„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ნარჩენების მართვის კოდექსი“
- „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წიაღის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-10-27
ბიუროს ნომერი 210
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
(www.matsne.gov.ge), 19/02/2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.016100 ) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-16 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) მუნიციპალური ნარჩენების მართვა;”
2. 64-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს.
მუხლი
2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს კანონი პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კანონის პროექტი ,,ნარჩენების მართვის
კოდექსი“, რომლის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების
შექმნა ისეთი ღონისძიებების დანერგვისათვის, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის
პრევენციას და ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით
დამუშავებას (რაც მოიცავს რეციკლირებას და მეორადი ნედლეულის გამოცალკევებას),
ნარჩენებიდან ენერგიის მიღებას, ასევე, ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას.
წარმოდგენილი პროექტი არის მითითებულ
კანონპროექტების პაკეტის შემადგენელი ნაწილი.
კანონპროექტთან
დაკავშირებული
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის საქართველოს
კანონის პროექტით ,,ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებულ დებულებებთან
შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის ,,ზ“
ქვეპუნქტი ყალიბდება შემდეგი სახით: მუნიციპალური ნარჩენების მართვა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით.
ამოღებული იქნება 64-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი, ვინაიდან მე-16 მუხლი კი
მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს განსაზღვრავს, რომელიც მუნიციპალური
ნარჩენების მართვასაც მოიცავს. მუნიციპალური ნარჩენების მართვის ფუნქცია თბილისის
მუნიციპალიტეტს 64-ე მუხლის „დ“ პუნქტითაც აქვს მინიჭებული. შესაბამისად თბილისის
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებიდან ხდება ნარჩენების მართვის უფლებამოსილების
ამოღება ვინაიდან მას ისედაც მინიჭებული აქვს ეს ფუნქცია მე-16 მუხლით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
საჭიროებას.
მიღება
არ
იწვევს
დამატებითი
ფინანსური
ხარჯების
გაწევის
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული
ვალდებულებებთან, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება.
იმ
პირების
ფინანსურ
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ
გადასახდელის დაწესებას.
ან
სხვა
სახის
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალხმრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ნარჩენების მართვის თვინინგის
პროექტის „გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება ნარჩენების მართვის
სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც
ახორციელებს ავსტრიულ-ბულგარული კონსორციუმი.
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს ავსტრიელმა, ბულგარელმა და გერმანელმა
საერთაშორისო ექსპერტებმა, ნარჩენების საკითხებზე მომუშავე ქართველმა ექსპერტებმა,
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტექნიკურმა და სამართალმცოდნე
ჯგუფებმა. აგრეთვე, კანონპროექტი შემუშავდა სხვადასხვა სამინისტროების (იუსტიციის
სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შინაგან
საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფინანსთა
სამინისტრო და სხვა), არასამთავრობო და კერძო სექტორებთან კონსულტაციების რეჟიმში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კოდექსის ძირითადი პრინციპები შეთანხმებული იქნა Twinning-ის პროექტის „გარემოს დაცვის
სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავებისა და
გაუმჯობესების მიზნით საქართველოში“ ექპერტების მიერ.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება:
მუხლი 16. მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები
1.
ამ
მუხლის
მე-2
პუნქტით
განსაზღვრული
მუნიციპალიტეტის
საკუთარი
უფლებამოსილებები ექსკლუზიური უფლებამოსილებებია. ამ კანონის შესაბამისად
მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების მოცულობა (ფარგლები) და განხორციელების
წესი შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც ეს კანონი პირდაპირ მიუთითებს საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების რეგულირების შესაძლებლობაზე.
2. მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებია:
ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა და დამტკიცება,
დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და
შეფასება; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბიუჯეტო სახსრების განკარგვა,
სახაზინო ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო ტრანზაქციების წარმოება;
ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა ამ კანონითა და
საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი
წესით;
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, წყლისა და ტყის
რესურსების და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების, მართვა
კანონით დადგენილი წესით;
დ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება კანონით
დადგენილი წესით, მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული
ოდენობების ფარგლებში; ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება;
ე) მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და შესაბამის სფეროში ნორმებისა და
წესების განსაზღვრა; ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის, მათ შორის, მიწათსარგებლობის
გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების
გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, დამტკიცება;
ვ)
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიის
კეთილმოწყობა
და
შესაბამისი
საინჟინრო
ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პარკების,
სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება, ტერიტორიის გამწვანება, გარე
განათების უზრუნველყოფა;
ზ) მყარი (საყოფაცხოვრებო) ნარჩენების შეგროვება და გატანა;
თ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების
უზრუნველყოფა; ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარება;
ი) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის
დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
კ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა და ადგილობრივი
მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება; ავტოსატრანსპორტო საშუალებების
პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირება;
ლ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის
ნებართვის გაცემა; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება;
მ) გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირება;
ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე
ზედამხედველობის განხორციელება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი
წესითა და დადგენილ ფარგლებში;
ო) შეკრებებისა და მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება
კანონით დადგენილი წესით;
პ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების,
კერძოდ,
ისტორიულად
ჩამოყალიბებული
უბნის,
თვითმმართველი
ქალაქის
ადმინისტრაციული ერთეულის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის,
პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს,
ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი
მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის
ობიექტის, სახელდება კანონით დადგენილი წესით;
ჟ) გარე რეკლამის განთავსების რეგულირება;
რ) შინაური ცხოველების ყოლის წესების დადგენა და უპატრონო ცხოველებთან
დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;
ს) სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა;
ტ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული
მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება; ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა
მოვლა-შენახვა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული
ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების,
საგამოფენო დარბაზებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების
უზრუნველყოფა და ახალი ობიექტების მშენებლობა;
უ) ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება,
მათ შორის, საჯარო თავშეყრის ადგილებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის სათანადოდ
ადაპტირებისა და აღჭურვის უზრუნველყოფა;
ფ) უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა და რეგისტრაცია.
3. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი
საკითხი, რომლის გადაწყვეტაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა
ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით.
4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით
განსაზღვრული წესით განახორციელოს ღონისძიებები დასაქმების ხელშეწყობის, სოფლის
მეურნეობის, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის, მხარდაჭერისა და ტურიზმის
განვითარების,
სოციალური
დახმარებისა
და
ჯანდაცვის,
ადგილობრივ
დონეზე
ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის,
გარემოს დაცვის, საზოგადოებრივი განათლების, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის,
ადგილობრივი მნიშვნელობის არქივის წარმოების, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების,
ადამიანის
ჯანმრთელობისათვის
უსაფრთხო
გარემოს
შექმნის,
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერის და სხვა
მიზნებით.
მუხლი 64. თბილისის საკუთარი უფლებამოსილებები
თბილისის საკუთარი უფლებამოსილებებია:
ა) ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები;
ბ) გადაუდებელი სასწრაფო დახმარებით უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი
თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეულის, თბილისის ადმინისტრაციული
ერთეულის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, გეგმარებითი რაიონის, ამა თუ იმ ზონის,
მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის, მთის, ბორცვის, ხევის, მდინარის, ტბის,
წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის,
გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყეპარკის, ტყის, საქალაქო სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის
ობიექტის სახელდება;
დ) მყარი (საყოფაცხოვრებო) ნარჩენების მართვა;
ე) ჩამდინარე წყლების გასუფთავება და უტილიზაცია.