობის განსაზღვრა არ
დააკისრებს მათ დამატებით რაიმე სახის ტვირთს.
რაც შეეხება საბროკერო კომპანიისა და ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციის
პროცესის სპეციალური ჩარჩოს შემოღებას მათი გადახდისუუნარობის შემთხვევაში,
აღნიშნული, მაღალი ალბათობით, არ გამოიწვევს მნიშვნელოვან ფინანსურ შედეგებს
ლიკვიდაციაში მყოფი სუბიექტისათვის, აქციონერებისათვის/პარტნიორებისათვის ან
კრედიტორებისათვის. ამ კუთხით, კანონპროექტის მთავარი არსია, საბროკერო კომპანიის
ან ცენტრალური დეპოზიტარის გადახდისუუნარობის შემთხვევაში გადახდისუუნარობის
პროცესის წარმართვის უფლება მიენიჭოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნულ პირს
(ლიკვიდატორს), რადგან როგორც საბროკერო კომპანია, ისე ცენტრალური დეპოზიტარი
ექვემდებარება ეროვნული ბანკის პრუდენციულ რეგულირებასა და ზედამხედველობას.
გარდა ამისა, კონკრეტული დასკვნების გაკეთებას ამ ნაწილში კანონპროექტის ფინანსურ
შედეგებთან დაკავშირებით ართულებს ის გარემოება, რომ 2020 წის 18 სექტემბერს
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა
კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებით გაუქმდა
მანამდე მოქმედი საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების
შესახებ“. შესაბამისად, შეიცვალა ის სამართლებრივი ჩარჩო (სტატუს-კვო), რომლის
ფარგლებშიც
აქამდე
რეგულირდებოდა
სამეწარმეო
საზოგადოებების
გადახდისუუნარობის პროცესი და იგი 2021 წლის პირველი აპრილიდან (როდესაც
სრულად
ამოქმედდა
„რეაბილიტაციისა
და
კრედიტორთა
კოლექტიური
დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი) დაექვემდებარა სრულიად ახლებურ
მოწესრიგებას.
აღსანიშნავია, რომ, განსხვავებით სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ წარმართული
გადახდისუუნარობის პროცესისგან, ეროვნული ბანკის მიერ მართული ლიკვიდაციის
პროცესი უფრო სწრაფი და ნაკლებ ხარჯიანი იქნება (მათ შორის, იმის გათვალისწინებით,
რომ ეროვნული ბანკის თანამშრომელი შეიძლება იყოს ლიკვიდატორი, რომელიც
ანაზღაურებას ეროვნული ბანკისგან იღებს), რაც თავისთავად დადებითად აისახება
კრედიტორების ინტერესზე.
კანონპროექტის თანახმად, ისევე როგორც ამას ტრადიციულად ითვალისწინებს
გადახდისუუნარობის მარეგულირებელი კანონმდებლობა (მაგ., „რეაბილიტაციისა და
კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე
მუხლის პირველი პუნქტი), განისაზღვრება თარიღი (კერძოდ, ლიკვიდაციის დაწყების
თაობაზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლა), რომლის დადგომის მომენტითაც
განისაზღვრება სალიკვიდაციო მასაში შემავალი აქტივები, ასევე ის აქტივები, რომლებიც
არ ექვემდებარება კრედიტორებზე განაწილებას. კერძოდ, ისევე როგორც ამას აქამდეც
ითვალისწინებდა გადახდისუუნარობის კანონმდებლობა, სალიკვიდაციო მასაში არ
შედის აქტივები, რომლებიც საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის
საკუთრება არ არის და მიეკუთვნება მისი კლიენტის აქტივებს. ამასთან, განსხვავებით
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი მიდგომისგან, კანონპროექტი ითვალისწინებს
გამონაკლისს, როდესაც სალიკვიდაციო მასიდან გამოიყოფა ლიკვიდაციის პროცესში
მყოფი სუბიექტის კუთვნილი აქტივები, რის საფუძველზეც სხვა კრედიტორებზე
უპირატესად
მოხდება
დაზარალებული
კლიენტების
(ფასიანი
ქაღალდების
მფლობელების) დაკმაყოფილება (იხ. კანონპროექტით გათვალისწინებული კანონის 312
მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები)4, ასეთი ჩანაწერი კი სწორედ კრედიტორთა/კლიენტთა
ინტერესების ეფექტურ დაცვას ემსახურება. კლიენტს, რომელმაც დაკარგა ცენტრალურ
დეპოზიტართან/საბროკერო კომპანიასთან განთავსებული ფასიანი ქაღალდები უნდა
4
იგულისხმება შემთხვევა, როდესაც ლიკვიდაციის პროცესში მყოფ სუბიექტს და მის კლიენტს
საკუთრებაში აქვთ ერთი და იმავე კლასის ფასიანი ქაღალდები. ასეთ ვითარებაში, წინამდებარე
კანონპროექტისა და „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კლიენტს, რომელმაც დაკარგა
ცენტრალურ დეპოზიტართან/საბროკერო კომპანიასთან განთავსებული ფასიანი ქაღალდები,
წარმოეშობა მოთხოვნა ცენტრალურ დეპოზიტარის/საბროკერო კომპანიის საკუთრებაში არსებულ
იმავე კლასის სხვა ფასიან ქაღალდებზე.
წარმოეშვას მოთხოვნა ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის საკუთრებაში არსებულ
იმავე კლასის სხვა ფასიან ქაღალდებზე. აღნიშნული მიდგომა კი, რა თქმა უნდა, დადებით
ფინანსურ გავლენას იქონიებს კრედიტორებზე/კლიენტებზე, რამეთუ მათი დაკარგული
ფასიანი ქაღალდები ჩანაცვლდება იმავე კლასის ფასიანი ქაღალდებით და აღდგება
პირვანდელი მდგომარეობა. რაც შეეხება, ლიკვიდაციის პროცესში მყოფ სუბიექტს,
აღნიშნული რეგულირება მათზე უარყოფითი ფინანსური გავლენის მომტანია, თუმცა
პროპორციულია იმ ქმედების, რამაც გამოიწვია ფასიანი ქაღალდების დაკარგვა. ამასთან,
ცენტრალური დეპოზიტარის/საბროკერო კომპანიის ფინანსური შედეგების ოდენობა
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კლიენტების რაოდენობიდან,
სალიკვიდაციო მასიდან და სხვა. გამომდინარე, მით უფრო რომ კანონპროექტის ჩანაწერი
ეხება მხოლოდ „იმავე კლასის ფასიან ქაღალდებს“, რომლებიც ლიკვიდაციის პროცესში
მყოფი სუბიექტის საკუთრებაში იქნება. კრედიტორებზე ფინანსურ გავლენას იქონიებს
აგრეთვე კანონპროექტის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც სხვა არაუზრუნველყოფილ
კრედიტორებთან
შედარებით
უპირატეს
დაკმაყოფილებას
ექვემდებარება
არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები, რომლებიც წარმოშობილია კლიენტების აქტივების
საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის მიერ დაკარგვის გამო ან
არამართლზომიერი განკარგვის შედეგად, რაც ასევე განასხვავებს შემოთავაზებულ
ჩარჩოს გადახდისუუნარობის კანონმდებლობით აქამდე დადგენილი მიდგომისგან.5
ფინანსური შედეგების თვალსაზრისით ასევე რელევანტურია კანონპროექტით
ლიკვიდატორისათვის მინიჭებული უფლება, სალიკვიდაციო მასაში შემავალი აქტივები
გადასცეს საფინანსო სექტორის წარმომადგენელს ან სხვა პირს და ორგანიზება გაუწიოს
ლიკვიდაციაში მყოფი სუბიექტის ვალდებულებათა გადაცემას. აღსანიშნავია, რომ
ლიკვიდაციაში მყოფი პირის კრედიტორს/მოვალეს არ აქვს უფლება, დააბრკოლოს
ლიკვიდატორის მიერ ამ ქმედების განხორციელება, თუ აქტივის ან ვალდებულების
გადაცემით არ იცვლება მისი (შესაბამისი აქტივის ან ვალდებულების, რომელიც სხვა პირს
გადაეცემა) პირობები/შინაარსი. ლიკვიდატორისათვის მინიჭებული ეს ფუნქცია მიზნად
ისახავს ბიზნეს პროცესების უწყვეტობის შენარჩუნებას და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე
ფინანსური მომსახურების მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფას. აღნიშნული
საკითხი ანალოგიურადაა მოწესრიგებული სხვა სპეციალური კანონებითაც (მაგ.,
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „მიკროსაფინანსო
ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“
საქართველოს კანონი).
რაც შეეხება ლიკვიდატორის დანიშვნასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ
გასაწევ ხარჯებს, გასათვალისწინენებლია, რომ, „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად,
ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი შეიძლება დაინიშნოს
დროებით ადმინისტრატორად, ლიკვიდატორად ან სპეციალურ მმართველად.
შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობა უკვე ითვალისწინებს ლიკვიდატორად
ეროვნული ბანკის თანამშრომლის დანიშვნის შესაძლებლობას (თუმცა, ეროვნული ბანკის
გადაწყვეტილებით, ლიკვიდატორად შეიძლება არ დაინიშნოს ეროვნული ბანკის
5
თუმცა, კომერციული ბანკების შემთხვევაში, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონი აგრეთვე ანიჭებს უპირატესობას დეპოზიტარებს (ანგარიშის მფლობელ
პირებს) სხვა არაუზრუნველყოფილ კრედიტორებთან შედარებით. შესაბამისად, წინამდებარე
კანონპროექტი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მსგავსად,
აუმჯობესებს კლიენტების დაცვის სტანდარტს.
თანამშრომელი, არამედ - დაინიშნოს სხვა პირი, რომლის ხარჯებიც ანაზღაურდება
სალიკვიდაციო მასიდან). წინამდებარე კანონპროექტის საფუძველზე, არ იგეგმება
ეროვნულ ბანკში ახალი კადრის აყვანა ლიკვიდატორის ფუნქციის განსახორციელებლად
და არც დამატებითი ხარჯის გაწევა, ვინაიდან, ერთი მხრივ, უკვე არსებობს ეროვნულ
ბანკში შესაბამისი კადრი, რომელიც ასრულებს ლიკვიდატორის ფუნქციას მსგავს
შემთხვევებში (აგრეთვე, დასაშვებია, რომ ლიკვიდატორად დაინიშნოს ეროვნული ბანკის
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ნებისმიერი თანამშრომელი, რომელსაც გააჩნია
სათანადო
პროფესიული
კომპეტენცია
ლიკვიდატორის
უფლებამოსილების
განსახორციელებლად),
ხოლო,
მეორე
მხრივ,
რეგულირებული
სუბიექტების
(ცენტრალური დეპოზიტარი, საბროკერო კომპანია) რაოდენობა არ არის იმდენად დიდი,
რომ დღის წესრიგში დადგეს ამ თვალსაზრისით დამატებითი საკადრო რესურსის
მოზიდვის საჭიროება.
კანონპროექტით განისაზღვრება ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი
მონაწილეებისათვის დამატებითი ვალდებულებები, თუმცა მათი შემოღება არ იქონიებს
არსებითად ფინანსურ გავლენას აღნიშნულ სუბიექტებზე. კერძოდ, კანონპროექტით
შემოთავაზებული საფონდო ბირჟისა და ცენტრალური დეპოზიტარის წესების
დამტკიცების რეჟიმი (ეროვნულ ბანკთან წესების წინასწარი შეთანხმება, ნაცვლად
ეროვნული ბანკისათვის მხოლოდ შეტყობინებისა და დამტკიცებული წესების post factum
ეროვნული ბანკის მიერ შესაძლო გაუქმებისა) არ განსხვავდება დღეს არსებული
პრაქტიკისაგან, რის გამოც იგი არ იქნება დამატებითი ტვირთი ბაზარზე მოქმედი
ხსენებული სუბიექტებისათვის. ანალოგიურად, ცენტრალური დეპოზიტარისა და მისი
სისტემის მონაწილეებისათვის ვალდებულების დაკისრება, საკუთარ კლიენტებს
შესთავაზონ არჩევანი ომნიბუს სეგრეგირებულ ანგარიშსა და ინდივიდუალურ
სეგრეგირებულ ანგარიშს შორის, არ გამოიწვევს ცვლილებებს ფასიანი ქაღალდების
ბაზრის მონაწილეთა შორის ურთიერთობებში, ვინაიდან, კლიენტის სურვილის
მიხედვით, ფინანსურ ინსტიტუტებს დღესაც აქვთ შესაძლებლობა და მოტივაციაც
შესთავაზონ მათ (კლიენტებს) სეგრეგაციის სასურველი მოდელი მომსახურების
გაწევისას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალურ დეპოზიტარს ეზრდება რიგი
ვალდებულებები/ფუნქციები, მაგალითად მას დამატებით წარმოეშობა ემისიის
რეგისტრაციის ფუნქცია და ეკისრება კანონპროექტით გათვალისწინებულ სალიცენზიო
პირობებთან შესაბამისობაში მოსვლის ვალდებულება, რაც შესაძლოა ხარჯებთან იყოს
დაკავშირებული, თუმცა ყურადსაღებია, რომ ამ ხარჯებს დააბალანსებს იმ მომსახურების
(ემისიის რეგისტრაცია და სხვა) საფასური, რასაც ცენტრალური დეპოზიტარი მიიღებს
კლიენტებისგან. ამასთან, აღნიშნული ხარჯებისა და შემოსავლების წინასწარ
რაოდენობრივად განსაზღვრა რთულია, რადგან თავისთავად დარეგულირდება მხარეთა
შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი
შეზღუდვების გათვალისწინებით. გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს
ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს დამატებითი
მომსახურებები/ფუნქციები, რომელთა განხორციელების უფლებაც ექნება ცენტრალურ
დეპოზიტარს. იმის გათვალისწინებით, რომ ანალოგიურ დანაწესს მოქმედი კანონიც
ითვალისწინებს (იხ. კანონის მე-2 მუხლის 50-ე პუნქტი), ამ თვალსაზრისით არ არის
სავარაუდებელი, რომ კანონპროექტი ფინანსურ ზეგავლენას იქონიებს ცენტრალურ
დეპოზიტარზე. ისიც გასათვალისწინებელია, რომ, ფასიანი ქაღალდების განვითარების ამ
ეტაპზე, წინასწარ რთულია იმის განსაზღვრა, სამომავლოდ რა დამატებითი ფუნქციების
დაკისრება შეიძლება გახდეს რელევანტური ცენტრალური დეპოზიტარისათვის, გარდა იმ
ფუნქციებისა, რომლებიც განსაზღვრულია კანონპროექტით
ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
და
რომლებსაც
იგი
კანონპროექტით 551 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევებისა და სანქციების ნაწილში
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ცენტრალურ დეპოზიტარსაც დაუწესოს სანქცია იმ
შემთხვევაში თუ ის დაარღვევს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების
აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. აღნიშნული
ფინანსურ გავლენას იქონიებს ცენტრალურ დეპოზიტარებზე რადგან პირველ რიგში
ცენტრალურ დეპოზიტარს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების
აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის
უზრუნველსაყოფად მოუწევს გარკვეული ფინანსური და ადამიანური რესურსების
გამოყენება. თუ რა ფინანსურ შედეგებს გამოიწვევს კონკრეტულად ზემოაღნიშნული
დამოკიდებული იქნება მრავალ განსხვავებულ ფაქტორზე - ემისიების რაოდენობა,
ცენტრალური დეპოზიტარის მონაწილეთა რაოდენობა, რა რაოდენობისა და მოცულობის
ფასიანი ქაღალდების ანგარიშის გახსნა/მართვა უწევს ცენტრალურ დეპოზიტარს, ფასიანი
ქაღალდების ანგარიშწორების სისტემის ოპერირებასთან დაკავშირებული საკითხები და
სხვა. ამასთან, ცენტრალურ დეპოზიტარებზე ფინანსური გავლენა გამოიხატება
ზემოაღნიშნული დარღვევის არსებობის შემთხვევაში იმ სანქციებზე, რასაც ეროვნული
ბანკი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენებს მათ მიმართ, თუმცა
გასათვალისწინებელია, რომ ეროვნულ ბანკს სხვადასხვა სანქციების გამოყენების
უფლებამოსილება აქვს, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებული იქნება
დარღვევის ხარისხზე.
ფასიანი ქაღალდის ბაზრის მონაწილეებისათვის დამატებითი ფინანსური ტვირთის
დაკისრებას არ გამოიწვევს აგრეთვე კანონპროექტით შემოთავაზებული კანონის 81
მუხლის რედაქცია, რომელიც ეროვნულ ბანკს ანიჭებს უფლებამოსილებას განსაზღვროს
კერძო
შეთავაზების
ფარგლებში
გამოშვებული
ფასიანი
ქაღალდებისათვის
საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესი და ამ მიზნით დაადგინოს შესაბამისი
ვალდებულებები. ნიშანდობლივია, რომ არც მოქმედი კანონმდებლობა და არც
კანონპროექტი არ აკისრებს ვალდებულებას ემიტენტს, მოიპოვოს საიდენტიფიკაციო
ნომერი (ISIN) კერძო ფასიანი ქაღალდებისათვის.
ზემოაღნიშნულისგან განსხვავებით, ფინანსური თვალსაზრისით საჯარო ფასიანი
ქაღალდების
ემიტენტებზე
გავლენის
მომხდენი
იქნება
კანონპროექტით
3
შემოთავაზებული კანონის ახალი მუხლი (55 ), რომელიც ამომწურავად მოაწესრიგებს
საჯარო ფასიანი ქაღალდის ემიტენტის სტატუსის დაკარგვის საფუძვლებს. კერძოდ,
სიახლეს წარმოადგენს ის, რომ საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ხმის
უფლების მქონე პარტნიორებს უფლება ექნებათ კენჭი უყარონ ემიტენტის მიერ საჯარო
ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსზე უარის თქმას, რისი წარმატებით
განხორციელების შემთხვევაშიც მათ (პარტნიორებს) ემიტენტისათვის სტატუსის
საბოლოო მოხსნამდე დამატებით მოუწევთ ემიტენტის მიერ გამოშვებული ყველა საჯარო
წილობრივი ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვის თაობაზე სატენდერო შეთავაზების
გაკეთება. ხსენებული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი
გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის ძალაში
შესვლითაც ემიტენტს გაუუქმდება საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსი და
მის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებიც აღარ იქნება საჯარო ფასიანი ქაღალდები.
ხსენებულის შედეგად, ემიტენტი გათავისუფლდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის
შესახებ“ კანონით საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტისათვის დაკისრებული
ვალდებულებებისგან,
რაც
მას
შეუმსუბუქებს
შესაბამისობის
ტვირთს
და
გაათავისუფლებს გარკვეული ხარჯების გაწევის ვალდებულებისგან (რაც „ფასიანი
ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონით საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის
სტატუსტთან არის დაკავშირებული). ამასთან, თუ რა ოდენობის ხარჯები დაეზოგება
ემიტენტს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონით დადგენილი მოთხოვნებისგან
გათავისუფლებით, დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ემიტენტის
ზომა/მოცულობა6, ფასიანი ქაღალდების მფლობელთა რაოდენობა და სხვ.
დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის გარდამავალი დებულება ითვალისწინებს
ეროვნული ბანკის მიერ კანონპროექტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით ახალი
სამართლებრივი აქტების გამოცემას, რათა არსებული ჩარჩო შესაბამისობაში მოვიდეს
წარმოდგენილ ცვლილებებთან. თუმცა ვინაიდან კანონპროექტით შემოთავაზებული
ცვლილებები არ გულისხმობს ახალი სფეროს რეგულირებას, ეროვნული ბანკი შეძლებს
კანონპროექტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების
განხორციელებას
არსებული საკადრო რესურსის ფარგლებში და მას არ დასჭირდება დამატებითი ხარჯების
გაწევა.
ერთ-ერთი სამართლებრივი აქტი, რომლის გამოცემის უფლებაც კანონპროექტით აქვს
მინიჭებული ეროვნულ ბანკს, ითვალისწინებს ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების
წესების დადგენას და ფასიანი ქაღალდების რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული
ფასიან ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებული საკითხების განსაზღვრას. ფასიანი
ქაღალდების რეგისტრატორი, ნომინალური მფლობელი და ის ემიტენტი, რომელიც
უფლებამოსილია თავისი ფასიანი ქაღალდების რეესტრი თვითონ აწარმოოს,
ვალდებული არიან, ამ წესების მიხედვით იმოქმედონ. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის
აღნიშნული ჩანაწერი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კანონქვემდებარე აქტის
შემუშავების თაობაზე უპირატესად საკანონმდებლო ტექნიკითაა ნაკარნახევი და არ
წარმოადგენს თვისობრივად ახალი უფლებამოსილების დამდგენ ნორმას, ვინაიდან
კანონის მე-10 მუხლის მოქმედი რედაქცია უკვე ანიჭებს საქართველოს ეროვნულ ბანკს
უფლებას, ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით მიიღოს
შესაბამისი წესი (დღეისათვის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე
დამტკიცებულია ფასიანი ქაღალდის რეესტრის წარმოების წესი, რომლის ძირითადი
პრინციპები რეფორმის შემდეგაც დარჩება უცვლელი). ასევე არ იქონიებს ფინანსურ
გავლენას ხსენებული სამართლებრივი აქტი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებსა და
ემიტენტებზე.
ანალოგიურად, კანონპროექტით ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება, მათ შორის,
დაადგინოს მარეგულირებელი წესი დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების
ემისიასა და ანგარიშების წარმოებასთან დაკავშირებით. ფასიანი ქაღალდების ანგარიშის
მწარმოებლები და ფასიანი ქაღალდების ემიტენტები ვალდებული იქნებიან იმოქმედონ ამ
წესის მიხედვით. არც აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირება არ ემსახურება
ეროვნული ბანკის კომპეტენციის გაფართოებას და იმ სფეროს რეგულირებას, რომელიც
აქამდე არ ყოფილა რეგულირებული. მაგალითად, არამატერიალიზებული ფასიანი
ქაღალდების ნომინალური მფლობელის მეშვეობით ფლობის წესს დღეისათვის
6
აღსანიშნავია, რომ, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსისგან დამოუკიდებლად,
საწარმოთა გამჭვირვალობის გარკვეულ მოთხოვნებს მათი კატეგორიების მიხედვით ადგენს
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონიც.
აწესრიგებს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი, რომელსაც ჩაანაცვლებს ეროვნული ბანკის
მიერ გამოცემული ახალი აქტი.
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული ბანკის მიერ კანონპროექტით
გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელება არ
მოითხოვს დამატებითი რესურსების (ფინანსური და ადამიანური რესურსები) გამოყოფას,
რადგან უკვე არსებული რესურსები სრულად საკმარისია კანონპროექტით
გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად, მით უფრო, რომ
ეროვნული ბანკი ისედაც ერთვებოდა აღნიშნულ ურთიერთობებში და ახორციელებდა
რიგ უფლებამოსილებებს, კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების
გაწევას ეროვნული ბანკის მხრიდან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო
სავალუტო ფონდის (IMF) ექსპერტებმა ტექნიკური დახმარების ფარგლებში. ასევე,
კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების კომუნიკაცია მოხდა საქართველოს
ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებთან და სხვადასხვა დაინტერესებულ
მხარეებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა
საქართველოს ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.
და
მდგრადი
განვითარების
სამინისტრო
და